პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები

ცელესტოდერმი-V გარამიცინით

Celestoderm-V® with Garamycin

ურეცეპტოდ(1მგ+1მგ)/გინსტრუქცია ქართულადბელგია
რისთვის გამოიყენება

კანის დაავადებები, რომლებიც ექვემდებარება ძლიერი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, ბაქტერიული სუპერინფექციის არსებობისას, რომელიც გამოწვეულია გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(1მგ+1მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Organon Heist B.V.,, ბელგია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით, კომბინაციები ანტიბიოტიკებთან
ATC კოდი
D07CC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044315
რეგისტრირებულია
11 ნოემბერი 2025, მოქმედებს 11 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Organon & Co., (აშშ)
განმცხადებელი
Organon Central East GmbH (შვეიცარია)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაცელესტოდერმი-V გარამიცინით და სხვა წამალი ერთად

ცელესტოდერმი-V გარამიცინით — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კანის დაავადებები, რომლებიც ექვემდებარება ძლიერი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, ბაქტერიული სუპერინფექციის არსებობისას, რომელიც გამოწვეულია გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

მიღების წესი და დოზირება

კრემის წასმა საჭიროა 2-3-ჯერ დღეში. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისას შესაძლებელია გამოყენების სიხშირის შემცირება.

გამოყენების მეთოდი

კრემის წასმა საჭიროა თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე. გამოყენების მეთოდის ადაპტირება საჭიროა კანის ტიპის და დაავადების სტადიის მიხედვით.

პრეპარატი რეკომენდებულია ძირითადად ცხიმიანი, ნოტიო, ქავილის მქონე კანისთვის, წვის შეგრძნების და კანის სებორეული დაავადებისას, დაავადების მწვავე სტადიაში.

გამოყენების ხანგრძლივობა

პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 7-10 დღეს (7 დღე ბავშვებში), რადგან მის შემადგენლობაში შედის გენტამიცინი.

კომბინირებული საშუალების გამოყენების სამედიცინო დადასტურების არ არსებობისას (მაგ. დერმატოზი, რომლის მკურნალობისთვის საჭიროა ძლიერმოქმედი გლუკოკორტიკოიდის გამოყენება ან გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექცია) მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ერთკომპონენტიანი თერაპიით ან გლუკოკორტიკოიდით (შესაძლოა, უფრო სუსტი მოქმედების), ან ანტიბიოტიკით.

მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია კრემის დღე-ღამეში ერთხელ გამოყენება.

დამუშავებული კანის ზედაპირის ფართობი არ უნდა შეადგენდს სხეულის ზედაპირის ფართობის 10%-ზე მეტს. თუ პრეპარატი გამოიყენება სახეზე ხანგრძლივობა რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს და არ უნდა აჭარბებდეს ერთ კვირას.

ბავშვებში გამოყენების თავისებურება

დღეში ერთხელ, მინიმალურ შესაძლებელ ფართობზე და რაც შეიძლება მოკლე კურსით.

რეკომენდებული არ არის სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის. 10-15 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ძლიერი კორტიკოსტეროიდები არ უნდა გამოიყენონ სერიოზული ჩვენების არსებობის გარეშე.

უკუჩვენებები

პრეპარტი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ბეტამეთაზონის ვალეატის, გენტამიცინის სულფატის, ქლოროკრეზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ, აგრეთვე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სხვა გლუკოკორტიკოიდების ან ამინოგლოკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ.

პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ კანის დაავადებების დროს, რომლებიც პირველადად გამოწვეულია ბაქტერიებით ან ვირუსებით.

პრეპარატი უკუნაჩვენებია კანის ტუბერკულოზის და სიფილისის დროს.

უნდა მოერიდონ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას, წასმას კანის დიდ ფართობზე, ლორწოვან გარსებზე და/ან გამოყენებას ოკლუზიური ნახვევების ქვეშ.

პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ კანის სოკოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.

კრემის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, რადგან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ბეტამეთაზონის ვალერატი.

პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა როზაცეა, პერიორალური დერმატიტი, კანის ატროფიული დაავადება და კანის რეაქცია ვაქცინაზე.

პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ თვალების, სასმენი მილის მიდამოში ან ღრმა ჭრილობებში, 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამინოგლოკოიზდების სისტემური გამოყენებისას შრატში ტოქსიკური დონის შესაძლებლობის გამო, თირკმელების უკმარისობისას.

სიფრთხილის ზომები

ადგილობრივი გამოყენებისას გენტამიცინის სისტემური აბსორბცია შეიძლება უფრო მაღალი იყოს, თუ მკურნალობა ტარდება კანის ფართე ზდაპირზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან თუ დარღვეულია კანის საფარის მთლიანობა. ამ შემთხვევაში პოტენციურად შესაძლებელია გვერდითი რეაქციების გამოვლენა, რომლებიც ვითარდება გენტამიცინის სისტემური მიღებისას. ამის გამო რეკომენდებულია მკურნალობის სიფრთხილით ჩატარება, განსაკუთრებით ბავშვებში.

ამინოგლიკოზიდებს შორის აღწერილია ჯვარედინი ალერგენობა.

კრემის შემადგენლობაში შემავალმა ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სხვადასხვა ადგილობრივი რეაქცია (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გამოყენებისთვის. უნდა მოერიდონ თვალებში მოხვედრას.

ანტიბიოტიკების შემცველი პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, კერძოდ სოკოების ჭარბი ზრდა.

ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღწერილია სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოიდების ადგილობრივი გამოყენების დროსაც, განსაკუთრებით ახალშობილებში და ბავშვებში.

კრემის წასმა არ შეიძლება ბუნებრივი ნაოჭების არეში. სახეზე გამოყენება საჭიროა სიფრთხილით.

თუ პრეპარატი გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ, საჭიროა პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი. მნიშვნელოვანია არ დაუშვან რეციდივი ან ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკურობის განვითარება, რაც განპირობებულია კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევით.

კრემის გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს დაავადებების კლინიკური სიმპტომები, რაც დამახასიათებელია ყველა გლუკოკორტიკოიდისთვის.

სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას (ინტრანაზალური, საინჰალაციო და თვალის საშუალებების ჩათვლით) შეიძლება განვითარდეს მხედველობის დარღვევები. თუ ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის მხრივ სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან გამოკვლევა მხედველობის დარღვევის შესაძლო მიზეზების შეფასებისთვის, რომლებიც მოიცავს კატარაქტას, გლაუკომას და ასევე ისეთ იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რაც აღწერილია სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიღებისას შეიძლება განვითარდეს გლაუკომა (განსაკუთრებით ჭარბად გამოყენების შემდეგ, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენებისას ან თვალების ირგვლივ კანზე წასმის შემდეგ).

ამინოგლიკოზიდის მიერ ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გამოწვევის შესაძლებლობის გამო სისტემური მოქმედების შემთხვევაში, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მიასთენიით და კუნთების სისუსტით მიმდინარე სხვა პათოლოგიით დაავადებულ პაციენტებში, პარკინსონის დაავადების დროს ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას, რომლებიც იწვევენ ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის ბლოკადას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატის შემაგენლობაში დამხმარე ნივთიერების - თეთრი თხევადი პარაფინის არსებობის გამო კრემით სასქესო ორგანოების ან ანალური მიდამოს დამუშავებისას შეიძლება აღინიშნოს ლატექსის მდგრადობის დაქვეითება და შესაბამისად შემცირდეს ლატექსისგან დამზადებული პრეზერვატივების უსაფრთხოება.

პოტენციური ურთიერთინაქტივაციის გამო კრემი არ უნდა გამოიყენონ სხვა ადგილობრივ დერმატოლოგიურ საშუალებებთან ერთად.

გენტამიცინი შეუთავსებელია ამფოტერიცინ B-სთან, ჰეპარინთან, სულფადიაზინთან და ბეტა-ლაქტამურ საშუალებებთან (მაგალითად, როგორიცაა ცეფალოსპორინები), ანიონურ დამხმარე კომპონენტებთან.

სინათლე, დაჟანგვა და ძლიერი ტუტე ნაერთები იწვევს გლუკოკორტიკოიდების დაშლას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არასაკმარისია. ცხოველებში მოქმედი ნივთიერების კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობის არსებობა.

გენტამიცინი გადის პლაცენტურ ბარიერში და გაზომვადი კონცენტრაციით აღწევს ნაყოფის ქსოვილებში და ამნიონურ სითხეში. ცხოველების კვლევებმა გამოალინა რეპროდუქცული ტოქსიკურობა.

ბეტამეთაზონი. ცხოველებში გლუკოკორტიკოიდების კლასის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ისეთი ტიპიური ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენური ეფექტები, როგორიცაა სასის განვითარების მანკები, ჩონჩხის ანომალიები, საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება და ემბრიონის დაღუპვა. ადამიანებში ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს გლუკოკორტიკოიდების სისტემური გამოყენების შემთხვევაში არსებობს მონაცემები ტუჩის და სასის ნაპრალის მომატებული რისკის შესახებ. ცხოველების კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის დროს გლუკოკორტიკოიდების სუბტერატოგენური დოზების შეყვანა დაკავშირებულია ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების, გულ-სისხლძარღვთა და/ან მეტაბოლური დაავადებების რისკთან მოზრდილ ასაკში, გლუკოკორტიკოიდების, ნეირომედიატორების მეტაბოლიზმის და ქცევის მყარ ცვლილებებთან.

ამიტომ კრემის - ცელესტოდერმი-V® გარამიცინთან ერთად, გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.

ორსულობის დროს გლუკოკორტიკოიდების გამოყენების აუცილებლობისას უნდა მიიღონ ჰიდროკორტიზონი, პრედნიზონი ან პრედნიზოლონი, რადგან ეს ნივთიერებები მეტაბოლიზდება პლაცენტაში ფერმენტ 11-ბეტა-HSD-თ არააქტიურ ფორმად, ამიტომ უფრო უსაფრთხოა ვიდრე სინთეზური გლუკოკორტიკოიდების უმრავლესობა.

ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები ბეტამეთაზონის რძეში გადასვლის შესახებ. სხვა გლუკოკორტიკოიდები და გენტამიცინი გამოიყოფა რძეში. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. ამ კლასის პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ მაღალი დოზით, დიდ ფართობზე ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ბავშვი კი არ უნდა კონტაქტობდეს კანის დამუშავებულ უბანთან.

გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს

პრეპარატი გავლენას არ ახდენს რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად; მოიცავდა მომატებულ მგრძნობელობას, გამონაყარს და კანის ფერის ცვლილებას.

შემდეგი ადგილობრივი გვერდითი რეაქციები აღწერილია ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების წასმისას, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევების გამოყენების დროს: წვა, ქავილი, გაღიზიანება, სიმშრალე, ფოლიკულიტი, კანის ჰიპოპიგმენტაცია, სტეროიდული აკნე, აკნეს მსგავსი გამონაყარი, კანის მცირე სისხლძარღვების გაფართოება, ჰიპერტრიქოზი, პერიორალური დერამტიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტის, კანის მაცერაცია, კანის ატროფია, მეორადი ინფექცია, სტრიები და ლაქები, ნაპრალების წარმოქმნა, სიწითლე გამოყენების ადგილას, ტელეანგიექტაზია.

კრემი, როგორც წესი, კარგად აიტანება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გენტამიცინის მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობასთან დაკავშირებული კანის გაღიზიანება. პრეპარატის შემადგენლობაში შედის ქლოროკრეზოლი და ცეტოსტეარილის სპირტი. ქლოროკრეზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. იშვიათად აღწერილია ამ ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ამ შემთხვევაში პრეპარტით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების გამოვლინება დიდ ფართობზე/ხანგრძლივად ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენებისას შთანთქმის გამო: ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ტრაქტის უკუქცევითი დათრგუნვა კუშინგის სინდრომის გამოვლინებით (სიმსუქნე, სახის სიმრგვალე, კუზი, ნელი გამოჯანმრთელების სინდრომი, ფსიქიკური სიმპტომები და სხვ), ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ჰიპოკალიემია, ოსტეოპოროზი, ჰიპერთირეოზი, საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების მომატება, პეპტიკური წყლული, პარესთეზიები, კატარაქტა (სუბკაფსულური), თმის უჩვეულო ცვნება, ჰიპერტრიქოზი, პერიორალური დერმატიტის და კანის გაუფერულება.

გენტამიცინის ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გრანულაციის დარღვევა. ამას გარდა გენტამიცინის ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ოტოტოქსიკური, ნეფროტოქსიკური და ვესტიბულური დარღვევები, განსაკუთრებით მრავალჯერადი გამოყენებისას დიდ ფართობზე. გენტამიცინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ხანმკლე გაღიზიანება (ერითემა და ქავილი).

