პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტორნაზა დექსი

tornaza dex®

რეცეპტით(3მგ + 1მგ)/გინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ტორნაზა დექსი არის კომბინირებული მედიკამენტი და შეიცავს დექსამეტაზონს და განკუთვნილია თვალში გამოყენებისათვის. დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(3მგ + 1მგ)/გ 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1 კანულასთან ერთად
მწარმოებელი
Balkanpharma-Razgrad AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
ATC კოდი
S01CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036601
რეგისტრირებულია
11 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 11 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Medexport LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს ,,რიჩ გრუპ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატორნაზა დექსი და სხვა წამალი ერთად

ტორნაზა დექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტორნაზა დექსი არის კომბინირებული მედიკამენტი და შეიცავს დექსამეტაზონს და განკუთვნილია თვალში გამოყენებისათვის.

დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ტობრამიცინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ამინოგლიკოზიდებს, რომლებთაც ახასიათებთ აქტივობა მთელი რიგი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს.

ის გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესის პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის, ასევე კატარაქტას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი ინფექციის პრევენციისათვის უფროსებში და 2 წლის ასაკის და უფროს ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმსი ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზირება

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზირება უფროსებში შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ის კონიუქტივიტის ტომარაში (ქვედა შიდა კუთხეში), სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

არ შეიძლება 24 დღეზე მეტი ხნით გამოყენება.

ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენება შესაძლებელია 2 წლის და უფროსი ასკის ბავშვებში იმავე დოზირებით, როგორც უფროსებში.

ტორნაზა დექსის თვალის მალამო გამოიყენება მხოლოდ თქვენი თვალებისთვის.

center635

სურათი 1 სურათი 2

მითითებები გამოყენების შესახებ

  • აიღეთ ტორნაზა დექსის თვალის მალამოს ტუბი და სარკე.
  • დაიბანეთ თქვენი ხელები და მოხსენით თავსახური.
  • ცერა თითის და საჩვენებელი თითის მეშვეობით დაიკავეთ ტუბი.
  • გადახარეთ თავი უკან და ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო დაბლა. ეს წარმოქმნის ,,ჯიბეს“ თვალის ქუთუთოს და თვალს შორის. მალამოს რაოდენობა უნდა მოხვდეს ზუსტად ამ ადგილას (სურ. 1).
  • მიიტანეთ ტუბის წვერი თვალთან ახლოს. დაიხმარეთ სარკე საჭიროების შემთხვევაში.
  • შეეცადეთ არ მიადოთ ტუბის წვერი თვალს, თვალის ქუთუთოს ან სხვა ზედაპირს. ეს გამოიწვევს სამედიცინო პროდუქტის დაბინძურებას.
  • ფრთხილას დააწექით ტუბს და გამოუშვით ტორნაზა დექსის თვალის მალამოს ზოლი (სურ. 2).
  • ტორნაზა დექსის თვალის მალამოს თვალში მოთავსების შემდეგ დახურეთ ქუთუთო, დაახამხამეთ თვალი რამოდენიმეჯერ, რომ დარწმუნდეთ, რომ მალამო ჩავიდა თვალში და დაფარა თვალის ზედაპირი. დახუჭეთ თვალ(ები) რამოდენიმე წამით. ეს ხელს შეუშლის ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გავცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.

თუ გესაჭიროებათ ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენება ორივე თვალში, უნდა გაიმეოროთ ეს პროცედურა მეორე თვალშიც, მაგრამ დაიბანეთ ხელები პროცედურის დაწყებამდე. ეს ხელს შეუშლის ერთი თვალიდან მეორე თვალში ინფექციის გადატანას.

  • გამოყენების შემდეგ დროულად დაახურეთ ტუბს თავი მჭიდროდ.
  • გამოიყენეთ მხოლოდ ერთიდაიგივე ტუბი.

თუ ააცილეთ მალამო თვალს, უნდა სცადოთ ხელმეორედ.

თუ გამოიყენეთ ტორნაზა დექსის ჭარბი დოზირება

ზედოზირების შემთხვევაში უნდა გამოიბანოთ თვალ(ებ)ი თბილი წყლით.

აღნიშნული პროდუქტის შესახებ დაბადებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) ტობრამიცინის და/ან დექსამეტაზონის მიმართ ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);

თუ გახასიათებთ რქოვანას herpes simplex; ჩუტყვავილას აცრის შემდეგ; ჩუტყვავილას და სხვა რქოვანას და კონიუქტივიტის ვირუსული დაავადებებისას.

თუ თვალის ინფექციები გამოწვეული მიკობაქტერიებით (თვალის ტუბერკულოზი);

თუ თვალის ინფექციები გამოწვეული თვალის სოკოთი ან აღინიშნება არანამკურნალევი თვალის პარაზიტული ინფექციები;

არანამკურნალევი თვალის ჩირქოვანი ინფექციებისას.

სიფრთხილის ზომები

თუ თქვენ გაწუხებთ დაავადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თვალის რქოვანას ან სკლერას გათხელება, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი, ფუქსის დისტროფია ან თუ თქვენ გაგიკეთდათ ბადურას ტრანსპლანტაცია. კორტიკოსტეროიდულებმა შესაძლოა გამოიწვიონ რქოვანას და სკლერას გათხელება და პერფორაცია, და შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ჭრილობის დაგვიანებული შეხორცება. ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs) როგორც ცნობილია ასევე ანელებენ ან აგვიანებენ შეხორცებას. თუ იყენებთ ადგილობრივ NSAIDS და კორტიკოსტეროიდებს ერთდროულად შესაძლოა გაიზარდოს შეხორცების პოტენციალის პრობლემები.

თუ აღინიშნება ალერგიული რეაქციები ტორნაზა დექსის გამოყენებისას, უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით და ვარირებდეს სიმპტომებიდან, როგორიცაა ადგილობრივი ქავილი ან კანის სიწითლე რთულ ალერგიულ რეაქციებამდე (ანაფილაქსიური რეაქციები) ან კანის სერიოზული რეაქციები. ეს ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ადგილობრივი ან იმავე ჯგუფის (ამინოგლიკოზიდური ტიპის) სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენების დროსაც.

თუ აღინიშნება სიმპტომების გაუარესება ან უეცარი რეციდივი, გთხოვთ მიმართოთ ექიმს. შესაძლოა თქვენ უფრო მგრძნობიარე ხართ თვალის ინფექციის მიმართ ამ პროდუქტის გამოყენებისას.

თუ გახასიათებთ დიაბეტი უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული შიდა თვალის წნევის გაზრდის რისკი და/ან კატარაქტის განვითარების რისკი მაღალია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

მიმართეთ ექიმს თუ აღინშნება მხედველობის დაბიდნვა ან სხვა მხედველობის დარღვევები.

თუ იყენებთ სხვა ანტიბიოტიკებს, მათ შორის ორალურსაც, ტორნაზა დექსთან ერთად, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

თუ იღებთ ტორნაზა დექსს ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობა თვალის ინფექციის მიმართ, ასევე აღინიშნოს თვალის შიდა წნევის მომატება ან კატარაქტას განვითარება.

მიმართეთ ექიმს თუ აღინიშნება შეშუპება ან წონაში მატება წელის და სახის არეში, რომელიც ჩვეულებრივ არის კუშინგის სინდრომის პირველი ნიშნები. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის სუპრესია შესაძლოა გამოვლინდეს ტორნაზა დექსის ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ გსურთ მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა. არსებობს რისკის გამოვლენის საშიშროება, განსაკუთრებით ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას პრეპარატებით, როგორიცაა რიტონავირი ან კობიცისტატი.

თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის ნიშნები და სიმპტომები მოიცავენ დაღლილობას, მსუბუქ თავბრუსხვევას წამოდგომისას ან წამოდგომის გაძნელებას, კუნთების სისუსტეს, ცხელებას, წონაში კლებას, შფოთს, ღებინება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილები, ოფლიანობა, ხასიათის ან პიროვნების ცვლილებები და სახსრების და კუნთების ტკივილს.

თუ დაგენიშნათ ტორნაზა დექსი, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის

უნდა შემოწმდეს თვალის შიდა წნევა ხშირად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებენ დექსამეტაზონის შემცველ პროდუქტებს.

არ გამოიყენოთ ტორნაზა დექსი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ პროდუქტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის გამოკვლეული.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას.

განსაკუთრებით უნდა აცნობოთ ექიმს, თ იღებთ ადგილობრივი გამოყენების NSAIDs. თუ იღებთ ადგილობრივ სტეროიდებს ან ადგილობრივ NSAIDs ერთად, შესაძლოა გაიზარდოს რქოვანას შეხორცების პრობლემები.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან მათ შესაძლოა გაზარდოს სისხლში დექსამეტაზონის რაოდენობა.

თუ იღებთ ერთდროულად სხვა თვალში შესაყვან მედიკამენტებს, მაშინ ამ პროდუქტების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამო უნდა წაისვათ ბოლოს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცვეტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ტორნაზა დექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ ტორნაზა დექსის გამოყენების შემდეგ აღინიშნება მხედველობის დაბინდვა არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, სანამ არ აღდგება მხედველობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონტაქტური ლინზების ტარების შესახებ

კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდებული თვალის ინფექციის ან ანთების მკურნალობის დროს.

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიხსნათ ისინი ტორნაზა დექსის გამოყენებამდე და გაიკეთოთ პრეპარატის გამოყენებდან 15 წუთის შემდეგ.

ტორნაზა დექსის თვალის მალამო შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატს

სამედიცინო პროდუქტის ამ ინგრედიენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდნელია დაგვიანებული სახისაც).

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ტორნაზა დექსის თვალის მალამომაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით ეფექტებს, უნდა შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების გამოყენება და მიმართოთ ექიმს:

ქავილიანი გამონაყარი ან ჭინჭრის ციებ-ცხელება

სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება

სუნთქვის გახშირება/ხიხინი

კანის რთული რეაქციები, როგორიცაა აქერცვა, რასაც შესაძლოა ახლდეს ყელის ტკივილი, ცხელება ან თავის ტკივილები.

შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა ტობრამიცინის და დექსამეტაზონის თვალში გამოყენებისას:

არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე)

თვალის დარღვევები: თვალის წნევის გაზრდა, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, თვალის ქავილი, წყლიანი თვალები, თვალის დისკომფორტი.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, ცხვირიდან სურდო, ყელში სივიწროვის შეგრძნება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1,000 პაციენტიდან 1-მდე)

თვალის დარღვევები: თვალის ზედაპირის ანთება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, თვალის სიწითლე, თვალის ალერგია.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: ცუდი გემო.

უცნობია გამოვლენის სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა)

თვალის დარღვევები: თვალის გუგის გაფართოვება, ქუთუთოების სიწითლე, ქუთუთოების შეშუპება, ჭარბი ცრემლდენა.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავბრუსხვევა, ღებინება, მუცლის დისკომფორტი, გამონაყარი, სახის შეშუპება, ქავილი, კანის რთული რეაქციები (მრავალფორმიანი ერითემა), ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა).

ჰორმონალური დარღვევები: სხეულზე თმის ჭარბი ზრდა (ძირითადად ქალებში), კუნთების სისუსტე და გაქრობა, სხეულზე წითელი გამონაყარი, სისხლის წნევის გაზრდა, არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია, სხეულში ცილების ან კალიუმის დონის ცვლილებები, ზრდის შენელება ბავშვებში და მოზარდებში და სხეულის და სახის შეშუპება ან წონის მატება (კუშინგის სინდრომი).

თუ გამოიყენება ტორნაზა დექსი 24 დღეზე მეტი ხნის მანძილზე, შესაძლოა აღინიშნოს ინფექციის ხელახალი გამოვლენა ან განკურნების დაგვიანება.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ მისამართზე:

Bulgarian Drug Agency

8 ‘‘Damyan Gruev‘‘ Str.

1303 სოფია

ტელ.: +395 28903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

ამ პროდუქტის შემადგენლობის თვისებების გამო ოკულარული ზედოზირებისას ან უნებლიედ ფლაკონის ან ტუბის შემადგენლობის შიგნით მიღების შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი ტოქსიური ეფექტები.

ადგილობრივი გამოყენებისას ზედმეტი დოზა უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით თვალებიდან.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის ტობრამიცინი და დექსამეტაზონი. ერთი გრამი მალამო შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს და 1 მგ დექსამეტაზონს.
  • დამხმარე ნივთიერებებია მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი; პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი; პარაფინი, თხევადი, პარაფინი, თეთრი რბილი.

ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ტორნაზა დექსის თვალის მალამო არის თეთრიდან ღია ყვითელი ფერის ჰომოგენური კონსისტენციის მალამო. პროდუქტი მოთავსებული ლაქირებულ ალუმინის ტუბში, აღჭრუდვილია კანულით, დახურულია პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით.

ყოველი შეფუთვა შეიცავს 5 გ ტუბს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისაგან მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

კონტეინერის პირველადი გახსნის შემდეგ სამედიცინო პროდუქტის ვარგისიანობა შეადგენს 28 დღეს.

არ გაყინოთ.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1 ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგი და ინფექციის საწინააღმდეგო კომბინაცია, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო კომბინაცია.

ათქ კოდი: S01C A01.

დექსამეტაზონი:

კორტიკოსტეროიდულების ეფექტურობა თვალის ანთებითი დაავადების მკურნალობისას საკმარისად არის დადასტურებული. კორტიკოსტეროიდულები ავლენენ თავიანთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ვასკულარული ენდოთელიური უჯრედების ადჰეზიური მოლეკულების ინჰიბირების, ციკლოოქსიგენაზა I ან II და ციტოკინების ექსპრესიის შედეგად. ეს იწვევს პრე-ანთებითი მედიატორების ექსპრესიის შემცირებას და სისხლძარღვის ენდოთელიუმზე ცირკულირებული ლეიკოციტების ადჰეზიის შეზღუდვას, რაც ხელს უშლის თვალის ანთებით ქსოვილში მათ მიგრაციას. დექსამეტაზონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო აქტივობა შედარებით დაბალი მინერალ-კორტიკოიდური ეფექტით (სხვა სტეროიდულებთან შედარებით), რის გამოც ის ითვლება ერთერთ ყველაზე ძლიერ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად.

ტობრამიცინი

ტობრამიცინი არის ძლიერი, ფართო სპექტრის ამინოგლუკოზიდური ანტიბიოტიკი სწრაფი ბაქტერიული მოქმედებით. ის ავლენს თავის პირველად ეფექტს ბაქტერიულ უჯრედში რიბოსომებში პოლიპეპტიდური სინთეზის ინჰიბირების გზით. ტობრამიცინი ეფექტურია მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიმართ.

მგრძნობიარე მიკროორგანიზმების საშუალოსგან და საშუალოს რეზისტენტული მიკროორგანიზმებისგან განსხვავების მიზნით რეკომენდებულია შემდეგი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციები (MICs): S (<4 µg/ml), R (>8 µg/ml). რეზისტენტულობის პრევალენტურობა შესაძლოა ვარირებდეს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და დროთა განმავლობაში სპეციფიური მიკროორგანიზმების შტამების მიხედვით. სასურველია კონსულტაციის გავლა რეზისტენტული მონაცემების დეტალების შესახებ კონკრეტული რეგიონის მიხედვით, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. თუ რეგიონული რეზისტენტულობა იმდენად მაღალია, რომ ამ პროდუქტის გამოყენება კითხვის ქვეშ დგება, მაშინ საჭიროა ექსპერტის რჩევები. შემდგომში მოცემული ინფორმაცია შეიცავს მხოლოდ ზოგად მონაცემებს იმ მიკროორგანიზმების შესახებ, რომლის მიმართაც მგრძნობიარეა ტობრამიცინი, მათ შორის ტორნაზა დექსის კომპოზიციაც.

ზღვრული წერტილის მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს ბაქტერიული იზოლატის მგრძნობელობას ან რეზისტენტულობას, ხელსაყრელია პარენტერალური გამოყენების ანტიბიოტიკების კლინიკური ეფექტურობის პროგნოზირებისათვის. თუმცა თუკი საჭიროა კონკრეტული ანტიბიოტიკის გამოყენება ძალიან მაღალი კონცენტრაციებით ადგილობრივად ინფექციის ადგილას არ შეიძლება მისი გამოყენება. იზოლატების უმეტესობა, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სისტემური გამოყენების ანტიბიოტიკებთან, შესაძლებელია გამოყენებულნი იქნენ ეფექტურად ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენეს, რომ ტობრამიცინი აქტიურია შედარებით გავრცელებული ოფთალმოლოგიური პათოგენების უმეტესი შტამების და კანის ნორმალური ფლორის ბაქტერიების შტამების მიმართ, რომლებიც აღწერილია შემდეგში მოცემულ ცხრილში:

კატეგორიები

შეძენილი რეზისტენტულობის სიხშირე ევროპაში

მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ -დადებითი მიკროორგანიზმები

Corynebacterium species

Staphylococcus aureus Methicillin -S a

Staphylococcus epidermidis Methicillin -S a

სხვა კოაგულაზა-ნეგატიური სტაფილოკოკები

0-3%

0-3%

0-28%

0-40%

აერობული გრამ -უარყოფითი მიკროორგანიზმები

Acinetobacter species

Citrobacter species

Escherichia coli

Enterobacter species

Haemophilus influenzae

Klebsiella species

Moraxella species

Proteus species

Pseudomonas aeruginosa

0%

0%

0%

0%

0%

0%

0%

0%

საშუალოდ მგრძნობიარე მიკრობები

(ინ ვიტრო საშუალო მგრძნობელობა)

აერობული გრამ -ნეგატიური მიკროორგანიზმები

Serratia marcescens

თანდაყოლილი რეზისტენტული სახეობები

აერობული გრამ -დადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus species

Staphylococcus aureus Methicillin -R a

Staphylococcus epidermidis Methicillin – R a

Streptococcus pneumoniae

Streptococcus species

50-70%

30-40%

აერობული გრამ -უარყოფით მიკროორგანიზმები

Bukholderia cepacia

Stenotrohomonas maltophilia

ანაერობული მიკროორგანიზმები

ობლიგატორული ანაერობული ბაქტერიები

სხვა

Chlamydia species

Mycoplasma species

Rickettsia species

a მეთიცილინზე მგრძნობიარე (S), მეთიცილინზე რეზისტენტული (R). ბეტა-ლაქტამური (მეთიცილინი, პენიცილინი) რეზისტენტული ფენოტიპი არ არის კავშირში ამინოგლიკოზიდების რეზისტენტულ ფენოტიპთან და ორივენი არ არიან კავშირში ვირულენტურ ფენოტიპთან. ზოგიერთი მეთიცილინის რეზისტენტული (R) S. aureus შტამები (MRSA) მგრძნობიარეა ტობრამიცინის მიმართ (MIC:S<4); და პირიქით, ზოგიერთი მეთიცილინზე მგრძნობიარე (S) S. aureus შტამების (MSSA) ბაქტერია მგრძნობიარეა ტობრამიცინის (MIC: S>8) მიმართ;

ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში მეთიცილინის რეზისტენტულობა (R) ყველა სტაფილოკოკურ სახეობებზე შესაძლოა აღწევდეს 50%.

პედიატრიული პაციენტები

ტობრამიცინი/დექსამეტაზონის თვალის წვეთების და მალამოს ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებულია მთელ რიგ კლინიკურ კვლევებში, თუმცა არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები. ბაქტერიული კონიუნქტივიტის მკურნალობისას ტობრამიცინი/დექსამეტაზონის სუსენზიით კლინიკური კვლევებისას ჩაუტარდა მკურნალობა 1-დან 17 წლის ასაკის 29 პედიატრიულ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ 1 ან 2 წვეთ ტობრამიცინ/დექსამეტაზონს ყოველ 4 ან 6 საათში 5 ან 7 დღის განმავლობაში. ამ კვლევეში არ გამოვლენილა სხვაობები უსაფრთხოების პროფილში უფროსებს და პედიატრიულ პაციენტებს შორის.

სხვა ინფორმაციები

ჯვარედინი რეზისტენტულობა ამინოგლიკოზიდურების (გენტამიცინი და ტობრამიცინი) მიმართ გამოწვეულია სპეციფიური ფერმენტული მოდიფიცირებით – ადენილ ტრანსფერაზას (ANT) და აცეტილ ტრანსფერაზას (ACC) მეშვეობით. თუმცა ჯვარედინი რეზისტენტულობა ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებს შორის ვარირებს ცალკეული მოდიფიცირებული ფერმენტების სპეციფიური განსხვავების შედეგად. ამინოგლიკოზიდურების მიმართ შეძენილი რეზისტენტულობის ყველაზე ხშირი მექანიზმი არის ანტიბიოტიკური ინაქტივაცია პლაზმიდებით და ტრანსპოზინით მოდიფიცირებადი ფერმენტების შედეგად.

  • 2 ფარმაკოკინეზური თვისებები

ტობრამიცინი

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევებისას გამოვლინდა, რომ ტობრამიცინი ადგილობრივი ოკულარული გამოყენებისას შეიწოვება რქოვანათი. ტობრამიცინის პარენტერალური გამოყენებისას თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში პლაზმის ნახევრად გამოყოფის დრო შეადგენდა 2 საათს. ტობრამიცინი გამოიყოფა სხეულიდან უმეტესად გლომელურული ფილტრაციის გზით და მცირე ხარისხით ბიოტრანსფორმაციის გზით. ტობრამიცინი/დექსამეტაზონის 2 დღიანი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ტობრამიცინის პლაზმური კონცენტრაცია უმეტეს პაციენტებში იყო ნაკლები, რაოდენობრივი მაჩვენებლის ზღვარზე დაბლა (<0.5მიკროგრამ/მლ).

დექსამეტაზონი

ადგილობრივი ოკულარული გამოყენების შემდეგ დექსამეტაზონი შეიწოვება თვალიდან, პიკური კონცენტრაცია რქოვანაში და სითხის კამერაში აღინიშნება 1-2 საათის განმავლობაში. პლაზმიდან დექსამეტაზონის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 3 საათს. დექსამეტაზონი გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების გზით. ტობრამიცინი/დექსამეტაზონის თვალში ადგილობრივი გამოყენებისას დექსამეტაზონის სისტემური ზემოქმედება დაბალია. დექსამეტაზონის პიკური კონცენტრაცია პლაზმაში ბოლო ადგილობრივი დოზის შემდეგ აღინიშნებოდა 220 დან 888 pg/მლ დიაპაზონში (555+217 pg/მლ) ტობრამიცინი/დექსამეტაზონის ყოველ თვალში ოთხჯერ დღეში ორი თანმიმდევრული დღის განმავლობაში გამოყენების შემდეგ.

  • 3 პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ

არაკლინიკური მონაცემები არ ადასტურებენ განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანებში ტობრამიცინის ან დექსამეტაზონის ადგილობრივი გამოყენებისას თვალზე განმეორებითი დოზირებებისას ტოქსიურობის, ასევე გენოტოქსიურობის ან კანცეროგენულობაზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე. არაკლინიკური კვლევებისას რეპროდუქციულობის ან განვითარების მხრივ ეფექტები ტობრამიცინის ან დექსამეტაზონის გამოყენებით გამოვლინდა მხოლოდ ადამიანებში მაქსიმალური ოკულარულ დოზაზე მნიშვნელოვნად მაღალი დოზირებისას, რაც არარელევანტურია დაბალი დოზირებებით ხანმოკლე თერაპიის კურსისას კლინიკური გამოყენებისას.

ტობრამიცინმა არ აჩვენა ტერატპგენულობა ვირთხებში და კურდღლებში. 0.1% დექსამეტაზონის თვალში გამოყენებამ გამოიწვიოა ნაყოფის ანომალიები კურდღლებში. დექსამეტაზონმა არ გამოავლინდა არასასურველი ეფექტები მდედრობითი სქესის ფერტილობის მხრივ ქორიონული გონადოტროპინით მქონე ვირთხებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის

ტორნაზა დექსი 3 მგ/გ + 1 მგ/გ თვალის მალამო

ტობრამიცინი/დექსამეტაზონი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვენლოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის, შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს მას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
  • თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

  • რას წარმოადგენს ტორნაზა დექსი თვალის მალამო და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენებამდე
  • ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ტორნაზა დექსის თვალის მალამოს შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს ტორნაზა დექსის თვალის მალამო და რისთვის გამოიყენება

ტორნაზა დექსი არის კომბინირებული მედიკამენტი და შეიცავს დექსამეტაზონს და განკუთვნილია თვალში გამოყენებისათვის.

დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ტობრამიცინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ამინოგლიკოზიდებს, რომლებთაც ახასიათებთ აქტივობა მთელი რიგი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს.

ის გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესის პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის, ასევე კატარაქტას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი ინფექციის პრევენციისათვის უფროსებში და 2 წლის ასაკის და უფროს ბავშვებში.

  • ინფორმაცია ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტორნაზა დექსის თვალის მალამო თუ აღინიშნება შემდეგი:

თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) ტობრამიცინის და/ან დექსამეტაზონის მიმართ ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);

თუ გახასიათებთ რქოვანას herpes simplex; ჩუტყვავილას აცრის შემდეგ; ჩუტყვავილას და სხვა რქოვანას და კონიუქტივიტის ვირუსული დაავადებებისას.

თუ თვალის ინფექციები გამოწვეული მიკობაქტერიებით (თვალის ტუბერკულოზი);

თუ თვალის ინფექციები გამოწვეული თვალის სოკოთი ან აღინიშნება არანამკურნალევი თვალის პარაზიტული ინფექციები;

არანამკურნალევი თვალის ჩირქოვანი ინფექციებისას.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

თუ თქვენ გაწუხებთ დაავადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თვალის რქოვანას ან სკლერას გათხელება, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი, ფუქსის დისტროფია ან თუ თქვენ გაგიკეთდათ ბადურას ტრანსპლანტაცია. კორტიკოსტეროიდულებმა შესაძლოა გამოიწვიონ რქოვანას და სკლერას გათხელება და პერფორაცია, და შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ჭრილობის დაგვიანებული შეხორცება. ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs) როგორც ცნობილია ასევე ანელებენ ან აგვიანებენ შეხორცებას. თუ იყენებთ ადგილობრივ NSAIDS და კორტიკოსტეროიდებს ერთდროულად შესაძლოა გაიზარდოს შეხორცების პოტენციალის პრობლემები.

თუ აღინიშნება ალერგიული რეაქციები ტორნაზა დექსის გამოყენებისას, უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით და ვარირებდეს სიმპტომებიდან, როგორიცაა ადგილობრივი ქავილი ან კანის სიწითლე რთულ ალერგიულ რეაქციებამდე (ანაფილაქსიური რეაქციები) ან კანის სერიოზული რეაქციები. ეს ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ადგილობრივი ან იმავე ჯგუფის (ამინოგლიკოზიდური ტიპის) სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენების დროსაც.

თუ აღინიშნება სიმპტომების გაუარესება ან უეცარი რეციდივი, გთხოვთ მიმართოთ ექიმს. შესაძლოა თქვენ უფრო მგრძნობიარე ხართ თვალის ინფექციის მიმართ ამ პროდუქტის გამოყენებისას.

თუ გახასიათებთ დიაბეტი უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული შიდა თვალის წნევის გაზრდის რისკი და/ან კატარაქტის განვითარების რისკი მაღალია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

მიმართეთ ექიმს თუ აღინშნება მხედველობის დაბიდნვა ან სხვა მხედველობის დარღვევები.

თუ იყენებთ სხვა ანტიბიოტიკებს, მათ შორის ორალურსაც, ტორნაზა დექსთან ერთად, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

თუ იღებთ ტორნაზა დექსს ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობა თვალის ინფექციის მიმართ, ასევე აღინიშნოს თვალის შიდა წნევის მომატება ან კატარაქტას განვითარება.

მიმართეთ ექიმს თუ აღინიშნება შეშუპება ან წონაში მატება წელის და სახის არეში, რომელიც ჩვეულებრივ არის კუშინგის სინდრომის პირველი ნიშნები. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის სუპრესია შესაძლოა გამოვლინდეს ტორნაზა დექსის ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ გსურთ მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა. არსებობს რისკის გამოვლენის საშიშროება, განსაკუთრებით ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას პრეპარატებით, როგორიცაა რიტონავირი ან კობიცისტატი.

თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის ნიშნები და სიმპტომები მოიცავენ დაღლილობას, მსუბუქ თავბრუსხვევას წამოდგომისას ან წამოდგომის გაძნელებას, კუნთების სისუსტეს, ცხელებას, წონაში კლებას, შფოთს, ღებინება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილები, ოფლიანობა, ხასიათის ან პიროვნების ცვლილებები და სახსრების და კუნთების ტკივილს.

თუ დაგენიშნათ ტორნაზა დექსი, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის

უნდა შემოწმდეს თვალის შიდა წნევა ხშირად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებენ დექსამეტაზონის შემცველ პროდუქტებს.

არ გამოიყენოთ ტორნაზა დექსი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ პროდუქტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის გამოკვლეული.

სხვა მედიკამენტები და ტორნაზა დექსის თვალის მალამო

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას.

განსაკუთრებით უნდა აცნობოთ ექიმს, თ იღებთ ადგილობრივი გამოყენების NSAIDs. თუ იღებთ ადგილობრივ სტეროიდებს ან ადგილობრივ NSAIDs ერთად, შესაძლოა გაიზარდოს რქოვანას შეხორცების პრობლემები.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან მათ შესაძლოა გაზარდოს სისხლში დექსამეტაზონის რაოდენობა.

თუ იღებთ ერთდროულად სხვა თვალში შესაყვან მედიკამენტებს, მაშინ ამ პროდუქტების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამო უნდა წაისვათ ბოლოს.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცვეტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ტორნაზა დექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

თუ ტორნაზა დექსის გამოყენების შემდეგ აღინიშნება მხედველობის დაბინდვა არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, სანამ არ აღდგება მხედველობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონტაქტური ლინზების ტარების შესახებ

კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდებული თვალის ინფექციის ან ანთების მკურნალობის დროს.

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიხსნათ ისინი ტორნაზა დექსის გამოყენებამდე და გაიკეთოთ პრეპარატის გამოყენებდან 15 წუთის შემდეგ.

ტორნაზა დექსის თვალის მალამო შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატს

სამედიცინო პროდუქტის ამ ინგრედიენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდნელია დაგვიანებული სახისაც).

  • ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმსი ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზირება

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზირება უფროსებში შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ის კონიუქტივიტის ტომარაში (ქვედა შიდა კუთხეში), სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

არ შეიძლება 24 დღეზე მეტი ხნით გამოყენება.

ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენება შესაძლებელია 2 წლის და უფროსი ასკის ბავშვებში იმავე დოზირებით, როგორც უფროსებში.

ტორნაზა დექსის თვალის მალამო გამოიყენება მხოლოდ თქვენი თვალებისთვის.

center635

სურათი 1 სურათი 2

მითითებები გამოყენების შესახებ

  • აიღეთ ტორნაზა დექსის თვალის მალამოს ტუბი და სარკე.
  • დაიბანეთ თქვენი ხელები და მოხსენით თავსახური.
  • ცერა თითის და საჩვენებელი თითის მეშვეობით დაიკავეთ ტუბი.
  • გადახარეთ თავი უკან და ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო დაბლა. ეს წარმოქმნის ,,ჯიბეს“ თვალის ქუთუთოს და თვალს შორის. მალამოს რაოდენობა უნდა მოხვდეს ზუსტად ამ ადგილას (სურ. 1).
  • მიიტანეთ ტუბის წვერი თვალთან ახლოს. დაიხმარეთ სარკე საჭიროების შემთხვევაში.
  • შეეცადეთ არ მიადოთ ტუბის წვერი თვალს, თვალის ქუთუთოს ან სხვა ზედაპირს. ეს გამოიწვევს სამედიცინო პროდუქტის დაბინძურებას.
  • ფრთხილას დააწექით ტუბს და გამოუშვით ტორნაზა დექსის თვალის მალამოს ზოლი (სურ. 2).
  • ტორნაზა დექსის თვალის მალამოს თვალში მოთავსების შემდეგ დახურეთ ქუთუთო, დაახამხამეთ თვალი რამოდენიმეჯერ, რომ დარწმუნდეთ, რომ მალამო ჩავიდა თვალში და დაფარა თვალის ზედაპირი. დახუჭეთ თვალ(ები) რამოდენიმე წამით. ეს ხელს შეუშლის ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გავცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.

თუ გესაჭიროებათ ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენება ორივე თვალში, უნდა გაიმეოროთ ეს პროცედურა მეორე თვალშიც, მაგრამ დაიბანეთ ხელები პროცედურის დაწყებამდე. ეს ხელს შეუშლის ერთი თვალიდან მეორე თვალში ინფექციის გადატანას.

  • გამოყენების შემდეგ დროულად დაახურეთ ტუბს თავი მჭიდროდ.
  • გამოიყენეთ მხოლოდ ერთიდაიგივე ტუბი.

თუ ააცილეთ მალამო თვალს, უნდა სცადოთ ხელმეორედ.

თუ გამოიყენეთ ტორნაზა დექსის ჭარბი დოზირება

ზედოზირების შემთხვევაში უნდა გამოიბანოთ თვალ(ებ)ი თბილი წყლით.

აღნიშნული პროდუქტის შესახებ დაბადებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ტორნაზა დექსის თვალის მალამომაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით ეფექტებს, უნდა შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების გამოყენება და მიმართოთ ექიმს:

ქავილიანი გამონაყარი ან ჭინჭრის ციებ-ცხელება

სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება

სუნთქვის გახშირება/ხიხინი

კანის რთული რეაქციები, როგორიცაა აქერცვა, რასაც შესაძლოა ახლდეს ყელის ტკივილი, ცხელება ან თავის ტკივილები.

შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა ტობრამიცინის და დექსამეტაზონის თვალში გამოყენებისას:

არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე)

თვალის დარღვევები: თვალის წნევის გაზრდა, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, თვალის ქავილი, წყლიანი თვალები, თვალის დისკომფორტი.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, ცხვირიდან სურდო, ყელში სივიწროვის შეგრძნება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1,000 პაციენტიდან 1-მდე)

თვალის დარღვევები: თვალის ზედაპირის ანთება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, თვალის სიწითლე, თვალის ალერგია.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: ცუდი გემო.

უცნობია გამოვლენის სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა)

თვალის დარღვევები: თვალის გუგის გაფართოვება, ქუთუთოების სიწითლე, ქუთუთოების შეშუპება, ჭარბი ცრემლდენა.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავბრუსხვევა, ღებინება, მუცლის დისკომფორტი, გამონაყარი, სახის შეშუპება, ქავილი, კანის რთული რეაქციები (მრავალფორმიანი ერითემა), ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა).

ჰორმონალური დარღვევები: სხეულზე თმის ჭარბი ზრდა (ძირითადად ქალებში), კუნთების სისუსტე და გაქრობა, სხეულზე წითელი გამონაყარი, სისხლის წნევის გაზრდა, არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია, სხეულში ცილების ან კალიუმის დონის ცვლილებები, ზრდის შენელება ბავშვებში და მოზარდებში და სხეულის და სახის შეშუპება ან წონის მატება (კუშინგის სინდრომი).

თუ გამოიყენება ტორნაზა დექსი 24 დღეზე მეტი ხნის მანძილზე, შესაძლოა აღინიშნოს ინფექციის ხელახალი გამოვლენა ან განკურნების დაგვიანება.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ მისამართზე:

Bulgarian Drug Agency

8 ‘‘Damyan Gruev‘‘ Str.

1303 სოფია

ტელ.: +395 28903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ტორნაზა დექსის შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისაგან მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

კონტეინერის პირველადი გახსნის შემდეგ სამედიცინო პროდუქტის ვარგისიანობა შეადგენს 28 დღეს.

არ გაყინოთ.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს ტორნაზა დექსი თვალის მალამო

  • აქტიური ნივთიერება არის ტობრამიცინი და დექსამეტაზონი. ერთი გრამი მალამო შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს და 1 მგ დექსამეტაზონს.
  • დამხმარე ნივთიერებებია მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი; პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი; პარაფინი, თხევადი, პარაფინი, თეთრი რბილი.

ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ტორნაზა დექსის თვალის მალამო არის თეთრიდან ღია ყვითელი ფერის ჰომოგენური კონსისტენციის მალამო. პროდუქტი მოთავსებული ლაქირებულ ალუმინის ტუბში, აღჭრუდვილია კანულით, დახურულია პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით.

ყოველი შეფუთვა შეიცავს 5 გ ტუბს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

მედექსპორტ ლლც,

№ 264 ომარ ხიზანიშვილის ქ.,

გლდანის რაიონი, 0167, საქართველო

მწარმოებელი

ბალკანფარმა- რაზგრად ად

68 ,,აპრილსკო ვასტანიე‘‘ ბლვდ.

7200 რაზგრად, ბულგარეთი

ამ სამედიცინო პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას:

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

ანტიბიოტიკ-რაზგრად ად

მედექსპორტ ლლც,

№ 264 ომარ ხიზანიშვილის ქ.,

გლდანის რაიონი, 0167, საქართველო

წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი 05/2019

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა