პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები

ტერლიპრესინის აცეტატი 0.2მგ/მლ

Terlipressin acetate 0.2mg/ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტერლიპრესინს, რომელიც წარმოადგენს ჰიპოფიზის სინთეზურ ჰორმონს (ამ ჰორმონს ჩვეულებრივ გამოიმუშავებს ტვინში არსებული ჰიპოფიზი). პრეპარატი კეთდება ვენაში ინექციის გზით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტერლიპრესინის (terlipressin)
ფორმა და შეფუთვა
1მგ/5მლ (0,2მგ/მლ) 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ფლაკონი №5
მწარმოებელი
EVER Pharma Jena GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, ვაზოპრესინი და ანალოგები
ATC კოდი
H01BA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-041744
რეგისტრირებულია
28 მაისი 2024, მოქმედებს 28 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „შორე“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატერლიპრესინის აცეტატი 0.2მგ/მლ და სხვა წამალი ერთად

ტერლიპრესინის აცეტატი 0.2მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტერლიპრესინს, რომელიც წარმოადგენს ჰიპოფიზის სინთეზურ ჰორმონს (ამ ჰორმონს ჩვეულებრივ გამოიმუშავებს ტვინში არსებული ჰიპოფიზი).

პრეპარატი კეთდება ვენაში ინექციის გზით.

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

სისხლდენა ფართო (გაფართოებული) ვენებიდან საჭმლის მილში, რომელიც მიდის თქვენს კუჭში (ე.წ. საყლაპავის ვარიკოზული სისხლდენა).

1 ტიპის ჰეპატორენალური სინდრომის გადაუდებელი მკურნალობა (თირკმელების სწრაფად პროგრესირებადი უკმარისობა) პაციენტებში ღვიძლის ციროზით (ღვიძლის ნაწიბურები) და ასციტით (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება).

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი შეიყვანება ვენაში ინექციის ან ინფუზიის გზით ექიმის მიერ. ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას და ამ პრეპარატის მიღების პერიოდში ჩაატარებს თქვენი გულისა და სისხლის მიმოქცევის მუდმივ მონიტორინგს. გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს დამატებითი ინფორმაციისთვის მის გამოყენებასთან დაკავშირებით.

გამოყენება უფროსებში

  • საყლაპავის ვენების სისხლდენის მოკლევადიანი მკურნალობა

თავდაპირველად 1-2 მგ ტერლიპრესინის აცეტატი (5-10 მლ ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი) შეიყვანება ვენაში ინექციის გზით. დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის წონაზე. საწყისი ინექციის შემდეგ, თქვენი დოზა შეიძლება შემცირდეს 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატამდე (5 მლ) ყოველ 4-6 საათში.

  • ტიპი 1 ჰეპატორენალური სინდრომი

ჩვეულებრივი საინექციო დოზაა 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატი ყოველ 6 საათში მინიმუმ 3 დღის განმავლობაში. თუ შრატში კრეატინინის შემცირება 30%-ზე ნაკლებია მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, ექიმმა უნდა განიხილოს დოზის გაორმაგება 2 მგ-მდე ყოველ 6 საათში.

თქვენ ასევე შეიძლება დაგენიშნოთ ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი წვეთოვანი გადასხმის სახით (უწყვეტი ინტრავენური ინფუზია), რომელიც, როგორც წესი, იწყება 2 მგ ტერლიპრესინის აცეტატით დღეში და იზრდება ეტაპობრივად მაქსიმუმ 12 მგ ტერლიპრესინის აცეტატამდე დღეში.

თუ ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარზე არ ვლინდება მკურნალობის პასუხი ან პაციენტებში აღინშნება სრული პასუხი, ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ აღინიშნება შრატის კრეატინინის შემცირება, ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში.

გამოყენება ხანდაზმულებში

თუ თქვენ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის, მიმართეთ თქვენს ექიმს ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე.

გამოყენება თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის

დოზირება

  • საყლაპავის ვარიკოზული სისხლდენის მოკლევადიანი მართვა:

საწყისი დოზა: 1-დან 2 მგ ტერლიპრესინის აცეტატი# (ექვივალენტური 5-დან 10 მლ ხსნარის) შეიყვანება ინტრავენური ინექციით ერთი წუთის განმავლობაში.

პაციენტის სხეულის წონის მიხედვით დოზა შეიძლება დარეგულირდეს შემდეგნაირად:

წონა 50 კგ-ზე ნაკლები: 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატი (5 მლ)

წონა 50 კგ-დან 70 კგ-მდე: 1,5 მგ ტერლიპრესინის აცეტატი (7,5 მლ)

წონა 70 კგ-ზე მეტი: 2 მგ ტერლიპრესინის აცეტატი (10 მლ).

შემანარჩუნებელი დოზა: საწყისი ინექციის შემდეგ დოზა შეიძლება შემცირდეს 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატამდე ყოველ 4-6 საათში.

# 1-დან 2 მგ-მდე ტერლიპრესინის აცეტატი, რომელიც შეესაბამება 0.85-დან 1.7 მგ-მდე ტერლიპრესინს. ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის სავარაუდო მნიშვნელობა არის 120 მიკროგრამი ტერლიპრესინის აცეტატი კგ სხეულის წონაზე.

თერაპია შემოიფარგლება 2-დან 3 დღემდე მკურნალობით პასუხისა და დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად. ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად და უნდა გაკეთდეს ერთი წუთის განმავლობაში.

  • 1 ტიპის ჰეპატორენალური სინდრომის დროს:

ინტრავენური 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატის ინექცია ყოველ 6 საათში მინიმუმ 3 დღის განმავლობაში. თუ მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, შრატის კრეატინინის შემცირება საწყისთან მიმართებაში 30%-ზე ნაკლებია, გათვალისწინებული უნდა იყოს დოზის გაორმაგება 2 მგ-მდე ყოველ 6 საათში. ბოლუსური ინექციის ალტერნატივის სახით შესაძლებელია ტერლიპრესინის შეყვანა უწყვეტი ი.ვ. ინფუზიის გზით საწყისი დოზით 2 მგ ტერლიპრესინის აცეტატი/24 სთ და გაიზარდოს მაქსიმუმ 12 მგ ტერლიპრესინის აცეტატამდე/24 სთ. ტერლიპრესინის შეყვანა უწყვეტი ი.ვ. ინფუზიის სახით შეიძლება ასოცირებული იყოს მძიმე გვერდითი მოვლენების უფრო დაბალ სიხშირესთან, ვიდრე ბოლუსური ინტრავენური გზით შეყვანის შემთხვევაში.

გამოყენება ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად არასაკმარისი გამოცდილების გამო.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ამ მედიკამენტის გამოყენება შემოიფარგლება 2-3 დღით სისხლდენის საყლაპავის ვარიკოზული ვენების მოკლევადიანი მკურნალობისთვის და მაქსიმუმ 14 დღით 1 ტიპის ჰეპატორენალური სინდრომის სამკურნალოდ, თქვენი მდგომარეობის მიმდინარეობიდან გამომდინარე.

თუ მიიღეთ ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის საჭიროზე მეტი დოზა

იმის გამო, რომ ეს მედიკამენტი კეთდება სამედიცინო პერსონალის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. თუ შემთხვევით გაგიკეთდათ გადაჭარბებული დოზა, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის სწრაფი მატება (ეს შეინიშნება მუდმივი მონიტორინგის დროს), განსაკუთრებით თუ თქვენ უკვე გაქვთ მაღალი წნევა. ასეთ შემთხვევაში მოგეცემათ სხვა წამალი, რომელსაც ეწოდება ალფა ბლოკატორი (მაგ. კლონიდინი) თქვენი არტერიული წნევის გასაკონტროლებლად.

თუ გაწუხებთ შეუძლოდ ყოფნა, თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება, აცნობეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს დაბალი გულისცემის ნიშნები. ამის მკურნალობა შესაძლებელია სხვა მედიკამენტით, რომელსაც ეწოდება ატროპინი.

თუ შეწყვეტთ ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებას

თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ ტერლიპრესინის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

თუ ხართ ორსულად.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო სპეციალისტს რჩევისთვის ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე:

თუ გახასიათებთ მწვავე ინფექცია, რომელიც ცნობილია, როგორც სეპტიური შოკი.

თუ გაქვთ ბრონქული ასთმა ან სხვა მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს სუნთქვაზე

თუ გაქვთ უკონტროლო მაღალი წნევა, არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა გულის სისხლძარღვებში (მაგ. სტენოკარდია)

თუ ადრე გქონდათ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), ან გაქვთ არტერიების გამკვრივება (ათეროსკლეროზი)

თუ გაწუხებთ კრუნჩხვები (გულყრა)

თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემა (გულის არითმია) ან QT ინტერვალის გახანგრძლივების ისტორია (გულის რითმის დარღვევა)

თუ გაქვთ ცუდი სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში (მაგალითად, გქონდათ ინსულტი) ან კიდურებში (პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება)

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა)

თუ გაქვთ სისხლში მარილის (ელექტროლიტების) დონის დარღვევა

თუ თქვენ გაქვთ შემცირებული სითხის რაოდენობა თქვენს სისხლის მიმოქცევაში ან უკვე დაკარგეთ დიდი რაოდენობით სისხლი

თუ ხართ 70 წელს გადაცილებული.

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, სანამ მიიღებთ ტერლიპრესინის აცეტატს 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარს. ტერლიპრესინის აცეტატით 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობის დროს უნდა ჩატარდეს თქვენი გულის ფუნქციის და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის მუდმივი მონიტორინგი.

