სისხლძარღვთა დაავადებები: პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები: რეინოს დაავადება და სხვა დაავადებები აკროციანოზით, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვების სპაზმს, ასევე მდგომარეობა, რომელიც უკავიშირდება არტერიის ოკლუზიას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენციკლანი (bencyclane)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ტაბლეტი №50 ყავისფერ მინის ფლაკონში
- მწარმოებელი
- EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პერიფერიული ვაზოდილატატორები, პერიფერიული სხვა ვაზოდილატატორები
- ATC კოდი
- C04AX11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034032
- რეგისტრირებულია
- 16 დეკემბერი 2021, მოქმედებს 16 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ჰალიდორი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სისხლძარღვთა დაავადებები:
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები: რეინოს დაავადება და სხვა დაავადებები აკროციანოზით, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვების სპაზმს, ასევე მდგომარეობა, რომელიც უკავიშირდება არტერიის ოკლუზიას.
თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით.
შინაგანი ორგანოების სპაზმები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის გასტროენტერიტი (განსაკუთრებით ინფექციური), ინფექციური და ანთებითი კოლიტი, მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაავადებები, ტენეზმი, პოსტოპერაციული მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, ქოლელიაზი, მდგომარეობა ქოლეცისტექტომიის შემდეგ, მოტორიკის დარღვევები ოდის სფინქტერის დისკინეზიისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული - სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას.
უროლოგიური დაავადებები: შარდის ბუშტის ტენეზმი, ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს დამხმარე საშუალების სახით კომპლექსურ თერაპიაში (თირკმლის კოლიკის დროს ანალგეტიკურ საშუალებებთან ერთად), მომზადება ინსტრუმენტული მეთოდებით კვლევისთვის.
მიღების წესი და დოზირება
დოზრების რეჟიმი
სისხლძარღვთა დაავადებები
მიიღება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, სანამ დაავადების სიმპტომები არ გაქრება; მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში დღეში.
შინაგანი ორგანოების სპაზმის შემსუბუქება
ერთი - ორი ტაბლეტი ერთჯერადად, არაუმეტეს 4 ტაბლეტისა დღეში.
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.
მიღების წესი
ტაბლეტები შიგნით (პერორალურად) მისაღებად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სასუნთქი გზების, თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა.
ეპილეფსია ან მომატებული კრუნჩხვითი მზაობა.
ცოტა ხნის წინ გადატანილი ცერებრალური ინსულტი.
თავის ქალისა და ტვინის ტრავმა ბოლო 12 თვის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
ნებისმიერი რაოდენობის გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- 7 გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65
უნგრეთი
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
საჭიროა სიფრთხილე, შემდეგ საშუალებებთან კომბინირებისას:
საანესთეზიო და სედატიური საშუალებები - შესაძლებელია მათი ეფექტის გაძლიერება;
სიმპათომიმეტიკები - წინაგულოვანი და პარკუჭოვანი ტაქიარითმიის რისკის გამო;
საშუალებები, რომლებიც ამცირებენ სისხლში კალიუმის დონეს, ქინიდინი - პროარითმოგენული ეფექტის შესაძლო სუმაციის გამო;
ფუტკარას (სათითურას) პრეპარატები - არითმიის რისკი იზრდება ფუტკარათი (სათითურათი) დოზის გადაჭარბებისას;
ბეტა-ადრენობლოკატორები, ვინაიდან ბეტა-ადრენობლოკატორები ამცირებენ (უარყოფითი ქრონოტროპული ეფექტის გამო), ხოლო ბენციკლანი ზრდის (დადებითი ქრონოტროპული ეფექტის გამო), გულის შეკუმშვათა სიხშირეს, შეიძლება საჭირო გახდეს ბეტა-ბლოკატორის დოზის დაზუსტება;
ბეტა-ბლოკატორები - საპირისპირო ქრონოტროპული ეფექტის გამო: ვინაიდან ბეტა-ბლოკატორები ამცირებენ, ხოლო გულის შეკუმშვათა სიხშირეს, შეიძლება საჭირო გახდეს ბეტა-ბლოკატორის დოზის დაზუსტება;
კალციუმის არხების ბლოკატორები და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები - მათი ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობის გამო;
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გვერდითი მოვლენის სახით იწვევენ კრუნჩხვითი მზაობის მომატებას - ამ ეფექტების შესაძლო სუმაციის გამო;
აცეტილსალიცილის მჟავა - თრომბოციტების აგრეგაციის მომატებული დათრგუნვის გამო.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეკლინიკური კვლევების მონაცემებში არ გამოვლენილა ემბრიოტოქსიკური ან ტერატოგენული მოქმედება.
პრეპარატის ფართო გამოყენებისას ემბრიოტოქსიკური ეფექტის არარსებობის მიუხედავად, ორსულობის პირველ ტრიმესტრში პაციენტებისთვის პრეპარატ ჰალიდორის® მიღება არ არის რეკომენდებული.
ძუძუთი კვება
ადამიანის კვლევების საიმედო მონაცემების არარსებობის გამო, ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს მოითხოვს საგულდაგულო ანალიზს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მკურნალობის კურსის დასაწყისში, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და უბედური შემთხვევების მომატებული რისკის მქონე სამუშაოების შესრულება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
გვერდითი მოვლენები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ალერგიული სიმპტომები.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ:
იშვიათ შემთხვევაში გარდამავალი არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათ შემთხვევებში მოუსვენრობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიარულის დარღვევა, ტრემორი, ძილიანობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ნერვული სისტემის კეროვანი დაზიანების სიმპტომები. მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ტონურ-კლონური გულყრა.
დარღვევები გულის მხრივ:
შესაძლებელია წინაგულოვანი ან პარკუჭოვანი ტაქიარითმია (განსაკუთრებით სხვა პროარითმოგენულ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
პირის სიმშრალე, კუჭის ტკივილი, სიმაძღრის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება.
საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას:
ზოგადი სისუსტე, სხეულის მასის მომატება.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე:
ღვიძლის ფერმენტების (ალტ, ასტ) აქტივობის გარდამავალი ზრდა, ლეიკოპენია.
შეტყობინება შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ
შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს იძლევა სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. სამედიცინო პერსონალმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ინსტრუქციის ბოლოს ჩამოთვლილი კონტაქტების საშუალებით, აგრეთვე ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვათა გახშირება, არტერიული წნევის დაწევა, კოლაფსიის მიმართ წინასწარი განწყობა, შარდის შეუკავებლობა, ძილიანობა, მოუსვენრობა, ხოლო მძიმე შემთხვევებში, ეპილეპტიკური ტიპის კრუნჩხვითი გულყრები.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა. ბენზოდიაზეპინები რეკომენდებულია კრუნჩხვითი გულყრების სამკურნალოდ. არ არსებობს მონაცემები დიალიზის გზით ბენციკლანის შესაძლო გამოდევნის შესახებ.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 100 მგ ბენციკლანის ფუმარატი ყოველ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1 პარაგრაფში.
წამლის ფორმა
ტაბლეტები.
გარეგანი სახე:
თეთრი ან მონაცრისფრო-თეთრი, ბრტყელი, მრგვალი ტაბლეტები ნაჭდევით, ერთ მხარეს გრავირებულია "HALIDOR", სუსტი დამახასიათებელი სუნით.
შენახვის პირობები
5 წელი.
არ გამოიყენება ვარსისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე,
ვარგისიანიბის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- 5 შეფუთვა და გამოშვების ფორმა
50 ტაბლეტი ყავისფერ მინის ფლაკონში, რომელიც დალუქულია PE სახურავით. თითოეული ფლაკონი შეფუთულია მუყაოს კოლოფში, პაციენტის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პერიფერიული ვაზოდილატატორები, სხვა პერიფერიული ვაზოდილატატორები
ათქ კოდი: C04A X11
- 1. ფარმაკოდინამიკური მასახიათებლები
მოქმედების მექანიზმი
ადამიანის ორგანიზმში ბენციკლანის სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება ძირითადად უკავშირდება კალციუმის არხების ბლოკირების უნარს და, ნაკლებად, სიმპათიკური განგლიების ბლოკირებას. ზოგიერთი ექსპერიმენტული მონაცემი მიუთითებს ბენციკლანის შესაძლებლობაზე, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს Na/K-ზე დამოკიდებული ადენოზინტრიფოსფატის და თრომბოციტების აგრეგაციის დოზა-დამოკიდებული დათრგუნვა, ასევე სისხლის წითელი უჯრედების ელასტიურობის ზრდა.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
ეს ეფექტები ძირითადად აღინიშნება პერიფერულ სისხლძარღვებში, კორონარულ არტერიებსა თავის ტვინის სისხლძარღვებში. გარდა ამისა, ბენციკლანი ახდენს სპაზმოლიტურ მოქმედებას ვისცერალურ კუნთებზე (კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, შარდსასქესო ორგანოები, სასუნთქი ორგანოები). პრეპარატი იწვევს გულის შეკუმშვათა სიხშირის ოდნავ ზრდას. ასევე, ცნობილია მისი სუსტი ტრანკვილიზატორული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა
ბენციკლანი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 2-8 საათში (ჩვეულებრივ 3 საათში). ღვიძლში პირველი გავლის მეტაბოლიზმის გამო, პრეპარატის ბიოშეღწევადობა შიგნით (პერორალურად) მიღების შემდეგ შეადგენს 25 - 35%-ს.
განაწილება
მოცირკულირე სისხლში ბენციკლანის დაახლოებით 30-40% უკავშირდება პლაზმურ ცილებს, 30% ერითროციტებს, 10% თრომბოციტებს; თავისუფალი ფრაქცია შეადგენს 20%-ს.
ბიოგარდაქმნა
მეტაბოლიზმი ღვიძლში ხდება ძირითადად ორი გზით: დეალკილირება იძლევა დემეთილირებულ წარმოებულს, ეთერული ბმის გახლეჩა იძლევა ბენზოის მჟავას, რომელიც შემდგომში გარდაიქმნება ჰიპურის მჟავად.
გამოყოფა
შეყვანილი დოზის ძირითადი ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით, ასევე უცვლელი სახით (2 - 3%).
მეტაბოლიტების მნიშვნელოვანი ნაწილი (90%) გამოიყოფა არა კონიუგირებული ფორმით, ხოლო მცირე ნაწილი გამოიყოფა კონიუგირებული ფორმით (დაახლოებით 50% კონიუგატის სახით გლუკურონის მჟავასთან ერთად).
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-10 საათს; ეს პარამეტრი არ იცვლება ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. საერთო კლირენსი შეადგენს 40 ლ/სთ-ს, თირკმლის კლირენსი 1 ლ/სთ-ზე ნაკლებს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პრეპარატის მახასიათებლების შეჯამება
სამკურნალო საშუალები დასახელება
ჰალიდორი® 100 მგ ტაბლეტები
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): ბენციკლანი
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 100 მგ ბენციკლანის ფუმარატი ყოველ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1 პარაგრაფში.
წამლის ფორმა
ტაბლეტები.
გარეგანი სახე:
თეთრი ან მონაცრისფრო-თეთრი, ბრტყელი, მრგვალი ტაბლეტები ნაჭდევით, ერთ მხარეს გრავირებულია "HALIDOR", სუსტი დამახასიათებელი სუნით.
კლინიკური მონაცემები
გამოყენების ჩვენება
სისხლძარღვთა დაავადებები:
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები: რეინოს დაავადება და სხვა დაავადებები აკროციანოზით, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვების სპაზმს, ასევე მდგომარეობა, რომელიც უკავიშირდება არტერიის ოკლუზიას.
თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით.
შინაგანი ორგანოების სპაზმები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის გასტროენტერიტი (განსაკუთრებით ინფექციური), ინფექციური და ანთებითი კოლიტი, მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაავადებები, ტენეზმი, პოსტოპერაციული მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, ქოლელიაზი, მდგომარეობა ქოლეცისტექტომიის შემდეგ, მოტორიკის დარღვევები ოდის სფინქტერის დისკინეზიისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული - სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას.
უროლოგიური დაავადებები: შარდის ბუშტის ტენეზმი, ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს დამხმარე საშუალების სახით კომპლექსურ თერაპიაში (თირკმლის კოლიკის დროს ანალგეტიკურ საშუალებებთან ერთად), მომზადება ინსტრუმენტული მეთოდებით კვლევისთვის.
დოზირების რეჟიმი და მიღების წესი
დოზრების რეჟიმი
სისხლძარღვთა დაავადებები
მიიღება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, სანამ დაავადების სიმპტომები არ გაქრება; მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში დღეში.
შინაგანი ორგანოების სპაზმის შემსუბუქება
ერთი - ორი ტაბლეტი ერთჯერადად, არაუმეტეს 4 ტაბლეტისა დღეში.
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.
მიღების წესი
ტაბლეტები შიგნით (პერორალურად) მისაღებად.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სასუნთქი გზების, თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა.
ეპილეფსია ან მომატებული კრუნჩხვითი მზაობა.
ცოტა ხნის წინ გადატანილი ცერებრალური ინსულტი.
თავის ქალისა და ტვინის ტრავმა ბოლო 12 თვის განმავლობაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება (შეფარდობითი უკუჩვენება).
. სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას
ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია რეგულარული ლაბორატორიული გამოკვლევები (ყოველ 2 თვეში ერთხელ მაინც).
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
საჭიროა სიფრთხილე, შემდეგ საშუალებებთან კომბინირებისას:
საანესთეზიო და სედატიური საშუალებები - შესაძლებელია მათი ეფექტის გაძლიერება;
სიმპათომიმეტიკები - წინაგულოვანი და პარკუჭოვანი ტაქიარითმიის რისკის გამო;
საშუალებები, რომლებიც ამცირებენ სისხლში კალიუმის დონეს, ქინიდინი - პროარითმოგენული ეფექტის შესაძლო სუმაციის გამო;
ფუტკარას (სათითურას) პრეპარატები - არითმიის რისკი იზრდება ფუტკარათი (სათითურათი) დოზის გადაჭარბებისას;
ბეტა-ადრენობლოკატორები, ვინაიდან ბეტა-ადრენობლოკატორები ამცირებენ (უარყოფითი ქრონოტროპული ეფექტის გამო), ხოლო ბენციკლანი ზრდის (დადებითი ქრონოტროპული ეფექტის გამო), გულის შეკუმშვათა სიხშირეს, შეიძლება საჭირო გახდეს ბეტა-ბლოკატორის დოზის დაზუსტება;
ბეტა-ბლოკატორები - საპირისპირო ქრონოტროპული ეფექტის გამო: ვინაიდან ბეტა-ბლოკატორები ამცირებენ, ხოლო გულის შეკუმშვათა სიხშირეს, შეიძლება საჭირო გახდეს ბეტა-ბლოკატორის დოზის დაზუსტება;
კალციუმის არხების ბლოკატორები და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები - მათი ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობის გამო;
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გვერდითი მოვლენის სახით იწვევენ კრუნჩხვითი მზაობის მომატებას - ამ ეფექტების შესაძლო სუმაციის გამო;
აცეტილსალიცილის მჟავა - თრომბოციტების აგრეგაციის მომატებული დათრგუნვის გამო.
- 6 ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
პრეკლინიკური კვლევების მონაცემებში არ გამოვლენილა ემბრიოტოქსიკური ან ტერატოგენული მოქმედება.
პრეპარატის ფართო გამოყენებისას ემბრიოტოქსიკური ეფექტის არარსებობის მიუხედავად, ორსულობის პირველ ტრიმესტრში პაციენტებისთვის პრეპარატ ჰალიდორის® მიღება არ არის რეკომენდებული.
ძუძუთი კვება
ადამიანის კვლევების საიმედო მონაცემების არარსებობის გამო, ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს მოითხოვს საგულდაგულო ანალიზს.
- 7 გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მკურნალობის კურსის დასაწყისში, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და უბედური შემთხვევების მომატებული რისკის მქონე სამუშაოების შესრულება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
- 8 არასასურველი გვერდითი მოვლენები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ალერგიული სიმპტომები.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ:
იშვიათ შემთხვევაში გარდამავალი არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათ შემთხვევებში მოუსვენრობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიარულის დარღვევა, ტრემორი, ძილიანობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ნერვული სისტემის კეროვანი დაზიანების სიმპტომები. მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ტონურ-კლონური გულყრა.
დარღვევები გულის მხრივ:
შესაძლებელია წინაგულოვანი ან პარკუჭოვანი ტაქიარითმია (განსაკუთრებით სხვა პროარითმოგენულ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
პირის სიმშრალე, კუჭის ტკივილი, სიმაძღრის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება.
საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას:
ზოგადი სისუსტე, სხეულის მასის მომატება.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე:
ღვიძლის ფერმენტების (ალტ, ასტ) აქტივობის გარდამავალი ზრდა, ლეიკოპენია.
შეტყობინება შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ
შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს იძლევა სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. სამედიცინო პერსონალმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ინსტრუქციის ბოლოს ჩამოთვლილი კონტაქტების საშუალებით, აგრეთვე ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
- 9 დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები:
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვათა გახშირება, არტერიული წნევის დაწევა, კოლაფსიის მიმართ წინასწარი განწყობა, შარდის შეუკავებლობა, ძილიანობა, მოუსვენრობა, ხოლო მძიმე შემთხვევებში, ეპილეპტიკური ტიპის კრუნჩხვითი გულყრები.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა. ბენზოდიაზეპინები რეკომენდებულია კრუნჩხვითი გულყრების სამკურნალოდ. არ არსებობს მონაცემები დიალიზის გზით ბენციკლანის შესაძლო გამოდევნის შესახებ.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერიფერიული ვაზოდილატატორები, სხვა პერიფერიული ვაზოდილატატორები
ათქ კოდი: C04A X11
- 1. ფარმაკოდინამიკური მასახიათებლები
მოქმედების მექანიზმი
ადამიანის ორგანიზმში ბენციკლანის სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება ძირითადად უკავშირდება კალციუმის არხების ბლოკირების უნარს და, ნაკლებად, სიმპათიკური განგლიების ბლოკირებას. ზოგიერთი ექსპერიმენტული მონაცემი მიუთითებს ბენციკლანის შესაძლებლობაზე, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს Na/K-ზე დამოკიდებული ადენოზინტრიფოსფატის და თრომბოციტების აგრეგაციის დოზა-დამოკიდებული დათრგუნვა, ასევე სისხლის წითელი უჯრედების ელასტიურობის ზრდა.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
ეს ეფექტები ძირითადად აღინიშნება პერიფერულ სისხლძარღვებში, კორონარულ არტერიებსა თავის ტვინის სისხლძარღვებში. გარდა ამისა, ბენციკლანი ახდენს სპაზმოლიტურ მოქმედებას ვისცერალურ კუნთებზე (კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, შარდსასქესო ორგანოები, სასუნთქი ორგანოები). პრეპარატი იწვევს გულის შეკუმშვათა სიხშირის ოდნავ ზრდას. ასევე, ცნობილია მისი სუსტი ტრანკვილიზატორული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა
ბენციკლანი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 2-8 საათში (ჩვეულებრივ 3 საათში). ღვიძლში პირველი გავლის მეტაბოლიზმის გამო, პრეპარატის ბიოშეღწევადობა შიგნით (პერორალურად) მიღების შემდეგ შეადგენს 25 - 35%-ს.
განაწილება
მოცირკულირე სისხლში ბენციკლანის დაახლოებით 30-40% უკავშირდება პლაზმურ ცილებს, 30% ერითროციტებს, 10% თრომბოციტებს; თავისუფალი ფრაქცია შეადგენს 20%-ს.
ბიოგარდაქმნა
მეტაბოლიზმი ღვიძლში ხდება ძირითადად ორი გზით: დეალკილირება იძლევა დემეთილირებულ წარმოებულს, ეთერული ბმის გახლეჩა იძლევა ბენზოის მჟავას, რომელიც შემდგომში გარდაიქმნება ჰიპურის მჟავად.
გამოყოფა
შეყვანილი დოზის ძირითადი ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით, ასევე უცვლელი სახით (2 - 3%).
მეტაბოლიტების მნიშვნელოვანი ნაწილი (90%) გამოიყოფა არა კონიუგირებული ფორმით, ხოლო მცირე ნაწილი გამოიყოფა კონიუგირებული ფორმით (დაახლოებით 50% კონიუგატის სახით გლუკურონის მჟავასთან ერთად).
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-10 საათს; ეს პარამეტრი არ იცვლება ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. საერთო კლირენსი შეადგენს 40 ლ/სთ-ს, თირკმლის კლირენსი 1 ლ/სთ-ზე ნაკლებს.
უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები
პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე მუტაგენური ან კანცეროგენული მოქმედება.
ფარმაცევტული მონაცემები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კარტოფილის სახამებელი, კარბომერი 934P, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A), პოლივინილის აცეტატი.
- 2. შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენება ვარსისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე,
ვარგისიანიბის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- 5 შეფუთვა და გამოშვების ფორმა
50 ტაბლეტი ყავისფერ მინის ფლაკონში, რომელიც დალუქულია PE სახურავით. თითოეული ფლაკონი შეფუთულია მუყაოს კოლოფში, პაციენტის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
სიფრთხილის ზომები მოხმარების და უტილიზაციის დროს
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
ნებისმიერი რაოდენობის გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- 7 გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


