კუნთების ჰიპერტონუსის და კუნთების სპაზმის მკურნალობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს (დორსოპათიის დროს, მაგალითად, სპონდილოზის, სპონდილოართროზის, რეფლექსურ-მიოტონური სინდრომის, მიოფასციალური ტკივილის სინდრომის დროს; მსხვილი სახსრების ართროზის დროს).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლიდოკაინი (lidocaine) + tolperisone hydrochlolide
- ფორმა და შეფუთვა
- (100მგ + 2,5მგ)/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
- მწარმოებელი
- Rompharm Ilac San. ve Tic. Ltd. Sti., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- M03BX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037527
- რეგისტრირებულია
- 10 მარტი 2023, მოქმედებს 10 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტოლკიმადო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კუნთების ჰიპერტონუსის და კუნთების სპაზმის მკურნალობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს (დორსოპათიის დროს, მაგალითად, სპონდილოზის, სპონდილოართროზის, რეფლექსურ-მიოტონური სინდრომის, მიოფასციალური ტკივილის სინდრომის დროს; მსხვილი სახსრების ართროზის დროს).
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
პრეპარატი შეყავთ კუნთებში 1 მლ (100 მგ) დოზით დღეში 2-ჯერ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეზღუდულია. პაციენტთა ამ ჯგუფში აღინიშნებოდა არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღალი სიხშირე. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით საჭიროა დოზების ინდივიდუალური ტიტრირება პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვებით. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეზღუდულია. პაციენტთა ამ ჯგუფში აღინიშნებოდა არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღლი სიხშირე. ამიტომ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით რეკომენდირებულია დოზის ინდივიდუალური ტიტრირება პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვებით. პრეპარატის გამოყენებს არ არის რეკომენდირებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულარული შეყვანისთვის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების (ტოლპერიზონის) ან ქიმიური შემადგენლობით მისი მსგავსი ეპერიზონის მიმართ, ლიდოკაინის მიმართ, აგრეთვე პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
მძიმე მიასთენია (myasthenia gravis);
ლაქტაციის პერიოდი;
ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდობის ასაკი.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ტოლპერიზონის გამოყენების პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ყველაზე ხშირად მოხსენებული არასასურველი რეაქციები იყო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ამ რეაქციების გამოხატულების ხარისხი ვარირებს კანის მსუბუქი რეაქციებიდან მძიმე სისტემურ რეაქციებამდე, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმპტომები შეიძლება იყოს ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და ქოშინი.
ტოლპერიზონის გამოყენებისას მდედრობითი სქესის პაციენტები, სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტები ან ალერგიული რეაქციებით ანამნეზში ექვემდებარებიან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების უფრო მაღალ რისკს.
პაციენტებისთვის რეკომენდირებული უნდა იქნას ყურადღების მიქცევა ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერ სიმპტომზე. ასეთი სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
არ შეიძლება პრეპარატის ხელახლა გამოყენება ტოლპერიზონის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ეპიზოდის შემდეგ.
დამხმარე ნივთიერებები
ტოლკიმადო შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შენელებული ტიპის რეაქციების ჩათვლით) და, გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვისგან თავის შეკავება.
პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატის მიღების შემდეგ აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, ყურადღების დაქვეითება, კრუნჩხვითი შეტევები, მხედველობის მკაფიოობის დარღვევა ან კუნთების სისუსტე, უნდა მიმართონ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევებმა დექსტრომეტორფანთან, CYP2D6-ის მარკერის სუბსტრატთან, აჩვენა, რომ ტოლპერიზონთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია, რომლებიც მეტაბოლიზდება ძირითადად CYP2D6-ით: თიორიდაზინი, ტოლტეროდინი, ვენლაფაქსინი, ატომოქსეტინი, დეზიპრამინი, დექსტრომეტორფანი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი, პერფენაზინი.
In vitro კვლევებში ადამიანის ჰეპატოციტებში და ღვიძლის მიკროსომებში არ არის გამოვლენილი CYP სხვა იზოფერმენტების (CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP1A2, CYP3A4) მნიშვნელოვანი ინჰიბირება ან ინდუქცია.
არ არის მოსალოდნელი ტოლპერიზონის ექსპოზიციის გაზრდა CYP2D6 სუბსტრატებთან და/ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რაც განპირობებულია ტოლპერიზონის მეტაბოლიზმის გზების მრავალფეროვნებით.
მიუხედავად იმისა, რომ ტოლპერიზონი ახდენს ცენტრალურ მოქმედებას, მისი გამოყენებისას სედატიური ეფექტის განვითარების ალბათობა დაბალია. სხვა ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტებთან ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში, აუცილებელია ტოლპერიზონის დოზის შემცირების საკითხის განხილვა.
ტოლპერიზონი აძლიერებს ნიფლუმის მჟავას მოქმედებას, ამიტომ ტოლპერიზონთან ერთდროული გამოყენებისას უნდა შემცირდეს ნიფლუმის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტოლპერიზონის ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა. საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ტოლპერიზონის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, პრეპარატი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში გამოსაყენებლად.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის რეზიუმე
ტოლპერიზონის შემცველი სამკურნალო საშუალებების უსაფრთხოების პროფილი დადასტურებულია 12000-ზე მეტ პაციენტში გამოყენების მონაცემებით. ამ მონაცემების თანახმად, ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ, ზოგადი დარღვევები, დარღვევები ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მხრივ.
გამოყენების პოსტმარკეტინგულ პერიოდში, არასასურველი რეაქციების შემთხვევების დაახლოებით 50-60%-ს, დაკავშირებულს ტოლპერიზონის გამოყენებასთან, შეადგენდენენ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. უმეტეს შემთხვევაში, ეს რეაქციები არ იყო სერიოზული. ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციების შესახებ.
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
არასასურველი მედიკამენტური რეაქციები განაწილებულია სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. თითოეული სიხშირის ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიხშირის კლებადობის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10), არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია). სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ანემია, ლიმფადენოპათია. იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები*, ანაფილაქსიური რეაქცია; ძალიან იშვიათი – ანაფილაქსიური შოკი. ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: არახშირი – ანორექსია; ძალიან იშვიათი – პოლიდიპსია. ფსიქიკის დარღვევები: არახშირი – უძილობა, ძილის დარღვევა; იშვიათი – აქტივობის შემცირება, დეპრესია; ძალიან იშვიათი - ცნობიერების არევა. ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათი – ყურადღების დარღვევა, ტრემორი, კრუნჩხვითი შეტევები, ჰიპესთეზია, პარესთეზია, ლეტარგია (მომატებული ძილიანობა).
მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათი – მხედველობის მკაფიოობის დარღვევა. სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: იშვიათი – ხმაური ყურებში, ვერტიგო. გულის მხრივ: იშვიათი – სტენოკარდია, ტაქიკარდია, პალპიტაცია; ძალიან იშვიათი – ბრადიკარდია.
სისხლძარღვების მხრივ: არახშირი – არტერიული ჰიპოტენზია; იშვიათი – პათოლოგიური სიწითლე.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: იშვიათი – დისპნოე, სისხლდენა ცხვირიდან, ტაქიპნოე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირი – დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, დისპეფსია, გულისრევა; იშვიათი – ტკივილი ეპიგასტრიუმში, ყაბზობა, მეტეორიზმი, ღებინება.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათი – მსუბუქი დარღვევები ღვიძლის მხრივ. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათი – ალერგიული დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირი – კუნთების სისუსტე, მიალგია, კიდურების ტკივილი; იშვიათი – დისკომფორტი კიდურებში; ძალიან იშვიათი – ოსტეოპენია.
თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათი – ენურეზი, პროტეინურია. ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირი - სითბოს შეგრძნება ინექციის ადგილზე, სიწითლე ინექციის ადგილზე; არახშირი - ასთენია, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა; იშვიათი - სიმთვრალის შეგრძნება, სიცხის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, წყურვილი; ძალიან იშვიათი - დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში.
ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: იშვიათი – არტერიული წნევის დაწევა, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი; ძალიან იშვიათი – კრეატინინის დონის მატება სისხლში.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
- გამოყენების პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო შეტყობინებები ანგიონევროზული შეშუპების შესახებ, სახის და ტუჩების შეშუპების ჩათვლით (სიხშირე უცნობია).
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დოზის გადაჭარბებისას სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას, კუჭ-ნაწლავის აშლილობებს (გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიაში), ტაქიკარდიას, ჰიპერტენზიას, ბრადიკინეზიას და ვერტიგოს. მძიმე შემთხვევებში იყო შეტყობინებები კრუნჩხვების, სუნთქვის დათრგუნვის, სუნთქვის გაჩერების და კომის შესახებ.
მკურნალობა
ტოლპერიზონის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდირებულია სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი 100 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დიეთილენგლიკოლის მონოეთილის ეთერი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი М03ВХ
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, 2°С-8°С ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოებიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა პრეპარატი ტოლკიმადო წარმოადგენს ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდის და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის კომბინაციას.
მოქმედების მექანიზმი
ტოლპერიზონი არის ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი. ტოლპერიზონის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის გამოკვლეული.
ლიდოკაინს გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი და ინსტრუქციის მიხედვით პრეპარატ ტოლკიმადოს დოზირებისას არ ახდენს სისტემურ მოქმედებას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ტოლპერიზონს გააჩნია მაღალი აფინურობა ნერვული ქსოვილისადმი, აღწევს რა დიდ კონცენტრაციებს თავის ტვინის ღეროში, ზურგის ტვინში და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში.
ტოლპერიზონის ძირითადი ეფექტი დაკავშირებულია სპინალური რეფლექტორული რკალების დამუხრუჭებასთან. სავარაუდოდ, ეს ეფექტი, დაღმავალი გზებით აგზნების გატარების შემსუბუქების აღმოფხვრასთან ერთად, უზრუნველყოფს ტოლპერიზონის თერაპიულ მოქმედებას.
ტოლპერიზონის ქიმიური სტრუქტურა არის ლიდოკაინის სტრუქტურის მსგავსი. ლიდოკაინის მსგავსად, მას გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი ზემოქმედება და ამცირებს მამოძრავებელი ნეირონების და პირველადი აფერენტული ბოჭკოების ელექტრონულ აგზნებადობას. ტოლპერიზონი დოზადამოკიდებულად ამუხრუჭებს პოტენციალ-დამოკიდებული ნატრიუმის არხების აქტივობას. შესაბამისად, ქვეითდება მოქმედების პოტენციალის სიხშირე და ამპლიტუდა.
აღინიშნებოდა დამთრგუნველი ეფექტი პოტენციალ-დამოკიდებულ კალციუმის არხებზე.
სავარაუდოა, რომ მისი მემბრანომასტაბილიზირებელი მოქმედების დამატებად, ტოლპერიზონმა ასევე შესაძლებელია შეაფერხოს მედიატორის გამოყოფა. ტოლპერიზონს ასევე გააჩნია α-ადრენერგული ანტაგონისტების ზოგიერთი სუსტი თვისებები და ანტიმუსკარინული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა ტოლპერიზონი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში და თირკმელებში. იგი გამოიყოფა თირკმელებით (>99%) მეტაბოლიტების სახით, რომელთა ფარმაკოლოგიური აქტივობა უცნობია. ინტრავენური შეყვანისას, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,5 საათს.
ლიდოკაინი: აბსორბცია – სრული (აბსორბციის სიჩქარე დამოკიდებულია შეყვანის ადგილსა და დოზაზე). კუნთში შეყვანისას TCmax შეადგენს 30-45 წუთს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 50-80%. სწრაფად ნაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში. აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერში, გამოიყოფა დედის რძით (დედის პლაზმაში არსებული კონცენტრაციის 40%). მეტაბოლიზდება ღვიძლში (90-95%-ით) მიკროსომალური ფერმენტების მონაწილეობით ამინოჯგუფის დეზალკილირების და ამიდური შეკავშირების გაწყვეტის გზით, აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. გამოიყოფა ნაღველით (დოზის ნაწილი რეაბსორბციას ექვემდებარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში) და თირკმელებით (10%-მდე შეუცვლელი სახით).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება
ტოლკიმადო, Tolkimado
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება ტოლპერიზონი+ლიდოკაინი Tolperisone + Lidocaine
სამკურნალო ფორმა
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი 100 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დიეთილენგლიკოლის მონოეთილის ეთერი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი М03ВХ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა პრეპარატი ტოლკიმადო წარმოადგენს ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდის და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის კომბინაციას.
მოქმედების მექანიზმი
ტოლპერიზონი არის ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი. ტოლპერიზონის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის გამოკვლეული.
ლიდოკაინს გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი და ინსტრუქციის მიხედვით პრეპარატ ტოლკიმადოს დოზირებისას არ ახდენს სისტემურ მოქმედებას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ტოლპერიზონს გააჩნია მაღალი აფინურობა ნერვული ქსოვილისადმი, აღწევს რა დიდ კონცენტრაციებს თავის ტვინის ღეროში, ზურგის ტვინში და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში.
ტოლპერიზონის ძირითადი ეფექტი დაკავშირებულია სპინალური რეფლექტორული რკალების დამუხრუჭებასთან. სავარაუდოდ, ეს ეფექტი, დაღმავალი გზებით აგზნების გატარების შემსუბუქების აღმოფხვრასთან ერთად, უზრუნველყოფს ტოლპერიზონის თერაპიულ მოქმედებას.
ტოლპერიზონის ქიმიური სტრუქტურა არის ლიდოკაინის სტრუქტურის მსგავსი. ლიდოკაინის მსგავსად, მას გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი ზემოქმედება და ამცირებს მამოძრავებელი ნეირონების და პირველადი აფერენტული ბოჭკოების ელექტრონულ აგზნებადობას. ტოლპერიზონი დოზადამოკიდებულად ამუხრუჭებს პოტენციალ-დამოკიდებული ნატრიუმის არხების აქტივობას. შესაბამისად, ქვეითდება მოქმედების პოტენციალის სიხშირე და ამპლიტუდა.
აღინიშნებოდა დამთრგუნველი ეფექტი პოტენციალ-დამოკიდებულ კალციუმის არხებზე.
სავარაუდოა, რომ მისი მემბრანომასტაბილიზირებელი მოქმედების დამატებად, ტოლპერიზონმა ასევე შესაძლებელია შეაფერხოს მედიატორის გამოყოფა. ტოლპერიზონს ასევე გააჩნია α-ადრენერგული ანტაგონისტების ზოგიერთი სუსტი თვისებები და ანტიმუსკარინული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა ტოლპერიზონი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში და თირკმელებში. იგი გამოიყოფა თირკმელებით (>99%) მეტაბოლიტების სახით, რომელთა ფარმაკოლოგიური აქტივობა უცნობია. ინტრავენური შეყვანისას, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,5 საათს.
ლიდოკაინი: აბსორბცია – სრული (აბსორბციის სიჩქარე დამოკიდებულია შეყვანის ადგილსა და დოზაზე). კუნთში შეყვანისას TCmax შეადგენს 30-45 წუთს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 50-80%. სწრაფად ნაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში. აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერში, გამოიყოფა დედის რძით (დედის პლაზმაში არსებული კონცენტრაციის 40%). მეტაბოლიზდება ღვიძლში (90-95%-ით) მიკროსომალური ფერმენტების მონაწილეობით ამინოჯგუფის დეზალკილირების და ამიდური შეკავშირების გაწყვეტის გზით, აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. გამოიყოფა ნაღველით (დოზის ნაწილი რეაბსორბციას ექვემდებარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში) და თირკმელებით (10%-მდე შეუცვლელი სახით).
გამოყენების ჩვენებები
კუნთების ჰიპერტონუსის და კუნთების სპაზმის მკურნალობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს (დორსოპათიის დროს, მაგალითად, სპონდილოზის, სპონდილოართროზის, რეფლექსურ-მიოტონური სინდრომის, მიოფასციალური ტკივილის სინდრომის დროს; მსხვილი სახსრების ართროზის დროს).
გამოყენების წესი და დოზირება
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები
პრეპარატი შეყავთ კუნთებში 1 მლ (100 მგ) დოზით დღეში 2-ჯერ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეზღუდულია. პაციენტთა ამ ჯგუფში აღინიშნებოდა არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღალი სიხშირე. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით საჭიროა დოზების ინდივიდუალური ტიტრირება პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვებით. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეზღუდულია. პაციენტთა ამ ჯგუფში აღინიშნებოდა არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღლი სიხშირე. ამიტომ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით რეკომენდირებულია დოზის ინდივიდუალური ტიტრირება პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვებით. პრეპარატის გამოყენებს არ არის რეკომენდირებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრამუსკულარული შეყვანისთვის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების (ტოლპერიზონის) ან ქიმიური შემადგენლობით მისი მსგავსი ეპერიზონის მიმართ, ლიდოკაინის მიმართ, აგრეთვე პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
მძიმე მიასთენია (myasthenia gravis);
ლაქტაციის პერიოდი;
ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდობის ასაკი.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის რეზიუმე
ტოლპერიზონის შემცველი სამკურნალო საშუალებების უსაფრთხოების პროფილი დადასტურებულია 12000-ზე მეტ პაციენტში გამოყენების მონაცემებით. ამ მონაცემების თანახმად, ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ, ზოგადი დარღვევები, დარღვევები ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მხრივ.
გამოყენების პოსტმარკეტინგულ პერიოდში, არასასურველი რეაქციების შემთხვევების დაახლოებით 50-60%-ს, დაკავშირებულს ტოლპერიზონის გამოყენებასთან, შეადგენდენენ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. უმეტეს შემთხვევაში, ეს რეაქციები არ იყო სერიოზული. ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციების შესახებ.
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
არასასურველი მედიკამენტური რეაქციები განაწილებულია სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. თითოეული სიხშირის ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიხშირის კლებადობის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10), არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია). სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ანემია, ლიმფადენოპათია. იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები*, ანაფილაქსიური რეაქცია; ძალიან იშვიათი – ანაფილაქსიური შოკი. ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: არახშირი – ანორექსია; ძალიან იშვიათი – პოლიდიპსია. ფსიქიკის დარღვევები: არახშირი – უძილობა, ძილის დარღვევა; იშვიათი – აქტივობის შემცირება, დეპრესია; ძალიან იშვიათი - ცნობიერების არევა. ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათი – ყურადღების დარღვევა, ტრემორი, კრუნჩხვითი შეტევები, ჰიპესთეზია, პარესთეზია, ლეტარგია (მომატებული ძილიანობა).
მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათი – მხედველობის მკაფიოობის დარღვევა. სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: იშვიათი – ხმაური ყურებში, ვერტიგო. გულის მხრივ: იშვიათი – სტენოკარდია, ტაქიკარდია, პალპიტაცია; ძალიან იშვიათი – ბრადიკარდია.
სისხლძარღვების მხრივ: არახშირი – არტერიული ჰიპოტენზია; იშვიათი – პათოლოგიური სიწითლე.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: იშვიათი – დისპნოე, სისხლდენა ცხვირიდან, ტაქიპნოე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირი – დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, დისპეფსია, გულისრევა; იშვიათი – ტკივილი ეპიგასტრიუმში, ყაბზობა, მეტეორიზმი, ღებინება.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათი – მსუბუქი დარღვევები ღვიძლის მხრივ. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათი – ალერგიული დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირი – კუნთების სისუსტე, მიალგია, კიდურების ტკივილი; იშვიათი – დისკომფორტი კიდურებში; ძალიან იშვიათი – ოსტეოპენია.
თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათი – ენურეზი, პროტეინურია. ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირი - სითბოს შეგრძნება ინექციის ადგილზე, სიწითლე ინექციის ადგილზე; არახშირი - ასთენია, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა; იშვიათი - სიმთვრალის შეგრძნება, სიცხის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, წყურვილი; ძალიან იშვიათი - დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში.
ზემოქმედება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: იშვიათი – არტერიული წნევის დაწევა, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი; ძალიან იშვიათი – კრეატინინის დონის მატება სისხლში.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
- გამოყენების პოსტმარკეტინგულ პერიოდში იყო შეტყობინებები ანგიონევროზული შეშუპების შესახებ, სახის და ტუჩების შეშუპების ჩათვლით (სიხშირე უცნობია).
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ტოლპერიზონის გამოყენების პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ყველაზე ხშირად მოხსენებული არასასურველი რეაქციები იყო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ამ რეაქციების გამოხატულების ხარისხი ვარირებს კანის მსუბუქი რეაქციებიდან მძიმე სისტემურ რეაქციებამდე, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმპტომები შეიძლება იყოს ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და ქოშინი.
ტოლპერიზონის გამოყენებისას მდედრობითი სქესის პაციენტები, სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტები ან ალერგიული რეაქციებით ანამნეზში ექვემდებარებიან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების უფრო მაღალ რისკს.
პაციენტებისთვის რეკომენდირებული უნდა იქნას ყურადღების მიქცევა ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერ სიმპტომზე. ასეთი სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
არ შეიძლება პრეპარატის ხელახლა გამოყენება ტოლპერიზონის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ეპიზოდის შემდეგ.
დამხმარე ნივთიერებები
ტოლკიმადო შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შენელებული ტიპის რეაქციების ჩათვლით) და, გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვისგან თავის შეკავება.
პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატის მიღების შემდეგ აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ძილიანობა, ყურადღების დაქვეითება, კრუნჩხვითი შეტევები, მხედველობის მკაფიოობის დარღვევა ან კუნთების სისუსტე, უნდა მიმართონ ექიმს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტოლპერიზონის ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა. საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ტოლპერიზონის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, პრეპარატი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში გამოსაყენებლად.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევებმა დექსტრომეტორფანთან, CYP2D6-ის მარკერის სუბსტრატთან, აჩვენა, რომ ტოლპერიზონთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია, რომლებიც მეტაბოლიზდება ძირითადად CYP2D6-ით: თიორიდაზინი, ტოლტეროდინი, ვენლაფაქსინი, ატომოქსეტინი, დეზიპრამინი, დექსტრომეტორფანი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი, პერფენაზინი.
In vitro კვლევებში ადამიანის ჰეპატოციტებში და ღვიძლის მიკროსომებში არ არის გამოვლენილი CYP სხვა იზოფერმენტების (CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP1A2, CYP3A4) მნიშვნელოვანი ინჰიბირება ან ინდუქცია.
არ არის მოსალოდნელი ტოლპერიზონის ექსპოზიციის გაზრდა CYP2D6 სუბსტრატებთან და/ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რაც განპირობებულია ტოლპერიზონის მეტაბოლიზმის გზების მრავალფეროვნებით.
მიუხედავად იმისა, რომ ტოლპერიზონი ახდენს ცენტრალურ მოქმედებას, მისი გამოყენებისას სედატიური ეფექტის განვითარების ალბათობა დაბალია. სხვა ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტებთან ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში, აუცილებელია ტოლპერიზონის დოზის შემცირების საკითხის განხილვა.
ტოლპერიზონი აძლიერებს ნიფლუმის მჟავას მოქმედებას, ამიტომ ტოლპერიზონთან ერთდროული გამოყენებისას უნდა შემცირდეს ნიფლუმის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზა.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
დოზის გადაჭარბებისას სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას, კუჭ-ნაწლავის აშლილობებს (გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიაში), ტაქიკარდიას, ჰიპერტენზიას, ბრადიკინეზიას და ვერტიგოს. მძიმე შემთხვევებში იყო შეტყობინებები კრუნჩხვების, სუნთქვის დათრგუნვის, სუნთქვის გაჩერების და კომის შესახებ.
მკურნალობა
ტოლპერიზონის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდირებულია სიმპტომური მკურნალობა.
გამოშვების ფორმა
1 მლ საინექციო ხსნარი ყვითელი შუშის ამპულებში.
5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, 2°С-8°С ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოებიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი სავაჭრო ნიშნის და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელი კომპანიაა
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი
("WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY). წარმოებულია
„როფარმ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ლტდ. შტი“-ს მიერ, თურქეთი (გაზი ოსმან პაშა მახალესი ჩერკეზკეი ორგანიზე სანაი ბელგესი 5. ჯადე #17, ჩერკეზკეი/ტეკირდაგი)
“Rompharm İlaç San. ve Tic. Ltd. Şti.”, Turkey
(Gazi Osman Paşa Mahallesi Ҫerkezköy Organize Sanayi Bölgesi 5. Cadde No:17, Çerkezköy/ Tekirdağ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