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება გაზარდოს რესპირატორული უკმარისობის (სუნთქვის მძიმე გაძნელება) განვითარების რისკი, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში. თუ თქვენ გაქვთ სუნთქვის გაძნელება ან სითხით გადატვირთვის სიმპტომები, ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღებამდე ან მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

თუ თქვენ მკურნალობთ ღვიძლისა და თირკმელების ძალიან მძიმე დაავადებებზე (1 ტიპის ჰეპატორენალური სინდრომი), ექიმმა უნდა უზრუნველყოს თქვენი გულის ფუნქციის და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის მონიტორინგი მკურნალობის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ ადრე გაქვთ გულის ან ფილტვის დაავადება, რადგან ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს გულის იშემია (გულში სისხლის ნაკადის შემცირება) და სუნთქვის უკმარისობა. თავიდან უნდა იქნას აცილებული ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობა თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა მრავალი ორგანოს უკმარისობით და/ან თირკმლის უკმარისობა სისხლში კრეატინინის (ნარჩენი პროდუქტის) ძალიან მაღალი დონით, რადგან ეს ზრდის არასასურველი შედეგების რისკს.

თუ მკურნალობთ ღვიძლისა და თირკმელების ძალიან მძიმე დაავადებებზე, ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება გაზარდოს სეფსისის (სისხლში ბაქტერიები და ორგანიზმის ექსტრემალური რეაქცია ინფექციაზე) და სეპტიური შოკის (სერიოზული მდგომარეობა) განვითარების რისკი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ძირითადი ინფექცია იწვევს არტერიულ წნევას და სისხლის ნაკადის შემცირებას). თქვენი ექიმი მიიღებს დამატებით სიფრთხილის ზომებს, თუ ვლინდება თქვენს შემთხვევაში.

ბავშვები და მოზარდები

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად არასაკმარისი გამოცდილების გამო.

ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს გულისცემაზე (მაგ. ბეტა-ბლოკატორები, სუფენტანილი ან პროპოფოლი)

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული გულის ცემა (არითმია), როგორიცაა:

ანტიარითმული პრეპარატები, რომლებიც ცნობილია როგორც IA კლასის (ქვინიდინი, პროკაინამიდი, დიზოპირამიდი) და III კლასის პრეპარატები (ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი)

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)

ანტიჰისტამინურები (ძირითადად გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ, მაგრამ ასევე გვხვდება ხველისა და გაციების ზოგიერთ საშუალებებში)

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ მარილის ან ელექტროლიტების დონე სისხლში, განსაკუთრებით შარდმდენები (დიურეზულები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ)

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. არ არის ცნობილი, აღინიშნება თუ არა ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი დედის რძეში, ამიტომ შესაძლო ზემოქმედება თქვენს ბავშვზე უცნობია. უნდა განიხილოთ ექიმთან თქვენი ბავშვის მიმართ პოტენციური რისკი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, თუ ინექციის მიღების შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, ნუ მართავთ მანქანას ან მექანიზმებს.

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 3,68 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს/სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) თითოეულ მლ-ში. ეს უდრის ზრდასრულთათვის ნატრიუმის მაქსიმალური ყოველდღიური დიეტური მოხმარების 0,18%-ს.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდით ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

მნიშვნელოვანი გვერდით ეფექტები, რომლებიც საჭიროებენ დაუყონებლივ ყურადღებას:

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღებისას შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი მოვლენები. თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა. ექიმმა აღარ უნდა მოგცეთ ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი.

ძლიერი ქოშინი ასთმის შეტევის გამო

ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია)

მძიმე და მუდმივი არარეგულარული გულისცემა

მკვდარი კანი ინექციის ადგილის ირგვლივ (ნეკროზი)

კონვულსიები (კრუნჩხვები)

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედიცინის სხვა პერსონალს:

თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება ან სუნთქვის უნარის გაუარესება (ნიშნები ან სუნთქვის უკმარისობის სიმპტომები). ეს გვერდითი მოვლენა ძალზე ხშირია, თუ თქვენ მკურნალობთ 1 ტიპის ჰეპატორენალურ სინდრომზე - შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში.

თუ გაგივითარდებათ სისხლის ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები (სეფსისი/სეპტიური შოკი), რაც შეიძლება მოიცავდეს ცხელებას და შემცივნებას ან სხეულის ძალიან დაბალ ტემპერატურას, ფერმკრთალ და/ან მოლურჯო კანს, მძიმე ქოშინს, ჩვეულებრივზე ნაკლებ შარდვას, აჩქარებულ გულისცემას, გულისრევას და ღებინებას, დიარეას, დაღლილობას და სისუსტეს და თავბრუსხვევის შეგრძნებას. ეს გვერდითი მოვლენა ხშირია, თუ თქვენ მკურნალობთ 1 ტიპის ჰეპატორენალურ სინდრომზე - შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სიხშირით, თქვენი დაავადების მიხედვით:

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

თუ 1 ტიპის ჰეპატორენალური სინდრომის მკურნალობისას ვლინდება:

ქოშინი (დისპნოე)

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

ძალიან ნელი გულისცემა

ეკგ-ზე გულის სისხლძარღვებში არასაკმარისი სისხლის მიმოქცევის ნიშნები

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა

არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა მკლავებში, ფეხებსა და კანზე

სახის სიფერმკრთალე

ფერმკრთალი კანი

თავის ტკივილი

მუცლის დროებითი სპაზმები

დროებითი დიარეა

მუცლის სპაზმები (ქალებში)

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო სპეციალისტს:

სითხე ფილტვებში (ფილტვის შეშუპება)

სუნთქვის გაძნელება (რესპირატორული დისტრესი)

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

მკერდის ტკივილი

არტერიული წნევის სწრაფი მატება

გულის შეტევა

ძალიან სწრაფი გულისცემა (პულპიტაცია)

სხეულში არსებული ქსოვილების ან ფილტვებზე არსებული სითხის შეშუპება

კანის ან ტუჩების მოლურჯო შეფერილობა

ხურვება

გარდამავალი გულისრევა

გარდამავალი ღებინება

ნაწლავური სისტემის სისხლის მიწოდების შემცირება

ლიმფური სისხლძარღვების ანთება - ვლინდება, როგორც წვრილი წითელი ზოლები თქვენი კანის ქვეშ, რომელიც ვრცელდება დაზიანებული ადგილიდან იღლიის ან საზარდულისკენ და აღინიშნება ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი

ძალიან დაბალი ნატრიუმის დონე სისხლში (ჰიპონატრიემია)

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს:

თუ საყლაპავი მილის გაგანიერებული (გაფართოებული) ვენების მკურნალობისას ვლინდება:

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში):

ინსულტი

სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა (ჰიპერგლიკემია)

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტს:

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

გულის უკმარისობა

Torsade de Pointes

მკვდარი კანი (ნეკროზი) ინექციის ადგილის გარდა სხვა ადგილებში

საშვილოსნოში სისხლის ნაკადის დაქვეითება

საშვილოსნოს სპაზმები (კრუნჩხვები საშვილოსნოში)

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით (ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard) ან მოძებნოთ MHRA ყვითელი ბარათი Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ტერლიპრესინის აცეტატი.

5 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატს, რომელიც შეესაბამება 0,85 მგ ტერლიპრესინს.

10 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 2 მგ ტერლიპრესინის აცეტატს, რაც შეესაბამება 1,7 მგ ტერლიპრესინს.

ეს უდრის 0.2 მგ ტერლიპრესინის აცეტატს მლ-ზე, რაც შეესაბამება 0.17 მგ ტერლიპესინს მლ-ზე.

დამხმარე ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის), მარილმჟავა (pH-ის რეგულირებისთვის) და საინექციო წყალი

ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ეს მედიკამენტი მოწოდებულია გამჭვირვალე მინის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 5 მლ ან 10 მლ გამჭვირვალე, უფერო ხსნარს.

ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომია შეფუთვაში: 1 x 5 მლ, 5 x 5 მლ, 1 x 10 მლ, 5 x 10 მლ.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს. ინახება მაცივარში (2˚C-8°C). არ გაიყინოთ. გამოყენებამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებზე და გაუფერულებაზე. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია, თუ შეინიშნება რაიმე ფერის ცვლილება. არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ექიმი მოახდენს ამ მედიკამენტის უტილიზაციას. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის

ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ

საინექციო ხსნარი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა მოგვიანებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო სპეციალისტს. ეს ეხება ასევე გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

რას წარმოადგენს ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება?

ინფორმაცია ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე

ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენების წესი

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

  • რას წარმოადგენს ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება?

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტერლიპრესინს, რომელიც წარმოადგენს ჰიპოფიზის სინთეზურ ჰორმონს (ამ ჰორმონს ჩვეულებრივ გამოიმუშავებს ტვინში არსებული ჰიპოფიზი).

პრეპარატი კეთდება ვენაში ინექციის გზით.

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

სისხლდენა ფართო (გაფართოებული) ვენებიდან საჭმლის მილში, რომელიც მიდის თქვენს კუჭში (ე.წ. საყლაპავის ვარიკოზული სისხლდენა).

1 ტიპის ჰეპატორენალური სინდრომის გადაუდებელი მკურნალობა (თირკმელების სწრაფად პროგრესირებადი უკმარისობა) პაციენტებში ღვიძლის ციროზით (ღვიძლის ნაწიბურები) და ასციტით (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება).

  • ინფორმაცია ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე

არ შეიძლება ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება, თუ:

თუ ალერგიული ხართ ტერლიპრესინის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

თუ ხართ ორსულად.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო სპეციალისტს რჩევისთვის ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე:

თუ გახასიათებთ მწვავე ინფექცია, რომელიც ცნობილია, როგორც სეპტიური შოკი.

თუ გაქვთ ბრონქული ასთმა ან სხვა მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს სუნთქვაზე

თუ გაქვთ უკონტროლო მაღალი წნევა, არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა გულის სისხლძარღვებში (მაგ. სტენოკარდია)

თუ ადრე გქონდათ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), ან გაქვთ არტერიების გამკვრივება (ათეროსკლეროზი)

თუ გაწუხებთ კრუნჩხვები (გულყრა)

თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემა (გულის არითმია) ან QT ინტერვალის გახანგრძლივების ისტორია (გულის რითმის დარღვევა)

თუ გაქვთ ცუდი სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში (მაგალითად, გქონდათ ინსულტი) ან კიდურებში (პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება)

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა)

თუ გაქვთ სისხლში მარილის (ელექტროლიტების) დონის დარღვევა

თუ თქვენ გაქვთ შემცირებული სითხის რაოდენობა თქვენს სისხლის მიმოქცევაში ან უკვე დაკარგეთ დიდი რაოდენობით სისხლი

თუ ხართ 70 წელს გადაცილებული.

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, სანამ მიიღებთ ტერლიპრესინის აცეტატს 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარს. ტერლიპრესინის აცეტატით 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობის დროს უნდა ჩატარდეს თქვენი გულის ფუნქციის და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის მუდმივი მონიტორინგი.

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება გაზარდოს რესპირატორული უკმარისობის (სუნთქვის მძიმე გაძნელება) განვითარების რისკი, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში. თუ თქვენ გაქვთ სუნთქვის გაძნელება ან სითხით გადატვირთვის სიმპტომები, ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღებამდე ან მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

თუ თქვენ მკურნალობთ ღვიძლისა და თირკმელების ძალიან მძიმე დაავადებებზე (1 ტიპის ჰეპატორენალური სინდრომი), ექიმმა უნდა უზრუნველყოს თქვენი გულის ფუნქციის და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის მონიტორინგი მკურნალობის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ ადრე გაქვთ გულის ან ფილტვის დაავადება, რადგან ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს გულის იშემია (გულში სისხლის ნაკადის შემცირება) და სუნთქვის უკმარისობა. თავიდან უნდა იქნას აცილებული ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობა თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა მრავალი ორგანოს უკმარისობით და/ან თირკმლის უკმარისობა სისხლში კრეატინინის (ნარჩენი პროდუქტის) ძალიან მაღალი დონით, რადგან ეს ზრდის არასასურველი შედეგების რისკს.

თუ მკურნალობთ ღვიძლისა და თირკმელების ძალიან მძიმე დაავადებებზე, ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარმა შეიძლება გაზარდოს სეფსისის (სისხლში ბაქტერიები და ორგანიზმის ექსტრემალური რეაქცია ინფექციაზე) და სეპტიური შოკის (სერიოზული მდგომარეობა) განვითარების რისკი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ძირითადი ინფექცია იწვევს არტერიულ წნევას და სისხლის ნაკადის შემცირებას). თქვენი ექიმი მიიღებს დამატებით სიფრთხილის ზომებს, თუ ვლინდება თქვენს შემთხვევაში.

ბავშვები და მოზარდები

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად არასაკმარისი გამოცდილების გამო.

ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს გულისცემაზე (მაგ. ბეტა-ბლოკატორები, სუფენტანილი ან პროპოფოლი)

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული გულის ცემა (არითმია), როგორიცაა:

ანტიარითმული პრეპარატები, რომლებიც ცნობილია როგორც IA კლასის (ქვინიდინი, პროკაინამიდი, დიზოპირამიდი) და III კლასის პრეპარატები (ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი)

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)

ანტიჰისტამინურები (ძირითადად გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ, მაგრამ ასევე გვხვდება ხველისა და გაციების ზოგიერთ საშუალებებში)

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ მარილის ან ელექტროლიტების დონე სისხლში, განსაკუთრებით შარდმდენები (დიურეზულები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ)

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. არ არის ცნობილი, აღინიშნება თუ არა ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი დედის რძეში, ამიტომ შესაძლო ზემოქმედება თქვენს ბავშვზე უცნობია. უნდა განიხილოთ ექიმთან თქვენი ბავშვის მიმართ პოტენციური რისკი.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, თუ ინექციის მიღების შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, ნუ მართავთ მანქანას ან მექანიზმებს.

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 3,68 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს/სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) თითოეულ მლ-ში. ეს უდრის ზრდასრულთათვის ნატრიუმის მაქსიმალური ყოველდღიური დიეტური მოხმარების 0,18%-ს.

  • ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენების წესი

ეს მედიკამენტი შეიყვანება ვენაში ინექციის ან ინფუზიის გზით ექიმის მიერ. ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას და ამ პრეპარატის მიღების პერიოდში ჩაატარებს თქვენი გულისა და სისხლის მიმოქცევის მუდმივ მონიტორინგს. გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს დამატებითი ინფორმაციისთვის მის გამოყენებასთან დაკავშირებით.

გამოყენება უფროსებში

  • საყლაპავის ვენების სისხლდენის მოკლევადიანი მკურნალობა

თავდაპირველად 1-2 მგ ტერლიპრესინის აცეტატი (5-10 მლ ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი) შეიყვანება ვენაში ინექციის გზით. დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის წონაზე. საწყისი ინექციის შემდეგ, თქვენი დოზა შეიძლება შემცირდეს 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატამდე (5 მლ) ყოველ 4-6 საათში.

  • ტიპი 1 ჰეპატორენალური სინდრომი

ჩვეულებრივი საინექციო დოზაა 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატი ყოველ 6 საათში მინიმუმ 3 დღის განმავლობაში. თუ შრატში კრეატინინის შემცირება 30%-ზე ნაკლებია მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, ექიმმა უნდა განიხილოს დოზის გაორმაგება 2 მგ-მდე ყოველ 6 საათში.

თქვენ ასევე შეიძლება დაგენიშნოთ ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი წვეთოვანი გადასხმის სახით (უწყვეტი ინტრავენური ინფუზია), რომელიც, როგორც წესი, იწყება 2 მგ ტერლიპრესინის აცეტატით დღეში და იზრდება ეტაპობრივად მაქსიმუმ 12 მგ ტერლიპრესინის აცეტატამდე დღეში.

თუ ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარზე არ ვლინდება მკურნალობის პასუხი ან პაციენტებში აღინშნება სრული პასუხი, ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ აღინიშნება შრატის კრეატინინის შემცირება, ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში.

გამოყენება ხანდაზმულებში

თუ თქვენ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის, მიმართეთ თქვენს ექიმს ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე.

გამოყენება თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის

დოზირება

  • საყლაპავის ვარიკოზული სისხლდენის მოკლევადიანი მართვა:

საწყისი დოზა: 1-დან 2 მგ ტერლიპრესინის აცეტატი# (ექვივალენტური 5-დან 10 მლ ხსნარის) შეიყვანება ინტრავენური ინექციით ერთი წუთის განმავლობაში.

პაციენტის სხეულის წონის მიხედვით დოზა შეიძლება დარეგულირდეს შემდეგნაირად:

წონა 50 კგ-ზე ნაკლები: 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატი (5 მლ)

წონა 50 კგ-დან 70 კგ-მდე: 1,5 მგ ტერლიპრესინის აცეტატი (7,5 მლ)

წონა 70 კგ-ზე მეტი: 2 მგ ტერლიპრესინის აცეტატი (10 მლ).

შემანარჩუნებელი დოზა: საწყისი ინექციის შემდეგ დოზა შეიძლება შემცირდეს 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატამდე ყოველ 4-6 საათში.

# 1-დან 2 მგ-მდე ტერლიპრესინის აცეტატი, რომელიც შეესაბამება 0.85-დან 1.7 მგ-მდე ტერლიპრესინს. ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის სავარაუდო მნიშვნელობა არის 120 მიკროგრამი ტერლიპრესინის აცეტატი კგ სხეულის წონაზე.

თერაპია შემოიფარგლება 2-დან 3 დღემდე მკურნალობით პასუხისა და დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად. ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად და უნდა გაკეთდეს ერთი წუთის განმავლობაში.

  • 1 ტიპის ჰეპატორენალური სინდრომის დროს:

ინტრავენური 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატის ინექცია ყოველ 6 საათში მინიმუმ 3 დღის განმავლობაში. თუ მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, შრატის კრეატინინის შემცირება საწყისთან მიმართებაში 30%-ზე ნაკლებია, გათვალისწინებული უნდა იყოს დოზის გაორმაგება 2 მგ-მდე ყოველ 6 საათში. ბოლუსური ინექციის ალტერნატივის სახით შესაძლებელია ტერლიპრესინის შეყვანა უწყვეტი ი.ვ. ინფუზიის გზით საწყისი დოზით 2 მგ ტერლიპრესინის აცეტატი/24 სთ და გაიზარდოს მაქსიმუმ 12 მგ ტერლიპრესინის აცეტატამდე/24 სთ. ტერლიპრესინის შეყვანა უწყვეტი ი.ვ. ინფუზიის სახით შეიძლება ასოცირებული იყოს მძიმე გვერდითი მოვლენების უფრო დაბალ სიხშირესთან, ვიდრე ბოლუსური ინტრავენური გზით შეყვანის შემთხვევაში.

გამოყენება ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად არასაკმარისი გამოცდილების გამო.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ამ მედიკამენტის გამოყენება შემოიფარგლება 2-3 დღით სისხლდენის საყლაპავის ვარიკოზული ვენების მოკლევადიანი მკურნალობისთვის და მაქსიმუმ 14 დღით 1 ტიპის ჰეპატორენალური სინდრომის სამკურნალოდ, თქვენი მდგომარეობის მიმდინარეობიდან გამომდინარე.

თუ მიიღეთ ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის საჭიროზე მეტი დოზა

იმის გამო, რომ ეს მედიკამენტი კეთდება სამედიცინო პერსონალის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. თუ შემთხვევით გაგიკეთდათ გადაჭარბებული დოზა, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის სწრაფი მატება (ეს შეინიშნება მუდმივი მონიტორინგის დროს), განსაკუთრებით თუ თქვენ უკვე გაქვთ მაღალი წნევა. ასეთ შემთხვევაში მოგეცემათ სხვა წამალი, რომელსაც ეწოდება ალფა ბლოკატორი (მაგ. კლონიდინი) თქვენი არტერიული წნევის გასაკონტროლებლად.

თუ გაწუხებთ შეუძლოდ ყოფნა, თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება, აცნობეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს დაბალი გულისცემის ნიშნები. ამის მკურნალობა შესაძლებელია სხვა მედიკამენტით, რომელსაც ეწოდება ატროპინი.

თუ შეწყვეტთ ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებას

თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდით ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

მნიშვნელოვანი გვერდით ეფექტები, რომლებიც საჭიროებენ დაუყონებლივ ყურადღებას:

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღებისას შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი მოვლენები. თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა. ექიმმა აღარ უნდა მოგცეთ ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი.

ძლიერი ქოშინი ასთმის შეტევის გამო

ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია)

მძიმე და მუდმივი არარეგულარული გულისცემა

მკვდარი კანი ინექციის ადგილის ირგვლივ (ნეკროზი)

კონვულსიები (კრუნჩხვები)

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედიცინის სხვა პერსონალს:

თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება ან სუნთქვის უნარის გაუარესება (ნიშნები ან სუნთქვის უკმარისობის სიმპტომები). ეს გვერდითი მოვლენა ძალზე ხშირია, თუ თქვენ მკურნალობთ 1 ტიპის ჰეპატორენალურ სინდრომზე - შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში.

თუ გაგივითარდებათ სისხლის ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები (სეფსისი/სეპტიური შოკი), რაც შეიძლება მოიცავდეს ცხელებას და შემცივნებას ან სხეულის ძალიან დაბალ ტემპერატურას, ფერმკრთალ და/ან მოლურჯო კანს, მძიმე ქოშინს, ჩვეულებრივზე ნაკლებ შარდვას, აჩქარებულ გულისცემას, გულისრევას და ღებინებას, დიარეას, დაღლილობას და სისუსტეს და თავბრუსხვევის შეგრძნებას. ეს გვერდითი მოვლენა ხშირია, თუ თქვენ მკურნალობთ 1 ტიპის ჰეპატორენალურ სინდრომზე - შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სიხშირით, თქვენი დაავადების მიხედვით:

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

თუ 1 ტიპის ჰეპატორენალური სინდრომის მკურნალობისას ვლინდება:

ქოშინი (დისპნოე)

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

ძალიან ნელი გულისცემა

ეკგ-ზე გულის სისხლძარღვებში არასაკმარისი სისხლის მიმოქცევის ნიშნები

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა

არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა მკლავებში, ფეხებსა და კანზე

სახის სიფერმკრთალე

ფერმკრთალი კანი

თავის ტკივილი

მუცლის დროებითი სპაზმები

დროებითი დიარეა

მუცლის სპაზმები (ქალებში)

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო სპეციალისტს:

თუ 1 ტიპის ჰეპატორენალური სინდრომის მკურნალობისას ვლინდება:

სითხე ფილტვებში (ფილტვის შეშუპება)

სუნთქვის გაძნელება (რესპირატორული დისტრესი)

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

მკერდის ტკივილი

არტერიული წნევის სწრაფი მატება

გულის შეტევა

ძალიან სწრაფი გულისცემა (პულპიტაცია)

სხეულში არსებული ქსოვილების ან ფილტვებზე არსებული სითხის შეშუპება

კანის ან ტუჩების მოლურჯო შეფერილობა

ხურვება

გარდამავალი გულისრევა

გარდამავალი ღებინება

ნაწლავური სისტემის სისხლის მიწოდების შემცირება

ლიმფური სისხლძარღვების ანთება - ვლინდება, როგორც წვრილი წითელი ზოლები თქვენი კანის ქვეშ, რომელიც ვრცელდება დაზიანებული ადგილიდან იღლიის ან საზარდულისკენ და აღინიშნება ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი

ძალიან დაბალი ნატრიუმის დონე სისხლში (ჰიპონატრიემია)

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს:

თუ საყლაპავი მილის გაგანიერებული (გაფართოებული) ვენების მკურნალობისას ვლინდება:

სითხე ფილტვებში (ფილტვის შეშუპება)

სუნთქვის გაძნელება (რესპირატორული დისტრესი)

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში):

ინსულტი

სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა (ჰიპერგლიკემია)

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტს:

თუ საყლაპავი მილის გაგანიერებული (გაფართოებული) ვენების მკურნალობისას ვლინდება:

ქოშინი (დისპნოე)

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

გულის უკმარისობა

Torsade de Pointes

მკვდარი კანი (ნეკროზი) ინექციის ადგილის გარდა სხვა ადგილებში

საშვილოსნოში სისხლის ნაკადის დაქვეითება

საშვილოსნოს სპაზმები (კრუნჩხვები საშვილოსნოში)

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით (ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard) ან მოძებნოთ MHRA ყვითელი ბარათი Google Play-ში ან Apple App Store-ში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს. ინახება მაცივარში (2˚C-8°C). არ გაიყინოთ. გამოყენებამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებზე და გაუფერულებაზე. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია, თუ შეინიშნება რაიმე ფერის ცვლილება. არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ექიმი მოახდენს ამ მედიკამენტის უტილიზაციას. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი.

აქტიური ნივთიერებაა ტერლიპრესინის აცეტატი.

5 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1 მგ ტერლიპრესინის აცეტატს, რომელიც შეესაბამება 0,85 მგ ტერლიპრესინს.

10 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 2 მგ ტერლიპრესინის აცეტატს, რაც შეესაბამება 1,7 მგ ტერლიპრესინს.

ეს უდრის 0.2 მგ ტერლიპრესინის აცეტატს მლ-ზე, რაც შეესაბამება 0.17 მგ ტერლიპესინს მლ-ზე.

დამხმარე ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის), მარილმჟავა (pH-ის რეგულირებისთვის) და საინექციო წყალი

ტერლიპრესინის აცეტატი 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ეს მედიკამენტი მოწოდებულია გამჭვირვალე მინის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 5 მლ ან 10 მლ გამჭვირვალე, უფერო ხსნარს.

ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომია შეფუთვაში: 1 x 5 მლ, 5 x 5 მლ, 1 x 10 მლ, 5 x 10 მლ.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

ევერ ვალინჯეტ გმბჰ

ობერბურაუ 3

4866 უნტერახ ამ ატერზეე

ავსტრია

მწარმოებელი

ევერ ფარმა იენა გმბჰ

ბრუესელერ შტრ. 18

07747 იენა

გერმანია

ამ ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 2023 წლის ივლისი.

ტერლიპრესინით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ მკურნალობაზე პასუხი არ არის (განსაზღვრულია როგორც შრატის კრეატინინის 30%-ზე ნაკლები დაქვეითება მე-7 დღეს საწყისთან მიმართებაში) ან სრული პასუხის მქონე პაციენტებში (შრატის კრეატინინის მნიშვნელობები 1,5 მგ/დლ-ზე ნაკლები, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში მაინც. პაციენტებში, რომლებიც აჩვენებენ არასრულ პასუხს (შრატში კრეატინინის მინიმუმ 30%-ით დაქვეითება საწყისთან მიმართებაში, მაგრამ 1,5 მგ/დლ-ზე დაბალი მნიშვნელობის მიღწევის გარეშე მე-7 დღეს), ტერლიპრესინით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში.

უმეტეს კლინიკურ კვლევებში, რომლებიც მხარს უჭერენ ტერლიპრესინის გამოყენებას ჰეპატორენალური სინდრომის სამკურნალოდ, ადამიანის ალბუმინი ერთდროულად შეყვანილი იყო დოზით 1 გ/კგ წონაზე პირველ დღეს და შემდეგ დოზით 20-40 გ/დღეში. ჰეპატორენალური სინდრომის მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა 7 დღე, ხოლო მაქსიმალური რეკომენდებული ხანგრძლივობაა 14 დღე. ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ტიპი 1 ჰეპატორენალური სინდრომი:

ტერლიპრესინი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელების დისფუნქციით, ანუ საბაზისო შრატის კრეატინინი ≥ 442 μmol/L (5.0 მგ/დლ), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალობის სარგებელი აღემატება მოსალოდნელ რისკს. ტერლიპრესინის აცეტატის 0.2 მგ/მლ საინექციო ხსნარი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის არასაკმარისი გამოცდილების გამო. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ტიპი 1 ჰეპატორენალური სინდრომი:

ტერლიპრესინი არ უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მძიმე დაავადებით, რომლებიც განსაზღვრულია როგორც ღვიძლის მწვავე-ქრონიკული უკმარისობა (ACLF) მე-3 ხარისხის ან/და ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მოდელის (MELD) ქულა ≥39, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალობის სარგებელი აღემატება მოსალოდნელ რისკს.

ინექციის ან ინფუზიის მომზადება

შეყვანისთვის საჭიროა ფლაკოდან პრეპარატის საჭირო რაოდენობის შპრიცით ამოღება.

ინახება მაცივარში (2˚C-8°C). არ გაიყინოთ.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა