პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

ქლოფაზოლინი 150 მიკროგრამი ტაბლეტები

CHLOPHAZOLIN® 150 micrograms tablets

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ესენციური და მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ყველა ეტაპზე - დამოუკიდებლად ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლონიდინი (clonidine)
ფორმა და შეფუთვა
150მკგ ტაბლეტი №50 (1X50)
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, იმიდაზოლინის რეცეპტორების აგონისტები
ATC კოდი
C02AC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044791
რეგისტრირებულია
12 თებერვალი 2026, მოქმედებს 12 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაქლოფაზოლინი 150 მიკროგრამი ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ქლოფაზოლინი 150 მიკროგრამი ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ესენციური და მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ყველა ეტაპზე - დამოუკიდებლად ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება

დოზირების დადგენა ხდება ინდივიდუალურად. მკურნალობის დროს უნდა მოხდეს არტერიული წნევის კონტროლი.

ზრდასრულები:

საწყისი დოზა შეადგენს 75 მიკროგრამს (ტაბლეტის 1/2) 2-3 ჯერ დღეში. არასაკმარისი თერაპიული პასუხის შემთხვევაში ხდება დოზის თანდათანობითი მომატება (2-3 დღის შემდეგ) 150 - 300 მიკროგრამამდე 2-3 ჯერ დღეში. პაციენტების უმრავლესობის გაკონტროლება მოხდება 300 - 1200 მკგ ყოველდღიური დაყოფილი დოზებით. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს უფრო მაღალი დოზა, მაგალითად, 1800 მიკროგრამი ან მეტი. პაციენტებმა, რომლებიც ანესთეზიას დაექვემდებარენ, უნდა განაგრძონ კლონიდინით მკურნალობა ანესთეზიის დაწყებამდე, დროს და მის შემდეგ, პერორალურად ან შინაგანად მიღების სახით ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე.

პედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება კლონიდინის გამოყენების შესახებ ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. ამიტომ, კლონიდინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

დოზა უნდა იყოს კორექტირებული:

  • ინდივიდუალური ანტიჰიპერტენზიული რეაქციის მიხედვით, რომელიც შეიძლება ძალიან ცვალებადი იყოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, საჭიროა საგულდაგულო მონიტორინგი (იხ. ნაწილი 4.4)
  • თირკმლის უკმარისობის ხარისხის მიხედვით.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე ზემოთ)

არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ხანდაზმულებში ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ. კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდნენ 65 წელს ზემოთ პაციენტები და ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელი არანაირი უარყოფითი რეაქციები არ გამოვლენილა.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით, წყლის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით.

მკურნალობის შეწყვეტა

კლონიდინით მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს მკვეთრად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება (ვეგეტატიური ნერვული დარღვევები - მომატებული ნერვული აგზნებადობა, უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება). მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით, კლონიდინის დოზის შემცირებით 2-4 დღის განმავლობაში.

უკუჩვენებები

ქლოროფაზოლინი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პროდუქტის სხვა კომპონენტების მიმართ, აგრეთვე პაციენტებში მწვავე ბრადიარითმიით, რომელიც გამოწვეულია ან სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით ან მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადით. იშვიათი მემკვიდრეობითი მდგომარეობის შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება შეუსაბამო იყოს პროდუქტის ექსციპიენტთან (იხ.4.4 პუნქტი განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას), პროდუქტის გამოყენება უკუნაჩვენებია.

სიფრთხილის ზომები

სიფრთხილეა საჭირო რეინოს დაავადების ან პერიფერიული სისხლძარღვთა სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში. როგორც ჰიპერტონიის დროს გამოყენებული ყველა პრეპარატი, ქლოფაზოლინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ცერებროვასკულური ან კორონარული უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ქლოფაზოლინი ასევე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ბრადიარითმიით, როგორიცაა ნელი სინუსური რიტმი, აგრეთვე პოლინევროპათია ან შეკრულობა.

მკაცრად უნდა მოხდეს დეპრესიის ისტორიის მქონე პაციენტების კონტროლი ქლოფაზოლინით ხანგრძლივი მკურნალობისას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, პერორალური მკურნალობის მქონე პაციენტებს აქვთ შემდგომი დეპრესიული ეპიზოდების განვითარების შესახებ ეპიზოდური შეტყობინებები.

სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მსგავსად, ქლოფაზოლინით მკურნალობა განსაკუთრებით გულდასმით უნდა გაკონტროლდეს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ფეოქრომოციტომით გამოწვეული ჰიპერტენზიის დროს ქლოფაზოლინის თერაპიული ეფექტი არ შეიძლება მოსალოდნელი იყოს.

კლონიდინი არის ქლოფაზოლინის აქტიური ინგრედიენტი და მისი მეტაბოლიტები ფართოდ გამოიყოფა შარდით. დოზირება უნდა იყოს მორგებული ინდივიდუალური ანტიჰიპერტენზიული რეაქციის მიხედვით, რომელიც შეიძლება ძალიან ცვალებადი იყოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. 4.2) საჭიროა საგულდაგულო მონიტორინგი. ვინაიდან რუტინული ჰემოდიალიზის დროს კლონიდინის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა, დიალიზის შემდეგ დამატებითი კლონიდინის დანიშვნის საჭიროება აღარ არის.

ქლოფაზოლინის უეცარმა შეწყვეტამ, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული დაავადებები. ასევე ცნობილი იყო აგზნების, მოუსვენრობის, გულისცემის, ნერვიულობის, ტრემორის, თავის ტკივილის და აბდომინალური სიმპტომების შემთხვევები. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ მიღებული მითითებები, რომ არ შეწყვიტონ თერაპია ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თერაპიის შეწყვეტისას ექიმმა თანდათან უნდა შეამციროს დოზა. ამასთან, თუ მოხსნის სიმპტომები მაინც უნდა წარმოიშვას, ჩვეულებრივ მათი მკურნალობა შეიძლება კლონიდინის ან ალფა- და ბეტა-ადრენორეცეპტორული ბლოკატორების განმეორებით შეყვანით.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კლონიდინი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და კრეატინინის კლირენსის გაკონტროლებით.

პაციენტები, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ კლონიდინით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ცრემლდენა.

თუ კლონიდინის დანიშვნა ხდება ბეტა-ბლოკატორთან ერთდროულად, მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ბეტა-ბლოკატორის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

კლონიდინის გამოყენებას და უსაფრთხოებას ბავშვებსა და მოზარდებში აქვს მცირედი დამადასტურებელი მტკიცებულებები რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევებში და ამიტომ ამ პოპულაციაში რეკომენდებული არ არის.

ცნობილი იყო სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ, მათ შორის უეცარი სიკვდილი, მეთილფენიდატთან ერთდროული გამოყენებისას. სისტემურად არ ყოფილა შეფასებული მეთილფენიდატის გამოყენების უსაფრთხოება კლონიდინთან კომბინაციაში.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებას ხორბლის სახამებელს. ხორბლის სახამებელი შეიძლება შეიცავდეს გლუტენს, მაგრამ მინიმალური რაოდენობით, ამიტომ იგი უსაფრთხოდ ითვლება ცელიაკიით დაავადებული ადამიანებისთვის. პაციენტებმა ხორბლის ალერგიით (ცელიაკიისგან განსხვავებით) არ უნდა მიიღონ ეს წამალი.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, როგორიცაა გალაქტაზას აუტანლობა, ლაპა ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

  • 5. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კლონიდინით გამოწვეული არტერიული წნევის შემცირება შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს სხვა ჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული მიღებით. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენებისას, როგორიცაა დიურეტიკები, ვაზოდილატორები, ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, მაგრამ ალფა-ბლოკატორების ეფექტი არაპროგნოზირებადია.

კლონიდინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება შემცირდეს ან გაუქმდეს, ხოლო ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის პროვოცირება ან გამწვავება შესაძლებელია ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან ალფა-რეცეპტორების ბლოკირების თვისებების მქონე ნეიროლეპტიკების ერთდროული მიღებით. ნივთიერებებმა, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას ან იწვევენ ნატრიუმის იონის (Na +) და წყლის შეკავების ეფექტს, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შეიძლება შეამცირონ კლონიდინის თერაპიული ეფექტი.

ალფა2-რეცეპტორების ბლოკირების თვისებების მქონე ნივთიერებებს, მაგალითად, მირტაზაპინს, შეუძლია გააქროს კლონიდინის ალფა-რეცეპტორების მეშვეობით გამოწვეული მოქმედება დოზაზე დამოკიდებული გზით.

უარყოფითი ქრონოტროპული ან დრომოტროპული ეფექტის მქონე ნივთიერებების ერთდროულმა მიღებამ, როგორიცაა ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორები ან სათითურას გლუკოზიდები, შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ბრადიკარდიული რითმის დარღვევები.

არ არის გამორიცხული, რომ ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორის ერთდროულად მიღებამ გამოიწვიოს ან გააძლიეროს პერიფერიული სისხლძარღვთა დარღვევები.

ალკოჰოლური დელირიუმის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე დაკვირვების საფუძველზე, გამოთქმულ იქნა მოსაზრება, რომ კლონიდინის ინტრავენურმა მაღალმა დოზებმა შეიძლება გაზარდოს არითმოგენული პოტენციალი (გახანგრძლივებული QT, პარკუჭების ფიბრილაცია) ჰალოპერიდოლის მაღალი ინტრავენური დოზების დროს. მიზეზობრივი კავშირი და აქტიალურობა ანტიჰიპერტენზიული თერაპიისთვის დადგენილი არ არის.

ცენტრალური დეპრესორული ნივთიერებების ან ალკოჰოლის ზემოქმედება შეიძლება გაძლიერდეს კლონიდინით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში კლონიდინის გამოყენების შესახებ გვაქვს მონაცემთა შეზღუდული მოცულობა. ორსულობის დროს ეს პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს ექიმი.

რეკომენდებულია დედისა და ბავშვის მკაცრი მონიტორინგი.

კლონიდინი გადის პლაცენტარულ ბარიერს და შეიძლება შეამციროს ნაყოფის გულისცემის სიხშირე. მშობიარობის შემდგომ პერიოდში არ არის გამორიცხული ახალშობილში არტერიული წნევის გარდამავალი ზრდა.

არ არსებობს საკმარისი გამოცდილება პრენატალური ზემოქმედების გრძელვადიანი შედეგების მიმართ.

ორსულობის დროს სასურველია კლონიდინის პერორალური ფორმები. თავიდან უნდა იქნას აცილებული კლონიდინის ინტრავენურად შეყვანა.

არაკლინიკური კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ უარყოფით ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის მხრივ.

ძუძუთი კვება

კლონიდინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. თუმცა, არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ახალშობილებზე გავლენის შესახებ. ამიტომ, ძუძუთი კვების დროს ქლოფაზოლინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა

კლონიდინის ადამიანის ფერტილობაზე გავლენის შესახებ არანაირი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. კლონიდინის არაკლინიკური გამოკვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზეგავლენას ფერტილობის ინდექსზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე გავლენის შესახებ.

მიუხედავად ამისა, პაციენტებს უნდა ეცნობოს, რომ ქლოფაზოლინის გამოყენებისას მათ შეიძლება განიცადონ არასასურველი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, სედაციური ეფექტი და აკომოდაციის დარღვევა. თუ პაციენტები განიცდიან ზემოაღნიშნულ გვერდით ეფექტებს, მათ თავიდან უნდა აიცილონ პოტენციურად საშიში დავალებები, როგორიცაა მანქანის მართვა ან მოწყობილობის ექსპლუატაცია.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება ორგანოების, სისტემების და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1 / 10), ხშირი (≥1 / 100–დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000–დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000–დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასების გაკეთება).

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ:

იშვიაში: გინეკომასტია.

ფსიქიკის დარღვევა:

ხშირი: დეპრესია, ძილის დარღვევა.

არახშირი: აღქმის დარღვევა, ჰალუცინაციები, კოშმარები.

უცნობი სიხშირით: გონების არევა, ლიბიდოს დაქვეითება

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა, სედაცია.

ხშირი: თავის ტკივილი, აგზნებადობა

არახშირი: პარესთეზიები

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

იშვიათი: საცრემლე სითხის სეკრეციის შემცირება.

უცნობი სიხშირით: აკომოდაციის დარღვევა.

დარღვევები გულის მხრივ:

არახშირი - სინუსური ბრადიკარდია.

იშვიათი: ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა.

უცნობი სიხშირით: ბრადიარითმია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

ძალიან ხშირი: ორთოსტატული ჰიპოტენზია.

არახშირი: რეინოს ფენომენი (პერიფერიული ვაზოკონსტრიქცია).

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ:

იშვიათი: ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ძალიან ხშირი: პირის სიმშრალე.

ხშირი: გულისრევა, ღებინება, ტკივილი სანერწყვე ჯირკვლებში, შეკრულობა.

იშვიათი: ფსევდოილეუსი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

არახშირი: ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია.

იშვიათი: ალოპეცია.

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ:

ხშირი: ერექტილური დისფუნქცია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე:

ხშირი: დაღლილობა.

არახშირი: შეუძლოდ ყოფნა.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები:

იშვიათი: სისხლში შაქრის დონის მატება.

არსებობს ინფორმაცია პეროლარული მკურნალობის საწყის ეტაპზე სითხის შეკავების შესახებ. ეს ჩვეულებრივ დროებითია და მისი გამოსწორება შესაძლებელია შარდმდენი საშუალების დამატებით.

არსებობს ცნობები ღვიძლის ფუნქციის ანომალური ტესტებისა და ჰეპატიტის ორი შემთხვევის შესახებ.

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

ინტოქსიკაციის გამოვლინებები განპირობებულია გენერალიზებული სიმპათიკური დეპრესიით და მოიცავს გუგების შევიწროებას, ლეტალგიას, ბრადიკარდიას, ჰიპოტონიას, ჰიპოთერმიას, ძილიანობას, კომას ჩათვლით და სუნთქვის დათრგუნვას, მათ შორის აპნოეს ჩათვლით. შეიძლება გაჩნდეს პარადოქსალური ჰიპერტენზია, რომელიც გამოწვეულია პერიფერიული ალფა-რეცეპტორების სტიმულირებით.

შეიძლება შეინიშნოს გარდამავალი ჰიპერტენზია, თუ საერთო დოზა აღემატება 10 მგ-ს.

მკურნალობა:

კლონიდინის ჭარბი დოზირებისას სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროების შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული აქტივირებული ნახშირი.

დამხმარე მოვლის საშუალებები შეიძლება მოიცავდეს ატროპინის სულფატს სიმპტომური ბრადიკარდიის დროს, აგრეთვე ინტრავენურ სითხეებს და/ან ინოტროპულ სიმპათომიმეტულ საშუალებებს ჰიპოტონიის დროს. მწვავე პერსისტული ჰიპერტენზიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს კორექტირება ისეთი პრეპარატებით, რომლებიც ბლოკავენ ალფა-ადრენორეცეპტორებს.

ნალოქსონი შეიძლება იყოს სასარგებლო დამხმარე საშუალება კლონიდინ-ინდუცირებული სუნთქვის დახშობის მოსახსნელად.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 150 მიკროგრამ კლონიდინის ჰიდროქლორიდს (clonidine hydrochloride).

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი და სხვ.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1. პუნქტში

შენახვის პირობები

3 წელი

  • 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

  • 5. მონაცემები შეფუთვის შესახებ

50 ტაბლეტი მყარი, უფერო, გამჭვირვალე პვქ აპკის/ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

  • 6. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები განადგურებისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • გამოყენების ნებართვის მფლობელი

სს სოფარმა

ილიენსკოეს შოსეს ქ.16, 1220 სოფია, ბულგარეთი

  • გამოყენების ნებართვის ნომერი

R-004018/ R-017451/ R-031539

  • პირველი ნებართვის თარიღი/გამოყენების ნებართვის განახლება
  • 11.2010/ 20.11.2015/ 15.01.2021
  • ტექსტის განახლების თარიღი

აპრილი, 2025 წელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ცენტრალურად მოქმედი ალფა-ადრენორეგული აგონისტები.

ATC კოდი: C02AC01.

ნაჩვენები იყო, რომ ქლოფაზოლინს აქვს მოქმედების როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ადგილები. ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ქლოფაზოლინი ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვთა მგრძნობელობას სისხლძარღვების სისხლძარღვების შემავიწროებითი და სისხლძარღვების გამაფართოებელი ნივთიერებების და სიმპათიკური სტიმულაციის მიმართ. თუმცა, მკურნალობის დასაწყისში არტერიული წნევის დაქვეითება დაკავშირებულია სიმპათიკური მედიაციის ცენტრალურ დაქვეითებასთან და ვაგუსის ტონუსის მომატებასთან.

კლინიკურად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ვენური დაბრუნების შემცირებას და მსუბუქ ბრადიკარდიას, რაც იწვევს გულის გამოტყორცნის შემცირებას. თუმცა, თავდაპირველად პერიფერიული რეზისტენტობა შეიძლება იყოს უცვლელი, მაგრამ, როგორც წესი, იგი დაიკლებს მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად. არანაირი ჩარევა მიოკარდიუმის კუმშვადობის უნარში არ არსებობს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გულ-სისხლძარღვთა რეფლექსები შენარჩუნებულია, რაზეც მოწმობს დატვირთვის შემდეგ პოსტურალური ჰიპოტენზიის და ჰიპოტენზიის არარსებობა.

ჰიპერტენზიის სამკურნალოდ კლონიდინის ეფექტურობა შესწავლილი იყო ხუთი კლინიკური გამოკვლევით პედიატრიულ პაციენტებში. ეფექტურობის ეს მონაცემები ადასტურებს კლონიდინის თვისებებს შეამციროს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა. თუმცა, ჰიპერტონული დაავადების მქონე ბავშვებში კლონიდინის გამოყენების შესახებ საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია შეზღუდული მონაცემებისა და მეთოდოლოგიური უკმარისობის გამო. კლონიდინის ეფექტურობა ასევე შესწავლილი იქნა რამდენიმე კლინიკურ კვლევაში ყურადღების დეფიციტის, ტურეტის სინდრომის და ენაბლუობის მქონე პედიატრიულ პაციენტებთან. კლონიდინის ეფექტურობა ამ პირობებში არ იქნა ნაჩვენები.

ასევე ჩატარდა შაკიკის დროს ორი მცირე პედიატრიული კვლევა, რომელთაგან არცერთმა არ გამოავლინა ეფექტურობა. პედიატრიულ კვლევებში ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო ძილიანობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და უძილობა. ამ არასასურველმა მოვლენებმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს პედიატრიული პაციენტების ყოველდღიურ მუშაობაზე.

საერთო ჯამში, კლონიდინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის (იხ. პუნქტი 4.2)

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა და განაწილება

კლონიდინის ფარმაკოკინეტიკა 75-300 მკგ დიაპაზონში დოზის პროპორციულია; ამ დიაპაზონში დოზის წრფივობა ბოლომდე არ იყო ნაჩვენები.

კლონიდინი არის ქლოფაზოლინის აქტიური ინგრედიენტი, ძლიერ შეიწოვება და განიცდის „პირველი გავლის“ უმნიშვნელო ეფექტს. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-3 საათში. პლაზმის ცილებთან კავშირი 30-40% -ს შეადგენს.

კლონიდინი სწრაფად და ფართოდ ვრცელდება ქსოვილში და გადის სისხლის ბარიერს, ისევე როგორც პლაცენტარულ ბარიერს. კლონიდინი გამოიყოფა დედის რძეში. თუმცა, არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია ახალშობილებზე ზემოქმედების შესახებ.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა.

დადგენილი იქნა, რომ კლონიდინის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5 – დან 25,5 საათამდე. მისი გახანგრძლივება შესაძლებელია თირკმლის მწვავე ფუნქციის მქონე პაციენტებში 41 საათამდე.

მიღებული დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა შარდთან, ძირითადად, როგორც უცვლელი საწყისი სამკურნალო პრეპარატის სახით (დოზის 40-60%). ძირითადი მეტაბოლიტი, p-კლონიდინის ჰიდროქლორიდი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. მთლიანი რაოდენობიდან დაახლოებით 20% გამოიყოფა განავლით. კლონიდინის ფარმაკოკინეტიკაზე კვებითი ან რასობრივი გავლენის შესახებ საბოლოო მონაცემები არ არსებობს.

ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა პლაზმაში 0,2 – დან 2,0 ნგ/მლ – მდე კონცენტრაციისას თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ჰიპერტენზიული მოქმედება შესუსტებულია პლაზმაში 2,0 ნგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციის დროს.

  • 3. კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ

არ არსებობს პრეპარატის დანიშნულებასთან მიმართებაში კლინიკამდელი მონაცემები, რომლებიც წარმოადგენენ პრეპარატის მოკლე დახასიათების სხვა ქვეთავებში შესული მონაცემების დამატებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პრეპარატის მოკლე დახასიათება

  • სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ქლოფაზოლინი 150 მიკროგრამი ტაბლეტები

Сhlophazolin 150 micrograms tablets

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 150 მიკროგრამ კლონიდინის ჰიდროქლორიდს (clonidine hydrochloride).

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი და სხვ.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1. პუნქტში

  • გამოშვების ფორმა

ტაბლეტი

მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები ერთ მხარეს გამყოფი ზოლით, 7 მმ დიამეტრით, თეთრი ფერის, უსუნო.

ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

  • კლინიკური მონაცემები
  • 1. თერაპიული ჩვენებები

ესენციური და მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ყველა ეტაპზე - დამოუკიდებლად ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

  • 4. დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

დოზირების დადგენა ხდება ინდივიდუალურად. მკურნალობის დროს უნდა მოხდეს არტერიული წნევის კონტროლი.

ზრდასრულები:

საწყისი დოზა შეადგენს 75 მიკროგრამს (ტაბლეტის 1/2) 2-3 ჯერ დღეში. არასაკმარისი თერაპიული პასუხის შემთხვევაში ხდება დოზის თანდათანობითი მომატება (2-3 დღის შემდეგ) 150 - 300 მიკროგრამამდე 2-3 ჯერ დღეში. პაციენტების უმრავლესობის გაკონტროლება მოხდება 300 - 1200 მკგ ყოველდღიური დაყოფილი დოზებით. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს უფრო მაღალი დოზა, მაგალითად, 1800 მიკროგრამი ან მეტი. პაციენტებმა, რომლებიც ანესთეზიას დაექვემდებარენ, უნდა განაგრძონ კლონიდინით მკურნალობა ანესთეზიის დაწყებამდე, დროს და მის შემდეგ, პერორალურად ან შინაგანად მიღების სახით ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე.

პედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება კლონიდინის გამოყენების შესახებ ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. ამიტომ, კლონიდინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

დოზა უნდა იყოს კორექტირებული:

  • ინდივიდუალური ანტიჰიპერტენზიული რეაქციის მიხედვით, რომელიც შეიძლება ძალიან ცვალებადი იყოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, საჭიროა საგულდაგულო მონიტორინგი (იხ. ნაწილი 4.4)
  • თირკმლის უკმარისობის ხარისხის მიხედვით.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე ზემოთ)

არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ხანდაზმულებში ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ. კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდნენ 65 წელს ზემოთ პაციენტები და ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელი არანაირი უარყოფითი რეაქციები არ გამოვლენილა.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით, წყლის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით.

მკურნალობის შეწყვეტა

კლონიდინით მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს მკვეთრად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება (ვეგეტატიური ნერვული დარღვევები - მომატებული ნერვული აგზნებადობა, უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება). მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით, კლონიდინის დოზის შემცირებით 2-4 დღის განმავლობაში.

  • 3. უკუჩვენებები

ქლოროფაზოლინი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პროდუქტის სხვა კომპონენტების მიმართ, აგრეთვე პაციენტებში მწვავე ბრადიარითმიით, რომელიც გამოწვეულია ან სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით ან მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადით. იშვიათი მემკვიდრეობითი მდგომარეობის შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება შეუსაბამო იყოს პროდუქტის ექსციპიენტთან (იხ.4.4 პუნქტი განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას), პროდუქტის გამოყენება უკუნაჩვენებია.

  • 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სიფრთხილეა საჭირო რეინოს დაავადების ან პერიფერიული სისხლძარღვთა სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში. როგორც ჰიპერტონიის დროს გამოყენებული ყველა პრეპარატი, ქლოფაზოლინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ცერებროვასკულური ან კორონარული უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ქლოფაზოლინი ასევე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ბრადიარითმიით, როგორიცაა ნელი სინუსური რიტმი, აგრეთვე პოლინევროპათია ან შეკრულობა.

მკაცრად უნდა მოხდეს დეპრესიის ისტორიის მქონე პაციენტების კონტროლი ქლოფაზოლინით ხანგრძლივი მკურნალობისას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, პერორალური მკურნალობის მქონე პაციენტებს აქვთ შემდგომი დეპრესიული ეპიზოდების განვითარების შესახებ ეპიზოდური შეტყობინებები.

სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მსგავსად, ქლოფაზოლინით მკურნალობა განსაკუთრებით გულდასმით უნდა გაკონტროლდეს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ფეოქრომოციტომით გამოწვეული ჰიპერტენზიის დროს ქლოფაზოლინის თერაპიული ეფექტი არ შეიძლება მოსალოდნელი იყოს.

კლონიდინი არის ქლოფაზოლინის აქტიური ინგრედიენტი და მისი მეტაბოლიტები ფართოდ გამოიყოფა შარდით. დოზირება უნდა იყოს მორგებული ინდივიდუალური ანტიჰიპერტენზიული რეაქციის მიხედვით, რომელიც შეიძლება ძალიან ცვალებადი იყოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. 4.2) საჭიროა საგულდაგულო მონიტორინგი. ვინაიდან რუტინული ჰემოდიალიზის დროს კლონიდინის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა, დიალიზის შემდეგ დამატებითი კლონიდინის დანიშვნის საჭიროება აღარ არის.

ქლოფაზოლინის უეცარმა შეწყვეტამ, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული დაავადებები. ასევე ცნობილი იყო აგზნების, მოუსვენრობის, გულისცემის, ნერვიულობის, ტრემორის, თავის ტკივილის და აბდომინალური სიმპტომების შემთხვევები. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ მიღებული მითითებები, რომ არ შეწყვიტონ თერაპია ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თერაპიის შეწყვეტისას ექიმმა თანდათან უნდა შეამციროს დოზა. ამასთან, თუ მოხსნის სიმპტომები მაინც უნდა წარმოიშვას, ჩვეულებრივ მათი მკურნალობა შეიძლება კლონიდინის ან ალფა- და ბეტა-ადრენორეცეპტორული ბლოკატორების განმეორებით შეყვანით.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კლონიდინი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და კრეატინინის კლირენსის გაკონტროლებით.

პაციენტები, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ კლონიდინით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ცრემლდენა.

თუ კლონიდინის დანიშვნა ხდება ბეტა-ბლოკატორთან ერთდროულად, მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ბეტა-ბლოკატორის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

კლონიდინის გამოყენებას და უსაფრთხოებას ბავშვებსა და მოზარდებში აქვს მცირედი დამადასტურებელი მტკიცებულებები რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევებში და ამიტომ ამ პოპულაციაში რეკომენდებული არ არის.

ცნობილი იყო სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ, მათ შორის უეცარი სიკვდილი, მეთილფენიდატთან ერთდროული გამოყენებისას. სისტემურად არ ყოფილა შეფასებული მეთილფენიდატის გამოყენების უსაფრთხოება კლონიდინთან კომბინაციაში.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებას ხორბლის სახამებელს. ხორბლის სახამებელი შეიძლება შეიცავდეს გლუტენს, მაგრამ მინიმალური რაოდენობით, ამიტომ იგი უსაფრთხოდ ითვლება ცელიაკიით დაავადებული ადამიანებისთვის. პაციენტებმა ხორბლის ალერგიით (ცელიაკიისგან განსხვავებით) არ უნდა მიიღონ ეს წამალი.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, როგორიცაა გალაქტაზას აუტანლობა, ლაპა ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

  • 5. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კლონიდინით გამოწვეული არტერიული წნევის შემცირება შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს სხვა ჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული მიღებით. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენებისას, როგორიცაა დიურეტიკები, ვაზოდილატორები, ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, მაგრამ ალფა-ბლოკატორების ეფექტი არაპროგნოზირებადია.

კლონიდინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება შემცირდეს ან გაუქმდეს, ხოლო ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის პროვოცირება ან გამწვავება შესაძლებელია ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან ალფა-რეცეპტორების ბლოკირების თვისებების მქონე ნეიროლეპტიკების ერთდროული მიღებით. ნივთიერებებმა, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას ან იწვევენ ნატრიუმის იონის (Na +) და წყლის შეკავების ეფექტს, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შეიძლება შეამცირონ კლონიდინის თერაპიული ეფექტი.

ალფა2-რეცეპტორების ბლოკირების თვისებების მქონე ნივთიერებებს, მაგალითად, მირტაზაპინს, შეუძლია გააქროს კლონიდინის ალფა-რეცეპტორების მეშვეობით გამოწვეული მოქმედება დოზაზე დამოკიდებული გზით.

უარყოფითი ქრონოტროპული ან დრომოტროპული ეფექტის მქონე ნივთიერებების ერთდროულმა მიღებამ, როგორიცაა ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორები ან სათითურას გლუკოზიდები, შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ბრადიკარდიული რითმის დარღვევები.

არ არის გამორიცხული, რომ ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორის ერთდროულად მიღებამ გამოიწვიოს ან გააძლიეროს პერიფერიული სისხლძარღვთა დარღვევები.

ალკოჰოლური დელირიუმის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე დაკვირვების საფუძველზე, გამოთქმულ იქნა მოსაზრება, რომ კლონიდინის ინტრავენურმა მაღალმა დოზებმა შეიძლება გაზარდოს არითმოგენული პოტენციალი (გახანგრძლივებული QT, პარკუჭების ფიბრილაცია) ჰალოპერიდოლის მაღალი ინტრავენური დოზების დროს. მიზეზობრივი კავშირი და აქტიალურობა ანტიჰიპერტენზიული თერაპიისთვის დადგენილი არ არის.

ცენტრალური დეპრესორული ნივთიერებების ან ალკოჰოლის ზემოქმედება შეიძლება გაძლიერდეს კლონიდინით.

  • 6. ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ორსულ ქალებში კლონიდინის გამოყენების შესახებ გვაქვს მონაცემთა შეზღუდული მოცულობა. ორსულობის დროს ეს პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს ექიმი.

რეკომენდებულია დედისა და ბავშვის მკაცრი მონიტორინგი.

კლონიდინი გადის პლაცენტარულ ბარიერს და შეიძლება შეამციროს ნაყოფის გულისცემის სიხშირე. მშობიარობის შემდგომ პერიოდში არ არის გამორიცხული ახალშობილში არტერიული წნევის გარდამავალი ზრდა.

არ არსებობს საკმარისი გამოცდილება პრენატალური ზემოქმედების გრძელვადიანი შედეგების მიმართ.

ორსულობის დროს სასურველია კლონიდინის პერორალური ფორმები. თავიდან უნდა იქნას აცილებული კლონიდინის ინტრავენურად შეყვანა.

არაკლინიკური კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ უარყოფით ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის მხრივ.

ძუძუთი კვება

კლონიდინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. თუმცა, არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ახალშობილებზე გავლენის შესახებ. ამიტომ, ძუძუთი კვების დროს ქლოფაზოლინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა

კლონიდინის ადამიანის ფერტილობაზე გავლენის შესახებ არანაირი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. კლონიდინის არაკლინიკური გამოკვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზეგავლენას ფერტილობის ინდექსზე.

  • 7. სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება

არ არსებობს კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე გავლენის შესახებ.

მიუხედავად ამისა, პაციენტებს უნდა ეცნობოს, რომ ქლოფაზოლინის გამოყენებისას მათ შეიძლება განიცადონ არასასურველი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, სედაციური ეფექტი და აკომოდაციის დარღვევა. თუ პაციენტები განიცდიან ზემოაღნიშნულ გვერდით ეფექტებს, მათ თავიდან უნდა აიცილონ პოტენციურად საშიში დავალებები, როგორიცაა მანქანის მართვა ან მოწყობილობის ექსპლუატაცია.

  • 8. გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება ორგანოების, სისტემების და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1 / 10), ხშირი (≥1 / 100–დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000–დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000–დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასების გაკეთება).

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ:

იშვიაში: გინეკომასტია.

ფსიქიკის დარღვევა:

ხშირი: დეპრესია, ძილის დარღვევა.

არახშირი: აღქმის დარღვევა, ჰალუცინაციები, კოშმარები.

უცნობი სიხშირით: გონების არევა, ლიბიდოს დაქვეითება

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა, სედაცია.

ხშირი: თავის ტკივილი, აგზნებადობა

არახშირი: პარესთეზიები

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:

იშვიათი: საცრემლე სითხის სეკრეციის შემცირება.

უცნობი სიხშირით: აკომოდაციის დარღვევა.

დარღვევები გულის მხრივ:

არახშირი - სინუსური ბრადიკარდია.

იშვიათი: ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა.

უცნობი სიხშირით: ბრადიარითმია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

ძალიან ხშირი: ორთოსტატული ჰიპოტენზია.

არახშირი: რეინოს ფენომენი (პერიფერიული ვაზოკონსტრიქცია).

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ:

იშვიათი: ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ძალიან ხშირი: პირის სიმშრალე.

ხშირი: გულისრევა, ღებინება, ტკივილი სანერწყვე ჯირკვლებში, შეკრულობა.

იშვიათი: ფსევდოილეუსი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

არახშირი: ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია.

იშვიათი: ალოპეცია.

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ:

ხშირი: ერექტილური დისფუნქცია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე:

ხშირი: დაღლილობა.

არახშირი: შეუძლოდ ყოფნა.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები:

იშვიათი: სისხლში შაქრის დონის მატება.

არსებობს ინფორმაცია პეროლარული მკურნალობის საწყის ეტაპზე სითხის შეკავების შესახებ. ეს ჩვეულებრივ დროებითია და მისი გამოსწორება შესაძლებელია შარდმდენი საშუალების დამატებით.

არსებობს ცნობები ღვიძლის ფუნქციის ანომალური ტესტებისა და ჰეპატიტის ორი შემთხვევის შესახებ.

  • 9. ჭარბი დოზირება

სიმპტომები:

ინტოქსიკაციის გამოვლინებები განპირობებულია გენერალიზებული სიმპათიკური დეპრესიით და მოიცავს გუგების შევიწროებას, ლეტალგიას, ბრადიკარდიას, ჰიპოტონიას, ჰიპოთერმიას, ძილიანობას, კომას ჩათვლით და სუნთქვის დათრგუნვას, მათ შორის აპნოეს ჩათვლით. შეიძლება გაჩნდეს პარადოქსალური ჰიპერტენზია, რომელიც გამოწვეულია პერიფერიული ალფა-რეცეპტორების სტიმულირებით.

შეიძლება შეინიშნოს გარდამავალი ჰიპერტენზია, თუ საერთო დოზა აღემატება 10 მგ-ს.

მკურნალობა:

კლონიდინის ჭარბი დოზირებისას სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროების შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული აქტივირებული ნახშირი.

დამხმარე მოვლის საშუალებები შეიძლება მოიცავდეს ატროპინის სულფატს სიმპტომური ბრადიკარდიის დროს, აგრეთვე ინტრავენურ სითხეებს და/ან ინოტროპულ სიმპათომიმეტულ საშუალებებს ჰიპოტონიის დროს. მწვავე პერსისტული ჰიპერტენზიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს კორექტირება ისეთი პრეპარატებით, რომლებიც ბლოკავენ ალფა-ადრენორეცეპტორებს.

ნალოქსონი შეიძლება იყოს სასარგებლო დამხმარე საშუალება კლონიდინ-ინდუცირებული სუნთქვის დახშობის მოსახსნელად.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1. ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ცენტრალურად მოქმედი ალფა-ადრენორეგული აგონისტები.

ATC კოდი: C02AC01.

ნაჩვენები იყო, რომ ქლოფაზოლინს აქვს მოქმედების როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ადგილები. ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ქლოფაზოლინი ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვთა მგრძნობელობას სისხლძარღვების სისხლძარღვების შემავიწროებითი და სისხლძარღვების გამაფართოებელი ნივთიერებების და სიმპათიკური სტიმულაციის მიმართ. თუმცა, მკურნალობის დასაწყისში არტერიული წნევის დაქვეითება დაკავშირებულია სიმპათიკური მედიაციის ცენტრალურ დაქვეითებასთან და ვაგუსის ტონუსის მომატებასთან.

კლინიკურად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ვენური დაბრუნების შემცირებას და მსუბუქ ბრადიკარდიას, რაც იწვევს გულის გამოტყორცნის შემცირებას. თუმცა, თავდაპირველად პერიფერიული რეზისტენტობა შეიძლება იყოს უცვლელი, მაგრამ, როგორც წესი, იგი დაიკლებს მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად. არანაირი ჩარევა მიოკარდიუმის კუმშვადობის უნარში არ არსებობს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გულ-სისხლძარღვთა რეფლექსები შენარჩუნებულია, რაზეც მოწმობს დატვირთვის შემდეგ პოსტურალური ჰიპოტენზიის და ჰიპოტენზიის არარსებობა.

ჰიპერტენზიის სამკურნალოდ კლონიდინის ეფექტურობა შესწავლილი იყო ხუთი კლინიკური გამოკვლევით პედიატრიულ პაციენტებში. ეფექტურობის ეს მონაცემები ადასტურებს კლონიდინის თვისებებს შეამციროს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა. თუმცა, ჰიპერტონული დაავადების მქონე ბავშვებში კლონიდინის გამოყენების შესახებ საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია შეზღუდული მონაცემებისა და მეთოდოლოგიური უკმარისობის გამო. კლონიდინის ეფექტურობა ასევე შესწავლილი იქნა რამდენიმე კლინიკურ კვლევაში ყურადღების დეფიციტის, ტურეტის სინდრომის და ენაბლუობის მქონე პედიატრიულ პაციენტებთან. კლონიდინის ეფექტურობა ამ პირობებში არ იქნა ნაჩვენები.

ასევე ჩატარდა შაკიკის დროს ორი მცირე პედიატრიული კვლევა, რომელთაგან არცერთმა არ გამოავლინა ეფექტურობა. პედიატრიულ კვლევებში ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო ძილიანობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და უძილობა. ამ არასასურველმა მოვლენებმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს პედიატრიული პაციენტების ყოველდღიურ მუშაობაზე.

საერთო ჯამში, კლონიდინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის (იხ. პუნქტი 4.2)

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა და განაწილება

კლონიდინის ფარმაკოკინეტიკა 75-300 მკგ დიაპაზონში დოზის პროპორციულია; ამ დიაპაზონში დოზის წრფივობა ბოლომდე არ იყო ნაჩვენები.

კლონიდინი არის ქლოფაზოლინის აქტიური ინგრედიენტი, ძლიერ შეიწოვება და განიცდის „პირველი გავლის“ უმნიშვნელო ეფექტს. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-3 საათში. პლაზმის ცილებთან კავშირი 30-40% -ს შეადგენს.

კლონიდინი სწრაფად და ფართოდ ვრცელდება ქსოვილში და გადის სისხლის ბარიერს, ისევე როგორც პლაცენტარულ ბარიერს. კლონიდინი გამოიყოფა დედის რძეში. თუმცა, არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია ახალშობილებზე ზემოქმედების შესახებ.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა.

დადგენილი იქნა, რომ კლონიდინის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5 – დან 25,5 საათამდე. მისი გახანგრძლივება შესაძლებელია თირკმლის მწვავე ფუნქციის მქონე პაციენტებში 41 საათამდე.

მიღებული დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა შარდთან, ძირითადად, როგორც უცვლელი საწყისი სამკურნალო პრეპარატის სახით (დოზის 40-60%). ძირითადი მეტაბოლიტი, p-კლონიდინის ჰიდროქლორიდი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. მთლიანი რაოდენობიდან დაახლოებით 20% გამოიყოფა განავლით. კლონიდინის ფარმაკოკინეტიკაზე კვებითი ან რასობრივი გავლენის შესახებ საბოლოო მონაცემები არ არსებობს.

ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა პლაზმაში 0,2 – დან 2,0 ნგ/მლ – მდე კონცენტრაციისას თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ჰიპერტენზიული მოქმედება შესუსტებულია პლაზმაში 2,0 ნგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციის დროს.

  • 3. კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ

არ არსებობს პრეპარატის დანიშნულებასთან მიმართებაში კლინიკამდელი მონაცემები, რომლებიც წარმოადგენენ პრეპარატის მოკლე დახასიათების სხვა ქვეთავებში შესული მონაცემების დამატებას.

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზას მონოჰიდრატი

კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი

ხორბლის სახამებელი

ცელულოზა, მიკროკრისტალური (ტიპი 101)

ტალკი,

მაგნიუმის სტეარატი

კაჟბადის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო.

  • 2. შეუთავსებლობა

თან არ ერთვის

  • 3. ვარგისობის ვადა

3 წელი

  • 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

  • 5. მონაცემები შეფუთვის შესახებ

50 ტაბლეტი მყარი, უფერო, გამჭვირვალე პვქ აპკის/ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

  • 6. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები განადგურებისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • გამოყენების ნებართვის მფლობელი

სს სოფარმა

ილიენსკოეს შოსეს ქ.16, 1220 სოფია, ბულგარეთი

  • გამოყენების ნებართვის ნომერი

R-004018/ R-017451/ R-031539

  • პირველი ნებართვის თარიღი/გამოყენების ნებართვის განახლება
  • 11.2010/ 20.11.2015/ 15.01.2021
  • ტექსტის განახლების თარიღი

აპრილი, 2025 წელი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა