ქსავრონი
XAVRON
ნევროლოგიური სიმპტომების, ყოველდღიური ცხოვრების დროს ქმედებების დარღვევებისა და ფუნქციური დარღვევების გამოვლინებების შემსუბუქება, რომლებიც დაკავშირებულია მწვავე იშემიურ ინსულტთან. გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის მქონე პაციენტებში ფუნქციური დარღვევების პროგრესირების შენელება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ედარავონი (edaravone)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,5მგ/მლ 20მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
- მწარმოებელი
- «Yuria-Pharm» LLC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- N07XX14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039767
- რეგისტრირებულია
- 19 დეკემბერი 2023, მოქმედებს 19 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Yuria-Pharm» LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ქსავრონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნევროლოგიური სიმპტომების, ყოველდღიური ცხოვრების დროს ქმედებების დარღვევებისა და ფუნქციური დარღვევების გამოვლინებების შემსუბუქება, რომლებიც დაკავშირებულია მწვავე იშემიურ ინსულტთან.
გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის მქონე პაციენტებში ფუნქციური დარღვევების პროგრესირების შენელება.
კორონავირუსული დაავადების (COVID-19)-ის სისტემური ანთებითი პასუხის გამო წარმოქმნილი მდგომარეობის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში.
მიღების წესი და დოზირება
ნევროლოგიური სიმპტომების, ყოველდღიური აქტივობების დარღვევის გამოვლინებებისა და ფუნქციური დარღვევების შემსუბუქება, რომლებიც დაკავშირებულია მწვავე იშემიურ ინსულტთან: ზრდასრულებს ედარავონის 30 მგ (1 ამპულა) დღე-ღამეში ორჯერ, დილით და საღამოს, ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში. შეყვანამდე ამპულის შიგთავსი უნდა გაიხსნას 0,9% ნატრიუმის ქლორიდის 100 მლ- ში. თერაპია უნდა დაიწყოს სიმპტომების გაჩენიდან 24 საათის განმავლობაში, მკურნალობის ხანგრძლივობა არაუმეტეს 14 დღისა.
გას-ის მქონე ავადმყოფებში ფუნქციური დარღვევების პროგრესირების შენელება : ინიშნება ზრდასრულებში 60 მგ ედარავონი (2 ამპულა), ინტრავენური ინფუზიის გზით 60 წუთის განმავლობაში, 1-ჯერ დღე-ღამეში. შეყვანამდე ამპულის შიგთავსი უნდა გაიხსნას 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საკმარის მოცულობაში. როგორც წესი, პრეპარატის შეყვანის პერიოდი და დასვენების პერიოდი ჯამში შეადგენს 28 დღეს და ითვლება 1 კურსად, ასეთი კურსები მეორდება. პირველი კურსი შედგება პრეპარატის მიღების 14 დღისგან, რის შემდეგაც მოდის 14 დღიანი შესვენება და სიმშვიდის პერიოდი, მეორე და შემდგომი კურსები შედგება პრეპარატის 10 დღიანი შეყვანისგან 14 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც იწყება 14 დღიანი დასვენების პერიოდი.
მწვავე იშემიური ინსულტის მქონე პაციენტებში თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ისეთი მდგომარეობის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში გამოყენება, რომელიც წარმოიქმნა კორონავირუსული დაავადების (C0VID-19-ის) დროს სისტემური ანთებადი პასუხის გამო; ედარავონის 30 მგ (1 ამპულა) ორჯერ დღე-ღამეში, დილით და საღამოს, ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში. შეყვანის წინ ამპულის შიგთავსი უნდა გაიხსნას 0,9% ნატრიუმის ქლორიდის 100 მლ-ში. მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 14 დღე-ღამისა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
ვინაიდან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ფიზიოლოგიური ფუნქციები ზოგადად დაქვეითებულია, გვერდითი რეაქციების გამოჩენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და მიღებული იქნას შესაბამისი ზომები. გამოქვეყნებულია მრავალი მაგალითი იმისა, რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ლეტალური შემთხვევები გვხვდება ხშირად.
ბავშვები.
კლინიკური კვლევები ბავშვების მონაწილეობით არ ჩატარებულა. ისეთი მდგომარეობის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში კლინიკური გამოყენების საკმარისი გამოცდილება, რომელიც წარმოიქმნა კორონავირუსული დაავადების (C0VID-19-ის) დროს სისტემური ანთებადი პასუხის გამო, არ არსებობს.
უკუჩვენებები
თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა, მათ შორის გას-ის მქონე პაციენტებთან.
ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენება უნდა განხორციელდეს იმ ექიმების სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი ცოდნის დონე და ნახსენები დაავადებების მკურნალობის გამოცდილება.
სამკურნალო საშუალების დანიშვნის დროს აუცილებელია პაციენტს გასაგებად მივაწოდოთ ინფორმაცია პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ ან შევთავაზოთ შესაფერისი ალტერნატივა.
თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს: თირკმელების მწვავე უკმარისობა ან თირკმლის დისფუნქციის პროგრესირება, ღვიძლის მძიმე დისფუნქცია და დისემინირებული ინტრავასკულარული სისხლის შედედება (დიშ-სინდრომი), რასაც შეიძლება ჰქონდეს ლეტალური შედეგი. ასეთი ვარიანტის დროს იყო შეტყობინებები სერიოზული შემთხვევების შესახებ, როდესაც ერთდროულად ჰქონდა ადგილი თირკმელების, ღვიძლის, სისხლისა და ა.შ. ფუნქციების დარღვევებს:
- მკურნალობის დასაწყისში უნდა იქნას განისაზღვრული სისხლის შარდოვანას აზოტი (სშა), კრეატინინი, ასAT, ალAT, LDH, კრეატინკინაზა, ერითროციტები, ჩატარდეს თირკმლის ფუნქციონირების ტესტი და თრომბოციტების ანალიზი. ედარავონის შეყვანის დროს რეგულარულად უნდა ტარდებოდეს ღვიძლის, თირკმელების ფუნქციონირების ანალიზი და სისხლის ანალიზი, და იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის მაჩვენებლებში გამოვლინდა ანომალური ცვლილებები ან ოლიგურია, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები. გარდა ამისა, უნდა გაგრძელდეს გულდასმითი დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე ინექციის დასრულების შემდეგაც.
- გას-ის მქონე პაციენტებში დაავადების პროგრესირების განმავლობაში არსებობს სისხლის შრატში კრეატინინის მაჩვენებლების დაქვეითების გამოვლენის ალბათობა კუნთების ატროფიის გამო. საჭიროა კრეატინინის დონის ცვლილებებისა და გაუარესების ტენდენცის არსებობის ან არარსებობის კონტროლი. გარდა ამისა, რადგან სშა მნიშვნელობა ვარირებს ორგანიზმში წყლის რაოდენობის მიხედვით, იმის ნაცვლად, რომ შევადაროთ სშა-ის ერთჯერადი მაჩვენებელი საკონტროლო მნიშვნელობასთან, უნდა გაკონტროლდეს სშა-ის ცვლილება, რომ დავრწმუნდეთ გაუარესებისაკენ ტენდენციის არსებობასა ან არარსებობაში.
- კუნთების ატროფიის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მის დროს, სისხლის შრატში კრეატინინისა და სშა-ის გაზომვასთან ერთად დამატებით უნდა ჩატარდეს ცისტატინი C-ს გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარის გამოთვლა სისხლის შრატში და შეგროვებულ შარდში კრეატინინის კლირენსის გაანგარიშება, რომლებიც არ არის დამოკიდებული კუნთების მასის ცვლილებებზე. უნდა განხორციელდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება.
- თუ ინექციის დროს წარმოიქმნება ისეთი გართულებები, როგორიცაა ინფექცია, და საჭიროა დამატებით ანტიბიოტიკების მიღება, ყურადღებით უნდა იქნას განხილული პრეპარატის ინექციის გაგრძელების აუცილებლობის საკითხი, ხოლო ინექციების გაგრძელების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას გაკონტროლებული ლაბორატორიული მაჩვენებლები. გარდა ამისა, პრეპარატის შეყვანის დასრულების შემდეგაც კი აუცილებელია გულდასმითი დაკვირვება და შემოწმების და ლაბორატორიული ანალიზების ხშირი ჩატარება (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).
უნდა იქნას განხილული თერაპიის ხანგრძლივობის შემცირების შესაძლებლობა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
იყო შეტყობინებები ცერებრალური ემბოლიის ან ტვინში სისხლჩაქცევის რეციდივების შემთხვევების შესახებ პრეპარატის შეყვანის დროს ან მის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები, რომლებიც უკავშირდება ეფექტურობას გას-ის მქონე პაციენტებთან
სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს აუცილებელია შეფასდეს პაციენტის შესაბამისობა მკურნალობის შერჩევის კრიტერიუმებისადმი ისეთი საწყისი მონაცემების შესწავლის შემდეგ, როგორიცაა გას-ის სიმძიმის ხარისხი კლასიფიკაციის შესაბამისად, პაციენტების რესპირატორული ფუნქცია, და ასევე იქნას გათვალისწინებული ამ პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება.
ამ პრეპარატის დანიშვნის შემთხვევები პაციენტებში მძიმე ფორმის გას-ით მე-4 და მეტი ხარისხით და პაციენტებში, რომლებსაც ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის მოცულობა შემცირდა თეორიულად ნორმალურის 70%-ზე ნაკლებამდე, მცირეა, ამიტომ მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დამტკიცებული. ასეთ პაციენტებში ქსავრონის დანიშვნისას უნდა იქნას მიღებული შეწონილი გადაწყვეტილება რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით.
გამოყენება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფში
ქსავრონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების შემდეგ კატეგორიებში:
დეჰიდრატაციით ( პრეპარატის გამოყენების დროს უნდა ხორციელდებოდეს გულდასმითი კონტროლი, შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა ან თირკმლის დისფუნქციის პროგრესირება; იყო შეტყობინებები ლეტალური შედეგის შემთხვევების შესახებ პაციენტებთან გაუწყლოვანებით, მაგალითად, სშა /კრეატინინის მაღალი თანაფარდობით);
ინფექციით (სამკურნალო საშუალების გამოყენებისას გულდასმით უნდა იქნას შეწონილი რისკისა და სარგებელის თანაფარდობა; იყო შემოსული ინფორმაცია ფატალური პროგრესირების შესახებ; პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა ან თირკმელების დისფუნქციის პროგრესირება;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (შესაძლოა გულის დაავადების გაუარესება, ასევე თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარება);
ნევროლოგიური სიმპტომების, ყოველდღიურ ცხოვრებაში საქმიანობის დარღვევების გამოვლინებებისა და მწვავე იშემიურ ინსულტთან დაკავშირებულ ფუნქციური დარღვევების შესამსუბუქებლად პაციენტებში ცნობიერების მძიმე დარღვევებით (პაციენტები არ რეაგირებენ გარეგან სტიმულაციაზე) უნდა გულდასმით შეფასდეს რისკისა და სარგებელის შეფარდება; იყო შეტყობინებები ფატალური პროგრესირების შესახებ).
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, რადგან შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს ( თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტების გარდა) პრეპარატის გამოყენებისას უნდა უტარდებოდეს გულდასმითი მონიტორინგი; შეიძლება განვითარდეს თირკმელების მწვავე უკმარისობა ან თირკმელების დისფუნქციის დამძიმება; კერძოდ, პრეპარატის შეყვანამდე პაციენტებთან სშა/კრეატინინის მაღალი შეფარდების დროს იყო ინფორმაცია ლეტალური შედეგების შემთხვევების შესახებ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებთან მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღებისას.
მიუხედავად იმისა რომ ზუსტი მექანიზმი უცნობია, პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას თირკმელების ტიპის ექსკრეციით (ცეფაზოლინის ნატრიუმი, ცეფოტიამის ჰიდროქლორიდი, პიპერაცილინის ნატრიუმი და ა.შ) შეიძლება გაიზარდოს დატვირთვა თირკმელებზე და არსებობს მათი ფუნქციის გაუარესების ალბათობა, ამიტომ კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში საჭიროა გულდასმითი დაკვირვების ჩატარება, თირკმელების ფუნქციონირების ხშირი ანალიზის განხორციელებით.
შეყვანის წინ ქსავრონი უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარის 100 მლ-ში. პრეპარატის შერევამ ინტრავენური შეყვანის სხვა ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა შაქრებს, შეიძლება გამოიწვიოს ედარავონის კონცენტრაციის შემცირება.
არ შეიძლება პრეპარატის შერევა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, დიაზეპამის, ნატრიუმის ფენიტოინის და ა.შ. ჩათვლით, ამღვრევის წარმოქმნის შესაძლებლობის გამო. ასევე არ შეიძლება შერევა კალიუმის კანრენოატთან ამღვრევის შესაძლებლობის გამო.
სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას შერეული პარენტერალური კვების ხსნარებთან და/ან ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს, და აგრეთვე არ უნდა მოხდეს შეყვანა იმავე საინფუზიო სისტემების მეშვეობით. შერევამ შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს ედარავონის კონცენტრაციის შემცირება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულებისთვის სამკურნალო საშუალების დანიშვნა სასურველი არ არის.
ქალებმა პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა განიხილონ ძუძუთი კვების გაგრძელებისა ან მისი შეწყვეტის შესაძლებლობა, მიიღებენ რა მხედველობაში თერაპიის სარგებელს და ძუძუთი კვების სარგებელს. ცხოველებზე (ვირთხებზე) ჩატარებულ ექსპერიმენტებში დადასტურებულია, რომ პრეპარატი აღწევს დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი განკუთვნილია სტაციონარის პირობებში გამოსაყენებლად, ამიტომ ასეთი მონაცემები არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები
შემდეგი გვერითი რეაქციების წარმოქმნისას პაციენტს ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური და ნებისმიერი გადახრის გამოვლენის შემთხვევაში მივიღოთ შესაბამისი ზომები, ისეთები, როგორიცაა მიღების შეწყვეტა.
სერიოზული გვერდითი რეაქციები
თირკმლის მწვავე უკმარისობა ( სიხშირე 0,26%), ნეფროზული სინდრომი (სიხშირე 0,02 %): თუ ადგილი აქვს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თირკმელების ფუნქციის შემცირება ან ოლიგურია, პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და იქნას მიღებული შესაბამისი ზომები იმ ექიმებთან თანამშრომლობით, რომლებსაც გააჩნიათ თირკმლის უკმარისობის მკურნალობის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება.
ფულმინანტური ჰეპატიტი ( სიხშირე უცნობია), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სიხშირე 0,24%), სიყვითლე (სიხშირე უცნობია) : შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰეპატიტები, ისეთები, როგორიცაა ფულლმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის დისფუნქცია ასAT, ალAT, ტუტე ფოსფატაზას, ɣ-გლუტამილტრანსპეპტიდაზას, LDH, ბილირუბინის და ა,შ დონეების გამოხატული მომატება, და აგრეთვე სიყვითლე.
თრომბოციტოპენია (სიხშირე 0,08%), გრანულოციტოპენია (სიხშირე უცნობია).
დისემინირებული ინტრავასკულარული შედედება (დიშ-სინდრომი)( სიხშირე 0,08%):
სისხლში ცვლილებების ან ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, რომლებიც მიუთითებენ დიშ-ის სინდრომზე, სამკურნალო საშუალების შეყვანა უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.
ფილტვების მწვავე დაზიანება (სიხშირე უცნობია): ფილტვების მწვავე დაზიანება, რომელსაც თან ახლავს ცხელება, ხველება, დისპნოე, გულმკერდის რენტგენოგრაფიის ანომალიები. გულდასმით უნდა ვაკვირდებოდეთ პაციენტის მდგომარეობას, და, თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და იქნას მიღებული ისეთი შესაბამისი ზომები, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების შეყვანა.
რაბდომიოლიზი (სიხშირე უცნობია) : თუ ადგილი აქვს კუნთების ტკივილს, სისუსტეს, კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) დონის მატებას ან მიოგლობინის დონის მატებას სისხლში ან შარდში, პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს და იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.
შოკი, ანაფულაქსია (სიხშირე უცნობია): შეიძლება წარმოიქმნას შოკი და ანაფილაქსია (ჭინჭრის ციება, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.)
სხვა გვერდითი რეაქციები
გვერდითი რეაქცია
სიხშირე ≥ 5%
სიხშირე 0,1≤ 5%
სიხშირე უცნობია
იმუნური სისტემის მხრივ
გამონაყარი, შეშუპება, ერითემა (მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა) და სხვა
გაწითლება, გამონაყარი ბებერას სახით, ქავილი
სისხლის მხრივ
ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ჰემატოკრიტის დონის შემცირება, ჰემოგლობინის დაცემა, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია
ცვლილებები შეყვანის ადგილზე
გამონაყარი ინექციის ადგილზე, გაწითლება და შეშუპება ინექციის ადგილზე
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
ალAT-ს დონის მომატება
საერთო ბილირუბინის, ასAT-ს, ლდგ-ს, ტუტე ფოსფატაზის, γ-გლუტამილტრანსპეპტი-დაზას დონის მომატება, ბილირუბინურია
დადებითი ურობილინოგენი
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
სშა-ს გაზრდა, შარდმჟავას დონის მომატება სისხლის შრატში, შარდმჟავას დონის შემცირება სისხლის შრატში; პროტეინურია, ჰემატურია
პოლიურია, კრეატინინის დონის მატება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა
ღებინება
ზოგადი დარღვევები
ჰიპერთერმია, სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება/დაკლება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება/დაკლება,სისხლის შრატში საერთო ცილის დონის დაკლება, კფკ-ს დონის მომატება/დაკლება, სისხლის შრატში კალიუმის დონის დაწევა, გლუკოზურია, სისხლის შრატში კალციუმის დონის დაწევა; არტერიული წნევის მომატება
კალიუმის დონის მომატება სისხლის შრატში, თავის ტკივილი
შემთხვევების სიხშირე მოიცავს პოსტმარკეტინგული დაკვირვებების შედეგებს.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას. ეს გვაძლევს შესაბამისი სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა აუცილებლად უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო რეაქციის შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ნაციონალური სისტემის მეშვეობით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ედარავონი;
1 მლ ხსნარი შეიცავს 1,5 მგ ედარავონს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ფოსფორის მჟავა, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე.
შენახვის პირობები
2 წელი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალური ნერვული სისტემაზე.
ედარავონი. ათქ კოდი N07 XX14
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ისეთი თავისუფალი რადიკალები, როგორიცაა ჰიდროქსილური რადიკალები (OH), წარმოადგენენ თავის ტვინში სისხლძარღვოვანი დარღვევების ძირითადი ფაქტორებიდან ერთ-ერთს, რომლებიც დაკავშირებულია იშემიასთან; იშემიის ან სისხლჩაქცევის დროს გამტარიანობის აღდგენის მომენტში, არაქიდონის მჟავის გამომუშავების ანომალური ზრდის გამო, იზრდება წარმოებული თავისუფალი რადიკალების რაოდენობა. ეს თავისუფალი რადიკალები იწვევენ უჯერი ცხიმოვანი მჟავების პეროქსიდაციას, რომლებიც შედიან უჯრედული მემბრანების ლიპიდების შემადგენლობაში, აზიანებენ რა მათ, რაც იწვევს თავის ტვინის ფუნქციის დარღვევას.
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის (გას) დაწყებისა და განვითარების ეთიოლოგია ამჟამად გარკვეული არ არის. თუმცა იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ ოქსიდაციური სტრესი, რომელსაც იწვევენ თავისუფალი რადიკალები, შეიძლება წარმოადგენდეს ნახსენები პათოლოგიის ეთიოლოგიურ ფაქტორს. ედარავონი, თავისუფალი რადიკალების შებოჭვის გზით ლიპიდების პეროქსიდაციაზე დამთრგუნველი ზეგავლენის წყალობით ახდენს დაავადების განვითარების დამუხრუჭებას თავის ტვინის უჯრედების ( სისხლძარღვოვანი ენდოთელიარული უჯრედები/ნერვული უჯრედები) ოქსიდაციური დაზიანების შემცირების გზით.
თავის ტვინის იშემიური ინფარქტის მწვავე სტადიაზე პრეპარატი ავლენს დამცავ ეფექტს, თრგუნავს რა ისეთი ცერებროვასკულური იშემიური დარღვევების წარმოქმნას და განვითარებას, როგორიცაა თავის ტვინის შეშუპება, თავის ტვინის ინფარქტი, ნევროლოგიური სიმპტომები, ნეირონების ნელი სიკვდილი. ედარავონი ასევე თრგუნავს გას-ის პროგრესირებას ნერვული უჯრედების ოქსიდაციური დარღვევების ინჰიბირების გზით.
ასევე ახლახანს დადგინდა, რომ ოქსიდაციური სტრესი წარმოადგენს კორონავირუსული დაავადების (COVID-19) პათოგენეზის ძირითად ფაქტორს.
კორონავირუსული დაავადების მქონე პაციენტების დაახლოებით 5 % აქვთ ფილტვების მძიმე დაზიანება და/ან პოლიორგანული დისფუნქცია. ცხოველევზე ჩატარებული კვლევების მონაცემების თანახმად, ედარავონი ოქსიდაციური სტრესის შემცირებისა და ზრდის ფაქტორის β1 / Smad3 -ის შესახებ სიგნალის ტრანსფორმაციის შემცირების გზით ასუსტებს ადრეულ ფილტვის ფიბროზთან ასოცირებულ მწვავე რესპირაციულ დისტრეს-სინდრომს, რომელიც ინდუცირებულია Esherichia coli 0111:B4-ის მემბრანიდან ესტრაგირებული ლიპოპოლისაქარიდით.
გარდა ამისა, COVID-19-ის მქონე მძიმედ დაავადებულ პაციენტებს ხშირად უვითარდებათ შოკის ტიპიური კლინიკური გამოვლინებები, მეტაბოლური აციდოზი და აღინიშნება სისხლის შედედების ანომალური პარამეტრები, რაც მოწმობს მიკროცირკულაციის დისფუნქციაზე.
სისტემური ანთებადი რეაქცია, რომელიც წარმოიქმნება ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების, ტრავმების (განსაკუთრებით პოლიტრავმის დროს), მასიური ქირურგიული ჩარევების, იშემიისა და ნებისმიერი ორგანოს პერფუზიებისა და ავთვისებიანი სიმსივნეებისას, ასევე წარმოაგენს კოაგულოპათიის განვითარების მთავარ ფაქტორს, რომელიც ასცირებულია COVID-19-თან, რაც მხარს უჭერს თრომბოანთების კონცეფციას. კორონავირუსული დაავადება დაკავშირებულია თრომბოანთების პრობლემებთანაც და ავტოიმუნიტეტის პრობლემებთანაც. ამჟამად COVID-19-ის მიმე ფორმა განიხილება როგორც თრომბოანთების სისტემური სინდრომი, რომელიც ვლინდება ვენური და არტერიული კალაპოტის მიკრო- და მაკროსისხლძარღვების თრომბოზების განვითარებით.
შესაძლოა, არსებობდეს საერთო პათოგენეტიკური მექანიზმები COVID-19-ის დროს კოაგულოპათიისა და იმუნოანთებადი რევმატული დაავადებებისას, რომლებიც დაკავშირებულია პროანთებადი ციტოკინების სინთეზის დისრეგულაციასთან, კომპლემენტის სისტემის აქტივაციასთან, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების ჰიპერპროდუცირებასთან და ა.შ.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ქსავრონის კლინიკური კვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ეფექტურობისა და უსაფრთხოების განსაზღვრა ისეთი მდგომარეობის კომპლექსური მკურნალობის დროს, რომელიც წარმოიქმნება ინფექციურ დაავადებისას სისტემური ანთებითი პასუხის გამო, მათ შორის კორონავირუსული დაავადებისას(COVID-19) იყო ჩატარებული უკრაინის 5 შესაფერისად კვალიფიცირებულ ცენტრში. 150 პაციენტი იყო რანდომიზირებული 1:1-ზე შეფარდებით საბაზო თერაპის ჯგუფში სამკურნალო საშუალება ქსავრონის დამატებით ან საბაზო ჯგუფში პლაცებოს დამატებით.
ქსავრონი შეჰყავდათ დღე-ღამეში ორჯერ ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში. მკურნაობის საერთო ხანგრძლივობა შეადგენდა არაუმეტეს 14 დღე-ღამისა.
ეფექტურობის შეფასების მთავარი ცვლადის სახით იყო აღებული დრო ჟანგბადით ჩატარებული თერაპიის მოხსნამდე 0-დან 28-ე დღემდე ვადით დაკვირვებისას. გამოვლენილი იყო სტaტისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა ქსავრონის გამომყენებელი ჯგუფისა და პლაცებოს ჯგუფს შორის ქსავრონის სასარგებლოდ მთავარი ცვლადის მიხედვით „დრო ჟანგბადით თერაპიის მოხსნამდე საათებში (p = 0,016, ცალმხივი) და დღეებში (p= 0,021, ცალმხრივი)“ შედარებისას. კორეგირებული ცალმხრივი p-მნიშვნელობა გათვლილი როგორც სხეულის მასის ინდექსის (სმი) კოვარიატა შეადგენდა 0, 008 (ცალმხრივი) და 0,011 (ცალმხრივი) შესაბამისად. მიღებული შედეგები მოწმობენ ქსავრონის ჯგუფში თერაპიის აღმატებულ ეფექტურობაზე პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.
კვლევის პროსესში არ ყოფილა დარეგისტრირებული არც ერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა. დარეგისტრირებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმისა როგორც პლაცებოს ჯგუფში, ასევე ქსავრონის ჯგუფში. ორივე ჯგუფში ნეგატიური გავლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე გამოვლენილი არ ყოფილა.
ფარმაკოკინეტიკა.
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო ხუთ ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეზე და ხუთ ჯანმრთელ ხანდაზმული ასაკის მამაკაც მოხალისეზე (65 წლისა და უფროსი ასაკის) ორი დღის განმავლობაში დღე-ღამეში ორჯერ პრეპარატის დოზის (0,5 მგ/კგ) მრავალჯერადი ინტრავენური შეყვანიდან 30 წუთის შემდეგ, აგრეთვე სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის ცვალებადობის მიხედვით პირველი შეყვანის შემდეგ. უცვლელი პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ორივე ჯგუფში თანაბრად მცირდებოდა დაგროვების კვალის გარეშე.
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
ჯანმრთელი მამაკაცი მოხალისეები
(n=5)
ხანდაზმული ასაკის ჯანმრთელი მოხალისე მამაკაცები
(n=5)
С max (ნგ/მლ)
888±171
1041±106
t ½ α (ს)
0,27±0,11
0,17±0,03
t ½ β (ს)
2,27±0,80
1,84±0,17
ედარავონის შეკავშირების დონე სისხლის შრატის ცილებთან და შრატისმიერ ალბუმინთან შეადგენს 92% და 89-91%-ს, შესაბამისად (in vitro).
სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმი ზრდასრულ ჯანმრთელ მამაკაცებთან და ხანდაზმული ასაკის ჯანმრთელ პირებთან ძირითადად ხდება ღვიძლში. სისხლის პლაზმაში ედარავონის ძირითადი მეტაბოლიტებს წარმოადგენენ სულფატის კონიუგატები, ასევე იყო აღმოჩენილი კონიუგატები გლუკურონის მჟავასთან. შარდში, უმეტესწილად, იქნა აღმოჩენილი გლუკურონიდები და, ნაკლები რაოდენობით, სულფატური კონიუგატები.
ედარავონის ზრდასრული ჯანმრთელი მამაკაცებისთვის და ხანდაზმული ასაკის ჯანმრთელი პირებისთვის 2 დღის განმავლობაში დღე-ღამეში ორჯერ 30 წუთიანი ( 0,5 მგ/კგ) ინტრავენური შეყვანის შემდეგ პრეპარატის 0.7-0.9% გამოიყოფოდა შარდით უცვლელი სახით და 71.0-79.9% მეტაბოლიტების სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ქსავრონი
(XAVRON)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ედარავონი;
1 მლ ხსნარი შეიცავს 1,5 მგ ედარავონს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ფოსფორის მჟავა, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სხვა პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალური ნერვული სისტემაზე.

კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები.
ნევროლოგიური სიმპტომების, ყოველდღიური ცხოვრების დროს ქმედებების დარღვევებისა და ფუნქციური დარღვევების გამოვლინებების შემსუბუქება, რომლებიც დაკავშირებულია მწვავე იშემიურ ინსულტთან.
გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის მქონე პაციენტებში ფუნქციური დარღვევების პროგრესირების შენელება.
კორონავირუსული დაავადების (COVID-19)-ის სისტემური ანთებითი პასუხის გამო წარმოქმნილი მდგომარეობის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში.
უკუჩვენებები.
თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა, მათ შორის გას-ის მქონე პაციენტებთან.
ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღებისას.
მიუხედავად იმისა რომ ზუსტი მექანიზმი უცნობია, პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას თირკმელების ტიპის ექსკრეციით (ცეფაზოლინის ნატრიუმი, ცეფოტიამის ჰიდროქლორიდი, პიპერაცილინის ნატრიუმი და ა.შ) შეიძლება გაიზარდოს დატვირთვა თირკმელებზე და არსებობს მათი ფუნქციის გაუარესების ალბათობა, ამიტომ კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში საჭიროა გულდასმითი დაკვირვების ჩატარება, თირკმელების ფუნქციონირების ხშირი ანალიზის განხორციელებით.
შეყვანის წინ ქსავრონი უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარის 100 მლ-ში. პრეპარატის შერევამ ინტრავენური შეყვანის სხვა ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა შაქრებს, შეიძლება გამოიწვიოს ედარავონის კონცენტრაციის შემცირება.
არ შეიძლება პრეპარატის შერევა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, დიაზეპამის, ნატრიუმის ფენიტოინის და ა.შ. ჩათვლით, ამღვრევის წარმოქმნის შესაძლებლობის გამო. ასევე არ შეიძლება შერევა კალიუმის კანრენოატთან ამღვრევის შესაძლებლობის გამო.
სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას შერეული პარენტერალური კვების ხსნარებთან და/ან ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს, და აგრეთვე არ უნდა მოხდეს შეყვანა იმავე საინფუზიო სისტემების მეშვეობით. შერევამ შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს ედარავონის კონცენტრაციის შემცირება.
გამოყენების თავისებურებანი.
პრეპარატის გამოყენება უნდა განხორციელდეს იმ ექიმების სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი ცოდნის დონე და ნახსენები დაავადებების მკურნალობის გამოცდილება.
სამკურნალო საშუალების დანიშვნის დროს აუცილებელია პაციენტს გასაგებად მივაწოდოთ ინფორმაცია პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ ან შევთავაზოთ შესაფერისი ალტერნატივა.
თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს: თირკმელების მწვავე უკმარისობა ან თირკმლის დისფუნქციის პროგრესირება, ღვიძლის მძიმე დისფუნქცია და დისემინირებული ინტრავასკულარული სისხლის შედედება (დიშ-სინდრომი), რასაც შეიძლება ჰქონდეს ლეტალური შედეგი. ასეთი ვარიანტის დროს იყო შეტყობინებები სერიოზული შემთხვევების შესახებ, როდესაც ერთდროულად ჰქონდა ადგილი თირკმელების, ღვიძლის, სისხლისა და ა.შ. ფუნქციების დარღვევებს:
- მკურნალობის დასაწყისში უნდა იქნას განისაზღვრული სისხლის შარდოვანას აზოტი (სშა), კრეატინინი, ასAT, ალAT, LDH, კრეატინკინაზა, ერითროციტები, ჩატარდეს თირკმლის ფუნქციონირების ტესტი და თრომბოციტების ანალიზი. ედარავონის შეყვანის დროს რეგულარულად უნდა ტარდებოდეს ღვიძლის, თირკმელების ფუნქციონირების ანალიზი და სისხლის ანალიზი, და იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის მაჩვენებლებში გამოვლინდა ანომალური ცვლილებები ან ოლიგურია, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები. გარდა ამისა, უნდა გაგრძელდეს გულდასმითი დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე ინექციის დასრულების შემდეგაც.
- გას-ის მქონე პაციენტებში დაავადების პროგრესირების განმავლობაში არსებობს სისხლის შრატში კრეატინინის მაჩვენებლების დაქვეითების გამოვლენის ალბათობა კუნთების ატროფიის გამო. საჭიროა კრეატინინის დონის ცვლილებებისა და გაუარესების ტენდენცის არსებობის ან არარსებობის კონტროლი. გარდა ამისა, რადგან სშა მნიშვნელობა ვარირებს ორგანიზმში წყლის რაოდენობის მიხედვით, იმის ნაცვლად, რომ შევადაროთ სშა-ის ერთჯერადი მაჩვენებელი საკონტროლო მნიშვნელობასთან, უნდა გაკონტროლდეს სშა-ის ცვლილება, რომ დავრწმუნდეთ გაუარესებისაკენ ტენდენციის არსებობასა ან არარსებობაში.
- კუნთების ატროფიის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მის დროს, სისხლის შრატში კრეატინინისა და სშა-ის გაზომვასთან ერთად დამატებით უნდა ჩატარდეს ცისტატინი C-ს გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარის გამოთვლა სისხლის შრატში და შეგროვებულ შარდში კრეატინინის კლირენსის გაანგარიშება, რომლებიც არ არის დამოკიდებული კუნთების მასის ცვლილებებზე. უნდა განხორციელდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება.
- თუ ინექციის დროს წარმოიქმნება ისეთი გართულებები, როგორიცაა ინფექცია, და საჭიროა დამატებით ანტიბიოტიკების მიღება, ყურადღებით უნდა იქნას განხილული პრეპარატის ინექციის გაგრძელების აუცილებლობის საკითხი, ხოლო ინექციების გაგრძელების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას გაკონტროლებული ლაბორატორიული მაჩვენებლები. გარდა ამისა, პრეპარატის შეყვანის დასრულების შემდეგაც კი აუცილებელია გულდასმითი დაკვირვება და შემოწმების და ლაბორატორიული ანალიზების ხშირი ჩატარება (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).
უნდა იქნას განხილული თერაპიის ხანგრძლივობის შემცირების შესაძლებლობა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
იყო შეტყობინებები ცერებრალური ემბოლიის ან ტვინში სისხლჩაქცევის რეციდივების შემთხვევების შესახებ პრეპარატის შეყვანის დროს ან მის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები, რომლებიც უკავშირდება ეფექტურობას გას-ის მქონე პაციენტებთან
სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს აუცილებელია შეფასდეს პაციენტის შესაბამისობა მკურნალობის შერჩევის კრიტერიუმებისადმი ისეთი საწყისი მონაცემების შესწავლის შემდეგ, როგორიცაა გას-ის სიმძიმის ხარისხი კლასიფიკაციის შესაბამისად, პაციენტების რესპირატორული ფუნქცია, და ასევე იქნას გათვალისწინებული ამ პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება.
ამ პრეპარატის დანიშვნის შემთხვევები პაციენტებში მძიმე ფორმის გას-ით მე-4 და მეტი ხარისხით და პაციენტებში, რომლებსაც ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის მოცულობა შემცირდა თეორიულად ნორმალურის 70%-ზე ნაკლებამდე, მცირეა, ამიტომ მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დამტკიცებული. ასეთ პაციენტებში ქსავრონის დანიშვნისას უნდა იქნას მიღებული შეწონილი გადაწყვეტილება რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით.
გამოყენება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფში
ქსავრონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტების შემდეგ კატეგორიებში:
დეჰიდრატაციით ( პრეპარატის გამოყენების დროს უნდა ხორციელდებოდეს გულდასმითი კონტროლი, შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა ან თირკმლის დისფუნქციის პროგრესირება; იყო შეტყობინებები ლეტალური შედეგის შემთხვევების შესახებ პაციენტებთან გაუწყლოვანებით, მაგალითად, სშა /კრეატინინის მაღალი თანაფარდობით);
ინფექციით (სამკურნალო საშუალების გამოყენებისას გულდასმით უნდა იქნას შეწონილი რისკისა და სარგებელის თანაფარდობა; იყო შემოსული ინფორმაცია ფატალური პროგრესირების შესახებ; პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა ან თირკმელების დისფუნქციის პროგრესირება;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (შესაძლოა გულის დაავადების გაუარესება, ასევე თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარება);
ნევროლოგიური სიმპტომების, ყოველდღიურ ცხოვრებაში საქმიანობის დარღვევების გამოვლინებებისა და მწვავე იშემიურ ინსულტთან დაკავშირებულ ფუნქციური დარღვევების შესამსუბუქებლად პაციენტებში ცნობიერების მძიმე დარღვევებით (პაციენტები არ რეაგირებენ გარეგან სტიმულაციაზე) უნდა გულდასმით შეფასდეს რისკისა და სარგებელის შეფარდება; იყო შეტყობინებები ფატალური პროგრესირების შესახებ).
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, რადგან შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს ( თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტების გარდა) პრეპარატის გამოყენებისას უნდა უტარდებოდეს გულდასმითი მონიტორინგი; შეიძლება განვითარდეს თირკმელების მწვავე უკმარისობა ან თირკმელების დისფუნქციის დამძიმება; კერძოდ, პრეპარატის შეყვანამდე პაციენტებთან სშა/კრეატინინის მაღალი შეფარდების დროს იყო ინფორმაცია ლეტალური შედეგების შემთხვევების შესახებ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებთან მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულებისთვის სამკურნალო საშუალების დანიშვნა სასურველი არ არის.
ქალებმა პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა განიხილონ ძუძუთი კვების გაგრძელებისა ან მისი შეწყვეტის შესაძლებლობა, მიიღებენ რა მხედველობაში თერაპიის სარგებელს და ძუძუთი კვების სარგებელს. ცხოველებზე (ვირთხებზე) ჩატარებულ ექსპერიმენტებში დადასტურებულია, რომ პრეპარატი აღწევს დედის რძეში.
რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს
პრეპარატი განკუთვნილია სტაციონარის პირობებში გამოსაყენებლად, ამიტომ ასეთი მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების წესი და დოზირება.
ნევროლოგიური სიმპტომების, ყოველდღიური აქტივობების დარღვევის გამოვლინებებისა და ფუნქციური დარღვევების შემსუბუქება, რომლებიც დაკავშირებულია მწვავე იშემიურ ინსულტთან: ზრდასრულებს ედარავონის 30 მგ (1 ამპულა) დღე-ღამეში ორჯერ, დილით და საღამოს, ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში. შეყვანამდე ამპულის შიგთავსი უნდა გაიხსნას 0,9% ნატრიუმის ქლორიდის 100 მლ- ში. თერაპია უნდა დაიწყოს სიმპტომების გაჩენიდან 24 საათის განმავლობაში, მკურნალობის ხანგრძლივობა არაუმეტეს 14 დღისა.
გას-ის მქონე ავადმყოფებში ფუნქციური დარღვევების პროგრესირების შენელება : ინიშნება ზრდასრულებში 60 მგ ედარავონი (2 ამპულა), ინტრავენური ინფუზიის გზით 60 წუთის განმავლობაში, 1-ჯერ დღე-ღამეში. შეყვანამდე ამპულის შიგთავსი უნდა გაიხსნას 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საკმარის მოცულობაში. როგორც წესი, პრეპარატის შეყვანის პერიოდი და დასვენების პერიოდი ჯამში შეადგენს 28 დღეს და ითვლება 1 კურსად, ასეთი კურსები მეორდება. პირველი კურსი შედგება პრეპარატის მიღების 14 დღისგან, რის შემდეგაც მოდის 14 დღიანი შესვენება და სიმშვიდის პერიოდი, მეორე და შემდგომი კურსები შედგება პრეპარატის 10 დღიანი შეყვანისგან 14 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც იწყება 14 დღიანი დასვენების პერიოდი.
მწვავე იშემიური ინსულტის მქონე პაციენტებში თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ისეთი მდგომარეობის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში გამოყენება, რომელიც წარმოიქმნა კორონავირუსული დაავადების (C0VID-19-ის) დროს სისტემური ანთებადი პასუხის გამო; ედარავონის 30 მგ (1 ამპულა) ორჯერ დღე-ღამეში, დილით და საღამოს, ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში. შეყვანის წინ ამპულის შიგთავსი უნდა გაიხსნას 0,9% ნატრიუმის ქლორიდის 100 მლ-ში. მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 14 დღე-ღამისა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
ვინაიდან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ფიზიოლოგიური ფუნქციები ზოგადად დაქვეითებულია, გვერდითი რეაქციების გამოჩენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და მიღებული იქნას შესაბამისი ზომები. გამოქვეყნებულია მრავალი მაგალითი იმისა, რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ლეტალური შემთხვევები გვხვდება ხშირად.
ბავშვები.
კლინიკური კვლევები ბავშვების მონაწილეობით არ ჩატარებულა. ისეთი მდგომარეობის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში კლინიკური გამოყენების საკმარისი გამოცდილება, რომელიც წარმოიქმნა კორონავირუსული დაავადების (C0VID-19-ის) დროს სისტემური ანთებადი პასუხის გამო, არ არსებობს.
დოზის გადაჭარბება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.
გვერდითი რეაქციები.
შემდეგი გვერითი რეაქციების წარმოქმნისას პაციენტს ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური და ნებისმიერი გადახრის გამოვლენის შემთხვევაში მივიღოთ შესაბამისი ზომები, ისეთები, როგორიცაა მიღების შეწყვეტა.
სერიოზული გვერდითი რეაქციები
თირკმლის მწვავე უკმარისობა ( სიხშირე 0,26%), ნეფროზული სინდრომი (სიხშირე 0,02 %): თუ ადგილი აქვს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თირკმელების ფუნქციის შემცირება ან ოლიგურია, პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და იქნას მიღებული შესაბამისი ზომები იმ ექიმებთან თანამშრომლობით, რომლებსაც გააჩნიათ თირკმლის უკმარისობის მკურნალობის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება.
ფულმინანტური ჰეპატიტი ( სიხშირე უცნობია), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სიხშირე 0,24%), სიყვითლე (სიხშირე უცნობია) : შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰეპატიტები, ისეთები, როგორიცაა ფულლმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის დისფუნქცია ასAT, ალAT, ტუტე ფოსფატაზას, ɣ-გლუტამილტრანსპეპტიდაზას, LDH, ბილირუბინის და ა,შ დონეების გამოხატული მომატება, და აგრეთვე სიყვითლე.
თრომბოციტოპენია (სიხშირე 0,08%), გრანულოციტოპენია (სიხშირე უცნობია).
დისემინირებული ინტრავასკულარული შედედება (დიშ-სინდრომი)( სიხშირე 0,08%):
სისხლში ცვლილებების ან ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, რომლებიც მიუთითებენ დიშ-ის სინდრომზე, სამკურნალო საშუალების შეყვანა უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.
ფილტვების მწვავე დაზიანება (სიხშირე უცნობია): ფილტვების მწვავე დაზიანება, რომელსაც თან ახლავს ცხელება, ხველება, დისპნოე, გულმკერდის რენტგენოგრაფიის ანომალიები. გულდასმით უნდა ვაკვირდებოდეთ პაციენტის მდგომარეობას, და, თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და იქნას მიღებული ისეთი შესაბამისი ზომები, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების შეყვანა.
რაბდომიოლიზი (სიხშირე უცნობია) : თუ ადგილი აქვს კუნთების ტკივილს, სისუსტეს, კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) დონის მატებას ან მიოგლობინის დონის მატებას სისხლში ან შარდში, პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს და იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.
შოკი, ანაფულაქსია (სიხშირე უცნობია): შეიძლება წარმოიქმნას შოკი და ანაფილაქსია (ჭინჭრის ციება, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.)
სხვა გვერდითი რეაქციები
გვერდითი რეაქცია
სიხშირე ≥ 5%
სიხშირე 0,1≤ 5%
სიხშირე უცნობია
იმუნური სისტემის მხრივ
გამონაყარი, შეშუპება, ერითემა (მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა) და სხვა
გაწითლება, გამონაყარი ბებერას სახით, ქავილი
სისხლის მხრივ
ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ჰემატოკრიტის დონის შემცირება, ჰემოგლობინის დაცემა, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია
ცვლილებები შეყვანის ადგილზე
გამონაყარი ინექციის ადგილზე, გაწითლება და შეშუპება ინექციის ადგილზე
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
ალAT-ს დონის მომატება
საერთო ბილირუბინის, ასAT-ს, ლდგ-ს, ტუტე ფოსფატაზის, γ-გლუტამილტრანსპეპტი-დაზას დონის მომატება, ბილირუბინურია
დადებითი ურობილინოგენი
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
სშა-ს გაზრდა, შარდმჟავას დონის მომატება სისხლის შრატში, შარდმჟავას დონის შემცირება სისხლის შრატში; პროტეინურია, ჰემატურია
პოლიურია, კრეატინინის დონის მატება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა
ღებინება
ზოგადი დარღვევები
ჰიპერთერმია, სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება/დაკლება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება/დაკლება,სისხლის შრატში საერთო ცილის დონის დაკლება, კფკ-ს დონის მომატება/დაკლება, სისხლის შრატში კალიუმის დონის დაწევა, გლუკოზურია, სისხლის შრატში კალციუმის დონის დაწევა; არტერიული წნევის მომატება
კალიუმის დონის მომატება სისხლის შრატში, თავის ტკივილი
შემთხვევების სიხშირე მოიცავს პოსტმარკეტინგული დაკვირვებების შედეგებს.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას. ეს გვაძლევს შესაბამისი სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა აუცილებლად უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო რეაქციის შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ნაციონალური სისტემის მეშვეობით.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა.
არ შეურიოთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, გარდა იმ სამკურნალო საშუალებებისა, რომლებიც მითითებულია ნაწილში „გამოყენების წესი და დოზები“.
შეფუთვა.
20 მლ მინის ამპულაში, 5 ამპულა კონტურულ უჯრედული შეფუთვაში, 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი.
შპს „იურია-ფარმი“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა.
უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქალაქი ჩერკასი, ქ. კობზარსკაია, 108.
ტელ.: +38 (044) 281-01-01.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.