ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა ტეტანუსისადმი მიდრეკილი დაზიანებების შემდეგ დაუყოვნებლივი პროფილაქტიკა პაციენტებში რომლებიც არასაკმარისად არიან ვაქცინირებული რომელთა იმუნიზაციის სტატუსი დანამდვილებით არ არის ცნობილი რომლებსაც აქვთ ანტისხეულების წარმოების მძიმე დეფიციტით კლინიკურად გამოხატული ტეტანუსის თერაპია …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Human tetanus immunoglobulin)
- ფორმა და შეფუთვა
- 250ს.ე./მლ 1მლ ადამიანის ტეტანუსის იმუნოგლობულინი ი.მ. საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1
- მწარმოებელი
- CSL Behring GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნური შრატები და იმუნოგლობულინები, სპეციფიკური იმუნოგლობულინები
- ATC კოდი
- J06BB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040188
- რეგისტრირებულია
- 8 თებერვალი 2024, მოქმედებს 8 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- CSL Behring GmbH (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტეტაგამი P — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა
ტეტანუსისადმი მიდრეკილი დაზიანებების შემდეგ დაუყოვნებლივი პროფილაქტიკა პაციენტებში
რომლებიც არასაკმარისად არიან ვაქცინირებული
რომელთა იმუნიზაციის სტატუსი დანამდვილებით არ არის ცნობილი
რომლებსაც აქვთ ანტისხეულების წარმოების მძიმე დეფიციტით
კლინიკურად გამოხატული ტეტანუსის თერაპია
ტეტანუსის იმუნოგლობულინი ყოველთვის გამოიყენება აქტიური ტეტანუსის ვაქცინაციასთან ერთად, თუ არ არსებობს უკუჩვენებები ან სათანადო ვაქცინაციის დადასტურება.
აუცილებელია ადამიანის ტეტანუსის იმუნოგლობულინის კუნთშიდა გამოყენების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებების და სხვა ოფიციალური მითითებების დაცვა.
მიღების წესი და დოზირება
ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება ერთიდაიგივე დოზა.
დოზირება
ტეტანუსისადმი მიდრეკილი ჭრილობების პროფილაქტიკა
250 სე, თუ რისკი უკიდურესად მაღალია.
დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 სე-მდე შემდეგ შემთხვევებში:
- ინფიცირებული ჭრილობები, სადაც სათანადო ქირურგიული მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია 24 საათის განმავლობაში
- ღრმა ან დაბინძურებული ჭრილობები ქსოვილის დაზიანებით და შემცირებული ჟანგბადის მიწოდება, ავსევე უცხო სხეულით დაზიანება (მაგ., ნაკბენი)
- დამწვრობა, მოყინვა
- ქსოვილის ნეკროზი
- სეპტიცემიური აბორტი
- მოზრდილები, რომელთა წონა საშუალოზე მეტია.
ფართო დამწვრობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია 250 სე ტეტაგამი P-ს მეორე ინექციის გაკეთება დამწვრობის ექსუდაციური ფაზის გასვლის შემდეგ (დამწვრობიდან დაახლოებით 36 საათის შემდეგ).
კლინიკურად გამოხატული ტეტანუსის თერაპია
ერთჯერადი დოზა არის 3000-დან 6000 სე-მდე (სხვა შესაბამის კლინიკურ პროცედურებთან ერთად). რაც შეეხება სიხშირეს, ინექციის ინტერვალს და თერაპიის ხანგრძლივობას, განმეორებითი დოზები დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე.
მიღების მეთოდი
ტეტაგამი P შეჰყავთ კუნთში.
არ გამოიყენოთ ხსნარები, რომლებიც მღვრიეა ან შეიცავს ნარჩენებს (დეპოზიტებს/ნაწილაკებს).
ტეტაგამი P არის გამოსაყენებლად მზა ხსნარი და შეყვანისას ის უნდა იყოს სხეულის ტემპერატურის.
