პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

ულტრაკაინ D-S ფორტე

ULTRACAIN D-S FORTE

რეცეპტით(40მგ+12მკგ)/მლინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ულტრაკაინი D-S ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - არტიკაინის ჰიდროქლორიდს და ეპინეფრინის (ადრენალინი) ჰიდროქლორიდს. საინექციო ხსნარში არსებული პრეპარატის 1 მლ შეიცავს 40 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0,012 მგ ეპინეფრინის ჰიდროქლორიდს. შეფუთვაში მოთავსებულია 20 ცალი საინექციო ხსნარი, თითოეული შეიცავს 2 მლ პრეპარატს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(40მგ+12მკგ)/მლ 2მლ ორომუკოზური საინექციო ხსნარი ამპულა №20
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB58
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0521
რეგისტრირებულია
17 მარტი 2023, მოქმედებს 17 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაულტრაკაინ D-S ფორტე და სხვა წამალი ერთად

ულტრაკაინ D-S ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ულტრაკაინი D-S ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - არტიკაინის ჰიდროქლორიდს და ეპინეფრინის (ადრენალინი) ჰიდროქლორიდს. საინექციო ხსნარში არსებული პრეპარატის 1 მლ შეიცავს 40 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0,012 მგ ეპინეფრინის ჰიდროქლორიდს. შეფუთვაში მოთავსებულია 20 ცალი საინექციო ხსნარი, თითოეული შეიცავს 2 მლ პრეპარატს.

ულტრაკაინი D-S ფორტე არის სტომატოლოგიაში გამოყენებული ლოკალური (ადგილობრივი) საანესთეზიო საშუალება (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ოპერაციის და სამედიცინო პროცედურების დროს ტკივილის და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად და აღკვეთს მგრძნობელობას). ეპინეფრინი ახდენს ინექციის მიდამოში არსებული სისხლძარღვების შევიწროებას, ამცირებს ამ მიდამოში სისხლის მიმოქცევას (ლოკალური ანემია) და ამასთანავე ახანგრძლივებს ადგილობრივი ანესთეზიის ეფექტს.

ულტრაკაინი D-S ფორტე გამოიყენება სტომატოლოგიურ პროცედურებამდე ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზიისთვის. იგი გამოიყენება:

ლორწოვან გარსზე და ძვლებზე ქირურგიული ოპერაციის დროს, რომელიც იწვევს ძლიერ სისხლდენას;

კბილის პულპაზე ქირურგიული ოპერაციის დროს (ამპუტაცია და ექსტრაქცია);

პაროდონტიტით დაზიანებული ან ჩამტვრეული კბილის ამოღების დროს (ოსტეოტომია);

ხანგრძლივი ქიურურგიული ოპერაციების დროს;

კბილთან და ღრძილთან (მუკოგინგივალური) დაკავშირებული სხვა ოპერაციების დროს, როგორიცაა პერკუტანული ოსტეოსინთეზი, კისტის ამოღება, ფესვის წვერის რეზექცია.

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს დაავადებიდან გამომდინარე და გაგიკეთებთ პრეპარატს.

ულტრაკაინი D-S ფორტეს აკეთებს სტომატოლოგი პირის ღრუში ნელი ინექციის გზით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

თუ ულტრაკაინი D-S ფორტე უნდა გამოიყენონ ბავშვებში, სავალდებულოა, გამოყენებული იქნას საკმარისი ანესთეზიის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველაზე მცირე მოცულობა. ექიმი ულტრაკაინი D-S ფორტეს დოზის რეგულირებას მოახდენს ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით.

ასაკოვნებში გამოყენება:

ასაკოვან პაციენტებში შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. თუ თქვენ განეკუთვნებით პაციენტთა ამ ჯგუფს, სტომატოლოგმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ უზრუნველყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობის გამოყენება, რაც საკმარისი იქნება ანესთეზიისთვის.

გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის უკმარისობა /ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა (მაგალითად, ნეფრიტის ან ციროზის შემთხვევაში) შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. თუ თქვენ განეკუთვნებით პაციენტთა ამ ჯგუფს, სტომატოლოგმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ უზრუნველყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობის გამოყენება, რაც საკმარისი იქნება ანესთეზიისთვის.

თუ თვლით, რომ ულტრაკაინი D-S ფორტეს მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ულტრაკაინი D-S ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით:

არ არის მოსალოდნელი, რომ ულტრაკაინი D-S ფორტე გამოიყენოთ საჭიროზე მეტი რაოდენობით. მაგრამ მიმართეთ სტომატოლოგს, როგორც კი თავს ცუდად იგრძნობთ. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლებელია მიუთითებდეს ჭარბ დოზირებაზე: ძლიერი სისუსტე, ფერმკრთალი კანი, თავის ტკივილი, შფოთვა ან მოუსვენრობა, ადგილის-მიმართულების აღქმის (ორიენტაციის) დარღვევა, წონასწორობის დარღვევა, უნებლიე ცახცახი ან ტრემორი, გუგების გაფართოება, დაბინდული მხედველობა, თვალის ფოკუსირების გაძნელება, მეტყველების დარღვევები, თავბრუსხვევა, კონვულსიები, გაბრუება, ცნობიერების დაკარგვა, კომა, მთქნარება, უჩვეულოდ ნელი ან ჩქარი სუნთქვა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის შექცევადი გაჩერება, გულის შეკუმშვის გაჩერება (გულის გაჩერება).

თუ ულტრაკაინი D-S ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენება

გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ულტრაკაინი D-S ფორტე კეთდება ექიმი-სპეციალისტის მიერ, რის გამოც შეუძლებელია, დაგავიწყდეთ გამოყენება.

ულტრაკაინი D-S ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქციები

ულტრაკაინი D-S ფორტე კეთდება ქირურგიული ჩარევის და დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული პროცედურის წინ ექიმი-სპეციალისტის მიერ. იგივე ექიმი დაასრულებს მკურნალობას.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ულტრაკაინი D-S ფორტეს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები. სტომატოლოგიური პროცედურის დროს სტომატოლოგი ინტენსიურად დაგაკვირდებათ ულტრაკაინი D-S ფორტეზე რეაქციებთან დაკავშირებით.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია არტიკაინზე ან ამიდების ტიპის სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე,

თუ გაქვთ ალერგია ეპინეფრინზე, ნატრიუმის მეტაბისულფიტზე (E223) ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე,

თუ გაქვთ გულის რითმის სერიოზული დარღვევა (მაგალითად, მე-2 ან მე-3 ხარისხის AV (ატრიოვენტრიკულური) ბლოკადა),

თუ გაქვთ ძალიან შენელებული პულსი,

თუ გაქვთ გულის მწვავე დეკომპენსირებული უკმარისობა (გულის მწვავე სისუსტე, მაგალითად, მოსვენებულ მდგომარეობაში ან გულის კუნთის (მიოკარდიუმის) დაზიანების შემდეგ მკერდის მოულოდნელი ტკივილი [მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი]),

თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა,

თუ დაავადებული ხართ ასთმით და გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სულფიტებზე (სულფიტებით პროვოცირებული ასთმის შეტევები),

თუ გაქვთ ეპილეფსია, რომელიც საკმარისად არ ექვემდებარება კონტროლს სათანადო სამედიცინო მკურნალობით.

ულტრაკაინი D-S ფორტე შეიცავს ეპინეფრინს, რის გამოც ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში არ გამოიყენოთ ულტრაკაინი D-S ფორტე:

თუ გაქვთ გულისცემის აჩქარება, რომელიც უეცრად იწყება (პაროქსიზმული ტაქიკარდია),

თუ გაქვთ სპეციფიკური ტიპის გულის რითმის დარღვევა (სწრაფ, არათანაბარ გულისცემასთან ერთად არითმია),

თუ ბოლო 3-6 თვის განმავლობაში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი,

თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩაგიტარდათ აორტო-კორონარული შუნტირება,

თუ დაავადებული ხართ ფეოქრომოციტომით (სიმსივნე, რომელიც, როგორც წესი, თირკმელზედა ჯირკვლებში აწარმოებს ადრენალინს),

თუ იყენებთ გარკვეულ ბეტა-ბლოკატორს (მაგალითად, პროპანოლოლს). არსებობს ჰიპერტენზიული კრიზის (ძალიან მაღალი არტერიული წნევა) ან პულსის სერიოზული შენელების საფრთხე,

თუ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წმევა,

თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს საკმარისზე მეტი რაოდენობით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს,

თუ გაქვთ მაღალი თვალშიგა წნევა (თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა),

თუ ერთდროულად იღებთ დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ გარკვეულ პრეპარატებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები), რადგანაც ამ აქტიურმა ნივთიერებებმა შესაძლებელია გააძლიეროს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ეპინეფრინის ზემოქმედება. აღნიშნული შესაძლებელია ძალაში იყოს მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულებიდან 14 დღის განმავლობაში.

არ შეიძლება ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენება ინტრავენურად.

ულტრაკაინი D-S ფორტე შეიცავს ეპინეფრინს, რის გამოც არ შეიძლება სხეულის დაბოლოებების (მაგალითად, ხელის და ფეხის თითების) ადგილობრივი ანესთეზიის დროს გამოყენება, რადგანაც არსებობს ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის შეფერხების საფრთხე.

არ შეიძლება 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენება.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ულტრაკაინი D-S ფორტე გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

თუ რომელიმე ქვემოთ მითითებული შემთხვევა გამოგივლინდებათ ან გეხებათ თქვენ, ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ სპეციფიკური ფერმენტის დეფიციტი (ქოლინესთერაზას დეფიციტი), რადგანაც ამ დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ულტრაკაინი D-S ფორტეს ზემოქმედების შენელება და, სავარაუდოდ, უფრო ინტენსიური ზემოქმედება.

თუ ინექციის მიდამოში გაქვთ ანთება ან ინფექცია. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ულტრაკაინი D-S ფორტეს ეფექტის დაქვეითების გამო გამოყენებული რაოდენობის გაზრდა.

თუ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის.

თუ სხეულის ქსოვილებში დაბალია ჟანგბადის დონე (ჰიპოქსია), სისხლში მაღალია კალიუმის დონე (ჰიპერკალემია) და გაქვთ მეტაბოლური დარღვევები, რომელიც იწვევს სისხლში დიდი რაოდენობით მჟავას (მეტაბოლური აციდოზი).

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ყურადღებით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ.

თუ გაქვთ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევები,

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევები (მაგალითად, თირკმლის ანთება),

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევები (მაგალითად, ციროზი),

თუ ერთდროულად გიტარდებათ მკურნალობა სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით, ანუ პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ მგრძნობელობის შექცევად დაკარგვას, მათ შორის, საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებით (იხილეთ, თავი „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“),

თუ გაქვთ ეპილეფსია (იხილეთ, თავი 4),

თუ იღებთ ანტითრომბოციტურ პრეპარატებს ან ანტიკოაგულოანტებს, რომელიც გამოიყენება კიდურებში სისხლძარღვების შევიწროების და/ან ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის,

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა,

თუ გაქვთ კუნთების სისუსტის გამომწვევი დაავადება, სახელად მიასთენია (myasthenia gravis)

თუ გაქვთ დაავადება, სახელად პორფირია, რომელიც იწვევს ნევროლოგიურ გართულებებს ან კანის პრობლემებს,

თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ყურადღებით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ და თქვენმა სტომატოლოგმა ულტრაკაინი D-S ფორტეს ნაცვლად შესაძლებელია გამოიყენოს ულტრაკაინი D-S, რადგანაც იგი შეიცავს უფრო ნაკლებ ეპინეფრინს:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაგალითად,

გულის უკმარისობა (გულის კუნთების სისუსტე)

გულის კორონარული დაავადება (გულის სისხლძარღვების შევიწროება),

სტენოკარდია (მკერდის ტკივილი, რომელიც ვითარდება გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების/დახშობის შედეგად),

ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი,

გულის რითმის დარღვევა (არათანაბარი პულსი),

მაღალი არტერიული წნევა,

ათეროსკლეროზი (არტერიების შევიწროება ფოლაქებით, მაგალითად, სისხლის ლიპიდებით)

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული დარღვევა

ანამნეზში დამბლა

ბრონქების ქრონიკული ანთება ან ფილტვის ემფიზემა (ფილტვების პათოლოგიური შეშუპება),

დიაბეტი,

სერიოზული შფოთვა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან.

თუ ორსულად ხართ, თქვენი სტომატოლოგი გამოიყენებს ულტრაკაინი D-S ფორტეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყურადღებით შეაფასებს რისკს და სარგებელს.

არ არსებობს გამოცდილება მშობიარობის გარდა ორსულობის დროს არტიკაინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კბილის ანასთეზიის დროს გამოყენებულზე მაღალი დოზით გამოყენებისას პრეპარატს აქვს ნაყოფზე მავნე ზემოქმედება.

თუ ულტრაკაინი D-S ფორტეს ინექცია შეცდომით მოხვდება დედის სისხლძარღვში, აღნიშნულის შედეგად შესაძლებელია შემცირდეს დედის საშვილოსნოსკენ სისხლის ნაკადი.

კბილის მკურნალობის დროს გამოყენებული დოზით არ არის მოსალოდნელი ფერტილურობაზე ნეგატიური ზემოქმედება.

თუ ორსულად ხართ, შესაძლებელია რეკომენდებული იქნას ულტრაკაინი D-S-ის გამოყენება ულტრაკაინი D-S ფორტესთან შედარებით ნაკლები ეპინეფრინის შემცველობის გამო.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან. ულტრაკაინი D-S ფორტეს აქტიური ნივთიერებები სწრაფად იშლება სხეულში. რის გამოც არც ერთი აქტიური ნივთიერება, რომელიც შესაძლებელია მავნე იყოს ბავშვებისთვის, არ გადადის დედის რძეში. ეს ნიშნავს, რომ ულტრაკაინი D-S ფორტეს მოკლევადიანი გამოყენებისას არ დაგჭირდებათ ძუძუთი კვების შეწყვეტა. ანესთეზიიდან 5 საათის შემდეგ შეგიძლიათ კვლავ დაიწყოთ ბავშვის ძუძუთი კვება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა მართოთ თუ არა სატრანსპორტო საშუალება და ზოგიერთი მექანიზმი პროცედურის შემდეგ. შესაბამისი კვლევებით არ დადგინდა ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ მანქანის ტარების ჩვეულებრივი უნარის რაიმე სახით დარღვევა.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის პრობლემები ან დაღლილობა, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან მექანიზმი, სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ (ეს, როგორც წესი, ხდება სტომატოლოგიური პროცედურიდან მომდევნო 30 წუთის განმავლობაში).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ულტრაკაინი D-S ფორტეს შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ამ სამედიცინო პრეპარატის ყოველი მლ შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტობრივად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

იშვიათად ნატრიუმის მეტაბისულფიტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმი).

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა პრეპარატებს, თუ მიიღეთ/გამოიყენეთ ახლო წარსულში ან, თუ უნდა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენს სტომატოლოგს აცნობოთ, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს:

ტრანკვილიზატორები ან სედაციური საშუალებები, რომელიც გამოყენებული იქნა სტომატოლოგთან ვიზიტამდე შფოთვის შესამცირებლად (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები, ოპიოიდები),

დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, მაპროტილინი და პროტრიპტილინი), პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას (COMT) ინჰიბიტორები (მაგალითად, ენტაკაპონი ან ტოლკაპონი),

დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალოდ გამოყენებული მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები (მაგალითად, მოკლობემიდი, ფენელზინი, ტრანილციპრომინი, ლინეზოლიდი),

გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, დიგიტალისი, ქინიდინი),

შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, მეტისერგიდი ან ერგოტამინი),

ვაზოპრესორები, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მატებას (მაგალითად, კოკაინი, ამფეტამინები, ფენილეფრინი, ფსევდოეფედრინი, ოქსიმეტაზოლინი): თუ ეს პრეპარატები გამოიყენეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საჭირო გახდება დაგეგმილი სტომატოლოგიური მკურნალობის გადადება,

ფსიქიკური მდგომარეობების, უპირველეს ყოვლისა, შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოყენებული ნეიროლეპტიკები (მაგალითად, ფენოთიაზინები).

თუ ადგილიბრივი ანესთეზიისთვის ერთდროულად გამოიყენეთ სხვა პრეპარატები, შესაძლებელია გაიზარდოს მათი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ნერვულ სისტემაზე.

არ შეიძლება ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენება, თუ იღებთ გარკვეულ ბეტა-ბლოკატორებს (მაგალითად, პროპანოლოლს) (იხილეთ, თავი 2. არ გამოიყენოთ ულტრაკაინი D-S ფორტე შემდეგ შემთხვევებში).

ულტრაკაინი D-S ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერება ეპინეფრინს (ადრენალინი). ეპინეფრინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და არტერიული წნევის მატებას. ეპინეფრინის ჰიპერტენზიულმა ზემოქმედებამ შესაძლებელია გაზარდოს დეპრესიის და პარკინსონის დაავადების დროს გამოყენებული გარკვეული პრეპარატების ზემოქმედება. რის გამოც არ შეიძლება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და მაო ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება (იხილეთ, თავი 2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენებამდე).

ეპინეფრინმა (ადრენალინი) შესაძლებელია შეაფერხოს პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფა და ამ სახით დააქვეითოს პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების) ეფექტი.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა სისხლის შედედების საწინააღმდეგო (სისხლის გამათხელებელი) პრეპარატებით (მაგალითად, ჰეპარინი ან აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი)), შეცდომით ინექციის სისხლძარღვში მოხვედრამ, რაც ადგილობრივი ანესთეზიის ნაწილს წარმოადგენს, შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული სისხლდენა და ზოგადად გაზარდოს სისხლდენის რისკი.

გარკვეულ საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებთან (მაგალითად, ჰალოტანთან) ერთად ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენებამ შესაძლებელია მოახდინოს გულის რითმის დარღვევების პროვოცირება.

თუ გაქვთ ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი, თქვენი სტომატოლოგი შეარჩევს სხვა საანესთეზიო საშუალებას.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობია (შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით).

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება ან ჩასუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა).

კანზე გამონაყარი, ქავილი, ყელის შეშუპება და ჩასუნთქვის გაძნელება: ეს შესაძლებელია იყოს ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციების სიმპტომები.

ჰორნერის სინდრომი წარმოადგენს სიმპტომების ერთობლიობას, როგორიცაა ქუთუთოების დაშვება და გუგების დავიწროება.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ულტრაკაინი D-S ფორტეზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან საავადმყოფოში დაწოლა.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ, მაგრამ აღენიშნება ზოგ პაციენტს

ხშირი:

ღრძილების ანთება

გულისრევა

ღებინება

მგრძნობელობის ცვლილება (პარესთეზია)

ნეიროპათიური ტკივილი (ნერვის დაზიანებიდან გამომდინარე გარკვეული ტიპის ტკივილი)

პირში ლითონის გემო, გემოს აღქმის დარღვევა ან გემოს აღქმის დაკარგვა

პირის ღრუში და სახის მიდამოში მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია) ან გაზრდა (ჰიპერესთეზია)

თავის ტკივილი

არასასიამოვნო ან უჩვეულო შეხების შეგრძნება (დიზესთეზია)

სითბოზე მომატებული მგრძნობელობა

ძალიან აჩქარებული გულისცემა

ძალიან შენელებული გულისცემა

დაბალი არტერიული წნევა

ენის, ტუჩების და ღრძილების შეშუპება

არახშირი:

გაბრუება

წვის შეგრძნება

მაღალი არტერიული წნევა

ენის და პირის ღრუს ანთება

დიარეა

კანზე გამონაყარი, ქავილი

კისერზე ან ინექციის მიდამოში ტკივილი

იშვიათი:

შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული და ალერგიის მსგავსი რეაქციები). ეს შესაძლებელია გამოვლინდეს ინექციის მიდამოში შეშუპების და/ან ანთების ფორმით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები არ შემოიფარგლება ინექციის მიდამოთი და შესაძლებელია აღინიშნებოდეს ქვემოთ მითითებული ფორმითაც:

სიწითლე

ქავილი

წითელი და ცრემლიანი თვალები

ცხვირიდან გამონადენი

ზედა და/ან ქვედა ტუჩის და/ან ლოყების შეშუპება და სახის შეშუპება (ანგიოედემა), სუნთქვის გაძნელების შეგრძნება და ყლაპვის გაძნელებასთან ერთად მბგერავი ნაოჭების ირგვლივ (ხორხში) შეშუპება

ქავილი

სუნთქვის გაძნელება, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს ანაფილაქსიურ შოკამდე

გაღიზიანება, შფოთვა

სახის ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები (სახის დამბლა)

დაბუჟება

თვალების უნებლიე მოძრაობა

თავის მიდამოში ადგილობრივი ანესთეზიის ინექციის დროს ან ინექციიდან მცირე ხნის შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს მხედველობის პრობლემები (მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება, გაფართოებული გუგები, სიბრმავე). როგორც წესი, ეს სიმპტომები შექცევადია.

ქუთუთოების დაშვება და გუგების დავიწროება (ჰორნერის სინდრომი)

თვალბუდის მოცულობის ცვლილებიდან გამომდინარე თვალის კაკლის ღრმა მდებარეობა ორბიტაში (ენოფთალმი)

ტინიტუსი, ხმაურის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა

პალპიტაცია

წამოხურება

მსტვენი სუნთქვა (ბრონქოსპაზმი), ასთმა

ჩასუნთქვის გაძნელება

ღრძილებზე განგრენის ან იარის წარმოქმნა (წყლული)

ინექციის მიდამოში განგრენა

გამონაყარი (ურტიკარია)

კუნთების სპაზმი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა

დაღლილობა, სისუსტე

კანკალი

ძალიან იშვიათი

შეგრძნების პერსისტენტული დაკარგვა, ხანგრძლივი დაბუჟება და გემოს აღქმის დაკარგვა

უცნობია:

კანზე სიწითლე (ერითემა)

მეტისმეტად კარგი გუნება-განწყობა (ეიფორია)

გულის ბუნებრივი ტემპის რეგულირებასთან ან გამტარ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები (გატარების დარღვევები, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)

გულის რითმის პრობლემები, გულის უკმარისობა და შოკი (რომელიც ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო)

დოზიდან გამომდინარე (განსაკუთრებით ზედოზირების ან შეცდომით სისხლძარღვში პრეპარატის ინექციის გაკეთების შემთხვევაში) შესაძლებელია გამოვლინდეს ნერვული სისტემის დარღვევები. მაგალითად:

შფოთვა, გაღიზიანება

უმოძრაობა, გაბრუება, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს გონების დაკარგვამდე, კომა

სუნთქვის დარღვევები, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს სუნთქვის გაჩერებამდე

კუნთების კანკალი, სპაზმები, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს გავრცელებულ კონვულსიებამდე

ნერვის დაზიანება (მაგალითად, სახის ნერვების) შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურის დროს, რის გამოც არ შეიძლება მისი გამორიცხვა. ვლინდება ინექციის მიდამოში არსებული ნერვების მიმართულების ან ინექციის არასწორი ტექნიკის გამო. შესაძლებელია განვითარდეს სახის დამბლა. ასევე შესაძლებელია გემოს მგრძნობელობის დაქვეითებაც.

შეცდომით სისხლძარღვში ინექციის შედეგად ჟანგბადის არასაკმარისი გადატანა, რაც იწვევს ქსოვილის ნეკროზს, ინექციის მიდამოში შესაძლებელია გამოვლინდეს ძალიან იშვიათად.

სხეულის ერთ ნაწილში სისხლის მოცულობის გაზრდა, რაც იწვევს სისხლძარღვების დახშვას.

სისხლძარღვების გაფართოება ან შევიწროება

ხმის ჩახლეჩა

ყლაპვის გაძნელება

ლოყების შეშუპება და ადგილობრივი შეშუპება

ენის წვა (პირის ღრუს წვის სინდრომი)

უჩვეულო ოფლიანობა

კირნს-სეირის სინდრომის დროს როგორც ნერვებზე, ასევე კუნთებზე ზემოქმედების მქონე (ნერვ-კუნთოვანი) სიმპტომების დამძიმება

სიცხის ან სიცივის შეგრძნება

ტრიზმი

პრეპარატმა მის შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის მეტაბისულფიტის გამო შესაძლებელია ძალიან იშვიათად გამოიწვიოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და სასუნქი გზების სპაზმი (ბრონქოსპაზმი). ამ ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სახით: ღებინება, დიარეა, მსტვენი სუნთქვა, ასთმის მწვავე შეტევა, ცნობიერების დარღვევა ან შოკი.

ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები:

პატარა ბავშვებში კბილის მკურნალობის შემდეგ პირის მიდამოში შეგრძნების დაკარგვა უფრო დიდხანს გრძელდება, რის გამოც შემთხვევით კბენის შედეგად რბილი ქსოვილების დაზიანების რისკი მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალია.

სპეციალური შენიშვნა: თუ ნებისმიერი გვერდითი რეაქცია უეცრად გამოვლინდება და ძლიერად განვითარდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • ულტრაკაინი D-S ფორტეს შენახვა

ულტრაკაინი D-S ფორტე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ულტრაკაინი D-S ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

სს სეპტოდონტ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

სარიერი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

სს სანოფი ილაჩ სან. ვე თიჯ.

ბუიუქქარიშთირანი 39780, ლულებურგაზი - ქირქლარელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 30/12/2022 წელს.

ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს

ულტრაკაინი D-S ფორტე ერთჯერადია. ნებისმიერი ხსნარი, რომელიც არ იქნა გამოყენებული, ექვემდებარება გადაყრას

ულტრაკაინი D-S ფორტე უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო. არ შეიძლება გამოყენება, თუ ხსნარი ამღვრეულია ან შეცვლილია ფერი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ულტრაკაინი® D-S ფორტე 40 მგ/მლ + 12 მკგ/მლ საინექციო ხსნარის შემცველი ამპულა

კეთდება ღრძილში.

სტერილური

აქტიური ნივთიერება:

1 მლ-ში

არტიკაინის ჰიდროქლორიდი

40 მგ

ეპინეფრინის ჰიდროქლორიდი

0,012 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.

თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული პრეპარატის დოზის გარდა არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

  • რა არის ულტრაკაინი D-S ფორტე და რისთვის გამოიყენება?
  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ულტრაკაინი D-S ფორტე?
  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
  • ულტრაკაინი D-S ფორტეს შენახვა
  • რა არის ულტრაკაინი D-S ფორტე და რისთვის გამოიყენება?

ულტრაკაინი D-S ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - არტიკაინის ჰიდროქლორიდს და ეპინეფრინის (ადრენალინი) ჰიდროქლორიდს. საინექციო ხსნარში არსებული პრეპარატის 1 მლ შეიცავს 40 მგ არტიკაინის ჰიდროქლორიდს და 0,012 მგ ეპინეფრინის ჰიდროქლორიდს. შეფუთვაში მოთავსებულია 20 ცალი საინექციო ხსნარი, თითოეული შეიცავს 2 მლ პრეპარატს.

ულტრაკაინი D-S ფორტე არის სტომატოლოგიაში გამოყენებული ლოკალური (ადგილობრივი) საანესთეზიო საშუალება (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ოპერაციის და სამედიცინო პროცედურების დროს ტკივილის და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად და აღკვეთს მგრძნობელობას). ეპინეფრინი ახდენს ინექციის მიდამოში არსებული სისხლძარღვების შევიწროებას, ამცირებს ამ მიდამოში სისხლის მიმოქცევას (ლოკალური ანემია) და ამასთანავე ახანგრძლივებს ადგილობრივი ანესთეზიის ეფექტს.

ულტრაკაინი D-S ფორტე გამოიყენება სტომატოლოგიურ პროცედურებამდე ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზიისთვის. იგი გამოიყენება:

ლორწოვან გარსზე და ძვლებზე ქირურგიული ოპერაციის დროს, რომელიც იწვევს ძლიერ სისხლდენას;

კბილის პულპაზე ქირურგიული ოპერაციის დროს (ამპუტაცია და ექსტრაქცია);

პაროდონტიტით დაზიანებული ან ჩამტვრეული კბილის ამოღების დროს (ოსტეოტომია);

ხანგრძლივი ქიურურგიული ოპერაციების დროს;

კბილთან და ღრძილთან (მუკოგინგივალური) დაკავშირებული სხვა ოპერაციების დროს, როგორიცაა პერკუტანული ოსტეოსინთეზი, კისტის ამოღება, ფესვის წვერის რეზექცია.

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ულტრაკაინი D-S ფორტე შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია არტიკაინზე ან ამიდების ტიპის სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე,

თუ გაქვთ ალერგია ეპინეფრინზე, ნატრიუმის მეტაბისულფიტზე (E223) ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე,

თუ გაქვთ გულის რითმის სერიოზული დარღვევა (მაგალითად, მე-2 ან მე-3 ხარისხის AV (ატრიოვენტრიკულური) ბლოკადა),

თუ გაქვთ ძალიან შენელებული პულსი,

თუ გაქვთ გულის მწვავე დეკომპენსირებული უკმარისობა (გულის მწვავე სისუსტე, მაგალითად, მოსვენებულ მდგომარეობაში ან გულის კუნთის (მიოკარდიუმის) დაზიანების შემდეგ მკერდის მოულოდნელი ტკივილი [მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი]),

თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა,

თუ დაავადებული ხართ ასთმით და გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სულფიტებზე (სულფიტებით პროვოცირებული ასთმის შეტევები),

თუ გაქვთ ეპილეფსია, რომელიც საკმარისად არ ექვემდებარება კონტროლს სათანადო სამედიცინო მკურნალობით.

ულტრაკაინი D-S ფორტე შეიცავს ეპინეფრინს, რის გამოც ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში არ გამოიყენოთ ულტრაკაინი D-S ფორტე:

თუ გაქვთ გულისცემის აჩქარება, რომელიც უეცრად იწყება (პაროქსიზმული ტაქიკარდია),

თუ გაქვთ სპეციფიკური ტიპის გულის რითმის დარღვევა (სწრაფ, არათანაბარ გულისცემასთან ერთად არითმია),

თუ ბოლო 3-6 თვის განმავლობაში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი,

თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩაგიტარდათ აორტო-კორონარული შუნტირება,

თუ დაავადებული ხართ ფეოქრომოციტომით (სიმსივნე, რომელიც, როგორც წესი, თირკმელზედა ჯირკვლებში აწარმოებს ადრენალინს),

თუ იყენებთ გარკვეულ ბეტა-ბლოკატორს (მაგალითად, პროპანოლოლს). არსებობს ჰიპერტენზიული კრიზის (ძალიან მაღალი არტერიული წნევა) ან პულსის სერიოზული შენელების საფრთხე,

თუ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წმევა,

თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს საკმარისზე მეტი რაოდენობით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს,

თუ გაქვთ მაღალი თვალშიგა წნევა (თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა),

თუ ერთდროულად იღებთ დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ გარკვეულ პრეპარატებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები), რადგანაც ამ აქტიურმა ნივთიერებებმა შესაძლებელია გააძლიეროს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ეპინეფრინის ზემოქმედება. აღნიშნული შესაძლებელია ძალაში იყოს მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულებიდან 14 დღის განმავლობაში.

არ შეიძლება ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენება ინტრავენურად.

ულტრაკაინი D-S ფორტე შეიცავს ეპინეფრინს, რის გამოც არ შეიძლება სხეულის დაბოლოებების (მაგალითად, ხელის და ფეხის თითების) ადგილობრივი ანესთეზიის დროს გამოყენება, რადგანაც არსებობს ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის შეფერხების საფრთხე.

არ შეიძლება 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენება.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ულტრაკაინი D-S ფორტე გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

თუ რომელიმე ქვემოთ მითითებული შემთხვევა გამოგივლინდებათ ან გეხებათ თქვენ, ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ სპეციფიკური ფერმენტის დეფიციტი (ქოლინესთერაზას დეფიციტი), რადგანაც ამ დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ულტრაკაინი D-S ფორტეს ზემოქმედების შენელება და, სავარაუდოდ, უფრო ინტენსიური ზემოქმედება.

თუ ინექციის მიდამოში გაქვთ ანთება ან ინფექცია. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ულტრაკაინი D-S ფორტეს ეფექტის დაქვეითების გამო გამოყენებული რაოდენობის გაზრდა.

თუ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის.

თუ სხეულის ქსოვილებში დაბალია ჟანგბადის დონე (ჰიპოქსია), სისხლში მაღალია კალიუმის დონე (ჰიპერკალემია) და გაქვთ მეტაბოლური დარღვევები, რომელიც იწვევს სისხლში დიდი რაოდენობით მჟავას (მეტაბოლური აციდოზი).

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ყურადღებით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ.

თუ გაქვთ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევები,

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევები (მაგალითად, თირკმლის ანთება),

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევები (მაგალითად, ციროზი),

თუ ერთდროულად გიტარდებათ მკურნალობა სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით, ანუ პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ მგრძნობელობის შექცევად დაკარგვას, მათ შორის, საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებით (იხილეთ, თავი „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“),

თუ გაქვთ ეპილეფსია (იხილეთ, თავი 4),

თუ იღებთ ანტითრომბოციტურ პრეპარატებს ან ანტიკოაგულოანტებს, რომელიც გამოიყენება კიდურებში სისხლძარღვების შევიწროების და/ან ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის,

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა,

თუ გაქვთ კუნთების სისუსტის გამომწვევი დაავადება, სახელად მიასთენია (myasthenia gravis)

თუ გაქვთ დაავადება, სახელად პორფირია, რომელიც იწვევს ნევროლოგიურ გართულებებს ან კანის პრობლემებს,

თუ სხეულის ქსოვილებში დაბალია ჟანგბადის დონე (ჰიპოქსია), სისხლში მაღალია კალიუმის დონე (ჰიპერკალემია) და გაქვთ მეტაბოლური დარღვევები, რომელიც იწვევს სისხლში დიდი რაოდენობით მჟავას (მეტაბოლური აციდოზი).

თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ყურადღებით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ და თქვენმა სტომატოლოგმა ულტრაკაინი D-S ფორტეს ნაცვლად შესაძლებელია გამოიყენოს ულტრაკაინი D-S, რადგანაც იგი შეიცავს უფრო ნაკლებ ეპინეფრინს:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაგალითად,

გულის უკმარისობა (გულის კუნთების სისუსტე)

გულის კორონარული დაავადება (გულის სისხლძარღვების შევიწროება),

სტენოკარდია (მკერდის ტკივილი, რომელიც ვითარდება გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების/დახშობის შედეგად),

ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი,

გულის რითმის დარღვევა (არათანაბარი პულსი),

მაღალი არტერიული წნევა,

ათეროსკლეროზი (არტერიების შევიწროება ფოლაქებით, მაგალითად, სისხლის ლიპიდებით)

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული დარღვევა

ანამნეზში დამბლა

ბრონქების ქრონიკული ანთება ან ფილტვის ემფიზემა (ფილტვების პათოლოგიური შეშუპება),

დიაბეტი,

სერიოზული შფოთვა.

გვერდითი რეაქციების თავიდან ასაცილებლად თქვენი სტომატოლოგი:

შეამოწმებს სამედიცინო ანამნეზს და თანმხლებ მკურნალობას,

გააკეთებს ტესტს (ინექციას), თუ არსებობს პრეპარატზე ალერგიის რისკი,

შეარჩევს, რამდენადაც შესაძლებელია, დაბალ დოზას,

ინექციამდე ყურადღებით შეამოწმებს, ხომ არ მოხვდა პრეპარატი სისხლძარღვში.

ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენებამ სტომატოლოგიური მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია გამოიწვიოს პირის ღრუს ხანგრძლივად დაბუჟება. ყურადღება უნდა მიექცეს პატარა ბავშვებს, რათა მათ კბენის გზით რბილ ქსოვილებს არ მიაყენონ დაზიანება.

ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენების შემდეგ არ შეიძლება რაიმე სახის საკვების მიღება, სანამ არ გაივლის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ზემოქმედება.

გამოყენების შემდეგ პირის ღრუში დაკარგული მგრძნობელობის სრულად აღდგენამდე მოერიდეთ საკვების მიღებას და საღეჭი რეზინის დაღეჭვას. როდესაც პირის ღრუში არ არის მგრძნობელობა, ღეჭვის გამო შესაძლებელია შეცდომით იკბინოთ ენაზე, ტუჩზე ან ლოყის შიდა მხარეს და მიიღოთ დაზიანება.

თუ თქვენს ბავშვს გაუკეთდა ულტრაკაინი D-S ფორტე, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, სანამ პირის ღრუში არ აღუდგება მგრძნობელობა, რათა ბავშვმა არ მიიღოს საკვები, არ დაღეჭოს საღეჭი რეზინი, არ დალიოს ცხელი სითხეები.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან.

თუ ორსულად ხართ, თქვენი სტომატოლოგი გამოიყენებს ულტრაკაინი D-S ფორტეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყურადღებით შეაფასებს რისკს და სარგებელს.

არ არსებობს გამოცდილება მშობიარობის გარდა ორსულობის დროს არტიკაინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კბილის ანასთეზიის დროს გამოყენებულზე მაღალი დოზით გამოყენებისას პრეპარატს აქვს ნაყოფზე მავნე ზემოქმედება.

თუ ულტრაკაინი D-S ფორტეს ინექცია შეცდომით მოხვდება დედის სისხლძარღვში, აღნიშნულის შედეგად შესაძლებელია შემცირდეს დედის საშვილოსნოსკენ სისხლის ნაკადი.

კბილის მკურნალობის დროს გამოყენებული დოზით არ არის მოსალოდნელი ფერტილურობაზე ნეგატიური ზემოქმედება.

თუ ორსულად ხართ, შესაძლებელია რეკომენდებული იქნას ულტრაკაინი D-S-ის გამოყენება ულტრაკაინი D-S ფორტესთან შედარებით ნაკლები ეპინეფრინის შემცველობის გამო.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან. ულტრაკაინი D-S ფორტეს აქტიური ნივთიერებები სწრაფად იშლება სხეულში. რის გამოც არც ერთი აქტიური ნივთიერება, რომელიც შესაძლებელია მავნე იყოს ბავშვებისთვის, არ გადადის დედის რძეში. ეს ნიშნავს, რომ ულტრაკაინი D-S ფორტეს მოკლევადიანი გამოყენებისას არ დაგჭირდებათ ძუძუთი კვების შეწყვეტა. ანესთეზიიდან 5 საათის შემდეგ შეგიძლიათ კვლავ დაიწყოთ ბავშვის ძუძუთი კვება.

სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა მართოთ თუ არა სატრანსპორტო საშუალება და ზოგიერთი მექანიზმი პროცედურის შემდეგ. შესაბამისი კვლევებით არ დადგინდა ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ მანქანის ტარების ჩვეულებრივი უნარის რაიმე სახით დარღვევა.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის პრობლემები ან დაღლილობა, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან მექანიზმი, სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ (ეს, როგორც წესი, ხდება სტომატოლოგიური პროცედურიდან მომდევნო 30 წუთის განმავლობაში).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ულტრაკაინი D-S ფორტეს შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ამ სამედიცინო პრეპარატის ყოველი მლ შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტობრივად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

იშვიათად ნატრიუმის მეტაბისულფიტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმი).

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა პრეპარატებს, თუ მიიღეთ/გამოიყენეთ ახლო წარსულში ან, თუ უნდა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენს სტომატოლოგს აცნობოთ, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს:

ტრანკვილიზატორები ან სედაციური საშუალებები, რომელიც გამოყენებული იქნა სტომატოლოგთან ვიზიტამდე შფოთვის შესამცირებლად (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები, ოპიოიდები),

დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, მაპროტილინი და პროტრიპტილინი), პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას (COMT) ინჰიბიტორები (მაგალითად, ენტაკაპონი ან ტოლკაპონი),

დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალოდ გამოყენებული მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები (მაგალითად, მოკლობემიდი, ფენელზინი, ტრანილციპრომინი, ლინეზოლიდი),

გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, დიგიტალისი, ქინიდინი),

შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, მეტისერგიდი ან ერგოტამინი),

ვაზოპრესორები, რომელიც იწვევს არტერიული წნევის მატებას (მაგალითად, კოკაინი, ამფეტამინები, ფენილეფრინი, ფსევდოეფედრინი, ოქსიმეტაზოლინი): თუ ეს პრეპარატები გამოიყენეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საჭირო გახდება დაგეგმილი სტომატოლოგიური მკურნალობის გადადება,

ფსიქიკური მდგომარეობების, უპირველეს ყოვლისა, შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოყენებული ნეიროლეპტიკები (მაგალითად, ფენოთიაზინები).

თუ ადგილიბრივი ანესთეზიისთვის ერთდროულად გამოიყენეთ სხვა პრეპარატები, შესაძლებელია გაიზარდოს მათი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ნერვულ სისტემაზე.

არ შეიძლება ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენება, თუ იღებთ გარკვეულ ბეტა-ბლოკატორებს (მაგალითად, პროპანოლოლს) (იხილეთ, თავი 2. არ გამოიყენოთ ულტრაკაინი D-S ფორტე შემდეგ შემთხვევებში).

ულტრაკაინი D-S ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერება ეპინეფრინს (ადრენალინი). ეპინეფრინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და არტერიული წნევის მატებას. ეპინეფრინის ჰიპერტენზიულმა ზემოქმედებამ შესაძლებელია გაზარდოს დეპრესიის და პარკინსონის დაავადების დროს გამოყენებული გარკვეული პრეპარატების ზემოქმედება. რის გამოც არ შეიძლება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და მაო ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება (იხილეთ, თავი 2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენებამდე).

ეპინეფრინმა (ადრენალინი) შესაძლებელია შეაფერხოს პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფა და ამ სახით დააქვეითოს პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების) ეფექტი.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა სისხლის შედედების საწინააღმდეგო (სისხლის გამათხელებელი) პრეპარატებით (მაგალითად, ჰეპარინი ან აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი)), შეცდომით ინექციის სისხლძარღვში მოხვედრამ, რაც ადგილობრივი ანესთეზიის ნაწილს წარმოადგენს, შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული სისხლდენა და ზოგადად გაზარდოს სისხლდენის რისკი.

გარკვეულ საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებთან (მაგალითად, ჰალოტანთან) ერთად ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენებამ შესაძლებელია მოახდინოს გულის რითმის დარღვევების პროვოცირება.

თუ გაქვთ ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი, თქვენი სტომატოლოგი შეარჩევს სხვა საანესთეზიო საშუალებას.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება ულტრაკაინი D-S ფორტე?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს დაავადებიდან გამომდინარე და გაგიკეთებთ პრეპარატს.

ულტრაკაინი D-S ფორტეს აკეთებს სტომატოლოგი პირის ღრუში ნელი ინექციის გზით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

თუ ულტრაკაინი D-S ფორტე უნდა გამოიყენონ ბავშვებში, სავალდებულოა, გამოყენებული იქნას საკმარისი ანესთეზიის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველაზე მცირე მოცულობა. ექიმი ულტრაკაინი D-S ფორტეს დოზის რეგულირებას მოახდენს ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით.

ასაკოვნებში გამოყენება:

ასაკოვან პაციენტებში შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. თუ თქვენ განეკუთვნებით პაციენტთა ამ ჯგუფს, სტომატოლოგმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ უზრუნველყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობის გამოყენება, რაც საკმარისი იქნება ანესთეზიისთვის.

გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის უკმარისობა /ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა (მაგალითად, ნეფრიტის ან ციროზის შემთხვევაში) შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. თუ თქვენ განეკუთვნებით პაციენტთა ამ ჯგუფს, სტომატოლოგმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ უზრუნველყოს, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობის გამოყენება, რაც საკმარისი იქნება ანესთეზიისთვის.

თუ თვლით, რომ ულტრაკაინი D-S ფორტეს მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ულტრაკაინი D-S ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით:

არ არის მოსალოდნელი, რომ ულტრაკაინი D-S ფორტე გამოიყენოთ საჭიროზე მეტი რაოდენობით. მაგრამ მიმართეთ სტომატოლოგს, როგორც კი თავს ცუდად იგრძნობთ. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლებელია მიუთითებდეს ჭარბ დოზირებაზე: ძლიერი სისუსტე, ფერმკრთალი კანი, თავის ტკივილი, შფოთვა ან მოუსვენრობა, ადგილის-მიმართულების აღქმის (ორიენტაციის) დარღვევა, წონასწორობის დარღვევა, უნებლიე ცახცახი ან ტრემორი, გუგების გაფართოება, დაბინდული მხედველობა, თვალის ფოკუსირების გაძნელება, მეტყველების დარღვევები, თავბრუსხვევა, კონვულსიები, გაბრუება, ცნობიერების დაკარგვა, კომა, მთქნარება, უჩვეულოდ ნელი ან ჩქარი სუნთქვა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის შექცევადი გაჩერება, გულის შეკუმშვის გაჩერება (გულის გაჩერება).

თუ ულტრაკაინი D-S ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენება

გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ულტრაკაინი D-S ფორტე კეთდება ექიმი-სპეციალისტის მიერ, რის გამოც შეუძლებელია, დაგავიწყდეთ გამოყენება.

ულტრაკაინი D-S ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქციები

ულტრაკაინი D-S ფორტე კეთდება ქირურგიული ჩარევის და დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული პროცედურის წინ ექიმი-სპეციალისტის მიერ. იგივე ექიმი დაასრულებს მკურნალობას.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ულტრაკაინი D-S ფორტეს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები. სტომატოლოგიური პროცედურის დროს სტომატოლოგი ინტენსიურად დაგაკვირდებათ ულტრაკაინი D-S ფორტეზე რეაქციებთან დაკავშირებით.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში მოცემული სახით:

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობია (შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით).

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება ან ჩასუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა).

კანზე გამონაყარი, ქავილი, ყელის შეშუპება და ჩასუნთქვის გაძნელება: ეს შესაძლებელია იყოს ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციების სიმპტომები.

ჰორნერის სინდრომი წარმოადგენს სიმპტომების ერთობლიობას, როგორიცაა ქუთუთოების დაშვება და გუგების დავიწროება.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ულტრაკაინი D-S ფორტეზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან საავადმყოფოში დაწოლა.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ, მაგრამ აღენიშნება ზოგ პაციენტს

ხშირი:

ღრძილების ანთება

გულისრევა

ღებინება

მგრძნობელობის ცვლილება (პარესთეზია)

ნეიროპათიური ტკივილი (ნერვის დაზიანებიდან გამომდინარე გარკვეული ტიპის ტკივილი)

პირში ლითონის გემო, გემოს აღქმის დარღვევა ან გემოს აღქმის დაკარგვა

პირის ღრუში და სახის მიდამოში მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია) ან გაზრდა (ჰიპერესთეზია)

თავის ტკივილი

არასასიამოვნო ან უჩვეულო შეხების შეგრძნება (დიზესთეზია)

სითბოზე მომატებული მგრძნობელობა

ძალიან აჩქარებული გულისცემა

ძალიან შენელებული გულისცემა

დაბალი არტერიული წნევა

ენის, ტუჩების და ღრძილების შეშუპება

არახშირი:

გაბრუება

წვის შეგრძნება

მაღალი არტერიული წნევა

ენის და პირის ღრუს ანთება

დიარეა

კანზე გამონაყარი, ქავილი

კისერზე ან ინექციის მიდამოში ტკივილი

იშვიათი:

შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული და ალერგიის მსგავსი რეაქციები). ეს შესაძლებელია გამოვლინდეს ინექციის მიდამოში შეშუპების და/ან ანთების ფორმით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები არ შემოიფარგლება ინექციის მიდამოთი და შესაძლებელია აღინიშნებოდეს ქვემოთ მითითებული ფორმითაც:

სიწითლე

ქავილი

წითელი და ცრემლიანი თვალები

ცხვირიდან გამონადენი

ზედა და/ან ქვედა ტუჩის და/ან ლოყების შეშუპება და სახის შეშუპება (ანგიოედემა), სუნთქვის გაძნელების შეგრძნება და ყლაპვის გაძნელებასთან ერთად მბგერავი ნაოჭების ირგვლივ (ხორხში) შეშუპება

ქავილი

სუნთქვის გაძნელება, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს ანაფილაქსიურ შოკამდე

გაღიზიანება, შფოთვა

სახის ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები (სახის დამბლა)

დაბუჟება

თვალების უნებლიე მოძრაობა

თავის მიდამოში ადგილობრივი ანესთეზიის ინექციის დროს ან ინექციიდან მცირე ხნის შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს მხედველობის პრობლემები (მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება, გაფართოებული გუგები, სიბრმავე). როგორც წესი, ეს სიმპტომები შექცევადია.

ქუთუთოების დაშვება და გუგების დავიწროება (ჰორნერის სინდრომი)

თვალბუდის მოცულობის ცვლილებიდან გამომდინარე თვალის კაკლის ღრმა მდებარეობა ორბიტაში (ენოფთალმი)

ტინიტუსი, ხმაურის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა

პალპიტაცია

წამოხურება

მსტვენი სუნთქვა (ბრონქოსპაზმი), ასთმა

ჩასუნთქვის გაძნელება

ღრძილებზე განგრენის ან იარის წარმოქმნა (წყლული)

ინექციის მიდამოში განგრენა

გამონაყარი (ურტიკარია)

კუნთების სპაზმი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა

დაღლილობა, სისუსტე

კანკალი

ძალიან იშვიათი

შეგრძნების პერსისტენტული დაკარგვა, ხანგრძლივი დაბუჟება და გემოს აღქმის დაკარგვა

უცნობია:

კანზე სიწითლე (ერითემა)

მეტისმეტად კარგი გუნება-განწყობა (ეიფორია)

გულის ბუნებრივი ტემპის რეგულირებასთან ან გამტარ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები (გატარების დარღვევები, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)

გულის რითმის პრობლემები, გულის უკმარისობა და შოკი (რომელიც ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო)

დოზიდან გამომდინარე (განსაკუთრებით ზედოზირების ან შეცდომით სისხლძარღვში პრეპარატის ინექციის გაკეთების შემთხვევაში) შესაძლებელია გამოვლინდეს ნერვული სისტემის დარღვევები. მაგალითად:

შფოთვა, გაღიზიანება

უმოძრაობა, გაბრუება, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს გონების დაკარგვამდე, კომა

სუნთქვის დარღვევები, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს სუნთქვის გაჩერებამდე

კუნთების კანკალი, სპაზმები, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს გავრცელებულ კონვულსიებამდე

ნერვის დაზიანება (მაგალითად, სახის ნერვების) შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურის დროს, რის გამოც არ შეიძლება მისი გამორიცხვა. ვლინდება ინექციის მიდამოში არსებული ნერვების მიმართულების ან ინექციის არასწორი ტექნიკის გამო. შესაძლებელია განვითარდეს სახის დამბლა. ასევე შესაძლებელია გემოს მგრძნობელობის დაქვეითებაც.

შეცდომით სისხლძარღვში ინექციის შედეგად ჟანგბადის არასაკმარისი გადატანა, რაც იწვევს ქსოვილის ნეკროზს, ინექციის მიდამოში შესაძლებელია გამოვლინდეს ძალიან იშვიათად.

სხეულის ერთ ნაწილში სისხლის მოცულობის გაზრდა, რაც იწვევს სისხლძარღვების დახშვას.

სისხლძარღვების გაფართოება ან შევიწროება

ხმის ჩახლეჩა

ყლაპვის გაძნელება

ლოყების შეშუპება და ადგილობრივი შეშუპება

ენის წვა (პირის ღრუს წვის სინდრომი)

უჩვეულო ოფლიანობა

კირნს-სეირის სინდრომის დროს როგორც ნერვებზე, ასევე კუნთებზე ზემოქმედების მქონე (ნერვ-კუნთოვანი) სიმპტომების დამძიმება

სიცხის ან სიცივის შეგრძნება

ტრიზმი

პრეპარატმა მის შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის მეტაბისულფიტის გამო შესაძლებელია ძალიან იშვიათად გამოიწვიოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და სასუნქი გზების სპაზმი (ბრონქოსპაზმი). ამ ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სახით: ღებინება, დიარეა, მსტვენი სუნთქვა, ასთმის მწვავე შეტევა, ცნობიერების დარღვევა ან შოკი.

ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები:

პატარა ბავშვებში კბილის მკურნალობის შემდეგ პირის მიდამოში შეგრძნების დაკარგვა უფრო დიდხანს გრძელდება, რის გამოც შემთხვევით კბენის შედეგად რბილი ქსოვილების დაზიანების რისკი მოზრდილებთან შედარებით უფრო მაღალია.

სპეციალური შენიშვნა: თუ ნებისმიერი გვერდითი რეაქცია უეცრად გამოვლინდება და ძლიერად განვითარდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • ულტრაკაინი D-S ფორტეს შენახვა

ულტრაკაინი D-S ფორტე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ულტრაკაინი D-S ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

სს სეპტოდონტ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

სარიერი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

სს სანოფი ილაჩ სან. ვე თიჯ.

ბუიუქქარიშთირანი 39780, ლულებურგაზი - ქირქლარელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 30/12/2022 წელს.

ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც გამოიყენებს ამ პრეპარატს

ულტრაკაინი D-S ფორტე ერთჯერადია. ნებისმიერი ხსნარი, რომელიც არ იქნა გამოყენებული, ექვემდებარება გადაყრას

ულტრაკაინი D-S ფორტე უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო. არ შეიძლება გამოყენება, თუ ხსნარი ამღვრეულია ან შეცვლილია ფერი.

დოზირება:

თუ არ არის ანთება, ზედა ყბის კბილების მარტივი სახით ამოსაღებად, როგორც წესი, საკმარისია თითო კბილზე 1,7 მლ პრეპარატის ინექცია. გარკვეულ შემთხვევებში სრული ადგილობრივი ანესთეზიის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საჭირო გახდეს მომდევნო ინექცია 1- 1,7 მლ ოდენობით. უმეტეს შემთხვევაში არ არის საჭირო სასაში მტკივნეული ინექციის გაკეთება.

თუ საჭიროა სასაზე განაკვეთის გაკეთება ან ნაკერის დადება, თითოეულ ნაჩხვლეტზე საკმარისია დაახლოებით 0,1 მლ.

უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთის გვერდით მდებარე კბილების ამოღებისას არ არის საჭირო ულტრაკაინი D-S ფორტეს სრული დოზა. როგორც წესი, შესაძლებელია შემცირდეს ინექციების რაოდენობა.

თუ არ არის ანთება, ქვედა ყბაზე არსებული პრემოლარული კბილების მარტივად ამოსაღებად, როგორც წესი, საკმარისია თითო კბილზე 1,7 მლ პრეპარატის ინექცია. თუ აღნიშნულის შემდეგ არ იქნება მიღებული სრული ეფექტი, დასაწყისში შესაძლებელია გაკეთდეს ერთი ინექცია 1-1,7 მლ ოდენობით. მაგრამ თუ მომდევნო ინექციის შემდეგაც მიდამო არ არის სრულად გაყუჩებული, შესაძლებელია გაკეთდეს ქვედა ყბის ნერვის ჩვეულებრივი ანესთეზია (მანდიბულური ანესთეზია).

ორთოდონტური ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ულტრაკაინი D-S ფორტეს დოზას ინდივიდუალურად განსაზღვრავს სტომატოლოგი პროცედურის სერიოზულობის და ხანგრძლივობის მიხედვით.

მოზრდილებში ერთი პროცედურის დროს შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხეულის წონის ერთ კილოგრამზე 7 მგ-მდე არტიკაინი. როგორც წესი, 500 მგ-მდე რაოდენობას (12,5 მლ საინექციო ხსნარის შესაბამისი) ახასიათებს კარგი შეგუება.

გამოყენების ფორმა

ულტრაკაინი D-S ფორტე განკუთვნილია პირის ღრუში გამოსაყენებლად.

ინფექციის თავიდან ასაცილებლად (მაგალიტად, ჰეპატიტის ინფექცია) ყოველი ინექციისთვის უნდა გამოიყენონ ახალი და სტერილური შპრიცი და ნემსები.

პრეპარატის სისხლძარღვში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ყოველ ინექციამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ასპირაციის ტესტი ორ ეტაპად, ანუ ნემსის მობრუნება უნდა მოხდეს 900-ით ან უმჯობესია თითქმის 1800-ით. შპრიცის წნევა უნდა შეესაბამებოდეს ქსოვილის მგრძნობელობას.

სპეციფიკური პოპულაციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა (მაგალითად, ნეფრიტის ან ციროზის შემთხვევაში) შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ საკმარისი ანესთეზიისთვის გამოყენებული უნდა იქნას, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობა.

პედიატრიული პოპულაცია:

ბავშვებში ულტრაკაინი D-S ფორტეს გამოყენების დროს გამოყენებული უნდა იქნას მინიმალური მოცულობა, რომელიც საჭიროა საკმარისი ანესთეზიის უზრუნველსაყოფად. ინექციის რაოდენობა უნდა დარეგულირდეს ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით ინდივიდუალურად. არტიკაინის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7 მგ/კგ სხეულის წონას (0,175 მლ/კგ).

ეს პრეპარატი არ არის შესწავლილი 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

გერიატრიული პოპულაცია:

ასაკოვან პაციენტებში შესაძლებელია სისხლის სითხეში (პლაზმაში) გაიზარდოს არტიკაინის რაოდენობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ საკმარისი ანესთეზიისთვის გამოყენებული უნდა იქნას, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე რაოდენობა.

S05123194500

864675

180x290

DO 01

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა