- მოქმედი ნივთიერება
- ciclopirox olamine + კლობეტაზონი (clobetasone) + გენტამიცინი (gentamicin)
- ფორმა და შეფუთვა
- (0.05%+1%+0.1%) 15გ კრემი ტუბი №1
- მწარმოებელი
- Trima, Israel Pharmaceutical Products Maabarot Ltd., ისრაელი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ზომიერი აქტივობით (ჯგუფი II)
- ATC კოდი
- D07AB30
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-033837
- რეგისტრირებულია
- 25 ნოემბერი 2021, მოქმედებს 25 ნოემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ციკლოდერმი-C — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
კრემის წასმა ხდება დაზიანებულ კანზე თხელ ფენად დღეში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში კი - სამჯერ. გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირება.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან უარესდება, ხელმეორედ უნდა მიემართოს ექიმს.
პრეპარატი არ გამოიყენება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება.
თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება, დაზიანებული არის ჰერმეტული სახვევით დაფარვა არ არის აუცილებელი (ჰერმეტულ სახვევში იგულისხმება ბავშვის ერთჯერადი საფენებიც).
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.
ყურადღებით:
დაუშვებელია გადაყლაპვა! პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალში ან ლორწოვან გარსებზე (მაგალითად ცხვირში ან პირის ღრუში). ინფორმაცია მითითებულია "გაფრთხილებებში".
როგორ შეუძლია პაციენტს ხელი შეუწყოს წარმატებულ მკურნალობას?
საჭიროა მკურნალობის სრული კურსის ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი.
მოწამვლის პრევენცია
აღნიშნული პრეპარატი ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებები, ინახება ბავშვებისა და/ან ჩვილებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მოწამვლის თავიდან აცილების მიზნით. ჭარბდოზირების დროს ან ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს საავადმყოფოს გადაუდებელი დამხარების განყოფილებას. საჭიროა პრეპარატის შეფუთვის წარდგენა.
დაუშვებელია ღებინების პროვოცირება სათანადო ჩვენების გარეშე! აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ. ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს სხვა პაციენტისთვის. დაუშვებელია პრეპარატის მიცემა ნათესავებისთვის, მეზობლებისთვის ან ნაცნობებისთვის. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სიბნელეში! საჭიროა ეტიკეტისა და დოზის გადამოწმება ყოველი გამოყენების წინ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სათვალე.
სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კანის ვრცელ ზედაპირზე ან ღია ჭრილობებზე, თუ არ არსებობს ექიმის სათანადო დანიშნულება.
დაუშვებელია პრეპარატის კონტაქტი თვალთან. თვალში მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა მისი ჩამობანა წყლით.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისას. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებისას საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან ეფექტის შემცირების პრევენციის მიზნით, ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი თანადროულად იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა.
გვერდითი მოვლენები
სასურველ ეფექტებთან ერთად, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი რეაქციები, როგორიცაა: სიწითლე, ადგილობრივად სითბოს და ჩხვლეტის შეგრძნება, კანის სიმშრალე და ქავილი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, ქრება მკურნალობის დაწყებიდან მოკლე დროში. თუ ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები ხანგრძლივდება და/ან ხდება შემაწუხებელი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას:
გაღიზიანება, ქავილი ან ადგილობრივი ანთებითი რეაქცია (რომელიც პრეპარტის გამოყენებამდე არ არსებობდა) (იშვიათი): დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა და მიემართოს ექიმს.
ისეთი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში ან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები და ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ბავშვებსა და ჩვილებში:
მშობლებმა უნდა აცნობონ ექიმს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, ასევე იმ სამკურნალო საშუალებების თაობაზე, რომელთაც დამატებით იღებს ბავშვი. განსაკუთრებული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ზევით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
კლობეტაზონის ბუტირატი 0,05 %
ციკლოპიროქსის ოლამინი 1 %
გენტამიცინი (სულფატის სახით) 0,1 %
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი, გლიცერო გლიცერინის მონოსტეარატი, პროპილენგლიკოლი, ცეტოსტეარილის სპირტი, ფუტკრის ცვილი (თეთრი), SE გლიცერინის მონოსტეარატი (სტაბილური მჟავა), დიმეთიკონი, უწყლო ლიმონმჟავა, ქლოროკრეზოლი.
თერაპიული ჯგუფი:
კლობეტაზონი - კორტიკოსტეროიდი.
ციკლოპიროქსი - სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
გენტამიცინი - ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი.
თერაპიული მოქმედება:
სოკოვანი და/ან ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული კანის ანთებითი მდგომარეობის ადგილობრივი მკურნალობისთვის.
როდის არ გამოიყენება პრეპარატი?
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
დაუშვებელია აღნიშნული პრეპარატის გამოყენება ვირუსული ინფექციების დროს (როგორიცაა მარტივი ჰერპესი ან ჩუტყვავილა).
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე:
ორსულობის და ლაქტაციის დროს.
თუ პაციენტს აქვს ან წარსულში აღენიშნებოდა ღვიძლის, თირკმლის/საშარდე გზების, იმუნური სისტემის ფუნქციების დარღვევა, დიაბეტი (ექიმის ინსტრუქციების შესაბამისად ხანგრძლივად ან სხეულის ზედაპირის დიდ არეზე გამოყენებისას).
შენახვის პირობები
ინახება გრილ ადგილას 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ორიგინალურ კონტეინერში წესების დაცვით შენახვის შემთხვევაშიც კი, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული ვადით. საჭიროა პრეპარატის შენახვის ვადის ჩანიშვნა! ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ფარმაცევტს, რომელთანაც მოხდა პრეპარატის აღება. დაუშვებელია სხვა სამკურნალო საშუალების შენახვა იმავე შეფუთვაში.
აღნიშნული ინსტრუქციის ფორმატი განსაზღვრა, შეამოწმა და დაამტკიცა ჯანდაცვის სამინისტრომ
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Trima Maabarot 40230
Israel Pharmaceutical Products
Maabarot Ltd.
მააბაროტ 40230
ისრაელ ფარმასიუტიკალ პროდაქტს
მააბაროტ ლტდ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისთვის
1986 წლის ფარმაცევტული წესების (პრეპარატების) თანახმად
ციკლოდერმი-C
კრემი
სოკოვანი და/ან ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული კანის ანთებითი მდგომარეობის ადგილობრივი მკურნალობისთვის
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის შესაბამისად.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
კლობეტაზონის ბუტირატი 0,05 %
ციკლოპიროქსის ოლამინი 1 %
გენტამიცინი (სულფატის სახით) 0,1 %
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი, გლიცერო გლიცერინის მონოსტეარატი, პროპილენგლიკოლი, ცეტოსტეარილის სპირტი, ფუტკრის ცვილი (თეთრი), SE გლიცერინის მონოსტეარატი (სტაბილური მჟავა), დიმეთიკონი, უწყლო ლიმონმჟავა, ქლოროკრეზოლი.
თერაპიული ჯგუფი:
კლობეტაზონი - კორტიკოსტეროიდი.
ციკლოპიროქსი - სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
გენტამიცინი - ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი.
თერაპიული მოქმედება:
სოკოვანი და/ან ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული კანის ანთებითი მდგომარეობის ადგილობრივი მკურნალობისთვის.
როდის არ გამოიყენება პრეპარატი?
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
დაუშვებელია აღნიშნული პრეპარატის გამოყენება ვირუსული ინფექციების დროს (როგორიცაა მარტივი ჰერპესი ან ჩუტყვავილა).
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე:
ორსულობის და ლაქტაციის დროს.
თუ პაციენტს აქვს ან წარსულში აღენიშნებოდა ღვიძლის, თირკმლის/საშარდე გზების, იმუნური სისტემის ფუნქციების დარღვევა, დიაბეტი (ექიმის ინსტრუქციების შესაბამისად ხანგრძლივად ან სხეულის ზედაპირის დიდ არეზე გამოყენებისას).
გაფრთხილებები:
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კანის ვრცელ ზედაპირზე ან ღია ჭრილობებზე, თუ არ არსებობს ექიმის სათანადო დანიშნულება.
დაუშვებელია პრეპარატის კონტაქტი თვალთან. თვალში მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა მისი ჩამობანა წყლით.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისას. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებისას საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან ეფექტის შემცირების პრევენციის მიზნით, ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი თანადროულად იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა.
გვერდითი მოვლენები:
სასურველ ეფექტებთან ერთად, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი რეაქციები, როგორიცაა: სიწითლე, ადგილობრივად სითბოს და ჩხვლეტის შეგრძნება, კანის სიმშრალე და ქავილი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, ქრება მკურნალობის დაწყებიდან მოკლე დროში. თუ ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები ხანგრძლივდება და/ან ხდება შემაწუხებელი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას:
გაღიზიანება, ქავილი ან ადგილობრივი ანთებითი რეაქცია (რომელიც პრეპარტის გამოყენებამდე არ არსებობდა) (იშვიათი): დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა და მიემართოს ექიმს.
ისეთი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში ან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები და ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ბავშვებსა და ჩვილებში:
მშობლებმა უნდა აცნობონ ექიმს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, ასევე იმ სამკურნალო საშუალებების თაობაზე, რომელთაც დამატებით იღებს ბავშვი. განსაკუთრებული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ზევით.
დოზირება:
დოზირება ხდება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
რეკომენდებული დოზა, თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება:
კრემის წასმა ხდება დაზიანებულ კანზე თხელ ფენად დღეში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში კი - სამჯერ. გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირება.
თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან უარესდება, ხელმეორედ უნდა მიემართოს ექიმს.
პრეპარატი არ გამოიყენება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება.
თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება, დაზიანებული არის ჰერმეტული სახვევით დაფარვა არ არის აუცილებელი (ჰერმეტულ სახვევში იგულისხმება ბავშვის ერთჯერადი საფენებიც).
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.
ყურადღებით:
დაუშვებელია გადაყლაპვა! პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალში ან ლორწოვან გარსებზე (მაგალითად ცხვირში ან პირის ღრუში). ინფორმაცია მითითებულია "გაფრთხილებებში".
როგორ შეუძლია პაციენტს ხელი შეუწყოს წარმატებულ მკურნალობას?
საჭიროა მკურნალობის სრული კურსის ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი.
მოწამვლის პრევენცია
აღნიშნული პრეპარატი ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებები, ინახება ბავშვებისა და/ან ჩვილებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მოწამვლის თავიდან აცილების მიზნით. ჭარბდოზირების დროს ან ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს საავადმყოფოს გადაუდებელი დამხარების განყოფილებას. საჭიროა პრეპარატის შეფუთვის წარდგენა.
დაუშვებელია ღებინების პროვოცირება სათანადო ჩვენების გარეშე! აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ. ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს სხვა პაციენტისთვის. დაუშვებელია პრეპარატის მიცემა ნათესავებისთვის, მეზობლებისთვის ან ნაცნობებისთვის. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სიბნელეში! საჭიროა ეტიკეტისა და დოზის გადამოწმება ყოველი გამოყენების წინ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სათვალე.
შენახვის წესი: ინახება გრილ ადგილას 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ორიგინალურ კონტეინერში წესების დაცვით შენახვის შემთხვევაშიც კი, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული ვადით. საჭიროა პრეპარატის შენახვის ვადის ჩანიშვნა! ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ფარმაცევტს, რომელთანაც მოხდა პრეპარატის აღება. დაუშვებელია სხვა სამკურნალო საშუალების შენახვა იმავე შეფუთვაში.
აღნიშნული ინსტრუქციის ფორმატი განსაზღვრა, შეამოწმა და დაამტკიცა ჯანდაცვის სამინისტრომ
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Trima Maabarot 40230
Israel Pharmaceutical Products
Maabarot Ltd.
მააბაროტ 40230
ისრაელ ფარმასიუტიკალ პროდაქტს
მააბაროტ ლტდ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


