ტურბომიკრონ G არის ფლებოტონური (ვენომატონიზირებელი) საშუალება: ზრდის ვენების ტონუსს და კაპილარების (წვრილი სისხლძარღვების) რეზისტენტობას. ტურბომიკრონ G გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომებისა და შეშუპების ხანმოკლე (2-3 თვე) კუპირებისათვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიოსმინი (diosmin) + micronised purified flavonoid fraction + hespe ridin + ჰესპერიდინი (hesperidin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ (450მგ + 50მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N60 (6X10)
- მწარმოებელი
- KERN PHARMA, S.L, ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
- ATC კოდი
- C05CA53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043567
- რეგისტრირებულია
- 10 ივლისი 2025, მოქმედებს 10 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტურბო მიკრონ G — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტურბომიკრონ G არის ფლებოტონური (ვენომატონიზირებელი) საშუალება: ზრდის ვენების ტონუსს და კაპილარების (წვრილი სისხლძარღვების) რეზისტენტობას.
ტურბომიკრონ G გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომებისა და შეშუპების ხანმოკლე (2-3 თვე) კუპირებისათვის.
ასევე - მწვავე ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების სამკურნალოდ.
რისი ცოდნაა საჭირო ტურბომიკრონ G-ის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ტურბომიკრონ G-ს, თუ
გაწუხებთ ალერგია დიოსმინის, სხვა ფლავონოიდების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6).
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში:
ვენური უკმარისობის დროს: რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტი: 1 ტაბლეტი სადილთან და 1 ტაბლეტი ვახშამთან ერთად.
მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს:
6 ტაბლეტი დღეში, 4 დღის განმავლობაში, შემდეგ - 4 ტაბლეტი დღეში, 3 დღის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
არ არსებობს მონაცემები დიოსმინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ფლავონოიდებისა და პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ტურბომიკრონ G-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება პედიატრიაში
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტო.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები ტურბომიკრონ G-ს საკვებთან და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ, არ არის რეკომენდებული ექიმის რჩევის გარეშე სხვა პრეპარატის თვითნებური მიღება.
ტურბომიკრონ G-ს მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ არსებობს მონაცემები საკვებთან, სასმელთან ან ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში პრეპარატის მავნე გავლენის შესახებ. ორსულობის პერიოდში დიოსმინის დანიშვნისას უნდა მოხდეს რისკი-სარგებლის ზედმიწევნით შეფასება.
არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ. არ არის რეკომენდებული ტურბომიკრონ G-ს მიღება ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს მონაცემები დიოსმინის ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ.
ტურბომიკრონ G-ს გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის რჩევის შესაბამისად. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ ექიმთან.
ვენური უკმარისობის დროს: რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტი: 1 ტაბლეტი სადილთან და 1 ტაბლეტი ვახშამთან ერთად.
მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს:
6 ტაბლეტი დღეში, 4 დღის განმავლობაში, შემდეგ - 4 ტაბლეტი დღეში, 3 დღის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
არ არსებობს მონაცემები დიოსმინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ტურბომიკრონ G-საც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტების სიხშირე განხილულია ქვემოთ:
ძალიან ხშირი: 1-ზე მეტი ყოველ 10 პაციენტში
ხშირი: 1 ყოველ 10 პაციენტში
ნაკლებად ხშირი: 1 ყოველ 100 პაციენტში
იშვიათი: 1 ყოველ 1000 პაციენტში
ძალიან იშვიათი: 1 ყოველ 10000 პაციენტში
უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია
ხშირად: ზომიერი გასტრო-ინტესტინური დარღვევები: გულისრევა, ღებინება, დიარეა და დისპეფსიური მოვლენები.
იშვიათად: თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა. კანისმხრივი რეაქციებიდან: გამონაყარი, ქავილი, ირიტაცია.
გვერდითი ეფექტების განვითარების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები დიოსმინის დოზის გადაჭარბების შესახებ.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვება
აუცილებელია პრეპარატის მიღება ყოველ დღე. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ საჭირო დოზა შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
პრეპარატის ტურბომიკრონ G გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონოიდური ფრაქცია 500 მგ:
დიოსმინი (90%) - 450 მგ,
ფლავონოიდები ჰესპერიდინის სახით (10%) – 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები (იხილეთ პუნტი 6.1.)
სამკურნალო ფორმა
ნარინჯისფერი, მოგრძო ფორმის, გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
გამყოფი ხაზი განკუთვნილია ტაბლეტის გასატეხად გადაყლაპვის გაიოლების მიზნით.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
ნუ გამოიყენებთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადად მიიჩნევა შესაბამისი თვის ბოლო დღე.
გამოუყენებელ პრეპარატს ნუ გადააგდებთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ იგი. ამგვარად დაიცავთ გარემოს დაბინძურებისაგან.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კაპილარული სტაბილიზატორები: ბიოფლავონოიდები, ათქ კოდი: C05CA53
დიოსმინი წარმოადგენს ფლებოტონურ და ანგიოპროტექტორულ საშუალებას (იწვევს ვენოკონსტრიქციას, ვენური რეზისტენტობის ზრდას და გამტარობის შემცირებას).
ექსპერიმენტულ მოდელებში, დიოსმინი ორმაგ მოქმედებას ახდენს ვენურ სისტემაში სისხლის მიმოქცევაზე:
ვენებში და ვენულებში: ზრდის პარიეტული უჯრედების ტონუსს და ხელს უშლის სტაზის განვითარებას;
მიკროცირკულაციურ დონეზე ახდენს კაპილარული განვლადობის ნორმალიზაციას და ზრდის მათ რეზისტენტობას.
ადამიანებში, დადგენილია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დამოკიდებულება დოზასა და ეფექტს შორის, ვენური პლეტიზმოგრაფიის შემდეგი პარამეტრებისთვის: მოცულობა, გაფართოვება და დაცლის დრო. დოზა/ეფექტის საუკეთესო თანაფარდობა მიღებულია პრეპარატის 2 ტაბლეტის მიღების დროს.
ფლებოტონური აქტივობა: დიოსმინი ზრდის ვენების ტონუსს. ვენების ოკლუზიური პლეტიზმოგრაფიის მონაცემებით დადგენილია ვენების დაცლის დროის შემცირება.
მიკროცირკულაციური აქტივობა: პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კაპილარების სიმყიფის ნიშნები, ზრდის კაპილარების რეზისტენტობას, რაც იზომება ანგიოსტერეომეტრის საშუალებით.
- 2. ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ, ნაწლავური ფლორით დიოსმინი სწრაფად ტრანსფორმირდება ნაწლავებში და შეიწოვება აგლიკონური ფორმით - დიოსმეტინი. პერორალური მიღებისას მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოვებით 57.9 %-ს.
განაწილება
დიოსმეტინი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებში, განაწილების მოცულობით 62.1ლ.
ბიოტრანსფორმაცია
დიოსმეტინი სწრაფად და ინტენსიურად იშლება ფენოლურ მჟავებად ან მის გლიცინ-კონიუგირებულ წარმოებულებად, რომელიც გამოიყოფა შარდში. ჰიდროქსიფენილპროპიონის მჟავა, ძირითადი მეტაბოლიტი, გამოიყოფა მისი კონიუგირებული ფორმით. ხოლო, ის მეტაბოლიტები, რომელიც ნაკლები რაოდენობით გვხვდება, მოიცავს სხვა ფენოლურ მჟავებს, რომლებიც შეესაბამება 1-ჰიდროქსი-4-მეთოქსი ბენზოის მჟავას, 3-მეთოქსი-4-ჰიდროქსი ფენილ ძმარმჟავას და 3,4-დიჰიდროქსი ბენზოის მჟავას.
გამოყოფა
ადამიანებში ელიმინაცია შედარებით სწრაფად მიმდინარეობს. რადიოაქტიური იზოტოპური მარკერით დიოსმინზე ჩატარებულ კვლევებში, დოზის 34% გამოიყო შარდსა და განავალში მისი მიღებიდან პირველი 24 საათის შემდეგ, ხოლო დაახლოვებით 86% - შარდსა და განავალში პირველი 48 საათის შემდეგ.
სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება
დიოსმინის ფამაკოკინეტიკა სწორხაზოვანია.
- 3. მონაცემები წინაკლინიკური უსაფრთხოების შესახებ
წინაკლინიკური მონაცემებით, პრეპარატი არ ახდენს ტოქსიკურ გავლენას ადამიანზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
ტურბომიკრონ G
TURBOmicron G
500 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონოიდური ფრაქცია
ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს, ვინაიდან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი და თქვენი დაავადების სიმპტომები იყოს მსგავსი.
გვერდითი ეფექტების განვითარების, ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).
გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს:
რა არის ტურბომიკრონ G და რისთვის გამოიყენება
რისი ცოდნაა საჭირო ტურბომიკრონ G-ის მიღებამდე
ტურბომიკრონ G-ს მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ტურბომიკრონ G-ს შენახვის პირობები
გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია
რა არის ტურბომიკრონ G და რისთვის გამოიყენება
ტურბომიკრონ G არის ფლებოტონური (ვენომატონიზირებელი) საშუალება: ზრდის ვენების ტონუსს და კაპილარების (წვრილი სისხლძარღვების) რეზისტენტობას.
ტურბომიკრონ G გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომებისა და შეშუპების ხანმოკლე (2-3 თვე) კუპირებისათვის.
ასევე - მწვავე ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების სამკურნალოდ.
რისი ცოდნაა საჭირო ტურბომიკრონ G-ის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ტურბომიკრონ G-ს, თუ
გაწუხებთ ალერგია დიოსმინის, სხვა ფლავონოიდების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6).
სიფრთხილის ზომები
ტურბომიკრონ G-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება პედიატრიაში
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება პრეპარატებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტო.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები ტურბომიკრონ G-ს საკვებთან და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ, არ არის რეკომენდებული ექიმის რჩევის გარეშე სხვა პრეპარატის თვითნებური მიღება.
ტურბომიკრონ G-ს მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ არსებობს მონაცემები საკვებთან, სასმელთან ან ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს მონაცემები ადამიანებში პრეპარატის მავნე გავლენის შესახებ. ორსულობის პერიოდში დიოსმინის დანიშვნისას უნდა მოხდეს რისკი-სარგებლის ზედმიწევნით შეფასება.
არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ. არ არის რეკომენდებული ტურბომიკრონ G-ს მიღება ლაქტაციის პერიოდში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
არ არსებობს მონაცემები დიოსმინის ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ.
ტურბომიკრონ G-ს გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის რჩევის შესაბამისად. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ ექიმთან.
ვენური უკმარისობის დროს: რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტი: 1 ტაბლეტი სადილთან და 1 ტაბლეტი ვახშამთან ერთად.
მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს:
6 ტაბლეტი დღეში, 4 დღის განმავლობაში, შემდეგ - 4 ტაბლეტი დღეში, 3 დღის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
არ არსებობს მონაცემები დიოსმინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს მონაცემები დიოსმინის დოზის გადაჭარბების შესახებ.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვება
აუცილებელია პრეპარატის მიღება ყოველ დღე. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ საჭირო დოზა შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ტურბომიკრონ G-საც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტების სიხშირე განხილულია ქვემოთ:
ძალიან ხშირი: 1-ზე მეტი ყოველ 10 პაციენტში
ხშირი: 1 ყოველ 10 პაციენტში
ნაკლებად ხშირი: 1 ყოველ 100 პაციენტში
იშვიათი: 1 ყოველ 1000 პაციენტში
ძალიან იშვიათი: 1 ყოველ 10000 პაციენტში
უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია
ხშირად: ზომიერი გასტრო-ინტესტინური დარღვევები: გულისრევა, ღებინება, დიარეა და დისპეფსიური მოვლენები.
იშვიათად: თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა. კანისმხრივი რეაქციებიდან: გამონაყარი, ქავილი, ირიტაცია.
გვერდითი ეფექტების განვითარების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტურბომიკრონ G-ს შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
ნუ გამოიყენებთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადად მიიჩნევა შესაბამისი თვის ბოლო დღე.
გამოუყენებელ პრეპარატს ნუ გადააგდებთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ იგი. ამგვარად დაიცავთ გარემოს დაბინძურებისაგან.
გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია
ტურბომიკრონ G-ს შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონოიდური ფრაქცია (500 მგ 1 ტაბლეტში), წარმოდგენილი დიოსმინის (450 მგ) და ფლავონოიდები - ჰესპერიდინის (50 მგ) სახით.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი, ტალკი E553b, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და ოპადრი ნარინჯისფერი (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა E464, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი E171, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი).
ტურბომიკრონ G-ს გამოშვების ფორმა
ტურბომიკრონ G - მოგრძო ფორმის ნარინჯისფერი, გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. 30 ან 60 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერზე.
ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მწარმოებელი
KERN PHARMA, S.L.
Polígono Ind. Colón II ,Venus 72
08228 Terrassa (ბარსელონა), ესპანეთი
წარმოებულია GM Pharmaceuticals LTD-თვის
სავაჭრო ლიცენზიის და რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD., საქართველო
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



