პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

ცინკონეტ С

Zinconet C

ურეცეპტოდ(50მგ + 10მგ)ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
ფორმა და შეფუთვა
(50მგ + 10მგ)/5მლ 150მლ სიროფი ფორთოხლის არომატით მინის ფლაკონი №1 ამზომი ჭიქით
მწარმოებელი
Vefa Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი С), კომბინაციები
ATC კოდი
A11GB
რეგისტრაციის ნომერი
რ-035790
რეგისტრირებულია
6 ივლისი 2022, მოქმედებს 6 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
LTD „Europharma Georgia“ (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაცინკონეტ С და სხვა წამალი ერთად

ცინკონეტ С — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ცინკონეტ C მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ. დიარეა: 0-6 თვე: 5 მლ. დღეში (10 მგ. სუფთა თუთია); 6 თვე – 3 წელი: 10 მლ. დღეში (20 მგ. სუფთა თუთია); 3 – 12 წელი: 15 მლ. დღეში (30 მგ. სუფთა თუთია); 12 წლის ზევით: 20 მლ. დღეში (40 მგ. სუფთა თუთია); დღიური დოზა იყოფა 2 მიღებაზე. მკურნალობის კურსი არანაკლებ 14 დღის. თუთიის დეფიციტის სხვა ჩვენებები: ბავშვები 10 კგ.-ზე ნაკლები წონით: 10 მლ. დღეში (20 მგ. თუთია) – გაყოფილი 2 მიღებაზე; ბავშვები 10-30კგ: 10 მლ. (20 მგ. თუთია) – 1-3 ჯერ დღეში; ბავშვები 30 კგ.-ზე ზევით და მოზრდილები: 20 მლ. (40 მგ. თუთია) - 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი, დაავადებიდან გამომიდინარე. ორსულობისა და ლაქტაციის დროს ცინკონეტ C მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გვერდითი მოვლენები: იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. წინააღმდეგჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა. შენახვის წესი: ინახება 25 °C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ. ფორთოხლის გემოთი, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.

შემადგენლობა

სიროფის 5 მლ. შეიცავს თუთიის სულფატი 10 მგ., ვიტამინი C 50 მგ.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; ცინკი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის შემდეგი ეპიზოდები. თუთია ხელს უწყობს გონადოტროპინების გამოთავისუფლებას, სასქესო სისტემის ნორმალურ განვითარებას; ცინკის დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. ცინკი ძლიერი ანტიოქსიდანტია; აუცილებელია ღამის მხედველობის ჩამოყალიბებისთვის; მონაწილეობს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზში. ვიტამინი C აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ვიტამინი C უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია; ამაგრებს იმუნურ სისტემას; თუთია და ვიტამინი C აჩქარებს შეხორცების პროცესებს ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში. ჩვენებები: *გახანგრძლივებული დიარეა

  • ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად (მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებით დაავადებები) *თუთია-დეფიციტური მდგომარეობა (აკროდერმატიტი) *ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით *სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების დაგვიანება პუბერტულ პერიოდში) *დაავადებისშემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.

შენახვის პირობები

3 წელი

გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ცინკონეტ C

Zinconet C

შემადგენლობა: სიროფის 5 მლ. შეიცავს თუთიის სულფატი 10 მგ., ვიტამინი C 50 მგ.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; ცინკი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის შემდეგი ეპიზოდები. თუთია ხელს უწყობს გონადოტროპინების გამოთავისუფლებას, სასქესო სისტემის ნორმალურ განვითარებას; ცინკის დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. ცინკი ძლიერი ანტიოქსიდანტია; აუცილებელია ღამის მხედველობის ჩამოყალიბებისთვის; მონაწილეობს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზში. ვიტამინი C აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ვიტამინი C უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია; ამაგრებს იმუნურ სისტემას; თუთია და ვიტამინი C აჩქარებს შეხორცების პროცესებს ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში. ჩვენებები: *გახანგრძლივებული დიარეა

  • ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად (მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებით დაავადებები) *თუთია-დეფიციტური მდგომარეობა (აკროდერმატიტი) *ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით *სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების დაგვიანება პუბერტულ პერიოდში) *დაავადებისშემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.

დოზირება და მიღების წესი: ცინკონეტ C მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ. დიარეა: 0-6 თვე: 5 მლ. დღეში (10 მგ. სუფთა თუთია); 6 თვე – 3 წელი: 10 მლ. დღეში (20 მგ. სუფთა თუთია); 3 – 12 წელი: 15 მლ. დღეში (30 მგ. სუფთა თუთია); 12 წლის ზევით: 20 მლ. დღეში (40 მგ. სუფთა თუთია); დღიური დოზა იყოფა 2 მიღებაზე. მკურნალობის კურსი არანაკლებ 14 დღის. თუთიის დეფიციტის სხვა ჩვენებები: ბავშვები 10 კგ.-ზე ნაკლები წონით: 10 მლ. დღეში (20 მგ. თუთია) – გაყოფილი 2 მიღებაზე; ბავშვები 10-30კგ: 10 მლ. (20 მგ. თუთია) – 1-3 ჯერ დღეში; ბავშვები 30 კგ.-ზე ზევით და მოზრდილები: 20 მლ. (40 მგ. თუთია) - 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი, დაავადებიდან გამომიდინარე. ორსულობისა და ლაქტაციის დროს ცინკონეტ C მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გვერდითი მოვლენები: იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. წინააღმდეგჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა. შენახვის წესი: ინახება 25 °C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ. ფორთოხლის გემოთი, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი:

Vefa İlaç San. ve Tic. A.Ş.

Beylikdüzü OSB Mah. 2. Cadde No:3/2

Beylikdüzü/სტამბოლი/თურქეთი

ტელ : (0212) 438 70 85

ფაქსი : (0212) 438 70 87

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს. “EuroPharma Georgia” თბილისი/საქართველო

მისამართი: 0144, 24/2 ნავთლუღის ქუჩა

ტელეფონი: +995 32 47 20 02

E-mail: [email protected]

Web-site: www.epg.com.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა