ჰემოპასდუო შეიცავს კლოპიდოგრელს და აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებები. თრომბოციტები წარმოადგენს ძალიან მცირე სტრუქტურებს სისხლში, რომლებიც გროვდება სისხლის შედედების დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლოპიდოგრელი (clopidogrel) + acetylsalicylic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 75მგ + 100მგ კაფსულა №28
- მწარმოებელი
- Atlantic Pharma – produções Farmacêuticas S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, გარდა ჰეპარინისა
- ATC კოდი
- B01AC30
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035435
- რეგისტრირებულია
- 2 ივნისი 2022, მოქმედებს 2 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ"
- GMP
- -
ჰემოპასდუო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰემოპასდუო შეიცავს კლოპიდოგრელს და აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებები. თრომბოციტები წარმოადგენს ძალიან მცირე სტრუქტურებს სისხლში, რომლებიც გროვდება სისხლის შედედების დროს. ზოგიერთი ტიპის სისხლძარღვებში (ეწოდებათ არტერიები) ამ დაგროვების თავიდან აცილებით, ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებები ამცირებენ სისხლის შედედების წარმოქმნის შანსს (პროცესი, რომელსაც ათეროთრომბოზი ეწოდება).
ჰემოპასდუო ინიშნება მოზრდილებში გამაგრებულ არტერიებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ათეროთრომბოზული მოვლენები (როგორიცაა ინსულტი, გულის შეტევა ან სიკვდილი).
ჰემოპასდუო ინიშნება ორი ცალკეული მედიკამენტის, კლოპიდოგრელისა და ასმ-ის ნაცვლად, სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, როდესაც პაციენტს აქვს ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ცნობილია როგორც „არასტაბილური სტენოკარდია“ ან გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი). ამ მდგომარეობის სამკურნალოდ თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიყენოთ სტენტი ჩაკეტილ ან შევიწროებულ არტერიაში სისხლის ეფექტური ნაკადის აღსადგენად.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის ჰემოპასდუოს ერთი კაფსულა დღეში, რომელიც მიიღება პერორალურად ჭიქა წყალის დაყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი წამალი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენი ექიმი განსაზღვრავს ჰემოპასდუოს მიღების აუცილებლობის ხანგრძლივობას. თუ გქონდათ გულის შეტევა, პრეპარატი უნდა მიიღოთ მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიიღოთ ის მანამ, სანამ ექიმი აგრძელებს მის დანიშვნას.
თუ მიიღეთ ჰემოპასდუო დანიშნულზე მეტი რაოდენობით
მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო.
თუ დაგავიწყდათ ჰემოპასდუოს მიღება
თუ დაგავიწყდათ ჰემოპასდუოს დოზის მიღება, მაგრამ გაგახსენდებათ ჩვეული დროიდან 12 საათის განმავლობაში, მიიღეთ კაფსულა დაუყოვნებლივ და შემდეგ მიიღეთ შემდეგი კაფსულა ჩვეულ დროს.
თუ დაგავიწყდათ 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი ერთჯერადი დოზა ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ჰემოპასდუოს მიღებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ თქვენი ექიმი არ გეტყვით. მკურნალობის შეწყვეტამდე ან ხელახლა დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია კლოპიდოგრელის, აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ გაქვთ ალერგია სხვა პრეპარატების მიმართ, რომლებსაც უწოდებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან სახსრების მტკივნეული და/ან ანთებითი მდგომარეობის სამკურნალოდ.
თუ გაქვთ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ასთმის, ცხვირიდან გამონადენის (სურდო) და პოლიპების (ცხვირში წარმონაქმნების) ერთობლიობას.
თუ გაქვთ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ამჟამად იწვევს სისხლდენას, როგორიცაა კუჭის წყლული ან ტვინში სისხლის ჩაქცევა.
თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
თუ გაწუხებთ თირკმლის მძიმე დაავადება.
თუ ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
სიფრთხილის ზომები
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, ჰემოპასდუოს მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს:
თუ გაქვთ სისხლდენის რისკი, როგორიცაა:
სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც გიქმნით შინაგანი სისხლდენის რისკს (როგორიცაა კუჭის წყლული).
დარღვევა სისხლის მხრივ, რომელიც იწვევს შინაგანი სისხლდენისადმი მიდრეკილებას (სისხლდენა სხეულის რომელიმე ქსოვილში, ორგანოსა თუ სახსრებში).
ბოლოდროინდელი სერიოზული ტრავმა.
ბოლოდროინდელი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური).
დაგეგმილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური) მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში.
თუ გქონდათ თრომბი თავის ტვინის არტერიაში (იშემიური ინსულტი), რომელიც გამოვლინდა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში.
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება.
თუ გაქვთ ასთმა ან ალერგიული რეაქციები ანამნეზში, მათ შორის ალერგია რომელიმე მედიკამენტზე, რომელიც გამოიყენება თქვენი დაავადების სამკურნალოდ.
თუ გაქვთ პოდაგრა.
თუ სვამთ ალკოჰოლს, სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის დაზიანების გაზრდილი რისკის გამო.
თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი ანემიის კონკრეტული ფორმის (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა) რისკის გამო.
ჰემოპასდუოს მიღებისას:
აცნობეთ თქვენს ექიმს:
- თუ დაგეგმილია ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური).
- თუ გაქვთ კუჭის ან მუცლის ტკივილი ან სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში (წითელი განავალი ან შავი განავალი).
ასევე დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ განგივითარდათ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც თრომბოზულ-თრომბოციტოპენიური პურპურა ან TTP, რომელიც მოიცავს ცხელებას და სისხლჩაქცევებს კანქვეშ, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს წითელი წერტილების სახით, აუხსნელი ძლიერი დაღლილობით, დაბნეულობით, კანის ან თვალების გაყვითლებით (სიყვითლე) ან მის გარეშე (იხილეთ პარაგრაფი 4).
გაჭრის ან დაზიანების შემთხვევაში, სისხლდენის შეჩერებას შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან ის აფერხებს სისხლის კოლტების წარმოქმნის უნარს. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევაში, მაგალითად, გაჭრა, გაპარსვა, აღნიშნული ჩვეულებრივ არ არის საგანგაშო. თუმცა, თუ გაწუხებთ სისხლდენა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს (იხილეთ პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი.
ბავშვები და მოზარდები
ჰემოპასდუო არ არის განკუთვნილი 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებსა ან მოზარდებში გამოსაყენებლად. არსებობს შესაძლო კავშირი აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) და რეის სინდრომს შორის, როდესაც აცეტილსალიცილის შემცველი პრეპატატების დანიშნვნა ხდება ვირუსული ინფექციის მქონე ბავშვებსა ან მოზარდებში. რეის სინდრომი არის ძალიან იშვიათი დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს ლეტალური.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.
ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჰემოპასდუოს გამოყენებაზე ან პირიქით.
თქვენ კონკრეტულას უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ:
იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, როგორიცაა:
პერორალური ანტიკოაგულანტები, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად,
ასმ ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან სახსრების მტკივნეული და/ან ანთებითი მდგომარეობის სამკურნალოდ,
ჰეპარინი ან ნებისმიერი სხვა საინექციო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად,
ტიკლოპიდინი, სხვა ანტითრომბოციტული საშუალება,
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (მათ შორის, და არა მხოლოდ ფლუოქსეტინი ან ფლუვოქსამინი), მედიკამენტები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ,
ომეპრაზოლი ან ეზომეპრაზოლი, კუჭის აშლილობის სამკურნალო მედიკამენტები,
მეტოტრექსატი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სახსრების მძიმე დაავადების (რევმატოიდული ართრიტი) ან კანის დაავადების (ფსორიაზი) სამკურნალოდ,
აცეტაზოლამიდი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გლაუკომის (თვალის წნევის მომატება) ან ეპილეფსიის სამკურნალოდ ან შარდის გამოდინების გასაძლიერებლად,
პრობენეციდი, ბენზბრომარონი ან სულფინპირაზონი, პოდაგრის სამკურნალო საშუალებები,
ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები,
ეფავირენცი ან ტენოფოვირი, მედიკამენტები აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექციების სამკურნალოდ,
ვალპროის მჟავა, ვალპროატი ან კარბამაზეპინი, მედიკამენტები ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ,
ვარიცელას ვაქცინა, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჩუტყვავილას ან სირსველის პროფილაქტიკისთვის, ჰემოპასდუოს მიღებიდან 6 კვირის განმავლობაში, ან თუ გაქვთ აქტიური ჩუტყვავილა ან სირსველის ინფექცია (იხილეთ პარაგრაფი 2 „ბავშვები და მოზარდები“),
მოკლობემიდი, პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ,
რეპაგლინიდი, პრეპარატი დიაბეტის სამკურნალოდ,
პაკლიტაქსელი, პრეპარატი კიბოს სამკურნალოდ,
ნიკორანდილი, პრეპარატი გულ-მკერდის ტკივილის სამკურნალოდ.
ანტირეტროვირუსული მედიკამენტები (აივ ინფექციების სამკურნალოდ).
ერთდროულად მიღებისას მეტამიზოლმა (ტკივილის შემამსუბუქებელი და სიცხის დამწევი ნივთიერება) შეიძლება შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე (სისხლის წითელი უჯრედები ერთმანეთს ერწყმის და ქმნიან თრომბებს). ამ მიზეზით, ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასპირინის დაბალ დოზებს გულის დაცვის მიზნით.
შეწყვიტეთ სხვა კლოპიდოგრელით მკურნალობა ჰემოპასდუოს მიღებისას.
ასმ-ის პერიოდულმა გამოყენება (არაუმეტეს 1000 მგ 24 საათის განმავლობაში) ჩვეულებრივ არ უნდა გამოიწვიოს პრობლემა, მაგრამ სხვა გარემოებებში ასმ-ის ხანგრძლივი გამოყენება უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჰემოპასდუო და ალკოჰოლი
თუ თქვენ რეგულარულად სვამთ ალკოჰოლურ სასმელებს, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა კუჭიდან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ჰემოპასდუოს მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ჰემოპასდუო ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
სასურველია არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში.
თუ დაორსულდებით ჰემოპასდუოს მიღების დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული ჰემოპასდუოს მიღება.
ამ პრეპარატის მიღებისას არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ლაქტაციას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
არ არსებობს მონაცემები ფერტილობის შესახებ კლოპიდოგრელი + ასმ-ის მიღებისას. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში კლოპიდოგრელი არ ცვლიდა ფერტილობას. უცნობია ცვლის თუ არა ჰემოპასდუოში შემავალი ასმ-ის დოზა ფერტილობას.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ჰემოპასდუო არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ჰემოპასდუო შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ (მაგ. ლაქტოზა), ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:
ცხელება, ინფექციის ნიშნები ან ძლიერი დაღლილობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის იშვიათი შემცირებით.
ღვიძლის პრობლემების ნიშნები, როგორიცაა კანის და/ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), მიუხედავად იმისა დაკავშირებულია თუ არა სისხლდენასთან, რომელიც ჩნდება კანის ქვეშ წითელი წერტილების სახით, და/ან დაბნეულობა (იხილეთ პარაგრაფი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“) .
პირის ღრუს შეშუპება ან დარღვევები კანის მხრივ, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი, ბუშტუკები კანზე. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა, რომელიც გამოვლინდა ჰემოპასდუოს გამოყენებისას, არის სისხლდენა. სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს როგორც სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში, სისხლჩაქცევები, ჰემატომა (უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში. მცირე რაოდენობის შემთხვევაში, ასევე დაფიქსირდა სისხლდენა თვალში, თავში (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), ფილტვებში ან სახსრებში.
თუ ჰემოპასდუოს მიღებისას გაქვთ გახანგრძლივებული სისხლდენა
გაჭრის ან დაზიანების შემთხვევაში, სისხლდენის შეჩერებას შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან ის აფერხებს სისხლის კოლტების წარმოქმნის უნარს. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევაში, მაგალითად, გაჭრა, გაპარსვა, აღნიშნული ჩვეულებრივ არ არის საგანგაშო. თუმცა, თუ გაწუხებთ სისხლდენა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს (იხილეთ პარაგრაფი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
დიარეა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა ან გულძმარვა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, ჭარბი გაზი კუჭსა ან ნაწლავებში, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი მოვლენა (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ვერტიგო, გადიდებული მკერდი მამაკაცებში.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
სიყვითლე (კანის ან/და თვალების გაყვითლება); წვა კუჭში და/ან საყლაპავში (საყლაპავი მილი); მუცლის ძლიერი ტკივილი ზურგის ტკივილით ან მის გარეშე; ცხელება, სუნთქვის გაძნელება ხანდახან დაკავშირებული ხველასთან; გენერალიზებული ალერგიული რეაქციები (მაგალითად, სიცხის საერთო შეგრძნება უეცარი ზოგადი დისკომფორტით გონების დაკარგვამდე); შეშუპება პირის ღრუში; ბუშტუკები კანზე; კანისმიერი ალერგია; პირის ღრუს ტკივილი (სტომატიტი); არტერიული წნევის დაქვეითება; დაბნეულობა; ჰალუცინაციები; სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; საკვების გემოს ცვლილება ან გემოვნების დაკარგვა, მცირე სისხლძარღვების ანთება.
გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
წყლულის პერფორაცია, შუილი ყურებში, სმენის დაქვეითება, უეცარი სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული ან მომატებული მგრძნობელობის რეაქციები გულმკერდის ან მუცლის ტკივილით, თირკმელების დაავადება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, პოდაგრა (მტკივნეული, შეშუპებული სახსრების მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია შარდმჟავას კრისტალებით) და კვებითი ალერგიის გაუარესება, ანემიის განსაკუთრებული ფორმა (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა) (იხ. პარაგრაფი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“), შეშუპება.
გარდა ამისა, ექიმმა შეიძლება გამოავლინოს ცვლილებები სისხლის ან შარდის ანალიზებში.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ INFARMED, I.P-ს ქვემოთ მოცემული კონტაქტის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(სასურველია) ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:
მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი
Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიცინის ხაზი: 800222444 (უფასო)
ელფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
ჰემოპასდუოს 75 მგ + 100 მგ მოქმედი ნივთიერებებია კლოპიდოგრელი და აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ). თითოეული კაფსულა შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს (წყალბადის სულფატის სახით) და 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავას.
სხვა ინგრედიენტებია:
- კაფსულის შემცველობა: უწყლო ლაქტოზა, სახამებელი პრეჟელატინირებული,მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროგენირებული მცენარეული ზეთი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი, ტრიაცეტინი, წითელი რკინის ოქსიდი (E172)
- კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172)
ჰემოპასდუოს გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ჰემოპასდუო, 75 მგ + 100 მგ, კაფსულები არის მყარი ჟელატინის კაფსულები თეთრი კორპუსით და წითელი თავსახურით, რომელიც შევსებულია 4 ვარდისფერი და 4 თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
ჰემოპასდუო წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში 10, 14, 28, 30, 50, 84, 90 ან 100 კაფსულით.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Tecnimede – Sociedade Técnico-Medicinal, S.A. (ტექნიმედე - სოსიედადე ტექნიკო-მედიცინალ, ს.ა.)
Rua da Tapada Grande 2, Abrunheira (რუე დე ტაფადა გრანდე 2, აბრუნჰეირა)
2710-089 Sintra (2710-089 სინტრა)
პორტუგალია
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „ვადის გასვლის“ („Exp.”) შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ გაუარესების რაიმე ხილულ ნიშანს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ჰემოპასდუო, 75 მგ + 100 მგ, კაფსულები, მყარი
კლოპიდოგრელი + აცეტილსალიცილის მჟავა
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ჰემოპასდუო და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ჰემოპასდუოს მიღებამდე
როგორ მიიღება ჰემოპასდუო
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ჰემოპასდუო
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ჰემოპასდუო და რისთვის გამოიყენება
ჰემოპასდუო შეიცავს კლოპიდოგრელს და აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) და მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებები. თრომბოციტები წარმოადგენს ძალიან მცირე სტრუქტურებს სისხლში, რომლებიც გროვდება სისხლის შედედების დროს. ზოგიერთი ტიპის სისხლძარღვებში (ეწოდებათ არტერიები) ამ დაგროვების თავიდან აცილებით, ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებები ამცირებენ სისხლის შედედების წარმოქმნის შანსს (პროცესი, რომელსაც ათეროთრომბოზი ეწოდება).
ჰემოპასდუო ინიშნება მოზრდილებში გამაგრებულ არტერიებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ათეროთრომბოზული მოვლენები (როგორიცაა ინსულტი, გულის შეტევა ან სიკვდილი).
ჰემოპასდუო ინიშნება ორი ცალკეული მედიკამენტის, კლოპიდოგრელისა და ასმ-ის ნაცვლად, სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, როდესაც პაციენტს აქვს ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ცნობილია როგორც „არასტაბილური სტენოკარდია“ ან გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი). ამ მდგომარეობის სამკურნალოდ თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიყენოთ სტენტი ჩაკეტილ ან შევიწროებულ არტერიაში სისხლის ეფექტური ნაკადის აღსადგენად.
- რა უნდა იცოდეთ ჰემოპასდუოს მიღებამდე
არ მიიღოთ ჰემოპასდუო:
თუ გაქვთ ალერგია კლოპიდოგრელის, აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ გაქვთ ალერგია სხვა პრეპარატების მიმართ, რომლებსაც უწოდებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან სახსრების მტკივნეული და/ან ანთებითი მდგომარეობის სამკურნალოდ.
თუ გაქვთ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ასთმის, ცხვირიდან გამონადენის (სურდო) და პოლიპების (ცხვირში წარმონაქმნების) ერთობლიობას.
თუ გაქვთ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ამჟამად იწვევს სისხლდენას, როგორიცაა კუჭის წყლული ან ტვინში სისხლის ჩაქცევა.
თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
თუ გაწუხებთ თირკმლის მძიმე დაავადება.
თუ ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, ჰემოპასდუოს მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს:
თუ გაქვთ სისხლდენის რისკი, როგორიცაა:
სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც გიქმნით შინაგანი სისხლდენის რისკს (როგორიცაა კუჭის წყლული).
დარღვევა სისხლის მხრივ, რომელიც იწვევს შინაგანი სისხლდენისადმი მიდრეკილებას (სისხლდენა სხეულის რომელიმე ქსოვილში, ორგანოსა თუ სახსრებში).
ბოლოდროინდელი სერიოზული ტრავმა.
ბოლოდროინდელი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური).
დაგეგმილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური) მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში.
თუ გქონდათ თრომბი თავის ტვინის არტერიაში (იშემიური ინსულტი), რომელიც გამოვლინდა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში.
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება.
თუ გაქვთ ასთმა ან ალერგიული რეაქციები ანამნეზში, მათ შორის ალერგია რომელიმე მედიკამენტზე, რომელიც გამოიყენება თქვენი დაავადების სამკურნალოდ.
თუ გაქვთ პოდაგრა.
თუ სვამთ ალკოჰოლს, სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის დაზიანების გაზრდილი რისკის გამო.
თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი ანემიის კონკრეტული ფორმის (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა) რისკის გამო.
ჰემოპასდუოს მიღებისას:
აცნობეთ თქვენს ექიმს:
- თუ დაგეგმილია ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური).
- თუ გაქვთ კუჭის ან მუცლის ტკივილი ან სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში (წითელი განავალი ან შავი განავალი).
ასევე დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ განგივითარდათ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც თრომბოზულ-თრომბოციტოპენიური პურპურა ან TTP, რომელიც მოიცავს ცხელებას და სისხლჩაქცევებს კანქვეშ, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს წითელი წერტილების სახით, აუხსნელი ძლიერი დაღლილობით, დაბნეულობით, კანის ან თვალების გაყვითლებით (სიყვითლე) ან მის გარეშე (იხილეთ პარაგრაფი 4).
გაჭრის ან დაზიანების შემთხვევაში, სისხლდენის შეჩერებას შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან ის აფერხებს სისხლის კოლტების წარმოქმნის უნარს. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევაში, მაგალითად, გაჭრა, გაპარსვა, აღნიშნული ჩვეულებრივ არ არის საგანგაშო. თუმცა, თუ გაწუხებთ სისხლდენა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს (იხილეთ პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი.
ბავშვები და მოზარდები
ჰემოპასდუო არ არის განკუთვნილი 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებსა ან მოზარდებში გამოსაყენებლად. არსებობს შესაძლო კავშირი აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) და რეის სინდრომს შორის, როდესაც აცეტილსალიცილის შემცველი პრეპატატების დანიშნვნა ხდება ვირუსული ინფექციის მქონე ბავშვებსა ან მოზარდებში. რეის სინდრომი არის ძალიან იშვიათი დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს ლეტალური.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ჰემოპასდუო
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.
ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჰემოპასდუოს გამოყენებაზე ან პირიქით.
თქვენ კონკრეტულას უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ:
იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, როგორიცაა:
პერორალური ანტიკოაგულანტები, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად,
ასმ ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან სახსრების მტკივნეული და/ან ანთებითი მდგომარეობის სამკურნალოდ,
ჰეპარინი ან ნებისმიერი სხვა საინექციო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად,
ტიკლოპიდინი, სხვა ანტითრომბოციტული საშუალება,
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (მათ შორის, და არა მხოლოდ ფლუოქსეტინი ან ფლუვოქსამინი), მედიკამენტები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ,
ომეპრაზოლი ან ეზომეპრაზოლი, კუჭის აშლილობის სამკურნალო მედიკამენტები,
მეტოტრექსატი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სახსრების მძიმე დაავადების (რევმატოიდული ართრიტი) ან კანის დაავადების (ფსორიაზი) სამკურნალოდ,
აცეტაზოლამიდი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გლაუკომის (თვალის წნევის მომატება) ან ეპილეფსიის სამკურნალოდ ან შარდის გამოდინების გასაძლიერებლად,
პრობენეციდი, ბენზბრომარონი ან სულფინპირაზონი, პოდაგრის სამკურნალო საშუალებები,
ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები,
ეფავირენცი ან ტენოფოვირი, მედიკამენტები აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექციების სამკურნალოდ,
ვალპროის მჟავა, ვალპროატი ან კარბამაზეპინი, მედიკამენტები ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ,
ვარიცელას ვაქცინა, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ჩუტყვავილას ან სირსველის პროფილაქტიკისთვის, ჰემოპასდუოს მიღებიდან 6 კვირის განმავლობაში, ან თუ გაქვთ აქტიური ჩუტყვავილა ან სირსველის ინფექცია (იხილეთ პარაგრაფი 2 „ბავშვები და მოზარდები“),
მოკლობემიდი, პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ,
რეპაგლინიდი, პრეპარატი დიაბეტის სამკურნალოდ,
პაკლიტაქსელი, პრეპარატი კიბოს სამკურნალოდ,
ნიკორანდილი, პრეპარატი გულ-მკერდის ტკივილის სამკურნალოდ.
ანტირეტროვირუსული მედიკამენტები (აივ ინფექციების სამკურნალოდ).
ერთდროულად მიღებისას მეტამიზოლმა (ტკივილის შემამსუბუქებელი და სიცხის დამწევი ნივთიერება) შეიძლება შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე (სისხლის წითელი უჯრედები ერთმანეთს ერწყმის და ქმნიან თრომბებს). ამ მიზეზით, ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასპირინის დაბალ დოზებს გულის დაცვის მიზნით.
შეწყვიტეთ სხვა კლოპიდოგრელით მკურნალობა ჰემოპასდუოს მიღებისას.
ასმ-ის პერიოდულმა გამოყენება (არაუმეტეს 1000 მგ 24 საათის განმავლობაში) ჩვეულებრივ არ უნდა გამოიწვიოს პრობლემა, მაგრამ სხვა გარემოებებში ასმ-ის ხანგრძლივი გამოყენება უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჰემოპასდუო და ალკოჰოლი
თუ თქვენ რეგულარულად სვამთ ალკოჰოლურ სასმელებს, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა კუჭიდან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ჰემოპასდუოს მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ჰემოპასდუო ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
სასურველია არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში.
თუ დაორსულდებით ჰემოპასდუოს მიღების დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული ჰემოპასდუოს მიღება.
ამ პრეპარატის მიღებისას არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ლაქტაციას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
არ არსებობს მონაცემები ფერტილობის შესახებ კლოპიდოგრელი + ასმ-ის მიღებისას. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში კლოპიდოგრელი არ ცვლიდა ფერტილობას. უცნობია ცვლის თუ არა ჰემოპასდუოში შემავალი ასმ-ის დოზა ფერტილობას.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ჰემოპასდუო არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ჰემოპასდუო შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ (მაგ. ლაქტოზა), ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
- როგორ მიიღება ჰემოპასდუო
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის ჰემოპასდუოს ერთი კაფსულა დღეში, რომელიც მიიღება პერორალურად ჭიქა წყალის დაყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი წამალი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენი ექიმი განსაზღვრავს ჰემოპასდუოს მიღების აუცილებლობის ხანგრძლივობას. თუ გქონდათ გულის შეტევა, პრეპარატი უნდა მიიღოთ მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიიღოთ ის მანამ, სანამ ექიმი აგრძელებს მის დანიშვნას.
თუ მიიღეთ ჰემოპასდუო დანიშნულზე მეტი რაოდენობით
მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო.
თუ დაგავიწყდათ ჰემოპასდუოს მიღება
თუ დაგავიწყდათ ჰემოპასდუოს დოზის მიღება, მაგრამ გაგახსენდებათ ჩვეული დროიდან 12 საათის განმავლობაში, მიიღეთ კაფსულა დაუყოვნებლივ და შემდეგ მიიღეთ შემდეგი კაფსულა ჩვეულ დროს.
თუ დაგავიწყდათ 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი ერთჯერადი დოზა ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ჰემოპასდუოს მიღებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ თქვენი ექიმი არ გეტყვით. მკურნალობის შეწყვეტამდე ან ხელახლა დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:
ცხელება, ინფექციის ნიშნები ან ძლიერი დაღლილობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის იშვიათი შემცირებით.
ღვიძლის პრობლემების ნიშნები, როგორიცაა კანის და/ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), მიუხედავად იმისა დაკავშირებულია თუ არა სისხლდენასთან, რომელიც ჩნდება კანის ქვეშ წითელი წერტილების სახით, და/ან დაბნეულობა (იხილეთ პარაგრაფი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“) .
პირის ღრუს შეშუპება ან დარღვევები კანის მხრივ, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი, ბუშტუკები კანზე. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა, რომელიც გამოვლინდა ჰემოპასდუოს გამოყენებისას, არის სისხლდენა. სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს როგორც სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში, სისხლჩაქცევები, ჰემატომა (უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში. მცირე რაოდენობის შემთხვევაში, ასევე დაფიქსირდა სისხლდენა თვალში, თავში (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), ფილტვებში ან სახსრებში.
თუ ჰემოპასდუოს მიღებისას გაქვთ გახანგრძლივებული სისხლდენა
გაჭრის ან დაზიანების შემთხვევაში, სისხლდენის შეჩერებას შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან ის აფერხებს სისხლის კოლტების წარმოქმნის უნარს. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევაში, მაგალითად, გაჭრა, გაპარსვა, აღნიშნული ჩვეულებრივ არ არის საგანგაშო. თუმცა, თუ გაწუხებთ სისხლდენა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს (იხილეთ პარაგრაფი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
დიარეა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა ან გულძმარვა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, ჭარბი გაზი კუჭსა ან ნაწლავებში, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი მოვლენა (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ვერტიგო, გადიდებული მკერდი მამაკაცებში.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
სიყვითლე (კანის ან/და თვალების გაყვითლება); წვა კუჭში და/ან საყლაპავში (საყლაპავი მილი); მუცლის ძლიერი ტკივილი ზურგის ტკივილით ან მის გარეშე; ცხელება, სუნთქვის გაძნელება ხანდახან დაკავშირებული ხველასთან; გენერალიზებული ალერგიული რეაქციები (მაგალითად, სიცხის საერთო შეგრძნება უეცარი ზოგადი დისკომფორტით გონების დაკარგვამდე); შეშუპება პირის ღრუში; ბუშტუკები კანზე; კანისმიერი ალერგია; პირის ღრუს ტკივილი (სტომატიტი); არტერიული წნევის დაქვეითება; დაბნეულობა; ჰალუცინაციები; სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; საკვების გემოს ცვლილება ან გემოვნების დაკარგვა, მცირე სისხლძარღვების ანთება.
გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
წყლულის პერფორაცია, შუილი ყურებში, სმენის დაქვეითება, უეცარი სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული ან მომატებული მგრძნობელობის რეაქციები გულმკერდის ან მუცლის ტკივილით, თირკმელების დაავადება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, პოდაგრა (მტკივნეული, შეშუპებული სახსრების მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია შარდმჟავას კრისტალებით) და კვებითი ალერგიის გაუარესება, ანემიის განსაკუთრებული ფორმა (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა) (იხ. პარაგრაფი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“), შეშუპება.
გარდა ამისა, ექიმმა შეიძლება გამოავლინოს ცვლილებები სისხლის ან შარდის ანალიზებში.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ INFARMED, I.P-ს ქვემოთ მოცემული კონტაქტის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
(სასურველია) ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:
მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი
Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიცინის ხაზი: 800222444 (უფასო)
ელფოსტა: [email protected]
- როგორ ინახება ჰემოპასდუო
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „ვადის გასვლის“ („Exp.”) შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ გაუარესების რაიმე ხილულ ნიშანს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ჰემოპასდუო
ჰემოპასდუოს 75 მგ + 100 მგ მოქმედი ნივთიერებებია კლოპიდოგრელი და აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ). თითოეული კაფსულა შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს (წყალბადის სულფატის სახით) და 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავას.
სხვა ინგრედიენტებია:
- კაფსულის შემცველობა: უწყლო ლაქტოზა, სახამებელი პრეჟელატინირებული,მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროგენირებული მცენარეული ზეთი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი, ტრიაცეტინი, წითელი რკინის ოქსიდი (E172)
- კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172)
ჰემოპასდუოს გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ჰემოპასდუო, 75 მგ + 100 მგ, კაფსულები არის მყარი ჟელატინის კაფსულები თეთრი კორპუსით და წითელი თავსახურით, რომელიც შევსებულია 4 ვარდისფერი და 4 თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
ჰემოპასდუო წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში 10, 14, 28, 30, 50, 84, 90 ან 100 კაფსულით.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Tecnimede – Sociedade Técnico-Medicinal, S.A. (ტექნიმედე - სოსიედადე ტექნიკო-მედიცინალ, ს.ა.)
Rua da Tapada Grande 2, Abrunheira (რუე დე ტაფადა გრანდე 2, აბრუნჰეირა)
2710-089 Sintra (2710-089 სინტრა)
პორტუგალია
მწარმოებელი
Atlantic Pharma - Produções Farmacêuticas, S.A. (ატლანტიკ ფარმა - პროდუცოეს ფარმაცეუტიკალს ს.ა.)
Rua da Tapada Grande n° 2, Abrunheira (რუე დე ტაფადა გრანდე, #2, აბრუნჰეირა)
2710-089 Sintra (2710-089 სინტრა)
პორტუგალია
წინამდებარე ფურცელი ჩანართი ბოლოს განახლდა 2020 წლის მარტში.
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


