პრეპარატი ჰეპათრომბინი გ შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს ნატრიუმის ჰეპარინს, ლაურომაკროგოლი 400-ს და პრედნიზოლონს. პრეპარატი მიეკუთვნება ჰემოროის და ანალური ნაპრალების სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებებს. გამოყენების ჩვენებები - გარეგანი და შიდა ჰემოროი; - უკანა ტანის ჰემოროიდული ვენების თრომბოფლებიტი; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰეპარინი (heparin) + პრედნიზოლონი (prednisolone) + lauromacrogol 400
- ფორმა და შეფუთვა
- (65ს.ე.+30მგ+2,233მგ)/გ 20გ რექტალური და გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- Hemofarm A.D. Vrsac, სერბეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ჰეპარინი და ჰეპარინოიდები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- ATC კოდი
- C05BA53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040844
- რეგისტრირებულია
- 25 აპრილი 2024, მოქმედებს 25 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Nizhpharm» JSC (რუსეთი)
- განმცხადებელი
- შპს „შორე“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ჰეპათრომბინი H — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ჰეპათრომბინი გ შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს ნატრიუმის ჰეპარინს, ლაურომაკროგოლი 400-ს და პრედნიზოლონს. პრეპარატი მიეკუთვნება ჰემოროის და ანალური ნაპრალების სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებებს.
გამოყენების ჩვენებები
- გარეგანი და შიდა ჰემოროი;
- უკანა ტანის ჰემოროიდული ვენების თრომბოფლებიტი;
- ფისტულები, ეგზემა და ქავილი უკანა ტანის არეში;
- უკანა ტანის ბზარები ;
- ანორექტალურ მიდამოში ქირურგიული ჩარევისთვის მომზადება;
- თრომბირებული ან ოპერირებული ჰემოროის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
პრეპარატის ჰეპათრომბინი გ მოქმედების წესი
კომბინირებული პრეპარატი ანტითრომბული, ანთების საწინააღმდეგო და ვენოსკლეროზირების მოქმედებით. ჰეპათრომბინი გ მოქმედებას იწყებს პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისთანავე, მოქმედების ხანგრძლივობა ნარჩუნდება 36 საათამდე.
ჰეპარინი - პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტია. გარეგანი გამოყენებისას ახდენს ადგილობრივ ანტითრომბულ, ანტიექსუდაციურ და ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას; ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციას; ახდენს ჰემოროიდულ კვანძებში სისხლის კოაგულაციის პრევენციას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
პრედნიზოლონი - არის გლუკოკორტიკოსტეროიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ანტიალერგიულ მოქმედებას, ხსნის ქავილს, წვის შეგრძნებას, ტკივილს ანორექტალურ არეში. პრედნიზოლონის მოქმედების ხანგრძლივობა 12-36 საათია.
ლაურომაკროგოლი 400 (პოლიდოკანოლი) ახდენს ადგილობრივ ანსთეზიურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას და უზრუნველყოფს ჰემოროიდული კვანძების სკლეროზირებას. პოლიდოკანოლს გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება, რომელიც ვლინდება პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისთანავე.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან იგი გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
გარეგანად: მალამო დაიტანება თხელ ფენად დაზიანებულ მონაკვეთებზე 2-ჯერ დღეში, საჭიროების შემთვევაში, შეიძლება დღეში 4-ჯერამდე დატანა თერაპიის პირველ დღეს; მტკივნეული შეგრძნებების ალაგების შემდეგ - 1-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
რექტალურად: 1-2-ჯერ დღეში.
შეყვანის გზა და (ან) წესი
გარეგანად ან რექტალურად. მალამოს რექტალურად შესაყვანად გამოიყენება თანდართული სახრახნი თავი, რომელიც შეიყვანება სწორნაწლავში, რის შემდეგაც ტუბზე მსუბუქი დაჭერით გამოიდინება მცირე რაოდენობით მალამო.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ჰეპათრომბინი გ
თუ გამოიყენეთ რეკომენდებულზე მეტი პრეპარატი (ჭარბი დოზა), მიმართეთ ექიმს, აფთიაქის თანამშრომელს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის გამოყენება, გამოიყენეთ იგი უახლოეს შესაძლო დროს, ხოლო შემდეგ გამოყენება გააგრძელეთ, როგორც ადრე. გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენება
ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის გამოყენება არ შეწყვიტოთ. მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები.
პრეპარატის გამოყენების შესახებ შეკითხვების შემთხვეავაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
უკუჩვენებები
ალერგია ნატრიუმის ჰეპარინზე, ლაურომაკროგოლი 400-ზე ან პრედნიზოლონზე, ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში);
კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაზიანებები დროს;
ტუბერკულოზი;
სიფილისი;
კანის სიმსივნეები (ანორექტალურ ზონაში);
სისხლდენისადმი მიდრეკილება;
რეაქციები ვაქცინაციაზე;
ორსულობის I ტრიმესტრი.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთნ.
ისევე, როგორც სხვა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას, გამოიჩინეთ სიფრთხილე, არ გამოიყენოთ პრეპარატი დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ფრთხილად გამოიყენეთ ბავშვებსა და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ცოტახნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედებები გამოვლენილი არ არის. რექტალური გამოყენების სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შეიძლება სიფრთხილით, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი ექიმი გულდასმით შეფასების შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი ჰეპათრომბინი გ შეიცავს ლანოლინს
ლანოლინს შეუძლია კანის ადგილობრივი რეაქციების (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტის) გამოწვევა.
- პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი დიკლოფენაკი მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს აფთიაქის თანამშრომელს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ჰეპათრომბინი გ-საც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენებისას:
ალერგიული რეაქციები, კანის გაწითლება.
ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან დიდი ზედაპირებზე დატანისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტები: კანსა და ლორწოვან გარზებზე ჭრილობების ნელა შეხორცება, შეშუპებები.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მათ ასევე მიეკუთვნება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, მიუთითებელი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეგვატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვევით). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (რუსჯანმეთვალყურეობა)
109012, ქ.მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, ს. 4, შენ. 1
ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: https://www.roszdravnadzor.gov.ru/
სომხეთის რესპუბლიკა
„აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დტსს
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., 49/5
ტელეფონი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: http://pharm.am/
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რსს სწუ-ით "სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი"
010000, ქ.ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა.იმანოვის ქ., 13
ტელეფონი: +7 (7172) 235 135
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: https://www.ndda.kz/
ყირგიზეთის რესპუბლიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის დეპარტამენტი
720044, ქ.ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25
ტელეფონი: 0800 800 26 26
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: http://www.pharm.kg/
- პრეპარატის ჰეპათრომბინი გ შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ტუბზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს თვის ბოლო დღე.
ინახება 15-დან 250C-მდე ტემპერატურაზე.
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში. აფთიაქის თანამშრომელთან დააზუსტეთ როგორ მოახდინოთ არასაჭირო პრეპარატის უტილიზება (განადგურება). ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
შემადგენლობა
პრეპარატი ჰეპათრომბინი გ შეიცავს
მოქმედი ნივთიერებებია ნატრიუმის ჰეპარინი + ლაურომაკროგოლი 400 + პრედნიზოლონი.
1 გ პრეპარატი შეიცავს 65 სე ჰეპარინის ნატრიუმს (0,361 მგ ნატრიუმის ჰეპარინის აქტივობისას 180 სე/მგ), 2,233 მგ პრედნიზოლონის აცეტატს, 30,000 მგ ლაურომაკროგოლი 400-ს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: მყარი პარაფინი, ლანოლინი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, თხევადი პარაფინი.
პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი
რექტალური და გარეგანი გამოყენების მალამო.
მოყვითალო-თეთრი ნახევრად გამჭვირვალე, გელისმაგვარი მალამო დამახასიათებელი სუნით.
20 გ ალუმინის ტუბში, რომლებიც დახუფულია პლასტმასის სახრახნი თავსახურით. ტუბის ნახვრეტი დაცულია ალუმინის მემბრანით. თავსახური წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, რომელიც მოიცავს მემბრანის სახვრეტ მოწყობილობას. ტუბი რექტალურად შეყვან თავთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
3 წელი.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
15-დან 250C-მდე ტემპერატურაზე.
- 5 პირველადი შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
20 გ ალუმინის ტუბში, რომლებიც დახუფულია პლასტმასის სახრახნი თავსახურით. ტუბის ნახვრეტი დაცულია ალუმინის მემბრანით. თავსახური წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, რომელიც მოიცავს მემბრანის სახვრეტ მოწყობილობას. ტუბი რექტალურად შეყვან თავთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
- 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის ან პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების დროს და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოპროტექტორები; ჰემოროის და ანალური ნაპრალების სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები; კორტიკოსტეროიდები.
ათქ კოდი: C05BA53
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური თვისებები
პროქტოლოგიაში ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი ანტითრომბული, ანთების საწინააღმდეგო და ვენოსკლეროზირების მოქმედებით. ჰეპათრომბინი გ მოქმედებას იწყებს პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისთანავე, მოქმედების ხანგრძლივობა ნარჩუნდება 36 საათამდე.
ჰეპარინი - პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტია. გარეგანი გამოყენებისას ახდენს ადგილობრივ ანტითრომბულ, ანტიექსუდაციურ და ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას; ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციას; ახდენს ჰემოროიდულ კვანძებში სისხლის კოაგულაციის პრევენციას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
პრედნიზოლონი - არის გლუკოკორტიკოსტეროიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ანტიალერგიულ მოქმედებას, ხსნის ქავილს, წვის შეგრძნებას, ტკივილს ანორექტალურ არეში. პრედნიზოლონის მოქმედების ხანგრძლივობა 12-36 საათია.
ლაურომაკროგოლი 400 (პოლიდოკანოლი) ახდენს ადგილობრივ ანსთეზიურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას და უზრუნველყოფს ჰემოროიდული კვანძების სკლეროზირებას. პოლიდოკანოლს გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება, რომელიც ვლინდება პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისთანავე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ჰეპარინი
აბსორბცია და განაწილება
ადსორბციის შემდეგ პლაზმის ცილებთან შეერთება 95% შეადგენს. ქსოვილებიდან გამოიყოფა ნელა დაახლოებით 1 სთ ნახევარგამოყოფის პერიოდით. მოქმედი ნივთიერების 50% რჩება კანზე გამოყოფის შემდეგ. გამოყოფის სიჩქარე დამოკიდებულია დოზაზე.
ბიოტრანსფორმირება
აბსორბციის შემდეგ მეტაბოლიზდება ღვიძლში (ნაწილობრივ ფერმენტით ღვიძლის ჰეპარინაზა) და რეტიკულოენდოთელიუმის სისტემაში.
ელიმინაცია
20-50% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით და ნაწილობრივ როგორც უროჰეპარინი, რომელსაც სუსტი ანტიკოაგულაციური მოქმედება აქვს. გამოყოფის ხარისხის დამოკიდებულია დოზაზე (უფრო დაბალ დოზებს პლაზმაში სიცოცხლის უფრო მოკლე ნახევარპერიოდი აქვთ).
პრედნიზოლონი
აბსორბცია და ბიოტრანსფორმირება
აბსორბციის შემდეგ პრედნიზოლონი მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ელიმინაცია
დაახლოებით 1% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით. ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი (T1/2) 18-36 სთ-ს შეადგენს, ხოლო T1/2 პლაზმიდან - 115-212 წთ-ს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის
ჰეპათრომბინი გ, (65 სე + 30 მგ + 2,233 მგ)/გ,
რექტალური და გარეგანი გამოყენების მალამო
მოქმედი ნივთიერებები: ნატრიუმის ჰეპარინი + ლაურომაკროგოლი 400 + პრედნიზოლონი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ბოლომდე წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, ვინაიდან მასში თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ფურცელ-ჩანართის ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების თანახმად.
შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია მისი გადაკითხვა კიდევ დაგჭირდეთ.
თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 თავში.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან იგი გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს პრეპარატი ჰეპათრომბინი გ და რისთვის გამოიყენება ის
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენებამდე
- პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენება
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- პრეპარატის ჰეპათრომბინი გ შენახვა
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ჰეპათრომბინი გ და რისთვის გამოიყენება ის
პრეპარატი ჰეპათრომბინი გ შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს ნატრიუმის ჰეპარინს, ლაურომაკროგოლი 400-ს და პრედნიზოლონს. პრეპარატი მიეკუთვნება ჰემოროის და ანალური ნაპრალების სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებებს.
გამოყენების ჩვენებები
- გარეგანი და შიდა ჰემოროი;
- უკანა ტანის ჰემოროიდული ვენების თრომბოფლებიტი;
- ფისტულები, ეგზემა და ქავილი უკანა ტანის არეში;
- უკანა ტანის ბზარები ;
- ანორექტალურ მიდამოში ქირურგიული ჩარევისთვის მომზადება;
- თრომბირებული ან ოპერირებული ჰემოროის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
პრეპარატის ჰეპათრომბინი გ მოქმედების წესი
კომბინირებული პრეპარატი ანტითრომბული, ანთების საწინააღმდეგო და ვენოსკლეროზირების მოქმედებით. ჰეპათრომბინი გ მოქმედებას იწყებს პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისთანავე, მოქმედების ხანგრძლივობა ნარჩუნდება 36 საათამდე.
ჰეპარინი - პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტია. გარეგანი გამოყენებისას ახდენს ადგილობრივ ანტითრომბულ, ანტიექსუდაციურ და ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას; ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციას; ახდენს ჰემოროიდულ კვანძებში სისხლის კოაგულაციის პრევენციას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
პრედნიზოლონი - არის გლუკოკორტიკოსტეროიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ანტიალერგიულ მოქმედებას, ხსნის ქავილს, წვის შეგრძნებას, ტკივილს ანორექტალურ არეში. პრედნიზოლონის მოქმედების ხანგრძლივობა 12-36 საათია.
ლაურომაკროგოლი 400 (პოლიდოკანოლი) ახდენს ადგილობრივ ანსთეზიურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას და უზრუნველყოფს ჰემოროიდული კვანძების სკლეროზირებას. პოლიდოკანოლს გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება, რომელიც ვლინდება პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისთანავე.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან იგი გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენებამდე
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ჰეპათრომბინი გ, თუ გაქვთ:
ალერგია ნატრიუმის ჰეპარინზე, ლაურომაკროგოლი 400-ზე ან პრედნიზოლონზე, ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში);
კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაზიანებები დროს;
ტუბერკულოზი;
სიფილისი;
კანის სიმსივნეები (ანორექტალურ ზონაში);
სისხლდენისადმი მიდრეკილება;
რეაქციები ვაქცინაციაზე;
ორსულობის I ტრიმესტრი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთნ.
ისევე, როგორც სხვა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას, გამოიჩინეთ სიფრთხილე, არ გამოიყენოთ პრეპარატი დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ფრთხილად გამოიყენეთ ბავშვებსა და მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი ჰეპათრომბინი გ
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ცოტახნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედებები გამოვლენილი არ არის. რექტალური გამოყენების სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შეიძლება სიფრთხილით, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი ექიმი გულდასმით შეფასების შემდეგ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი ჰეპათრომბინი გ შეიცავს ლანოლინს
ლანოლინს შეუძლია კანის ადგილობრივი რეაქციების (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტის) გამოწვევა.
- პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი დიკლოფენაკი მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს აფთიაქის თანამშრომელს.
რეკომენდებული დოზა და გამოყენების წესი
გარეგანად: მალამო დაიტანება თხელ ფენად დაზიანებულ მონაკვეთებზე 2-ჯერ დღეში, საჭიროების შემთვევაში, შეიძლება დღეში 4-ჯერამდე დატანა თერაპიის პირველ დღეს; მტკივნეული შეგრძნებების ალაგების შემდეგ - 1-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
რექტალურად: 1-2-ჯერ დღეში.
შეყვანის გზა და (ან) წესი
გარეგანად ან რექტალურად. მალამოს რექტალურად შესაყვანად გამოიყენება თანდართული სახრახნი თავი, რომელიც შეიყვანება სწორნაწლავში, რის შემდეგაც ტუბზე მსუბუქი დაჭერით გამოიდინება მცირე რაოდენობით მალამო.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ჰეპათრომბინი გ
თუ გამოიყენეთ რეკომენდებულზე მეტი პრეპარატი (ჭარბი დოზა), მიმართეთ ექიმს, აფთიაქის თანამშრომელს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის გამოყენება, გამოიყენეთ იგი უახლოეს შესაძლო დროს, ხოლო შემდეგ გამოყენება გააგრძელეთ, როგორც ადრე. გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენება
ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის გამოყენება არ შეწყვიტოთ. მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ თქვენი ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები.
პრეპარატის გამოყენების შესახებ შეკითხვების შემთხვეავაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ჰეპათრომბინი გ-საც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გამოყენებისას:
ალერგიული რეაქციები, კანის გაწითლება.
ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან დიდი ზედაპირებზე დატანისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტები: კანსა და ლორწოვან გარზებზე ჭრილობების ნელა შეხორცება, შეშუპებები.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მათ ასევე მიეკუთვნება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, მიუთითებელი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეგვატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხ. ქვევით). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (რუსჯანმეთვალყურეობა)
109012, ქ.მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, ს. 4, შენ. 1
ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: https://www.roszdravnadzor.gov.ru/
სომხეთის რესპუბლიკა
„აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დტსს
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., 49/5
ტელეფონი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: http://pharm.am/
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რსს სწუ-ით "სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი"
010000, ქ.ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა.იმანოვის ქ., 13
ტელეფონი: +7 (7172) 235 135
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: https://www.ndda.kz/
ყირგიზეთის რესპუბლიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის დეპარტამენტი
720044, ქ.ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25
ტელეფონი: 0800 800 26 26
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გვერდი: http://www.pharm.kg/
- პრეპარატის ჰეპათრომბინი გ შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ტუბზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს თვის ბოლო დღე.
ინახება 15-დან 250C-მდე ტემპერატურაზე.
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში. აფთიაქის თანამშრომელთან დააზუსტეთ როგორ მოახდინოთ არასაჭირო პრეპარატის უტილიზება (განადგურება). ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი ჰეპათრომბინი გ შეიცავს
მოქმედი ნივთიერებებია ნატრიუმის ჰეპარინი + ლაურომაკროგოლი 400 + პრედნიზოლონი.
1 გ პრეპარატი შეიცავს 65 სე ჰეპარინის ნატრიუმს (0,361 მგ ნატრიუმის ჰეპარინის აქტივობისას 180 სე/მგ), 2,233 მგ პრედნიზოლონის აცეტატს, 30,000 მგ ლაურომაკროგოლი 400-ს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: მყარი პარაფინი, ლანოლინი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, თხევადი პარაფინი.
პრეპარატის ჰეპათრომბინი გ გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი
რექტალური და გარეგანი გამოყენების მალამო.
მოყვითალო-თეთრი ნახევრად გამჭვირვალე, გელისმაგვარი მალამო დამახასიათებელი სუნით.
20 გ ალუმინის ტუბში, რომლებიც დახუფულია პლასტმასის სახრახნი თავსახურით. ტუბის ნახვრეტი დაცულია ალუმინის მემბრანით. თავსახური წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, რომელიც მოიცავს მემბრანის სახვრეტ მოწყობილობას. ტუბი რექტალურად შეყვან თავთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სერბეთი
ჰემოფარმ ა.დ.
26300, ქ. ვრშაცი, ბელგრადის გზატკეცილი ბბ
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
მწარმოებელი/დამფასოებელი/შემფუთავი
ჰემოფარმ ა.დ. ვრშაცი, შაბაცის საწარმოო მოედნის განყოფილება, სერბეთი
15000, ქ.შაბაცი, ხაიდულ ველკოვის ქ. ბბ
ხარისხის კონტროლის გამშვები
ჰემოფარმ ა.დ.
26300, ქ. ვრშაცი, ბელგრადის გზატკეცილი ბბ
მომხმარებლების ყველა პრეტენზია გაეგზავნოს სარეგისტრაციო მოწმობის ფლობელის წარმომადგენელს ან სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს:
რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა
სს „ნიჟფარმი“, რუსეთი
603105, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქუჩა, ს. 7
ტელ.: (831) 278-80-88
E-mail: [email protected]
ყაზახეთის რესპუბლიკა
შპა "STADA Kazakhstan", ყაზახეთის რესპუბლიკა
050044, ქ.ალმატი, ნურლან კაპაროვის ქ., ს. 408
ტელ.: (727) 2222-100
e-mail: [email protected]
ყირგიზეთის რესპუბლიკა
შპს "შტადა ყირგიზეთი", ყირგიზეთის რესპუბლიკა
720005, ქ.ბიშკეკი, იგემბერდიევის ქ. 1ა, ბც "ავრორა", ოფისი 604
სხვადასხვა სავაჭრო დასახელებები
ყაზახეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა: პროქტოზან® ნეო
ფურცელ-ჩანართი გადახედულია
ინფორმაციის სხვა წყაროები
დეტალური მონაცემები სამკურნალო პრეპარატის შესახებ მოცემულია კავშირის ვებგვერდზე: https://eec.eaeunion.org/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


