ჰექსაქსიმი (DTaP-IPV-HB-Hib) არის ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებებისგან დასაცავად. ჰექსაქსიმი გვეხმარება დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის და Haemophilus influenzae ტიპი b-ს მიერ გამოწვეული მძიმე დაავადებებისგან დაცვაში. ჰექსაქსიმი გამოიყენება ბავშვებში 6 კვირის ასაკიდან. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიფტერიისა (diphteria toxoid) + ტეტანუსის (tetanus toxoid) + bordetella pertussis antigens pertussis + poliovirus inactivated antigens of + type type + hepatitis surface antigen + haemophilus influenzae type polysaccharide
- ფორმა და შეფუთვა
- 0.5მლ (1 დოზა) დიფტერიის, ტეტანუსის, აცელულარული ყივანახველას, B ჰეპატიტის რეკომბინანტული, ინაქტივირებული პოლიომიელიტის და Heamophilus influenzae type b-ს საწინააღმდეგო ადსორბირებული ვაქცინა ი.მ. საინექციო სუსპენზიის სახით მზა შპრიცი №1 + 2 ნემსი
- მწარმოებელი
- Sanofi Winthrop Industrie, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაქცინები, ბაქტერიული და ვირუსული ვაქცინები, კომბინაციები
- ATC კოდი
- J07CA09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044101
- რეგისტრირებულია
- 7 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 7 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sanofi Winthrop Industrie (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ჰექსაქსიმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰექსაქსიმი (DTaP-IPV-HB-Hib) არის ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებებისგან დასაცავად.
ჰექსაქსიმი გვეხმარება დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის და Haemophilus influenzae ტიპი b-ს მიერ გამოწვეული მძიმე დაავადებებისგან დაცვაში. ჰექსაქსიმი გამოიყენება ბავშვებში 6 კვირის ასაკიდან.
ვაქცინა მოქმედებს სხეულში საკუთარი დაცვის (ანტისხეულების) გამომუშავებით იმ ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ, რომლებიც ამ სხვადასხვა ინფექციებს იწვევენ:
დიფტერია ინფექციური დაავადებაა, რომელიც, ჩვეულებრივ, პირველ რიგში აზიანებს ყელს. ყელში ინფექცია იწვევს ტკივილსა და შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დახრჩობა. დაავადების გამომწვევი ბაქტერია აგრეთვე გამოყოფს ტოქსინს (შხამი), რომელმაც შეიძლება დააზიანოს გული, თირკმელები და ნერვები.
ტეტანუსი (ხშირად უწოდებენ ყბის გაშეშებას) ჩვეულებრივ გამოწვეულია ტეტანუსის ბაქტერიით, რომელიც აღწევს ღრმა ჭრილობაში. ბაქტერია წარმოქმნის ტოქსინს (შხამი), რომელიც იწვევს კუნთების სპაზმს, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას და დახრჩობის შესაძლებლობას.
ყივანახველა (ხშირად უწოდებენ მყვირალა ხველას) ძლიერი ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს სასუნთქ გზებს. ის იწვევს მწვავე ხველას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები. ხველას ხშირად აქვს “მყვირალა“ ხმა. ხველა შეიძლება გაგრძელდეს ერთიდან ორ თვემდე, ან უფრო ხანგრძლივად. ყივანახველამ შეიძლება ასევე, გამოიწვიოს ყურის ინფექცია, გულ-მკერდის ორგანოების ინფექციები (ბრონქიტი), რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს, ფილტვის ინფექციები (პნევმონია), კრუნჩხვები, ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კი.
B ჰეპატიტი გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით. ის იწვევს ღვიძლის შეშუპებას (ანთებას). ზოგიერთ ადამიანში ვირუსი შეიძლება დარჩეს ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში და შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული პრობლემები, მათ შორის, ღვიძლის კიბო.
პოლიომიელიტი (ხშირად უწოდებენ უბრალოდ პოლიოს) გამოწვეულია ვირუსებით, რომლებიც აზიანებს ნერვებს. შეიძლება გამოიწვიოს დამბლა ან კუნთების სისუსტე, ყველაზე ხშირად - ფეხებში. იმ კუნთების დამბლა, რომლებიც სუნთქვას და ყლაპვას აკონტროლებს, შეიძლება ფატალური იყოს.
Haemophilus influenzae ტიპი b-ს ინფექციები (ხშირად უწოდებენ უბრალოდ Hib-ს) სერიოზული ბაქტერიული ინფექციებია და შეიძლება გამოიწვიოს მენინგიტი (ტვინის გარეთა გარსის ანთება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება, სიყრუე, ეპილეფსია ან ნაწილობრივი დაბრმავება. ინფექციამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ყელის ანთება და შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას. ინფექციამ შესაძლოა დააზიანოს სხეულის სხვა ნაწილებიც, როგორიცაა სისხლი, ფილტვები, კანი, ძვლები და სახსრები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია უზრუნველყოფილი დაცვის შესახებ
ჰექსაქსიმი დაგეხმარებათ ამ დაავადებების პრევენციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოწვეულია ამ ვაქცინის სამიზნე ბაქტერიებით ან ვირუსებით. თქვენი ბავშვი შეიძლება დაავადდეს მსგავსი სიმპტომების მქონე დაავადებებით, თუ ისინი გამოწვეულია სხვა ბაქტერიებით ან ვირუსებით.
ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს ან ვირუსებს და არ შეუძლია იმ ინფექციური დაავადების გამოწვევა, რომლისგანაც გიცავთ.
ეს ვაქცინა არ იცავს Haemophilus influenzae-ს სხვა ტიპებით გამოწვეული ინფექციებისგან და არც სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული მენინგიტისგან.
ჰექსაქსიმი არ დაიცავს სხვა აგენტებით გამოწვეული ჰეპატიტის ინფექციისგან, როგორიცაა ჰეპატიტი A, ჰეპატიტი C და ჰეპატიტი E.
რადგან B ჰეპატიტის სიმპტომების გამოვლენას დიდი დრო ჭირდება, შესაძლებელია ვაქცინაციის დროს ორგანიზმში B ჰეპატიტის ინფექციის არსებობის ამოცნობა ვერ მოხერხდეს. ამ შემთხვევაში, ვაქცინა არ დაგიცავთ B ჰეპატიტის ინფექციისგან.
ისევე, როგორც ნებისმიერმა ვაქცინამ, ჰექსაქსიმმაც შესაძლოა, არ დაიცვას იმ ბავშვების 100%, რომლებსაც ეს ვაქცინა გაუკეთდათ.
მიღების წესი და დოზირება
ჰექსაქსიმი თქვენს ბავშვს უნდა გაუკეთოს ექიმმა ან ექთანმა, რომელსაც გავლილი აქვს ვაქცინების გამოყენების ტრენინგი და გააჩნია საშუალებები, რათა გაუმკლავდეს ინექციის დროს განვითარებულ ნაკლებად ხშირ მწვავე ალერგიულ რეაქციას (იხ. პარაგრაფი 4. “შესაძლო გვერდითი მოქმედება“).
ჰექსაქსიმი გამოიყენება კუნთში ინექციის სახით (ინტრამუსკულური გზა - ი/მ) ბავშვის ფეხის ან მკლავის ზედა ნაწილში. ვაქცინა არასდროს უნდა შეიყვანონ სისხლძარღვში ან კანში ან კანქვეშ.
რეკომენდებული დოზა:
ვაქცინაციის პირველი კურსი (პირველადი ვაქცინაცია)
თქვენი ბავშვი მიიღებს ან ორ ინექციას ორი თვის ინტერვალით, ან სამ ინექციას ერთიდან ორ თვემდე ინტერვალით (მინიმუმ 4 კვირიანი შუალედით). ეს ვაქცინა უნდა გამოიყენონ ვაქინაციის ადგილობრივი პროგრამის მიხედვით.
დამატებითი ინექციები (განმეორებითი ვაქცინაცია)
ინექციების პირველი კურსის შემდეგ, ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად, თქვენი ბავშვი მიიღებს განმეორებით დოზას, პირველი კურსის ბოლო დოზის შემდეგ მინიმუმ 6 თვეში. ექიმი გეტყვით, როდის უნდა მიიღოთ ეს დოზა.
თუ დაგავიწყდათ ჰექსაქსიმის ერთი დოზის მიღება
თუ თქვენმა ბავშვმა გამოტოვა დაგეგმილი ინექცია, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი განიხილოთ თქვენს ექიმთან ან ექთანთან, რომელიც გადაწყვეტს, თუ როდის უნდა მისცენ გამოტოვებული დოზა.
მნიშვნელოვანია ექიმის ან ექთნის მითითებების დაცვა, რათა ბავშვმა დაასრულოს ინექციების კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ბავშვი შეიძლება ბოლომდე დაცული არ იყოს დაავადებისგან.
ვაქცინის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
ჰექსაქსიმის შეყვანის შემდეგ აღენიშნებოდა რესპირატორული დარღვევა ან სახის შეშუპება (ანაფილაქსიური რეაქცია).
ქონდა ალერგიული რეაქცია:
აქტიურ ნივთიერებებზე,
მე-6 პარაგრაფში მითითებულ რომელიმე შემავსებელზე,
გლუტარალდეჰიდზე, ფორმალდეჰიდზე, ნეომიცინზე, სტრეპტომიცინზე ან პოლიმიქსინ B-ზე, რადგან ეს ნივთიერებები გამოიყენება წარმოების პროცესში.
ჰექსაქსიმის ან დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, B ჰეპატიტის ან Hib შემცველი ნებისმიერი სხვა ვაქცინის მიღების შემდეგ.
განიცდიდა მწვავე რეაქციას ტვინის დაზიანების სახით (ენცეფალოპათია) ყივანახველას ვაქცინის (აცელულარული ან სრულუჯრედოვანი ყივანახველა) წინა დოზის გამოყენებიდან 7 დღის განმავლობაში
აღენიშნება უკონტროლო მდგომარეობა ან ტვინის და ნერვული სისტემის დამაზიანებელი მძიმე დაავადება (არაკონტროლირებული ნევროლოგიური დარღვევა) ან არაკონტროლირებული ეპილეფსია.
სიფრთხილის ზომები
ბავშვის ვაქცინაციამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ თქვენს ბავშვს:
აქვს საშუალო ან მაღალი ტემპერატურა ან მწვავე დაავადება (მაგალითად, ცხელება, ყელის ტკივილი, ხველა, გაციება ან სურდო). შეიძლება საჭირო იყოს ჰექსაქსიმით ვაქცინაციის გადადება ბავშვის გამოჯანმრთელებამდე.
ყივანახველას ვაქცინის მიღების შემდეგ აღენიშნებოდა რომელიმე შემდგომი მოვლენა, რადგან ამ შემთხვევაში უნდა გადაიხედოს ყივანახველას შემცველი ვაქცინების შემდგომი დოზის შეყვანის გადაწყვეტილება:
ცხელება 40°C ან მეტი 48 საათის განმავლობაში, რომელიც გამოწვეული არ არის სხვა ცნობილი მიზეზით.
კოლაფსი ან შოკის მსგავსი მდგომარეობა ჰიპოტონური-ჰიპორეაქციული ეპიზოდით (ენერგიის დაცემა) ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში.
ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილი 3 საათის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც აღინიშნება ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში.
კრუნჩხვა (კონვულსია) ცხელებით ან მის გარეშე, ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში.
ადრე აღენიშნებოდა გიიენ-ბარეს სინდრომი (ნერვების დროებითი ანთება, რაც იწვევს ტკივილს, დამბლას და მგრძნობელობით დარღვევებს) ან ბრაქიალური ნევრიტი (მწვავე ტკივილი და მოძრაობის დაქვეითება მხარში და ხელში) ტეტანუსის ტოქსოიდის (ტეტანუსის ტოქსინის ინაქტივირებული ფორმა) შემცველი ვაქცინის გამოყენების შემდეგ. ამ შემთხვევაში, ტეტანუსის ტოქსოიდის შემცველი ვაქცინის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი.
უტარდება მკურნალობა, რომელიც თრგუნავს მის იმუნურ სისტემას (ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას) ან აღენიშნება ნებისმიერი დაავადება, რომელიც იწვევს იმუნური სისტემის სისუსტეს. ამ შემთხვევებში შეიძლება დაქვეითდეს ვაქცინისადმი იმუნური პასუხი. ჩვეულებრივ, ვაქცინაციამდე რეკომენდებულია მკურნალობის ან დაავადების დასრულებამდე მოცდა. თუმცა, იმ ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნური სისტემის ხანგრძლივი პრობლემები, როგორიცაა, აივ ინფექცია (შიდსი), შეიძლება მაინც გამოიყენონ ჰექსაქსიმი, მაგრამ მისი დაცვითი ეფექტი არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც ჯანმრთელებში.
აღენიშნება მწვავე ან ქრონიკული დაავადება თირკმლის ქრონიკული არასაკმარისი ფუნქციონირების ან უკმარისობის ჩათვლით (თირკმლის სათანადოდ მუშაობის უუნარობა).
აღენიშნება ტვინის არადიაგნოსტირებული დაავადება ან ეპილეფსია, რომელიც არ კონტროლდება. თქვენი ექიმი შეაფასებს ვაქცინაციის პოტენციურ სარგებელს.
აქვს სისხლის ნებისმიერი პრობლემა, რომელიც იწვევს სისხლჩაქცევების ადვილად განვითარებას ან ხანგრძლივ სისხლდენას მცირე ჭრილობების შემდეგ. თქვენი ექიმი გირჩევთ, უნდა გაუკეთოთ თუ არა ბავშვს ჰექსაქსიმი.
გულის წასვლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნემსით ნებისმიერი ინექციის შემდეგ ან ინექციამდეც კი. ამიტომ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას, თუ წინა ინექციის დროს თქვენს ბავშვს აღენიშნა გულის წასვლა.
სხვა მედიკამენტები ან ვაქცინები და ჰექსაქსიმი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ თქვენი ბავშვი იღებს, ახლახანს იღებდა ან შეიძლება მიეღო ნებისმიერი სხვა მედიკამენტი ან ვაქცინა.
ჰექსაქსიმი შეიძლება გამოიყენონ ერთდროულად სხვა ვაქცინასთან ერთად, როგორიცაა პნევმოკოკური ვაქცინები, წითელა-ქუნთრუშა-წითურას ვაქცინები, ჩუტყვავულას ვაქცინები, როტავირუსული ან მენინგოკოკური ვაქცინები.
სხვა ვაქცინებთან ერთად გამოყენებისას ჰექსაქსიმი უნდა შეიყვანონ ინექციის სხვა ადგილას.
ჰექსაქსიმი შეიცავს ფენილალანინს, კალიუმს და ნატრიუმს
ჰექსაქსიმის თითოეული 0.5 მლ დოზა შეიცავს 85 მიკროგრამ ფენილალანინს. ფენილალანინი შეიძლება საზიანო იყოს, თუ გაქვთ ფენილკეტონურია, იშვიათი გენეტიკური დარღვევა, როდესაც ხდება ფენილალანინის დაგროვება, რადგან ორგანიზმში არ ხდება მისი სათანადოდ გამოყოფა.
ჰექსაქსიმის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ კალიუმს (39 მგ) და 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს კალიუმს“ და “არ შეიცავს ნატრიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ჰექსასიმას შეყვანა შეიძლება პნევმოკოკურ პოლისაქარიდის კონიუგირებულ ვაქცინასთან, ყბაყურა-წითელა-წითურას და ჩუტყვავილას შემცველ ვაქცინებთან, როტავირუსულ ვაქცინებთან, მენინგოკოკის C ტიპის კონიუგირებულ ვაქცინასთან ან მენინგოკოკის A, C, W-135 და Y ჯგუფის კონიუგირებულ ვაქცინასთან ერთად, რადაგან თითოეული ანტიგენის წინააღმდეგ ანტისხეულების რეაქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ განიხილება სხვა ვაქცინებთან ერთდროულად მიღების საკითხი, იმუნიზაციისთვის გამოყენებული უნდა იქნას ცალკე საინექციო ადგილები.
დაუშვებელია ჰექსასიმას შერევა სხვა ვაქცინებთან ან პარენტერალურად შესაყვან სხვა სამედიცინო პროდუქტებთან.
იმუნოსუპრესიული მკურნალობის შემთხვევის გარდა, არავითარი მნიშვნელოვანი კლინიკური ურთიერთქმედება არ ვლინდება სამკურნალო ან ბიოლოგიურ პროდუქტებთან დაკავშირებით (იხილეთ პუნქტი 4.4).
ჩარევა ლაბორატორიულ ანალიზებში: იხილეთ 4.4 პუნქტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არის შესაბამისი. აღნიშნული ვაქცინა არ არის გათვალისწინებული შვილოსნობის ასაკის ქალებისთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის შესაბამისი.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ ვაქცინამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.
სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია)
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ვაქცინაციის ადგილის დატოვების შემდეგ თქვენს ბავშვს განუვითარდა რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
სუნთქვის გაძნელება
ენის ან ტუჩების სილურჯე
გამონაყარი
სახის ან ყელის შეშუპება
უეცარი და სერიოზული სისუსტე არტერიული წნევის დაცემით, რაც იწვევს თავბრუსხვევას და ცნობიერების დაკარგვას, გახშირებულ გულისცემას და მასთან დაკავშირებულ სუნთქვის პრობლემებს.
როდესაც ვითარდება ეს ნიშნები ან სიმპტომები (ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნები ან სიმპტომები), ისინი ჩვეულებრივ სწრაფად ვითარდება ინექციის შემდეგ, სანამ ბავშვი ჯერ კიდევ კლინიკაში ან ექიმის კაბინეტშია.
სერიოზული ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 ადამიანში) ამ ვაქცინის მიღების შემდეგ.
სხვა გვერდითი მოქმედება
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება რომელიმე შემდეგი გვერდითი მოქმედება:
ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს):
მადის დაკარგვა (ანორექსია)
ტირილი
ძილიანობა
ღებინება
ცხელება (ტემპერატურა 38°C ან მეტი)
გაღიზიანება
ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ინექციის ადგილას
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ს):
უჩვეულო ტირილი (გახანგრძლივებული ტირილი)
დიარეა
ინექციის ადგილის გამკვრივება (ინდურაცია)
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება განუვითარდეს 100 ადამიანიდან 1-ს):
ალერგიული რეაქცია
მაღალი ცხელება (ტემპერატურა 39.6°C ან მეტი)
სიმაგრე (კვანძი) ინექციის ადგილას
იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება განუვითარდეს 1,000 ადამიანიდან 1-ს):
გამონაყარი
დიდი რეაქციები ინექციის ადგილას (5 სმ-ზე დიდი), კიდურის ექსტენსიური შეშუპების ჩათვლით ინექციის ადგილის ირგვლივ ერთ ან ორივე სახსარზე. ეს რეაქციები იწყება ვაქცინაციიდან 24-72 საათის განმავლობაში, შეიძლება დაკავშირებული იყოს სიწითლესთან, სითბოსთან, გამაგრებასთან ან ტკივილთან ინექციის ადგილას და გაუმჯობესდეს 3-5 დღეში მკურნალობის აუცილებლობის გარეშე.
კრუნჩხვა (კონვულსიები) ცხელებით ან ცხელების გარეშე.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება განუვითარდეს 10,000 ადამიანიდან 1-ს):
ეპიზოდები, როდესაც თქვენს ბავშვს აღენიშნება შოკის მსგავსი მდგომარეობა ან არის ფერმკრთალი, მოდუნებული და არ რეაგირებს გარკვეული დროის განმავლობაში (ჰიპოტონური რეაქციები ან ჰიპოტონური ჰიპორეაქციული ეპიზოდები HHE).
შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა გვერდითი მოქმედება, რომელიც ზემოთ აღნიშნული არ არის, აღწერილია დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, B ჰეპატიტის ან Hib-ის შემცველი სხვა ვაქცინების გამოყენებისას, და არა უშუალოდ ჰექსაქსიმის გამოყენებისას:
ნერვების დროებითი ანთება, რაც იწვევს ტკივილს, დამბლას და მგრძნობელობით დარღვევებს (გიიენ-ბარეს სინდრომი), და მწვავე ტკივილი და მხრის და ხელის მოძრაობის დაქვეითება (ბრაქიალური ნევრიტი) აღწერილია ტეტანუსის შემცველი ვაქცინის მიღების შემდეგ.
რამდენიმე ნერვის ანთება, რაც იწვევს მგრძნობელობით დარღვევებს ან კიდურების სისუსტეს (პოლირადიკულონევრიტი), სახის დამბლას, მხედველობის დარღვევებს, მხედველობის უეცარ დაბინდვას ან დაკარგვას (ოპტიკური ნევრიტი), ტვინის და ხერხემლის ანთებით დაავადებას (ცენტრალური ნერვული სისტემის დემიელინიზაცია, გაფანტული სკლეროზი), აღწერილია B ჰეპატიტის ანტიგენის შემცველი ვაქცინის შეყვანის შემდეგ.
ტვინის შეშუპება ან ანთება (ენცეფალოპათია/ენცეფალიტი).
ძალიან ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში (გესტაციის 28 კვირამდე) შეიძლება სუნთქვებს შორის აღინიშნოს ნორმაზე დიდი პაუზა ვაქცინაციიდან 2-3 დღის შემდეგ.
ერთი ან ორივე ტერფის და ქვედა კიდურების შეშუპება, რომელიც შეიძლება განვითარდეს კანის მოლურჯო შეფერილობით (ციანოზი), სიწითლით, კანქვეშ მცირე სისხლდენებით (ტრანზიტორული პურპურა) და მწვავე ტირილით Haemophilus influenzae ტიპი b-ს შემცველი ვაქცინების ინექციის შემდეგ. ეს რეაქცია ძირითადად ვითარდება პირველი ინექციის შემდეგ და ვაქცინაციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. ყველა სიმპტომი სრულად უნდა გაქრეს 24 საათის შემდეგ მკურნალობის საჭიროების გარეშე.
გვერდითი რეაქციების შეტყობინება
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც ამ ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები ერთ დოზაზე (0.5მლ)1:
დიფტერიის ტოქსოიდი არანაკლებ 20სე2,4 (30 Lf)
ტეტანუსის ტოქსოიდი არანაკლებ 40სე3,4 (10 Lf)
Bordetella Pertussis ანტიგენები
ყივანახველას ტოქსოიდი 25 მიკროგრამი
ძაფისებრი ჰემაგლუტინინი 25 მიკროგრამი
პოლიოვირუსი (ინაქტივირებული)5
ტიპი 1 (Mahoney) 29 D-ანტიგენის ერთეული6
ტიპი 2 (MEF-1) 7 D-ანტიგენის ერთეული6
ტიპი 3 (Saukett) 26 D-ანტიგენის ერთეული6
B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი7 10 მიკროგრამი
Haemophilus influenzae ტიპი b-ს პოლისაქარიდი 12 მიკროგრამი
(პოლირიბოსილრიბიტოლის ფოსფატი)
კონიუგირებული ტეტანუსის პროტეინთან 22-36 მიკროგრამი
1 ადსორბირბეული ალუმინის ჰიდროქსიდზე, ჰიდრატირებული (0.6მგ Al3+)
2 როგორც სანდოობის ქვედა ზღვარი (p=0.95) და არანაკლებ 30 სე, როგორც საშუალო მნიშვნელობა
3 როგორც სანდოობის ქვედა ზღვარი (p=0.95)
4 ან ეკვივალენტური აქტივობა, განსაზღვრული იმუნოგენურობის შეფასებით
5 დამზადებული Vero უჯრედებზე
6 ამ ანტიგენის რაოდენობა არის ზუსტად იგივე, რაც წინა მითითებული 40-8-32 D-ანტიგენის ერთეული, შესაბამისად 1, 2 და 3 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც შეფასებულია სხვა შესაბამისი იმუნოქიმიური მეთოდით
7 დამზადებული საფუარის Hansenula polymorpha უჯრედებზე რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით
სხვა ინგრედიენტებია:
დინატრიუმის წყალბადის ფოსფატი, კალიუმის დიჰიდროწყალბად ფოსფატი, ტრომეტამოლი, საქაროზა, ძირითადი ამინომჟავები, L-ფენილალანინის ჩათვლით, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან/და ძმარმჟავა ან/და მარილმჟავა (pH კორექტირებისთვის), და საინექციო წყალი.
ვაქცინა შეიძლება შეიცავდეს გლუტარალდეჰიდის, ფორმალდეჰიდის, ნეომიცინის, სტრეპტომიცინის და პოლიმიქსინ B-ს უმნიშვნელო რაოდენობას.
ჰექსაქსიმის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ჰექსაქსიმი წარმოდგენილია საინექციო სუსპენზიის სახით წინასწარ ავსებულ შპრიცში (0.5მლ).
ჰექსაქსიმის შეფუთვაში არის 1 ან 10 წინასწარ ავსებული შპრიცი მიმაგრებული ნემსის გარეშე.
ჰექსაქსიმის შეფუთვაში არის 1 ან 10 წინასწარ ავსებული შპრიცი ცალკე 1 ნემსით.
ჰექსაქსიმის შეფუთვაში არის 1 ან 10 წინასწარ ავსებული შპრიცი ცალკე 2 ნემსით.
შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
შენჯღრევის შემდეგ ნორმალური ვაქცინა არის მოთეთრო მღვრიე სუსპენზია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
ვაქცინა შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს ვაქცინა ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე წარწერა “ვარგისია“-ს (EXP) შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C). არ გაყინოთ.
სინათლისგან დაცვის მიზნით ვაქცინა შეინახეთ გარე კოლოფში.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვაქცინები, ბაქტერიული და ვირუსული კომბინირებული ვაქცინები. ათქ კოდი: J07CA09.
ჰექსასიმას იმუნოგენურობა 24 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში კლინიკური ცდებით არ არის შესწავლილი.
თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით მიღებული შედეგების შეჯამება მოყვანილია ქვემოთ მოცემულ ცხრილებში:
ცხრილი 1: სეროპროტექციის / სეროკონვერსიის დონეები* ჰექსასიმას 2 ან 3 დოზის პირველადი ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ
ანტისხეულების ზღვარი
ორი დოზა
სამი დოზა
3-5 თვე
6-10-14 კვირა
2-3-4 თვე
2-4-6 თვე
N=249**
N=123-დან 220†
N=322††
N=934-დან 1270‡
%
%
%
%
ანტი-დიფტერია
(>0.01 სე/მლ)
- 6
- 6
- 7
- 1
ანტი-ტეტანუსი
(>0.01 სე/მლ)
100.0
100.0
100.0
100.0
ანტი-PT
(სეროკონვერსია ‡‡)
(ვაქცინაზე რეაქცია §)
- 4
- 4
- 6
100.0
- 3
- 4
- 0
- 7
ანტი-FHA
(სეროკონვერსია ‡‡)
(ვაქცინაზე რეაქცია §)
- 5
- 6
- 1
100.0
- 6
- 7
- 0
- 9
ანტი-HBs
(>10 მ სე/მლ)
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით დაბადებისას
/
- 0
/
- 7
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას
- 2
- 7
- 8
- 8
ანტი-პოლიო ტიპი 1
(>8 (1/გახსნა))
- 8
100.0
- 4
- 9
ანტი-პოლიო ტიპი 2
(>8 (1/გახსნა))
- 0
- 5
100.0
100.0
ანტი-პოლიო ტიპი 3
(>8 (1/გახსნა))
- 7
100.0
- 7
- 9
ანტი-PRP
(>0.15 µg/მლ)
- 5
- 4
- 2
- 0
- ზოგადად მიღებული სუროგატები (PT, FHA) ან დაცვის კორელატები (სხვა კომპონენტები)
N = გაანალიზებული სუბიექტების რაოდენობა (ყოველი პროტოკოლის კრებულის მიხედვით)
- * 3, 5 თვე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას (ფინეთი, შვედეთი)
† 6, 10, 14 კვირა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით ან ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
†† 2, 3, 4 თვე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას (ფინეთი)
‡ 2, 4, 6 თვე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას (არგენტინა, მექსიკა, პერუ) და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით დაბადებისას (კოსტა-რიკა და კოლუმბია)
‡‡ სეროკონვერსია: მინიმუმ 4-ჯერ გაზრდილი, წინასწარ ვაქცინირებულ დონესთან შედარებით (წინასწარი დოზა 1)
§ ვაქცინაზე რეაქცია: თუ ვაქცინაციამდე ანტისხეულების კონცენტრაციაა <8 EU/მლ, მაშინ ვაქცინაციის შემდგომი ანტისხეულების კონცენტრაცია უნდა იყოს >8 EU/მლ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაქცინაციის შემდგომი ანტისხეულების კონცენტრაცია უნდა იყოს > წინარე-იმუნიზაციის დონესთან შედარებით
ცხრილი 2: სეროპროტექციის / სეროკონვერსიის დონეები* ჰექსასიმათი ბუსტერ-ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ
ანტისხეულების ზღვარი
ორდოზიანი პირველადი კურსის შემდგომ ბუსტერ-ვაქცინაცია 11-12 თვის ასაკში
სამდოზიანი პირველადი კურსის შემდგომ სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში ბუსტერ-ვაქცინაცია
3-5 თვე
6-10-14 კვირა
2-3-4 თვე
2-4-6 თვე
N=249**
N=204†
N=178††
N=177-დან 396‡
%
%
%
%
ანტი-დიფტერია
(>0.1 სე/მლ)
100.0
100.0
100.0
- 2
ანტი-ტეტანუსი
(>0.1 სე/მლ)
100.0
100.0
100.0
100.0
ანტი-PT
(სეროკონვერსია ‡‡)
(ვაქცინაზე რეაქცია §)
- 3
- 0
- 4
100.0
- 0
- 8
- 2
100.0
ანტი-FHA
(სეროკონვერსია ‡‡)
(ვაქცინაზე რეაქცია §)
- 6
100.0
- 4
100.0
- 3
100.0
- 4
100.0
ანტი-HBs
(>10 მ სე/მლ)
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით დაბადებისას
/
100.0
/
- 7
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას
- 4
- 5
- 9
- 4
ანტი-პოლიო ტიპი 1
(>8 (1/გახსნა))
100.0
100.0
- 9
100.0
ანტი-პოლიო ტიპი 2
(>8 (1/გახსნა))
100.0
100.0
100.0
100.0
ანტი-პოლიო ტიპი 3
(>8 (1/გახსნა))
- 6
100.0
100.0
100.0
ანტი-PRP
(>1.0 µg/მლ)
- 5
- 5
- 9
- 3
- ზოგადად მიღებული სუროგატები (PT, FHA) ან დაცვის კორელატები (სხვა კომპონენტები)
N = გაანალიზებული სუბიექტების რაოდენობა (ყოველი პროტოკოლის კრებულის მიხედვით)
- * 3, 5 თვე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას (ფინეთი, შვედეთი)
† 6, 10, 14 კვირა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით ან ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
†† 2, 3, 4 თვე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას (ფინეთი)
‡ 2, 4, 6 თვე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას (მექსიკა) და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით დაბადებისას (კოსტა-რიკა და კოლუმბია)
‡‡ სეროკონვერსია: მინიმუმ 4-ჯერ გაზრდილი, წინასწარ ვაქცინირებულ დონესთან შედარებით (წინასწარი დოზა 1)
§ ვაქცინაზე რეაქცია: თუ ვაქცინაციამდე ანტისხეულების კონცენტრაციაა (წინასწარი დოზა 1) <8 EU/მლ, მაშინ ბუსტერ-დოზის შეყვანის შემდგომი ანტისხეულების კონცენტრაცია უნდა იყოს >8 EU/მლ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუსტერ-დოზის შეყვანის შემდგომი ანტისხეულების კონცენტრაცია უნდა იყოს > წინარე-იმუნიზაციის დონესთან (წინასწარი დოზა 1) შედარებით
იმუნური რექაციები Hib-ის და ყივანახველის ანტიგენებზე 2 დოზის შემდგომ 2 და 4 თვის ასაკში
იმუნური რეაქციები Hib (PRP) და ყივანახველას ანტიგენებზე (PT და FHA) შეფასდა ჰექსასიმას მიმღებ სუბიექტებში (N=148) 2 თანმიმდევრული დოზის შემდეგ 2, 4 და 6 თვის ასაკში. იმუნური რეაქციები PRP, PT და FHA ანტიგენების მიმართ 2 და 4 თვის ასაკში 2 დოზის მიცემიდან ერთ თვეში იყო 3 და 5 თვის ასაკში 2-დოზიანი პირველადი ვაქცინის მიცემიდან ერთ თვეში გამოვლენილი რეაქციის მსგავსი:
ანტი-PRP ტიტრები >0.15 µg/მლ დაფიქსირდა სუბიექტების 73.0%-ში,
ანტი-PT ვაქცინაზე რეაქცია - სუბიექტების 97.9%-ში,
ანტი-FHA ვაქცინაზე რეაქცია - სუბიექტების 98.6%-ში.
იმუნური რეაქციის მედეგობა
ვაქცინით ინდუცირებული ანტისხეულების გრძელვადიანი მედეგობის კვლევამ აჩვენა, რომ ჩვილებში/მცირე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც მისცეს ან არ მისცეს პირველადი სერიის ვაქცინაცინა და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, შენარჩუნდა აღიარებული დამცავ დონეებზე მაღალი დონე ან ანტისხეულების ზღვარი ვაქცინის ანტიგენებისთვის (იხილეთ ცხრილი 3).
ცხრილი 3: სეროპროტექციის დონეებია ჰექსასიმათი ვაქცინაციის შემდეგ 4.5 წლის ასაკში
ანტისხეულების ზღვარი
პირველადი 6-10-14 კვირის ასაკში და ბუსტერი 15-18 თვის ასაკში
პირველადი 2-4-6 თვის ასაკში და ბუსტერი 12-24 თვის ასაკში
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით დაბადებისას
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით დაბადებისას
N=173ბ
N=103ბ
N=220გ
%
%
%
ანტი-დიფტერია
(>0.01 სე/მლ)
(>0.1 სე/მლ)
- 2
- 3
97
- 4
100
- 2
ანტი-ტეტანუსი
(>0.01 სე/მლ)
(>0.1 სე/მლ)
100
- 5
100
- 8
100
- 8
ანტი-PTე
(>8 EU/მლ)
- 5
- 7
- 2
ანტი-FHAე
(>8 EU/მლ)
- 8
- 0
- 6
ანტი-HBs
(>10 მ სე/მლ)
- 3
- 1
- 3
ანტი-პოლიო ტიპი 1
(>8 (1/გახსნა))
NAდ
NAდ
- 5
ანტი-პოლიო ტიპი 2
(>8 (1/გახსნა))
NAდ
NAდ
100
ანტი-პოლიო ტიპი 3
(>8 (1/გახსნა))
NAდ
NAდ
100
ანტი-PRP
(>0.15 µg/მლ)
- 8
100
100
N = გაანალიზებული სუბიექტების რაოდენობა (ყოველი პროტოკოლის კრებულის მიხედვით)
ა ზოგადად მიღებული სუროგატები (PT, FHA) ან დაცვის კორელატები (სხვა კომპონენტები)
ბ 6, 10, 14 კვირა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით ან ვაქცინაციის გარეშე დაბადებისას (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
გ 2, 4, 6 თვე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით დაბადებისას (კოლუმბია)
დ ქვეყანაში OPV ეროვნული იმუნიზაციის დღეების გამო, პოლიოს შედეგების ანალიზი არ გაკეთებულა
ე 8 EU/მლ შეესაბამება 4 LLOQ-ს (რაოდენობრივი ანალიზის ქვედა ზღვარი იმუნოსორბენტული ანალიზისთვის ფერმენტული ნიშნით ELISA)
LLOQ მნიშვნელობა ანტი-PT-სა და ანტი-FHA-სთვის არის 2 EU/მლ.
ჰექსასიმას B ჰეპატიტის საწინააღმდეგო კონპონენტის იმუნური რეაქციის მდგრადობა შეფასდა ჩვილებში ორი სხვადასხვა პირველადი სქემის შემდეგ.
დაბადებისას B ჰეპატიტის გარეშე 3 და 5 თვის ასაკის ჩვილების 2 დოზიანი პირველადი სერიებისთვის, რომელსაც მოჰყვა მცირე ასაკის ბავშვთა ბუსტერი 11-12 თვის ასაკში, ბავშვების 53.8%-ში აღინიშნა სეროპროტექცია (ანტი-HBsAg >10 მსე/მლ) 6 წლის ასაკში, და 96.7%-მა აჩვენა მეორადი იმუნური რეაქცია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იზოლირებული ვაქცინით დამატებითი დოზის შემდეგ.
პირველადი ვაქცინაციის სერიების შემდეგ, რომელიც შედგებოდა ერთდოზიანი B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინისგან, გაკეთებული დაბადებისას, და რომელსაც მოჰყვებოდა ჩვილების სამდოზიანი სერიები 2, 4 და 6 თვის ასაკში, მცირე ასაკის ბავშვის ბუსტერ-დოზის გარეშე, ბავშვების 49.3%-ში აღინიშნა სეროპროტექცია (ანტი-HBsAg >10 მსე/მლ) 9 წლის ასაკში, და 92.8%-მა აჩვენა მეორადი იმუნური რეაქცია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იზოლირებული ვაქცინით დამატებითი დოზის შემდეგ.
ეს მონაცემები ადასტურებს მყარი იმუნური მეხსიერების არსებობას ჩვილებში, რომლებსაც გაუკეთდა ჰექსასიმა.
იმუნური რეაქციები ჰექსასიმაზე დღენაკლულ ჩვილებში
იმუნური რეაქციები ჰექსასიმას ანტიგენებზე დღენაკლულ (105) ჩვილებში (დაბადებული ორსულობის 28-36 კვირას), მათ შორის 90 ჩვილი, რომელთა დედებს ორსულობის პერიოდში ჩაუტარდათ Tdap ვაქცინის აცრა, და 15 ჩვილი, რომელთა დედები არ იყვნენ ვაქცინირებული ორსულობის პერიოდში, შეფასდა პირველადი 3-დოზიანი ვაქცინების სერიის შემდეგ 2, 3 და 4 თვის ასაკში და ბუსტერ-დოზის შემდეგ 13 თვის ასაკში.
პირველადი ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ ყველა სუბიექტს აღენიშნა სეროპროტექცია დიფტერიის (>0,01 სე/მლ), ტეტანუსის (>0,01 სე/მლ) და პოლიოვირუსის ტიპი 1, 2 და 3 (>8 (1/გახსნა)) წინააღმდეგ; სუბიექტების 89.8%-ში აღინიშნა სეროპროტექცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ (>10 სე/მლ) და 79.4%-ში - Hib ინვაზიური დაავადებების წინააღმდეგ (>0.15 µg/მლ).
ბუსტერ-დოზის შემდეგ ერთ თვეში ყველა სუბიექტს აღენიშნა სეროპროტექცია დიფტერიის (>0.1 სე/მლ), ტეტანუსის (>0.1 სე/მლ) და პოლიოვირუსის ტიპი 1, 2 და 3 (>8 (1/გახსნა)) წინააღმდეგ; სუბიექტების 94.6%-ში აღინიშნა სეროპროტექცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ (>10 სე/მლ) და 90.6%-ში - Hib ინვაზიური დაავადებების წინააღმდეგ (>1 µg/მლ).
ყივანახველასთან დაკავშირებით, პირველადი ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ სუბიექტების 98.7%-ს და 100%-ს განუვითარდა ანტისხეულები >8 სე/მლ შესაბამისად PT და FHA ანტიგენების წინააღმდეგ. ბუსტერ-დოზის შემდეგ ერთ თვეში სუბიექტების 98.8%-ს განუვითარდა ანტისხეულები >8 სე/მლ PT და FHA ანტიგენების წინააღმდეგ. ყივანახველას ანტისხეულების კონცენტრაცია 13-ჯერ გაიზარდა პირველადი ვაქცინაციის შემდეგ და 6-14-ჯერ - ბუსტერ-დოზის შემდეგ.
იმუნური რეაქციები ჰექსასიმაზე ჩვილებში, რომელთა დედებს ორსულობის პერიოდში ჩაუტარდათ Tdap ვაქცინის აცრა
იმუნური რეაქციები ჰექსასიმას ანტიგენებზე დროულ (109) და დღენაკლულ (90) ჩვილებში, რომელთა დედებს ორსულობის პერიოდში ჩაუტარდათ Tdap ვაქცინის აცრა (ორსულობის 24-36 კვირაში), შეფასდა პირველადი 3-დოზიანი ვაქცინების სერიის შემდეგ 2, 3 და 4 თვის ასაკში და ბუსტერ-დოზის შემდეგ 13 (დღენაკლულ ჩვილებში) ან 15 (დროულ ჩვილებში) თვის ასაკში.
პირველადი ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ ყველა სუბიექტს აღენიშნა სეროპროტექცია დიფტერიის (>0.01 სე/მლ), ტეტანუსის (>0.01 სე/მლ) და პოლიოვირუსის ტიპი 1 და 3 (>8 (1/გახსნა)) წინააღმდეგ; სუბიექტების 97.3%-ში აღინიშნა სეროპროტექცია პოლიოვირუსის ტიპი 2-ის წინააღმდეგ (>8 (1/გახსნა); სუბიექტების 94.6%-ში აღინიშნა სეროპროტექცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ (>10 სე/მლ) და 88.0%-ში - Hib ინვაზიური დაავადებების წინააღმდეგ (>0.15 µg/მლ).
ბუსტერ-დოზის შემდეგ ერთ თვეში ყველა სუბიექტს აღენიშნა სეროპროტექცია დიფტერიის (>0.1 სე/მლ), ტეტანუსის (>0.1 სე/მლ) და პოლიოვირუსის ტიპი 1, 2 და 3 (>8 (1/გახსნა)) წინააღმდეგ; სუბიექტების 93.9%-ში აღინიშნა სეროპროტექცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ (>10 სე/მლ) და 94.0%-ში - Hib ინვაზიური დაავადებების წინააღმდეგ (>1 µg/მლ).
ყივანახველასთან დაკავშირებით, პირველადი ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ სუბიექტების 99.4%-ს და 100%-ს განუვითარდა ანტისხეულები >8 სე/მლ შესაბამისად PT და FHA ანტიგენების წინააღმდეგ. ბუსტერ-დოზის შემდეგ ერთ თვეში სუბიექტების 99.4%-ს განუვითარდა ანტისხეულები >8 სე/მლ PT და FHA ანტიგენების წინააღმდეგ. ყივანახველას ანტისხეულების კონცენტრაცია 5-9-ჯერ გაიზარდა პირველადი ვაქცინაციის შემდეგ და 8-19-ჯერ - ბუსტერ-დოზის შემდეგ.
იმუნური რეაქცია ჰექსასიმას მიმართ აივ-ინფექციით დაინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ჩვილებში
იმუნური რეაქციები ჰექსასიმას ანტიგენებზე აივ-ინფექციით დაინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ 51 ჩვილში (9 ინფიცირებული და 42 არაინფიცირებული) შეფასდა პირველადი 3-დოზიანი ვაქცინების კურსის შემდეგ 6, 10 და 14 კვირის ასაკში და ბუსტერ-დოზის შემდეგ 15 და 18 თვის ასაკში.
პირველადი ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ ყველა ჩვილს აღენიშნა სეროპროტექცია დიფტერიის (>0.01 სე/მლ), ტეტანუსის (>0.01 სე/მლ) და პოლიოვირუსის ტიპი 1, 2 და 3 (>8 (1/გახსნა)), B ჰეპატიტის (>10 სე/მლ) წინააღმდეგ და 97.6%-ზე მეტში - Hib ინვაზიური დაავადებების წინააღმდეგ (>0.15 µg/მლ).
ბუსტერ-დოზის შემდეგ ერთ თვეში ყველა სუბიექტს აღენიშნა სეროპროტექცია დიფტერიის (>0.1 სე/მლ), ტეტანუსის (>0.1 სე/მლ), პოლიოვირუსის ტიპი 1, 2 და 3 (>8 (1/გახსნა)), B ჰეპატიტის (>10 სე/მლ) წინააღმდეგ და 96.6%-ზე მეტში - Hib ინვაზიური დაავადებების წინააღმდეგ (>1 µg/მლ).
ყივანახველასთან დაკავშირებით, პირველადი ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ სუბიექტების 100%-ს განუვითარდა ანტისხეულები >8 სე/მლ PT და FHA ანტიგენების წინააღმდეგ. ბუსტერ-დოზის შემდეგ ერთ თვეში სუბიექტების 100%-ს განუვითარდა ანტისხეულები >8 სე/მლ PT და FHA ანტიგენების წინააღმდეგ. სეროკონვერსიის მაჩვენებლები, განსაზღვრული მინიმუმ 4-ჯერადი გაზრდით ვაქცინაციამდე არსებულ დონესთან შედარებით (პრე-დოზა 1), იყო 100% აივ-ინფექციით დაინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ და დაინფიცირებულ ჯგუფში ანტი-PT-ს და ანტი-FHA-ს შემთხვევაში; და 96.6% ანტი-PT-ს და 89.7% ანტი-FHA-ს შემთხვევაში აივ-ინფექციით დაინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ და არაინფიცირებულ ჯგუფში
ყივანახველასგან დაცვის ეფექტიანობა და ეფექტურობა
ჰექსასიმაში შემავალი ყივანახველას (aP) ანტიგენების აცელულარული ვაქცინის ეფექტიანობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ყველაზე მწვავე ტიპიურ ყივანახველასთან მიმართებაში (>21-დღიანი პაროქსიზმული ხველა) დოკუმენტურად არის წარმოდგენილი რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში იმ ჩვილებში, რომელთაც ჩაუტარდათ 3-დოზიანი პირველადი ვაქცინაცია DTaP ვაქცინით მაღალენდემურ ქვეყანაში (სენეგალი). მცირე ასაკის ბავშვებში ბუსტერ-დოზის აუცილებლობა აღინიშნა მოცემულ კვლევაში. ჰექსასიმაში შემავალი აცელულარული ყივანახველას (aP) ანტიგენების ხანგრძლივი მოქმედება ბავშვებში ყივანახველას შემთხვევების შემცირებისა და ყივანახველის დაავადების კონტროლის მიზნით ნაჩვენები იქნა ყივანახველას 10-წლიან ეროვნულ დაკვირვებაში შვედეთში DTaP-IPV/Hib პენტავალენტური ვაქცინით, 3, 5, 12-თვიანი განრიგის გამოყენებით. გრძელვადიანი შემდგომი დაკვირვებების შედეგებმა აჩვენა მნიშვნელოვანად შემცირებული ყივანახველას ავადობის მაჩვენებლები, მეორე დოზის მიღების შემდეგ, განურჩევლად გამოყენებული ვაქცინისა.
Hib ინვაზიური დაავადებისგან დაცვის ეფექტიანობა
ვაქცინის ეფექტიანობა Hib ინვაზიური დაავადების წინააღმდეგ, რაც ითვალისწინებს DTaP და HiB კომბინირებულ ვაქცინებს (პენტავალენტი და ჰექსავალენტი, ჰექსასიმადან Hib ანტიგენის შემცველი ვაქცინების ჩათვლით), ნაჩვენები იქნა გერმანიაში მასშტაბურ (ხუთ წელზე მეტი კვლევის შემდგომი დაკვირვების პერიოდით) პოსტ-მარკეტინგულ დაკვირვებით კვლევაში. სრულ პირველად სერიებში ვაქცინის ეფექტიანობა შეადგენდა 96.7%-ს, ხოლო ბუსტერ-დოზის შემთხვევაში – 98.5%-ს (პირველადის მიუხედავად).
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
]ჰექსაქსიმი (Hexaxim)
დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას (აცელულარული, კომპონენტური), B ჰეპატიტის (რეკომბინანტული დნმ), პოლიომიელიტის (ინაქტივირებული) და Haemophilus influenzae ტიპი b-ს კონიუგირებული ვაქცინა (ადსორბირებული)
თქვენი ბავშვის ვაქცინაციამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება რაიმე გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.
წინამდებარე ინსტრუქციის შინაარსი
რა არის ჰექსაქსიმი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ სანამ თქვენს ბავშვს ჰექსაქსიმს გაუკეთებენ
როგორ გამოიყენება ჰექსაქსიმი
შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორ ინახება ჰექსაქსიმი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ჰექსაქსიმი და რისთვის გამოიყენება
ჰექსაქსიმი (DTaP-IPV-HB-Hib) არის ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებებისგან დასაცავად.
ჰექსაქსიმი გვეხმარება დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის და Haemophilus influenzae ტიპი b-ს მიერ გამოწვეული მძიმე დაავადებებისგან დაცვაში. ჰექსაქსიმი გამოიყენება ბავშვებში 6 კვირის ასაკიდან.
ვაქცინა მოქმედებს სხეულში საკუთარი დაცვის (ანტისხეულების) გამომუშავებით იმ ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ, რომლებიც ამ სხვადასხვა ინფექციებს იწვევენ:
დიფტერია ინფექციური დაავადებაა, რომელიც, ჩვეულებრივ, პირველ რიგში აზიანებს ყელს. ყელში ინფექცია იწვევს ტკივილსა და შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დახრჩობა. დაავადების გამომწვევი ბაქტერია აგრეთვე გამოყოფს ტოქსინს (შხამი), რომელმაც შეიძლება დააზიანოს გული, თირკმელები და ნერვები.
ტეტანუსი (ხშირად უწოდებენ ყბის გაშეშებას) ჩვეულებრივ გამოწვეულია ტეტანუსის ბაქტერიით, რომელიც აღწევს ღრმა ჭრილობაში. ბაქტერია წარმოქმნის ტოქსინს (შხამი), რომელიც იწვევს კუნთების სპაზმს, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას და დახრჩობის შესაძლებლობას.
ყივანახველა (ხშირად უწოდებენ მყვირალა ხველას) ძლიერი ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს სასუნთქ გზებს. ის იწვევს მწვავე ხველას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები. ხველას ხშირად აქვს “მყვირალა“ ხმა. ხველა შეიძლება გაგრძელდეს ერთიდან ორ თვემდე, ან უფრო ხანგრძლივად. ყივანახველამ შეიძლება ასევე, გამოიწვიოს ყურის ინფექცია, გულ-მკერდის ორგანოების ინფექციები (ბრონქიტი), რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს, ფილტვის ინფექციები (პნევმონია), კრუნჩხვები, ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კი.
B ჰეპატიტი გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით. ის იწვევს ღვიძლის შეშუპებას (ანთებას). ზოგიერთ ადამიანში ვირუსი შეიძლება დარჩეს ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში და შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული პრობლემები, მათ შორის, ღვიძლის კიბო.
პოლიომიელიტი (ხშირად უწოდებენ უბრალოდ პოლიოს) გამოწვეულია ვირუსებით, რომლებიც აზიანებს ნერვებს. შეიძლება გამოიწვიოს დამბლა ან კუნთების სისუსტე, ყველაზე ხშირად - ფეხებში. იმ კუნთების დამბლა, რომლებიც სუნთქვას და ყლაპვას აკონტროლებს, შეიძლება ფატალური იყოს.
Haemophilus influenzae ტიპი b-ს ინფექციები (ხშირად უწოდებენ უბრალოდ Hib-ს) სერიოზული ბაქტერიული ინფექციებია და შეიძლება გამოიწვიოს მენინგიტი (ტვინის გარეთა გარსის ანთება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება, სიყრუე, ეპილეფსია ან ნაწილობრივი დაბრმავება. ინფექციამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ყელის ანთება და შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას. ინფექციამ შესაძლოა დააზიანოს სხეულის სხვა ნაწილებიც, როგორიცაა სისხლი, ფილტვები, კანი, ძვლები და სახსრები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია უზრუნველყოფილი დაცვის შესახებ
ჰექსაქსიმი დაგეხმარებათ ამ დაავადებების პრევენციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოწვეულია ამ ვაქცინის სამიზნე ბაქტერიებით ან ვირუსებით. თქვენი ბავშვი შეიძლება დაავადდეს მსგავსი სიმპტომების მქონე დაავადებებით, თუ ისინი გამოწვეულია სხვა ბაქტერიებით ან ვირუსებით.
ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს ან ვირუსებს და არ შეუძლია იმ ინფექციური დაავადების გამოწვევა, რომლისგანაც გიცავთ.
ეს ვაქცინა არ იცავს Haemophilus influenzae-ს სხვა ტიპებით გამოწვეული ინფექციებისგან და არც სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული მენინგიტისგან.
ჰექსაქსიმი არ დაიცავს სხვა აგენტებით გამოწვეული ჰეპატიტის ინფექციისგან, როგორიცაა ჰეპატიტი A, ჰეპატიტი C და ჰეპატიტი E.
რადგან B ჰეპატიტის სიმპტომების გამოვლენას დიდი დრო ჭირდება, შესაძლებელია ვაქცინაციის დროს ორგანიზმში B ჰეპატიტის ინფექციის არსებობის ამოცნობა ვერ მოხერხდეს. ამ შემთხვევაში, ვაქცინა არ დაგიცავთ B ჰეპატიტის ინფექციისგან.
ისევე, როგორც ნებისმიერმა ვაქცინამ, ჰექსაქსიმმაც შესაძლოა, არ დაიცვას იმ ბავშვების 100%, რომლებსაც ეს ვაქცინა გაუკეთდათ.
- რა უნდა იცოდეთ სანამ თქვენს ბავშვს ჰექსაქსიმს გაუკეთებენ
რათა დარწმუნდეთ, რომ ჰექსაქსიმი თქვენი ბავშვისთვის შესაფერისია, მნიშვნელოვანია მიმართოთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ თქვენს ბავშვს ეხება ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მდგომარეობა. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, ახსნა თხოვეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
არ გამოიყენოთ ჰექსაქსიმი, თუ თქვენს ბავშვს:
ჰექსაქსიმის შეყვანის შემდეგ აღენიშნებოდა რესპირატორული დარღვევა ან სახის შეშუპება (ანაფილაქსიური რეაქცია).
ქონდა ალერგიული რეაქცია:
აქტიურ ნივთიერებებზე,
მე-6 პარაგრაფში მითითებულ რომელიმე შემავსებელზე,
გლუტარალდეჰიდზე, ფორმალდეჰიდზე, ნეომიცინზე, სტრეპტომიცინზე ან პოლიმიქსინ B-ზე, რადგან ეს ნივთიერებები გამოიყენება წარმოების პროცესში.
ჰექსაქსიმის ან დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, B ჰეპატიტის ან Hib შემცველი ნებისმიერი სხვა ვაქცინის მიღების შემდეგ.
განიცდიდა მწვავე რეაქციას ტვინის დაზიანების სახით (ენცეფალოპათია) ყივანახველას ვაქცინის (აცელულარული ან სრულუჯრედოვანი ყივანახველა) წინა დოზის გამოყენებიდან 7 დღის განმავლობაში
აღენიშნება უკონტროლო მდგომარეობა ან ტვინის და ნერვული სისტემის დამაზიანებელი მძიმე დაავადება (არაკონტროლირებული ნევროლოგიური დარღვევა) ან არაკონტროლირებული ეპილეფსია.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ბავშვის ვაქცინაციამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ თქვენს ბავშვს:
აქვს საშუალო ან მაღალი ტემპერატურა ან მწვავე დაავადება (მაგალითად, ცხელება, ყელის ტკივილი, ხველა, გაციება ან სურდო). შეიძლება საჭირო იყოს ჰექსაქსიმით ვაქცინაციის გადადება ბავშვის გამოჯანმრთელებამდე.
ყივანახველას ვაქცინის მიღების შემდეგ აღენიშნებოდა რომელიმე შემდგომი მოვლენა, რადგან ამ შემთხვევაში უნდა გადაიხედოს ყივანახველას შემცველი ვაქცინების შემდგომი დოზის შეყვანის გადაწყვეტილება:
ცხელება 40°C ან მეტი 48 საათის განმავლობაში, რომელიც გამოწვეული არ არის სხვა ცნობილი მიზეზით.
კოლაფსი ან შოკის მსგავსი მდგომარეობა ჰიპოტონური-ჰიპორეაქციული ეპიზოდით (ენერგიის დაცემა) ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში.
ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილი 3 საათის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც აღინიშნება ვაქცინაციიდან 48 საათის განმავლობაში.
კრუნჩხვა (კონვულსია) ცხელებით ან მის გარეშე, ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში.
ადრე აღენიშნებოდა გიიენ-ბარეს სინდრომი (ნერვების დროებითი ანთება, რაც იწვევს ტკივილს, დამბლას და მგრძნობელობით დარღვევებს) ან ბრაქიალური ნევრიტი (მწვავე ტკივილი და მოძრაობის დაქვეითება მხარში და ხელში) ტეტანუსის ტოქსოიდის (ტეტანუსის ტოქსინის ინაქტივირებული ფორმა) შემცველი ვაქცინის გამოყენების შემდეგ. ამ შემთხვევაში, ტეტანუსის ტოქსოიდის შემცველი ვაქცინის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი.
უტარდება მკურნალობა, რომელიც თრგუნავს მის იმუნურ სისტემას (ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას) ან აღენიშნება ნებისმიერი დაავადება, რომელიც იწვევს იმუნური სისტემის სისუსტეს. ამ შემთხვევებში შეიძლება დაქვეითდეს ვაქცინისადმი იმუნური პასუხი. ჩვეულებრივ, ვაქცინაციამდე რეკომენდებულია მკურნალობის ან დაავადების დასრულებამდე მოცდა. თუმცა, იმ ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნური სისტემის ხანგრძლივი პრობლემები, როგორიცაა, აივ ინფექცია (შიდსი), შეიძლება მაინც გამოიყენონ ჰექსაქსიმი, მაგრამ მისი დაცვითი ეფექტი არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც ჯანმრთელებში.
აღენიშნება მწვავე ან ქრონიკული დაავადება თირკმლის ქრონიკული არასაკმარისი ფუნქციონირების ან უკმარისობის ჩათვლით (თირკმლის სათანადოდ მუშაობის უუნარობა).
აღენიშნება ტვინის არადიაგნოსტირებული დაავადება ან ეპილეფსია, რომელიც არ კონტროლდება. თქვენი ექიმი შეაფასებს ვაქცინაციის პოტენციურ სარგებელს.
აქვს სისხლის ნებისმიერი პრობლემა, რომელიც იწვევს სისხლჩაქცევების ადვილად განვითარებას ან ხანგრძლივ სისხლდენას მცირე ჭრილობების შემდეგ. თქვენი ექიმი გირჩევთ, უნდა გაუკეთოთ თუ არა ბავშვს ჰექსაქსიმი.
გულის წასვლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნემსით ნებისმიერი ინექციის შემდეგ ან ინექციამდეც კი. ამიტომ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას, თუ წინა ინექციის დროს თქვენს ბავშვს აღენიშნა გულის წასვლა.
სხვა მედიკამენტები ან ვაქცინები და ჰექსაქსიმი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ თქვენი ბავშვი იღებს, ახლახანს იღებდა ან შეიძლება მიეღო ნებისმიერი სხვა მედიკამენტი ან ვაქცინა.
ჰექსაქსიმი შეიძლება გამოიყენონ ერთდროულად სხვა ვაქცინასთან ერთად, როგორიცაა პნევმოკოკური ვაქცინები, წითელა-ქუნთრუშა-წითურას ვაქცინები, ჩუტყვავულას ვაქცინები, როტავირუსული ან მენინგოკოკური ვაქცინები.
სხვა ვაქცინებთან ერთად გამოყენებისას ჰექსაქსიმი უნდა შეიყვანონ ინექციის სხვა ადგილას.
ჰექსაქსიმი შეიცავს ფენილალანინს, კალიუმს და ნატრიუმს
ჰექსაქსიმის თითოეული 0.5 მლ დოზა შეიცავს 85 მიკროგრამ ფენილალანინს. ფენილალანინი შეიძლება საზიანო იყოს, თუ გაქვთ ფენილკეტონურია, იშვიათი გენეტიკური დარღვევა, როდესაც ხდება ფენილალანინის დაგროვება, რადგან ორგანიზმში არ ხდება მისი სათანადოდ გამოყოფა.
ჰექსაქსიმის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ კალიუმს (39 მგ) და 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს კალიუმს“ და “არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ გამოიყენება ჰექსაქსიმი
ჰექსაქსიმი თქვენს ბავშვს უნდა გაუკეთოს ექიმმა ან ექთანმა, რომელსაც გავლილი აქვს ვაქცინების გამოყენების ტრენინგი და გააჩნია საშუალებები, რათა გაუმკლავდეს ინექციის დროს განვითარებულ ნაკლებად ხშირ მწვავე ალერგიულ რეაქციას (იხ. პარაგრაფი 4. “შესაძლო გვერდითი მოქმედება“).
ჰექსაქსიმი გამოიყენება კუნთში ინექციის სახით (ინტრამუსკულური გზა - ი/მ) ბავშვის ფეხის ან მკლავის ზედა ნაწილში. ვაქცინა არასდროს უნდა შეიყვანონ სისხლძარღვში ან კანში ან კანქვეშ.
რეკომენდებული დოზა:
ვაქცინაციის პირველი კურსი (პირველადი ვაქცინაცია)
თქვენი ბავშვი მიიღებს ან ორ ინექციას ორი თვის ინტერვალით, ან სამ ინექციას ერთიდან ორ თვემდე ინტერვალით (მინიმუმ 4 კვირიანი შუალედით). ეს ვაქცინა უნდა გამოიყენონ ვაქინაციის ადგილობრივი პროგრამის მიხედვით.
დამატებითი ინექციები (განმეორებითი ვაქცინაცია)
ინექციების პირველი კურსის შემდეგ, ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად, თქვენი ბავშვი მიიღებს განმეორებით დოზას, პირველი კურსის ბოლო დოზის შემდეგ მინიმუმ 6 თვეში. ექიმი გეტყვით, როდის უნდა მიიღოთ ეს დოზა.
თუ დაგავიწყდათ ჰექსაქსიმის ერთი დოზის მიღება
თუ თქვენმა ბავშვმა გამოტოვა დაგეგმილი ინექცია, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი განიხილოთ თქვენს ექიმთან ან ექთანთან, რომელიც გადაწყვეტს, თუ როდის უნდა მისცენ გამოტოვებული დოზა.
მნიშვნელოვანია ექიმის ან ექთნის მითითებების დაცვა, რათა ბავშვმა დაასრულოს ინექციების კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ბავშვი შეიძლება ბოლომდე დაცული არ იყოს დაავადებისგან.
ვაქცინის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ ვაქცინამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.
სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია)
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ვაქცინაციის ადგილის დატოვების შემდეგ თქვენს ბავშვს განუვითარდა რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
სუნთქვის გაძნელება
ენის ან ტუჩების სილურჯე
გამონაყარი
სახის ან ყელის შეშუპება
უეცარი და სერიოზული სისუსტე არტერიული წნევის დაცემით, რაც იწვევს თავბრუსხვევას და ცნობიერების დაკარგვას, გახშირებულ გულისცემას და მასთან დაკავშირებულ სუნთქვის პრობლემებს.
როდესაც ვითარდება ეს ნიშნები ან სიმპტომები (ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნები ან სიმპტომები), ისინი ჩვეულებრივ სწრაფად ვითარდება ინექციის შემდეგ, სანამ ბავშვი ჯერ კიდევ კლინიკაში ან ექიმის კაბინეტშია.
სერიოზული ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 ადამიანში) ამ ვაქცინის მიღების შემდეგ.
სხვა გვერდითი მოქმედება
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება რომელიმე შემდეგი გვერდითი მოქმედება:
ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს):
მადის დაკარგვა (ანორექსია)
ტირილი
ძილიანობა
ღებინება
ცხელება (ტემპერატურა 38°C ან მეტი)
გაღიზიანება
ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ინექციის ადგილას
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ს):
უჩვეულო ტირილი (გახანგრძლივებული ტირილი)
დიარეა
ინექციის ადგილის გამკვრივება (ინდურაცია)
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება განუვითარდეს 100 ადამიანიდან 1-ს):
ალერგიული რეაქცია
მაღალი ცხელება (ტემპერატურა 39.6°C ან მეტი)
სიმაგრე (კვანძი) ინექციის ადგილას
იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება განუვითარდეს 1,000 ადამიანიდან 1-ს):
გამონაყარი
დიდი რეაქციები ინექციის ადგილას (5 სმ-ზე დიდი), კიდურის ექსტენსიური შეშუპების ჩათვლით ინექციის ადგილის ირგვლივ ერთ ან ორივე სახსარზე. ეს რეაქციები იწყება ვაქცინაციიდან 24-72 საათის განმავლობაში, შეიძლება დაკავშირებული იყოს სიწითლესთან, სითბოსთან, გამაგრებასთან ან ტკივილთან ინექციის ადგილას და გაუმჯობესდეს 3-5 დღეში მკურნალობის აუცილებლობის გარეშე.
კრუნჩხვა (კონვულსიები) ცხელებით ან ცხელების გარეშე.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება განუვითარდეს 10,000 ადამიანიდან 1-ს):
ეპიზოდები, როდესაც თქვენს ბავშვს აღენიშნება შოკის მსგავსი მდგომარეობა ან არის ფერმკრთალი, მოდუნებული და არ რეაგირებს გარკვეული დროის განმავლობაში (ჰიპოტონური რეაქციები ან ჰიპოტონური ჰიპორეაქციული ეპიზოდები HHE).
შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა გვერდითი მოქმედება, რომელიც ზემოთ აღნიშნული არ არის, აღწერილია დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, B ჰეპატიტის ან Hib-ის შემცველი სხვა ვაქცინების გამოყენებისას, და არა უშუალოდ ჰექსაქსიმის გამოყენებისას:
ნერვების დროებითი ანთება, რაც იწვევს ტკივილს, დამბლას და მგრძნობელობით დარღვევებს (გიიენ-ბარეს სინდრომი), და მწვავე ტკივილი და მხრის და ხელის მოძრაობის დაქვეითება (ბრაქიალური ნევრიტი) აღწერილია ტეტანუსის შემცველი ვაქცინის მიღების შემდეგ.
რამდენიმე ნერვის ანთება, რაც იწვევს მგრძნობელობით დარღვევებს ან კიდურების სისუსტეს (პოლირადიკულონევრიტი), სახის დამბლას, მხედველობის დარღვევებს, მხედველობის უეცარ დაბინდვას ან დაკარგვას (ოპტიკური ნევრიტი), ტვინის და ხერხემლის ანთებით დაავადებას (ცენტრალური ნერვული სისტემის დემიელინიზაცია, გაფანტული სკლეროზი), აღწერილია B ჰეპატიტის ანტიგენის შემცველი ვაქცინის შეყვანის შემდეგ.
ტვინის შეშუპება ან ანთება (ენცეფალოპათია/ენცეფალიტი).
ძალიან ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში (გესტაციის 28 კვირამდე) შეიძლება სუნთქვებს შორის აღინიშნოს ნორმაზე დიდი პაუზა ვაქცინაციიდან 2-3 დღის შემდეგ.
ერთი ან ორივე ტერფის და ქვედა კიდურების შეშუპება, რომელიც შეიძლება განვითარდეს კანის მოლურჯო შეფერილობით (ციანოზი), სიწითლით, კანქვეშ მცირე სისხლდენებით (ტრანზიტორული პურპურა) და მწვავე ტირილით Haemophilus influenzae ტიპი b-ს შემცველი ვაქცინების ინექციის შემდეგ. ეს რეაქცია ძირითადად ვითარდება პირველი ინექციის შემდეგ და ვაქცინაციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. ყველა სიმპტომი სრულად უნდა გაქრეს 24 საათის შემდეგ მკურნალობის საჭიროების გარეშე.
გვერდითი რეაქციების შეტყობინება
თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც ამ ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- როგორ ინახება ჰექსაქსიმი
ვაქცინა შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს ვაქცინა ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე წარწერა “ვარგისია“-ს (EXP) შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C). არ გაყინოთ.
სინათლისგან დაცვის მიზნით ვაქცინა შეინახეთ გარე კოლოფში.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ჰექსაქსიმი
აქტიური ნივთიერებები ერთ დოზაზე (0.5მლ)1:
დიფტერიის ტოქსოიდი არანაკლებ 20სე2,4 (30 Lf)
ტეტანუსის ტოქსოიდი არანაკლებ 40სე3,4 (10 Lf)
Bordetella Pertussis ანტიგენები
ყივანახველას ტოქსოიდი 25 მიკროგრამი
ძაფისებრი ჰემაგლუტინინი 25 მიკროგრამი
პოლიოვირუსი (ინაქტივირებული)5
ტიპი 1 (Mahoney) 29 D-ანტიგენის ერთეული6
ტიპი 2 (MEF-1) 7 D-ანტიგენის ერთეული6
ტიპი 3 (Saukett) 26 D-ანტიგენის ერთეული6
B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი7 10 მიკროგრამი
Haemophilus influenzae ტიპი b-ს პოლისაქარიდი 12 მიკროგრამი
(პოლირიბოსილრიბიტოლის ფოსფატი)
კონიუგირებული ტეტანუსის პროტეინთან 22-36 მიკროგრამი
1 ადსორბირბეული ალუმინის ჰიდროქსიდზე, ჰიდრატირებული (0.6მგ Al3+)
2 როგორც სანდოობის ქვედა ზღვარი (p=0.95) და არანაკლებ 30 სე, როგორც საშუალო მნიშვნელობა
3 როგორც სანდოობის ქვედა ზღვარი (p=0.95)
4 ან ეკვივალენტური აქტივობა, განსაზღვრული იმუნოგენურობის შეფასებით
5 დამზადებული Vero უჯრედებზე
6 ამ ანტიგენის რაოდენობა არის ზუსტად იგივე, რაც წინა მითითებული 40-8-32 D-ანტიგენის ერთეული, შესაბამისად 1, 2 და 3 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც შეფასებულია სხვა შესაბამისი იმუნოქიმიური მეთოდით
7 დამზადებული საფუარის Hansenula polymorpha უჯრედებზე რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით
სხვა ინგრედიენტებია:
დინატრიუმის წყალბადის ფოსფატი, კალიუმის დიჰიდროწყალბად ფოსფატი, ტრომეტამოლი, საქაროზა, ძირითადი ამინომჟავები, L-ფენილალანინის ჩათვლით, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან/და ძმარმჟავა ან/და მარილმჟავა (pH კორექტირებისთვის), და საინექციო წყალი.
ვაქცინა შეიძლება შეიცავდეს გლუტარალდეჰიდის, ფორმალდეჰიდის, ნეომიცინის, სტრეპტომიცინის და პოლიმიქსინ B-ს უმნიშვნელო რაოდენობას.
ჰექსაქსიმის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ჰექსაქსიმი წარმოდგენილია საინექციო სუსპენზიის სახით წინასწარ ავსებულ შპრიცში (0.5მლ).
ჰექსაქსიმის შეფუთვაში არის 1 ან 10 წინასწარ ავსებული შპრიცი მიმაგრებული ნემსის გარეშე.
ჰექსაქსიმის შეფუთვაში არის 1 ან 10 წინასწარ ავსებული შპრიცი ცალკე 1 ნემსით.
ჰექსაქსიმის შეფუთვაში არის 1 ან 10 წინასწარ ავსებული შპრიცი ცალკე 2 ნემსით.
შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
შენჯღრევის შემდეგ ნორმალური ვაქცინა არის მოთეთრო მღვრიე სუსპენზია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
სანოფი უინზროპ ინდასთრი (Sanofi Winthrop Industrie), რასპაის გამზირი 82, 94250 ჟანტიი, საფრანგეთი
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2025 წლის მარტი.
_________________________________________________________________________________
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის:
შპრიცისთვის, მიმაგრებული ნემსის გარეშე - ნემსი მყარად უნდა დამაგრდეს ერთი მეოთხედით ბრუნით.
წინასწარ ავსებული შპრიცი ისე შეანჯღრიეთ, რომ შიგთავსი გახდეს ჰომოგენური.
ჰექსაქსიმი არ უნდა შეერიოს სხვა სამედიცინო პროდუქტებს.
ჰექსაქსიმი უნდა შეიყვანოთ ინტრამუსკულურად. რეკომენდებული ინექციის ადგილია ბარძაყის ზედა მხარის ანტეროლატერალური ნაწილი (ინექციის რეკომენდებული ადგილი) ან დელტისებრი კუნთი უფრო დიდი ასაკის ბავშვებში (შესაძლებელია, 15 თვის ასაკიდან).
არ გამოიყენება ინტრადერმული ან ინტრავენური გზით. არ შეიყვანოთ ინტრავასკულური ინექციის სახით: დარწმუნდით, რომ ნემსი არ ხვრეტს სისხლძარღვს.
ხელმოწერილია
352 938843
sanofi
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


