ჰანლიმ პროტამინის სულფატი ინექც.
HANLIM PROTAMINE SULFATE inj.
1. ჰეპარინის ჭარბი დოზის ნეიტრალიზება 2. ჰეპარინის აქტივობის ნეიტრალიზება ექსტრაკორპორალური ცირკულაციის შემდეგ, როგორიცაა ჰემოდიალიზი, გულის-ფილტვის აპარატი, სელექციური ტვინის პერფუზიის გაგრილების მეთოდი და სხვ.)
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პროტამინის (protamine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/მლ 5მლ ნელი ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
- მწარმოებელი
- HANLIM PHARM.CO.,LTD., კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, ანტიდოტები
- ATC კოდი
- V03AB14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037153
- რეგისტრირებულია
- 13 იანვარი 2023, მოქმედებს 31 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ემ ელ სი მედიკალი“
- GMP
- -
ჰანლიმ პროტამინის სულფატი ინექც. — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ჰეპარინის ჭარბი დოზის ნეიტრალიზება
- ჰეპარინის აქტივობის ნეიტრალიზება ექსტრაკორპორალური ცირკულაციის შემდეგ, როგორიცაა ჰემოდიალიზი, გულის-ფილტვის აპარატი, სელექციური ტვინის პერფუზიის გაგრილების მეთოდი და სხვ.)
მიღების წესი და დოზირება
- შეიყვანეტ პროტამინის სულფატი 1-1.5მლ (10-15 მგ) 1.000 სე ჰეპარინზე.
ვინაიდან პროტამინის სულფატის დოზა ჰეპარინის ნეიტრალიზებისთვის დამოკიდებულია უშუალოდ შეყვანის შემდეგ არსებული ჰეპარინის რაოდენობაზე და ჰეპარინის ბოლო შეყვანის შემდეგ გასულ დროზე, ჰეპარინის ნეიტრალიზებისათვის საჭირო დოზის განსაზღვრისთის გამოიყენება პროტამინის ნეიტრალიზაციის ტესტი.
შეიძლება საჭირო გახდეს შემდგომი დოზები, ვინაიდან პროტამინი სისხლიდან უფრო სწრაფად გამოდის, ვიდრე ჰეპარინი, განსაკუთრებით დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი.
- შეიყვანება ნელი ინტრავენური ინექციით დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, არაუმეტეს 50 მგ პროტამინის სულფატით ერთ დოზაში, რომელიც უნდა გაზავდეს 100-200 მლ ჩვეულებრივი მარილხსნარით ან D5W-ით.
სიფრთხილის ზომები
ამპულის გახსნისას ხსნარს შეიძლება შეერიოს შუშის ნატეხები და გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. გთხოვთ ყურადღებით გატეხეთ ამპულა, რომ ნატეხები არ შეერიოს ხსნარს. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ბავშვებსა და ხანდაზმულებში შეყვანისას.
- არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში
ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ანამნეზში მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
- სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ პაციენტებში
- იმ პაციენტებში, რომლებშიც ჩატარებულია ანგიოპლასტიკა ან კარდიოპულმონური შუნტირება, რაც საჭიროებს პროტამინის გამოყენებას.
- დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პროტამინის ინსულინით.
- თევზზე ალერგიის მქონე პაციენტებში.
- მამრობითი სქესის მამაკაცებში, რომლებშიც ჩატარებულია ვაზექტომია ან რომლებშიც აღინიშნება უნაყოფობა
- იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანტისხეულები პროტამინის მიმართ.
- უარყოფითი რეაქციები
- შოკი: იშვიათად, შეიძლება განვითარდეს შოკი. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ნებისმიერი სიმპტომის განვითარებისას შეწყვიტეთ შეყვანა და მიიღეთ შესაბამისი ზომები.
- პულმონური ჰიპერტენზია: შეიძლება განვითარდეს პულმონური ჰიპერტენზია (ფილტვის არტერიის წნევის მომატება, არტერიული წნევის დაქვეითება, გახშირებული პულსი და სხვ.). სიმპტომების განვითარებისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ შეყვანა და მიიღეთ შესაბამისი ზომები.
- სწრაფი შეყვანა: სწრაფად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, პულსის შენელება, დისპნოე, ტრანზიტორული სისხლის მოწოლა, სითბოს შეგრძნება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება და სხვ. გთხოვთ შეიყვანოთ ნელა.
- სხვა: აღინიშნება სისტემური ჰიპერტენზია, ზურგის ტკივილი, ანგიოშეშუპება და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ფატალური ანაფილაქსია. აღინიშნა არაკარდიოგენური პულმონური შეშუპების იშვიათი შემთხვევები გახანგრძლივებული ჰიპოტენზიით, მნიშვნელოვანი ავადობითა და სიკვდილიანობით.
- ზოგადი სიფრთხილის ზომები
- იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ჰეპარინის ნეიტრალიზაცია საკმარისად უზრუნველყოფილია, გაზომეთ ჰეპარინის კონცენტრაცია, აგრეთვე თრომბინის დრო სისხლში და შეამოწმეთ, რომ ის ნორმალიზებულია.
- იმ პაციენტებში, რომლებშიც ტარდება ხანგრძლივი პროცედურები, აუცილებელია პროტამინის განმეორებითი დოზების მონიტორინგი შედედების პარამეტრებზე. ძლიერი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ოპერაციის შემდეგ 18 საათამდე, რაც პასუხობს პროტამინის შემდგომ დოზებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ შეიძლება იმავდროულად ცეფალოსპორინისა და პენიცილინის ანტიბიოტიკების შეყვანა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
- ვინაიდან ჩატარებული არ არის რეპროდუქციული კვლევები არც ადამიანებში და არც ცხოველებში, პროტამინის უსაფრთხოება დადგენილი არ არის იმ ქალებში, რომლებიც არიან ორსულად ან რომლებსაც აქვთ ეჭვი ორსულობაზე. პროტამინის სულფატის ინექცია ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს.
- ვინაიდან პროტამინის სულფატის უსაფრთხოება ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის, მისი შეყვანა მეძუძურ დედებში რეკომენდებული არ არის. მიუხედავად ამისა, აუცილებლობისას, გთხოვთ მოერიდოთ ლაქტაციას.
- ბავშვები
ვინაიდან პროტამინის სულფატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში დადგენილი არ არის, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ჭარბი დოზა
- სიმპტომები: სიმპტომები ისეთივეა, როგორიც აღინიშნება სწრაფად შეყვანისას.
- მკურნალობა: კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი, რესპირატორული ვენტილაცია და სიმპტომატური მკურნალობა. თუ განვითარდა სისხლდენა, უნდა ჩატარდეს ახალი გაყინული პლაზმას ან სისხლის გადასხმა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
[გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი]
არ ადააგდოთ ეს ქაღალდი, შეინახეთ პრეპარატთან ერთად.
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით კლასიფიცირებული ნომერი: 339
ჰეპარინის ნეიტრალიზატორი
ჰანლიმ პროტამინის სულფატი ინექც.
[შემადგენლობა] ყოველი მლ შეიცავს
აქტიური: პროტამინის სულფატი (KP) 10 მგ
არააქტიური: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი, გოგირდმჟავა
[აღწერა]
უფერო და გამჭვირვალე ხსნარი უფერო და გამჭვირვალე ამპულაში.
[ჩვენებები]
- ჰეპარინის ჭარბი დოზის ნეიტრალიზება
- ჰეპარინის აქტივობის ნეიტრალიზება ექსტრაკორპორალური ცირკულაციის შემდეგ, როგორიცაა ჰემოდიალიზი, გულის-ფილტვის აპარატი, სელექციური ტვინის პერფუზიის გაგრილების მეთოდი და სხვ.)
[დოზირება და მიღების წესი]
- შეიყვანეტ პროტამინის სულფატი 1-1.5მლ (10-15 მგ) 1.000 სე ჰეპარინზე.
ვინაიდან პროტამინის სულფატის დოზა ჰეპარინის ნეიტრალიზებისთვის დამოკიდებულია უშუალოდ შეყვანის შემდეგ არსებული ჰეპარინის რაოდენობაზე და ჰეპარინის ბოლო შეყვანის შემდეგ გასულ დროზე, ჰეპარინის ნეიტრალიზებისათვის საჭირო დოზის განსაზღვრისთის გამოიყენება პროტამინის ნეიტრალიზაციის ტესტი.
შეიძლება საჭირო გახდეს შემდგომი დოზები, ვინაიდან პროტამინი სისხლიდან უფრო სწრაფად გამოდის, ვიდრე ჰეპარინი, განსაკუთრებით დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი.
- შეიყვანება ნელი ინტრავენური ინექციით დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, არაუმეტეს 50 მგ პროტამინის სულფატით ერთ დოზაში, რომელიც უნდა გაზავდეს 100-200 მლ ჩვეულებრივი მარილხსნარით ან D5W-ით.
[სიფრთხილის ზომები]
- გაფრთხილებები
ამპულის გახსნისას ხსნარს შეიძლება შეერიოს შუშის ნატეხები და გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. გთხოვთ ყურადღებით გატეხეთ ამპულა, რომ ნატეხები არ შეერიოს ხსნარს. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ბავშვებსა და ხანდაზმულებში შეყვანისას.
- არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში
ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ანამნეზში მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
- სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ პაციენტებში
- იმ პაციენტებში, რომლებშიც ჩატარებულია ანგიოპლასტიკა ან კარდიოპულმონური შუნტირება, რაც საჭიროებს პროტამინის გამოყენებას.
- დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პროტამინის ინსულინით.
- თევზზე ალერგიის მქონე პაციენტებში.
- მამრობითი სქესის მამაკაცებში, რომლებშიც ჩატარებულია ვაზექტომია ან რომლებშიც აღინიშნება უნაყოფობა
- იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანტისხეულები პროტამინის მიმართ.
- უარყოფითი რეაქციები
- შოკი: იშვიათად, შეიძლება განვითარდეს შოკი. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ნებისმიერი სიმპტომის განვითარებისას შეწყვიტეთ შეყვანა და მიიღეთ შესაბამისი ზომები.
- პულმონური ჰიპერტენზია: შეიძლება განვითარდეს პულმონური ჰიპერტენზია (ფილტვის არტერიის წნევის მომატება, არტერიული წნევის დაქვეითება, გახშირებული პულსი და სხვ.). სიმპტომების განვითარებისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ შეყვანა და მიიღეთ შესაბამისი ზომები.
- სწრაფი შეყვანა: სწრაფად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, პულსის შენელება, დისპნოე, ტრანზიტორული სისხლის მოწოლა, სითბოს შეგრძნება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება და სხვ. გთხოვთ შეიყვანოთ ნელა.
- სხვა: აღინიშნება სისტემური ჰიპერტენზია, ზურგის ტკივილი, ანგიოშეშუპება და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ფატალური ანაფილაქსია. აღინიშნა არაკარდიოგენური პულმონური შეშუპების იშვიათი შემთხვევები გახანგრძლივებული ჰიპოტენზიით, მნიშვნელოვანი ავადობითა და სიკვდილიანობით.
- ზოგადი სიფრთხილის ზომები
- იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ჰეპარინის ნეიტრალიზაცია საკმარისად უზრუნველყოფილია, გაზომეთ ჰეპარინის კონცენტრაცია, აგრეთვე თრომბინის დრო სისხლში და შეამოწმეთ, რომ ის ნორმალიზებულია.
- იმ პაციენტებში, რომლებშიც ტარდება ხანგრძლივი პროცედურები, აუცილებელია პროტამინის განმეორებითი დოზების მონიტორინგი შედედების პარამეტრებზე. ძლიერი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ოპერაციის შემდეგ 18 საათამდე, რაც პასუხობს პროტამინის შემდგომ დოზებს.
- ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ შეიძლება იმავდროულად ცეფალოსპორინისა და პენიცილინის ანტიბიოტიკების შეყვანა.
- ორსულობა და ლაქტაცია
- ვინაიდან ჩატარებული არ არის რეპროდუქციული კვლევები არც ადამიანებში და არც ცხოველებში, პროტამინის უსაფრთხოება დადგენილი არ არის იმ ქალებში, რომლებიც არიან ორსულად ან რომლებსაც აქვთ ეჭვი ორსულობაზე. პროტამინის სულფატის ინექცია ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს.
- ვინაიდან პროტამინის სულფატის უსაფრთხოება ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის, მისი შეყვანა მეძუძურ დედებში რეკომენდებული არ არის. მიუხედავად ამისა, აუცილებლობისას, გთხოვთ მოერიდოთ ლაქტაციას.
- ბავშვები
ვინაიდან პროტამინის სულფატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში დადგენილი არ არის, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
- ჭარბი დოზა
- სიმპტომები: სიმპტომები ისეთივეა, როგორიც აღინიშნება სწრაფად შეყვანისას.
- მკურნალობა: კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი, რესპირატორული ვენტილაცია და სიმპტომატური მკურნალობა. თუ განვითარდა სისხლდენა, უნდა ჩატარდეს ახალი გაყინული პლაზმას ან სისხლის გადასხმა.
- სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- მცირე ანტი-კოაგულაციური მოქმედების გამო, არ გადააჭარბოთ ნეიტრალიზაციისთვის გამოყენებული ჰეპარინის და დექსტრანის სულფატის რაოდენობას.
- ამ პრეპარატით ჰეპარინის ან დექსტრანის სულფატის ნეიტრალიზებისას სისხლის ექსტრაკორპორალური ცირკულაციის ბოლოს, რაც ტარდება ჰემოდიალიზით ან გულისა და ფილტვის ხელოვნური აპარატით, შეიძლება განვითარდეს სისხლდენა. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ ამ პრეპარატის შეყვანა მოხდეს მცირე რაოდენობებით.
- სხვა
პროტამინის სულფატი. ცხოველებში მაღლი დოზების შეყვანისას აღინიშნა სისხლის წითელი უჯრედების კოაგულაცია, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ფილტვის არტერიის ანთებითი დაზიანება, ღვიძლის სიხლძარღვის ჩაკეტვა და სხვა.
[შენახვა]
შეინახეთ გაუხსნელი ამპულა ოთახის ტემპერატურაზე (1-300C).
[შეფუთვა]
5მლ/ამპულა x 5 ამპულა
[დაბრუნება ან გაცვლა]
ეს პროდუქტი წარმოებულია ხარისხის კონტროლით. შეძენისას ვადაგასული, გაფუჩებული, ფალსიფიცრებული ან დაინფიცირებული პრეპარატი ექვემდებარება გაცვლას აფთიაქში ან დისტრიბუტორთან სამართლიანი ვაჭრობის კომისიის მიერ განსაზღვრული „მომხმარებელთა დავების გადაწყვეტის შესახებ რეგულაციების საფუძველზე“.
რევიზიის თარიღის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი ან დაუკავშირდით მომხმარებელთა დახმარების ხაზს.(2017.10.25)[ცვლადი ინფორმაცია]
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
უარყოფითი რეაქციისგან მიყენებული ზიანის გამო დახმარება მოითხოვეთ:
კორეის წამლის უვნებლობისა და რისკის მართვის ინსტიტუტი (1644-6223)
ჩაიწეროს შედგენის თარიღი: 83.04.06
ჩაიწეროს რევიზიის თარიღი: 17.10.19[ცვლადი ინფორმაცია]
ვადის გასვლის თარიღი დატანილია გარე შეფუთვაზე.
P32023-12[ცვლადი ინფორმაცია]
მწარმოებელი:
HANLIM PHARM.CO.LTD.
2-27, იეონგმუნ-რო, ჩეოინ-გუ, იონგინ-სი, გიეონგი-დო, კორეა (17040)
http://www.hanlim.com
[მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრი]
ამ პრეპარატთან დაკავშირებულ კითხვებზე მოგვმართეთ ტელეფონით ან ელ-ფოსტით.
ტელ:(02) 3489-6114; http://www.hanlim.com
პროდუქტი
ჰანლიმ პროტამინის სულფატის ინექცია
ფერი
DIC:147
ზომა
120x265 მმ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




