პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

ჰემოროიდ რელიფ მალამო

Haemorrhoid Relief Ointment

ურეცეპტოდ0.5%+0.5%ინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
მოქმედი ნივთიერება
ლიდოკაინი (lidocaine) + ალანტოინი (allantoin)
ფორმა და შეფუთვა
0.5%+0.5% 25გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი №1
მწარმოებელი
Thornton & Ross Ltd., დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, ჰემოროიდული კვანძების და ანალური ნაპრალების სამკურნალო სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
C05AX
რეგისტრაციის ნომერი
რ-041509
რეგისტრირებულია
5 ივლისი 2024, მოქმედებს 5 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაჰემოროიდ რელიფ მალამო და სხვა წამალი ერთად

ჰემოროიდ რელიფ მალამო — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის წასმა უნდა მოხდეს პირდაპირ კვანძებზე სუფთა თითის საშუალებით.

მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები

საჭიროა ხელების დაბანა პრეპარატის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ;

დაზიანებული უბნის დაბანა უნდა მოხდეს გრილი წყლით, შემდეგ უნდა გაშრეს და წასმულ უნდა იქნას მალამო თითით, ბინტით ან ბამბით;

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ხელახლა წასმა;

თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებში მოხვედრა.

12 წლამდე ასაკის ბავშვები:

დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.

განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

თუ სიმპტომები არ იხსნება მკურნალობის 7 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატის გადაყლაპვის შემთხვევაში

პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, რათა ექიმს აჩვენოს, თუ რომელი მედიკამენტია გადაყლაპული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის, შესაძლო ორსულობისს ან ძუძუთი კვების დროს, პრეპარატის გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ლიდოკაინი, ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება, შეიწოვება კანიდან და აღწევს დედის რძეში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს პროდუქტი შეიცავს ლანოლინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (როგორიცაა, მაგ.: კონტაქტური დერმატიტი).

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ჰემოროიდ რელიფ მალამომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ხმაურიანი სუნთქვა).

ამ ან სხვა რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ზემოთ, უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ისინი პაციენტს მისცემენ რჩევა-დარიგებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ განვითარდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება აგრეთვე შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yellocard

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი 0.5% წ/მ, ალანტოინი 0.5% წ/მ.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: თეთრი რბილი პარაფინი, ლანოლინი, გაწმენდილი წყალი.

მედიკამენტის ფორმა და შეფუთვა

ჰემოროიდ რელიფ მალამო არის რბილი, თეთრი ფერის, გამჭვირვალე კრემი.

მოწოდებულია 25 გ-იანი ტუბებით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწამოებელი

Thornton and Ross Ltd., Huddersfield, HD7 5QH, UK

თორნტონ ენდ როს ლტდ, ჰადერსფილდი, HD7 5QH, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2020 წლის ნოემბერი.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25ºC-ის ზემოთ.

დაუშვებელია მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჰემოროიდ რელიფ მალამო

(ალანტოინი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰემოროიდ რელიფ მალამოს შესახებ

ეს მედიკამენტი ხსნის გარეგანი ჰემოროიდული კვანძების სიმპტომებს;

ის გამოიყენება მოზრდილებში, ხანდაზმულებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.

დაუშვებელია გამოყენება...

12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

საჭიროა ექიმთან მიმართვა....

თუ სიმპტომები გრძელდება 7 დღის შემდეგ.

მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის დარჩენილი ნაწილის წაკითხვა. ის შეიცავს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს პაციენტისათვის.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შეიძლება წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;

დამატებითი ინფორმაციისთვის ან რჩევისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა დამძიმდება ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთნ ან ფარმაცევტთან მიმართვა.

რისთვის არის განკუთვნილი მედიკამენტი

ჰემოროიდ რელიფ მალამო შეიცავს ლიდოკაინს ტკივილისა და დისკომფორტის მოსახსნელად, რომელიც ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელია და ალანტოინს, რომელიც ხელს უწყობს შეხორცების პროცესს. მედიკამენტი ხსნის ტკივილსა და გაღიზიანებას, რომელიც დაკავშირებულია გარეგან ჰემოროიდულ კვანძებთან.

მედიკამენტის გამოყენებამდე

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება, თუ

პაციენტი ალერგიულია მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ:

სიმპტომები არ იხსნება მალამოს გამოყენებისას 7 დღის განმავლობაში;

პაციენტს აქვს მუდმივი ხასიათის ტკივილი ან სისხლდენა ანუსიდან (განსაკუთრებით, თუ აღინიშნება ნაწლავის მოტორიკის ცვლილებები);

პაციენტს აღენიშნება მუცლის შეშუპება ან წონის დაქვეითება.

ფეხმძიმობა ან ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, პრეპარატის გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ლიდოკაინი, ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება, შეიწოვება კანიდან და აღწევს დედის რძეში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს პროდუქტი შეიცავს ლანოლინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (როგორიცაა, მაგ.: კონტაქტური დერმატიტი).

მედიკამენტის გამოყენების წესი

პრეპარატის წასმა უნდა მოხდეს პირდაპირ კვანძებზე სუფთა თითის საშუალებით.

მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები

საჭიროა ხელების დაბანა პრეპარატის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ;

დაზიანებული უბნის დაბანა უნდა მოხდეს გრილი წყლით, შემდეგ უნდა გაშრეს და წასმულ უნდა იქნას მალამო თითით, ბინტით ან ბამბით;

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ხელახლა წასმა;

თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებში მოხვედრა.

12 წლამდე ასაკის ბავშვები:

დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.

განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

თუ სიმპტომები არ იხსნება მკურნალობის 7 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატის გადაყლაპვის შემთხვევაში

პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, რათა ექიმს აჩვენოს, თუ რომელი მედიკამენტია გადაყლაპული.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ჰემოროიდ რელიფ მალამომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ხმაურიანი სუნთქვა).

ამ ან სხვა რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ზემოთ, უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ისინი პაციენტს მისცემენ რჩევა-დარიგებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ განვითარდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება აგრეთვე შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yellocard

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

მედიკამენტის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25ºC-ის ზემოთ.

დაუშვებელია მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს მედიკამენტი

აქტიური ნივთიერებებია: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი 0.5% წ/მ, ალანტოინი 0.5% წ/მ.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: თეთრი რბილი პარაფინი, ლანოლინი, გაწმენდილი წყალი.

მედიკამენტის ფორმა და შეფუთვა

ჰემოროიდ რელიფ მალამო არის რბილი, თეთრი ფერის, გამჭვირვალე კრემი.

მოწოდებულია 25 გ-იანი ტუბებით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწამოებელი

Thornton and Ross Ltd., Huddersfield, HD7 5QH, UK

თორნტონ ენდ როს ლტდ, ჰადერსფილდი, HD7 5QH, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2020 წლის ნოემბერი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა