ტროქსიმეტაცინი
TROXIMETACIN
ტროქსიმეტაცინი გელი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს ინდომეტაცინს და ტროქსერუტინს. ტროქსიმეტაცინი გელი კანზე წასმისას ამცირებს ანთებისა და შეშუპების რეაქციას, ამცირების ტკივილს და ცხელებას კანის ზედაპირზე და ანთების უფრო ღრმა კერებში, რადგან აღწევს ღრმა სისხლძარღვებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ინდომეთაცინი (indomethacin) + ტროქსერუტინი (troxerutin)
- ფორმა და შეფუთვა
- (30მგ+20მგ)/გ 40გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
- მწარმოებელი
- VETPROM AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
- ATC კოდი
- M01AB51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044179
- რეგისტრირებულია
- 22 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 22 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
ტროქსიმეტაცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტროქსიმეტაცინი გელი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს ინდომეტაცინს და ტროქსერუტინს. ტროქსიმეტაცინი გელი კანზე წასმისას ამცირებს ანთებისა და შეშუპების რეაქციას, ამცირების ტკივილს და ცხელებას კანის ზედაპირზე და ანთების უფრო ღრმა კერებში, რადგან აღწევს ღრმა სისხლძარღვებში. პრეპარატს გააჩნია ვენების, კაპილარების გამოხატული მატონიზირებელი და სისხლდენის გამაჩერებელი მოქმედება.
ტროქსიმეტაცინი გელი ინიშნება შემდეგი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის:
ქრონიკული ვენური უკმარისობა (შეშუპება, ტკივილი და სიმძიმე ფეხებში);
ზედაპირული თრომბოფლებიტი, ფლებიტი; ფლებიტის შემდგომი მდგომარეობები;
ჰემოროიდული დაავადების კომპლექსური მკურნალობა;
რბილი ქსოვილების რევმატიზმი: ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, ფიბროზიტი, პერიართრიტი
ოპერაციის შემდგომი შეშუპება, დაჟეჟილობა, ნაღრძობი, დაჭიმულობა
მიღების წესი და დოზირება
ტროქსიმეტაცინი გელი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი
ტროქსიმეტაცინი გელი დაიტანება კანზე.
დოზირება
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ტროქსიმეტაცინი გელი დაიტანება თხელი ფენით 3-4-ჯერ დღე-ღამეში კანის დაზიანებულ უბანზე მსუბუქი მოძრაობით. ერთი წასმისთვის საკმარისია დაახლოებით 4-5 სმ გელი. გელის საერთო სადღეღამისო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ-ს.
14 წლამდე ასაკის ბავშვები
14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები

მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
თუ გამოიყენეთ ტროქსიმეტაცინი გელის საჭიროზე მეტი დოზა
პრეპარატის კანზე გამოყენების გამო დოზის გადაჭარბების საშიშროება არ არსებობს. დიდი რაოდენობით შემთხვევით მიღებისას ან თვალში, ლორწოვან გარსებზე ან ღია ჭრილობებზე მოხვედრისას მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ტროქსიმეტაცინი გელის გამოყენება
თუ გამოტოვეთ პრეპარატის დოზის გამოყენება და მოახლოვდა შემდეგი დოზის გამოყენების დრო, გააგრძელეთ გამოყენება მკურნალობის სქემის მიხედვით. არ გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი რაოდენობა შემდეგი წასმის დროს.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთერების მიმართ;
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აასს-ის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) მიმართ;
ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე, პირის ღრუში, თვალებზე.
სიფრთხილის ზომები
ადგილობრივი გამოყენების პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს ჰიპერმგრძნობელობას! გელი არ გამოიყენოთ კანის ზედაპირის დაზიანების შემთხვევაში. დაიცავით ლორწოვანი გარსებსა და თვალებზე გამოყენებისგან. არ გამოიყენოთ ოკლუზიურ სახვევებში.
14 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის საკმარისი კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ანამნეზში საკვების ან პრეპარატების მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის, ბრონქული ასთმის, ალერგიული რინიტის ან სხვა ატოპიური რეაქციების მქონე პირებში.
თავიდან უნდა იქნას არიდებული პრეპარატის ხანგრძლივი, განსაკუთრებით კანის დიდ უბნებზე, გამოყენება, აქტიური წყლულოვანი დაავადების, ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადებების შემთხვევაში სისტემური აბსორბციის რისკის გამო.
მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ საჭიროა ლეიკოციტებისა და თრომბოციტების ლაბორატორიული კონტროლი.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნატრიუმის ბენზოატი წარმოადგენს კანის, თვალებისა და ლორწოვანი გარსების ზომიერად გამაღიზიანებელ ნაერთს.
დამხმარე ნივთიერება დიმეთილსულფოქსიდი შეიძლება იწვევდეს კანის გაღიზიანებას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან შესაძლებელია მათი ულცეროგენული მოქმედების გაძლიერება.
ბავშვები და მოზარდები
ტროქსიმეტაცინი გელი არ უნდა გამოიყენოთ 14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ორსულებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს ნაყოფისთვის, და მხოლოდ ექიმის დაკვირვებით.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დაკვირვებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფში შესაძლო არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტროქსიმეტაცინი გელი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ტროქსიმეტაცინი გელი შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც წარმოადგენს კანის, თვალებისა და ლორწოვანი გარსების ზომიერად გამაღიზიანებელ ნაერთს.
ტროქსიმეტაცინი გელი შეიცავს დიმეთილსულფოქსიდს დამხმარე ნივთიერების სახით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (>1/10);
ხშირად (>1/100 - <1/10);
არახშირად (>1/1000 - <1/100);
იშვიათად (>1/10000 - <1/1000);
ძალიან იშვიათად (<1/10000).
სიხშირე უცნობია: (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება)
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ტროქსიმეტაცინი გელსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად აიტანება.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ძალიან იშვიათად: ანაფილაქსია, ასთმური შეტევა, ანგიონევროზული შეშუპება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის ქავილი და გაწითლება, გამონაყარი პრეპარატის წასმის ადგილზე, წვა.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოვლენის შესახებ უშუალოდ:
ბულგარეთის წამლის სააგენტოში,
ბულგარეთი, სოფია 1303,
დამიან გრუევის ქუჩა 8,
ტელეფონი: +359 2 8903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები არის ინდომეტაცინი და ტროქსერუტინი.
1 გ გელი მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს 30 მგ ინდომეტაცინს და 20 მგ ტროქსერუტინს.
სხვა ინგრედიენტები: კარბომერი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ბენზოატი (E211), მაკროგოლი 400, იზოპროპილის სპირტი, დიმეთილსულფოქსიდი, გასუფთავებული წყალი.
ტროქსიმეტაცინი გელის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ყვითელიდან მოყვითალო-ყავისფერი ჰომოგენური გელი, 40 გ ალუმინის ტუბში, მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა შეფუთვის გახსნის შემდეგ: 30 დღე.
გახსნის შემდეგ შეინახეთ მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ტროქსიმეტაცინი
30 მგ/20 მგ/გ გელი
ინდომეტაცინი/ტროქსერუტინი
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
რომელიმე არასასურველი სამკურნალწამლო მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
თუ 10 დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, უნდა მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს ტროქსიმეტაცინი გელი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ტროქსიმეტაცინი გელის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ტროქსიმეტაცინი გელი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- ტროქსიმეტაცინი გელის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ტროქსიმეტაცინი გელი და რისთვის გამოიყენება
ტროქსიმეტაცინი გელი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს ინდომეტაცინს და ტროქსერუტინს. ტროქსიმეტაცინი გელი კანზე წასმისას ამცირებს ანთებისა და შეშუპების რეაქციას, ამცირების ტკივილს და ცხელებას კანის ზედაპირზე და ანთების უფრო ღრმა კერებში, რადგან აღწევს ღრმა სისხლძარღვებში. პრეპარატს გააჩნია ვენების, კაპილარების გამოხატული მატონიზირებელი და სისხლდენის გამაჩერებელი მოქმედება.
ტროქსიმეტაცინი გელი ინიშნება შემდეგი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის:
ქრონიკული ვენური უკმარისობა (შეშუპება, ტკივილი და სიმძიმე ფეხებში);
ზედაპირული თრომბოფლებიტი, ფლებიტი; ფლებიტის შემდგომი მდგომარეობები;
ჰემოროიდული დაავადების კომპლექსური მკურნალობა;
რბილი ქსოვილების რევმატიზმი: ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, ფიბროზიტი, პერიართრიტი
ოპერაციის შემდგომი შეშუპება, დაჟეჟილობა, ნაღრძობი, დაჭიმულობა
- რა უნდა იცოდეთ ტროქსიმეტაცინი გელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტროქსიმეტაცინი გელი
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთერების მიმართ;
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აასს-ის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) მიმართ;
ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე, პირის ღრუში, თვალებზე.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ადგილობრივი გამოყენების პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება იწვევდეს ჰიპერმგრძნობელობას! გელი არ გამოიყენოთ კანის ზედაპირის დაზიანების შემთხვევაში. დაიცავით ლორწოვანი გარსებსა და თვალებზე გამოყენებისგან. არ გამოიყენოთ ოკლუზიურ სახვევებში.
14 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის საკმარისი კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ანამნეზში საკვების ან პრეპარატების მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის, ბრონქული ასთმის, ალერგიული რინიტის ან სხვა ატოპიური რეაქციების მქონე პირებში.
თავიდან უნდა იქნას არიდებული პრეპარატის ხანგრძლივი, განსაკუთრებით კანის დიდ უბნებზე, გამოყენება, აქტიური წყლულოვანი დაავადების, ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადებების შემთხვევაში სისტემური აბსორბციის რისკის გამო.
მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ საჭიროა ლეიკოციტებისა და თრომბოციტების ლაბორატორიული კონტროლი.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნატრიუმის ბენზოატი წარმოადგენს კანის, თვალებისა და ლორწოვანი გარსების ზომიერად გამაღიზიანებელ ნაერთს.
დამხმარე ნივთიერება დიმეთილსულფოქსიდი შეიძლება იწვევდეს კანის გაღიზიანებას.
სხვა პრეპარატები და ტროქსიმეტაცინი გელი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან შესაძლებელია მათი ულცეროგენული მოქმედების გაძლიერება.
ბავშვები და მოზარდები
ტროქსიმეტაცინი გელი არ უნდა გამოიყენოთ 14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ორსულებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს ნაყოფისთვის, და მხოლოდ ექიმის დაკვირვებით.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დაკვირვებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფში შესაძლო არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ტროქსიმეტაცინი გელი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ტროქსიმეტაცინი გელი შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს, რომელიც წარმოადგენს კანის, თვალებისა და ლორწოვანი გარსების ზომიერად გამაღიზიანებელ ნაერთს.
ტროქსიმეტაცინი გელი შეიცავს დიმეთილსულფოქსიდს დამხმარე ნივთიერების სახით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე.
- როგორ გამოიყენება ტროქსიმეტაცინი გელი
ტროქსიმეტაცინი გელი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი
ტროქსიმეტაცინი გელი დაიტანება კანზე.
დოზირება
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ტროქსიმეტაცინი გელი დაიტანება თხელი ფენით 3-4-ჯერ დღე-ღამეში კანის დაზიანებულ უბანზე მსუბუქი მოძრაობით. ერთი წასმისთვის საკმარისია დაახლოებით 4-5 სმ გელი. გელის საერთო სადღეღამისო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ-ს.
14 წლამდე ასაკის ბავშვები
14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
ტროქსიმეტაცინი გელი დაიტანება თხელი ფენით 3-4-ჯერ დღე-ღამეში კანის დაზიანებულ უბანზე მსუბუქი მოძრაობით. ერთი წასმისთვის საკმარისია დაახლოებით 4-5 სმ გელი. გელის საერთო სადღეღამისო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ-ს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
თუ გამოიყენეთ ტროქსიმეტაცინი გელის საჭიროზე მეტი დოზა
პრეპარატის კანზე გამოყენების გამო დოზის გადაჭარბების საშიშროება არ არსებობს. დიდი რაოდენობით შემთხვევით მიღებისას ან თვალში, ლორწოვან გარსებზე ან ღია ჭრილობებზე მოხვედრისას მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ტროქსიმეტაცინი გელის გამოყენება
თუ გამოტოვეთ პრეპარატის დოზის გამოყენება და მოახლოვდა შემდეგი დოზის გამოყენების დრო, გააგრძელეთ გამოყენება მკურნალობის სქემის მიხედვით. არ გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი რაოდენობა შემდეგი წასმის დროს.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის შემდეგი ჯგუფების მიხედვით:
ძალიან ხშირად (>1/10);
ხშირად (>1/100 - <1/10);
არახშირად (>1/1000 - <1/100);
იშვიათად (>1/10000 - <1/1000);
ძალიან იშვიათად (<1/10000).
სიხშირე უცნობია: (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება)
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ტროქსიმეტაცინი გელსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად აიტანება.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ძალიან იშვიათად: ანაფილაქსია, ასთმური შეტევა, ანგიონევროზული შეშუპება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის ქავილი და გაწითლება, გამონაყარი პრეპარატის წასმის ადგილზე, წვა.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოვლენის შესახებ უშუალოდ:
ბულგარეთის წამლის სააგენტოში,
ბულგარეთი, სოფია 1303,
დამიან გრუევის ქუჩა 8,
ტელეფონი: +359 2 8903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- ტროქსიმეტაცინი გელის შენახვის პირობები
ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა შეფუთვის გახსნის შემდეგ: 30 დღე.
გახსნის შემდეგ შეინახეთ მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტროქსიმეტაცინი გელი
მოქმედი ნივთიერებები არის ინდომეტაცინი და ტროქსერუტინი.
1 გ გელი მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს 30 მგ ინდომეტაცინს და 20 მგ ტროქსერუტინს.
სხვა ინგრედიენტები: კარბომერი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ბენზოატი (E211), მაკროგოლი 400, იზოპროპილის სპირტი, დიმეთილსულფოქსიდი, გასუფთავებული წყალი.
ტროქსიმეტაცინი გელის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ყვითელიდან მოყვითალო-ყავისფერი ჰომოგენური გელი, 40 გ ალუმინის ტუბში, მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
ვეტპრომ ად (VETPROM AD)
ბულგარეთი, რადომირი 2400, ოტეც პაისის ქუჩა, 26,
ტელეფონი: 02 451 93 00
ელ-ფოსტა: [email protected]
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს დანჰსონ-ბგ,
ბულგარეთი, რადომირი 2400, ოტეც პაისის ქუჩა, 26,
ტელეფონი: 02 451 93 00,
ელ-ფოსტა: [email protected]
ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 02/2024 წ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.