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ასევე აღწერილია სისტემური გვერდითი რეაქციები, მაგალითად, ბუნდოვანი მხედველობა.

ბავშვები

ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეოიდებისადმი, რომლებიც იწვევს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვას და ეგზოგენური გლუკოკორტიკოიდებისადმი. ეს დაკავშირებულია ბავშვებში პრეპარატის უფრო მაღალ აბსობრციასთან ზედაპირის ფართობის და სხეულის მასის დიდი შეფარდების გამო.

ბავშვებში, რომლებიც ადგილობრივ გლუკოკორტიკოსტეროიდებს იღებენ, შეიძლება აღინიშნოს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ხაზოვანი ზრდის შეფერხება, წონაში მატებაში ჩამორჩენა, მომატებული ქალასშიდა წნევა.

ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვის სიმპტომები ბავშვებში მოიცავს პლაზმაში კორტიზოლის დაბალ დონეს და პასუხის არ არსებობას აკტჰ-თი სტიმულაციაზე. ქალასშიდა წნევის მომატება ვლინდება ყიფლიბანდის გამობურცვით, თავის ტკივილით, მხედველობის ნერვის დისკების ორმხრივი შეშუპებით.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

ჭარბი დოზა

პრეპარატი უნდა გამოიყენონ მხოლოდ რეკომენდებული დოზით.

სიმპტომები: ჭარბად ან ხანგრძლივად გლუკოკორტიკოიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვა, რაც გამოიწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციათა მეორად დათრგუნვას და გლუკოკორტიკოიდების დოზის გადაჭარბების მოვლენებს, კუშინგის სინდრომის ჩათვლით.

ადგილობრივი გენტამიცინის ჭარბმა ან ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სოკოების ან არამგრძნობიარე ბაქტერიების ჭარბი ზრდა.

მკურნალობა: თუ პაციენტმა შემთხვევით პერორალურად მიიღო პრეპარატი, გამოიყენა ძალიან დიდი რაოდენობა ან მას იღებდა ძალიან ხანგრძლივად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

კორტიკოსტეროიდების ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენების მწვავე სიმპტომები, როგორც წესი, შექცევადია.

აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექციას.

ქრონიკული ტოქსიკური მოქმედებისას რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების თანდათან მოხსნა.

რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და აუცილებელი თერაპიის დანიშვნა.

თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის გამოყენება, უნდა წაისვას მაშინვე როგორც კი გაახსენდება, შემდგომში მიღება უნდა განაგრძოს ჩვეულებრივი სქემით.

შემადგენლობა

1 გრამი კრემი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ბეტამეტაზონი 1,000 მგ ბეტამეტაზონის ვალერატის 1,220 მგ სახით და გენტამიცინი 1,000 მგ (1000 სე) გენტამიცინის სულფატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი თეთრი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, ქლოროკრეზოლი, ფოსფორის მჟავა, ფოსფორის მჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

აღწერა. თეთრი ან თითქმის თეთრი, ერთგვაროვანი, რბილი კონსისტენციის კრემი, რომელიც არ შეიცავს უცხო ჩანართებს.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.

შეფუთვა. 30 გ ალუმინის ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიაში გამოყენებისთვის. კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ათქ კოდი D07С C01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ბეტამეთაზონი

ბეტამეთაზონის ვალერატი-სინთეზური გლუკოკორტიკოიდი ადგილობრივი გამოყენებისთვის. პრედნიზოლონის წარმოებულ ბეტამეთაზონს ახასიათებს მაღლი გლუკოკორტიკოიდული აქტივობა და მხოლოდ მინიმალური მინერალკორტიკოიდული თვისებები. ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედების გამო ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდები (როგორიცაა ბეტამეთაზონის ვალერატი) განკუთვნილია გლუკოკორტიკოიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების სამკურნალოდ.

ბეტამეთაზონის ვალერატის და სხვადასხვა ცნობილი ადგილობრივი გამოყენების ფტორის შემცველი გლუკოკორტიკოიდების ეფექტურობის ფარმაკოდინამიკური შედარებისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს მაკენზის სისხლძარღვთა შემავიწროებელი ტესტი. ამ ტესტში ბეტამეთაზონის ვალერატმა გამოავლინა გაფერმკრთალების დონე 360 ფლუცინოლონის აცეტონიდთან შედარებით=100 (გაფერმკრთალების სხვა მაჩვენებლები შედარებისთვის: ჰიდროკორტიზონი > 1; ტრიამცინოლონის აცეტონიდი: 75).

გენტამიცინი

გენტამიცინი – არის ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი. წარმოადგენს სტრუქტურული დახურული ჰომოლოგიური გენტამიცინის С1, С1а და С2-ის ნარევს.

მოქმედების მექანიზმი

გენტამიცინის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ცილების ბიოსინთეზის დარღვევას ტრანსლაციისას რიბოსომულ რნმ-ის ურთიერთქმედების და შემდგომში ამინომჟავების ბმების დარღვევის შედეგად. ეს იწვევს ბაქტერიციდულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთკავშირი

ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია ადგილობრივად მიღწეულ მაქსიმალურ კონცენტრაციისა (C-max) და მიკროორგანიზმის მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციის თანაფარდობაზე.

რეზისტენტობის მექანიზმი

გენტამიცინისადმი რეზისტენტობა შეიძლება იყოს შემდეგი მექანიზმების შედეგი:

ენზიმების ინაქტივაცია: ამინოგლიკოზიდის მოლეკულების ფერმენტული ინაქტივაცია წარმოადგენს რეზისტენტობის ყველაზე ხშირ მექანიზმს. მნიშვნელოვანია აცეტილტრანსფერაზები, ფოსფოტრანსფერაზები ან ნუკლეოტიდილტრანსფერაზები, რომელთა უმრავლესობაც კოდირებულია პლაზმიდებით.

შეღწევის დასუსტება და აქტიური ეფლუქსი: რეზისტენტობის ეს მექანიზმი ძირითადად ეხება Pseudomonas aeruginosa-ს.

სამიზნე სტრუქტურის მოდიფიკაცია: მოდიფიკაცია რიბოსომების ფარგლებში-რეზისტენტობის მიზეზია. ხდება მეთილტრანსფერაზების მუტაციის ან ფორმირების დროს.

გენტამიცინს, როგორც წესი, ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებისადმი.

ზღვრული მნიშვნელობები

გენტამიცინი მოწმდება გამრავლების სტანდარტული სერიების გამოყენებით. დადგენილი იყო შემდეგი მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები მგრძნობიარე და რეზისტენტული მიკროორგანიზმებისთვის:

ზღვრული მნიშვნელობები EUCAST

მიკროორგანიზმი

მგრძნობელობა

რეზისტენტობა

Enterobacteriaceae

≤ 2 მგ/ლ

> 4 მგ/ლ

Pseudomonas spp.

≤ 4 მგ/ლ

> 4 მგ/ლ

Acinetobacter spp.

≤ 4 მგ/ლ

> 4 მგ/ლ

Staphylococcus spp.

≤ 1 მგ/ლ

> 1 მგ/ლ

სახეობებისთვის არასპეციფიკური ზღვრული მნიშვნელობები 1 *

≤ 2 მგ/ლ 1

> 4 მგ/ლ 1

1 ზღვრული მნიშვნელობები შიგნით მისაღები გენტამიცინისთვის დღე-ღამეში 3-4.5 მგ/კგ დოზისთვის.

  • ძირითადად დაფუძნებულია შრატში ფარმაკოკინეტიკაზე.

ეს მონაცემები ძირითადად დაფუძნებულია სისხლის შრატში მიღწეულ ფარმაკოკინეტიკურ დონეებზე. თუმცა EUCAST ზღვრული მნიშვნელობები არ წარმოადგენს აქტუალურს ადგილობრივი გენტამიცინის პრეპარატებისთვის, რადგან კრემის გამოყენებისას ანტიბიოტიკის ლოკალური კონცენტრაცია 25-500-ჯერ მაღალია ვიდრე ზღვრული მნიშვნელობები. რადგან გამოყენებისას ანტიბიოტიკის კონცენტრაცია მაღალია, ნაკლებსავარაუდოა რეზისტენტობის განვითარება კრემის ადგილობრივი გამოყენებისას. მრავალცენტრულ კვლევაში in vitro, რომელიც ჩატარდა გენტამიცინისადმი კანის მიკროორგანიზმების რეზისტენტობის განსაზღვრისთვის, მგრძნობიარე იყო S. aureus და S. pyogenes ყველა შემოწმებული შტამი 128 მგ/ლ კონცენტრაციიდან. რადგან კრემის გამოყენებისას კონცენტრაცია 100 მგ/ლ-მდე აღწევს, არ აღმოჩენილა S. aureus და S. pyogenes-ის არავითარი შტამები გენტამიცინის მიმართ რეზისტენტობით.

როგორც წესი, მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Staphylococcus aureus

Staphylococcus saprophyticus

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Acinetobacter pittii

Citrobacter freundii

Enterobacter aerogenes

Enterobacter cloacae

Escherichia coli#

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumoniae

Proteus vulgaris

Proteus mirabilis

Salmonella enterica (სალმონელოზური ენტერიტი)

Serratia liquefaciens

Serratia marcescens

სახეობები, რომლებშიც შეძენილი რეზისტენტობა შესაძლოა პრობლემად იქცეს მკურნალობის დროს

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Staphylococcus epidermidis

Staphylococcus haemolyticus

Staphylococcus hominis

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Acinetobacter baumannii

Morganella morganii

Pseudomonas aeruginosa

ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus სახეობები §

Streptococcus სახეობები §

აერობული გრამუარყოფითი მიკროროგანიზმები

Burkholderia cepacia

Legionella pneumophila

Stenotrophomonas maltophilia

ანაერობული მიკროორგანიზმები

Bacteroides სახეობები

Clostridium difficile

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydia სახეობები

Chlamydophila სახეობები

Mycoplasma სახეობები

Ureaplasma urealyticum

§ დამტკიცებული კლინიკური ეფექტურობა ენტეროკოკებით და სტრეპტოკოკებით გამოწვეული ენდოკარდიტების მკურნალობისას პენიცილინთან კომბინაციაში თუ არ არსებობს მყარი რეზისტენტობა (ენტეროკოკები).

ფარმაკოკინეტიკა

გენტამიცინის გამოყენება შესაძლებელია პარენტერალურად ან ადგილობრივად, მაგრამ არა შიგნით მიღებისთვის, რადგან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პრეპარატის შეწოვა მინიმალურია. ადგილობრივი ანტიბიოტიკები კანში შეღწევის შემდეგ ისევე მტაბოლიზდება როგორც პარენტერალური შეყვანისას.

გენტამიცინის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია 3,5-6,4 მგ/ლ მიიღწევა კუნთში 1 მგ/კგ დოზის შეყვანიდან 30-60 წუთის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს პირველი 8-12 საათის განმავლობაში, ამის შემდეგ გენტამიცინი თანდათან გამოთავისუფლდება ღრმა შრეებიდან, ნახევარგამოყოფის პერიოდი 100-150 საათს შეადგენს. გამოიყოფა მხოლოდ თირკმელებით გორგლოვანი ფილტრაციის გზით უცვლელი და ბიოლოგიურად აქტიური ფორმით.

აბსორბციის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი არ არის სისტემური ეფექტები. პრეპარატ გენტამიცინის წასმის შემდეგ ინტაქტურ და დაუზიანებელ კანზე კრემიდან აქტიური ნივთიერების აბსორბცია დაახლოებით 2%-ს შეადგენს. დამწვრობების დროს დიდ ფართობზე გამოყენებისას, როდესაც არ არსებობს ან ძლიერად დაზიანებულია რქოვანა შრე, მოსალოდნელია პრეპარატის მნიშვნელოვანი აბსორბცია პრეპარატში ან ჭრილობაში წყლის შემცველობის მიუხედავად.

ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური პროფილი კანში შეღწევის შემდეგ სისტემური მოქმედების პრეპარატების ანალოგიურია.

გლუკოკორტიკოიდები სხვადასხვა სიხშირით უკავშირდება პლაზმის ცილებს, მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელებით.

ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების სისტემური აბსორბცია მოსალოდნელია მხოლოდ არასასურველი პირობებისას (ხანგრძლივი მკურნალობა, ოკლუზიური ნახვევები).

ემულსიიდან (წყალი-ზეთი) ბეტამეთაზონის ვალერატის კანში აბსორბცია შეფასდა ჯანმრთელ მამაკაცებში კანის ექსპერიმენტული დაზიანებისას. 24 საათის შემდეგ კანში ისაზღვრებოდა 200 მგ 3H-დანიშნული დოზის 68,1 ± 6,9 %. 72 საათის განმავლობაში შარდთან და განავალთან ერთად გამოიყოფოდა მიღებული დოზის 7,34 ± 2,74 % და 4,80 ± 0,76 %.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ცელესტოდერმი-V® გარამიცინთან ერთად

(CELESTODERM-V® with GARAMYCIN®)

სავაჭრო დასახელება: ცელესტოდერმი-V® გარამიცინთან ერთად

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: ბეტამეთაზონი და ანტიბიოტიკები

შემადგენლობა:

1 გრამი კრემი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ბეტამეტაზონი 1,000 მგ ბეტამეტაზონის ვალერატის 1,220 მგ სახით და გენტამიცინი 1,000 მგ (1000 სე) გენტამიცინის სულფატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი თეთრი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, ქლოროკრეზოლი, ფოსფორის მჟავა, ფოსფორის მჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

აღწერა. თეთრი ან თითქმის თეთრი, ერთგვაროვანი, რბილი კონსისტენციის კრემი, რომელიც არ შეიცავს უცხო ჩანართებს.

გამოშვების ფორმა. კრემი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიაში გამოყენებისთვის. კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ათქ კოდი D07С C01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ბეტამეთაზონი

ბეტამეთაზონის ვალერატი-სინთეზური გლუკოკორტიკოიდი ადგილობრივი გამოყენებისთვის. პრედნიზოლონის წარმოებულ ბეტამეთაზონს ახასიათებს მაღლი გლუკოკორტიკოიდული აქტივობა და მხოლოდ მინიმალური მინერალკორტიკოიდული თვისებები. ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედების გამო ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდები (როგორიცაა ბეტამეთაზონის ვალერატი) განკუთვნილია გლუკოკორტიკოიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების სამკურნალოდ.

ბეტამეთაზონის ვალერატის და სხვადასხვა ცნობილი ადგილობრივი გამოყენების ფტორის შემცველი გლუკოკორტიკოიდების ეფექტურობის ფარმაკოდინამიკური შედარებისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს მაკენზის სისხლძარღვთა შემავიწროებელი ტესტი. ამ ტესტში ბეტამეთაზონის ვალერატმა გამოავლინა გაფერმკრთალების დონე 360 ფლუცინოლონის აცეტონიდთან შედარებით=100 (გაფერმკრთალების სხვა მაჩვენებლები შედარებისთვის: ჰიდროკორტიზონი > 1; ტრიამცინოლონის აცეტონიდი: 75).

გენტამიცინი

გენტამიცინი – არის ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი. წარმოადგენს სტრუქტურული დახურული ჰომოლოგიური გენტამიცინის С1, С1а და С2-ის ნარევს.

მოქმედების მექანიზმი

გენტამიცინის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ცილების ბიოსინთეზის დარღვევას ტრანსლაციისას რიბოსომულ რნმ-ის ურთიერთქმედების და შემდგომში ამინომჟავების ბმების დარღვევის შედეგად. ეს იწვევს ბაქტერიციდულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთკავშირი

ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია ადგილობრივად მიღწეულ მაქსიმალურ კონცენტრაციისა (C-max) და მიკროორგანიზმის მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციის თანაფარდობაზე.

რეზისტენტობის მექანიზმი

გენტამიცინისადმი რეზისტენტობა შეიძლება იყოს შემდეგი მექანიზმების შედეგი:

ენზიმების ინაქტივაცია: ამინოგლიკოზიდის მოლეკულების ფერმენტული ინაქტივაცია წარმოადგენს რეზისტენტობის ყველაზე ხშირ მექანიზმს. მნიშვნელოვანია აცეტილტრანსფერაზები, ფოსფოტრანსფერაზები ან ნუკლეოტიდილტრანსფერაზები, რომელთა უმრავლესობაც კოდირებულია პლაზმიდებით.

შეღწევის დასუსტება და აქტიური ეფლუქსი: რეზისტენტობის ეს მექანიზმი ძირითადად ეხება Pseudomonas aeruginosa-ს.

სამიზნე სტრუქტურის მოდიფიკაცია: მოდიფიკაცია რიბოსომების ფარგლებში-რეზისტენტობის მიზეზია. ხდება მეთილტრანსფერაზების მუტაციის ან ფორმირების დროს.

გენტამიცინს, როგორც წესი, ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებისადმი.

ზღვრული მნიშვნელობები

გენტამიცინი მოწმდება გამრავლების სტანდარტული სერიების გამოყენებით. დადგენილი იყო შემდეგი მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები მგრძნობიარე და რეზისტენტული მიკროორგანიზმებისთვის:

ზღვრული მნიშვნელობები EUCAST

მიკროორგანიზმი

მგრძნობელობა

რეზისტენტობა

Enterobacteriaceae

≤ 2 მგ/ლ

> 4 მგ/ლ

Pseudomonas spp.

≤ 4 მგ/ლ

> 4 მგ/ლ

Acinetobacter spp.

≤ 4 მგ/ლ

> 4 მგ/ლ

Staphylococcus spp.

≤ 1 მგ/ლ

> 1 მგ/ლ

სახეობებისთვის არასპეციფიკური ზღვრული მნიშვნელობები 1 *

≤ 2 მგ/ლ 1

> 4 მგ/ლ 1

1 ზღვრული მნიშვნელობები შიგნით მისაღები გენტამიცინისთვის დღე-ღამეში 3-4.5 მგ/კგ დოზისთვის.

  • ძირითადად დაფუძნებულია შრატში ფარმაკოკინეტიკაზე.

ეს მონაცემები ძირითადად დაფუძნებულია სისხლის შრატში მიღწეულ ფარმაკოკინეტიკურ დონეებზე. თუმცა EUCAST ზღვრული მნიშვნელობები არ წარმოადგენს აქტუალურს ადგილობრივი გენტამიცინის პრეპარატებისთვის, რადგან კრემის გამოყენებისას ანტიბიოტიკის ლოკალური კონცენტრაცია 25-500-ჯერ მაღალია ვიდრე ზღვრული მნიშვნელობები. რადგან გამოყენებისას ანტიბიოტიკის კონცენტრაცია მაღალია, ნაკლებსავარაუდოა რეზისტენტობის განვითარება კრემის ადგილობრივი გამოყენებისას. მრავალცენტრულ კვლევაში in vitro, რომელიც ჩატარდა გენტამიცინისადმი კანის მიკროორგანიზმების რეზისტენტობის განსაზღვრისთვის, მგრძნობიარე იყო S. aureus და S. pyogenes ყველა შემოწმებული შტამი 128 მგ/ლ კონცენტრაციიდან. რადგან კრემის გამოყენებისას კონცენტრაცია 100 მგ/ლ-მდე აღწევს, არ აღმოჩენილა S. aureus და S. pyogenes-ის არავითარი შტამები გენტამიცინის მიმართ რეზისტენტობით.