თუ საჭიროა შედარებით დიდი მთლიანი მოცულობა, მიზანშეწონილია შეყვანა დაყოფილი დოზებით სხვადასხვა ადგილას. ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც გამოიყენება 2 მლ-ზე მეტი დოზებით 20 კგ-მდე წონის ბავშვებში და 5 მლ-ზე მეტი დოზებით 20 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე პირებში.
ერთდროული ვაქცინაციის შემთხვევაში, იმუნოგლობულინი და ვაქცინა შეჰყავთ სხეულის კონტრალატერალურ ადგილებში.
კოაგულაციის მძიმე დარღვევის არსებობისას, როდესაც ინტრამუსკულარული ინექციები უკუნაჩვენებია, შესაძლებელია ტეტაგამი P-ის შეყვანა კანქვეშ პროფილაქტიკისთვის. შემდეგ აუცილებელია ინექციის ადგილის კომპრესია ტამპონით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს კლინიკური ეფექტურობის მონაცემები კანქვეშა შეყვანის მხარდასაჭერად.
მწვავე თერაპიისთვის, თუ კუნთში შეყვანა კლინიკურად არ არის მიზანშეწონილი, შეიძლება ალტერნატიული ინტრავენური პროდუქტის გამოყენება.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა.
ადამიანის იმუნოგლობულინების მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა.
სიფრთხილის ზომები
არ შეიყვანოთ ინტრავასკულარულად! დარწმუნდით, რომ ტეტაგამ P-ის შეყვანა არ ხდება სისხლძარღვში შოკის რისკის გამო.
ჭეშმარიტი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იშვიათია. ტეტაგამ P შეიცავს IgA-ს მცირე რაოდენობას. IgA-ს დეფიციტის მქონე პირებს აქვთ IgA ანტისხეულების განვითარების პოტენციალი და შეიძლება განუვითარდეთ ანაფილაქსიური რეაქციები IgA-ს შემცველი სისხლის კომპონენტების შეყვანის შემდეგ. ამიტომ, ექიმმა უნდა შეაფასოს ტეტაგამ P-ით მკურნალობის სარგებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების პოტენციურ რისკებთან მიმართებით.
იშვიათად, ადამიანის ტეტანუსის იმუნოგლობულინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა ანაფილაქსიური რეაქციებით, იმ პაციენტებშიც კი, რომლებმაც ადრე აიტანეს ნორმალური ადამიანის იმუნოგლობულინით მკურნალობა.
თერაპიული ზომები დამოკიდებულია მოვლენის ხასიათსა და სიმძიმეზე.
აუცილებელია შოკის მკურნალობის მიმდინარე სამედიცინო სტანდარტების დაცვა.
ტეტაგამ P-ს მიღებიდან სულ მცირე 20 წუთის განმავლობაში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.
განსაკუთრებით შემთხვევითი ინტრავენური ინექციის შემთხვევაში, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ მიღებიდან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (სულ მცირე 1 საათი).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტეტაგამ P-ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ დოზაზე, ანუ არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
ვირუსული უსაფრთხოება
ადამიანის სისხლიდან ან პლაზმიდან მომზადებული სამკურნალო საშუალებების გამოყენებით გამოწვეული ინფექციების პრევენციის სტანდარტული ზომები მოიცავს დონორების შერჩევას, ინდივიდუალური დონაციების და პლაზმური პულების სკრინინგს ინფექციის სპეციფიკურ მარკერებზე და ვირუსების ინაქტივაციის/მოცილებისთვის ეფექტურ წარმოების ეტაპებს. ამის მიუხედავად, ადამიანის სისხლიდან ან პლაზმიდან მომზადებული სამკურნალო საშუალებების შეყვანისას, ინფექციური აგენტების გადაცემის შესაძლებლობა სრულად არ შეიძლება გამოირიცხოს. ეს ასევე ეხება უცნობ ან ახალ ვირუსებს და სხვა პათოგენებს.
მიღებული ზომები ეფექტურად ითვლება გარსიანი ვირუსების, როგორიცაა აივ, HBV და HCV, და არაგარსიანი ვირუსების, HAV და პარვოვირუსი B19-ის მიმართ.
არსებობს დამაიმედებელი კლინიკური გამოცდილება იმუნოგლობულინებით A ჰეპატიტის ან პარვოვირუსი B19-ის გადაცემის არარსებობის შესახებ და ასევე ვარაუდობენ, რომ ანტისხეულების შემცველობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ვირუსულ უსაფრთხოებაში.
მკაცრად რეკომენდებულია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ტეტაგამ P პაციენტს ეძლევა, ჩაიწეროს პროდუქტის დასახელება და პარტიის ნომერი პაციენტსა და პროდუქტის პარტიას შორის კავშირის შესანარჩუნებლად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ცოცხალი დასუსტებული ვირუსის ვაქცინებით ვაქცინაცია
იმუნოგლობულინის მიღებამ შეიძლება შეამციროს ცოცხალი დასუსტებული ვირუსის ვაქცინების, როგორიცაა წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილას ვაქცინები, ეფექტურობა სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში.
ტეტაგამ P-ს მიღების შემდეგ, ცოცხალი დასუსტებული ვირუსის ვაქცინებით ვაქცინაციამდე უნდა გავიდეს მინიმუმ სამთვიანი ინტერვალი. წითელას შემთხვევაში, ეფექტურობის შემცირება შეიძლება გაგრძელდეს ხუთ თვემდე. ამიტომ, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, უნდა შემოწმდეს ანტისხეულების სტატუსი.
ზემოქმედება სეროლოგიურ ტესტირებაზე
გასათვალისწინებელია, რომ სეროლოგიური ტესტის შედეგების ინტერპრეტირებისას, იუნგოგლობულინის ინექციის შემდეგ პასიურად გადატანილი ანტისხეულების გარდამავალმა მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ტესტის ცრუ დადებითი შედეგები.
ანტისხეულების პასიურმა გადაცემამ ერითროციტების ანტიგენებზე, მაგ., A, B და D, შეიძლება შეაფერხოს ერითროციტების ალოანტისხეულების ზოგიერთი სეროლოგიური ტესტი (მაგ., კუმბსის ტესტი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ადამიანებში ორსულობის დროს ტეტაგამ P-ს გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. იმუნოგლობულინებით ხანგრძლივი კლინიკური გამოცდილება მიუთითებს, რომ მოსალოდნელი არ არის მავნე ზემოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფზე ან ახალშობილზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ დაფიქსირებულა ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
თუ განვითარდა რეაქციები, რომლებიც არ არის მითითებული ამ შეფუთვის ჩანართში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
იშვიათ შემთხვევებში (≥ 1/10,000 და < 1/1,000), შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები
იმუნური სისტემის დარღვევები
ალერგიული რეაქციები, მათ შორის არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, კანის რეაქციები, ცალკეულ შემთხვევებში ანაფილაქსიურ შოკამდეც კი, მაშინაც კი, როდესაც პაციენტს არ ჰქონია ჰიპერმგრძნობელობა იმუნოგლობულინების წინა გამოყენებისას.
გენერალიზებული რეაქციები
შემცივნება, ცხელება, თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ართრალგია და ზომიერი ზურგის ტკივილი.
გულის და სისხლძარღვთა დარღვევები
გულ-სისხლძარღვთა რეაქციები, განსაკუთრებით, პროდუქტის უნებლიედ ინტრავასკულარულად შეყვანისას.
ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე
ადგილობრივი ტკივილი, მგრძნობელობა ან შეშუპება.
გადამდებ აგენტებთან მიმართებაში უსაფრთხოებისთვის იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას" ქვეპუნქტი "ვირუსული უსაფრთხოება".
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შენახვა და სტაბილურობა
ტეტაგამი P ინახება +2°C-დან +8°C-მდე (მაცივარი). არ გაყინოთ!
შეინახეთ კონტეინერი გარე მუყაოს კოლოფში მისი შიგთავსის სინათლისგან დასაცავად.
ტეტაგამი P არ გამოიყენება შეფუთვაზე და კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
კონტეინერის გახსნის შემდეგ მისი შიგთავსი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ჭარბი დოზა
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები
ადამიანის ცილა 100 – 170 მგ
იმუნოგლობულინი მინიმუმ 95%
ტეტანუსის ტოქსინის საწინააღმდეგო ანტისხეულებით მინიმუმ 250 სე
ეს პრეპარატი შეიცავს A ტიპის იმუნოგლობულინს (IgA)
(არაუმეტეს 3 მგ/მლ).
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სხვა ინგრედიენტები
ამინოძმარმჟავა (გლიცინი), ნატრიუმის ქლორიდი, HCl ან NaOH (მცირე რაოდენობით
pH-ის რეგულირებისთვის), საინქეციო წყალი
შენახვის პირობები
3 წელი.
კონტეინერის გახსნის შემდეგ, შიგთავსი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შენახვისას
ტეტაგამი P ინახება +2°C-დან +8°C-მდე ტემპერატურაზე (მაცივარი). არ გაყინოთ!
შეინახეთ კონტეინერი გარე მუყაოს კოლოფში, რათა დაიცვას მისი შიგთავსი სინათლისგან.
შეფუთვის სახე და შიგთავსი
უშუალო კონტეინერი
SCF შპრიცი - უფერო მინის მილი, მინის ტიპი I Ph. Eur.
შეფუთვები
შეფუთულია 1 წინასწარ შევსებული შპრიცი 1 მლ-ით.
შეფუთულია 10 წინასწარ შევსებული შპრიცი1 მლ-ით.
შეფუთულია 1 წინასწარ შევსებული შპრიცი 2 მლ-ით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნური შრატები და იმუნოგლობულინები, ადამიანის ტეტანუსის იმუნოგლობულინი,
ათქ-კოდი: J06B B02
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
CSL Behring
შეფუთვის ჩანართი
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტეტაგამი® P
ინექციის ხსნარი კუნთშიდა გამოყენებისთვის
აქტიური ინგრედიენტი:
ადამიანის ტეტანუსის იმუნოგლობულინი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნური შრატები და იმუნოგლობულინები, ადამიანის ტეტანუსის იმუნოგლობულინი,
ათქ-კოდი: J06B B02
თერაპიული ჩვენებები
ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა
ტეტანუსისადმი მიდრეკილი დაზიანებების შემდეგ დაუყოვნებლივი პროფილაქტიკა პაციენტებში
რომლებიც არასაკმარისად არიან ვაქცინირებული
რომელთა იმუნიზაციის სტატუსი დანამდვილებით არ არის ცნობილი
რომლებსაც აქვთ ანტისხეულების წარმოების მძიმე დეფიციტით
კლინიკურად გამოხატული ტეტანუსის თერაპია
ტეტანუსის იმუნოგლობულინი ყოველთვის გამოიყენება აქტიური ტეტანუსის ვაქცინაციასთან ერთად, თუ არ არსებობს უკუჩვენებები ან სათანადო ვაქცინაციის დადასტურება.
აუცილებელია ადამიანის ტეტანუსის იმუნოგლობულინის კუნთშიდა გამოყენების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებების და სხვა ოფიციალური მითითებების დაცვა.
უკუჩვენებები
პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა.
ადამიანის იმუნოგლობულინების მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
არ შეიყვანოთ ინტრავასკულარულად! დარწმუნდით, რომ ტეტაგამ P-ის შეყვანა არ ხდება სისხლძარღვში შოკის რისკის გამო.
ჭეშმარიტი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები იშვიათია. ტეტაგამ P შეიცავს IgA-ს მცირე რაოდენობას. IgA-ს დეფიციტის მქონე პირებს აქვთ IgA ანტისხეულების განვითარების პოტენციალი და შეიძლება განუვითარდეთ ანაფილაქსიური რეაქციები IgA-ს შემცველი სისხლის კომპონენტების შეყვანის შემდეგ. ამიტომ, ექიმმა უნდა შეაფასოს ტეტაგამ P-ით მკურნალობის სარგებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების პოტენციურ რისკებთან მიმართებით.
იშვიათად, ადამიანის ტეტანუსის იმუნოგლობულინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა ანაფილაქსიური რეაქციებით, იმ პაციენტებშიც კი, რომლებმაც ადრე აიტანეს ნორმალური ადამიანის იმუნოგლობულინით მკურნალობა.
თერაპიული ზომები დამოკიდებულია მოვლენის ხასიათსა და სიმძიმეზე.
აუცილებელია შოკის მკურნალობის მიმდინარე სამედიცინო სტანდარტების დაცვა.
ტეტაგამ P-ს მიღებიდან სულ მცირე 20 წუთის განმავლობაში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.
განსაკუთრებით შემთხვევითი ინტრავენური ინექციის შემთხვევაში, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ მიღებიდან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (სულ მცირე 1 საათი).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტეტაგამ P-ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ დოზაზე, ანუ არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
ვირუსული უსაფრთხოება
ადამიანის სისხლიდან ან პლაზმიდან მომზადებული სამკურნალო საშუალებების გამოყენებით გამოწვეული ინფექციების პრევენციის სტანდარტული ზომები მოიცავს დონორების შერჩევას, ინდივიდუალური დონაციების და პლაზმური პულების სკრინინგს ინფექციის სპეციფიკურ მარკერებზე და ვირუსების ინაქტივაციის/მოცილებისთვის ეფექტურ წარმოების ეტაპებს. ამის მიუხედავად, ადამიანის სისხლიდან ან პლაზმიდან მომზადებული სამკურნალო საშუალებების შეყვანისას, ინფექციური აგენტების გადაცემის შესაძლებლობა სრულად არ შეიძლება გამოირიცხოს. ეს ასევე ეხება უცნობ ან ახალ ვირუსებს და სხვა პათოგენებს.
მიღებული ზომები ეფექტურად ითვლება გარსიანი ვირუსების, როგორიცაა აივ, HBV და HCV, და არაგარსიანი ვირუსების, HAV და პარვოვირუსი B19-ის მიმართ.
არსებობს დამაიმედებელი კლინიკური გამოცდილება იმუნოგლობულინებით A ჰეპატიტის ან პარვოვირუსი B19-ის გადაცემის არარსებობის შესახებ და ასევე ვარაუდობენ, რომ ანტისხეულების შემცველობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ვირუსულ უსაფრთხოებაში.
მკაცრად რეკომენდებულია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ტეტაგამ P პაციენტს ეძლევა, ჩაიწეროს პროდუქტის დასახელება და პარტიის ნომერი პაციენტსა და პროდუქტის პარტიას შორის კავშირის შესანარჩუნებლად.
ორსულობა და ლაქტაცია
ადამიანებში ორსულობის დროს ტეტაგამ P-ს გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. იმუნოგლობულინებით ხანგრძლივი კლინიკური გამოცდილება მიუთითებს, რომ მოსალოდნელი არ არის მავნე ზემოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფზე ან ახალშობილზე.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ დაფიქსირებულა ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ცოცხალი დასუსტებული ვირუსის ვაქცინებით ვაქცინაცია
იმუნოგლობულინის მიღებამ შეიძლება შეამციროს ცოცხალი დასუსტებული ვირუსის ვაქცინების, როგორიცაა წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილას ვაქცინები, ეფექტურობა სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში.
ტეტაგამ P-ს მიღების შემდეგ, ცოცხალი დასუსტებული ვირუსის ვაქცინებით ვაქცინაციამდე უნდა გავიდეს მინიმუმ სამთვიანი ინტერვალი. წითელას შემთხვევაში, ეფექტურობის შემცირება შეიძლება გაგრძელდეს ხუთ თვემდე. ამიტომ, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, უნდა შემოწმდეს ანტისხეულების სტატუსი.
ზემოქმედება სეროლოგიურ ტესტირებაზე
გასათვალისწინებელია, რომ სეროლოგიური ტესტის შედეგების ინტერპრეტირებისას, იუნგოგლობულინის ინექციის შემდეგ პასიურად გადატანილი ანტისხეულების გარდამავალმა მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ტესტის ცრუ დადებითი შედეგები.
ანტისხეულების პასიურმა გადაცემამ ერითროციტების ანტიგენებზე, მაგ., A, B და D, შეიძლება შეაფერხოს ერითროციტების ალოანტისხეულების ზოგიერთი სეროლოგიური ტესტი (მაგ., კუმბსის ტესტი).
შეუთავსებლობა
თავსებადობის კვლევების არარსებობის გამო, არ შეიძლება ამ სამკურნალო პროდუქტის შერევა სხვა სამკურნალო პროდუქტებთან, გამხსნელებთან ან გასაზავებელ საშუალებებთან.
დოზირება და მიღების მეთოდი
ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება ერთიდაიგივე დოზა.
დოზირება
ტეტანუსისადმი მიდრეკილი ჭრილობების პროფილაქტიკა
250 სე, თუ რისკი უკიდურესად მაღალია.
დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 სე-მდე შემდეგ შემთხვევებში:
- ინფიცირებული ჭრილობები, სადაც სათანადო ქირურგიული მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია 24 საათის განმავლობაში
- ღრმა ან დაბინძურებული ჭრილობები ქსოვილის დაზიანებით და შემცირებული ჟანგბადის მიწოდება, ავსევე უცხო სხეულით დაზიანება (მაგ., ნაკბენი)
- დამწვრობა, მოყინვა
- ქსოვილის ნეკროზი
- სეპტიცემიური აბორტი
- მოზრდილები, რომელთა წონა საშუალოზე მეტია.
ფართო დამწვრობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია 250 სე ტეტაგამი P-ს მეორე ინექციის გაკეთება დამწვრობის ექსუდაციური ფაზის გასვლის შემდეგ (დამწვრობიდან დაახლოებით 36 საათის შემდეგ).
კლინიკურად გამოხატული ტეტანუსის თერაპია
ერთჯერადი დოზა არის 3000-დან 6000 სე-მდე (სხვა შესაბამის კლინიკურ პროცედურებთან ერთად). რაც შეეხება სიხშირეს, ინექციის ინტერვალს და თერაპიის ხანგრძლივობას, განმეორებითი დოზები დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე.
მიღების მეთოდი
ტეტაგამი P შეჰყავთ კუნთში.
არ გამოიყენოთ ხსნარები, რომლებიც მღვრიეა ან შეიცავს ნარჩენებს (დეპოზიტებს/ნაწილაკებს).
ტეტაგამი P არის გამოსაყენებლად მზა ხსნარი და შეყვანისას ის უნდა იყოს სხეულის ტემპერატურის.
თუ საჭიროა შედარებით დიდი მთლიანი მოცულობა, მიზანშეწონილია შეყვანა დაყოფილი დოზებით სხვადასხვა ადგილას. ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც გამოიყენება 2 მლ-ზე მეტი დოზებით 20 კგ-მდე წონის ბავშვებში და 5 მლ-ზე მეტი დოზებით 20 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე პირებში.
ერთდროული ვაქცინაციის შემთხვევაში, იმუნოგლობულინი და ვაქცინა შეჰყავთ სხეულის კონტრალატერალურ ადგილებში.
კოაგულაციის მძიმე დარღვევის არსებობისას, როდესაც ინტრამუსკულარული ინექციები უკუნაჩვენებია, შესაძლებელია ტეტაგამი P-ის შეყვანა კანქვეშ პროფილაქტიკისთვის. შემდეგ აუცილებელია ინექციის ადგილის კომპრესია ტამპონით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს კლინიკური ეფექტურობის მონაცემები კანქვეშა შეყვანის მხარდასაჭერად.
მწვავე თერაპიისთვის, თუ კუნთში შეყვანა კლინიკურად არ არის მიზანშეწონილი, შეიძლება ალტერნატიული ინტრავენური პროდუქტის გამოყენება.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არასასურველი ეფექტები
თუ განვითარდა რეაქციები, რომლებიც არ არის მითითებული ამ შეფუთვის ჩანართში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
იშვიათ შემთხვევებში (≥ 1/10,000 და < 1/1,000), შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები
იმუნური სისტემის დარღვევები
ალერგიული რეაქციები, მათ შორის არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, კანის რეაქციები, ცალკეულ შემთხვევებში ანაფილაქსიურ შოკამდეც კი, მაშინაც კი, როდესაც პაციენტს არ ჰქონია ჰიპერმგრძნობელობა იმუნოგლობულინების წინა გამოყენებისას.
გენერალიზებული რეაქციები
შემცივნება, ცხელება, თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ართრალგია და ზომიერი ზურგის ტკივილი.
გულის და სისხლძარღვთა დარღვევები
გულ-სისხლძარღვთა რეაქციები, განსაკუთრებით, პროდუქტის უნებლიედ ინტრავასკულარულად შეყვანისას.
ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე
ადგილობრივი ტკივილი, მგრძნობელობა ან შეშუპება.
გადამდებ აგენტებთან მიმართებაში უსაფრთხოებისთვის იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას" ქვეპუნქტი "ვირუსული უსაფრთხოება".
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შენახვა და სტაბილურობა
ტეტაგამი P ინახება +2°C-დან +8°C-მდე (მაცივარი). არ გაყინოთ!
შეინახეთ კონტეინერი გარე მუყაოს კოლოფში მისი შიგთავსის სინათლისგან დასაცავად.
ტეტაგამი P არ გამოიყენება შეფუთვაზე და კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
კონტეინერის გახსნის შემდეგ მისი შიგთავსი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
1 მლ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები
ადამიანის ცილა 100 – 170 მგ
იმუნოგლობულინი მინიმუმ 95%
ტეტანუსის ტოქსინის საწინააღმდეგო ანტისხეულებით მინიმუმ 250 სე
ეს პრეპარატი შეიცავს A ტიპის იმუნოგლობულინს (IgA)
(არაუმეტეს 3 მგ/მლ).
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სხვა ინგრედიენტები
ამინოძმარმჟავა (გლიცინი), ნატრიუმის ქლორიდი, HCl ან NaOH (მცირე რაოდენობით
pH-ის რეგულირებისთვის), საინქეციო წყალი
ფარმაცევტული ფორმა და შეფუთვა
ფარმაცევტული ფორმა
ხსნარი კუნთში ინექციისთვის.
ტეტაგამ P არის გამჭვირვალე ხსნარი. ფერი შეიძლება მერყეობდეს უფეროდან ღია ყვითელ- ღია ყავისფერამდე ვარგისიანობის ვადის განმავლობაში.
შეფუთვები
შეფუთვა 1 წინასწარი შევსებული შპრიცით 1 მლ
შეფუთვა 10 წინასწარ შევსებული შპრიცით 1 მლ
შეფუთვა 1 წინასწარ შევსებული შპრიცით 2 მლ
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.
სავაჭრო ნებართვის მფლობელის დასახელება და მისამართი
CSL Behring GmbH
ემილ-ფონ-ბერინგის ქ. 76
35041 მარბურგი
გერმანია
ბოლო გადახედვის თარიღი
2025 წლის ივლისი
ტატიანა პრიმოვა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


