ტონზილგონი® N მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება: ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი) სამკურნალოდ; რესპირატორული ვირუსული ინფექციების გართულებების პროფილაქტიკისათვის და დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით ბაქტერიული ინფექციების ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- powder of marshmallow root + powder of matricaria flower + powder of hostail herb + powder of walnut leavs + powder of yarrow herb + powder of oak bark + powder of dandelion herb
- ფორმა და შეფუთვა
- გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (2X25)
- მწარმოებელი
- Bionorica SE, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA20
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034418
- რეგისტრირებულია
- 16 თებერვალი 2022, მოქმედებს 16 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bionorica SE (გერმანია)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტონზილგონი N — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტონზილგონი® N მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება:
ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი) სამკურნალოდ;
რესპირატორული ვირუსული ინფექციების გართულებების პროფილაქტიკისათვის და დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით ბაქტერიული ინფექციების ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
მიღების წესი და დოზირება
ერთი დოზა მიიღება 5-6-ჯერ დღეში დაავადების მწვავე პერიოდის განმავლობაში და 3-ჯერ დღეში მწვავე სიმპტომების მოხსნის შემდეგ ქვემოთ მოცემული ცხრილის ან ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
ასაკი
ერთი დოზა
მთლიანი დღიური დოზა
6-11 წლის ასაკის ბავშვები
1 გარსით დაფარული ტაბლეტი
3-6 გარსით დაფარული ტაბლეტი
12 წლის ასაკიდან მოზარდები და მოზრდილები
2 გარსით დაფარული ტაბლეტი
6-12 გარსით დაფარული ტაბლეტი
ტონზილგონ® N მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობით წყალთან ერთად (მაგალითად, 1 ჭიქა წყალთან ერთად).
დაავადების მწვავე სიმპტომების ალაგების შემდეგ (მაგ.; ყელის ტკივილი) პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა ან განმეორებითი კურსები შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, ასევე რთულყვავილოვანთა ოჯახის ყვავილების მიმართ (როგორიცაა, მაგ.: მამულა, ფარსმანდუკი, ქრიზანთემა ან ზიზილა) გვირილის ყვავილების მიმართ ე.წ. ჯვარედინი რეაქციების გამო ან სამკურნალო პროდუქტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
თუ კლინიკური სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტხანს, პერიოდულად ხელახლა ვლინდება, ჩნდება ახალი სიმპტომები ან პაციენტის მდგომარეობა უარესდება (ქოშინი, ცხლეება, ნახველი ჩირქით ან სისხლიანი), საწიროა ექიმთან მიმართვა.
ტონზილგონ® N-ის გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს გლუკოზას, ლაქტოზასა და საქაროზას. ტონზილგონ® N არ უნდა დაინიშნოს ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზა მალაბსორბციის, სუკრაზა-იზომალტაზას დეფიციტის, გალაქტოზის აუტანლობის ან ლაქტაზას სრული დეფიციტის იშვიათი მემკვიდრული პრობლემების მქონე პაციენტებში.
ბავშვებში გამოყენება
ტონზილგონ® N არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედებები
შესაძლებელია, ასევე რეკომენდებულია სხვა ანტიბაქტერიულ მედიკამენტებთან კომბინაცია. დღესდღეობით სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედებები არ არის ცნობილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არასაკმარისი მონაცემებია ტონზილგონ® N-ის გამოყენების შესახებ ორსულებში და მეძუძურ ქალებში. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ რისკი-სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.
ეფექტები ავტომობილის ან სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის საჭირო სპეციალური სიფრთხილის ზომები.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტების მსგავსად, ტონზილგონ® N-მაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია კლასებისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1,000 - <1/100); იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ეგზანთემა, ჭინჭრის ციება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
იშვიათი: კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება
ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს განუვითარდა ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ან მისი მდგომარეობა უარესდება, ან აქვს შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბება არ არის აღწერილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებებლია დოზაზე დამოკიდებული გვერდითი რეაქციების სიმძიმის გაძლიერება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.
შეფუთვა და გამოშვების ფორმა
25 გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერზე. 2 (50 ტაბლეტით) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია დასაკეც მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: 1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ტუხტის ფესვი, დაფხვნილი (Althaeae radix) 8 მგ
გვირილის ყვავილი, დაფხვნილი (Matricariae flos) 6 მგ
შვიტას ბალახი, დაფხვნილი (Equiseti herba) 10 მგ
კაკლის ფოთლები, დაფხვნილი (Juglandis folium) 12 მგ
ფარსმანდუკის ბალახი, დაფხვნილი (Millefolii herba) 4 მგ
მუხის ქერქი, დაფხვნილი (Quercus Cortex) 4 მგ
ბაბუაწვერას ბალახი, დაფხვნილი (Taraxaci herba) 4 მგ
დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, სტეარის მჟავა, გლუკოზის მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის კარბონატი, გლუკოზის სიროფი, დექსტრინი, მონტანის გლიკოლის ცვილი, პოვიდონი K 25, პოვიდონი K 30, აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, შელაკი, ტალკი.
აღწერილობა
თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები გლუვი ზედაპირით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება.
ათქ კოდი: R02AA20
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30ºC-ზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
4 წელი
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ბიონორიკა სე
კერშენშტაინერშტრასე 11-15
92318 ნოიმარქტი
გერმანია
ტელ.: +49 (1)9181 231-90
ფაქსი: +49 (1)9181 231-265
ელ-ფოსტა: [email protected]
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტონზილგონ® N-ს აქვს იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებები. ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარით ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას აქვს იმუნურ სისტემაზე მოდულატორული აქტივობა ფაგოციტებისა და ბუნებრივი ქილერი უჯრედების (NK-უჯრედების) პროცენტული შემცველობის ზრდის საშუალებით. როგორც in vitro, ისე in vivo კვლევებში ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარმა გამოვლინა ანტიანთებითი და ანტიოქსიდანტური აქტივობა. ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარის ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტი ასევე ნაჩვენები იქნა S. pneumoniae-ის და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV), სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ბაქტერიის შტამი და ვირუსის შტამი, in vitro ანალიზებში
ფარმაკოკინეტიკა
არ არის მოწოდებული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია (პაციენტებისათვის)
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოვლენები“.
თუ 7-14 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ტონზილგონი® N გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: 1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ტუხტის ფესვი, დაფხვნილი (Althaeae radix) 8 მგ
გვირილის ყვავილი, დაფხვნილი (Matricariae flos) 6 მგ
შვიტას ბალახი, დაფხვნილი (Equiseti herba) 10 მგ
კაკლის ფოთლები, დაფხვნილი (Juglandis folium) 12 მგ
ფარსმანდუკის ბალახი, დაფხვნილი (Millefolii herba) 4 მგ
მუხის ქერქი, დაფხვნილი (Quercus Cortex) 4 მგ
ბაბუაწვერას ბალახი, დაფხვნილი (Taraxaci herba) 4 მგ
დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, სტეარის მჟავა, გლუკოზის მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის კარბონატი, გლუკოზის სიროფი, დექსტრინი, მონტანის გლიკოლის ცვილი, პოვიდონი K 25, პოვიდონი K 30, აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, შელაკი, ტალკი.
აღწერილობა
თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები გლუვი ზედაპირით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება.
ათქ კოდი: R02AA20
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია პრეპარატში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.
ტონზილგონ® N-ს აქვს იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებები. ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარით ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას აქვს იმუნურ სისტემაზე მოდულატორული აქტივობა ფაგოციტებისა და ბუნებრივი ქილერი უჯრედების (NK-უჯრედების) პროცენტული შემცველობის ზრდის საშუალებით. როგორც in vitro, ისე in vivo კვლევებში ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარმა გამოვლინა ანტიანთებითი და ანტიოქსიდანტური აქტივობა. ტონზილგონ® N-ის ექსტრაქტის სპირტხსნარის ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტი ასევე ნაჩვენები იქნა S. pneumoniae-ის და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV), სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ბაქტერიის შტამი და ვირუსის შტამი, in vitro ანალიზებში
ფარმაკოკინეტიკა
არ არის მოწოდებული.
თერაპიული ჩვენებები
ტონზილგონი® N მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება:
ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი) სამკურნალოდ;
რესპირატორული ვირუსული ინფექციების გართულებების პროფილაქტიკისათვის და დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით ბაქტერიული ინფექციების ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, ასევე რთულყვავილოვანთა ოჯახის ყვავილების მიმართ (როგორიცაა, მაგ.: მამულა, ფარსმანდუკი, ქრიზანთემა ან ზიზილა) გვირილის ყვავილების მიმართ ე.წ. ჯვარედინი რეაქციების გამო ან სამკურნალო პროდუქტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თუ კლინიკური სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტხანს, პერიოდულად ხელახლა ვლინდება, ჩნდება ახალი სიმპტომები ან პაციენტის მდგომარეობა უარესდება (ქოშინი, ცხლეება, ნახველი ჩირქით ან სისხლიანი), საწიროა ექიმთან მიმართვა.
ტონზილგონ® N-ის გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს გლუკოზას, ლაქტოზასა და საქაროზას. ტონზილგონ® N არ უნდა დაინიშნოს ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზა მალაბსორბციის, სუკრაზა-იზომალტაზას დეფიციტის, გალაქტოზის აუტანლობის ან ლაქტაზას სრული დეფიციტის იშვიათი მემკვიდრული პრობლემების მქონე პაციენტებში.
ბავშვებში გამოყენება
ტონზილგონ® N არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედებები
შესაძლებელია, ასევე რეკომენდებულია სხვა ანტიბაქტერიულ მედიკამენტებთან კომბინაცია. დღესდღეობით სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედებები არ არის ცნობილი.
ორსულობა და ლაქტაცია
არასაკმარისი მონაცემებია ტონზილგონ® N-ის გამოყენების შესახებ ორსულებში და მეძუძურ ქალებში. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ რისკი-სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.
ეფექტები ავტომობილის ან სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის საჭირო სპეციალური სიფრთხილის ზომები.
დოზირება და მიღების მეთოდი
დოზირების რეჟიმი: ერთი დოზა მიიღება 5-6-ჯერ დღეში დაავადების მწვავე პერიოდის განმავლობაში და 3-ჯერ დღეში მწვავე სიმპტომების მოხსნის შემდეგ ქვემოთ მოცემული ცხრილის ან ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
ასაკი
ერთი დოზა
მთლიანი დღიური დოზა
6-11 წლის ასაკის ბავშვები
1 გარსით დაფარული ტაბლეტი
3-6 გარსით დაფარული ტაბლეტი
12 წლის ასაკიდან მოზარდები და მოზრდილები
2 გარსით დაფარული ტაბლეტი
6-12 გარსით დაფარული ტაბლეტი
ტონზილგონ® N მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობით წყალთან ერთად (მაგალითად, 1 ჭიქა წყალთან ერთად).
დაავადების მწვავე სიმპტომების ალაგების შემდეგ (მაგ.; ყელის ტკივილი) პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა ან განმეორებითი კურსები შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტების მსგავსად, ტონზილგონ® N-მაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია კლასებისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1,000 - <1/100); იშვიათი (>1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ეგზანთემა, ჭინჭრის ციება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
იშვიათი: კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება
ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს განუვითარდა ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ან მისი მდგომარეობა უარესდება, ან აქვს შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბება არ არის აღწერილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებებლია დოზაზე დამოკიდებული გვერდითი რეაქციების სიმძიმის გაძლიერება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.
შეფუთვა და გამოშვების ფორმა
25 გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერზე. 2 (50 ტაბლეტით) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია დასაკეც მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30ºC-ზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
4 წელი
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ბიონორიკა სე
კერშენშტაინერშტრასე 11-15
92318 ნოიმარქტი
გერმანია
ტელ.: +49 (1)9181 231-90
ფაქსი: +49 (1)9181 231-265
ელ-ფოსტა: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


