ციტეალი
CYTEAL®
- მოქმედი ნივთიერება
- ქლორჰექსიდინი (chlorhexidine) + ქლოროკრეზოლი (chlorocresol) + hexamidine diisethionate
- ფორმა და შეფუთვა
- (100მგ + 0,5მლ + 300მგ)/100მლ 250მლ გარეგანი გამოყენების ქაფის წარმომქმნელი ხსნარი ბოთლი №1 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- PIERRE FABRE MEDICAMENT PRODUCTION, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ბიგუანიდები და ამიდინები
- ATC კოდი
- D08AC52
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038565
- რეგისტრირებულია
- 10 ივლისი 2023, მოქმედებს 10 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ციტეალი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ 7-10 დღის განმავლობაში.
პროდუქტი გამოიყენება თხევადი საპნის სახით კანზე: განუზავებელი ან წყალში 1/10-თან განზავებული.
გამოყენების მეთოდი
დამუშავებული არე უნდა ჩამოირეცხოს გულმოდგინედ წყლით გამოყენების შემდეგ.
განუზავებელი: განუზავებელი ციტეალი უნდა წაისვას მცირე დაზიანებებზე. წასმის შემდეგ საჭიროა გულმოდგინედ წყლით ჩამორეცხვა.
განზავებული: განზავებული ციტეალი გამოიყენება დასაბანად ან შხაპის სახით, ჩამობანის ან გაჟღენთვის გზით, როგორც თხევადი საპონი, კანის ინფიცირებულ უბნებზე.
შემდეგ საჭიროა წყლით გულმოდგინედ ჩამორეცხვა.
დაუშვებელია განზავებული ხსნარის შენახვა, ის უნდა იქნას დაუყოვნებლივ გამოყენებული.
განკუთვნილია კანზე გამოსაყენებლად. დაუშვებელია მისი ინექცია. დაუშვებელია გადაყლაპვა.
პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას დაუშვებელია კუჭის ამორეცხვა (პროდუქტი ქაფდება).
თუ ექიმი ჩათვლის აუცილებლობად, მიღებულ უნდა იქნას ზოგადი მხარდამჭერი ზომები.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერებების ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ;
ყურის არხში დაფის აპკის პერფორაციის შემთხვევაში ან თვალებში;
ჯანმრთელი კანის ანტისეპტიკისათვის ქირურგიული პროცედურების წინ (საოპერაციო არის, პუნქციის, ინექციის ან ტრანსფუზიის ადგილის ანტისეპტიკისათვის).
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მნიშვნელოვანია რჩევისათვის ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სიფრთხილის ზომები
ციტეალი®, აქაფებადი ხსნარის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
განსაკუთრებული გაფრთხილებები
პრეპარატის ზოგად ცირკულაციაში მოხვედრის რისკის გამო, ის არ უნდა იქნას გამოყენებული კანის დიდ ფართობზე, დაზიანებულ კანზე (განსაკუთრებით, დამწვრობის დროს), დღენაკლული ბავშვებისა და ახალშობილების კანზე ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
ანტისეპტიკური პრეპარატის გახსნის შემდეგ შესაძლოა მოხდეს მისი მიკრობებით დაბინძურება.
აღწერილ იქნა ჰექსამიდინზე და ხსნარში შემავალ ორ დამხმარე ნივთიერებაზე ადგილობრივად კანის გამონაყარის განვითარება (მათ შორის ალერგიული დერმატიტი). ქლორჰექსიდინის შემცველობის გამო ამ პრეპარატმა, მისი გამოყენებიდან რამდენიმე წუთში, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გენერალიზებული ალერგიული რეაქცია. მძიმე სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, სანამ პაციენტი ისევ გამოიყენებს ციტეალს®.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პროდუქტის გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს გულდასმით და დიდი რაოდენობა წყლით ჩამობანა.
თუ ბოთლი 250 მლ-ზე მეტი ტევადობისაა: თუ ბოთლი შეიცავს 250 მლ-ზე მეტ ხსნარს, მისი გახსნიდან ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში არსებობს ხსნარის დაბინძურების რისკი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს.
თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან კომბინაცია, რადგან შეიძლება მოხდეს მათი მოქმედების ნეიტრალიზაცია.
დაუშვებელია ჩვეულებრივ საპონთან ერთად გამოყენება და დაუშვებელია კორპის საცობის გამოყენება.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის უნარი
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
სიფრთხილის ზომის სახით, უმჯობესია არ იქნას გამოყენებული ციტეალი®, აქაფებადი ხსნარი ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.
ციტეალი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაქტაციის დროს. არ არის რეკომენდებული მკერდის არეში ციტეალის გამოყენება ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ციტეალს® არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღინიშნა უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძვლეზე):
კანზე გამონაყარი და სუნთქვის გაძნელება (სისტემური ალერგიული რეაქცია), რომელიც შეიძლება მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს (ანაფილაქსიური რეაქცია). ანაფილაქსიური რექცია შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის გაძნელებით, სახის შეშუპებით, კანზე ძლიერი გამონაყარით.. ქლორჰექსიდინზე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ციტეალის® განმეორებითი გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
ადგილობრივი გამონაყარი კანზე ან გაღიზიანება (კონტაქტური დერმატიტი); ალერგიული ეგზემა, განსაკუთრებით, დაზიანებულ კანთან, ლორწოვან გარსებთან ან ქვემო კიდურების წყლულებთან კონტაქტის შემთხვევაში. თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე სიმპტომები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ციტეალის® განმეორებითი გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
პრეპარატი შეიცავს ჰექსამიდინს და ხსნარი შეიცავს ორ დამხმარე ნივთიერებას, რომლებმაც ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიონ კანის მძიმე ადგილობრივი ალერგიული რეაქციები. ამ რეაქციებს ახასიათებს ნელი უკუგანვითარება;
მცირე ადგილობრივი ეფექტები: ჩხვლეტის, ქავილის, წვის შეგრძნება, კანის სიმშრალე და სიწითლე, განსაკუთრებით, განმეორებითი გამოყენებისას;
თვალების გაღიზიანება შემთხვევით თვალში მოხვედრისას.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით:
საფრანგეთი
მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (ANSM) და ფარმაკოზედამხედველობის რეგიონული ცენტრები.
ვებვერდი: www.signalement-sante.gouv.fr.
ლუქსემბურგი
ნანსის რეგიონული ფარმაკოზედამხედველობის ცენტრი
მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოპათოლოგიის ინსტიტუტი (BBB)
CHRU დე ნანსი - ჰოსპიტალ დე ბრაბუა
რუ დე მორვან
54 511 ვანდუვრ ლე ნანსი ცედექსი ტელ.: (+33) 3 3 65 60 85/87
ელ-ფოსტა: [email protected]
ან
ჯანდაცვის დირექტორატი
ფარმაციისა და წამლების განყოფილება
20, რუ დე ბიტბო
L-1273 ლუქსემბურგი-ჰამი
ტელ.: (+352) 2478 5592
ელ-ფოსტა: [email protected]
ფორმის შესავსები ბმული:
https://www.sante.public.lu/fr/politique-sante/ministere-sante/direction-sante/div-pharmacie-medicaments/index.html
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია:
ჰექსამიდინის დიიზეტიონატი...........................................................................................0.10 გ
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი (ხსნარი 20% წ/მ).....................................0.50 მლ
ქლორკრეზოლი...........................................................................................................................0.30 გ
100 მლ აქაფებად ხსნარში
დამხმარე ნივთიერებებია:
კოკამიდოპროპილბეტაინი, ქოქოსის ცხიმოვანი მჟავების დიეთანოლამიდი, ედეტის მჟავა, კონიფეროლის არომატი, რძემჟავა, გაწმენდილი წყალი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ციტეალი®, აქაფებადი ხსნარის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
მედიკამენტი წარმოდგენილია აქაფებადი ხსნარის სახით 250 მლ ან 500 მლ ბოთლში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ბოთლზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას და 25°C ტემპერატურის ქვემოთ.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები - ქლორჰექსიდინის კომბინირებული საშუალება: D08AC52.
ეს პროდუქტი არის სუსტი ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს ჰექსამიდინსა და ქლორჰექსიდინს აქაფებად ხსნარში.
პროდუქტი ნაჩვენებია ინფიცირებული ან ინფიცირების რისკის მქონე კანისა და ლორწოვანი გარსების გასაწმენდად დღენაკლულ ბავშვებში, ახალშობილებში, ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ციტეალი®, აქაფებადი ხსნარი
ჰექსამიდინის დიიზეტიონატი, ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი, ქლორკრეზოლი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
რჩევის ან ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ რამდენიმე დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან ვლინდება გაუარესების ნიშნები.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ციტეალი®, აქაფებადი ხსნარი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ციტეალი®, აქაფებადი ხსნარის გამოყენებამდე
ციტეალი®, აქაფებადი ხსნარის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ციტეალი®, აქაფებადი ხსნარის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - ათქ კოდი: ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები - ქლორჰექსიდინის კომბინირებული საშუალება: D08AC52.
ეს პროდუქტი არის სუსტი ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს ჰექსამიდინსა და ქლორჰექსიდინს აქაფებად ხსნარში.
პროდუქტი ნაჩვენებია ინფიცირებული ან ინფიცირების რისკის მქონე კანისა და ლორწოვანი გარსების გასაწმენდად დღენაკლულ ბავშვებში, ახალშობილებში, ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ციტეალი®, აქაფებადი ხსნარის გამოყენებამდე
ციტეალი®, აქაფებადი ხსნარი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერებების ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ;
ყურის არხში დაფის აპკის პერფორაციის შემთხვევაში ან თვალებში;
ჯანმრთელი კანის ანტისეპტიკისათვის ქირურგიული პროცედურების წინ (საოპერაციო არის, პუნქციის, ინექციის ან ტრანსფუზიის ადგილის ანტისეპტიკისათვის).
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მნიშვნელოვანია რჩევისათვის ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ციტეალი®, აქაფებადი ხსნარის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
განსაკუთრებული გაფრთხილებები
პრეპარატის ზოგად ცირკულაციაში მოხვედრის რისკის გამო, ის არ უნდა იქნას გამოყენებული კანის დიდ ფართობზე, დაზიანებულ კანზე (განსაკუთრებით, დამწვრობის დროს), დღენაკლული ბავშვებისა და ახალშობილების კანზე ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
ანტისეპტიკური პრეპარატის გახსნის შემდეგ შესაძლოა მოხდეს მისი მიკრობებით დაბინძურება.
აღწერილ იქნა ჰექსამიდინზე და ხსნარში შემავალ ორ დამხმარე ნივთიერებაზე ადგილობრივად კანის გამონაყარის განვითარება (მათ შორის ალერგიული დერმატიტი). ქლორჰექსიდინის შემცველობის გამო ამ პრეპარატმა, მისი გამოყენებიდან რამდენიმე წუთში, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გენერალიზებული ალერგიული რეაქცია. მძიმე სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, სანამ პაციენტი ისევ გამოიყენებს ციტეალს®.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პროდუქტის გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს გულდასმით და დიდი რაოდენობა წყლით ჩამობანა.
თუ ბოთლი 250 მლ-ზე მეტი ტევადობისაა: თუ ბოთლი შეიცავს 250 მლ-ზე მეტ ხსნარს, მისი გახსნიდან ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში არსებობს ხსნარის დაბინძურების რისკი.
სხვა მედიკამენტები და ციტეალი®, აქაფებადი ხსნარი
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს.
თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან კომბინაცია, რადგან შეიძლება მოხდეს მათი მოქმედების ნეიტრალიზაცია.
დაუშვებელია ჩვეულებრივ საპონთან ერთად გამოყენება და დაუშვებელია კორპის საცობის გამოყენება.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის უნარი
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
სიფრთხილის ზომის სახით, უმჯობესია არ იქნას გამოყენებული ციტეალი®, აქაფებადი ხსნარი ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.
ციტეალი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაქტაციის დროს. არ არის რეკომენდებული მკერდის არეში ციტეალის გამოყენება ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ციტეალს® არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ციტეალი®, აქაფებადი ხსნარის გამოყენების წესი
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ 7-10 დღის განმავლობაში.
პროდუქტი გამოიყენება თხევადი საპნის სახით კანზე: განუზავებელი ან წყალში 1/10-თან განზავებული.
გამოყენების მეთოდი
დამუშავებული არე უნდა ჩამოირეცხოს გულმოდგინედ წყლით გამოყენების შემდეგ.
განუზავებელი: განუზავებელი ციტეალი უნდა წაისვას მცირე დაზიანებებზე. წასმის შემდეგ საჭიროა გულმოდგინედ წყლით ჩამორეცხვა.
განზავებული: განზავებული ციტეალი გამოიყენება დასაბანად ან შხაპის სახით, ჩამობანის ან გაჟღენთვის გზით, როგორც თხევადი საპონი, კანის ინფიცირებულ უბნებზე.
შემდეგ საჭიროა წყლით გულმოდგინედ ჩამორეცხვა.
დაუშვებელია განზავებული ხსნარის შენახვა, ის უნდა იქნას დაუყოვნებლივ გამოყენებული.
განკუთვნილია კანზე გამოსაყენებლად. დაუშვებელია მისი ინექცია. დაუშვებელია გადაყლაპვა.
პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას დაუშვებელია კუჭის ამორეცხვა (პროდუქტი ქაფდება).
თუ ექიმი ჩათვლის აუცილებლობად, მიღებულ უნდა იქნას ზოგადი მხარდამჭერი ზომები.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღინიშნა უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძვლეზე):
კანზე გამონაყარი და სუნთქვის გაძნელება (სისტემური ალერგიული რეაქცია), რომელიც შეიძლება მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს (ანაფილაქსიური რეაქცია). ანაფილაქსიური რექცია შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის გაძნელებით, სახის შეშუპებით, კანზე ძლიერი გამონაყარით.. ქლორჰექსიდინზე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ციტეალის® განმეორებითი გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
ადგილობრივი გამონაყარი კანზე ან გაღიზიანება (კონტაქტური დერმატიტი); ალერგიული ეგზემა, განსაკუთრებით, დაზიანებულ კანთან, ლორწოვან გარსებთან ან ქვემო კიდურების წყლულებთან კონტაქტის შემთხვევაში. თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე სიმპტომები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ციტეალის® განმეორებითი გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
პრეპარატი შეიცავს ჰექსამიდინს და ხსნარი შეიცავს ორ დამხმარე ნივთიერებას, რომლებმაც ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიონ კანის მძიმე ადგილობრივი ალერგიული რეაქციები. ამ რეაქციებს ახასიათებს ნელი უკუგანვითარება;
მცირე ადგილობრივი ეფექტები: ჩხვლეტის, ქავილის, წვის შეგრძნება, კანის სიმშრალე და სიწითლე, განსაკუთრებით, განმეორებითი გამოყენებისას;
თვალების გაღიზიანება შემთხვევით თვალში მოხვედრისას.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით:
საფრანგეთი
მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (ANSM) და ფარმაკოზედამხედველობის რეგიონული ცენტრები.
ვებვერდი: www.signalement-sante.gouv.fr.
ლუქსემბურგი
ნანსის რეგიონული ფარმაკოზედამხედველობის ცენტრი
მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოპათოლოგიის ინსტიტუტი (BBB)
CHRU დე ნანსი - ჰოსპიტალ დე ბრაბუა
რუ დე მორვან
54 511 ვანდუვრ ლე ნანსი ცედექსი ტელ.: (+33) 3 3 65 60 85/87
ელ-ფოსტა: [email protected]
ან
ჯანდაცვის დირექტორატი
ფარმაციისა და წამლების განყოფილება
20, რუ დე ბიტბო
L-1273 ლუქსემბურგი-ჰამი
ტელ.: (+352) 2478 5592
ელ-ფოსტა: [email protected]
ფორმის შესავსები ბმული:
https://www.sante.public.lu/fr/politique-sante/ministere-sante/direction-sante/div-pharmacie-medicaments/index.html
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ციტეალი®, აქაფებადი ხსნარის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ბოთლზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას და 25°C ტემპერატურის ქვემოთ.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ციტეალი®, აქაფებადი ხსნარი
აქტიური ნივთიერებებია:
ჰექსამიდინის დიიზეტიონატი...........................................................................................0.10 გ
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი (ხსნარი 20% წ/მ).....................................0.50 მლ
ქლორკრეზოლი...........................................................................................................................0.30 გ
100 მლ აქაფებად ხსნარში
დამხმარე ნივთიერებებია:
კოკამიდოპროპილბეტაინი, ქოქოსის ცხიმოვანი მჟავების დიეთანოლამიდი, ედეტის მჟავა, კონიფეროლის არომატი, რძემჟავა, გაწმენდილი წყალი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ციტეალი®, აქაფებადი ხსნარის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
მედიკამენტი წარმოდგენილია აქაფებადი ხსნარის სახით 250 მლ ან 500 მლ ბოთლში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
PIERRE FABRE MEDICAMENT
LES CAUQUILLOUS - 81500 LAVAUR - FRANCE
პიერ ფაბრ მედიკამენტ
ლე კოკვილ - 81500 ლავურ - საფრანგეთი
სავაჭრო ლიცენზიის ოპერატორი
PIERRE FABRE DERMATOLOGIE
45, PLACE ABEL GANCE - 92100 BOULOGNE - FRANCE
პიერ ფაბრ დერმატოლოჟი
45, პლას აბელ განს - 92100 ბულონი- საფრანგეთი
მწარმოებელი
PIERRE FABRE MEDICAMENT PRODUCTION
SITE PROGIPHARM RUE DU LYCEE 45500 - GIEN - FRANCE
პიერ ფაბრ მედიკამენტ პროდუქსიონ
სიტე პროგიფარმ რუ დუ ლისეე 45500 - ჟიენი - საფრნაგეთი
ინსტრუქციის უკანსაკნელი შესწორების თარიღი: 2022 წლის მაისი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (ANSM) ვებგვერდზე (საფრანგეთი).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.