როგორც წესი, მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Staphylococcus aureus

Staphylococcus saprophyticus

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Acinetobacter pittii

Citrobacter freundii

Enterobacter aerogenes

Enterobacter cloacae

Escherichia coli#

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumoniae

Proteus vulgaris

Proteus mirabilis

Salmonella enterica (სალმონელოზური ენტერიტი)

Serratia liquefaciens

Serratia marcescens

სახეობები, რომლებშიც შეძენილი რეზისტენტობა შესაძლოა პრობლემად იქცეს მკურნალობის დროს

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Staphylococcus epidermidis

Staphylococcus haemolyticus

Staphylococcus hominis

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Acinetobacter baumannii

Morganella morganii

Pseudomonas aeruginosa

ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus სახეობები §

Streptococcus სახეობები §

აერობული გრამუარყოფითი მიკროროგანიზმები

Burkholderia cepacia

Legionella pneumophila

Stenotrophomonas maltophilia

ანაერობული მიკროორგანიზმები

Bacteroides სახეობები

Clostridium difficile

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydia სახეობები

Chlamydophila სახეობები

Mycoplasma სახეობები

Ureaplasma urealyticum

§ დამტკიცებული კლინიკური ეფექტურობა ენტეროკოკებით და სტრეპტოკოკებით გამოწვეული ენდოკარდიტების მკურნალობისას პენიცილინთან კომბინაციაში თუ არ არსებობს მყარი რეზისტენტობა (ენტეროკოკები).

ფარმაკოკინეტიკა

გენტამიცინის გამოყენება შესაძლებელია პარენტერალურად ან ადგილობრივად, მაგრამ არა შიგნით მიღებისთვის, რადგან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პრეპარატის შეწოვა მინიმალურია. ადგილობრივი ანტიბიოტიკები კანში შეღწევის შემდეგ ისევე მტაბოლიზდება როგორც პარენტერალური შეყვანისას.

გენტამიცინის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია 3,5-6,4 მგ/ლ მიიღწევა კუნთში 1 მგ/კგ დოზის შეყვანიდან 30-60 წუთის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს პირველი 8-12 საათის განმავლობაში, ამის შემდეგ გენტამიცინი თანდათან გამოთავისუფლდება ღრმა შრეებიდან, ნახევარგამოყოფის პერიოდი 100-150 საათს შეადგენს. გამოიყოფა მხოლოდ თირკმელებით გორგლოვანი ფილტრაციის გზით უცვლელი და ბიოლოგიურად აქტიური ფორმით.

აბსორბციის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი არ არის სისტემური ეფექტები. პრეპარატ გენტამიცინის წასმის შემდეგ ინტაქტურ და დაუზიანებელ კანზე კრემიდან აქტიური ნივთიერების აბსორბცია დაახლოებით 2%-ს შეადგენს. დამწვრობების დროს დიდ ფართობზე გამოყენებისას, როდესაც არ არსებობს ან ძლიერად დაზიანებულია რქოვანა შრე, მოსალოდნელია პრეპარატის მნიშვნელოვანი აბსორბცია პრეპარატში ან ჭრილობაში წყლის შემცველობის მიუხედავად.

ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური პროფილი კანში შეღწევის შემდეგ სისტემური მოქმედების პრეპარატების ანალოგიურია.

გლუკოკორტიკოიდები სხვადასხვა სიხშირით უკავშირდება პლაზმის ცილებს, მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელებით.

ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების სისტემური აბსორბცია მოსალოდნელია მხოლოდ არასასურველი პირობებისას (ხანგრძლივი მკურნალობა, ოკლუზიური ნახვევები).

ემულსიიდან (წყალი-ზეთი) ბეტამეთაზონის ვალერატის კანში აბსორბცია შეფასდა ჯანმრთელ მამაკაცებში კანის ექსპერიმენტული დაზიანებისას. 24 საათის შემდეგ კანში ისაზღვრებოდა 200 მგ 3H-დანიშნული დოზის 68,1 ± 6,9 %. 72 საათის განმავლობაში შარდთან და განავალთან ერთად გამოიყოფოდა მიღებული დოზის 7,34 ± 2,74 % და 4,80 ± 0,76 %.

მიღების ჩვენება

კანის დაავადებები, რომლებიც ექვემდებარება ძლიერი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, ბაქტერიული სუპერინფექციის არსებობისას, რომელიც გამოწვეულია გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

დოზირება

კრემის წასმა საჭიროა 2-3-ჯერ დღეში. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისას შესაძლებელია გამოყენების სიხშირის შემცირება.

გამოყენების მეთოდი

კრემის წასმა საჭიროა თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე. გამოყენების მეთოდის ადაპტირება საჭიროა კანის ტიპის და დაავადების სტადიის მიხედვით.

პრეპარატი რეკომენდებულია ძირითადად ცხიმიანი, ნოტიო, ქავილის მქონე კანისთვის, წვის შეგრძნების და კანის სებორეული დაავადებისას, დაავადების მწვავე სტადიაში.

გამოყენების ხანგრძლივობა

პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 7-10 დღეს (7 დღე ბავშვებში), რადგან მის შემადგენლობაში შედის გენტამიცინი.

კომბინირებული საშუალების გამოყენების სამედიცინო დადასტურების არ არსებობისას (მაგ. დერმატოზი, რომლის მკურნალობისთვის საჭიროა ძლიერმოქმედი გლუკოკორტიკოიდის გამოყენება ან გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექცია) მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ერთკომპონენტიანი თერაპიით ან გლუკოკორტიკოიდით (შესაძლოა, უფრო სუსტი მოქმედების), ან ანტიბიოტიკით.

მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია კრემის დღე-ღამეში ერთხელ გამოყენება.

დამუშავებული კანის ზედაპირის ფართობი არ უნდა შეადგენდს სხეულის ზედაპირის ფართობის 10%-ზე მეტს. თუ პრეპარატი გამოიყენება სახეზე ხანგრძლივობა რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს და არ უნდა აჭარბებდეს ერთ კვირას.

ბავშვებში გამოყენების თავისებურება

დღეში ერთხელ, მინიმალურ შესაძლებელ ფართობზე და რაც შეიძლება მოკლე კურსით.

რეკომენდებული არ არის სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის. 10-15 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ძლიერი კორტიკოსტეროიდები არ უნდა გამოიყენონ სერიოზული ჩვენების არსებობის გარეშე.

გვერდითი მოქმედება

პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად; მოიცავდა მომატებულ მგრძნობელობას, გამონაყარს და კანის ფერის ცვლილებას.

შემდეგი ადგილობრივი გვერდითი რეაქციები აღწერილია ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების წასმისას, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევების გამოყენების დროს: წვა, ქავილი, გაღიზიანება, სიმშრალე, ფოლიკულიტი, კანის ჰიპოპიგმენტაცია, სტეროიდული აკნე, აკნეს მსგავსი გამონაყარი, კანის მცირე სისხლძარღვების გაფართოება, ჰიპერტრიქოზი, პერიორალური დერამტიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტის, კანის მაცერაცია, კანის ატროფია, მეორადი ინფექცია, სტრიები და ლაქები, ნაპრალების წარმოქმნა, სიწითლე გამოყენების ადგილას, ტელეანგიექტაზია.

კრემი, როგორც წესი, კარგად აიტანება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გენტამიცინის მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობასთან დაკავშირებული კანის გაღიზიანება. პრეპარატის შემადგენლობაში შედის ქლოროკრეზოლი და ცეტოსტეარილის სპირტი. ქლოროკრეზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. იშვიათად აღწერილია ამ ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ამ შემთხვევაში პრეპარტით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების გამოვლინება დიდ ფართობზე/ხანგრძლივად ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენებისას შთანთქმის გამო: ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ტრაქტის უკუქცევითი დათრგუნვა კუშინგის სინდრომის გამოვლინებით (სიმსუქნე, სახის სიმრგვალე, კუზი, ნელი გამოჯანმრთელების სინდრომი, ფსიქიკური სიმპტომები და სხვ), ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ჰიპოკალიემია, ოსტეოპოროზი, ჰიპერთირეოზი, საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების მომატება, პეპტიკური წყლული, პარესთეზიები, კატარაქტა (სუბკაფსულური), თმის უჩვეულო ცვნება, ჰიპერტრიქოზი, პერიორალური დერმატიტის და კანის გაუფერულება.

გენტამიცინის ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გრანულაციის დარღვევა. ამას გარდა გენტამიცინის ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ოტოტოქსიკური, ნეფროტოქსიკური და ვესტიბულური დარღვევები, განსაკუთრებით მრავალჯერადი გამოყენებისას დიდ ფართობზე. გენტამიცინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ხანმკლე გაღიზიანება (ერითემა და ქავილი).

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ასევე აღწერილია სისტემური გვერდითი რეაქციები, მაგალითად, ბუნდოვანი მხედველობა.

ბავშვები

ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეოიდებისადმი, რომლებიც იწვევს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვას და ეგზოგენური გლუკოკორტიკოიდებისადმი. ეს დაკავშირებულია ბავშვებში პრეპარატის უფრო მაღალ აბსობრციასთან ზედაპირის ფართობის და სხეულის მასის დიდი შეფარდების გამო.

ბავშვებში, რომლებიც ადგილობრივ გლუკოკორტიკოსტეროიდებს იღებენ, შეიძლება აღინიშნოს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ხაზოვანი ზრდის შეფერხება, წონაში მატებაში ჩამორჩენა, მომატებული ქალასშიდა წნევა.

ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვის სიმპტომები ბავშვებში მოიცავს პლაზმაში კორტიზოლის დაბალ დონეს და პასუხის არ არსებობას აკტჰ-თი სტიმულაციაზე. ქალასშიდა წნევის მომატება ვლინდება ყიფლიბანდის გამობურცვით, თავის ტკივილით, მხედველობის ნერვის დისკების ორმხრივი შეშუპებით.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

უკუჩვენება

პრეპარტი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ბეტამეთაზონის ვალეატის, გენტამიცინის სულფატის, ქლოროკრეზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ, აგრეთვე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სხვა გლუკოკორტიკოიდების ან ამინოგლოკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ.

პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ კანის დაავადებების დროს, რომლებიც პირველადად გამოწვეულია ბაქტერიებით ან ვირუსებით.

პრეპარატი უკუნაჩვენებია კანის ტუბერკულოზის და სიფილისის დროს.

უნდა მოერიდონ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას, წასმას კანის დიდ ფართობზე, ლორწოვან გარსებზე და/ან გამოყენებას ოკლუზიური ნახვევების ქვეშ.

პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ კანის სოკოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.

კრემის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, რადგან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ბეტამეთაზონის ვალერატი.

პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა როზაცეა, პერიორალური დერმატიტი, კანის ატროფიული დაავადება და კანის რეაქცია ვაქცინაზე.

პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ თვალების, სასმენი მილის მიდამოში ან ღრმა ჭრილობებში, 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამინოგლოკოიზდების სისტემური გამოყენებისას შრატში ტოქსიკური დონის შესაძლებლობის გამო, თირკმელების უკმარისობისას.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატი უნდა გამოიყენონ მხოლოდ რეკომენდებული დოზით.

სიმპტომები: ჭარბად ან ხანგრძლივად გლუკოკორტიკოიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვა, რაც გამოიწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციათა მეორად დათრგუნვას და გლუკოკორტიკოიდების დოზის გადაჭარბების მოვლენებს, კუშინგის სინდრომის ჩათვლით.

ადგილობრივი გენტამიცინის ჭარბმა ან ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სოკოების ან არამგრძნობიარე ბაქტერიების ჭარბი ზრდა.

მკურნალობა: თუ პაციენტმა შემთხვევით პერორალურად მიიღო პრეპარატი, გამოიყენა ძალიან დიდი რაოდენობა ან მას იღებდა ძალიან ხანგრძლივად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

კორტიკოსტეროიდების ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენების მწვავე სიმპტომები, როგორც წესი, შექცევადია.

აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექციას.

ქრონიკული ტოქსიკური მოქმედებისას რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების თანდათან მოხსნა.

რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და აუცილებელი თერაპიის დანიშვნა.

თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის გამოყენება, უნდა წაისვას მაშინვე როგორც კი გაახსენდება, შემდგომში მიღება უნდა განაგრძოს ჩვეულებრივი სქემით.

უსაფრთხოების ზომები

ადგილობრივი გამოყენებისას გენტამიცინის სისტემური აბსორბცია შეიძლება უფრო მაღალი იყოს, თუ მკურნალობა ტარდება კანის ფართე ზდაპირზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან თუ დარღვეულია კანის საფარის მთლიანობა. ამ შემთხვევაში პოტენციურად შესაძლებელია გვერდითი რეაქციების გამოვლენა, რომლებიც ვითარდება გენტამიცინის სისტემური მიღებისას. ამის გამო რეკომენდებულია მკურნალობის სიფრთხილით ჩატარება, განსაკუთრებით ბავშვებში.

ამინოგლიკოზიდებს შორის აღწერილია ჯვარედინი ალერგენობა.

კრემის შემადგენლობაში შემავალმა ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სხვადასხვა ადგილობრივი რეაქცია (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გამოყენებისთვის. უნდა მოერიდონ თვალებში მოხვედრას.

ანტიბიოტიკების შემცველი პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, კერძოდ სოკოების ჭარბი ზრდა.

ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღწერილია სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოიდების ადგილობრივი გამოყენების დროსაც, განსაკუთრებით ახალშობილებში და ბავშვებში.

კრემის წასმა არ შეიძლება ბუნებრივი ნაოჭების არეში. სახეზე გამოყენება საჭიროა სიფრთხილით.

თუ პრეპარატი გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ, საჭიროა პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი. მნიშვნელოვანია არ დაუშვან რეციდივი ან ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკურობის განვითარება, რაც განპირობებულია კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევით.

კრემის გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს დაავადებების კლინიკური სიმპტომები, რაც დამახასიათებელია ყველა გლუკოკორტიკოიდისთვის.

სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას (ინტრანაზალური, საინჰალაციო და თვალის საშუალებების ჩათვლით) შეიძლება განვითარდეს მხედველობის დარღვევები. თუ ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის მხრივ სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან გამოკვლევა მხედველობის დარღვევის შესაძლო მიზეზების შეფასებისთვის, რომლებიც მოიცავს კატარაქტას, გლაუკომას და ასევე ისეთ იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რაც აღწერილია სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიღებისას შეიძლება განვითარდეს გლაუკომა (განსაკუთრებით ჭარბად გამოყენების შემდეგ, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენებისას ან თვალების ირგვლივ კანზე წასმის შემდეგ).

ამინოგლიკოზიდის მიერ ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გამოწვევის შესაძლებლობის გამო სისტემური მოქმედების შემთხვევაში, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მიასთენიით და კუნთების სისუსტით მიმდინარე სხვა პათოლოგიით დაავადებულ პაციენტებში, პარკინსონის დაავადების დროს ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას, რომლებიც იწვევენ ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის ბლოკადას.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არასაკმარისია. ცხოველებში მოქმედი ნივთიერების კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობის არსებობა.

გენტამიცინი გადის პლაცენტურ ბარიერში და გაზომვადი კონცენტრაციით აღწევს ნაყოფის ქსოვილებში და ამნიონურ სითხეში. ცხოველების კვლევებმა გამოალინა რეპროდუქცული ტოქსიკურობა.

ბეტამეთაზონი. ცხოველებში გლუკოკორტიკოიდების კლასის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ისეთი ტიპიური ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენური ეფექტები, როგორიცაა სასის განვითარების მანკები, ჩონჩხის ანომალიები, საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება და ემბრიონის დაღუპვა. ადამიანებში ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს გლუკოკორტიკოიდების სისტემური გამოყენების შემთხვევაში არსებობს მონაცემები ტუჩის და სასის ნაპრალის მომატებული რისკის შესახებ. ცხოველების კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის დროს გლუკოკორტიკოიდების სუბტერატოგენური დოზების შეყვანა დაკავშირებულია ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების, გულ-სისხლძარღვთა და/ან მეტაბოლური დაავადებების რისკთან მოზრდილ ასაკში, გლუკოკორტიკოიდების, ნეირომედიატორების მეტაბოლიზმის და ქცევის მყარ ცვლილებებთან.

ამიტომ კრემის - ცელესტოდერმი-V® გარამიცინთან ერთად, გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.

ორსულობის დროს გლუკოკორტიკოიდების გამოყენების აუცილებლობისას უნდა მიიღონ ჰიდროკორტიზონი, პრედნიზონი ან პრედნიზოლონი, რადგან ეს ნივთიერებები მეტაბოლიზდება პლაცენტაში ფერმენტ 11-ბეტა-HSD-თ არააქტიურ ფორმად, ამიტომ უფრო უსაფრთხოა ვიდრე სინთეზური გლუკოკორტიკოიდების უმრავლესობა.

ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები ბეტამეთაზონის რძეში გადასვლის შესახებ. სხვა გლუკოკორტიკოიდები და გენტამიცინი გამოიყოფა რძეში. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. ამ კლასის პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ მაღალი დოზით, დიდ ფართობზე ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ბავშვი კი არ უნდა კონტაქტობდეს კანის დამუშავებულ უბანთან.

გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს

პრეპარატი გავლენას არ ახდენს რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატის შემაგენლობაში დამხმარე ნივთიერების - თეთრი თხევადი პარაფინის არსებობის გამო კრემით სასქესო ორგანოების ან ანალური მიდამოს დამუშავებისას შეიძლება აღინიშნოს ლატექსის მდგრადობის დაქვეითება და შესაბამისად შემცირდეს ლატექსისგან დამზადებული პრეზერვატივების უსაფრთხოება.

პოტენციური ურთიერთინაქტივაციის გამო კრემი არ უნდა გამოიყენონ სხვა ადგილობრივ დერმატოლოგიურ საშუალებებთან ერთად.

გენტამიცინი შეუთავსებელია ამფოტერიცინ B-სთან, ჰეპარინთან, სულფადიაზინთან და ბეტა-ლაქტამურ საშუალებებთან (მაგალითად, როგორიცაა ცეფალოსპორინები), ანიონურ დამხმარე კომპონენტებთან.

სინათლე, დაჟანგვა და ძლიერი ტუტე ნაერთები იწვევს გლუკოკორტიკოიდების დაშლას.

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.

შეფუთვა. 30 გ ალუმინის ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

ორგანონ ჰეისტ ბვ, ინდუსტრიეპარკი 30, 2220, ჰეისტ-ოპ-დენ-ბერგ, ბელგია

Organon Heist bv, Industriepark 30, 2220, Heist-op-den-Berg, Belgium.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ორგანონ სენტრალ ისტ გმბჰ, ვეიშტრასსე 20, 6006, ლუცერნი, შვეიცარია

Organon Central East GmbH, Weystrasse 20, 6006 Luzern, Switzerland.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა