პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რისთვის გამოიყენება

- ინტრაჰეპტიკური ქოლესტაზი პრეციროზული მდგომარეობებისა და ღვიძლის ციროზის დროს - ინტრაჰეპტიკური ქოლესტაზი ორსულებში - დეპრესიული სინდრომი - ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით გამოწვეული დაღლილობის აღმოფხვრა - ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ადემეტიონინი (ademetionine)
ფორმა და შეფუთვა
400მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №5 + 5მლ გამხსნელი (342.4მგ L-ლიზინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 11.5მგ, საინექციო წყალი) მინის ამპულა №5 კომპლექტში
მწარმოებელი
Biologici Italia Laboratories S.R.L., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვა საშუალებები, ამინომჟავები და მათი წარმოებულები
ATC კოდი
A16AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043196
რეგისტრირებულია
29 აპრილი 2025, მოქმედებს 29 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Abbott Laboratories GmbH (გერმანია)
განმცხადებელი
ებოტ ლაბორატორიზ გეემბეჰა-ს ფილიალი საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰეპტრალი და სხვა წამალი ერთად

ჰეპტრალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ინტრაჰეპტიკური ქოლესტაზი პრეციროზული მდგომარეობებისა და ღვიძლის ციროზის დროს
  • ინტრაჰეპტიკური ქოლესტაზი ორსულებში
  • დეპრესიული სინდრომი
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით გამოწვეული დაღლილობის აღმოფხვრა
  • ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის დაწყება შეიძლება პრეპარატის პარენტერალურად მიღებით (ინტრავენურად ნელნელა ან კუნთში შეყვანით), რასაც მოჰყვება პრეპარატის აბების ფორმით გამოყენება, ან თავიდანვე აბების გამოყენებით.

აბები მთლიანად უნდა გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე. აქტიური ნივთიერების უკეთესად შეწოვისა და სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად აბების მიღება უნდა მოხდეს საკვების მიღებებს შორის. ჰეპტრალის აბის ამოღება ბლისტერიდან უნდა მოხდეს უშუალოდ მიღების წინ. აბების ფერის შეცვლის შემთხვევაში თავდაპირველიდან თეთრიდან მოყვითალომდე (ბლისტერის ალუმინის გარსის დაზიანების შედეგად) აუცილებელია მათი გამოყენებისაგან თავის შეკავება.

ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გამოყენების ლიოფილიზატი უნდა გაიხსნას თანდართულ გამხსნელში უშუალოდ შეყვანის წინ. პრეპარატის ნარჩენი უტილიზებული უნდა იქნას. შემდგომ ადემეთიონინის ვენაში შესაყვანი დოზა უნდა განზავდეს 250 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან დექსტროზის 5%-იან ხსნარში და განხორციელდეს ინფუზია ნელნელა 1-2 საათის განმავლობაში.

ჰეპტრალი® არ უნდა შეურიოთ ტუტოვან ხსნარებსა და კალციუმის იონების შემცველ ხსნარებს. ფხვნილი არ უნდა გამოიყენოთ მისი თავდაპირველი თეთრიდან მოყვითალომდე ფერის შეცვლის შემთხვევაში (ფლაკონის დაზიანების ან გაცხელების გამო).

მოზრდილებში

საწყისი თერაპია (პარენტერალური შეყვანა): რეკომენდებული დოზაა 5-12 მგ/კგ/დღეში ვენაში ან კუნთში პირველი 2 კვირის განმავლობაში. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 400 მგ დღეში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ-ს. საწყისი თერაპიის ხანგრძლივობაა 15-20 დღე დეპრესიული სინდრომის მკურნალობისას, 14 დღე - ინტრაჰეპტიკური ქოლესტაზის მკურნალობისას პრეციროზული მდგომარეობებისა და ღვიძლის ციროზის შემთხვევაში, ინტრაჰეპტიკური ქოლესტაზის მკურნალობისას ორსულ ქალებში III ტრიმესტრში.

საწყისი თერაპიის ჩატარებისას აბების ფორმის ჰეპტრალით (პერორალური მიღება): რეკომენდებული დოზაა 10-25 მგ/კგ/დღეში. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 400-800 მგ დღეში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1600 მგ-ს.

შემანარჩუნებელი თერაპია:

პერორალურად: 500-1600 მგ/დღეში დოზით.

ბავშვები

ბავშვებში ადემეთიონინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის

ხანდაზმული პაციენტები.

მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია უმცირესი რეკომენდებული დოზით, ღვიძლის, თირკმლების ან გულის ფუნქციის დაქვეითების, თანმდევი პათოლოგიური მდგომარეობების არსებობისა და სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების გათვალისწინებით.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ასეთ პაციენტებში ადემეთიონინის გამოყენებისას.

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ნორმაში და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ერთნაირია.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ
  • პაციენტები გენეტიკური დარღვევით, რომელიც გავლენას ახდენს მეთიონინის მეტაბოლიზმზე ან/და ჰომოცისტინურიაზე ან/და ჰიპერჰომოცისტეინემიაზე (მაგ., ცისტატიონ ბეტა-სინთეტაზას ფერმენტის დეფიციტით, ვიტამინ B12-ის მეტაბოლიზმის დარღვევით)

მედიკამენტური ურთიერთქმედებები

არსებობდა შეტყობინებები სეროტონინის სინდრომის განვითარების შესახებ პაციენტის შემთხვევაში, რომელიც იყენებდა ადემეთიონინსა და კლომიპრამინს. ჰეპტრალი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (როგორიც არის კლომიპრამინი), ტრიპტოფანის შემცველ პრეპარატებთან და მცენარეულ საშუალებებთან ერთად.

სიფრთხილის ზომები

ჰეპტრალი® ვენაში და კუნთში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებელი 400 მგ ლიოფილიზებული ფხვნილის სახით კომპლექტში გამხსნელთან ერთად შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს/დოზაზე, ესე იგი, ის პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისაგან.

ვენაში შეყვანა ტარდება ძალიან ნელა.

ვინაიდან ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ადემეთიონინის დონის დაწევა, რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებს (ანემია, ღვიძლის დაავადებები, ორსულობა, ვიტამინების დეფიციტის ალბათობა, სხვა დაავადებები ან დიეტა, მაგალითად, ვეგეტარიელების შემთხვევაში) უნდა ჩაუტარდეთ სისხლის სტანდარტული ანალიზები პლაზმაში ვიტამინების შემცველობის შესაფასებლად. უკმარისობის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია ვიტამინ B12-ის ან/და ფოლიუმის მჟავას მიღება მკურნალობის დაწყებამდე ან ადემეთიონინთან ერთდროულად მიღება. ზოგიერთ პაციენტს ადემეთიონინით თერაპიისას შეიძლება წარმოეშვას თავბრუსხვევა. არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მუშაობა სხვა მექანიზმებთან, სანამ სრულად არ გაქრება სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაქციის სიჩქარეზე ხსენებული ტიპის საქმიანობისას.

ჰეპტრალი®-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ბიპოლარული ფსიქოზები. მიღებულ იქნა შეტყობინებები დეპრესიის ჰიპომანიაში ან მანიაში გადასვლის შესახებ ადემეთიონინით მკურნალობის დროს.

უნდა მოხდეს პაციენტების გაფრთხილება ექიმის ინფორმირების აუცილებლობის თაობაზე, თუ ჰეპტრალით თერაპიის დროს მათი დაავადების (დეპრესიის) სიმპტომები არ ქრება ან უარესდება. დეპრესიის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ საფუძვლიანი მეთვალყურეობა და მუდმივი ფსიქიატრიული დახმარება ადემეთიონინით მკურნალობის დროს მკურნალობის ეფექტურობის კონტროლის მიზნით.

მიღებულ იქნა შეტყობინებები ტრანზიტორული ან გაძლიერებისაკენ მიდრეკილების მქონე შფოთვის შესახებ პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ ჰეპტრალით (ადემეთიონინით) მკურნალობას. უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ იყო. ზოგიერთ შემთხვევაში შფოთვა შეწყდა დოზის შემცირების ან თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

ადემეთიონინი ურთიერთქმედებს ჰომოცისტეინის დასადგენ იმუნოლოგიურ ტესტებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის დონის ცრუ მომატება პაციენტებში, რომლებიც გადიან ჰეპტრალით (ადემეთიონინით) მკურნალობას. პაციენტების ამ კატეგორიისათვის რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის დონის განსაზღვრის არა-იმუნოლოგიური მეთოდების გამოყენება.

ღვიძლის უკმარისობა

დოზის კორექტირება საჭირო არ არის. უნდა მოხდეს ამიაკის დონის კონტროლი ჰიპერამონიემიის მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობა

ჰეპტრალი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

გამოყენება პედიატრიაში

18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპტრალის (ადემეთიონინის) გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ІІІ ტრიმესტრში ადემეთიონინის მაღალი დოზების გამოყენება არ იწვევდა რაიმე თანამდევ რეაქციებს. ორსულობის І ტრიმესტრში ჰეპტრალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდში ჰეპტრალი® გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენების სარგებელი აღემატება ჩვილისათვის არსებულ რისკს.

სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები

შეიძლება წარმოიშვას თავბრუსხვევა. არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მუშაობა სხვა მექანიზმებთან იმ სიმპტომების სრულად გაქრობამდე, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს რეაქციის სიჩქარეზე ხსენებული ტიპის საქმიანობისას.

გვერდითი მოვლენები

ხშირად (/1 / 100, <1/10)

  • გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა
  • თავის ტკივილი
  • შფოთვა, უძილობა
  • კანის ქავილი
  • ასთენია

იშვიათად (≥ 1/1000, <1/100)

  • პირის სიმშრალე, დისპეფსია, მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავური სისხლდენები, კუჭ-ნაწლავური დარღვევები, ღებინება
  • შეშუპება, ცხელება, შემცივნება, რეაქციები ინექციის ადგილზე, ნეკროზი შეყვანის ადგილზე
  • ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქტოიდური რეაქციები ან ანაფილაქსიური რეაქციები (მაგ., კანის საფარის ჰიპერემია, ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ზურგის ტკივილი, მკერდში დისკომფორტის შეგრძნება, არტერიული წნევის (ჰიპოტონია, ჰიპერტონია) ან პულსის სიხშირის ცვლილება (ტაქიკარდია, ბრადიკარდია))
  • საშარდე გზების ინფექციები
  • ართრალგია, კუნთების კრუნჩხვები
  • თავბრუსხვევა, პარესთეზია, დისგევზია
  • შფოთვა, ცნობიერების არევა
  • ხორხის შეშუპება
  • მომატებული ოფლიანობა, ანგიონევროტული შეშუპება, კანის ალერგიული რეაქციები (მაგ. გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა)
  • „ცხელი ციმციმები“, ჰიპოტენზია, ფლებიტი
  • ეზოფაგიტი

იშვიათად (≥ 1/10000, <1/1000)

  • მუცლის შებერილობა
  • შეუძლოდ ყოფნა

ჭარბი დოზა

ადემეთიონინის დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ექიმი უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს. როგორც წესი, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტებზე დაკვირვება და სიმპტომური თერაპია.

შემადგენლობა

ერთი ფლაკონი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ადემეთიონინი 1,4-ბუტანდისულფონატი 760 მგ, რაც შეესაბამება 400 მგ ადემეთიონინის კათიონს

დამხმარე ნივთიერებას: წყალი ინექციებისათვის, აზოტი.

ერთი ამპულა გამხსნელით შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: L-ლიზინი 342.4 მგ,

ნატრიუმის ჰიდროქსიდი 11.5 მგ,

დამხმარე ნივთიერებები - წყალი ინექციებისათვის.

აღწერა

ლიოფილიზებული ფხვნილი – თეთრიდან ოდნავ მოყვითალომდე ფერის ლიოფილიზებული მასა, თავისუფალი უცხო ნაწილაკებისგან.

გამხსნელი – უფეროდან ოდნავ მოყვითალომდე ფერის გამჭვირვალე სითხე, თავისუფალი უცხო ნაწილაკებისგან.

პრეპარატის მომზადებული ხსნარი – უფეროდან ღია ყვითლიდან ყვითლამდე ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მეორად შეფუთვაზე (კომპლექტის მუყაოს კოლოფზე) სამკურნალო პრეპარატის წარმოების თარიღი შეესაბამება ფხვნილის წარმოების თარიღს. პრეპარატის ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება იმ კომპონენტთან (ლიოფილიზებული ფხვნილი ან გამხსნელი) მიმართებაში, რომლის ვარგისიანობის ვადაც უფრო ადრე იწურება.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე და ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები. სხვა პრეპარატები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების სამკურნალოდ. ამინომჟავები და მათი წარმოებულები. ადემეთიონინი.

ათქ კოდი A16A A02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ინტრავენური შეყვანის შემდეგ ადამიანის ადემეთიონინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ორფაზიანია ქსოვილებში სწრაფი განაწილების ფაზით და კლირენსით დაახლოებით 1.5 საათიანი ნახევარგამოყოფის პერიოდით. აბსორბცია კუნთში შეყვანის შემდეგ – 96%, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა გამოყენებიდან 45 წუთის შემდეგ. ადემეთიონინის ნაწლავებში ხსნადი აბების (400 – 1000 მგ) შინაგანად მიღების შემდეგ მიღწევადი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები დამოკიდებულია დოზაზე და 3-5 საათის შემდეგ შეადგენს 0.5 – 1 მგ/ლ. ბიო-ხელმისაწვდომობა პერორალური გამოყენების შემდეგ იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ადემეთიონინი გამოიყენება საკვების მიღებებს შორის პერიოდში. პლაზმური კონცენტრაციები მცირდება საწყის მნიშვნელობებამდე 24 საათის განმავლობაში.

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს 0,41 და 0.44 ლ/კგ-ს ადემეთიონინის 100 მგ და 500 მგ დოზებისათვის შესაბამისად. შრატის ცილებთან ბმა უმნიშვნელოა და შეადგენს ≤ 5%.

მეტაბოლიზმი

ადემეთიონინის მეტაბოლიზმის პროცესი ციკლურია და მას ეწოდება ადემეთიონინის ციკლი. ამ ციკლის პირველ ეტაპზე ადემეთიონინზე დამოკიდებული მეთილაზა იყენებს ადემეთიონინს, როგორც სუბსტრატს S-ადენოზილ-ჰომოცისტეინის საწარმოებლად, რომელიც შემდეგ ჰიდროლიზდება ჰომოცისტეინამდე და ადენოზინამდე S-ადენოზილ-ჰომოცისტეინ-ჰიდრალაზას დახმარებით. ჰომოცისტეინი, თავის მხრივ, ექვემდებარება უკუ-ტრანსფორმაციას მეთიონინამდე მეთილის ჯგუფის გადანაცვლების გზით 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატიდან. საბოლოო ჯამში, მეთიონინი შეიძლება გარდაიქმნას ადემეთიონინად, რითაც დაასრულებს ციკლს.

გამოყოფა

ნორმაში შარდთან ერთად გამოყოფა შეადგენს 15,5 ± 1,5%-ს 48 საათის შემდეგ, ხოლო განავალთან ერთად გამოყოფა შეადგენს 23,5 ± 3,5%-ს 72 საათის შემდეგ.

ფარმაკოდინამიკა

ჰეპტრალი® (აქტიური ნივთიერება - S-ადენოზილ-L-მეთიონინი (ადემეთიონინი)) – ბუნებრივი წარმოშობის ამინომჟავაა, რომელიც მოიპოვება ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და თხევად გარემოში. ჰეპტრალი® (ადემეთიონინი) უპირველეს ყოვლისა მოქმედებს, როგორც კოენზიმი და მეთილის ჯგუფის დონორი ტრანსმეთილირების ბევრ რეაქციაში. ადემეთიონინის მეთილის ჯგუფების გადატანა (ტრანსმეთილირება) წარმოადგენს საფუძველს უჯრედების ფოსფოლიპიდური მემბრანის აგებისას და თამაშობს როლს მემბრანების დენადობაში.

ჰეპტრალ®-ს (ადემეთიონინს) უნარი შესწევს, გააღწიოს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ჰეპტრალი®-ის (ადემეთიონინის) მაღალი კონცენტრაციები მოქმედებს ტრანსმეთილირების პროცესებზე, რომელებიც ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის ქსოვილში, კატექოლამინების (დოპამინის, ადრენალინის, ნორადრენალინის), ინდოლამინებისა (სეროტონინის, მელატონინის) და ჰისტამინის მეტაბოლიზმზე გავლენის წყალობით.

ჰეპტრალი® (ადემეთიონინი) ასევე წარმოადგენს ბიოქიმიური თიოლური ნაერთების (ცისტეინი, ტაურინი, გლუტათიონი, კოენზიმი A და ა.შ.) წინამორბედს - ტრანსსულფურირების რეაქციებში.

გლუტათიონი, უძლიერესი ანტიოქსიდანტი, წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ღვიძლის დეტოქსიკაციისათვის. ჰეპტრალი® ზრდის გლუტათიონის დონეს ღვიძლის როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური გენეზის დაზიანების მქონე პაციენტებში. ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В12 წარმოადგენს ესენციალურ კო-ნუტრიენტებს ჰეპტრალის (ადემეთიონინის) მეტაბოლიზმსა და დაგროვებაში.

ღვიძლსშიდა ქოლესტაზი

პრეპარატი ეფექტურია ღვიძლსშიდა ქოლესტაზის მკურნალობისას ღვიძლის დაავადებებისას, ორსულობის დროს და ღვიძლის სხვა ქრონიკული დაავადებებისას.

ღვიძლსშიდა ქოლესტაზი წარმოადგენს ღვიძლის ქრონიკული დაავადებების გართულებას და ის ღვიძლის უჯრედების დაზიანების მიზეზად გვევლინება.

ღვიძლის ქრონიკული დაავადებებისას ირღვევა ჰეპატოციტების ისეთი ფუნქციები, როგორიცაა კლირენსი და ნაღვლის მჟავების გამომუშავების რეგულირება, რაც იწვევს ინტრაჰეპტიკური ქოლესტაზის განვითარებას.

ადემეთიონინის გამოყენება შესწავლილ იქნა ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებსაც ხშირად თან ახლდა ღვიძლსშიდა ქოლესტაზი: პირველადი ბილიარული ციროზი, პირველადი სკლეროზირებადი ქოლანგიტი, წამლით ინდუცირებული ღვიძლის დაზიანებები, ვირუსული ჰეპატიტები; პარენტერალური კვებით გამოწვეული ქოლესტაზი, ღვიძლის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური გენეზის დაზიანებები.

ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით (ღქდ) განპირობებული დაღლილობის აღმოფხვრა

არაერთმა კვლევამ დაადასტურა ადემეთიონინის ეფექტურობა ღქდ–ით დაავადებულ პაციენტებში დაღლილობის სამკურნალოდ. ადემეთიონინმა აჩვენა ღქდ–ისას ამ სიმპტომის შემცირება თანმიმდევრულად რამდენიმე კვლევაში. დაღლილობის მქონე სუბიექტებს შორის ინტეგრირებულმა ანალიზმა აჩვენა ადემეთიონინის მკურნალობის გავლენა არა მხოლოდ დაღლილობაზე, არამედ რიგ სხვა სიმპტომზეც, როგორიცაა დეპრესია, სიყვითლე, შეუძლოდ ყოფნა და ქავილი. ღად-ის (ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება) მქონე პაციენტებში ადემეთიონინით მკურნალობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დათრგუნული განწყობა, რომელიც ასევე აღინიშნებოდა დაღლილობის მქონე პაციენტებში.

უფრო მეტიც, დაღლილობის მქონე სუბიექტებში ღად-ის ან ღაად-ის (ღვიძლის არაალკოჰოლური დაავადება) ფონზე ადემეთიონინით მკურნალობისას მნიშვნელოვნად შემცირდა სიყვითლე, შეუძლოდ ყოფნა და ქავილი.

დეპრესია დეპრესიის სამკურნალოდ ადემეთიონინი გამოიყენებოდა შინაგანად ან პარენტერალურად, დეპრესიული აშლილობების მკურნალობისას ადემეთიონინის ეფექტურობის შესახებ რამდენიმე მიმოხილვით სტატიაში წარმოდგენილი მონაცემები და კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ადემეთიონინი 200-1600 მგ/დღ. დოზებით ავლენს გამოხატულ ანტიდეპრესიულ აქტიურობას სხვადასხვა ტიპის დეპრესიების (მონოპოლარული, ენდოგენური, ნევროტული, დისტიმიური დარღვევების) მქონე პაციენტებში. რამოდენიმე ორმაგმა ბრმა კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიული დარღვევების მკურნალობისას ადემეთიონინი უფრო ეფექტური იყო პლაცებოსთან შედარებით და არანაკლებ ეფექტური, ვიდრე ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. ანტიდეპრესიული მოქმედების დადგომა სწრაფად ხდება (მკურნალობის 5-7 დღის განმავლობაში). პრეპარატს არ გააჩნია ანტიქოლინერგული ეფექტი.

ორსულთა ღვიძლსშიდა ქოლესტაზი

ადემეთიონინით მკურნალობის ეფექტურობა ფასდებოდა 7 კლინიკურ კვლევაში, რომლებიც ასევე მოიცავდა 264 ქალს ღვიძლსშიდა ქოლესტაზით ორსულებში. მათგან 156 იღებდა ადემეთიონინს, 21 იღებდა პლაცებოს, 60 - ურსოდეზოქსიქოლის მჟავას პრეპარატს და 27 - ადემეთიონინს ურსოდეზოქსიქოლის მჟავასთან ერთად. ადემეთიონინით მკურნალობა პარენტერალურად (ინტრავენურად, ინტრამუსკულარულად) ან შინაგანად (პერორალურად) ეფექტური იყო ორსულობის ღვიძლსშიდა ქოლესტაზის მკურნალობის დროს (ქავილის ინტენსივობისა და ბიოქიმიური მაჩვენებლების შემცირება).

ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

კლინიკური მონაცემები აჩვენებენ, რომ ადემეთიონინი ეფექტურია ღვიძლის სხვადასხვა გენეზის მედიკამენტოზური დაზიანების როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობის დროსაც (მაგალითად, ანტივირუსული პრეპარატები, იმუნოდეპრესანტები, კიბოს საწინააღმდეგო თერაპია). ადემეთიონინის დამცავი ეფექტები აიხსნება მისი აქტიური მონაწილეობით ღვიძლის დეტოქსიკაციის პროცესებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ჰეპტრალი®

სავაჭრო დასახელებაa

ჰეპტრალი®

საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება

ადემეთიონინი

მედიკამენტური ფორმა

ლიოფილიზებული ფხვნილი ინტრავენური და ინტრამუსკულარული ხსნარის მოსამზადებლად კომპლექტში გამხსნელთან ერთად

ჩვენებები გამოყენებისათვის

  • ინტრაჰეპტიკური ქოლესტაზი პრეციროზული მდგომარეობებისა და ღვიძლის ციროზის დროს
  • ინტრაჰეპტიკური ქოლესტაზი ორსულებში
  • დეპრესიული სინდრომი
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით გამოწვეული დაღლილობის აღმოფხვრა
  • ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები

მკურნალობის დაწყება შეიძლება პრეპარატის პარენტერალურად მიღებით (ინტრავენურად ნელნელა ან კუნთში შეყვანით), რასაც მოჰყვება პრეპარატის აბების ფორმით გამოყენება, ან თავიდანვე აბების გამოყენებით.

აბები მთლიანად უნდა გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე. აქტიური ნივთიერების უკეთესად შეწოვისა და სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად აბების მიღება უნდა მოხდეს საკვების მიღებებს შორის. ჰეპტრალის აბის ამოღება ბლისტერიდან უნდა მოხდეს უშუალოდ მიღების წინ. აბების ფერის შეცვლის შემთხვევაში თავდაპირველიდან თეთრიდან მოყვითალომდე (ბლისტერის ალუმინის გარსის დაზიანების შედეგად) აუცილებელია მათი გამოყენებისაგან თავის შეკავება.

ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გამოყენების ლიოფილიზატი უნდა გაიხსნას თანდართულ გამხსნელში უშუალოდ შეყვანის წინ. პრეპარატის ნარჩენი უტილიზებული უნდა იქნას. შემდგომ ადემეთიონინის ვენაში შესაყვანი დოზა უნდა განზავდეს 250 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან დექსტროზის 5%-იან ხსნარში და განხორციელდეს ინფუზია ნელნელა 1-2 საათის განმავლობაში.

ჰეპტრალი® არ უნდა შეურიოთ ტუტოვან ხსნარებსა და კალციუმის იონების შემცველ ხსნარებს. ფხვნილი არ უნდა გამოიყენოთ მისი თავდაპირველი თეთრიდან მოყვითალომდე ფერის შეცვლის შემთხვევაში (ფლაკონის დაზიანების ან გაცხელების გამო).

მოზრდილებში

საწყისი თერაპია (პარენტერალური შეყვანა): რეკომენდებული დოზაა 5-12 მგ/კგ/დღეში ვენაში ან კუნთში პირველი 2 კვირის განმავლობაში. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 400 მგ დღეში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ-ს. საწყისი თერაპიის ხანგრძლივობაა 15-20 დღე დეპრესიული სინდრომის მკურნალობისას, 14 დღე - ინტრაჰეპტიკური ქოლესტაზის მკურნალობისას პრეციროზული მდგომარეობებისა და ღვიძლის ციროზის შემთხვევაში, ინტრაჰეპტიკური ქოლესტაზის მკურნალობისას ორსულ ქალებში III ტრიმესტრში.

საწყისი თერაპიის ჩატარებისას აბების ფორმის ჰეპტრალით (პერორალური მიღება): რეკომენდებული დოზაა 10-25 მგ/კგ/დღეში. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 400-800 მგ დღეში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1600 მგ-ს.

შემანარჩუნებელი თერაპია:

პერორალურად: 500-1600 მგ/დღეში დოზით.

ბავშვები

ბავშვებში ადემეთიონინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის

ხანდაზმული პაციენტები.

მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია უმცირესი რეკომენდებული დოზით, ღვიძლის, თირკმლების ან გულის ფუნქციის დაქვეითების, თანმდევი პათოლოგიური მდგომარეობების არსებობისა და სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების გათვალისწინებით.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ასეთ პაციენტებში ადემეთიონინის გამოყენებისას.

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ნორმაში და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ერთნაირია.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევებიდან

ხშირად (/1 / 100, <1/10)

  • გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა
  • თავის ტკივილი
  • შფოთვა, უძილობა
  • კანის ქავილი
  • ასთენია

იშვიათად (≥ 1/1000, <1/100)

  • პირის სიმშრალე, დისპეფსია, მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავური სისხლდენები, კუჭ-ნაწლავური დარღვევები, ღებინება
  • შეშუპება, ცხელება, შემცივნება, რეაქციები ინექციის ადგილზე, ნეკროზი შეყვანის ადგილზე
  • ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქტოიდური რეაქციები ან ანაფილაქსიური რეაქციები (მაგ., კანის საფარის ჰიპერემია, ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ზურგის ტკივილი, მკერდში დისკომფორტის შეგრძნება, არტერიული წნევის (ჰიპოტონია, ჰიპერტონია) ან პულსის სიხშირის ცვლილება (ტაქიკარდია, ბრადიკარდია))
  • საშარდე გზების ინფექციები
  • ართრალგია, კუნთების კრუნჩხვები
  • თავბრუსხვევა, პარესთეზია, დისგევზია
  • შფოთვა, ცნობიერების არევა
  • ხორხის შეშუპება
  • მომატებული ოფლიანობა, ანგიონევროტული შეშუპება, კანის ალერგიული რეაქციები (მაგ. გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა)
  • „ცხელი ციმციმები“, ჰიპოტენზია, ფლებიტი
  • ეზოფაგიტი

იშვიათად (≥ 1/10000, <1/1000)

  • მუცლის შებერილობა
  • შეუძლოდ ყოფნა

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ
  • პაციენტები გენეტიკური დარღვევით, რომელიც გავლენას ახდენს მეთიონინის მეტაბოლიზმზე ან/და ჰომოცისტინურიაზე ან/და ჰიპერჰომოცისტეინემიაზე (მაგ., ცისტატიონ ბეტა-სინთეტაზას ფერმენტის დეფიციტით, ვიტამინ B12-ის მეტაბოლიზმის დარღვევით)

მედიკამენტური ურთიერთქმედებები

არსებობდა შეტყობინებები სეროტონინის სინდრომის განვითარების შესახებ პაციენტის შემთხვევაში, რომელიც იყენებდა ადემეთიონინსა და კლომიპრამინს. ჰეპტრალი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (როგორიც არის კლომიპრამინი), ტრიპტოფანის შემცველ პრეპარატებთან და მცენარეულ საშუალებებთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები

ჰეპტრალი® ვენაში და კუნთში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებელი 400 მგ ლიოფილიზებული ფხვნილის სახით კომპლექტში გამხსნელთან ერთად შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს/დოზაზე, ესე იგი, ის პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისაგან.

ვენაში შეყვანა ტარდება ძალიან ნელა.

ვინაიდან ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ადემეთიონინის დონის დაწევა, რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებს (ანემია, ღვიძლის დაავადებები, ორსულობა, ვიტამინების დეფიციტის ალბათობა, სხვა დაავადებები ან დიეტა, მაგალითად, ვეგეტარიელების შემთხვევაში) უნდა ჩაუტარდეთ სისხლის სტანდარტული ანალიზები პლაზმაში ვიტამინების შემცველობის შესაფასებლად. უკმარისობის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია ვიტამინ B12-ის ან/და ფოლიუმის მჟავას მიღება მკურნალობის დაწყებამდე ან ადემეთიონინთან ერთდროულად მიღება. ზოგიერთ პაციენტს ადემეთიონინით თერაპიისას შეიძლება წარმოეშვას თავბრუსხვევა. არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მუშაობა სხვა მექანიზმებთან, სანამ სრულად არ გაქრება სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაქციის სიჩქარეზე ხსენებული ტიპის საქმიანობისას.

ჰეპტრალი®-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ბიპოლარული ფსიქოზები. მიღებულ იქნა შეტყობინებები დეპრესიის ჰიპომანიაში ან მანიაში გადასვლის შესახებ ადემეთიონინით მკურნალობის დროს.

უნდა მოხდეს პაციენტების გაფრთხილება ექიმის ინფორმირების აუცილებლობის თაობაზე, თუ ჰეპტრალით თერაპიის დროს მათი დაავადების (დეპრესიის) სიმპტომები არ ქრება ან უარესდება. დეპრესიის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ საფუძვლიანი მეთვალყურეობა და მუდმივი ფსიქიატრიული დახმარება ადემეთიონინით მკურნალობის დროს მკურნალობის ეფექტურობის კონტროლის მიზნით.

მიღებულ იქნა შეტყობინებები ტრანზიტორული ან გაძლიერებისაკენ მიდრეკილების მქონე შფოთვის შესახებ პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ ჰეპტრალით (ადემეთიონინით) მკურნალობას. უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ იყო. ზოგიერთ შემთხვევაში შფოთვა შეწყდა დოზის შემცირების ან თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

ადემეთიონინი ურთიერთქმედებს ჰომოცისტეინის დასადგენ იმუნოლოგიურ ტესტებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის დონის ცრუ მომატება პაციენტებში, რომლებიც გადიან ჰეპტრალით (ადემეთიონინით) მკურნალობას. პაციენტების ამ კატეგორიისათვის რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის დონის განსაზღვრის არა-იმუნოლოგიური მეთოდების გამოყენება.

ღვიძლის უკმარისობა

დოზის კორექტირება საჭირო არ არის. უნდა მოხდეს ამიაკის დონის კონტროლი ჰიპერამონიემიის მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობა

ჰეპტრალი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

გამოყენება პედიატრიაში

18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპტრალის (ადემეთიონინის) გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის ІІІ ტრიმესტრში ადემეთიონინის მაღალი დოზების გამოყენება არ იწვევდა რაიმე თანამდევ რეაქციებს. ორსულობის І ტრიმესტრში ჰეპტრალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდში ჰეპტრალი® გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენების სარგებელი აღემატება ჩვილისათვის არსებულ რისკს.

სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები

შეიძლება წარმოიშვას თავბრუსხვევა. არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მუშაობა სხვა მექანიზმებთან იმ სიმპტომების სრულად გაქრობამდე, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს რეაქციის სიჩქარეზე ხსენებული ტიპის საქმიანობისას.

დოზის გადაჭარბება

ადემეთიონინის დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ექიმი უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს. როგორც წესი, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტებზე დაკვირვება და სიმპტომური თერაპია.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

პრეპარატს ათავსებენ შუშის ფლაკონებში, რომლებიც დალუქულია პლასტმასის სახურავიანი ალუმინის თავსაცმით შემოგარსული რეზინის საცობებით. 5 მლ გამხსნელს ათავსებენ ჰიდროლიზური შუშის ამპულაში. ფლაკონსა და ამპულაზე აკრავენ თვითწებვად ეტიკეტს.

5 ფლაკონს პრეპარატითა და 5 ამპულას გამხსნელით ფუთავენ კონტურულ უჯრებიან შეფუთვაში (შუალედური შეფუთვა), რომელიც დამზადებულია პოლივინილქლორიდის ფირისა და ალუმინის კილიტისაგან.

თითო კონტურულ პაკეტს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად დებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მეორად შეფუთვაზე (კომპლექტის მუყაოს კოლოფზე) სამკურნალო პრეპარატის წარმოების თარიღი შეესაბამება ფხვნილის წარმოების თარიღს. პრეპარატის ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება იმ კომპონენტთან (ლიოფილიზებული ფხვნილი ან გამხსნელი) მიმართებაში, რომლის ვარგისიანობის ვადაც უფრო ადრე იწურება.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

ბაიოლოჯისი იტალია ლაბორატორიეზ ს.რ.ლ., იტალია

ვია ფილიპო სერპერო, 2-20060, მასატე (MI), იტალია

Biologici Italia Laboratories S.r.l., Italy

Via Filippo Serpero – 20060 Masate (MI), Italy

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ებოტ ლაბორატორიზ გმბჰ, ჰანოვერი, გერმანია

მომხმარებლებისაგან პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციების მისამართები და საკონტაქტო მონაცემები:

სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოსათვის:

უკრაინა, 01010, ქ. კიევი

მოსკოვსკაია ქ. 32/2, მე-7 სართული

ტელ .: +380 44 498 6080, ფაქსი: +380 44 498 6081

[email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკისა და მონღოლეთისათვის:

შპა „ებოტ ყაზახეთი“

050060 ქ. ალმატი, ყაზახეთის რესპუბლიკა.

ხოჯანოვის ქ. 92, ოფისი 90

ტელ .: +7 727 244 75 44, ფაქსი: +7 727 244 76 44

ელფოსტა: [email protected]

თურქმენეთისა და ტაჯიკეთისათვის:

„Abbott Laboratories S.A.“-ს წარმომადგენლობა უზბეკეთში

უზბეკეთი, 100015, ქ. ტაშკენტი, ოიბეკის ქ. 38 ა, ბიზნეს ცენტრი „ავალონი“

ტელ .: +998711290550.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა