ბაქტერიებით, სოკოებით და შერეული ინფექციებით გამოწვეული კანის ანთებითი დაავადებები. დერმატიტები, გამოწვეული სოკოებით ან ბაქტერიებით მეორეული ინფიცირების შედეგად. ბაქტერიული ან მიკოზური ინფექციები, გამოხატული ანთებითი კომპონენტით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მიკონაზოლი (miconazole) + გენტამიცინი (gentamicin) + betamethasone 17
- ფორმა და შეფუთვა
- (0,10გ+0,10გ+2გ)/100გ 20გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- Laboratorios CASASCO S.A.I.C., არგენტინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით, სხვა კომბინაციები
- ATC კოდი
- D07XC
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038927
- რეგისტრირებულია
- 24 აგვისტო 2023, მოქმედებს 24 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratorios CASASCO S.A.I.C. (არგენტინა)
- განმცხადებელი
- შპს „ჰიპოკრატე“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფაქტორ დერმიკო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბაქტერიებით, სოკოებით და შერეული ინფექციებით გამოწვეული კანის ანთებითი დაავადებები. დერმატიტები, გამოწვეული სოკოებით ან ბაქტერიებით მეორეული ინფიცირების შედეგად. ბაქტერიული ან მიკოზური ინფექციები, გამოხატული ანთებითი კომპონენტით.
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება დაზიანებულ უბანზე ერთხელ ან ორჯერ დღეში, ექიმის ჩვენების მიხედვით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. კანის ტუბერკულოზი, სიფილისით ან ვირუსული ინფექციით (ჰერპესული ინფექცია, მათ შორის, ჰერპეს ზოსტერი) გამოწვეული კანის დაზიანება. დაქვეითებული იმუნური სისტემა. კუშინგის დაავადება.
სიფრთხილის ზომები
განკუთვნილია მხოლოდ ექსტრემალური გამოყენებისათვის;
არ უნდა მოხდეს ნამკურნალების ადგილის შეხვევა ექიმის ჩვენების გარეშე;
პროდუქტის გამოყენებისას სენსიბილიზაციის განვითარების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს;
არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის. თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალის კონიუნქტივაზე მოხვედრა;
თუ პაციენტს აღენიშნება კანის როზაცეა ან პერიორალური დერმატიტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
რადგან პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის და მისი კომპონენტები ცუდად შეიწოვება, ისინი არ გვხვდება სისტემურ მიმოქცევაში. ამიტომ არ აღინიშნება ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფაქტორ დერმიკოს გამოყენება ფეხმძიმე ქალებში უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდენლი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს, რასაც განსაზღვრავს ექიმი.
არ არის ცნობილი, კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას შეიწოვება თუ არა იმ რაოდენობით, რომ აღმოჩნდეს დედის რძეში, ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში.
ბავშვებში გამოყენება
ბეტამეტაზონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, როგორც სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განსაკუთრებით, როცა მათი გამოყენება ხდება კანის დიდ ფართობზე ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას. ასევე, თავიდან უნდა იქნას აცილებული სახეზე გამოყენება. ბავშვებში, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია უფრო მეტად, ვიდრე მოზრდილ პაციენტებში.
ხანდაზმულებში გამოყენება
ხანდაზმულებში ბუნებრივად ხდება კანის გათხელება. რადგან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები იწვევენ კანის ატროფიას ხანგრძლივი გამოყენებისას, ამიტომ ფაქტორ დერმიკო ამ პოპულაციაში გამოყენებულ უნდა იქნას ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
ფაქტორ დერმიკოს გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული
გვერდითი (არასასურველი) მოვლენები
თუ პრეპარატი გამოიყენება სხეულის ზედაპირის 10%-ზე მეტ ფართობზე ან 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მეორეული რეაქციების განვითარება, როგორიც არის კანის ატროფია, გაღიზიანება, სტრიები, ქავილი, კანის სიმშრალე, ტელანგიექტაზიები (კანის კაპილარების გაფართოება) და ფოლიკულიტი. ასევე გვერდითი ეფექტების გამოვლენა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სტეროიდების სისტემურ აბსორბციასთან. ეს უკანასკნელი შესაძლებელია გამოიწვიოს მჭიდრო ნახვევების დადებამ ან პროდუქტის ხანგრძლივად გამოყენებამ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატს არ აქვს გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.
გვერდითი მოვლენები
ფაქტორ დერმიკო კარგად გადაიტანება.
თუ პრეპარატი გამოიყენება სხეულის ზედაპირის 10%-ზე მეტ ფართობზე ან 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მეორეული რეაქციების განვითარება, როგორიც არის კანის ატროფია, გაღიზიანება, სტრიები, ქავილი, კანის სიმშრალე, ტელანგიექტაზიები და ფოლიკულიტი. ასევე მეორეული ეფექტების გამოვლენა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სტეროიდების სისტემურ აბსორბციასთან. ეს უკანასკნელი შესაძლებელია გამოიწვიოს მჭიდრო ნახვევების დადებამ ან პროდუქტის ხანგრძლივად გამოყენებამ.
ჭარბი დოზა
ჰოსპიტალ Aა. პოსადას: (011) 4654-6648/4658-7777 /0800-333-0160
რიკარდო გუტიერესის სახელობის პედიატრიული ჰოსპიტალი: (011) 4962-6666/2247 /0800-444-8694
ტოქსიკოლოგიური დახმარების ცენტრი ლა პლატა: (0221) 451-5555.
"ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა”.
“პროდუქტთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეავსოს ANMAT ვებგვერდზე არსებული ფორმა
http://anmat.gov.ar/farmacovigilancia/Notificar.asp ან დარეკოს ტელეფონის ნომერზე 0800-333-1234”
ტექნიკური დეპარტამენტი: დოქტ. ალეხანდრო დ. სანტარელი - ფარმაცევტი.
სამკურნალო მედიკამენტი ლიცენზირებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ. სერტიფიკატი #48.264
Laboratories CASASCO S.A.I.C. - Boyaca 237 - Ciudad Autonoma de Buenos Aires, Argentina
ლაბორატორიოს კასასკო ს.ა.ი.ც. - ბოიაკა 237 - სიუდად ავტონომა დე ბუენოს აირეს, არგენტინა
შემადგენლობა
კრემის თითოეული 100 გრამი შეიცავს:
გენტამიცინის ფუძე (სულფატის სახით) 0.10გ, მიკონაზოლის ნიტრატი 2.00 გ, ბეტამეტაზონი 17-ვალერატი 0.10 გ. დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი ცვილი PW, თხევადი ვაზელინი, მყარი ვაზელინი,, დინატრიუმის EDTA, პროპილპარაბენი, მეთილპარაბენი, Tween 80, გაწმენდილი წყალი.
რა არის ფაქტორ დერმიკო და მისი გამოყენება
ფაქტორ დერმიკო არის კრემი, რომელიც შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას: ბეტამეტაზონის ვალერატს - ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდი ანტიანთებითი, ქავილის საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქციული მოქმედებით; გენტამიცინის სულფატს - ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, და მიკონაზოლის ნოტრატს - სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო საშუალება).
ფაქტორ დერმიკო გამოიყენება კანის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეული ბაქტერიული, მიკოზური (სოკოვანი) ან შერეული ინფექციებით, დერმატიტების სამკურნალოდ, გამოწვეული სოკოებით ან ბაქტერიებით მეორეული ინფიცირების შედეგად, ბაქტერიული ან მიკოზური ინფექციების, გამოხატული ანთებითი კომპონენტით, მკურნალობა.
ფაქტორ დერმიკოს გამოყენებამდე
ფაქტორ დერმიკოს გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ
პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება კანის ტუბერკულოზი, კანის დაზიანება გამოწვეული სიფილისით ან ვირუსული ანთებით (ჰერპესული ინფექციები, ჰერპეს ზოსტერის ჩათვლით);
თუ პაციენტს დაქვეითებული იმუნური სისტემა აქვს;
თუ პაციენტს კუშინგის დაავადება აქვს კორტიკოსტეროიდების გაზრდილი პროდუქციით.
შენახვის პირობები
ინახება გრილ და მშრალ ადგილას, უმჯობესია 15ºC - 25ºC-ზე.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სამკურნალო პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებს აქვთ ანტიანტებითი, ქავილის საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქციული მოქმედება.
მისი ადგილობრივი მოქმედების მექანიზმი კარგად არ არის ცნობილი. არის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს კავშირზე მის ვაზოკონსტრიქციულ მოქმედებასა და თერაპიულ ეფექტურობას შორის ადამიანებში.
მიკონაზოლი წარმოადგენს აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც მოქმედებს ადამიანის დერმატოფიტების, საფუარის და სხვა პათოგენური სოკოების წინააღმდეგ. იგი ასევე ავლენს მოქმედებას ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის წინააღმდეგ. მიკონაზოლი თრგუნავს ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და ცვლის უჯრედის მემბრანის ლიპიდურ შემადგენლობას. მიკონაზოლი განსაკუთრებით სპეციფიკურად მოქმედებს შემდეგი ორგანიზმების წინააღმდეგ: Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum; Candida; Aspergillus და დიმორფული სოკოების წინააღმდეგ, როგორიცაა Blastomyces და Histoplasma capsulatum, ასევე, ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის წინააღმდეგ, როგორიც არის Erisipelothrix, Streptococcus pyogenes და Staphilococcus aureus.
გენტამიცინი მიეკუთვნება ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომელიც აქტიურია შემდეგი ორგანიზმების მიმართ: Streptococcus-ის სენსიტიურ შტამებზე (A ჯგუფის ბეტაჰემოლიზური, ალფა-ჰემოლიზური), Staphilococcus aureus (კოაგულაზა-დადებითი, კოაგულაზა-უარყოფითი და ზოგიერთი პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამები) და გრამუარყოფითი ბაქტერიები, როგორიც არის Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherichia coli, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae.
ბეტამეტაზონი წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს ადგილობრივი გამოყენებისათვის, რომელსაც გააჩნია ანთების და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.
- 2. ფარმაკოკინეტიკული თვისებები
გენტამიცინი: დაუზიანებელ კანზე გამოყენებისას შეიწოვება გენტამიცინის მხოლოდ მცირე პროცენტი. მისი აბსორბცია იზრდება კანის საფარის დარღვევის და კანის ანთებითი პროცესების დროს, ოკლუზიური ნახვევების დადებისას, ასევე, კანის დიდ ზედაპირზე გამოყენებისას.
ბეტამეტაზონი: ნორმალურ პირობებში ბეტამეტაზონის ადგილობრივად გამოყენებისას დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი გადადის სისტემურ ცირკულაციაში.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების კანისმიერი შეწოვა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, რომელიც მოიცავს პრეპარატის სახეობას, ეპიდერმული ბარიერის მთლიანობას და ოკლუზიური ნახვევის გამოყენებას.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები შეიძლება შეწოვილ იქნას ინტაქტური კანიდან და სხვა ფაქტორები ზრდიან კანიდან შეწოვას. ოკლუზიური ნახვევი მნიშვნელოვნად ზრდის კანიდან შეწოვას,
კანიდან შეწოვის შემდეგ ისინი გადიან იმავე ფარმაკოკინეტიკას, რასაც სისტემურად შეწოვილი კორტიკოსტეროიდები. ისინი უკავშირდებიან პლაზმის ცილებს, პირველად მეტაბოლიზმს გადიან ღვიძლში და გამოიყოფიან თირკმელებით. ზოგიერთი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდი და მათი მეტაბოლიტები ასევე გამოიყოფა ნაღველთან ერთად.
მიკონაზოლი: მიკონაზოლი შესაძლოა დარჩეს კანის შრეებში ადგილობრივი გამოყენებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა შეიწოვება სისტემურად (ადგილობრივად გამოყენებული დოზის 1-2%).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფაქტორ დერმიკო®
FACTOR DERMICO®
გენტამიცინი
ბეტამეტაზონი
მიკონაზოლი
კრემი
ინფორმაცია პაციენტისათვის
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია
გაიცემა ექიმის რეცეპტით
წარმოებულია არგენტინაში
ეს ინფორმაცია განკუთვნილია პაციენტისათვის ფაქტორ დერმიკოთი მკურნალობის დაწყებამდე და ყოველთვის მედიკამენტის გამოყენებამდე, რადგან შეიძლება განახლდეს პრეპარატის შესახებ ინფორმაცია. მოცემული ინფორმაცია არ ანაცვლებს ექიმთან კონსულტაციას დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ.
შემადგენლობა
კრემის თითოეული 100 გრამი შეიცავს:
გენტამიცინის ფუძე (სულფატის სახით) 0.10გ, მიკონაზოლის ნიტრატი 2.00 გ, ბეტამეტაზონი 17-ვალერატი 0.10 გ. დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი ცვილი PW, თხევადი ვაზელინი, მყარი ვაზელინი,, დინატრიუმის EDTA, პროპილპარაბენი, მეთილპარაბენი, Tween 80, გაწმენდილი წყალი.
რა არის ფაქტორ დერმიკო და მისი გამოყენება
ფაქტორ დერმიკო არის კრემი, რომელიც შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას: ბეტამეტაზონის ვალერატს - ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდი ანტიანთებითი, ქავილის საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქციული მოქმედებით; გენტამიცინის სულფატს - ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, და მიკონაზოლის ნოტრატს - სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო საშუალება).
ფაქტორ დერმიკო გამოიყენება კანის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეული ბაქტერიული, მიკოზური (სოკოვანი) ან შერეული ინფექციებით, დერმატიტების სამკურნალოდ, გამოწვეული სოკოებით ან ბაქტერიებით მეორეული ინფიცირების შედეგად, ბაქტერიული ან მიკოზური ინფექციების, გამოხატული ანთებითი კომპონენტით, მკურნალობა.
ფაქტორ დერმიკოს გამოყენებამდე
ფაქტორ დერმიკოს გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ
პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება კანის ტუბერკულოზი, კანის დაზიანება გამოწვეული სიფილისით ან ვირუსული ანთებით (ჰერპესული ინფექციები, ჰერპეს ზოსტერის ჩათვლით);
თუ პაციენტს დაქვეითებული იმუნური სისტემა აქვს;
თუ პაციენტს კუშინგის დაავადება აქვს კორტიკოსტეროიდების გაზრდილი პროდუქციით.
სიფრთხილის ზომები ფაქტორ დერმიკოს გამოყენებისას
განკუთვნილია მხოლოდ ექსტრემალური გამოყენებისათვის;
არ უნდა მოხდეს ნამკურნალების ადგილის შეხვევა ექიმის ჩვენების გარეშე;
პროდუქტის გამოყენებისას სენსიბილიზაციის განვითარების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს;
არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის. თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალის კონიუნქტივაზე მოხვედრა;
თუ პაციენტს აღენიშნება კანის როზაცეა ან პერიორალური დერმატიტი.
როგორ გამოიყენება ფაქტორ დერმიკო?
გამოიყენება დაზიანებულ უბანზე ერთხელ ან ორჯერ დღეში, ექიმის ჩვენების მიხედვით.
ორსულობა და ლაქტაცია
ფაქტორ დერმიკოს გამოყენება ფეხმძიმე ქალებში უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდენლი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს, რასაც განსაზღვრავს ექიმი.
არ არის ცნობილი, კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას შეიწოვება თუ არა იმ რაოდენობით, რომ აღმოჩნდეს დედის რძეში, ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში.
ბავშვებში გამოყენება
ბეტამეტაზონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, როგორც სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განსაკუთრებით, როცა მათი გამოყენება ხდება კანის დიდ ფართობზე ან ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას. ასევე, თავიდან უნდა იქნას აცილებული სახეზე გამოყენება. ბავშვებში, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია უფრო მეტად, ვიდრე მოზრდილ პაციენტებში.
ხანდაზმულებში გამოყენება
ხანდაზმულებში ბუნებრივად ხდება კანის გათხელება. რადგან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები იწვევენ კანის ატროფიას ხანგრძლივი გამოყენებისას, ამიტომ ფაქტორ დერმიკო ამ პოპულაციაში გამოყენებულ უნდა იქნას ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
ფაქტორ დერმიკოს გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული
გვერდითი (არასასურველი) მოვლენები
თუ პრეპარატი გამოიყენება სხეულის ზედაპირის 10%-ზე მეტ ფართობზე ან 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მეორეული რეაქციების განვითარება, როგორიც არის კანის ატროფია, გაღიზიანება, სტრიები, ქავილი, კანის სიმშრალე, ტელანგიექტაზიები (კანის კაპილარების გაფართოება) და ფოლიკულიტი. ასევე გვერდითი ეფექტების გამოვლენა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სტეროიდების სისტემურ აბსორბციასთან. ეს უკანასკნელი შესაძლებელია გამოიწვიოს მჭიდრო ნახვევების დადებამ ან პროდუქტის ხანგრძლივად გამოყენებამ.
ფაქტორ დერმიკოს შენახვის პირობები
ინახება გრილ და მშრალ ადგილას, უმჯობესია 15ºC - 25ºC-ზე.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სამკურნალო პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს.
გამოშვების ფორმა
10 და 20 გ შეფუთვა.
უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2018 წლის ივნისი.
ფაქტორ დერმიკოს დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს უახლოეს საავადმყოფოს ან ტოქსიკოლოგიის ცენტრებს:
ჰოსპიტალ Aა. პოსადას: (011) 4654-6648/4658-7777 /0800-333-0160
რიკარდო გუტიერესის სახელობის პედიატრიული ჰოსპიტალი: (011) 4962-6666/2247 /0800-444-8694
ტოქსიკოლოგიური დახმარების ცენტრი ლა პლატა: (0221) 451-5555.
"ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა”.
“პროდუქტთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეავსოს ANMAT ვებგვერდზე არსებული ფორმა
http://anmat.gov.ar/farmacovigilancia/Notificar.asp ან დარეკოს ტელეფონის ნომერზე 0800-333-1234”
ტექნიკური დეპარტამენტი: დოქტ. ალეხანდრო დ. სანტარელი - ფარმაცევტი.
სამკურნალო მედიკამენტი ლიცენზირებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ. სერტიფიკატი #48.264
Laboratories CASASCO S.A.I.C. - Boyaca 237 - Ciudad Autonoma de Buenos Aires, Argentina
ლაბორატორიოს კასასკო ს.ა.ი.ც. - ბოიაკა 237 - სიუდად ავტონომა დე ბუენოს აირეს, არგენტინა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


