ტონზილგონი® N მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება: ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი) სამკურნალოდ; რესპირატორული ვირუსული ინფექციების გართულებების პროფილაქტიკისათვის და დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით ბაქტერიული ინფექციების ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- of dandelion herb + of hostail herb + of marshmallow root + of matricaria flower + of walnut leavs + of yarrow herb + of oak bark
- ფორმა და შეფუთვა
- 100მლ პერორალური წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Bionorica SE, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA20
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034419
- რეგისტრირებულია
- 16 თებერვალი 2022, მოქმედებს 16 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bionorica SE (გერმანია)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტონზილგონი N — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტონზილგონი® N მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება:
ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი) სამკურნალოდ;
რესპირატორული ვირუსული ინფექციების გართულებების პროფილაქტიკისათვის და დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით ბაქტერიული ინფექციების ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
მიღების წესი და დოზირება
ერთი დოზა მიიღება 5-6-ჯერ დღეში დაავადების მწვავე პერიოდის განმავლობაში და 3-ჯერ დღეში მწვავე სიმპტომების მოხსნის შემდეგ ქვემოთ მოცემული ცხრილის ან ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
ასაკი
ერთი დოზა
მთლიანი დღიური დოზა
1-5 წლის ასაკის ბავშვები
10 წვეთი
30-60 წვეთი
6-11 წლის ასაკის ბავშვები
15 წვეთი
45-90 წვეთი
12 წლის ასაკიდან მოზარდები და მოზრდილები
25 წვეთი
75-150 წვეთი
25 წვეთი შეესაბამება 1,4 მლ მედიკამენტს.
ტონზილგონ® N მიიღება პერორალურად, გადაყლაპვამდე მისი მცირე ხნით პირში გაჩერებით. საჭირო დოზა იზომება საწვეთურიანი ბოთლის გამოყენებით. პრეპარატის დოზირებისას ბოთლი ვერტიკალურად უნდა იქნეს დაჭერილი. საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, ბავშვებისთვის მწარე გემოს შესარბილებლად), პრეპარატის მიღება შესაძლებელია მცირე რაოდენობით წყალთან ერთად (მაგალითად, 1 ჭიქა).
გამოყენებამდე უნდა შეანჯღრეს!
დაავადების მწვავე სიმპტომების ალაგების შემდეგ (მაგ.; ყელის ტკივილი) პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა ან განმეორებითი კურსები შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, ასევე რთულყვავილოვანთა (Asteraceae) ოჯახის ყვავილების მიმართ (როგორიცაა, მაგ.: მამულა, ფარსმანდუკი, ქრიზანთემა ან ზიზილა), გვირილის ყვავილების მიმართ ე.წ. ჯვარედინი რეაქციების გამო ან სამკურნალო პროდუქტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
თუ კლინიკური სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტხანს, პერიოდულად ხელახლა ვლინდება, ჩნდება ახალი სიმპტომები ან პაციენტის მდგომარეობა უარესდება (ქოშინი, ცხლეება, ნახველი ჩირქით ან სისხლიანი), საწიროა ექიმთან მიმართვა.
შენახვის დროს შესაძლებელია მცირე ოპალესცენცია და მცირე ნალექის წარმოქმნა, რაც გავლენას არ ახდენს პრეპარატის ხარისხსა და ეფექტიანობაზე.
ტონზილგონი® N შეიცავს 210 მგ სპირტს (ეთანოლს) მოზრდილებისთვის ერთჯერად დოზაში (25 წვეთი), რაც 152 მგ/მლ-ის (19% v/v) ექვივალენტურია. ამ პრეპარატის 25 წვეთში ეთანოლის რაოდენობა შეესაბამება 6 მლ ლუდს ან 3 მლ ღვინოს. ტონზილგონი® N შეიცავს 84 მგ სპირტს (ეთანოლს) ერთ დოზაში 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის (10 წვეთი), რაც შეესაბამება 3 მლ ლუდს ან 1 მლ ღვინოს. ეთანოლის შემცველობის გამო, პრეპარატი არ უნდა მიიღონ ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პაციენტებმა და ალკოჰოლიზმის წარმატებული მკურნალობის შემდეგ. ალკოჰოლის შემცველობა უნდა გაითვალისწინონ ორსულმა ან მეძუძურმა ქალებმა, ბავშვებმა და მაღალი რისკის ჯგუფების პაციენტებმა, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
ბავშვებში გამოყენება
ტონზილგონი® N არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედებები
შესაძლებელია, ასევე რეკომენდებულია სხვა ანტიბაქტერიულ მედიკამენტებთან კომბინაცია. დღესდღეობით სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედებები არ არის ცნობილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არასაკმარისი მონაცემებია ტონზილგონ® N-ის გამოყენების შესახებ ორსულებში და მეძუძურ ქალებში. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ რისკი-სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.
ეფექტები ავტომობილის ან სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის საჭირო სპეციალური სიფრთხილის ზომები.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტების მსგავსად, ტონზილგონ® N-მაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია კლასებისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1,000 - <1/100); იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ეგზანთემა, ჭინჭრის ციება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
იშვიათი: კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება
ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს განუვითარდა ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ან მისი მდგომარეობა უარესდება, ან აქვს შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბება არ არის აღწერილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებებლია დოზაზე დამოკიდებული გვერდითი რეაქციების სიმძიმის გაძლიერება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.
შეფუთვა და გამოშვების ფორმა
100 მლ შიგნით მისაღები წვეთები მუქი ფერის მინის ბოთლში ვერტიკალური საწვეთურით და არასანქცირებული გახსნისაგან დაცული ხრახნიანი თავსახურით. ბოთლი მარკირებულია თვითწებვადი ეტიკეტით. თითოეული ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია დასაკეც მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: 1 მლ (შეესაბამება 0.98 გ-ს) შიგნით მისაღები წვეთები შეიცავს:
ტუხტის ფესვის (Althaeae radix), გვირილის ყვავილის (Matricariae flos), შვიტას ბალახის (Equiseti herba), კაკლის ფოთლების (Juglandis folium), ფარსმანდუკის ბალახის (Millefolii herba), მუხის ქერქის (Quercus Cortex), ბაბუაწვერას ბალახის (Taraxaci herba) ნარევის 978 მგ თხევადი ექსტრაქტი (4:3:5:4:4:2:4)
ექსტრაქტის გამხსნელი: 59% (V/V) ეთანოლი, გაწმენდილი წყალი
დამხმარე ნივთიერებები: არ არის
სამკურნალო პროდუქტები შეიცავს 19% (V/V) სპირტს.
აღწერილობა
გამჭვირვალე ან ოდნავ მღვრიე, მოყვითალო-ყავისფერი ხსნარი დამახასიათებელი სუნით. მცირე შემღვრევა ან მცირე ნაწილაკები (ფლოკულაცია) შეიძლება წარმოიქმნას შენახვის დროს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება.
ათქ კოდი: R02AA20
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი
შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 6 თვე.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ბიონორიკა სე
კერშენშტაინერშტრასე 11-15
92318 ნოიმარქტი
გერმანია
ტელ.: +49 (1)9181 231-90
ფაქსი: +49 (1)9181 231-265
ელ-ფოსტა: [email protected]
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტონზილგონ® N-ს აქვს იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებები. ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარით ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას აქვს იმუნურ სისტემაზე მოდულატორული აქტივობა ფაგოციტებისა და ბუნებრივი ქილერი უჯრედების (NK-უჯრედების) პროცენტული შემცველობის ზრდის საშუალებით. როგორც in vitro, ისე in vivo კვლევებში ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარმა გამოვლინა ანტიანთებითი და ანტიოქსიდანტური აქტივობა. ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარის ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტი ასევე ნაჩვენები იქნა S. pneumoniae-ის და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV), სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ბაქტერიის შტამი და ვირუსის შტამი, in vitro ანალიზებში
ფარმაკოკინეტიკა
არ არის მოწოდებული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია (პაციენტებისათვის)
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოვლენები“.
თუ 7-14 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ტონზილგონი® N შიგნით მისაღები წვეთები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: 1 მლ (შეესაბამება 0.98 გ-ს) შიგნით მისაღები წვეთები შეიცავს:
ტუხტის ფესვის (Althaeae radix), გვირილის ყვავილის (Matricariae flos), შვიტას ბალახის (Equiseti herba), კაკლის ფოთლების (Juglandis folium), ფარსმანდუკის ბალახის (Millefolii herba), მუხის ქერქის (Quercus Cortex), ბაბუაწვერას ბალახის (Taraxaci herba) ნარევის 978 მგ თხევადი ექსტრაქტი (4:3:5:4:4:2:4)
ექსტრაქტის გამხსნელი: 59% (V/V) ეთანოლი, გაწმენდილი წყალი
დამხმარე ნივთიერებები: არ არის
სამკურნალო პროდუქტები შეიცავს 19% (V/V) სპირტს.
აღწერილობა
გამჭვირვალე ან ოდნავ მღვრიე, მოყვითალო-ყავისფერი ხსნარი დამახასიათებელი სუნით. მცირე შემღვრევა ან მცირე ნაწილაკები (ფლოკულაცია) შეიძლება წარმოიქმნას შენახვის დროს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება.
ათქ კოდი: R02AA20
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია პრეპარატში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.
ტონზილგონ® N-ს აქვს იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებები. ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარით ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას აქვს იმუნურ სისტემაზე მოდულატორული აქტივობა ფაგოციტებისა და ბუნებრივი ქილერი უჯრედების (NK-უჯრედების) პროცენტული შემცველობის ზრდის საშუალებით. როგორც in vitro, ისე in vivo კვლევებში ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარმა გამოვლინა ანტიანთებითი და ანტიოქსიდანტური აქტივობა. ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარის ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტი ასევე ნაჩვენები იქნა S. pneumoniae-ის და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV), სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ბაქტერიის შტამი და ვირუსის შტამი, in vitro ანალიზებში
ფარმაკოკინეტიკა
არ არის მოწოდებული.
თერაპიული ჩვენებები
ტონზილგონი® N მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება:
ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი) სამკურნალოდ;
რესპირატორული ვირუსული ინფექციების გართულებების პროფილაქტიკისათვის და დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით ბაქტერიული ინფექციების ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, ასევე რთულყვავილოვანთა (Asteraceae) ოჯახის ყვავილების მიმართ (როგორიცაა, მაგ.: მამულა, ფარსმანდუკი, ქრიზანთემა ან ზიზილა), გვირილის ყვავილების მიმართ ე.წ. ჯვარედინი რეაქციების გამო ან სამკურნალო პროდუქტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თუ კლინიკური სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტხანს, პერიოდულად ხელახლა ვლინდება, ჩნდება ახალი სიმპტომები ან პაციენტის მდგომარეობა უარესდება (ქოშინი, ცხლეება, ნახველი ჩირქით ან სისხლიანი), საწიროა ექიმთან მიმართვა.
შენახვის დროს შესაძლებელია მცირე ოპალესცენცია და მცირე ნალექის წარმოქმნა, რაც გავლენას არ ახდენს პრეპარატის ხარისხსა და ეფექტიანობაზე.
ტონზილგონი® N შეიცავს 210 მგ სპირტს (ეთანოლს) მოზრდილებისთვის ერთჯერად დოზაში (25 წვეთი), რაც 152 მგ/მლ-ის (19% v/v) ექვივალენტურია. ამ პრეპარატის 25 წვეთში ეთანოლის რაოდენობა შეესაბამება 6 მლ ლუდს ან 3 მლ ღვინოს. ტონზილგონი® N შეიცავს 84 მგ სპირტს (ეთანოლს) ერთ დოზაში 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის (10 წვეთი), რაც შეესაბამება 3 მლ ლუდს ან 1 მლ ღვინოს. ეთანოლის შემცველობის გამო, პრეპარატი არ უნდა მიიღონ ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პაციენტებმა და ალკოჰოლიზმის წარმატებული მკურნალობის შემდეგ. ალკოჰოლის შემცველობა უნდა გაითვალისწინონ ორსულმა ან მეძუძურმა ქალებმა, ბავშვებმა და მაღალი რისკის ჯგუფების პაციენტებმა, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
ბავშვებში გამოყენება
ტონზილგონი® N არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედებები
შესაძლებელია, ასევე რეკომენდებულია სხვა ანტიბაქტერიულ მედიკამენტებთან კომბინაცია. დღესდღეობით სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედებები არ არის ცნობილი.
ორსულობა და ლაქტაცია
არასაკმარისი მონაცემებია ტონზილგონ® N-ის გამოყენების შესახებ ორსულებში და მეძუძურ ქალებში. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ რისკი-სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.
ეფექტები ავტომობილის ან სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის საჭირო სპეციალური სიფრთხილის ზომები.
დოზირება და მიღების მეთოდი
დოზირების რეჟიმი: ერთი დოზა მიიღება 5-6-ჯერ დღეში დაავადების მწვავე პერიოდის განმავლობაში და 3-ჯერ დღეში მწვავე სიმპტომების მოხსნის შემდეგ ქვემოთ მოცემული ცხრილის ან ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
ასაკი
ერთი დოზა
მთლიანი დღიური დოზა
1-5 წლის ასაკის ბავშვები
10 წვეთი
30-60 წვეთი
6-11 წლის ასაკის ბავშვები
15 წვეთი
45-90 წვეთი
12 წლის ასაკიდან მოზარდები და მოზრდილები
25 წვეთი
75-150 წვეთი
25 წვეთი შეესაბამება 1,4 მლ მედიკამენტს.
ტონზილგონ® N მიიღება პერორალურად, გადაყლაპვამდე მისი მცირე ხნით პირში გაჩერებით. საჭირო დოზა იზომება საწვეთურიანი ბოთლის გამოყენებით. პრეპარატის დოზირებისას ბოთლი ვერტიკალურად უნდა იქნეს დაჭერილი. საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, ბავშვებისთვის მწარე გემოს შესარბილებლად), პრეპარატის მიღება შესაძლებელია მცირე რაოდენობით წყალთან ერთად (მაგალითად, 1 ჭიქა).
გამოყენებამდე უნდა შეანჯღრეს!
დაავადების მწვავე სიმპტომების ალაგების შემდეგ (მაგ.; ყელის ტკივილი) პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა ან განმეორებითი კურსები შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტების მსგავსად, ტონზილგონ® N-მაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია კლასებისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1,000 - <1/100); იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ეგზანთემა, ჭინჭრის ციება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
იშვიათი: კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება
ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს განუვითარდა ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ან მისი მდგომარეობა უარესდება, ან აქვს შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბება არ არის აღწერილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებებლია დოზაზე დამოკიდებული გვერდითი რეაქციების სიმძიმის გაძლიერება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.
შეფუთვა და გამოშვების ფორმა
100 მლ შიგნით მისაღები წვეთები მუქი ფერის მინის ბოთლში ვერტიკალური საწვეთურით და არასანქცირებული გახსნისაგან დაცული ხრახნიანი თავსახურით. ბოთლი მარკირებულია თვითწებვადი ეტიკეტით. თითოეული ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია დასაკეც მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი
შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 6 თვე.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ბიონორიკა სე
კერშენშტაინერშტრასე 11-15
92318 ნოიმარქტი
გერმანია
ტელ.: +49 (1)9181 231-90
ფაქსი: +49 (1)9181 231-265
ელ-ფოსტა: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


