პრეპარატი ულტრავისტი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას იოპრომიდს იოდის შემცველ რენტგენკონტრასტულ საშუალებას, რომელიც განკუთვნილია რენტგენის სხივების გამოყენებით ჩატარებული გამოკვლევების და მანიპულაციების დროს მიღებული გამოსახულებების ინფორმაციულობის გაზრდისთვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იოპრომიდი (iopromide)
- ფორმა და შეფუთვა
- 30გ/100მლ (300მგ/მლ) 100მლ საინექციო ხსნარი ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- Bayer AG (Berlin), გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კონტრასტული საშუალებები, წყალში ხსნადი, ნეფროტროპული, დაბალი ოსმოლარობის რენტგენოკონტრასტული საშუალებები
- ATC კოდი
- V08AB05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038890
- რეგისტრირებულია
- 22 აგვისტო 2023, მოქმედებს 22 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bayer AG (Leverkusen) (გერმანია)
- განმცხადებელი
- სს ბაიერის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ულტრავისტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ულტრავისტი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას იოპრომიდს იოდის შემცველ რენტგენკონტრასტულ საშუალებას, რომელიც განკუთვნილია რენტგენის სხივების გამოყენებით ჩატარებული გამოკვლევების და მანიპულაციების დროს მიღებული გამოსახულებების ინფორმაციულობის გაზრდისთვის. რენტგენის სხივები შეიწოვება მოქმედი ნივთიერების შემადგელობაში შემავალი იოდით, რაც ზრდის ორგანოებისა და ქსოვილების კონტრასტულობას და იძლევა დიაგნოსტიკური პროცედურების დროს უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ულტრავისტი® განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისთვის.
პრეპარატი ულტრავისტი® გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში გამოსახულების კონტრასტულობის გასაძლიერებლად:
კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) დროს;
არტერიოგრაფიის და ვენოგრაფიის დროს, მათ შორის ინტრავენური/ინტრაარტერიული ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფიის (ცსა) ჩათვლით (გულ-სისხლძარღვთა სისტემის ვიზუალიზაციის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია კონტრასტული ნივთიერების მცირე დოზების ინტრავენურ ან ინტრაარტერიულ შეყვანაზე და გამოსახულების გაძლიერებაზე);
ინტრავენური უროგრაფიის დროს (თირკმელებისა და საშარდე გზების მდგომარეობის გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი);
ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის დროს (ერქპგ) (ნაღვლის გამომყოფი სისტემის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც აერთიანებს ერთდეროულად ენდოსკოპიას და რენტგენოსკოპიურ გამოკვლევას);
არტროგრაფიის (სახსრების გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი მათ ღრუში კონტრასტული ნივთიერების შეყვანით) და სხეულის სხვა ღრუების გამოკვლევის დროს.
პრეპარატი ულტრავისტი® გამოიყენება ზრდასრულ ქალებში კონტრასტული გაძლიერებით მამოგრაფიის ჩატარების დროს, სარძევე ჯირკვლის ცნობილი ან საეჭვო დაზიანებების შესაფასებლად და გამოსავლენად:
მამოგრაფიის დამატებით (ულტრაბგერით ან მის გარეშე) ან
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) ალტერნატივის სახით, როდესაც მრტ უკუნაჩვენებია ან ხელმიუწვდომელია.
თუ ამ პრეპარატის შემდეგ თქვენ გრძნობთ გაუარესებას, აუცილებელია მიმართით ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
სამკურნალო პრეპარატი ულტრავისტი® შეყვანილი უნდა იქნას მხოლოდ რენტგენკონტრასტული საშუალებების გამოყენებით გამოკვლევების ჩატარების კლინიკური გამოცდილების მქონე მედიცინის მუშაკების მიერ.
დოზირების რეჟიმი
დოზები ინტრავასკულარული შეყვანისას
რენტგენკონტრასტული საშუალების დოზა უნდა შეესაბამებოდეს ასაკს, სხეულის მასას, გადასაწყვეტ კლინიკურ პრობლემას და გამოკვლევის მეთოდიკას. ქვემოთ მოცემული დოზები უნდა განიხილოს როგორც რეკომენდებული; ისინი წარმოადგენს ჩვეულებრივ დოზას საშუალო ზრდასრული ადამიანისთვის სხეულის მასით 70 კგ. დოზების სიდიდე გამოსახულია მლ-ში ერთჯერადი ინექციისთვის ან სხეულის მასის კგ-ზე.
როგორც წესი, სხეულის მასის კგ-ზე 1,5 გ-მდე იოდის დოზები კარგად აიტანება.
რეკომენდებული დოზები ერთჯერადი ინექციებისთვის
- ჩვეულებრივი ანგიოგრაფია
გამოკვლევის სახე
პრეპარატ ულტრავისტ®-ის დოზირება (იოდის კონცენტრაცია მგ/მლ)
დოზე, მლ
აორტის რკალის ანგიოგრაფია
300
50–80
სელექტიური ანგიოგრაფია
300
6–15
გულმკერდის აორტოგრაფია
300/370
50–80
მუცლის აორტოგრაფია
300
40–60
ზედა კიდურების არტერიოგრაფია
ქვედა კიდურების არტერიოგრაფია
300
300
8–12
20–30
გულის პარკუჭების ანგიოკარდიოგრაფია
კორონარული ანგიოგრაფია
370
370
40–60
5–8
ზედა კიდურების ვენოგრაფია
ქვედა კიდურების ვენოგრაფია
300
300
15–30
30–60
ინტრავენური ცსა
მსხვილი სისხლძარღვების ცსა-ს ჩასატარებლად იყენებენ პრეპარატ ულტრავისტ®-ის საინექციო ხსნარს 300 მგ იოდი/მლ და 370 მგ იოდი/მლ 30-60 მლ მოცულობით. პრეპარატი შეჰყავთ ბოლუსურად სიჩქარით 8-12 მლ/წმ. იდაყვის ვენაში ან სიჩქარით 10-20 მლ/წმ. კათეტერის მეშვეობით ღრუ ვენაში. შესაძლებელია ვენებში დარჩენილი კონტრასტული ნივთიერების რაოდენობის შემცირება უშუალოდ პრეპარატ ულტრავისტ®-ის ინექციის შემდეგ ფიზიოლოგიური ხსნარის სწრაფი შემდგომი შეყვანით.
მოზრდილები:
პრეპარატ ულტრავისტ®-ის 30-60 მლ საინექციო ხსნარი 300 მგ იოდი/მლ ან საინექციო ხსნარი 370 მგ იოდი/მლ.
ინტრაარტერიული ცსა
ინტრაარტერიული ცსა-ს ჩატარების დროს ჩვეულებრივი ანგიოგრაფიისგან განსხვავებით შესაძლებელია პრეპარატ ულტრავისტ®-ის ნაკლები რაოდენობის და მისი ნაკლები კონცენტრაციების შეყვანა.
კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)
თუ შესაძლებელია, პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანა უნდა მოხდეს ბოლუსურად ავტომატური ინექტორის მეშვეობით. მხოლოდ ნელი სკანირებისას დოზის დაახლოებით ნახევარი შეყვანილი უნდა იყოს ბოლუსურად, ხოლო დანარჩენი ნაწილი 2-6 წუთის განმავლობაში სისხლში პრეპარატის შედარებით მუდმივი კონცენტრაციის გარანტირებისთვის.
სპირალური კტ და განსაკუთრებით მრავალშრიანი კტ იძლევა დიდი რაოდენობით მონაცემების მიღების შესაძლებლობას ერთჯერად სუნთქვის შეკავებით. გამოსაკვლევ არეში ოპტიმალური დიაგნოსტიკური ეფექტის მისაღებად (კონტრასტირების პიკი, დრო და ხანგრძლივობა) ინტრავენური ბოლუსური შეყვანისას (80–150 მლ პრეპარატი ულტრავისტ®-ი, 300 მგ იოდი/მლ) რეკომენდებულია ავტომატური ინექტორის გამოყენება და რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანის დაწყებიდან სკანირების დაწყებამდე დროის ინტერვალის კონტროლი.
მთელი სხეულის კტ
რენტგენკონტრასტული საშუალების საჭირო დოზები და მათი შეყვანის სიჩქარე დამოკიდებულია გამოსკვლევ ორგანოზე, გადასაწყვეტ დიაგნოსტიკურ პრობლემაზე და, განსაკუთრებით, სკანირებასა და გამოსახულების რეკონსტრუქციის ხანგრძლივობაში განსხვავებებზე.
თავის კტ
მოზრდილები:
ულტრავისტი® საინექციო ხსნარი 300 მგ იოდი/მლ: 1,0–2,0 მლ/კგ
ულტრავისტი® საინექციო ხსნარი 370 მგ იოდი/მლ: 1,01,5 მლ/კგ
კონტრასტული მამოგრაფია
პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენურად, სასურველია ინექტორის მეშვეობით. გამოსახულების მიღება იწყება რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანიდან დაახლოებით 2 წუთის შემდეგ.
მოზრდილები:
ულტრავისტი® საინექციო ხსნარი 300/370 მგ იოდი/მლ: 1,5 მლ/კგ
ინტრავენური უროგრაფია
ბავშვებში თირკმლის მოუმწიფებელი ნეფრონების ფიზიოლოგიურად სუსტი მაკონცენტრირებელი უნარის გამო, საჭიროა რენტგენკონტრასტული საშუალების შედარებით მაღალი დოზები.
რეკომენდებულია პრეპარატ ულტრავისტ®-ის შემდეგი დოზები.
ასაკი
იოდის რაოდენობა, სხეულის მასის გ/კგ
პრეპარატ ულტრავისტ®-ის დოზირება, სხეულის მასის მლ/კგ
300 მგ იოდი/მლ
370 მგ იოდი/მლ
ახალშობილები
(1 თვემდე)
1,2
4,0
3,2
ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები (1 თვიდან 2 წლამდე)
1,0
3,0
2,7
ბავშვები
2-დან 12 წლამდე
0,5
1,5
1,4
ბავშვები 12 წელზე მეტი და მოზრდილები
0,3
1,0
0,8
საჭიროებისას, მოზრდილებში ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მითითებული დოზების გაზრდა.
დოზების სხეულის ღრუში შეყვანისას
ართროგრაფიის, ერქპგ-ს და ჰისტეროსალპინგოგრაფიის ჩატარებისას, რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანა უნდა განხორციელდეს რენტგენოსკოპიის კონტროლის ქვეშ.
რეკომენდებული დოზები ცალკეული გამოკვლევებისთვის:
დოზა შეიძლება ძლიერად დამოკიდებული იყოს პაციენტის ასაკზე, სხეულის წონაზე და ზოგად მდგომარეობაზე, ასევე გადასაჭრელ კლინიკურ პრობლემაზე, გამოყენებულ ტექნიკურ მოწყობილობაზე და გამოკვლევის სფეროზე ქვემოთ მოცემულია ზრდასრული ადამიანებისთვის რეკომენდებული საშუალო ნორმალური დოზები ერთჯერადი გამოკვლევისთვის.
არტროგრაფია
5-15 მლ პრეპარატი ულტრავისტი® 300 მგ იოდი/მლ/370 მგ იოდი/მლ.
ერქპგ
დოზა დამოკიდებულია გადასაწყვეტ კლინიკურ პრობლემაზე და ვიზუალური სტრუქტურის ზომაზე.
სხვა ღრუები

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ასაკოვანი პაციენტები
კლინიკურ კვლევაში არ აღინიშნებოდა განსხვავებები იოპრომიდის ფარმაკოკინეტიკაში ხანდაზმულ (65 წლის და უფროსი ასაკის) და უფრო ახალგაზრდა პაციენტების. ამიტომ არ განსაზღვრულა სპეციალური რეკომენდაციები ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექციასთან დაკავშირებით, კარში «დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი» მოყვანილის გარდა.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა გავლენას არ ახდენს იოპრომიდის გამოყოფაზე, რადგან დოზის მხოლოდ 2% გამოიყოფა ნაწლავების მეშვეობით, ხოლო იოპრომიდი არ მეტაბოლიზდება. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
რადგან იოპრომიდი გამოიყოფა თირკმელებით პრაქტიკულად უცვლელი ფორმით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მისი გამოყოფა ხდება ჩვეულებრივზე მეტი ხნის განმავლობაში. რენტგენკონტრასტული საშუალებით გამოწვეული თირკმლის დამატებითი დაზიანების რისკის შემცირებისთვის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ანამნეზში გამოყენებული უნდა უყოს მინიმალური დოზა.
ბავშვები
ახალშობილები და ჩვილები
1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და განსაკუთრებით ჩვილებისთვის დამახასიათებელია მგრძნობელობა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის და ჰემოდინამიკური დარღვევების მიმართ. ყურადღება უნდა მიექცეს რენტგენკონტრასტული საშუალების დოზას, რენტგენოლოგიური გამოკვლევის ტექნიკურ მხარდაჭერას და პაციენტის მდგომარეობას.
გამოყენების მეთოდი
პრეპარატი ულტრავისტი® განკუთვნილია ინტრავასკულარულად შეყვანისთვის და სხეულის ღრუში შეყვანისთვის.
რენტგენკონტრასტული საშუალების ინტრავასკულარული შეყვანა, თუ ეს შესაძლებელია, უკეთესია, რომ განხორციელდეს მწოლიარე მდგომარეობაში პაციენტის ყოფნისას.
დაუშვებელია პრეპარატის ინტრათეკალურად შეყვანა.
გამოსახულების მიღება
პრეპარატ ულტრავისტ®-ის 300 მგ იოდი/მლ ან 370 მგ იოდი/მლ შეყვანის შემდეგ სურათების გადაღების ვადები შეყვანის ხანგრძლივობისას 1–2 წუთი შეადგენს თირკმლის პარენქიმისთვის 3–5 წუთს, ხოლო თირკმლის მენჯის და შარდსაწვეთის სისტემის ვიზუალიზაციისთვის – 8–15 წუთს რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანის დაწყების შემდეგ. რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, მით უფრო ადრე ხდება გადაღება.
ჩვეულებრივ პირველი სურათის გადაღება უნდა მოხდეს რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანიდან 2-3 წუთის შემდეგ. ახალშობილებში, 2 წლამდე ბავშვებში და თირკმლის დარღვევის მქონე ბავშვებში სურათების მოგვიანებით გადაღებამ შესაძლოა გააუმჯობესოს საშარდე გზების ვიზუალიზაცია.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია იოპრომიდზე, იოდზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (რომელიც ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში).
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ულტრავისტ®-ს დოზირებით 370 მგ იოდი/მლ, გააჩნია განსაკუთრებული უპირატესობები ანგიოკარდიოგრაფიის ჩატარებისას.
ჰიპერმგრძნობელობა
პრეპერატ ულტრავისტ®-ის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ანაფილაქტოიდური/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის და კანის მხრივ იდიოსინკრაზიის სხვა გამოვლინებები. ალერგიის მსგავსი რეაქციების გამოხატულობა შეიძლება იყოს მსუბუქიდან მძიმემდე, შოკის განვითარების ჩათვლით. რეაქციების უმეტესობა ვითარდება რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანიდან 30 წუთის განმავლობაში. მაგრამ შეიძლება განვითარდეს გადავადებული რეაქციები (საათებიდან დღეებამდე).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი იზრდება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ადრე ადგილი ჰქონდა რეაქციებს იოდის შემცველ რენტგენკონტრასტულ საშუალებებზე;
- ანამნეზში ბრონქიალური ასთმის ან სხვა ალერგიული დაავადებების არსებობისას.
პრეპარატ ულტრავისტ®-ის არ რომელიმე მისი კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებს ან რომლებსაც ადრე ჰქონდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია რომელიმე სხვა იოდშემცველი რენტგენკონტრასტული ნივთიერების მიმართ, აქვთ ჰიპერმგრძნობელობის (მათ შორის მძიმე) რეაქციების მომატებული რისკი.
მიუხედავად ამისა, ასეთი რეაქციები იშვიათი და არაპროგნოზირებადია.
გასათვალისწინებელია, რომ პაციენტებს, რომლებიც ბეტა-ადრენბლოკატორებს იღებენ, შეიძლება ჰქონდეთ რეზისტენტობა ბეტა-ადრენომიმეტიური მოქმედების მქონე პრეპარატებით ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მკურნალობის მიმართ.
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების განვითარების შემთხვევებში შედეგები შეიძლება იყოს უფრო სერიოზული და ლეტალური შედეგიც ჰქონდეს.
რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანის შემდეგ ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გამო პროცედურის დასრულების შემდეგ საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება.
ყველა შემთხვევაში, აუცილებელია მზად იყოთ პაციენტისთვის სასწრაფო დახმარების გაწევისთვის, საჭიროების შემთხვევაში.
რეკომენდებულია ბრონქული ასთმის ან სხვა ალერგიული დაავადებების მქონე პაციენტებში გლუკოკორტიკოსტეროიდებით პრემედიკაციის ჩატარების განხილვა.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღევა
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეფასდეს რისკი/სარგებლის თანაფარდობა პაციენტებში, რომლებსაც დაუდგინდა ან არსებობს ჰიპერთირეოზზე ეჭვი, რადგან იოდის შემცველი რენტგენკონტრასტული საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთირეოზი ან თირეოტოქსიკური კრიზი ამ პაციენტებში. აუცილებელია განიხილოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასების საჭიროება პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანამდე და/ან პროფილაქტიკური მიზნით თირეოსტატიკური თერაპიის დანიშვნა პაციენტებში, ვისაც დაუდგინდა ან არსებობს ჰიპერთირეოზზე ეჭვი.
იყო შეტყობინებები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილების შესახებ, რომლებიც მიუთითებს ჰიპოთირეოზზე ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტრანზიტორულ სუპრესიაზე მოზრდილებსა და ბავშვებში იოდის შემცველი რენტგენკონტრასტული საშუალებების შეყვანის შემდეგ. იოდის შემცველი რენტგენკონტრასტული საშუალებების გამოყენებამდე საჭიროა პოტენციური რისკის შეფასება.
დიაგნოსტიკური მიზნებისათვის საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგი ახალშობილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების შეყვანის შემდეგ 3 კვირის განმავლობაში.
ცნს დაავადებები
ცნს დაავადებების მქონე პაციენტებს აქვთ ნევროლოგიური გართულებების მომატებული რისკი პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანასთან დაკავშირებით. ნევროლოგიური გართულებები ხშირად ვითარდება ცერებრალური ანგიოგრაფიის და თანმდევი პროცედურების ჩატარებისას.
სიფრთხილეა საჭირო ისეთ სიტუაციებში, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს კრუნჩხვების დაქვეითებულ ზღვარს, როგორიცაა ანამნეზში კრუნჩხვების არსებობა და გარკვეული სამკურნალო საშუალებების თანმდევი მიღება.
ფაქტორები, რომლებიც ზრდის ჰემატოენცეფალური ბარიერის გამტარიანობას, ხელს უწყობს ტვინის ქსოვილში რენტგენკონტრასტული საშუალების შეღწევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან.
ჰიდრატაცია
პრეპარატ ულტრავისტ®-ის ინტრავასკულარულ შეყვანამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური ჰიდრატაცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავლობითი მიელომის, შაქრიანი დიაბეტის, პოლიურიის, ოლიგურიის, ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებისთვის, ასევე ახალშობილებისთვის, ჩვილებისთვის, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და ხანდაზმული პაციენტებისთვის.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური ჰიდრატაცია. თუმცა, სითხის პროფილაქტიკური ინტრავენური შეყვანა არ არის რეკომენდებული თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) გაანგარიშება 3059 მლ/წუთ./1,73 მ2), რადგან დადგენილი არ არის დამატებითი სარგებელი თირკმლის უსაფრთხოების მიმართ. პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით ((გფს გაანგარიშება <30 მლ/წუთ./1,73 მ2) და გულის თანმდევი დაავადებით, სითხის პროფილაქტიკურ ინტრავენურ შეყვანას შეუძლია გულის სერიოზული გართულებების რისკის მატების გამოწვევა.
შიში
მღელვარების, შფოთვისა და ტკივილის შეგრძნებამ შეიძლება გაზარდოს რენტგენკონტრასტული საშუალებით გამოწვეული არასასურველი რეაქციების განვითარების ან ამ რეაქციების ინტენსივობის რისკი. ასეთი პაციენტები საჭიროებენ უფრო ზედმიწევნით დაკვირვებას. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შეიძლება დასჭირდეთ მედიკამენტური თერაპია შფოთვის შესამცირებლად.
წინასწარი ტესტის ჩატარება
რენტგენკონტრასტული საშუალების მცირე რაოდენობით გამოყენება მგრძნობელობაზე ტესტის ჩასატარებლად რეკომენდებული არ არის, რადგან მას არა აქვს პროგნოზული მნიშვნელობა. უფრო მეტიც, ამგვარი ტესტირების ჩატარებას თავისთავად შეუძლია ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული და ფატალური რეაქციების გამოწვევა.
თირკმელების მწვავე დაზიანება
თირკმელების მწვავე დაზიანება კონტრასტული საშუალებების შეყვანის შემდეგ, რაც წარმოადგენს თირკმლის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევას, შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატ ულტრავისტ®-ის ინტრავასკულარული შეყვანის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა.
რისკის ფაქტორები მოიცავს, მაგალითად:
- თირკმლის უკმარისობას,
- დეჰიდრატაციას,
- შაქრიან დიაბეტს,
- მრავლობით მიელომას/პარაპროტეინემიას,
- პრეპარატ ულტრავისტ®-ის განმეორებითი და/ან დიდ დოზებს.
თირკმელების ზომიერად მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს გაანგარიშება 4430 მლ/წუთ./1,73 მ2) ან პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (გფს გაანგარიშება <30 მლ/წუთ./1,73 მ2) მომატებულია თირკმლების მწვავე დაზიანების განვითარების რისკი კონტრასტული საშუალების შეყვანის შემდეგ (ПК-ОПП) კონტრასტული საშუალების ინტრაარტერიული შეყვანისას და თირკმელებში პირველად გავლისას.
თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს გაანგარიშება <30 მლ/წუთ./1,73 მ2) მომატებულია თირკმლების მწვავე დაზიანების განვითარების რისკი კონტრასტული საშუალების ინტრავენურად შეყვანისას ან ინტრაარტერიულად შეყვანისას ან თირკმელებში მეორად გავლისას.
საჭიროა ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა პაციენტებში მათთვის პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანისას. დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის შეიძლება დიაგნოსტიკური მიზნით პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანა, ისე, რომ იოდის შემცველი რენტგენკონტრასტული შეიძლება მოცილებული იქნას ორგანიზმიდან დიალიზის საშუალებით.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
გულის მძიმე დაავადების ან კორონარული არტერიების გამოხატული დაზიანების მქონე პაციენტებში მომატებულია ჰემოდინამიკისა და არითმიის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებების განვითარების რისკი.
რენტგენკონტრასტული საშუალების ინტრავასკულარულმა შეყვანამ შეიძკება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპება პაციენტებში გულის უკმარისობით.
ფეოქრომოციტომა
ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებს აქვთ ჰიპერტონული კრიზის განვითარების რისკი.
მიასთენია
იოდის შემცველი რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანას შეუძლია მიასთენია გრავის სიმპტომების გამოხატულების გაძლიერება.
თრომბოემბოლიური გართულებები
არაიონური რენტგენკონტრასტული საშუალებების ერთ-ერთი თვისებაა ორგანიზმის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე მათი დაბალი გავლენის უნარი. სწორედ ამიტომ არაიონურ რენტგენკონტრასტულ საშუალებებს გააჩნია ნაკლები ანტიკოაგულაციური აქტივობა in vitro, იონურთან შედარებით. რიგ ფაქტორს, თავად რენტგენკონტრასტული საშუალების თვისებების გარდა, როგორიცაა გამოკვლევის ხანგრძლივობა, ინექციების რაოდენობა, კათეტერის და შპრიცის თვისებები, ძირითადი დაავადების სიმძიმე და ჩატარებული მკურნალობა, შეუძლია გავლენის მოხდენა თრომბოემბოლიების განვითარებაზე. ამიტომ სისხლძარღვის კათეტერიზაციის დროს აუცილებელია ამ ფაქტორების გათვალისწინება და მეტი ყურადღების მიქცევა ანგიოგრაფიის ტექნიკის შესრულებაზე, ასევე ნატრიუმის ქლორიდის 0,9 % ხსნარით კათეტერის გარეცხვა (საჭიროების შემთხვევაში ჰეპარინის დამატებით) და ამ პროცედურის ჩატარების ვადების მაქსიმალურად შემცირება, თრომბოზისა და ემბოლიის რისკის წარმოქმნის მინიმუმადე დასაყვანად.
გამოყენებამდე რენტგენკონტრასტული საშუალების გაცხელება
შეყვანამდე სხეულის ტემპერატურამდე გაცხელებული რენტგენკონტრასტული საშუალება უფრო ადვილად აიტანება და მისი შეყვანა უფრო მარტივია ხსნარის სიბლანტის შემცირების გამო.
დამხმარე ნივთიერებები
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს არანაკლებ 1 მმოლ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე (საშუალო რაოდენობაზე გაანგარიშებით ადამიანისთვის წონით 70 კგ), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთმოქმედება
ბიგუანიდები (მეტფორმინი):
თირკმელების უკმარისობის ან თირკმლის მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში ბიგუანიდების ელიმინაცია შეიძლება შემცირდეს, რაც გამოიწვევს მათ დაგროვებას და ლაქტოაციდოზის განვითარებას. რადგან იოპრომიდის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების ან მისი გაძლიერების რისკი, პაციენტები, რომლებიც მეტფორმინს იღებენ, შეიძლება ჰქონდეთ ლაქტოაციდოზის განვითარების მომატებული რისკი, განსაკუთრებით ანამნეზში თირკმლის მწვავე უკმარისობის არსებობისას.
ბეტა-ადრენობლოკატორები
საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ პაციენტები, რომებიც ბეტა-ადრენობლოკატორებს იღებენ, შეიძლება რეზისტენტული იყვნენ ბეტა-ადრენომიმეტური მოქმედების მქონე პრეპარატებით ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მკურნალობის მიმართ.
პრეპარატები, რომლებიც ამცირებს კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარს
კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარის შემამცირებელ პრეპარატებთან ერთდროულ მიღებას შეუძლია ნევროლოგიური გართულებების რიკის მატების გამოწვევა.
ინტერლეუკინი-2
ინტერლეუკინი-2-ით წინა მკურნალობისას (რამდენიმე კვირის განმავლობაში) იზრდება გადავადებული რეაქციების განვითარების რისკი იოპრომიდის შეყვანისას.
რადიოიზოტოპები
იოპრომიდის შეყვანიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ ტირეოტროპული იზოტოპების შთანთქმის შემცირება, რაც ამცირებს მათ ეფექტურობას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პრეპარატების შესახებ შეტყობინება:
პრეპარატები ბიგუანიდების ჯგუფიდან, როგორიცაა მეტფორმინი (გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ);
პრეპარატები ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფიდან (გამოიყენება გულის და/ან სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ);
პრეპარატები, რომლებიც ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს (ზოგიერთი პრეპარატის არასასურველი რეაქცია);
ინტერლეიკინ-2 (გამოიყენება იმუნიტეტის სტიმულირებისა და ინფექციების სამკურნალოდ);
რადიოიზოტოპები. თუ თქვენ გიწევთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამო გამოკვლევა ან მკურნალობა რადიოიზოტოპური პრეპარატების გამოყენებით, აცნობეთ ექიმს, რომ მოხდა თქვენთვის პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანა, რადგან მისი შეყვანიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში რადიოიზოტოპური პრეპარატების ეფექტი შეიძლება იყოს შემცირებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სათანადო კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებზე არ ჩატარებულა. ორსულობის დროს, შეძლებისდაგვარად, თავიდან უნდა იქნას აცილებული რენტგენოლოგიური გამოკვლევები. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში, ისეთი შემთხვევის გარდა, როდესაც მისი გამოყენებისგან დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს და ასეთი გამოკვლევა ინიშნება ექიმის მიერ საჭიროების შემთხვევაში. ამავდროულად, ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ დიაგნოსტიკური მიზნით ადამიანებში იოპრომიდის გამოყენება საშიში არ არის ორსულობის მიმდინარეობის, ემბრიონის/ნაყოფის განვითარების, მშობიარობისა და პოსტნატალურ განვითარებასთან მიმართებით.
ლაქტაცია
პრეპარატ ულტრავისტ®-ის უსაფრთხოება ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის შესწავლილი არ არის. დედის რძესთან პრეპარატ ულტრავისტ®-ის ექსკრეაცია უმნიშვნელოა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფრთხეს უქმნიდეს ჩვილებს. დედისთვის პრეპარატის შეყვანის საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა სულ მცირე 24 საათის განმავლობაში გამოკვლევის შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა 24 საათის განმავლობაში პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანით გამოკვლევის ჩატარების შემდეგ.
პრეპარატი ულტრავისტი® შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს არანაკლებ 1 მმოლ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე (70 კგ სხეულის წონის მქონე ადამიანისთვის საშუალო რაოდენობის გაანგარიშებით), ანუ, არსებითად, არ შეიცავს ნატრიუმს.
- პრეპარატ ულტრავისტი®-ს გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ულტრავისტ®-მა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.
ყველაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია პრეპარატ ულტრავისტი®-ს გამოყენების დროს არის ანაფილაქტოიდური შოკი – მძიმე ალერგიული რეაქცია.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ გაგიჩნდათ ალერგიული ან ალერგიის მსგავსი არასასურველი რეაქციის ნებისმიერი შემდეგი ნიშანი:
გაძნელებული სუნთქვა ან მსტვინავი სუნთქვა
ენის, ყელის ან სახის შეშუპება;
ხორხის/ხახის სპაზმი, ხმის ჩახლეჩა;
ცრემლდენა;
სურდო, ცემინება, ხველა;
ქავილი, გამონაყარი.
ეს არასასურველი რეაქციები შეიძლება იყოს ანაფილაქტოიდური შოკის პირველი გამოვლენა.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება შეინიშნებოდეს პრეპარატ ულტრავისტი®-ის გამოყენებისას მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით:
ხშირად (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
თავბრუდახვევა;
თავის ტკივილი;
გემოს შეგრძნების ცვლილება;
მხედველობის დაბინდვა ან დარღვევა;
ტკივილი ან დისკომფორტი მკერდის არეში;
არტერიული წნევის მატება;
სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია);
პირღებინება, გულისრევა;
რეაქციები ინექციის ადგილას, როგორიცაა ტკივილი, სითბოს შეგრძნება, შეშუპება, ანთება და რბილი ქსოვილების დაზიანება სისხლძარღვის გარეთ პრეპარატის მოხვედრის გამო, ციებ-ცხელების შეგრძნება.
არახშირად (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
ბრონქიალური ასთმა, სუნთქვის გაჩერება;
თვალის ლორწოვანი გარსის ანთება (კონიუნქტივიტი);
ბებერების წარმოქმნა ( ჭინჭრის ციება);
სისხლძარღვების რეფლექსური გაფართოების და გულის რითმის შენელების შედეგად გონების ხანმოკლე დაკარგვის შემთხვევები (ვაზოვაგალური რეაქციები);
გონების დაბინდვა;
შფოთვა;
კანზე ჩხვლეტის, წვის შეგრძნება ან «ბატის კანის» გაჩენა (პარესთეზია);
ძილიანობა;
გულის შეკუმშვების სიხშირის, სიძლიერისა და თანმიმდევრობის დარღვევა (არითმია);
არტერიული წნევის დაწევა;
ქოშინი;
მუცლის ტკივილი;
შეშუპება.
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
შფოთვის გრძნობა;
გულის გაჩერება;
გულის კუნთის სისხლმომარაგების დარღვევა (მიოკარდიუმის იშემია);
გულისცემის შეგრძნება.
სიხშირე უცნობია (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შემთხვევების სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მკვეთრი მატება (თირეოტოქსიური კრიზი);
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
კომა;
თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა (იშემია, ინფარქტი, ინსულტი);
თავის ტვინის შეშუპება;
კრინჩხვები;
ხანმოკლე ქერქოვანი სიბრმავე;
გონების დაკარგვა;
მომატებული შფოთვა;
მეხსიერების დაკარგა;
ტრემორი;
მეტყველების დარღვევა;
პარეზი/დამბლა;
სმენის დარღვევა;
გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);
გულის უკმარისობა;
გულის რითმის შენელება;
გულის რითმის გახშირება;
ციანოზი;
შოკი;
თრომბოემბოლია (ვენების დაა არტერიების თრომბები);
სისხლძარღვების სპაზმი;
ფილტვების შეშუპება;
სუნთქვის უკმარისობა;
ასპირაცია (ყლაპვა);
ყლაპვის დარღვევა;
სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;
თხევადი განავალი;
კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, DRESS სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი. ვლინდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გავრცელებული გამონაყარის სახით სიწითლის, ლაქების, ბუშტუკების, წყლულების, ქერქების სახით და შეიძლება თან ახლდეს ცხელება და სისუსტე;
გამონაყარი;
კანის სიწითლე;
მომატებული ოფლიანობა;
ტკივილი და შეშუპება ქსოვილების კომპრესიის გამო, სისხლძარღვების გარეთ პრეპარატის მოხვედრისას;
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მწვავე თირკმლის უკმარისობა;
შეუძლოდ ყოფნა;
შეციება;
სიფერმკრთალე;
სხეულის ტემპერატურის ცვლილება.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის ზემოთ ჩამოთვლილი.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხილეთ ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)
109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1
ცხელი ხაზის ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
https://roszdravnadzor.gov.ru/
სომხეთის რესპუბლიკა
სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია «წამლების და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი»
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზირი, 49/5
ცხელი ხაზის ტელეფონი: +374 10 20 05 05, +374 96 22 05 05
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
http://pharm.am
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის «სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი»
010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბიზნეს ცენტრი «ნურსაულეტ 2»)
ტელეფონი: +7 7172 23 51 35
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
https://www.ndda.kz
ბელარუსის რესპუბლიკა
უნიტარული საწარმო «ჯანდაცვის ექსპერტიზისა და გამოცდების ცენტრი»
მისამართი: 220037, 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა
ტელეფონი: +375 17 231 85 14
ფაქსი: +375 17 252 53 58
ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის განტოლების ტელეფონი: +375 17 242 00 29
ელექტრონული ფოსტა: [email protected], [email protected]
http://www.rceth.by
- პრეპარატ ულტრავისტი®-ს შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს ის.
არ მიიღოთ პრეპარატი შეფუთვაზე მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის მოცემული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ შუქისა და რენტგენის სხივებისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 30 С ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ინტრავასკულარული შეყვანის შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობის განვითარებას, გართულებებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების მხრივ.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ფუნქციების მხარდაჭერაზე. ორგანიზმიდან პრეპარატ ულტრავისტის გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით. ინტრავასკულარული შეყვანისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა სითხის მოცულობის, ელექტროლიტების შემცველობის და თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება.
შემადგენლობა
პრეპარატი ულტრავისტი® შეიცავს
მოქმედი ნივთიერება არის იოპრომიდი.
ულტრავისტი®, 300 მგ იოდი/მლ, საინექციო ხსნარი
1 მლ ხსნარი შეიცავს 623,4 მგ იოპრომიდს (300 მგ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
10 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 6,2 გ იოპრომიდს (3 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
20 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 12,4 გ იოპრომიდს (6 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
50 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 31,2 გ იოპრომიდს (15 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
100 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 62,3 გ იოპრომიდს (30 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
200 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 124,6 გ იოპრომიდს (60 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
500 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 311,5 გ იოპრომიდს (150 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
თითოეული წინასწარ შევსებული პლასტიკური კარტრიჯი 100 მლ შეიცავს 62,3 გ იოპრომიდს (30 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
თითოეული წინასწარ შევსებული პლასტიკური კარტრიჯი 150 მლ შეიცავს 93,5 გ იოპრომიდს (45 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
ულტრავისტი®, 370 მგ იოდი/მლ, საინექციო ხსნარი
1 მლ ხსნარი შეიცავს 768,86 მგ იოპრომიდს (370 მგ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
30 თითოეული ფლაკონი შეიცავს 23,1 გ იოპრომიდს (11,1 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
50 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 38,4 გ იოპრომიდს (18,5 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
100 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 76,9 გ იოპრომიდს (37 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
200 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 153,8 გ იოპრომიდს (74 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
500 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 384,5 გ იოპრომიდს (185 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
თითოეული წინასწარ შევსებული პლასტიკური კარტრიჯი 100 მლ შეიცავს 76,9 გ იოპრომიდს (37 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
თითოეული წინასწარ შევსებული პლასტიკური კარტრიჯი 150 მლ შეიცავს 115,4 გ იოპრომიდს (55,5 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):
ნატრიუმის კალციუმის ედეტატი
ტრომეტამოლი
ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 25 % (рН-ის კორექციისთვის)
ქლორწყალბადმჟავა 10 % (рН-ის კორექციისთვის)
წყალი ინექციისთვის
პრეპარატი ულტრავისტი® შეიცავს ნატრიუმს (იხ. კარი 2).
პრეპარატ ულტრავისტი®-ს გარე სახე და შეფუთვის შიგთავსი
საინექციო ხსნარი
პრეპარატი ულტრავისტი® წარმოადგენს გამჭვირვალე ხსნარს, ოდნავ მოყავისფრო ან ოდნავ მოყავისფრო-მოყვითალო ან ოდნავ მოყვითალო ელფერით, რომელიც არ შეიცავს უცხო ნაწილაკებს.
საინექციო ხსნარი 300 მგ იოდი/მლ
«ბაიერ აგ»-ს, გერმანია, საწარმოში წარმოებისას:
პრეპარატის 10, 20, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 10, 20, 50, 100, 200 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 500 მლ 8-8 ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).
100 ან 150 მლ უფერო გამჭვირვალ ციკლოოლეფინის პოლიმერის კარტრიჯებში.
5 კარტრიჯი მუყაოს შეფუთვაში. 2 მუყაოს შეფუთვა კარტრიჯებით ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).
შპს «სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ფარმაცევტულ ფირმა «პოლისან»-ში, რუსეთი, წარმოებისას:
პრეპარატის 20, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 20 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 50, 100, 200, 500 მლ თითო ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (ეტიკეტი).
საინექციო ხსნარი 370 მგ იოდი/მლ

პრეპარატის 30, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 30, 50, 100, 200 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 500 მლ 8-8 ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).
100 ან 150 მლ უფერო გამჭვირვალ ციკლოოლეფინის პოლიმერის კარტრიჯებში. 5-5 კარტრიჯი მუყაოს შეფუთვაში. 2 მუყაოს შეფუთვას კარტრიჯებით ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).

პრეპარატის 30, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 30 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 50, 100, 200, 500 მლ თითი ფლაკონს ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (ეტიკეტი).
შენახვის პირობები
3 წელი.
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვის დროს
შეინახეთ სინათლისა და რენტგენის სხივებისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30 ºС ტემპერატურაზე.
- 5. პირველადი შეფუთვის ხასიათი და შიგთავსი
საინექციო ხსნარი 300 მგ იოდი/მლ:
«ბაიერ აგ»-ს, გერმანია, საწარმოში წარმოებისას:
პრეპარატის 10, 20, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 10, 20, 50, 100, 200 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 500 მლ 8-8 ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).
100 ან 150 მლ უფერო გამჭვირვალ ციკლოოლეფინის პოლიმერის კარტრიჯებში.
5 კარტრიჯი მუყაოს შეფუთვაში. 2 მუყაოს შეფუთვს კარტრიჯებით ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).
შპს «სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ფარმაცევტულ ფირმა «პოლისან»-ში, რუსეთი, წარმოებისას:
პრეპარატის 20, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 20 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 50, 100, 200, 500 მლ თითო ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (ეტიკეტი).
საინექციო ხსნარი 370 მგ იოდი/მლ
«ბაიერ აგ»-ს, გერმანია, საწარმოში წარმოებისას:
პრეპარატის 30, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 30, 50, 100, 200 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 500 მლ 8-8 ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).
100 ან 150 მლ უფერო გამჭვირვალ ციკლოოლეფინის პოლიმერის კარტრიჯებში. 5-5 კარტრიჯი მუყაოს შეფუთვაში. 2 მუყაოს შეფუთვას კარტრიჯებით ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).
შპს «სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ფარმაცევტულ ფირმა «პოლისან»-ში, რუსეთი, წარმოებისას:
პრეპარატის 30, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 30 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 50, 100, 200, 500 მლ თითი ფლაკონს ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (ეტიკეტი).
- 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების დროს და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან
ინსტრუქციები პრეპარატთან მუშაობის დროს
პრეპარატ ულტრავისტ®-ის გამოყენების წინ საჭიროა სხეულის ტემპერატურამდე მისი გაცხელება.
შეყვანამდე საჭიროა ფლაკონის ყურადღებით დათვალიერება. ფლაკონის მთლიანობის დარღვევის, ფერის მნიშვნელოვანი ცვლილების, ხილული ნაწილაკების (კრისტალების ჩათვლით) გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. რადგან პრეპარატი ულტრავისტი წარმოადგენს მაღალკონცენტრირებულ ხსნარს, შეიძლება მოხდეს მისი კრისტალიზაცია (რძის მაგვარი ამღვრევა და/ან ნალექის ან კრისტალების გაჩენა სუსპენზიის სახით), რაც ძალზე იშვიათად აღინიშნება.
პატარა მოცულობის ფლაკონები (100 მლ და ნაკლები)
რენტგენკონტრასტული საშუალების ხსნარის შეყვანამდე საჭიროა ავტომატური ინექტორის ან სხვა მოწონებული სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც სტერილობას უზრუნველყოფს. პრეპარატ ულტრავისტის შპრიცით აღება საინფუზიო სისტემაში ავსება უნდა მოხდეს უშუალოდ შეყვანის წინ.
დაშვებელია რეზინის საცობის ერთზე მეტჯერ გახვრეტა მომზადებულ ხსნარში დიდი რაოდენობით მიკრონაწილაკების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად. რეზინის საცობის გასახვრეტად და რენტგენკონტრასტული საშუალების აღებისთვის რეკომენდებულია კანიულების გამოყენება გრძელი წვერით, დიამეტრით არაუმეტეს 18 G (ყველაზე შესაფერისია Nocore-Admix-ის ტიპის გვერდითი ნახვრეტის მქონე კანიულები).
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
ფლაკონები მოცულობით 200 მლ და 500 მლ
ფლაკონები, რომლებიც შეიცავს პრეპარატის 200 და 500 მლ, უნდა გამოიყენოს მხოლოდ ინტრავასკულარული შეყვანისთვის. შეყვანისთვის უნდა გამოიყენოს ავტომატური ინექტორი ან სხვა მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის სტერილობას. აუცილებელია ავტომატური ინჟექტორის ან სხვა მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქციის დაცვა. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოუყენებელი პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 10 საათის განმავლობაში, შემდეგ ის უნდა განადგურდეს.
კარტრიჯები
კარტრიჯები გამოყენებული უნდა იქნას მოწყობილობაზე თანდართული კარტრიჯის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. გამოუყენებელი ხსნარი კარტრიჯიდან გამოყენების შემდეგ უნდა განადგურდეს.
მთელი დარჩენილი სამკურნალო პრეპარატი და ნარჩენი უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
ფარმაკოლოგიური თვისებები
კონტრასტული საშუალებები; იოდის შემცველი რენტგენკონტრასტული საშუალებები; წყალში ხსნადი ნეფროტროპული დაბალოსმოლარული რენტგენკონტრასტული საშუალებები.
ATX კოდი: V08AB05
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
იოპრომიდი (მოლეკულური მასა 791,12) წარმოადგენს არაიონურ, წყალში ხსნად ტრიიოდირებულ რენტგენკონტრასტულ საშუალებას (ტრიიოდოიზოფტალის მჟავას წარმოებული), რომელიც ზრდის გამოსახულების კონტრასტულობას მის შემადგენლობაში შემავალი იოდის მიერ რენტგენის სხივების შთანთქმის ხარჯზე.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
განაწილება
პრეპარატ ულტრავისტის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ იოპრომიდის კონცენტრაცია პლაზმაში ძალიან მალე მცირდება უჯრედშორის სივრცეში მისი განაწილების და შემდგომი ელიმინაციის შედეგად. წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების საერთო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 16 ლ, რაც დაახლოებით შეესაბამება უჯრედშორისი სივრცის მოცულობას.
პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა (დაახლოებით1%). პრეპარატი ულტრავისტი ვერ აღწევს ინტაქტურ ჰემატოენცეფალურ ბარიერში, მაგრამ მცირე რაოდენობით გადის პლაცენტარულ ბარიერს (შეყვანილი დოზის ≤ 0,3 % კურდღლებში).
300 მგ იოდის შემცველი პრეპარატ ულტრავისტის ბოლუსური ინტრავენური შეყვანიდან 1-5 შემდეგ, სისხლის პლაზმის 1 მლ-ში აღინიშნება შეყვანილი რაოდენობის 28 6 % დოზის სიდიდის მიუხედავად. ტვინის გარსის ქვეშ შეყვანის შემდეგ პლაზმაში იოდის მაქსიმალური კონცენტრაცია, რაც შეადგენს შეყვანილი დოზის 4,5 %, აღინიშნებოდა 3,8 საათის შემდეგ. სანაღვლე და/ან პანკრეასის სადინარში შეყვანის შემდეგ ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის (ერქპგ) ჩატარებისას იოდშემცველი რენტგენკონტრასტული საშუალები შეიწოვება და კონცენტრაციის პიკი სისხლის პლაზმაში მიიღწევა შეყვანიდან 1 და 4 საათის შემდეგ. 7,3 გ იოდის შეყვანის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში დაახლოებით 40-ჯერ დაბალია მაქსიმალურ დონეებთან შედარებით, რასაც ადგილი აქვს ანალოგიური დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია
იოპრომიდი არ მეტაბოლიზირდება.
ელიმინაცია
პაციენტებში საბოლოო ფაზაში იოპრომიდიას ელიმინაცია ხასიათდება ნახევარგამოყოფის პერიოდით, რომელიც დაახლოებით 2 საათს უდრის, დოზის მიუხედავად.
შესწავლილ დოზებში იოპრომიდის საერთო კლირენსმა შეადგინა 106 ± 12 მლ/წუთ., რაც თირკმლის კლირენსის მაჩვენებლის მსგავსია, რომელიც უდრის 102 ± 15 მლ/წუთ. შესაბამისად, იოპრომიდი თითქმის მთლიანად გამოიდევნება თირკმელებით. შეყვანილი დოზის დაახლოებით 2% გამოიდევნება ნაწლავებით 3 დღის განმავლობაში. ინტრავენური შეყვანიდან 3 საათის შემდეგ შეყვანილი დოზის დაახლოებით 60% გამოიდევნება თირკმელებით. 12 საათის შემდეგ გამოიდევნება მთლიანი დოზის ≥ 93%. იოპრომიდის პრაქტიკულად მთლიანად ექსკრეტირება ხდება 24 საათში.
სანაღვლე და/ან პანკრეასის სადინარში შეყვანის შემდეგ, ერქპგ-ს ჩატარებისას შრატში იოდის კონცენტრაცია საწყის დონეს უბრუნდება 7 დღის შემდეგ.
ხანდაზმული ადამიანები
საერთო პლაზმური კლირენსი საშუალო ასაკის პაციენტებში (49-დან 64 წლამდე) თირკმლის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე შეადგენს 74 – 114 მლ/წუთ. (საშუალოდ 102 მლ/წუთ.), ხანდაზმულ პაციენტებში (65-დან 70 წლამდე) ეს მაჩვენებელი კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე შეადგენს 72–100 მლ/წუთ. (საშუალოდ 89 მლ/წუთ.). ეს მნიშვნელობები მხოლოდ ოდნავ ნაკლებია, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანებში 88–138 მლ/წუთ. (საშუალოდ 106 მლ/წუთ.). ნახევარგამოყოფის პერიოდის ინდივიდუალური მნიშვნელობები იყო 1,92,9 საათის და 1,52,7 საათის ინტერვალში, შესაბამისად. ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში 1,4–2,1 საათის ინტერვალთან შედარებისას, ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდები იყო მსგავსი. მცირე განსხვავებები შეესაბამება ასაკთან ერთად გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის ფიზიოლოგიურ შემცირებას.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პლაზმიდან იოპრომიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის შემცირების გამო.
პლაზმური კლირენსი შემცირებული იყო 49,4 მლ/წუთ./1,73 მ2-მდე (КИ = 53%) პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით (80 > კკ (კრეატინინის კლირენსი) > 30 მლ/წუთ./ 1,73 მ2) და 18,1 მლ/წუთ./1,73 მ2-მდე (КИ = 30%) პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე (კკ = 30–10 მლ/წუთ./1,73 მ2).
ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალური პერიოდი უდრი 6,1 საათს (КИ = 43%) პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით (80 > კკ > 30 მლ/წუთ./1,73 მ2) და 11,6 საათს (КИ = 49%) პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე (კკ = 30 – 10 მლ/წუთ./1,73 მ2).
დოზის შეყვანიდან 6 საათის შემდეგ შარდში გამოყოფილი პრეპარატის რაოდენობა უდრიდა 38% პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით და 26% პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, 83% მეტ ოდენობასთან შედარებით ჯანმრთელ მოხალისეებში. დოზის შეყვანიდან 24 საათის ფარგლებში გამოვლენილი რაოდენობა აღწევდა 60% პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით და 51% პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, 95% მეტ ოდენობასთან შედარებით ჯანმრთელ მოხალისეებში.
იოპრომიდი შეიძლება გამოიყოს ჰემოდიალიზის მეშვეობით. იოპრომიდის დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა 3-საათიანი დიალიზის განმავლობაში.
ბავშვები
იოპრომიდის ფარმაკოკინეტიკა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ შეისწავლებოდა (იხ. კარი 4.2.).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი ფურცელი – ინფორმაცია პაციენტებისთვის
ულტრავისტი®, 300 მგ იოდი/მლ, საინექციო ხსნარი
ულტრავისტი®, 370 მგ იოდი/მლ, საინექციო ხსნარი
მოქმედი ნივთიერება: იოპრომოდი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ჩანართი ფურცელი, რადგან მასში მოყვანილია თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაცემები.
შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა გადაკითხვა.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ გაგიჩნდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ მკურნალ ექიმს. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართი ფურცლის მე-4 კარში.
ჩანართი ფურცლის შინაარსი
- რას წარმოადგენს პრეპარატი ულტრავისტი® და რისთვის გამოიყენება ის.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ულტრავისტი®-ს გამოყენებამდე.
- პრეპარატ ულტრავისტი®-ს გამოყენება.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები.
- პრეპარატ ულტრავისტი®-ს შენახვა.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები.
- რას წარმოადგენს პრეპარატი ულტრავისტი® და რისთვის გამოიყენება ის
პრეპარატი ულტრავისტი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას იოპრომიდს იოდის შემცველ რენტგენკონტრასტულ საშუალებას, რომელიც განკუთვნილია რენტგენის სხივების გამოყენებით ჩატარებული გამოკვლევების და მანიპულაციების დროს მიღებული გამოსახულებების ინფორმაციულობის გაზრდისთვის. რენტგენის სხივები შეიწოვება მოქმედი ნივთიერების შემადგელობაში შემავალი იოდით, რაც ზრდის ორგანოებისა და ქსოვილების კონტრასტულობას და იძლევა დიაგნოსტიკური პროცედურების დროს უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ულტრავისტი® განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური მიზნებისთვის.
პრეპარატი ულტრავისტი® გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში გამოსახულების კონტრასტულობის გასაძლიერებლად:
კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) დროს;
არტერიოგრაფიის და ვენოგრაფიის დროს, მათ შორის ინტრავენური/ინტრაარტერიული ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფიის (ცსა) ჩათვლით (გულ-სისხლძარღვთა სისტემის ვიზუალიზაციის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია კონტრასტული ნივთიერების მცირე დოზების ინტრავენურ ან ინტრაარტერიულ შეყვანაზე და გამოსახულების გაძლიერებაზე);
ინტრავენური უროგრაფიის დროს (თირკმელებისა და საშარდე გზების მდგომარეობის გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი);
ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის დროს (ერქპგ) (ნაღვლის გამომყოფი სისტემის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც აერთიანებს ერთდეროულად ენდოსკოპიას და რენტგენოსკოპიურ გამოკვლევას);
არტროგრაფიის (სახსრების გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი მათ ღრუში კონტრასტული ნივთიერების შეყვანით) და სხეულის სხვა ღრუების გამოკვლევის დროს.
პრეპარატი ულტრავისტი® გამოიყენება ზრდასრულ ქალებში კონტრასტული გაძლიერებით მამოგრაფიის ჩატარების დროს, სარძევე ჯირკვლის ცნობილი ან საეჭვო დაზიანებების შესაფასებლად და გამოსავლენად:
მამოგრაფიის დამატებით (ულტრაბგერით ან მის გარეშე) ან
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) ალტერნატივის სახით, როდესაც მრტ უკუნაჩვენებია ან ხელმიუწვდომელია.
თუ ამ პრეპარატის შემდეგ თქვენ გრძნობთ გაუარესებას, აუცილებელია მიმართით ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ულტრავისტი®-ს გამოყენებამდე
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ პრეპარატი ულტრავისტი®:
თუ გაქვთ ალერგია იოპრომიდზე, იოდზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (რომელიც ჩამოთვლილია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ულტრავისტი®-ს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ალერგიული ან ალერგიის მსგავსი რეაქციები
თქვენთვის პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანამდე აუსრულებლად აცნობეთ ექიმს:
თუ ადრე გქონიათ რაიმე ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით ალერგიული რეაქციები იოდის შემცველი რადიოკონტრასტული საშუალებების შეყვანისას;
თუ გაქვთ ბრონქული ასთმა ან ნებისმიერი სხვა ალერგიული დაავადებები. ასეთ სიტუაციებში პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანაზე ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი უფრო მაღალია. ექიმი განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა თქვენთვის ამ პრეპარატის შეყვანა და დაგჭირდებათ თუ არა ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების წინასწარი შეყვანა.
პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანის შემდეგ შეიძლება გაგიჩნდეთ ალერგიული ან ალერგიის მსგავსი რეაქცია. მისი სიმძიმე შეიძლება იყოს მსუბუქიდან (გამონაყარი, ქავილი, შეშუპება) მძიმემდე (სუნთქვის გაძნელება, შოკი). თუ განვითარდა ასეთი რეაქცია, უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება პრეპარატის შეყვანიდან ნახევარი საათის განმავლობაში, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში ეს შეიძლება მოხდეს მოგვიანებით – რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ასეთი რეაქციები არახშირად ჩნდება (იხ. კარი 4 «შესაძლო არასასურველი რეაქციები»). თუ პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანის შემდეგ თქვენ გაგიჩნდებათ ალერგიული რეაქცია ან თავს ცუდად შეიგრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა დაავადებები ან მდგომარეობები
პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი დაავადებები ან მდგომარეობები:
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, განსაკუთრებით თუ ადრე გქონიათ კრუნჩხვები;
თირკმლების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა);
სისხლის დაავადებები, რომელთა დროსაც სისხლში ვლინდება ანომალური ცილები, როგორიცაა მრავლობითი მიელომა, პარაპროტეინემია;
შაქრიანი დიაბეტი;
შარდის გამოყოფის მომატება ან შემცირება (პოლიურია ან ოლიგურია);
გულის და/ან სისხლძარღვთა დაავადება, განსაკუთრებით გულის უკმარისობა;
თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);
დაავადება, რომელსაც მიასთენია ეწოდება;
აღგზნების, შფოთვის შეგრძნება, ტკივილი.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ექიმმა იცოდეს თქვენი ნებისმიერი დაავადების ან მდგომარეობის შესახებ, რათა მან სრულად შეაფასოს, თუ რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის ამ პრეპარატის შეყვანა და საჭირო გახდება თუ არა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება.
ბავშვები
თუ ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ მოხდა თქვენთვის პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანა, თქვენს ახალშობილ ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი). ამიტომ, შესაძლოა მას დასჭირდეს გარკვული სახის გამოკვლევა. ასეთი გამოკვლევის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი. ახალშობილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი პრეპარატის შეყვანიდან 3 კვირის განმავლობაში.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი ულტრავისტი®
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პრეპარატების შესახებ შეტყობინება:
პრეპარატები ბიგუანიდების ჯგუფიდან, როგორიცაა მეტფორმინი (გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ);
პრეპარატები ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფიდან (გამოიყენება გულის და/ან სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ);
პრეპარატები, რომლებიც ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს (ზოგიერთი პრეპარატის არასასურველი რეაქცია);
ინტერლეიკინ-2 (გამოიყენება იმუნიტეტის სტიმულირებისა და ინფექციების სამკურნალოდ);
რადიოიზოტოპები. თუ თქვენ გიწევთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამო გამოკვლევა ან მკურნალობა რადიოიზოტოპური პრეპარატების გამოყენებით, აცნობეთ ექიმს, რომ მოხდა თქვენთვის პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანა, რადგან მისი შეყვანიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში რადიოიზოტოპური პრეპარატების ეფექტი შეიძლება იყოს შემცირებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან ორსულობას გეგმავთ, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ორსულობა
პრეპარატი ულტრავისტი® არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს, ისეთი შემთხვევების გარდა, როდესაც პრეპარატ ულტრავისტი®თ დიაგნოსტიკური გამოკვლევა დაგინიშნათ ექიმმა, იცოდა რა თქვენი ორსულობის შესახებ.
ძუძუთი კვება
თუ საჭიროა გამოკვლევის ჩატარება პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანით, შეწყვიტეთ ძუძუთი კვება სულ მცირე პრეპარატის შეყვანიდან 24 საათის განმავლობაში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა 24 საათის განმავლობაში პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანით გამოკვლევის ჩატარების შემდეგ.
პრეპარატი ულტრავისტი® შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს არანაკლებ 1 მმოლ ნატრიუმს (23 მგ) ერთ დოზაზე (70 კგ სხეულის წონის მქონე ადამიანისთვის საშუალო რაოდენობის გაანგარიშებით), ანუ, არსებითად, არ შეიცავს ნატრიუმს.
- პრეპარატ ულტრავისტი®-ს გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით.
რეკომენდებული დოზა
თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის შესაფერის პრეპარატის დოზას თქვენი სხეულის მასის და პროცედურის სახის მიხედვით.
გამოყენება ბავშვებში
ექიმი განსაზღვრავს თქვენი ბავშვისთვის შესაფერის პრეპარატის დოზას მისი ასაკის და სხეულის მასის მიხედვით.
შეყვანის გზა და (ან) მეთოდი
პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანას ახორციელებს ექიმი, ექთანი ან რენტგენ-ლაბორანტი. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანა ხდება ინტრავასკულარულად (ინტრავენურად ან ინტრაარტერიულად) ან სხეულის ღრუში.
თუ მოხდა პრეპარატ ულტრავისტი®-ს შეყვანა საჭიროზე მეტი რაოდენობით
დოზის შერჩევას და პრეპარატის შეყვანას ახორციელებს მედიცინის მუშაკი, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღებთ პრეპარატის ძალზე დიდ დოზას. მაგრამ, თუ გაგიჩნდებათ რაიმე ეჭვი, მიმართეთ ექიმს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ულტრავისტ®-მა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.
ყველაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია პრეპარატ ულტრავისტი®-ს გამოყენების დროს არის ანაფილაქტოიდური შოკი – მძიმე ალერგიული რეაქცია.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ გაგიჩნდათ ალერგიული ან ალერგიის მსგავსი არასასურველი რეაქციის ნებისმიერი შემდეგი ნიშანი:
გაძნელებული სუნთქვა ან მსტვინავი სუნთქვა
ენის, ყელის ან სახის შეშუპება;
ხორხის/ხახის სპაზმი, ხმის ჩახლეჩა;
ცრემლდენა;
სურდო, ცემინება, ხველა;
ქავილი, გამონაყარი.
ეს არასასურველი რეაქციები შეიძლება იყოს ანაფილაქტოიდური შოკის პირველი გამოვლენა.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება შეინიშნებოდეს პრეპარატ ულტრავისტი®-ის გამოყენებისას მათი გაჩენის სიხშირის მიხედვით:
ხშირად (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
თავბრუდახვევა;
თავის ტკივილი;
გემოს შეგრძნების ცვლილება;
მხედველობის დაბინდვა ან დარღვევა;
ტკივილი ან დისკომფორტი მკერდის არეში;
არტერიული წნევის მატება;
სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია);
პირღებინება, გულისრევა;
რეაქციები ინექციის ადგილას, როგორიცაა ტკივილი, სითბოს შეგრძნება, შეშუპება, ანთება და რბილი ქსოვილების დაზიანება სისხლძარღვის გარეთ პრეპარატის მოხვედრის გამო, ციებ-ცხელების შეგრძნება.
არახშირად (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
ბრონქიალური ასთმა, სუნთქვის გაჩერება;
თვალის ლორწოვანი გარსის ანთება (კონიუნქტივიტი);
ბებერების წარმოქმნა ( ჭინჭრის ციება);
სისხლძარღვების რეფლექსური გაფართოების და გულის რითმის შენელების შედეგად გონების ხანმოკლე დაკარგვის შემთხვევები (ვაზოვაგალური რეაქციები);
გონების დაბინდვა;
შფოთვა;
კანზე ჩხვლეტის, წვის შეგრძნება ან «ბატის კანის» გაჩენა (პარესთეზია);
ძილიანობა;
გულის შეკუმშვების სიხშირის, სიძლიერისა და თანმიმდევრობის დარღვევა (არითმია);
არტერიული წნევის დაწევა;
ქოშინი;
მუცლის ტკივილი;
შეშუპება.
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
შფოთვის გრძნობა;
გულის გაჩერება;
გულის კუნთის სისხლმომარაგების დარღვევა (მიოკარდიუმის იშემია);
გულისცემის შეგრძნება.
სიხშირე უცნობია (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შემთხვევების სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მკვეთრი მატება (თირეოტოქსიური კრიზი);
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
კომა;
თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა (იშემია, ინფარქტი, ინსულტი);
თავის ტვინის შეშუპება;
კრინჩხვები;
ხანმოკლე ქერქოვანი სიბრმავე;
გონების დაკარგვა;
მომატებული შფოთვა;
მეხსიერების დაკარგა;
ტრემორი;
მეტყველების დარღვევა;
პარეზი/დამბლა;
სმენის დარღვევა;
გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);
გულის უკმარისობა;
გულის რითმის შენელება;
გულის რითმის გახშირება;
ციანოზი;
შოკი;
თრომბოემბოლია (ვენების დაა არტერიების თრომბები);
სისხლძარღვების სპაზმი;
ფილტვების შეშუპება;
სუნთქვის უკმარისობა;
ასპირაცია (ყლაპვა);
ყლაპვის დარღვევა;
სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;
თხევადი განავალი;
კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, DRESS სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი. ვლინდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გავრცელებული გამონაყარის სახით სიწითლის, ლაქების, ბუშტუკების, წყლულების, ქერქების სახით და შეიძლება თან ახლდეს ცხელება და სისუსტე;
გამონაყარი;
კანის სიწითლე;
მომატებული ოფლიანობა;
ტკივილი და შეშუპება ქსოვილების კომპრესიის გამო, სისხლძარღვების გარეთ პრეპარატის მოხვედრისას;
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მწვავე თირკმლის უკმარისობა;
შეუძლოდ ყოფნა;
შეციება;
სიფერმკრთალე;
სხეულის ტემპერატურის ცვლილება.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის ზემოთ ჩამოთვლილი.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ (იხილეთ ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორ)
109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1
ცხელი ხაზის ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
https://roszdravnadzor.gov.ru/
სომხეთის რესპუბლიკა
სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია «წამლების და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი»
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზირი, 49/5
ცხელი ხაზის ტელეფონი: +374 10 20 05 05, +374 96 22 05 05
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
http://pharm.am
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის «სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი»
010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბიზნეს ცენტრი «ნურსაულეტ 2»)
ტელეფონი: +7 7172 23 51 35
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
https://www.ndda.kz
ბელარუსის რესპუბლიკა
უნიტარული საწარმო «ჯანდაცვის ექსპერტიზისა და გამოცდების ცენტრი»
მისამართი: 220037, 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა
ტელეფონი: +375 17 231 85 14
ფაქსი: +375 17 252 53 58
ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის განტოლების ტელეფონი: +375 17 242 00 29
ელექტრონული ფოსტა: [email protected], [email protected]
http://www.rceth.by
- პრეპარატ ულტრავისტი®-ს შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს ის.
არ მიიღოთ პრეპარატი შეფუთვაზე მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის მოცემული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ შუქისა და რენტგენის სხივებისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 30 С ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
პრეპარატი ულტრავისტი® შეიცავს
მოქმედი ნივთიერება არის იოპრომიდი.
ულტრავისტი®, 300 მგ იოდი/მლ, საინექციო ხსნარი
1 მლ ხსნარი შეიცავს 623,4 მგ იოპრომიდს (300 მგ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
10 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 6,2 გ იოპრომიდს (3 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
20 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 12,4 გ იოპრომიდს (6 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
50 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 31,2 გ იოპრომიდს (15 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
100 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 62,3 გ იოპრომიდს (30 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
200 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 124,6 გ იოპრომიდს (60 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
500 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 311,5 გ იოპრომიდს (150 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
თითოეული წინასწარ შევსებული პლასტიკური კარტრიჯი 100 მლ შეიცავს 62,3 გ იოპრომიდს (30 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
თითოეული წინასწარ შევსებული პლასტიკური კარტრიჯი 150 მლ შეიცავს 93,5 გ იოპრომიდს (45 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
ულტრავისტი®, 370 მგ იოდი/მლ, საინექციო ხსნარი
1 მლ ხსნარი შეიცავს 768,86 მგ იოპრომიდს (370 მგ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
30 თითოეული ფლაკონი შეიცავს 23,1 გ იოპრომიდს (11,1 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
50 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 38,4 გ იოპრომიდს (18,5 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
100 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 76,9 გ იოპრომიდს (37 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
200 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 153,8 გ იოპრომიდს (74 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
500 მლ თითოეული ფლაკონი შეიცავს 384,5 გ იოპრომიდს (185 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
თითოეული წინასწარ შევსებული პლასტიკური კარტრიჯი 100 მლ შეიცავს 76,9 გ იოპრომიდს (37 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
თითოეული წინასწარ შევსებული პლასტიკური კარტრიჯი 150 მლ შეიცავს 115,4 გ იოპრომიდს (55,5 გ ეკვივალენტურია იოდზე გაანგარიშებით).
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებებია):
ნატრიუმის კალციუმის ედეტატი
ტრომეტამოლი
ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 25 % (рН-ის კორექციისთვის)
ქლორწყალბადმჟავა 10 % (рН-ის კორექციისთვის)
წყალი ინექციისთვის
პრეპარატი ულტრავისტი® შეიცავს ნატრიუმს (იხ. კარი 2).
პრეპარატ ულტრავისტი®-ს გარე სახე და შეფუთვის შიგთავსი
საინექციო ხსნარი
პრეპარატი ულტრავისტი® წარმოადგენს გამჭვირვალე ხსნარს, ოდნავ მოყავისფრო ან ოდნავ მოყავისფრო-მოყვითალო ან ოდნავ მოყვითალო ელფერით, რომელიც არ შეიცავს უცხო ნაწილაკებს.
საინექციო ხსნარი 300 მგ იოდი/მლ
«ბაიერ აგ»-ს, გერმანია, საწარმოში წარმოებისას:
პრეპარატის 10, 20, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 10, 20, 50, 100, 200 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 500 მლ 8-8 ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).
100 ან 150 მლ უფერო გამჭვირვალ ციკლოოლეფინის პოლიმერის კარტრიჯებში.
5 კარტრიჯი მუყაოს შეფუთვაში. 2 მუყაოს შეფუთვა კარტრიჯებით ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).
შპს «სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ფარმაცევტულ ფირმა «პოლისან»-ში, რუსეთი, წარმოებისას:
პრეპარატის 20, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 20 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 50, 100, 200, 500 მლ თითო ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (ეტიკეტი).
საინექციო ხსნარი 370 მგ იოდი/მლ
«ბაიერ აგ»-ს, გერმანია, საწარმოში წარმოებისას:
პრეპარატის 30, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 30, 50, 100, 200 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 500 მლ 8-8 ფლაკონი ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).
100 ან 150 მლ უფერო გამჭვირვალ ციკლოოლეფინის პოლიმერის კარტრიჯებში. 5-5 კარტრიჯი მუყაოს შეფუთვაში. 2 მუყაოს შეფუთვას კარტრიჯებით ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (პერფორაცია და/ან ეტიკეტი).
შპს «სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ფარმაცევტულ ფირმა «პოლისან»-ში, რუსეთი, წარმოებისას:
პრეპარატის 30, 50, 100, 200, 500 მლ გამჭვირვალე უფერო მინის ფლაკონებში, რომლებიც დაცობილია რეზინის საცობებით პლასტმასის თავსახურების მქონე ალუმინის ხუფებით. პრეპარატის 30 მლ 10-10 ფლაკონი ან პრეპარატის 50, 100, 200, 500 მლ თითი ფლაკონს ჩანართ ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში, რომელზეც დაშვებულია პირველი გახსნის კონტროლი (ეტიკეტი).
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი.
ბაიერ აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე, 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია
Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany
მწარმოებელი :
ბაიერ აგ, მიულერშტრასე 178, 13353 ბერლინი, გერმანია (წარმოების ყველა სტადია)
Bayer AG, Mullerstrasse 178, 13353 Berlin, Germany
შპს «სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა «პოლისან»-ი, რუსეთი, 192102, ქ. სანქტ-პეტერბურგი, სალოვის ქუჩა, სახლი 72, კორპ. 2, ლიტ. А
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
რუსეთის ფედერაცია
სს «ბაიერი»
107113, ქ. მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქუჩა, სახლი 18, შენობა 2, რუსეთი
ტელეფონი: +7 495 231 12 00
სომხეთის რესპუბლიკა
0080, ქ. ერევანი, საიათ-ნოვას კვარტალი 8/3, სომხეთი
ტელეფონი: +374 11 20 15 50
ყაზახეთის რესპუბლიკა:
შპა «ბაიერ ყაზ»
050057, ქ. ალმათი, ტიმირიაზევის ქუჩა, 42, პავილიონი 15, ოფისი 301, ყაზახეთი
ტელეფონი +7 727 258 80 40
ბელარუსის რესპუბლიკა
2220089, ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზირი, 57, ოთახი 54, ბელარუსი
ტელეფონი: +375 17 239 54 20
ინფორმაციის სხვა წყაროები
დაწვრილებითი მონაცემები ამ პრეპარატის შესახებ მოცემულია კავშირის ვებ-საიტზე https://eec.eaeunion.org. ჩანართი ფურცელი ხელმისაწვდომია კავშირის ყველა ენაზე კავშირის ვებსაიტზე.
- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ მედიცინის მუშაკებისთვის:
დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
სამკურნალო პრეპარატი ულტრავისტი® შეყვანილი უნდა იქნას მხოლოდ რენტგენკონტრასტული საშუალებების გამოყენებით გამოკვლევების ჩატარების კლინიკური გამოცდილების მქონე მედიცინის მუშაკების მიერ.
დოზირების რეჟიმი
დოზები ინტრავასკულარული შეყვანისას
რენტგენკონტრასტული საშუალების დოზა უნდა შეესაბამებოდეს ასაკს, სხეულის მასას, გადასაწყვეტ კლინიკურ პრობლემას და გამოკვლევის მეთოდიკას. ქვემოთ მოცემული დოზები უნდა განიხილოს როგორც რეკომენდებული; ისინი წარმოადგენს ჩვეულებრივ დოზას საშუალო ზრდასრული ადამიანისთვის სხეულის მასით 70 კგ. დოზების სიდიდე გამოსახულია მლ-ში ერთჯერადი ინექციისთვის ან სხეულის მასის კგ-ზე.
როგორც წესი, სხეულის მასის კგ-ზე 1,5 გ-მდე იოდის დოზები კარგად აიტანება.
რეკომენდებული დოზები ერთჯერადი ინექციებისთვის
- ჩვეულებრივი ანგიოგრაფია
გამოკვლევის სახე
პრეპარატ ულტრავისტ®-ის დოზირება (იოდის კონცენტრაცია მგ/მლ)
დოზე, მლ
აორტის რკალის ანგიოგრაფია
300
50–80
სელექტიური ანგიოგრაფია
300
6–15
გულმკერდის აორტოგრაფია
300/370
50–80
მუცლის აორტოგრაფია
300
40–60
ზედა კიდურების არტერიოგრაფია
ქვედა კიდურების არტერიოგრაფია
300
300
8–12
20–30
გულის პარკუჭების ანგიოკარდიოგრაფია
კორონარული ანგიოგრაფია
370
370
40–60
5–8
ზედა კიდურების ვენოგრაფია
ქვედა კიდურების ვენოგრაფია
300
300
15–30
30–60
ინტრავენური ცსა
მსხვილი სისხლძარღვების ცსა-ს ჩასატარებლად იყენებენ პრეპარატ ულტრავისტ®-ის საინექციო ხსნარს 300 მგ იოდი/მლ და 370 მგ იოდი/მლ 30-60 მლ მოცულობით. პრეპარატი შეჰყავთ ბოლუსურად სიჩქარით 8-12 მლ/წმ. იდაყვის ვენაში ან სიჩქარით 10-20 მლ/წმ. კათეტერის მეშვეობით ღრუ ვენაში. შესაძლებელია ვენებში დარჩენილი კონტრასტული ნივთიერების რაოდენობის შემცირება უშუალოდ პრეპარატ ულტრავისტ®-ის ინექციის შემდეგ ფიზიოლოგიური ხსნარის სწრაფი შემდგომი შეყვანით.
მოზრდილები:
პრეპარატ ულტრავისტ®-ის 30-60 მლ საინექციო ხსნარი 300 მგ იოდი/მლ ან საინექციო ხსნარი 370 მგ იოდი/მლ.
ინტრაარტერიული ცსა
ინტრაარტერიული ცსა-ს ჩატარების დროს ჩვეულებრივი ანგიოგრაფიისგან განსხვავებით შესაძლებელია პრეპარატ ულტრავისტ®-ის ნაკლები რაოდენობის და მისი ნაკლები კონცენტრაციების შეყვანა.
კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)
თუ შესაძლებელია, პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანა უნდა მოხდეს ბოლუსურად ავტომატური ინექტორის მეშვეობით. მხოლოდ ნელი სკანირებისას დოზის დაახლოებით ნახევარი შეყვანილი უნდა იყოს ბოლუსურად, ხოლო დანარჩენი ნაწილი 2-6 წუთის განმავლობაში სისხლში პრეპარატის შედარებით მუდმივი კონცენტრაციის გარანტირებისთვის.
სპირალური კტ და განსაკუთრებით მრავალშრიანი კტ იძლევა დიდი რაოდენობით მონაცემების მიღების შესაძლებლობას ერთჯერად სუნთქვის შეკავებით. გამოსაკვლევ არეში ოპტიმალური დიაგნოსტიკური ეფექტის მისაღებად (კონტრასტირების პიკი, დრო და ხანგრძლივობა) ინტრავენური ბოლუსური შეყვანისას (80–150 მლ პრეპარატი ულტრავისტ®-ი, 300 მგ იოდი/მლ) რეკომენდებულია ავტომატური ინექტორის გამოყენება და რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანის დაწყებიდან სკანირების დაწყებამდე დროის ინტერვალის კონტროლი.
მთელი სხეულის კტ
რენტგენკონტრასტული საშუალების საჭირო დოზები და მათი შეყვანის სიჩქარე დამოკიდებულია გამოსკვლევ ორგანოზე, გადასაწყვეტ დიაგნოსტიკურ პრობლემაზე და, განსაკუთრებით, სკანირებასა და გამოსახულების რეკონსტრუქციის ხანგრძლივობაში განსხვავებებზე.
თავის კტ
მოზრდილები:
ულტრავისტი® საინექციო ხსნარი 300 მგ იოდი/მლ: 1,0–2,0 მლ/კგ
ულტრავისტი® საინექციო ხსნარი 370 მგ იოდი/მლ: 1,01,5 მლ/კგ
კონტრასტული მამოგრაფია
პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენურად, სასურველია ინექტორის მეშვეობით. გამოსახულების მიღება იწყება რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანიდან დაახლოებით 2 წუთის შემდეგ.
მოზრდილები:
ულტრავისტი® საინექციო ხსნარი 300/370 მგ იოდი/მლ: 1,5 მლ/კგ
ინტრავენური უროგრაფია
ბავშვებში თირკმლის მოუმწიფებელი ნეფრონების ფიზიოლოგიურად სუსტი მაკონცენტრირებელი უნარის გამო, საჭიროა რენტგენკონტრასტული საშუალების შედარებით მაღალი დოზები.
რეკომენდებულია პრეპარატ ულტრავისტ®-ის შემდეგი დოზები.
ასაკი
იოდის რაოდენობა, სხეულის მასის გ/კგ
პრეპარატ ულტრავისტ®-ის დოზირება, სხეულის მასის მლ/კგ
300 მგ იოდი/მლ
370 მგ იოდი/მლ
ახალშობილები
(1 თვემდე)
1,2
4,0
3,2
ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები (1 თვიდან 2 წლამდე)
1,0
3,0
2,7
ბავშვები
2-დან 12 წლამდე
0,5
1,5
1,4
ბავშვები 12 წელზე მეტი და მოზრდილები
0,3
1,0
0,8
საჭიროებისას, მოზრდილებში ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მითითებული დოზების გაზრდა.
დოზების სხეულის ღრუში შეყვანისას
ართროგრაფიის, ერქპგ-ს და ჰისტეროსალპინგოგრაფიის ჩატარებისას, რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანა უნდა განხორციელდეს რენტგენოსკოპიის კონტროლის ქვეშ.
რეკომენდებული დოზები ცალკეული გამოკვლევებისთვის:
დოზა შეიძლება ძლიერად დამოკიდებული იყოს პაციენტის ასაკზე, სხეულის წონაზე და ზოგად მდგომარეობაზე, ასევე გადასაჭრელ კლინიკურ პრობლემაზე, გამოყენებულ ტექნიკურ მოწყობილობაზე და გამოკვლევის სფეროზე ქვემოთ მოცემულია ზრდასრული ადამიანებისთვის რეკომენდებული საშუალო ნორმალური დოზები ერთჯერადი გამოკვლევისთვის.
არტროგრაფია
5-15 მლ პრეპარატი ულტრავისტი® 300 მგ იოდი/მლ/370 მგ იოდი/მლ.
ერქპგ
დოზა დამოკიდებულია გადასაწყვეტ კლინიკურ პრობლემაზე და ვიზუალური სტრუქტურის ზომაზე.
სხვა ღრუები
დოზა დამოკიდებულია გადასაწყვეტ კლინიკურ პრობლემაზე და ვიზუალური სტრუქტურის ზომაზე.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ასაკოვანი პაციენტები
კლინიკურ კვლევაში არ აღინიშნებოდა განსხვავებები იოპრომიდის ფარმაკოკინეტიკაში ხანდაზმულ (65 წლის და უფროსი ასაკის) და უფრო ახალგაზრდა პაციენტების. ამიტომ არ განსაზღვრულა სპეციალური რეკომენდაციები ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექციასთან დაკავშირებით, კარში «დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი» მოყვანილის გარდა.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა გავლენას არ ახდენს იოპრომიდის გამოყოფაზე, რადგან დოზის მხოლოდ 2% გამოიყოფა ნაწლავების მეშვეობით, ხოლო იოპრომიდი არ მეტაბოლიზდება. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
რადგან იოპრომიდი გამოიყოფა თირკმელებით პრაქტიკულად უცვლელი ფორმით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მისი გამოყოფა ხდება ჩვეულებრივზე მეტი ხნის განმავლობაში. რენტგენკონტრასტული საშუალებით გამოწვეული თირკმლის დამატებითი დაზიანების რისკის შემცირებისთვის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ანამნეზში გამოყენებული უნდა უყოს მინიმალური დოზა.
ბავშვები
ახალშობილები და ჩვილები
1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და განსაკუთრებით ჩვილებისთვის დამახასიათებელია მგრძნობელობა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის და ჰემოდინამიკური დარღვევების მიმართ. ყურადღება უნდა მიექცეს რენტგენკონტრასტული საშუალების დოზას, რენტგენოლოგიური გამოკვლევის ტექნიკურ მხარდაჭერას და პაციენტის მდგომარეობას.
გამოყენების მეთოდი
პრეპარატი ულტრავისტი® განკუთვნილია ინტრავასკულარულად შეყვანისთვის და სხეულის ღრუში შეყვანისთვის.
რენტგენკონტრასტული საშუალების ინტრავასკულარული შეყვანა, თუ ეს შესაძლებელია, უკეთესია, რომ განხორციელდეს მწოლიარე მდგომარეობაში პაციენტის ყოფნისას.
დაუშვებელია პრეპარატის ინტრათეკალურად შეყვანა.
გამოსახულების მიღება
პრეპარატ ულტრავისტ®-ის 300 მგ იოდი/მლ ან 370 მგ იოდი/მლ შეყვანის შემდეგ სურათების გადაღების ვადები შეყვანის ხანგრძლივობისას 1–2 წუთი შეადგენს თირკმლის პარენქიმისთვის 3–5 წუთს, ხოლო თირკმლის მენჯის და შარდსაწვეთის სისტემის ვიზუალიზაციისთვის – 8–15 წუთს რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანის დაწყების შემდეგ. რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, მით უფრო ადრე ხდება გადაღება.
ჩვეულებრივ პირველი სურათის გადაღება უნდა მოხდეს რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანიდან 2-3 წუთის შემდეგ. ახალშობილებში, 2 წლამდე ბავშვებში და თირკმლის დარღვევის მქონე ბავშვებში სურათების მოგვიანებით გადაღებამ შესაძლოა გააუმჯობესოს საშარდე გზების ვიზუალიზაცია.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა იოპრომიდის, იოდის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პრეპარატ ულტრავისტ®-ს დოზირებით 370 მგ იოდი/მლ, გააჩნია განსაკუთრებული უპირატესობები ანგიოკარდიოგრაფიის ჩატარებისას.
ჰიპერმგრძნობელობა
პრეპერატ ულტრავისტ®-ის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ანაფილაქტოიდური/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის და კანის მხრივ იდიოსინკრაზიის სხვა გამოვლინებები. ალერგიის მსგავსი რეაქციების გამოხატულობა შეიძლება იყოს მსუბუქიდან მძიმემდე, შოკის განვითარების ჩათვლით. რეაქციების უმეტესობა ვითარდება რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანიდან 30 წუთის განმავლობაში. მაგრამ შეიძლება განვითარდეს გადავადებული რეაქციები (საათებიდან დღეებამდე).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი იზრდება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ადრე ადგილი ჰქონდა რეაქციებს იოდის შემცველ რენტგენკონტრასტულ საშუალებებზე;
- ანამნეზში ბრონქიალური ასთმის ან სხვა ალერგიული დაავადებების არსებობისას.
პრეპარატ ულტრავისტ®-ის არ რომელიმე მისი კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებს ან რომლებსაც ადრე ჰქონდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია რომელიმე სხვა იოდშემცველი რენტგენკონტრასტული ნივთიერების მიმართ, აქვთ ჰიპერმგრძნობელობის (მათ შორის მძიმე) რეაქციების მომატებული რისკი.
მიუხედავად ამისა, ასეთი რეაქციები იშვიათი და არაპროგნოზირებადია.
გასათვალისწინებელია, რომ პაციენტებს, რომლებიც ბეტა-ადრენბლოკატორებს იღებენ, შეიძლება ჰქონდეთ რეზისტენტობა ბეტა-ადრენომიმეტიური მოქმედების მქონე პრეპარატებით ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მკურნალობის მიმართ.
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების განვითარების შემთხვევებში შედეგები შეიძლება იყოს უფრო სერიოზული და ლეტალური შედეგიც ჰქონდეს.
რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანის შემდეგ ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გამო პროცედურის დასრულების შემდეგ საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება.
ყველა შემთხვევაში, აუცილებელია მზად იყოთ პაციენტისთვის სასწრაფო დახმარების გაწევისთვის, საჭიროების შემთხვევაში.
რეკომენდებულია ბრონქული ასთმის ან სხვა ალერგიული დაავადებების მქონე პაციენტებში გლუკოკორტიკოსტეროიდებით პრემედიკაციის ჩატარების განხილვა.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღევა
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეფასდეს რისკი/სარგებლის თანაფარდობა პაციენტებში, რომლებსაც დაუდგინდა ან არსებობს ჰიპერთირეოზზე ეჭვი, რადგან იოდის შემცველი რენტგენკონტრასტული საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთირეოზი ან თირეოტოქსიკური კრიზი ამ პაციენტებში. აუცილებელია განიხილოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასების საჭიროება პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანამდე და/ან პროფილაქტიკური მიზნით თირეოსტატიკური თერაპიის დანიშვნა პაციენტებში, ვისაც დაუდგინდა ან არსებობს ჰიპერთირეოზზე ეჭვი.
იყო შეტყობინებები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილების შესახებ, რომლებიც მიუთითებს ჰიპოთირეოზზე ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტრანზიტორულ სუპრესიაზე მოზრდილებსა და ბავშვებში იოდის შემცველი რენტგენკონტრასტული საშუალებების შეყვანის შემდეგ. იოდის შემცველი რენტგენკონტრასტული საშუალებების გამოყენებამდე საჭიროა პოტენციური რისკის შეფასება.
დიაგნოსტიკური მიზნებისათვის საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგი ახალშობილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების შეყვანის შემდეგ 3 კვირის განმავლობაში.
ცნს დაავადებები
ცნს დაავადებების მქონე პაციენტებს აქვთ ნევროლოგიური გართულებების მომატებული რისკი პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანასთან დაკავშირებით. ნევროლოგიური გართულებები ხშირად ვითარდება ცერებრალური ანგიოგრაფიის და თანმდევი პროცედურების ჩატარებისას.
სიფრთხილეა საჭირო ისეთ სიტუაციებში, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს კრუნჩხვების დაქვეითებულ ზღვარს, როგორიცაა ანამნეზში კრუნჩხვების არსებობა და გარკვეული სამკურნალო საშუალებების თანმდევი მიღება.
ფაქტორები, რომლებიც ზრდის ჰემატოენცეფალური ბარიერის გამტარიანობას, ხელს უწყობს ტვინის ქსოვილში რენტგენკონტრასტული საშუალების შეღწევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან.
ჰიდრატაცია
პრეპარატ ულტრავისტ®-ის ინტრავასკულარულ შეყვანამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური ჰიდრატაცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავლობითი მიელომის, შაქრიანი დიაბეტის, პოლიურიის, ოლიგურიის, ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებისთვის, ასევე ახალშობილებისთვის, ჩვილებისთვის, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და ხანდაზმული პაციენტებისთვის.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური ჰიდრატაცია. თუმცა, სითხის პროფილაქტიკური ინტრავენური შეყვანა არ არის რეკომენდებული თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) გაანგარიშება 3059 მლ/წუთ./1,73 მ2), რადგან დადგენილი არ არის დამატებითი სარგებელი თირკმლის უსაფრთხოების მიმართ. პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით ((გფს გაანგარიშება <30 მლ/წუთ./1,73 მ2) და გულის თანმდევი დაავადებით, სითხის პროფილაქტიკურ ინტრავენურ შეყვანას შეუძლია გულის სერიოზული გართულებების რისკის მატების გამოწვევა.
შიში
მღელვარების, შფოთვისა და ტკივილის შეგრძნებამ შეიძლება გაზარდოს რენტგენკონტრასტული საშუალებით გამოწვეული არასასურველი რეაქციების განვითარების ან ამ რეაქციების ინტენსივობის რისკი. ასეთი პაციენტები საჭიროებენ უფრო ზედმიწევნით დაკვირვებას. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შეიძლება დასჭირდეთ მედიკამენტური თერაპია შფოთვის შესამცირებლად.
წინასწარი ტესტის ჩატარება
რენტგენკონტრასტული საშუალების მცირე რაოდენობით გამოყენება მგრძნობელობაზე ტესტის ჩასატარებლად რეკომენდებული არ არის, რადგან მას არა აქვს პროგნოზული მნიშვნელობა. უფრო მეტიც, ამგვარი ტესტირების ჩატარებას თავისთავად შეუძლია ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული და ფატალური რეაქციების გამოწვევა.
თირკმელების მწვავე დაზიანება
თირკმელების მწვავე დაზიანება კონტრასტული საშუალებების შეყვანის შემდეგ, რაც წარმოადგენს თირკმლის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევას, შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატ ულტრავისტ®-ის ინტრავასკულარული შეყვანის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა.
რისკის ფაქტორები მოიცავს, მაგალითად:
- თირკმლის უკმარისობას,
- დეჰიდრატაციას,
- შაქრიან დიაბეტს,
- მრავლობით მიელომას/პარაპროტეინემიას,
- პრეპარატ ულტრავისტ®-ის განმეორებითი და/ან დიდ დოზებს.
თირკმელების ზომიერად მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს გაანგარიშება 4430 მლ/წუთ./1,73 მ2) ან პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (გფს გაანგარიშება <30 მლ/წუთ./1,73 მ2) მომატებულია თირკმლების მწვავე დაზიანების განვითარების რისკი კონტრასტული საშუალების შეყვანის შემდეგ (ПК-ОПП) კონტრასტული საშუალების ინტრაარტერიული შეყვანისას და თირკმელებში პირველად გავლისას.
თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს გაანგარიშება <30 მლ/წუთ./1,73 მ2) მომატებულია თირკმლების მწვავე დაზიანების განვითარების რისკი კონტრასტული საშუალების ინტრავენურად შეყვანისას ან ინტრაარტერიულად შეყვანისას ან თირკმელებში მეორად გავლისას.
საჭიროა ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა პაციენტებში მათთვის პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანისას. დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის შეიძლება დიაგნოსტიკური მიზნით პრეპარატ ულტრავისტ®-ის შეყვანა, ისე, რომ იოდის შემცველი რენტგენკონტრასტული შეიძლება მოცილებული იქნას ორგანიზმიდან დიალიზის საშუალებით.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
გულის მძიმე დაავადების ან კორონარული არტერიების გამოხატული დაზიანების მქონე პაციენტებში მომატებულია ჰემოდინამიკისა და არითმიის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებების განვითარების რისკი.
რენტგენკონტრასტული საშუალების ინტრავასკულარულმა შეყვანამ შეიძკება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპება პაციენტებში გულის უკმარისობით.
ფეოქრომოციტომა
ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებს აქვთ ჰიპერტონული კრიზის განვითარების რისკი.
მიასთენია
იოდის შემცველი რენტგენკონტრასტული საშუალების შეყვანას შეუძლია მიასთენია გრავის სიმპტომების გამოხატულების გაძლიერება.
თრომბოემბოლიური გართულებები
არაიონური რენტგენკონტრასტული საშუალებების ერთ-ერთი თვისებაა ორგანიზმის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე მათი დაბალი გავლენის უნარი. სწორედ ამიტომ არაიონურ რენტგენკონტრასტულ საშუალებებს გააჩნია ნაკლები ანტიკოაგულაციური აქტივობა in vitro, იონურთან შედარებით. რიგ ფაქტორს, თავად რენტგენკონტრასტული საშუალების თვისებების გარდა, როგორიცაა გამოკვლევის ხანგრძლივობა, ინექციების რაოდენობა, კათეტერის და შპრიცის თვისებები, ძირითადი დაავადების სიმძიმე და ჩატარებული მკურნალობა, შეუძლია გავლენის მოხდენა თრომბოემბოლიების განვითარებაზე. ამიტომ სისხლძარღვის კათეტერიზაციის დროს აუცილებელია ამ ფაქტორების გათვალისწინება და მეტი ყურადღების მიქცევა ანგიოგრაფიის ტექნიკის შესრულებაზე, ასევე ნატრიუმის ქლორიდის 0,9 % ხსნარით კათეტერის გარეცხვა (საჭიროების შემთხვევაში ჰეპარინის დამატებით) და ამ პროცედურის ჩატარების ვადების მაქსიმალურად შემცირება, თრომბოზისა და ემბოლიის რისკის წარმოქმნის მინიმუმადე დასაყვანად.
გამოყენებამდე რენტგენკონტრასტული საშუალების გაცხელება
შეყვანამდე სხეულის ტემპერატურამდე გაცხელებული რენტგენკონტრასტული საშუალება უფრო ადვილად აიტანება და მისი შეყვანა უფრო მარტივია ხსნარის სიბლანტის შემცირების გამო.
დამხმარე ნივთიერებები
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს არანაკლებ 1 მმოლ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე (საშუალო რაოდენობაზე გაანგარიშებით ადამიანისთვის წონით 70 კგ), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთმოქმედება
ბიგუანიდები (მეტფორმინი):
თირკმელების უკმარისობის ან თირკმლის მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში ბიგუანიდების ელიმინაცია შეიძლება შემცირდეს, რაც გამოიწვევს მათ დაგროვებას და ლაქტოაციდოზის განვითარებას. რადგან იოპრომიდის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების ან მისი გაძლიერების რისკი, პაციენტები, რომლებიც მეტფორმინს იღებენ, შეიძლება ჰქონდეთ ლაქტოაციდოზის განვითარების მომატებული რისკი, განსაკუთრებით ანამნეზში თირკმლის მწვავე უკმარისობის არსებობისას.
ბეტა-ადრენობლოკატორები
საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ პაციენტები, რომებიც ბეტა-ადრენობლოკატორებს იღებენ, შეიძლება რეზისტენტული იყვნენ ბეტა-ადრენომიმეტური მოქმედების მქონე პრეპარატებით ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მკურნალობის მიმართ.
პრეპარატები, რომლებიც ამცირებს კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარს
კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარის შემამცირებელ პრეპარატებთან ერთდროულ მიღებას შეუძლია ნევროლოგიური გართულებების რიკის მატების გამოწვევა.
ინტერლეუკინი-2
ინტერლეუკინი-2-ით წინა მკურნალობისას (რამდენიმე კვირის განმავლობაში) იზრდება გადავადებული რეაქციების განვითარების რისკი იოპრომიდის შეყვანისას.
რადიოიზოტოპები
იოპრომიდის შეყვანიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ ტირეოტროპული იზოტოპების შთანთქმის შემცირება, რაც ამცირებს მათ ეფექტურობას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
სათანადო კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებზე არ ჩატარებულა. ორსულობის დროს, შეძლებისდაგვარად, თავიდან უნდა იქნას აცილებული რენტგენოლოგიური გამოკვლევები. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში, ისეთი შემთხვევის გარდა, როდესაც მისი გამოყენებისგან დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს და ასეთი გამოკვლევა ინიშნება ექიმის მიერ საჭიროების შემთხვევაში. ამავდროულად, ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ დიაგნოსტიკური მიზნით ადამიანებში იოპრომიდის გამოყენება საშიში არ არის ორსულობის მიმდინარეობის, ემბრიონის/ნაყოფის განვითარების, მშობიარობისა და პოსტნატალურ განვითარებასთან მიმართებით.
ლაქტაცია
პრეპარატ ულტრავისტ®-ის უსაფრთხოება ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის შესწავლილი არ არის. დედის რძესთან პრეპარატ ულტრავისტ®-ის ექსკრეაცია უმნიშვნელოა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფრთხეს უქმნიდეს ჩვილებს. დედისთვის პრეპარატის შეყვანის საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა სულ მცირე 24 საათის განმავლობაში გამოკვლევის შემდეგ.
შეუთავსებლობა
შეთავსებადობასთან დაკავშირებით გამოკვლევების არარსებობის გამო არ დაიშვება ამ სამკურნალო პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების დროს და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან
ინსტრუქციები პრეპარატთან მუშაობის დროს
პრეპარატ ულტრავისტ®-ის გამოყენების წინ საჭიროა სხეულის ტემპერატურამდე მისი გაცხელება.
შეყვანამდე საჭიროა ფლაკონის ყურადღებით დათვალიერება. ფლაკონის მთლიანობის დარღვევის, ფერის მნიშვნელოვანი ცვლილების, ხილული ნაწილაკების (კრისტალების ჩათვლით) გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. რადგან პრეპარატი ულტრავისტი® წარმოადგენს მაღალკონცენტრირებულ ხსნარს, შეიძლება მოხდეს მისი კრისტალიზაცია (რძის მაგვარი ამღვრევა და/ან ნალექის ან კრისტალების გაჩენა სუსპენზიის სახით), რაც ძალზე იშვიათად აღინიშნება.
პატარა მოცულობის ფლაკონები (100 მლ და ნაკლები)
რენტგენკონტრასტული საშუალების ხსნარის შეყვანამდე საჭიროა ავტომატური ინექტორის ან სხვა მოწონებული სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც სტერილობას უზრუნველყოფს. პრეპარატ ულტრავისტ®-ის შპრიცით აღება საინფუზიო სისტემაში ავსება უნდა მოხდეს უშუალოდ შეყვანის წინ.
დაშვებელია რეზინის საცობის ერთზე მეტჯერ გახვრეტა მომზადებულ ხსნარში დიდი რაოდენობით მიკრონაწილაკების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად. რეზინის საცობის გასახვრეტად და რენტგენკონტრასტული საშუალების აღებისთვის რეკომენდებულია კანიულების გამოყენება გრძელი წვერით, დიამეტრით არაუმეტეს 18 G (ყველაზე შესაფერისია Nocore-Admix-ის ტიპის გვერდითი ნახვრეტის მქონე კანიულები).
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
ფლაკონები მოცულობით 200 მლ და 500 მლ
ფლაკონები, რომლებიც შეიცავს პრეპარატის 200 და 500 მლ, უნდა გამოიყენოს მხოლოდ ინტრავასკულარული შეყვანისთვის. შეყვანისთვის უნდა გამოიყენოს ავტომატური ინექტორი ან სხვა მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის სტერილობას. აუცილებელია ავტომატური ინჟექტორის ან სხვა მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქციის დაცვა. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოუყენებელი პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 10 საათის განმავლობაში, შემდეგ ის უნდა განადგურდეს.
კარტრიჯები
კარტრიჯები გამოყენებული უნდა იქნას მოწყობილობაზე თანდართული კარტრიჯის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. გამოუყენებელი ხსნარი კარტრიჯიდან გამოყენების შემდეგ უნდა განადგურდეს.
მთელი დარჩენილი სამკურნალო პრეპარატი და ნარჩენი უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.