პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უროლესანი

Urolesan®

ურეცეპტოდ25მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

შარდგამომყოფი გზების და თირკმელების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ცისტიტი და პიელონეფრიტი); შარდკენჭოვანი დაავადება და შარდმჟავა დიათეზი (კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა მათი მოცილების შემდეგ); ქრონიკული ქოლეცისტიტი (მათ შორის კალკულოზური), სანაღვლე გზების დისკინეზია, ნაღვლკენჭოვანი დაავადება.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
25მლ შიგნით მისაღები წვეთები საწვეთურიანი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
«Halychpharm» PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური მცენარეული საშუალებები
რეგისტრაციის ნომერი
რ-039005
რეგისტრირებულია
5 სექტემბერი 2023, მოქმედებს 5 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Halychpharm» PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაუროლესანი და სხვა წამალი ერთად

უროლესანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

შარდგამომყოფი გზების და თირკმელების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ცისტიტი და პიელონეფრიტი); შარდკენჭოვანი დაავადება და შარდმჟავა დიათეზი (კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა მათი მოცილების შემდეგ); ქრონიკული ქოლეცისტიტი (მათ შორის კალკულოზური), სანაღვლე გზების დისკინეზია, ნაღვლკენჭოვანი დაავადება.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის წინ.

რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისათვის: 8-10 წვეთი (შაქარზე, პაციენტებისათვის შაქრიანი დიაბეტით - პურზე) 3 ჯერ დღეში. თირკმლისმიერი ან ღვიძლისმიერი კოლიკების დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 15-20 წვეთს. მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5-დან 7 დღემდე, ქრონიკული მდგომარეობების დროს 7 დღიდან 1 თვემდე.

რეკომენდირებული დოზა 7-14 წლის ბავშვებისათვის: 5-6 წვეთი (შაქარზე, პაციენტებისათვის შაქრიანი დიაბეტით - პურზე) 3 ჯერ დღეში.

ერთჯერად დოზას, მკურნალობის სიხშირესა და ხანგრძლივობას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

ბავშვები. 7 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდირებულია უროლესანი® სიროფი.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • ბავშვები კრუნჩხვებით ანამნეზში (ფებრილურით ან არაფებრილურით).

სიფრთხილის ზომები

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ კონკრემენტების დიამეტრი აღემატება 3 მმ-ს.

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ბრონქიალური ასთმით, ბრონქოსპაზმის განვითარების რისკის გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ შესწავლილა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში არ შესწავლილა.

ზემოქმედების უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. არ შესწავლილა.

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებრივ უროლესანი® კარგად გადაიტანება. პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური დარღვევები (გულისრევის, ღებინების, დიარეის, მუცლის ტკივილის ჩათვლით);

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ქავილის შეგრძნების, სახის გაწითლების, კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების (პირში წვის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის შეშუპება), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ატაქსია, კუნთების ტრემორი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, ბრადიკარდია.

ჭარბი დოზა

გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა.

მკურნალობა: ჭარბი რაოდენობით თბილი სასმელი, მოსვენება, აქტივირებული ნახშირი, ატროპინის სულფატი (0,0005-0,001 გ).

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: 1 მლ პრეპარატი შეიცავს სოჭის ზეთს (oleum Abies) - 67,60 მგ; ბაღის პიტნის ზეთს (oleum Menthae piperitae) - 16,90 მგ; ველური სტაფილოს ნაყოფის თხევად ექსტრაქტს (extractum fructuum Dauci sativi fluidum) (1:1) (ექსტრაგენტი 96% ეთანოლი) - 194,35 მგ; სვიის გირჩის თხევად ექსტრაქტს (extractum fructuum Strobili fluidum) (1: 1) (ექსტრაგენტი 96% ეთანოლი) - 278,80 მგ; თავშავას ბალახის თხევად ექსტრაქტს (extractum herbae Origani fluidum) (1:1) (ექსტრაგენტი 96% ეთანოლი) - 192, 95 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, აბუსალათინის ზეთი.

სამკურნალო ფორმა. ორალური წვეთები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: სითხე მომწვანო-მოყავისფროდან ყავისფერამდე, პიტნის დამახასიათებელი სუნით.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

25 მლ ფლაკონ-საწვეთურში; თითო ფლაკონი-საწვეთური კოლოფში;

25 მლ ფლაკონ-საწვეთურში, რომელიც დახუფულია თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით; თითო ფლაკონი-საწვეთური კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

საშუალებები, რომლებიც უროლოგიაში გამოიყენება.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი. პრეპარატ უროლესანის® კომპონენტები ამცირებენ ანთებით მოვლენებს შარდგამომყოფ გზებსა და თირკმელებში, ხელს უწყობენ თირკმელების და ღვიძლის გაძლიერებულ სისხლით მომარაგებას, ახდენენ დიურეზულ, ანტიბაქტერიულ, ნაღვლმდენ მოქმედებას, წარმოქმნიან დამცავ კოლოიდს შარდში და ახდენენ ნაღვლის ბუშტის და ზედა შარდგამომყოფი გზების გლუვი მუსკულატურის ტონუსის ნორმალიზებას. უროლესანი ზრდის შარდოვანას და ქლორიდების გამოყოფას, ხელს უწყობს წვრილი კონკრემენტების და სილის გამოყოფას შარდის ბუშტიდან და თირკემელბიდან.

პრეპარატი კარგად შეიწოვება, მისი მოქმედება იწყება 20-30 წუთის შემდეგ და გრძელდება 4-5 საათი. მაქსიმალური ეფექტი დგება 1-2 საათის შემდეგ. გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტით და თირკმელებით.

კლინიკური მაჩვენებლები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

უროლესანი®

(UROLESAN)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები: 1 მლ პრეპარატი შეიცავს სოჭის ზეთს (oleum Abies) - 67,60 მგ; ბაღის პიტნის ზეთს (oleum Menthae piperitae) - 16,90 მგ; ველური სტაფილოს ნაყოფის თხევად ექსტრაქტს (extractum fructuum Dauci sativi fluidum) (1:1) (ექსტრაგენტი 96% ეთანოლი) - 194,35 მგ; სვიის გირჩის თხევად ექსტრაქტს (extractum fructuum Strobili fluidum) (1: 1) (ექსტრაგენტი 96% ეთანოლი) - 278,80 მგ; თავშავას ბალახის თხევად ექსტრაქტს (extractum herbae Origani fluidum) (1:1) (ექსტრაგენტი 96% ეთანოლი) - 192, 95 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, აბუსალათინის ზეთი.

სამკურნალო ფორმა. ორალური წვეთები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: სითხე მომწვანო-მოყავისფროდან ყავისფერამდე, პიტნის დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საშუალებები, რომლებიც უროლოგიაში გამოიყენება.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი. პრეპარატ უროლესანის® კომპონენტები ამცირებენ ანთებით მოვლენებს შარდგამომყოფ გზებსა და თირკმელებში, ხელს უწყობენ თირკმელების და ღვიძლის გაძლიერებულ სისხლით მომარაგებას, ახდენენ დიურეზულ, ანტიბაქტერიულ, ნაღვლმდენ მოქმედებას, წარმოქმნიან დამცავ კოლოიდს შარდში და ახდენენ ნაღვლის ბუშტის და ზედა შარდგამომყოფი გზების გლუვი მუსკულატურის ტონუსის ნორმალიზებას. უროლესანი ზრდის შარდოვანას და ქლორიდების გამოყოფას, ხელს უწყობს წვრილი კონკრემენტების და სილის გამოყოფას შარდის ბუშტიდან და თირკემელბიდან.

პრეპარატი კარგად შეიწოვება, მისი მოქმედება იწყება 20-30 წუთის შემდეგ და გრძელდება 4-5 საათი. მაქსიმალური ეფექტი დგება 1-2 საათის შემდეგ. გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტით და თირკმელებით.

კლინიკური მაჩვენებლები.

ჩვენებები.

შარდგამომყოფი გზების და თირკმელების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ცისტიტი და პიელონეფრიტი); შარდკენჭოვანი დაავადება და შარდმჟავა დიათეზი (კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა მათი მოცილების შემდეგ); ქრონიკული ქოლეცისტიტი (მათ შორის კალკულოზური), სანაღვლე გზების დისკინეზია, ნაღვლკენჭოვანი დაავადება.

უკუჩვენებები.

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • ბავშვები კრუნჩხვებით ანამნეზში (ფებრილურით ან არაფებრილურით).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

არ შესწავლილა.

გამოყენების თავისებურებანი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ კონკრემენტების დიამეტრი აღემატება 3 მმ-ს.

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ბრონქიალური ასთმით, ბრონქოსპაზმის განვითარების რისკის გამო.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში არ შესწავლილა.

ზემოქმედების უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. არ შესწავლილა.

გამოყენების წესი და დოზირება.

პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის წინ.

რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისათვის: 8-10 წვეთი (შაქარზე, პაციენტებისათვის შაქრიანი დიაბეტით - პურზე) 3 ჯერ დღეში. თირკმლისმიერი ან ღვიძლისმიერი კოლიკების დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 15-20 წვეთს. მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5-დან 7 დღემდე, ქრონიკული მდგომარეობების დროს 7 დღიდან 1 თვემდე.

რეკომენდირებული დოზა 7-14 წლის ბავშვებისათვის: 5-6 წვეთი (შაქარზე, პაციენტებისათვის შაქრიანი დიაბეტით - პურზე) 3 ჯერ დღეში.

ერთჯერად დოზას, მკურნალობის სიხშირესა და ხანგრძლივობას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

ბავშვები. 7 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდირებულია უროლესანი® სიროფი.

ჭარბი დოზირება.

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა.

მკურნალობა: ჭარბი რაოდენობით თბილი სასმელი, მოსვენება, აქტივირებული ნახშირი, ატროპინის სულფატი (0,0005-0,001 გ).

გვერდითი რეაქციები.

ჩვეულებრივ უროლესანი® კარგად გადაიტანება. პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური დარღვევები (გულისრევის, ღებინების, დიარეის, მუცლის ტკივილის ჩათვლით);

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ქავილის შეგრძნების, სახის გაწითლების, კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების (პირში წვის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის შეშუპება), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ატაქსია, კუნთების ტრემორი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, ბრადიკარდია.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

25 მლ ფლაკონ-საწვეთურში; თითო ფლაკონი-საწვეთური კოლოფში;

25 მლ ფლაკონ-საწვეთურში, რომელიც დახუფულია თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით; თითო ფლაკონი-საწვეთური კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი.

საჯარო სააქციო საზოგადოება “გალიჩფარმა”.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი, ქ. ოპრიშკოვსკაკია, 6/8.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა