ეპილეფსია, ქორეა, სპასტიკური დამბლა, პერიფერიული არტერიების სპაზმები, ეკლამფსია.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფენობარბიტალი (phenobarbital)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, ბარბიტურატები და წარმოებულები
- ATC კოდი
- N03AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040486
- რეგისტრირებულია
- 14 მარტი 2024, მოქმედებს 14 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „საბა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფენობარბიტალი-ზნ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეპილეფსია, ქორეა, სპასტიკური დამბლა, პერიფერიული არტერიების სპაზმები, ეკლამფსია.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი არის შიგნით მისაღები, პაციენტს ეძლევა ჭამის შემდეგ. პრეპარატის დოზას ადგენს ექიმი, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ზრდასრული პაციენტებისათვს ერთჯერადი დოზაა 50 – 200 მგ დღეში ორჯერ მიღებით. დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს. უდიდესი დღიური დოზა ზრდასრული პაციენტებისათვის არის 500 მგ. კანის მხრივ ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას. მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.
ბავშვები. ეს პრაპარატი ბავშვებში არ ინიშნება.
უკუჩვენებები
ზემაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ღვიძლის მძიმე დაავადებები, თირკმლის დაავადებები მისი ფუნქციის დარღვევით, შაქრიანი დიაბეტი, დეპრესია, მიასტენია, პორფირია, ალკოჰოლიზმი, წამალდამოკიდებულება და ნარკოდამოკიდებულება (მ.შ. ანამნეზში), გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, მიოკარდის მწვავე ინფარქტი, რესპირატორული დაავადებები ქოშინით და ობსტრუქციული სინდრომით. ფენობარბიტალი-ზნ კატეგორიულად უკუნაჩვენებია დეპრესიული აშლილობისას სუიციდური ქცევის პაციენტებში.
სიფრთხილის ზომები
სტივენს-ჯონსონისა და ლაიელას სინდრომის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის დაწყების პირველ კვირაში. იმ შემთხვებვებში, როდესაც ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ტკივილი გულის არეში არ კლებულობს, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა გამოირიცხოს მწვავე კორონარული სინდრომის რისკი.
ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი შესაძლო კუმულაიისა და წამალდამოკიდებულების განვითარების რისკის გამო. ბარბიტურატებისათვის, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებისათვის, დამახასიათებელია წამლის მოხსნის სინმდრომი. დეკომპენსირებული გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზის მწვავე მიმდინარეობის, წამლით მწვავე ინტოქსიკაციის, ბრონქული ასთმის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ჰიპერთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქციის, მწვავე და მუდმივი ტკივილის შემთხვევებში, ფენობარბიტალს სიფრთხილის დაცვით ნიშნავენ. ფენობარბიტალი-ზნ-ს შემადგენლობაში ლაქტოზას შემცველობის გამო, მემკვიდრეობითი დაავადებების, მაგალითად, გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას უკმარისობის, ლაპპას სინდრომის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პირებისათვის ეს პრეპარატი რეკომენდირებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფენობარბიტალი აინდუცირებს ღვიძლის ფერმენტებს და შესაბამისად, შეუძლია დააჩქაროს ზოგიერთი წამლის მეტაბოლიზმი, რომლებიც ამ ფერმენტებით მეტაბოლიზირდებიან (მათ შორის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, საგულე გლიკოზიდები, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიეპილეფსიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, პერორალური შაქრის დამაქვეითებელი, ჰორმონალური, იმუნოსუპრესიული, ციტოსტატიკური, ანტიარითმიული, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები). ფენობარბიტალი აძლიერებს ანალგეტიკების, ადგილობრივი ანესთეტიკებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი წამლების (სანარკოზე საშუალებები, ნეიროლეპტიკები, ტრანკვილიზატორები), ალკოჰოლის მოქმედებას.
ფენობარბიტალი-ზნ-ს კომბინირებული მიღება სედაციური მოქმედების სხვა პრეპარატებთან, იწვევს სედატიური-ძილისმომგვრელი ეფექტის გაძლიერებას და მას თან ახლავს სუნთქვის დათრგუნვა. ბარბიტურატების მოქმედებას აძლიერებენ მჟავების თვისებების მქონე წამლები (ასკორბინმჟავა, ამონიუმის ქლორიდი). შესაძლოა მოახდინოს ზემოქმედება ფენიტოინის, აგრეთვე კარბამაზეპინისა და კლონაზეპამის კონცენტრაციაზე სისხლში. ფენობარბიტალის ეფექტს ახანგრძლივებენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები. რიფამპიცინს შეუძლია შეამციროს ფენობარბიტალის ეფექტი. ოქროს სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას, მატულობს თირკმლების დაზიანების რისკი. ფენობარბიტალისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი კომბინირებული განმოყენებისას არსებობს კუჭის წყლულის და სისხლდენის წარმოშობის რისკი. ფენობარბიტალისა და ზიდოვუდინის ერთდროული მიღება ზრდის ამ ორივე პრეპარატის ტოოქსიკურობას. ფენობარბიტალი-ზნ აჩქარებს პერორალური კონტრაცეპტივების მეტაბოლიზმს, რაც მათ ეფექტს უკარგავს.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობას ერთდროულად იტარებენ ვალპროატებით და ფენობარბიტალით უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ჰიპერამონემიის ნიშნების არსებობასთან დაკავშირებით. რეგისტრირებული ჰიპერამონემიის შემთხვევების ნახევარი მინდინარეობდა უსიმპტომოდ და მნიშვნელოვნად არ იწვევდა კლინიკურ ენცეფალოპათიას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ფენობარბიტალის გამოყენებისას ორსულობის III ტრიმესტრში, ახალშიბილებს შესაძლოა განუვითარდეთ პრეპარატზე დამოკიდებულება და მოხსნის სინდრომი, რაც გამოვლინდება კრუნჩხვებით, აგზნებადობით, სისხლის შედედების დარღვევით. მშობიარობისას ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება ახალშიბილის სუნქვის დათრგუნვა გამოიწვიოს. ფენობარბიტალი მნიშვნელოვანი ოდენობით აღწევს დედის რძეში, ამიტომ, ამ პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
ამ პრეპარატს მიღება ავტომანქნის მართვისას და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას არ შეიძლება.
გვერდითი მოვლენები
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, თავბრუსხვევა, სისუსტე, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი, ჰალუცინაციები, დეპრესია, პარადოქსალური აგზნება, უძილობა (ბავშვები, ხანდაზული პირები), ყურადღების კონცენტრაციის კლება, გადაღლილობა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, შენელებული რეაქციები, თავის ტკივილი, კოგნიტიური დარღვევები.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას – ოსტეოგენეზის დარღვევა და რაქიტის განვითარება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, სიმძიმე ეპიგასტრიმის არეში, ხანგრძლივი გამოყენებისას – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
სისხლწარმოქმნის ორგანოების მხრივ: აგრანულოციტოზი, მეგალობლასტური ანემია, თრომბოციტოპენია, ანემია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის შემცირება, ბრადიკარდია
იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის გამონაყარი, სახის შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
ხანგრძლივი გამოყენებისას – წამალდამოკიდებულება, ფოლატების დეფიციტი, იმპოტენცია, მოხსნის სინდრომი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წამლის უეცარი მოხსნისას და რომელსაც შეიძლება ახლდეს კოშმარული სიზმრები, ნევროზი.
სხეულის ტემპერატურის მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება, ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, ლეიკოპენია, კოლაფსი.
სხვა: სუნთქვის გართულება.
კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ: ფოტოსენსიბილიზაცია, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელას სინდრომი.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ატაქსია, ნისტაგმი, გულისრევა, სუნთქვის დათრგუნვა თითქმის გაჩერებამდე; ცნს დათრგუნვა თითქმის კომამდე; თავის ტკივილი, ტაქიკარდია, სისუსტე, არტერიული წნევის შემცირება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების დათრგუნვა, მათ შორის რითმის დარღვევა. პრეპარატის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის კლება, პულსის შენელება, დიურეზის კლება, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, კომატიზური მდგომარეობა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია, უპირველესყოვლისა – ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (სუნთქვა, პულსი, არტერიული წნევა) მონიტორინგი.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: phenobarbital
1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ან 100 მგ ფენობარბიტალს
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; პოვიდონი; სილიციუმის ორჟანგი კოლოიდური, უწყლო; ჰიპრომელოზა; ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი; მაგნიუმის სტერეატი.
წამლის ფორმა: ტაბლეტები
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, ნაზოლით
შენახვის პირობები
3 წელი
შენახვის პირობები: ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე
შეფუთვა: ტაბლეტები 50 მგ ან 100 მგ #50 (10 x 5) ბლისტერში
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიფსიქოზური პრეპარატები. ბუტიროფენონის წარმოებულები.
ATC კოდი: N03AA02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფენობარბიტალი – არის ბარბიტურის მჟავის წარმოებული. ახდენს კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას: მისი გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს ეპილეპტიკური ლოკალიზაციის ნეირონების აგზნების შემცირება. ასრულებს ფერმენტების ინდუქტორის როლს, ამაღლებს მონოოქსიგენაზას ფერმენტული სისტემის აქტივობას. აქვს სედაციური ეფექტი. თრგუნავს თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა მამოძრავებელი ზონების აქტივობას. ამაღლებს ენდოგენური მამუხრუჭებელი მედიატორის გამა-ამინოერბოს მჟავას შემცველობას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ამცირებს ამინომჟავების ამგზნებ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი ნელა, მაგრამ პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან (80%). მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ და თანაბრად ნაწილდება ორგანიზმის ორგანოებსა და ქსოვილებში. ნახევარგამოყოფის პერიოდი ზრდასრულ პირებში არის 2-4 დღე (ახალშობილებში 7 დღემდე). აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერში და ქალის რძეში. ორგანიზმიდან გამოიყოფა ნელა, რაც ქმნის პრეპარატის კუმულაციის წინაპირობას. ფენობარბიტალი თითქმის 45%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს და მხოლოდ ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომული ფერმენტებით. გამოიყოფა თირკმელებით როგორც შეუცვლელი სახით (დოზის 25%-მდე გამოიყოფა შარდთან ერთად), ისე მეტაბილიტებად. თირკმელებიდან ფენობარბიტალის შეუცვლელი სახით ექსტრაქცია დამოკიდებულია შარდის pH-ზე და შეიძლება ამოიმატოს ტუტე გარემოში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
Gსამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ფენობარბიტალი-ზნ
(PHENOBARBITAL-ZN)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: phenobarbital
1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ან 100 მგ ფენობარბიტალს
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; პოვიდონი; სილიციუმის ორჟანგი კოლოიდური, უწყლო; ჰიპრომელოზა; ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი; მაგნიუმის სტერეატი.
წამლის ფორმა: ტაბლეტები
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, ნაზოლით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიფსიქოზური პრეპარატები. ბუტიროფენონის წარმოებულები.
ATC კოდი: N03AA02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფენობარბიტალი – არის ბარბიტურის მჟავის წარმოებული. ახდენს კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას: მისი გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს ეპილეპტიკური ლოკალიზაციის ნეირონების აგზნების შემცირება. ასრულებს ფერმენტების ინდუქტორის როლს, ამაღლებს მონოოქსიგენაზას ფერმენტული სისტემის აქტივობას. აქვს სედაციური ეფექტი. თრგუნავს თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა მამოძრავებელი ზონების აქტივობას. ამაღლებს ენდოგენური მამუხრუჭებელი მედიატორის გამა-ამინოერბოს მჟავას შემცველობას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ამცირებს ამინომჟავების ამგზნებ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი ნელა, მაგრამ პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან (80%). მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ და თანაბრად ნაწილდება ორგანიზმის ორგანოებსა და ქსოვილებში. ნახევარგამოყოფის პერიოდი ზრდასრულ პირებში არის 2-4 დღე (ახალშობილებში 7 დღემდე). აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერში და ქალის რძეში. ორგანიზმიდან გამოიყოფა ნელა, რაც ქმნის პრეპარატის კუმულაციის წინაპირობას. ფენობარბიტალი თითქმის 45%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს და მხოლოდ ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომული ფერმენტებით. გამოიყოფა თირკმელებით როგორც შეუცვლელი სახით (დოზის 25%-მდე გამოიყოფა შარდთან ერთად), ისე მეტაბილიტებად. თირკმელებიდან ფენობარბიტალის შეუცვლელი სახით ექსტრაქცია დამოკიდებულია შარდის pH-ზე და შეიძლება ამოიმატოს ტუტე გარემოში.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
ეპილეფსია, ქორეა, სპასტიკური დამბლა, პერიფერიული არტერიების სპაზმები, ეკლამფსია.
უკუჩვენებები
ზემაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ღვიძლის მძიმე დაავადებები, თირკმლის დაავადებები მისი ფუნქციის დარღვევით, შაქრიანი დიაბეტი, დეპრესია, მიასტენია, პორფირია, ალკოჰოლიზმი, წამალდამოკიდებულება და ნარკოდამოკიდებულება (მ.შ. ანამნეზში), გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, მიოკარდის მწვავე ინფარქტი, რესპირატორული დაავადებები ქოშინით და ობსტრუქციული სინდრომით. ფენობარბიტალი-ზნ კატეგორიულად უკუნაჩვენებია დეპრესიული აშლილობისას სუიციდური ქცევის პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
ფენობარბიტალი აინდუცირებს ღვიძლის ფერმენტებს და შესაბამისად, შეუძლია დააჩქაროს ზოგიერთი წამლის მეტაბოლიზმი, რომლებიც ამ ფერმენტებით მეტაბოლიზირდებიან (მათ შორის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, საგულე გლიკოზიდები, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიეპილეფსიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, პერორალური შაქრის დამაქვეითებელი, ჰორმონალური, იმუნოსუპრესიული, ციტოსტატიკური, ანტიარითმიული, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები). ფენობარბიტალი აძლიერებს ანალგეტიკების, ადგილობრივი ანესთეტიკებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი წამლების (სანარკოზე საშუალებები, ნეიროლეპტიკები, ტრანკვილიზატორები), ალკოჰოლის მოქმედებას.
ფენობარბიტალი-ზნ-ს კომბინირებული მიღება სედაციური მოქმედების სხვა პრეპარატებთან, იწვევს სედატიური-ძილისმომგვრელი ეფექტის გაძლიერებას და მას თან ახლავს სუნთქვის დათრგუნვა. ბარბიტურატების მოქმედებას აძლიერებენ მჟავების თვისებების მქონე წამლები (ასკორბინმჟავა, ამონიუმის ქლორიდი). შესაძლოა მოახდინოს ზემოქმედება ფენიტოინის, აგრეთვე კარბამაზეპინისა და კლონაზეპამის კონცენტრაციაზე სისხლში. ფენობარბიტალის ეფექტს ახანგრძლივებენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები. რიფამპიცინს შეუძლია შეამციროს ფენობარბიტალის ეფექტი. ოქროს სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას, მატულობს თირკმლების დაზიანების რისკი. ფენობარბიტალისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი კომბინირებული განმოყენებისას არსებობს კუჭის წყლულის და სისხლდენის წარმოშობის რისკი. ფენობარბიტალისა და ზიდოვუდინის ერთდროული მიღება ზრდის ამ ორივე პრეპარატის ტოოქსიკურობას. ფენობარბიტალი-ზნ აჩქარებს პერორალური კონტრაცეპტივების მეტაბოლიზმს, რაც მათ ეფექტს უკარგავს.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობას ერთდროულად იტარებენ ვალპროატებით და ფენობარბიტალით უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ჰიპერამონემიის ნიშნების არსებობასთან დაკავშირებით. რეგისტრირებული ჰიპერამონემიის შემთხვევების ნახევარი მინდინარეობდა უსიმპტომოდ და მნიშვნელოვნად არ იწვევდა კლინიკურ ენცეფალოპათიას.
გამოყენების თავისებურებები
სტივენს-ჯონსონისა და ლაიელას სინდრომის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის დაწყების პირველ კვირაში. იმ შემთხვებვებში, როდესაც ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ტკივილი გულის არეში არ კლებულობს, აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა გამოირიცხოს მწვავე კორონარული სინდრომის რისკი.
ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი შესაძლო კუმულაიისა და წამალდამოკიდებულების განვითარების რისკის გამო. ბარბიტურატებისათვის, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებისათვის, დამახასიათებელია წამლის მოხსნის სინმდრომი. დეკომპენსირებული გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზის მწვავე მიმდინარეობის, წამლით მწვავე ინტოქსიკაციის, ბრონქული ასთმის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ჰიპერთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქციის, მწვავე და მუდმივი ტკივილის შემთხვევებში, ფენობარბიტალს სიფრთხილის დაცვით ნიშნავენ. ფენობარბიტალი-ზნ-ს შემადგენლობაში ლაქტოზას შემცველობის გამო, მემკვიდრეობითი დაავადებების, მაგალითად, გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას უკმარისობის, ლაპპას სინდრომის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პირებისათვის ეს პრეპარატი რეკომენდირებული არ არის.
მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
ამ პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ფენობარბიტალის გამოყენებისას ორსულობის III ტრიმესტრში, ახალშიბილებს შესაძლოა განუვითარდეთ პრეპარატზე დამოკიდებულება და მოხსნის სინდრომი, რაც გამოვლინდება კრუნჩხვებით, აგზნებადობით, სისხლის შედედების დარღვევით. მშობიარობისას ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება ახალშიბილის სუნქვის დათრგუნვა გამოიწვიოს. ფენობარბიტალი მნიშვნელოვანი ოდენობით აღწევს დედის რძეში, ამიტომ, ამ პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
ამ პრეპარატს მიღება ავტომანქნის მართვისას და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას არ შეიძლება.
მიღების წესი და დოზები
პრეპარატი არის შიგნით მისაღები, პაციენტს ეძლევა ჭამის შემდეგ. პრეპარატის დოზას ადგენს ექიმი, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ზრდასრული პაციენტებისათვს ერთჯერადი დოზაა 50 – 200 მგ დღეში ორჯერ მიღებით. დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს. უდიდესი დღიური დოზა ზრდასრული პაციენტებისათვის არის 500 მგ. კანის მხრივ ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას. მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.
ბავშვები. ეს პრაპარატი ბავშვებში არ ინიშნება.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ატაქსია, ნისტაგმი, გულისრევა, სუნთქვის დათრგუნვა თითქმის გაჩერებამდე; ცნს დათრგუნვა თითქმის კომამდე; თავის ტკივილი, ტაქიკარდია, სისუსტე, არტერიული წნევის შემცირება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების დათრგუნვა, მათ შორის რითმის დარღვევა. პრეპარატის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის კლება, პულსის შენელება, დიურეზის კლება, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, კომატიზური მდგომარეობა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია, უპირველესყოვლისა – ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (სუნთქვა, პულსი, არტერიული წნევა) მონიტორინგი.
გვერდითი რეაქციები
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, თავბრუსხვევა, სისუსტე, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი, ჰალუცინაციები, დეპრესია, პარადოქსალური აგზნება, უძილობა (ბავშვები, ხანდაზული პირები), ყურადღების კონცენტრაციის კლება, გადაღლილობა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, შენელებული რეაქციები, თავის ტკივილი, კოგნიტიური დარღვევები.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას – ოსტეოგენეზის დარღვევა და რაქიტის განვითარება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, სიმძიმე ეპიგასტრიმის არეში, ხანგრძლივი გამოყენებისას – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
სისხლწარმოქმნის ორგანოების მხრივ: აგრანულოციტოზი, მეგალობლასტური ანემია, თრომბოციტოპენია, ანემია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის შემცირება, ბრადიკარდია
იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის გამონაყარი, სახის შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
ხანგრძლივი გამოყენებისას – წამალდამოკიდებულება, ფოლატების დეფიციტი, იმპოტენცია, მოხსნის სინდრომი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წამლის უეცარი მოხსნისას და რომელსაც შეიძლება ახლდეს კოშმარული სიზმრები, ნევროზი.
სხეულის ტემპერატურის მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება, ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, ლეიკოპენია, კოლაფსი.
სხვა: სუნთქვის გართულება.
კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ: ფოტოსენსიბილიზაცია, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელას სინდრომი.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე
შეფუთვა: ტაბლეტები 50 მგ ან 100 მგ #50 (10 x 5) ბლისტერში
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.
მწარმოებელი: შპს `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~,
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის მისამართი:
უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქუჩა 41
ბოლო რედაქციის თარიღი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



