პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ტერაფლუ ფორტე

THERAFLU FORTE

ურეცეპტოდ650მგ+10მგ+4მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ტერაფლუ ფორტე ეს არის პრეპარატი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის ფორმით. ტერაფლუ ფორტედ ტაბლეტი არის პასტელის ყვითელი ფერის, მოგრძო ტაბლეტი დახრილი კიდეებით. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
650მგ+10მგ+4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0546
რეგისტრირებულია
11 მაისი 2023, მოქმედებს 11 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებატერაფლუ ფორტე და სხვა წამალი ერთად

ტერაფლუ ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტერაფლუ ფორტე ეს არის პრეპარატი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის ფორმით. ტერაფლუ ფორტედ ტაბლეტი არის პასტელის ყვითელი ფერის, მოგრძო ტაბლეტი დახრილი კიდეებით.

ტერაფლუ ფორტე არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სამ მოქმედ ნივთიერებას - ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ (პარაცეტამოლი), ანტიჰისტამინურ (ქლორფენირამინის მალეატი) და შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას და აღკვეთს დახშულობას (ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი).

ტერაფლუ ფორტე წარმოდგენილია 20 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში, ორიგინალ კოლოფში.

ტერაფლუ ფორტე შეიცავს ლაქტოზას, რომელიც მიიღება ძროხის რძისგან.

ტერაფლუ ფორტე გამოიყენება გრიპის და გაციების მიზეზით გამოწვეული შემდეგი ჩივილების სამკურნალოდ:

ცხვირის და ცხვირის ღრუების (სინუსები) დახშვა

ცხვირიდან გამონადენი ან გაგუდულობა

ცემინება

ცხვირის და ყელის მიდამოში ქავილი

ყელის გაღიზიანების გამო ხველა

მსუბუქი ტკივილი, როგორიცაა ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ცხვირის სინუსების ტკივილი

ცხელება

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ტერაფლუ ფორტეს გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

თუ ექიმის მიერ არ იქნა რეკომენდებული სხვა სახით, გამოიყენეთ შემდეგი დოზებით:

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში:

მიიღეთ 1 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ.

თუ ექიმი თქვენი მდგომარეობის მიხედვით საჭიროდ ჩათვლის, შესაძლებელია ყოველ 4 საათში 1 ტაბლეტის გამოყენება. არ გამოიყენოთ დღეში 6 ტაბლეტზე მეტი.

ტერაფლუ ფორტე უნდა გამოიყენონ არანაკლებ 4 საათი ინტერვალით.

არ შეიძლება ტერაფლუ ფორტეს გამოყენება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

გამოყენების წესი და მეთოდი:

ტერაფლუ ფორტე მიიღეთ საკმარისი რაოდენობის (მაგალითად, ერთი ჭიქა) წყლით.

შეგიძლიათ ტერაფლუ ფორტეს გამოყენება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

არ შეიძლება ტერაფლუ ფორტეს გამოყენება 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

ასაკოვნებში გამოყენება:

ტერაფლუ ფორტე გამოიყენება საჭიროების მიხედვით 4-6 საათში 1 ტაბლეტი.

არ შეიძლება დღეში 3 ტაბლეტზე მეტი ტერაფლუ ფორტეს გამოყენება.

ტერაფლუ ფორტე უნდა გამოიყენონ არანაკლებ 4 საათის ინტერვალით.

დოზის მინიმალური ინტერვალი: უნდა გამოიყენონ არანაკლებ 4 საათის ინტერვალით.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია მოქმედ ნივთიერებებზე ან სხვა პრეპარატებზე, რომლებიც ააქტიურებენ ჰორმონ ადრენალინს (ადრენერგული პრეპარატები) ან ტერაფლუ ფორტეს შემადგენლობაში არსებულ სხვა ნივთიერებებზე (იხილეთ, დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი),

თუ იღებთ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიიღეთ დეპრესიის, ფსიქიატრიული ან ემოციური დარღვევების ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორი (მაოი - პრეპარატები, რომლებიც ახდენენ ფერმენტ მონოამინოოქსიდაზას დათრგუნვას),

თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის (ჩაილდ-პიუს კატეგორია > 9) ან თირკმლის მძიმე დაავადება,

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევის ან გულის სისხლძარღვების შევიწროების გამო გულის არასაკმარისად მომარაგებით გამოწვეული დაავადება, რომელსაც ახლავს აჩქარებული გულისცემა (კორონარული არტერიების დაავადება),

თუ გაქვთ დაავადება, სახელად პროსტატის ადენომა (რეპროდუქციული სისტემის ორგანოს გადიდება), რომლის დროსაც მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში რჩება გარკვეული რაოდენობით შარდი,

თუ საშარდე არხში დახშულია შარდის ბუშტის ყელი, რომელიც შედგება შარდის ბუშტის კუნთებისგან და უზრუნველყოფს შარდის დინებას/შეკავებას,

თუ გაქვთ პეპტიკური წყლული (კუჭის გარსზე ან თორმეტგოჯა ნაწლავზე წყლული), რომელიც იწვევს კუჭის შევიწროებას,

თუ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის გამოყენებიდან გამომდინარე გაქვთ ფილტვის ნებისმიერი დაავადება, მათ შორის ასთმა (ბრონქოსპაზმი - ბრონქების შევიწროება),

თუ გაქვთ თვალის წნევა (გლაუკომა),

თუ გაქვთ ფერმენტ გლუკოზა 6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი (ცილის დეფიციტი, რომელიც ერითროციტებს იცავს მათთვის საზიანო ოქსიდაციური რეაქციებისგან),

თუ გაქვთ დიაბეტი,

თუ გაქვთ ეპილეფსია,

თუ ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ფარისებრ ჰორმონს (ჰიპერთირეოზი),

თუ იყენებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატს,

თუ იყენებთ ბეტა ბლოკატორებს (გულის და სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს გამოყენებული პრეპარატები),

თუ იყენებთ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს (დეპრესიის დროს გამოყენებული პრეპარატები),

თუ იყენებთ გაგუდულობის საწინააღმდეგო, მადის საწინააღმდეგო პრეპარატებს, შაქრის შემცვლელებს და სხვა სიმპათომიმეტურ პრეპარატებს,

თუ გაქვთ ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლებში წარმოქმნილი სიმსივნე, რომელიც იწვევს ადრენალინის რაოდენობის გაზრდას),

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ,

თუ 12 წელზე ნაკლები ასაკის ხართ.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ტერაფლუ ფორტე გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

თუ იყენებთ ალკოჰოლს,

თუ მუდმივად იყენებთ ალკოჰოლს და ამასთანავე გაქვთ ღვიძლის დაავადება,

თუ წარსულში გქონდათ გულისცემის სიჩქარის დარღვევა (არითმია) (Torsades de pointes - პირუეტული ტაქიკარდია) ან QT (ვადა, რომელიც გამოხატავს გულისცემის სიჩქარეს) ინტერვალის გაზრდა,

თუ გაქვთ გულ-სისძარღვთა სისტემის დაავადება,

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება,

თუ გაქვთ ცერებრული ათეროსკლეროზი (თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი),

თუ გაურკვეველი მიზეზით ეცემა არტერიული წნევა (იდიოპათური ორთოსტატული ჰიპოტენზია),

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა,

თუ გადიდებულია წინამდებარე ჯირკვალი, რადგანაც შესაძლებელია მგრძნობიარე იყოთ შარდის შეკავების მიმართ,

თუ გაქვთ ბრონქული ასთმა,

თუ გაქვთ დიაბეტი,

თუ მუდმივად არასაკმარისად იკვებებით (ქრონიკული მალნუტრიცია) და გაქვთ გაუწყლოება (დეჰიდრატაცია),

თუ გაქვთ გილბერტის სინდრომი - მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ფერმენტების მაღალი დონე (მაგალითად, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) დონე) და გარდამავალი სიყვითლე.

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია,

არ გამოიყენოთ ტერაფლუ ფორტე რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები ვადის განმავლობაში. ტერაფლუ ფორტე შეიცავს პარაცეტამოლს, რომელმაც რეკომენდებულზე მაღალი დოზით ან ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.

პარაცეტამოლმა უეცარი მაღალი დოზებით შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული ინტოქსიკაცია.

თუ გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმლის დაავადება,

თუ გაქვთ ანემია,

თუ გაქვთ სუნთქვის პრობლემები (როგორიცაა ასთმა, ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი), ტერაფლუ ფორტე უნდა გამოიყენოთ ექიმის კონტროლით.

თუ პირველად იყენებთ ან ადრე გამოიყენეთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატი, პირველივე დოზაზე ან განმეორებით დოზებზე შესაძლებელია გამოვლინდეს კანზე სიწითლე, გამონაყარი ან კანის რეაქცია. ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს. საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა და ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა. ასეთი ტიპის კანის რეაქციის განვითარებისას აღარ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ან პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატი. აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული და ლეტალური შედეგის მქონე კანის რეაქციები.

თუ გაქვთ სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ასთმა, ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი,

თუ ჩივილები არ შეწყდება 3-5 დღის განმავლობაში ან ახლავს მაღალი ტემპერატურა, თუ ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, კანზე გაქვთ გამონაყარი (ჭინჭრის ციება) ან მუდმივი თავის ტკივილი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

არ გადააჭარბოთ ტერაფლუ ფორტეს რეკომენდებულ დოზას. ტერაფლუ ფორტესთან ერთად არ გამოიყენოთ პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატები. მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გლუტატიონის დაბალი დონე, სისტემატურად იღებენ ალკოჰოლს, აქვთ ძლიერი უმადობა (ანორექსია), სხეულის მასის დაბალი ინდექსი ან კვების დეფიციტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკის გამო საჭიროა გამოყენება სიფრთხილის დაცვით.

თუ გაქვთ გლუტატიონის დეფიციტი, ტერაფლუ ფორტემ შესაძლებელია გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია:

ღრმა, სწრაფი და გაძნელებული სუნთქვა

გულისრევა და ღებინება

უმადობა.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

ტერაფლუ ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტერაფლუ ფორტემ ალკოჰოლთან ერთად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, რის გამოც ამ პრეპარატის გამოყენების დროს არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება.

სიფრთხილის ზომები

პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის უკმარისობით ტერაფლუ ფორტე უნდა გამოიყენონ სიფრთხილის დაცვით.

არ შეიძლება ტერაფლუ ფორტეს გამოყენება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ თვლით, რომ ტერაფლუ ფორტეს მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ ტერაფლუ ფორტე საჭიროზე მეტი რაოდენობით:

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ შეიძლება ორსულობის პერიოდში საჭიროების გარეშე ტერაფლუ ფორტეს გამოყენება.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში საჭიროების გარეშე ტერაფლუ ფორტეს გამოყენება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტერაფლუ ფორტემ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული დარღვევები, როგორიცაა დაბუჟება, თავბრუსხვევა, დაბინდული მხედველობა, აზროვნების დაქვეითება და მოძრაობის შენელება. აღნიშნულმა შესაძლებელია სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე. რის გამოც დაიცავით სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის დროს. ძილიანობა შესაძლებელია გაძლიერდეს დამამშვიდებელი, დაძაბულობის შესამცირებლად გამოყენებული პრეპარატების, ალკოჰოლური სასმელების გამოყენებით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტერაფლუ ფორტეს შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ტერაფლუ ფორტე შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა (მგრძნობელობა), ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

ტერაფლუ ფორტე შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს. შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ, დაყოვნებული).

ტერაფლუ ფორტე შეიცავს ქინოლონის ყვითელს. ქინოლონის ყვითელმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაოი) გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. არ გამოიყენოთ ტერაფლუ ფორტე, თუ იღებთ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიიღეთ მაოი (მათ შორის მაკლობემიდი).

ტერაფლუ ფორტეს ეფექტი შესაძლებელია შეიცვალოს ზოგ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას. თუ იყენებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს:

დამამშვიდებელი პრეპარატები (სედატიური საშუალებები, ტრანკვილიზატორები)

პრეპარატები, რომლებიც ანელებენ კუჭის დაცლის პროცესს (მაგალითად, პროპანთელინი)

პრეპარატები, რომლებიც აჩქარებენ კუჭის დაცლის პროცესს (მაგალითად, მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი)

ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი პრეპარატები, როგორიცაა ქოლესტირამინი

პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის ფერმენტებს (მაგალითად, ზოგიერთი საძილე საშუალება, ეპილეფსიის დროს გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ლამოტრიჯინი) და ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (რიფამპიცინი, იზონიაზიდი)

ანტიბიოტი ქლორამფენიკოლი

ვარფარინი და კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას)

ზიდოვუდინი (შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი)

გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის გამოყენებული პრეპარატები (ტროპიცეტრონი და გრანიცეტრონი)

ალკოჰოლი

ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, მცენარე კრაზანა)

გულის დაავადების და ასთმის დროს გამოყენებული პრეპარატები (სიმპათომიმეტური პრეპარატები)

გულის რითმის დარღვევის და მაღალი არტერიული წნევის დროს გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები, დებრისოკინი, გუანეტიდინი, რეზერპინი, მეთილდოპა)

შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებული ერგოალკალოიდები (ერგოტამინი და მეთილსერგიდი)

ნერვული სისტემის აღგზნების საწინააღმდეგოდ გამოყენებული ანტიქოლინერგიული პრეპარატები (მაგალითად, ზოგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატი, ატროპინი და შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები)

გულის დაავადებების დროს გამოყენებული დიგოქსინი და საგულე გლიკოზიდები

ოქსიტოცინი, რომელიც გამოიყენება მშობიარობის გასაადვილებლად

პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის (სახსრების დაავადება) სამკურნალოდ

ტკივილის გასაყუჩებლად და ანთების სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატებთან (სახელად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - აასპ) ერთად პარაცეტამოლის გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს თირკმელზე აასპ-ის ნეგატიური ზეგავლენა.

რეკომენდებულია, მოერიდოთ ერთზე მეტი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატით კომბინირებულ მკურნალობას.

პარაცეტამოლმა, განსაკუთრებით პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში, შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს სისხლში შარდმჟავას დონის განსაზღვრისთვის გამოყენებული ფოსფოვოლფრამის შარდმჟავას ტესტებზე.

ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების (ანტიჰისტამინური პრეპარატები), როგორიცაა პრომეტაზინი, მიღება უნდა შეწყდეს ალერგიის ტესტების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგანაც შესაძლებელია მოახდინოს კანზე ჰისტამინის პასუხის დათრგუნვა.

არ არის რეკომენდებული პარაცეტამოლის შემცველი ან შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველი პრეპარატების გამოყენება გრიპის და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

ანტიქოლინერგიული პრეპარატები (პრეპარატი, რომელიც ახდენს ზოგიერთი უნებლიე ნერვული სიგნალის ბლოკირებას/შემცირებას) (მაგალითად, ზოგიერთი ფსიქიატრიული პრეპარატი, ატროპინი და შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები)

არსებობს ურთიერთქმედების ალბათობა ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა დიგიტალისი, რაუვოლფიას ალკალოიდები, ინდომეტაზინი და ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი სხვა პრეპარატები და, სავარაუდოდ, თეოფილინი.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

ძალიან ხშირი

ძილიანობა, სედაცია მსუბუქი გაბრუებიდან ღრმა ძილამდე

ხშირი

გაღიზიანება

დაბინდული მხედველობა

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაბუჟება, უძილობა, ყურადღების გაფანტვა, კოორდინაციის დარღვევა

არტერიული წნევის მატება (განსაკუთრებით პაციენტებში მაღალი არტერიული წნევით)

ზედა სასუნთქი გზების დაავადების სიმპტომები

გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, აირების დაგროვებიდან გამომდინარე შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა

სისუსტე

არახშირი

კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა

სამკურნალო დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას თირკმელზე მავნე ზემოქმედება

მაღალი დოზებით პარაცეტამოლის მიღების შემდეგ თირკმელზე მავნე ზემოქმედება (ნეფროტოქსიკურობა)

იშვიათი

ჰემოგრამაში ცვლილებები, როგორიცაა თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), ანემია, ჰემოლიზური ანემია

ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (ხელების, ფეხების, სახის და ტუჩების შეშუპება ან ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას)

გამონაყარი კანზე, ქავილი, ალერგიული შეშუპება, სახის, ენის და ყელის შეშუპება (ანგიოედემა), გავრცელებული გამონაყარი გამონადენით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი), ჰიპერმგრძნობელობა, გამოხატული ხელებზე, სახესა და ფეხებზე მაქმანის მსგავსი სიწითლით (მულტიფორმული ერითემა)

ფილტვებში ასთმის მსგავსი სიმპტომები, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ბრონქოსპაზმი), ბრონქული სეკრეტის გასქელება

დიარეა, მონელების პრობლემა

ღვიძლის დაზიანება, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), მათ შორის სიყვითლე

მკერდში შებოჭილობა

დეპრესია, კოშმარები, უძილობა

აღგზნებადობა (გამღიზიანებლების მიმართ ჭარბი მგრძნობელობა), კონცენტრაციის შეუძლებლობა

გუგების გაფართოება (მიდრიაზი), თვალის წინა ნაწილში არსებული სითხის ნაკადის შემცირების გამო თვალშიდა წნევის მატება (მწვავე მახვილკუთხოვანი გლაუკომა)

შარდვისას ტკივილი (დიზურია), უმეტესად პროსტატის გადიდების მსგავსი, შარდის ბუშტის გასასვლელში დახშვიდან გამომდინარე მოშარდვის შეუძლებლობა (შარდის შეკავება)

ტინიტუსი

გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), პალპიტაცია, გულის რითმის დარღვევა (არითმია)

დაბალი არტერიული წნევა

ძალიან იშვიათი

ლაიელის სინდრომი (კანის დაავადება, რომელიც შეიძლება განვითარდეს მედიკამენტების და სხვადასხვა ინფექციების გამო)

სისხლში თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება

ასპირინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის დისფუნქცია)

უცნობია

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი), ალერგიის ტესტზე დადებითი პასუხი, სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება, თავის ტვინის ანთება (ენცეფალოპათია), ხელების კანკალი (ტრემორი)

გაღიზიანება, აღგზნებადობა (გამღიზიანებლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა), მოუსვენრობა, აღელვება

მიოკიმია და კოორდინაციის დარღვევა, კუნთების სისუსტე

შარდის შეკავება (მოშარდვის შეუძლებლობა)

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)

რეფლექსური ბრადიკარდია (გულისცემის სიჩქარის დაქვეითება, რომელიც ვითარდება, როგორც რეაქცია გულისცემის სიჩქარის მატებაზე)

ფილტვის სეკრეტის (ბრონქის სეკრეტი) გასქელება

ალერგიული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის სიწითლე და აქერცვლა), სინათლის მიმართ მგრძნობელობა, კანის რეაქციები, ურტიკარია

ბავშვებში პარადოქსული აღგზნება (ორგანიზმის/ორგანოების აღგზნება), ასაკოვნებში კონფუზიური ფსიქოზი (ნერვული დარღვევა, რომელიც მიმდინარეობს ცნობიერების დაბინდვით)

მოშარდვის გაძნელება, მტკივნეული შარდვა

უმადობა (ანორექსია)

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე: 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • ტერაფლუ ფორტეს შენახვა

ტერაფლუ ფორტე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და თავის შეფუთვაში.

შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.

არ გამოიყენოთ ტერაფლუ ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ტერაფლუ ფორტე, თუ პრეპარატზე და/ან მის შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი: სს ჰალეონ თუქეთიჯი საღლიი

შიშლი/სტამბოლი

წარმოების ადგილი: სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.

ესენიურთი/სტამბოლი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 10.11.2022 წელს.

A20019848/00

ჭარბი დოზა

სიფერმკრთალე, გულისრევა და ღებინება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში სიმპტომები შესაძლებელია არ გამოვლინდეს რამდენიმე საათის განმავლობაში. ამიტომ დოზის გადაჭარბების ან პრეპარატის შეცდომით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. მწვავე (მოკლე დროში) მაღალი დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის ინტოქსიკაცია. ჭარბი დოზით გამოწვეული ზიანი უფრო მაღალია ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების მქონე პაციენტებში. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებისას დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მკურნალობა.

დოზის გადაჭარბებისას გამოვლენილი რეაქციები მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების ნაწილში ჩამოთვლილი რეაქციების მსგავსია. სერიოზულ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს დაბნეულობა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები და გულის რიტმის დარღვევები.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის პარადოქსული აღგზნება, ტოქსიკური ფსიქოზი (გუნება-განწყობის დარღვევა), კრუნჩხვა, აპნოე (სუნთქვის დროებით შეჩერება), კონვულსიები (კუნთების უნებლიე შეკუმშვა), ანტიქოლინერგიული რეაქციები (დაბინდული მხედველობა, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, ყაბზობა), დისტონიური რეაქციები (კუნთების უნებლიე, ძლიერი კრუნჩხვა და ტანადობის დარღვევა) და კარდიოვასკულური კოლაფსი (მძიმე მდგომარეობა, რომელიც ვითარდება სისხლძარღვების გაფართოებით და მათში სისხლის დაგროვებით), მათ შორის არითმია (გულისცემის დარღვევა). პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, ენცეპალოპათია (დაავადება, რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილში ცვლილებას), კომა და სიკვდილი.

თუ გამოიყენეთ ტერაფლუ ფორტე საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ტერაფლუ ფორტეს მიღება:

თუ დაგავიწყდებათ ტერაფლუ ფორტეს ერთი დოზის მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ და, თუ საჭიროა, გაიმეორეთ დოზა 6 საათის შემდეგ (თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად).

გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ტერაფლუ ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია

არ არსებობს.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტერაფლუ ფორტეს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რეაქციის განვითარებისას შეწყვიტეთ ტერაფლუ ფორტეს გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე სიწითლე, ქავილი

დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ანემია, ხანგრძლივად გამოყენებისას სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, პანციტოპენია),

გრანულოციტების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი)

ლაიელის სინდრომი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, კანის დაავადება, მათ შორის ფატალური შედეგის მქონე, რომელიც შეიძლება განვითარდეს მედიკამენტების და სხვადასხვა ინფექციების გამო)

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ანთება, რომელიც მიმდინარეობს კანზე და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევით, შეშუპებით და სიწითლით)

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (გავრცელებული გამონაყარი ჩირქით სავსე ბუშტუკებით, რომელსაც ახლავს ცხელება).

ასთმა და სუნთქვის გაძნელება

დიდი რაოდენობით მიღებისას ღვიძლის სერიოზული დაზიანება

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. თუ გამოგივლინდებათ რომელიმე მათგანი, შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ჰალეონი

გამოყენების ინსტრუქცია

ტერაფლუ ფორტე 650 მგ/10 მგ/4 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

აქტიური ნივთიერება : აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 650 მგ პარაცეტამოლს, 10 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს და 4 მგ ქლორფენირამინის მალეატს.

დამხმარე ნივთიერებები : სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიიღება ძროხის რძისგან), მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ქინოლინის ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პოლივინილპიროლიდონი, მეთილცელულოზა

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.

თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

  • რა არის ტერაფლუ ფორტე და რისთვის გამოიყენება?
  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ტერაფლუ ფორტეს გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ტერაფლუ ფორტე?
  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
  • ტერაფლუ ფორტეს შენახვა
  • რა არის ტერაფლუ ფორტე და რისთვის გამოიყენება?

ტერაფლუ ფორტე ეს არის პრეპარატი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის ფორმით. ტერაფლუ ფორტედ ტაბლეტი არის პასტელის ყვითელი ფერის, მოგრძო ტაბლეტი დახრილი კიდეებით.

ტერაფლუ ფორტე არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სამ მოქმედ ნივთიერებას - ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ (პარაცეტამოლი), ანტიჰისტამინურ (ქლორფენირამინის მალეატი) და შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას და აღკვეთს დახშულობას (ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი).

ტერაფლუ ფორტე წარმოდგენილია 20 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში, ორიგინალ კოლოფში.

ტერაფლუ ფორტე შეიცავს ლაქტოზას, რომელიც მიიღება ძროხის რძისგან.

ტერაფლუ ფორტე გამოიყენება გრიპის და გაციების მიზეზით გამოწვეული შემდეგი ჩივილების სამკურნალოდ:

ცხვირის და ცხვირის ღრუების (სინუსები) დახშვა

ცხვირიდან გამონადენი ან გაგუდულობა

ცემინება

ცხვირის და ყელის მიდამოში ქავილი

ყელის გაღიზიანების გამო ხველა

მსუბუქი ტკივილი, როგორიცაა ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ცხვირის სინუსების ტკივილი

ცხელება

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ტერაფლუ ფორტეს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტერაფლუ ფორტე შემდეგ შემთხვევებში

თუ გაქვთ ალერგია მოქმედ ნივთიერებებზე ან სხვა პრეპარატებზე, რომლებიც ააქტიურებენ ჰორმონ ადრენალინს (ადრენერგული პრეპარატები) ან ტერაფლუ ფორტეს შემადგენლობაში არსებულ სხვა ნივთიერებებზე (იხილეთ, დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი),

თუ იღებთ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიიღეთ დეპრესიის, ფსიქიატრიული ან ემოციური დარღვევების ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორი (მაოი - პრეპარატები, რომლებიც ახდენენ ფერმენტ მონოამინოოქსიდაზას დათრგუნვას),

თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის (ჩაილდ-პიუს კატეგორია > 9) ან თირკმლის მძიმე დაავადება,

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევის ან გულის სისხლძარღვების შევიწროების გამო გულის არასაკმარისად მომარაგებით გამოწვეული დაავადება, რომელსაც ახლავს აჩქარებული გულისცემა (კორონარული არტერიების დაავადება),

თუ გაქვთ დაავადება, სახელად პროსტატის ადენომა (რეპროდუქციული სისტემის ორგანოს გადიდება), რომლის დროსაც მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში რჩება გარკვეული რაოდენობით შარდი,

თუ საშარდე არხში დახშულია შარდის ბუშტის ყელი, რომელიც შედგება შარდის ბუშტის კუნთებისგან და უზრუნველყოფს შარდის დინებას/შეკავებას,

თუ გაქვთ პეპტიკური წყლული (კუჭის გარსზე ან თორმეტგოჯა ნაწლავზე წყლული), რომელიც იწვევს კუჭის შევიწროებას,

თუ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის გამოყენებიდან გამომდინარე გაქვთ ფილტვის ნებისმიერი დაავადება, მათ შორის ასთმა (ბრონქოსპაზმი - ბრონქების შევიწროება),

თუ გაქვთ თვალის წნევა (გლაუკომა),

თუ გაქვთ ფერმენტ გლუკოზა 6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი (ცილის დეფიციტი, რომელიც ერითროციტებს იცავს მათთვის საზიანო ოქსიდაციური რეაქციებისგან),

თუ გაქვთ დიაბეტი,

თუ გაქვთ ეპილეფსია,

თუ ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ფარისებრ ჰორმონს (ჰიპერთირეოზი),

თუ იყენებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატს,

თუ იყენებთ ბეტა ბლოკატორებს (გულის და სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს გამოყენებული პრეპარატები),

თუ იყენებთ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს (დეპრესიის დროს გამოყენებული პრეპარატები),

თუ იყენებთ გაგუდულობის საწინააღმდეგო, მადის საწინააღმდეგო პრეპარატებს, შაქრის შემცვლელებს და სხვა სიმპათომიმეტურ პრეპარატებს,

თუ გაქვთ ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლებში წარმოქმნილი სიმსივნე, რომელიც იწვევს ადრენალინის რაოდენობის გაზრდას),

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ,

თუ 12 წელზე ნაკლები ასაკის ხართ.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ტერაფლუ ფორტე გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

თუ იყენებთ ალკოჰოლს,

თუ მუდმივად იყენებთ ალკოჰოლს და ამასთანავე გაქვთ ღვიძლის დაავადება,

თუ წარსულში გქონდათ გულისცემის სიჩქარის დარღვევა (არითმია) (Torsades de pointes - პირუეტული ტაქიკარდია) ან QT (ვადა, რომელიც გამოხატავს გულისცემის სიჩქარეს) ინტერვალის გაზრდა,

თუ გაქვთ გულ-სისძარღვთა სისტემის დაავადება,

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება,

თუ გაქვთ ცერებრული ათეროსკლეროზი (თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი),

თუ გაურკვეველი მიზეზით ეცემა არტერიული წნევა (იდიოპათური ორთოსტატული ჰიპოტენზია),

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა,

თუ გადიდებულია წინამდებარე ჯირკვალი, რადგანაც შესაძლებელია მგრძნობიარე იყოთ შარდის შეკავების მიმართ,

თუ გაქვთ ბრონქული ასთმა,

თუ გაქვთ დიაბეტი,

თუ მუდმივად არასაკმარისად იკვებებით (ქრონიკული მალნუტრიცია) და გაქვთ გაუწყლოება (დეჰიდრატაცია),

თუ გაქვთ გილბერტის სინდრომი - მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ფერმენტების მაღალი დონე (მაგალითად, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) დონე) და გარდამავალი სიყვითლე.

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია,

არ გამოიყენოთ ტერაფლუ ფორტე რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები ვადის განმავლობაში. ტერაფლუ ფორტე შეიცავს პარაცეტამოლს, რომელმაც რეკომენდებულზე მაღალი დოზით ან ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.

პარაცეტამოლმა უეცარი მაღალი დოზებით შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული ინტოქსიკაცია.

თუ გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმლის დაავადება,

თუ გაქვთ ანემია,

თუ გაქვთ სუნთქვის პრობლემები (როგორიცაა ასთმა, ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი), ტერაფლუ ფორტე უნდა გამოიყენოთ ექიმის კონტროლით.

თუ პირველად იყენებთ ან ადრე გამოიყენეთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატი, პირველივე დოზაზე ან განმეორებით დოზებზე შესაძლებელია გამოვლინდეს კანზე სიწითლე, გამონაყარი ან კანის რეაქცია. ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს. საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა და ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა. ასეთი ტიპის კანის რეაქციის განვითარებისას აღარ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ან პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატი. აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული და ლეტალური შედეგის მქონე კანის რეაქციები.

თუ გაქვთ სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ასთმა, ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი,

თუ ჩივილები არ შეწყდება 3-5 დღის განმავლობაში ან ახლავს მაღალი ტემპერატურა, თუ ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, კანზე გაქვთ გამონაყარი (ჭინჭრის ციება) ან მუდმივი თავის ტკივილი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

არ გადააჭარბოთ ტერაფლუ ფორტეს რეკომენდებულ დოზას. ტერაფლუ ფორტესთან ერთად არ გამოიყენოთ პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატები. მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გლუტატიონის დაბალი დონე, სისტემატურად იღებენ ალკოჰოლს, აქვთ ძლიერი უმადობა (ანორექსია), სხეულის მასის დაბალი ინდექსი ან კვების დეფიციტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკის გამო საჭიროა გამოყენება სიფრთხილის დაცვით.

თუ გაქვთ გლუტატიონის დეფიციტი, ტერაფლუ ფორტემ შესაძლებელია გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია:

ღრმა, სწრაფი და გაძნელებული სუნთქვა

გულისრევა და ღებინება

უმადობა.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

ტერაფლუ ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტერაფლუ ფორტემ ალკოჰოლთან ერთად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, რის გამოც ამ პრეპარატის გამოყენების დროს არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ შეიძლება ორსულობის პერიოდში საჭიროების გარეშე ტერაფლუ ფორტეს გამოყენება.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში საჭიროების გარეშე ტერაფლუ ფორტეს გამოყენება.

სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა

ტერაფლუ ფორტემ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული დარღვევები, როგორიცაა დაბუჟება, თავბრუსხვევა, დაბინდული მხედველობა, აზროვნების დაქვეითება და მოძრაობის შენელება. აღნიშნულმა შესაძლებელია სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე. რის გამოც დაიცავით სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის დროს. ძილიანობა შესაძლებელია გაძლიერდეს დამამშვიდებელი, დაძაბულობის შესამცირებლად გამოყენებული პრეპარატების, ალკოჰოლური სასმელების გამოყენებით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტერაფლუ ფორტეს შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ტერაფლუ ფორტე შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა (მგრძნობელობა), ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

ტერაფლუ ფორტე შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს. შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ, დაყოვნებული).

ტერაფლუ ფორტე შეიცავს ქინოლონის ყვითელს. ქინოლონის ყვითელმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაოი) გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. არ გამოიყენოთ ტერაფლუ ფორტე, თუ იღებთ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიიღეთ მაოი (მათ შორის მაკლობემიდი).

ტერაფლუ ფორტეს ეფექტი შესაძლებელია შეიცვალოს ზოგ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას. თუ იყენებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს:

დამამშვიდებელი პრეპარატები (სედატიური საშუალებები, ტრანკვილიზატორები)

პრეპარატები, რომლებიც ანელებენ კუჭის დაცლის პროცესს (მაგალითად, პროპანთელინი)

პრეპარატები, რომლებიც აჩქარებენ კუჭის დაცლის პროცესს (მაგალითად, მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი)

ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი პრეპარატები, როგორიცაა ქოლესტირამინი

პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის ფერმენტებს (მაგალითად, ზოგიერთი საძილე საშუალება, ეპილეფსიის დროს გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ლამოტრიჯინი) და ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (რიფამპიცინი, იზონიაზიდი)

ანტიბიოტი ქლორამფენიკოლი

ვარფარინი და კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები (პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას)

ზიდოვუდინი (შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი)

გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკისთვის გამოყენებული პრეპარატები (ტროპიცეტრონი და გრანიცეტრონი)

ალკოჰოლი

ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, მცენარე კრაზანა)

გულის დაავადების და ასთმის დროს გამოყენებული პრეპარატები (სიმპათომიმეტური პრეპარატები)

გულის რითმის დარღვევის და მაღალი არტერიული წნევის დროს გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები, დებრისოკინი, გუანეტიდინი, რეზერპინი, მეთილდოპა)

შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებული ერგოალკალოიდები (ერგოტამინი და მეთილსერგიდი)

ნერვული სისტემის აღგზნების საწინააღმდეგოდ გამოყენებული ანტიქოლინერგიული პრეპარატები (მაგალითად, ზოგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატი, ატროპინი და შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები)

გულის დაავადებების დროს გამოყენებული დიგოქსინი და საგულე გლიკოზიდები

ოქსიტოცინი, რომელიც გამოიყენება მშობიარობის გასაადვილებლად

პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის (სახსრების დაავადება) სამკურნალოდ

ტკივილის გასაყუჩებლად და ანთების სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატებთან (სახელად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - აასპ) ერთად პარაცეტამოლის გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს თირკმელზე აასპ-ის ნეგატიური ზეგავლენა.

რეკომენდებულია, მოერიდოთ ერთზე მეტი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატით კომბინირებულ მკურნალობას.

პარაცეტამოლმა, განსაკუთრებით პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში, შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს სისხლში შარდმჟავას დონის განსაზღვრისთვის გამოყენებული ფოსფოვოლფრამის შარდმჟავას ტესტებზე.

ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების (ანტიჰისტამინური პრეპარატები), როგორიცაა პრომეტაზინი, მიღება უნდა შეწყდეს ალერგიის ტესტების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგანაც შესაძლებელია მოახდინოს კანზე ჰისტამინის პასუხის დათრგუნვა.

არ არის რეკომენდებული პარაცეტამოლის შემცველი ან შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველი პრეპარატების გამოყენება გრიპის და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

ანტიქოლინერგიული პრეპარატები (პრეპარატი, რომელიც ახდენს ზოგიერთი უნებლიე ნერვული სიგნალის ბლოკირებას/შემცირებას) (მაგალითად, ზოგიერთი ფსიქიატრიული პრეპარატი, ატროპინი და შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები)

არსებობს ურთიერთქმედების ალბათობა ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა დიგიტალისი, რაუვოლფიას ალკალოიდები, ინდომეტაზინი და ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი სხვა პრეპარატები და, სავარაუდოდ, თეოფილინი.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება ტერაფლუ ფორტე?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

თუ ექიმის მიერ არ იქნა რეკომენდებული სხვა სახით, გამოიყენეთ შემდეგი დოზებით:

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში:

მიიღეთ 1 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ.

თუ ექიმი თქვენი მდგომარეობის მიხედვით საჭიროდ ჩათვლის, შესაძლებელია ყოველ 4 საათში 1 ტაბლეტის გამოყენება. არ გამოიყენოთ დღეში 6 ტაბლეტზე მეტი.

ტერაფლუ ფორტე უნდა გამოიყენონ არანაკლებ 4 საათი ინტერვალით.

არ შეიძლება ტერაფლუ ფორტეს გამოყენება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

გამოყენების წესი და მეთოდი:

ტერაფლუ ფორტე მიიღეთ საკმარისი რაოდენობის (მაგალითად, ერთი ჭიქა) წყლით.

შეგიძლიათ ტერაფლუ ფორტეს გამოყენება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

არ შეიძლება ტერაფლუ ფორტეს გამოყენება 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

ასაკოვნებში გამოყენება:

ტერაფლუ ფორტე გამოიყენება საჭიროების მიხედვით 4-6 საათში 1 ტაბლეტი.

არ შეიძლება დღეში 3 ტაბლეტზე მეტი ტერაფლუ ფორტეს გამოყენება.

ტერაფლუ ფორტე უნდა გამოიყენონ არანაკლებ 4 საათის ინტერვალით.

დოზის მინიმალური ინტერვალი: უნდა გამოიყენონ არანაკლებ 4 საათის ინტერვალით.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის უკმარისობით ტერაფლუ ფორტე უნდა გამოიყენონ სიფრთხილის დაცვით.

არ შეიძლება ტერაფლუ ფორტეს გამოყენება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ თვლით, რომ ტერაფლუ ფორტეს მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ ტერაფლუ ფორტე საჭიროზე მეტი რაოდენობით:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე ხშირად ვლინდება შემდეგი სიმპტომები: სიფერმკრთალე, გულისრევა და ღებინება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში სიმპტომები შესაძლებელია არ გამოვლინდეს რამდენიმე საათის განმავლობაში. ამიტომ დოზის გადაჭარბების ან პრეპარატის შეცდომით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. მწვავე (მოკლე დროში) მაღალი დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის ინტოქსიკაცია. ჭარბი დოზით გამოწვეული ზიანი უფრო მაღალია ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების მქონე პაციენტებში. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებისას დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მკურნალობა.

დოზის გადაჭარბებისას გამოვლენილი რეაქციები მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების ნაწილში ჩამოთვლილი რეაქციების მსგავსია. სერიოზულ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს დაბნეულობა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები და გულის რიტმის დარღვევები.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის პარადოქსული აღგზნება, ტოქსიკური ფსიქოზი (გუნება-განწყობის დარღვევა), კრუნჩხვა, აპნოე (სუნთქვის დროებით შეჩერება), კონვულსიები (კუნთების უნებლიე შეკუმშვა), ანტიქოლინერგიული რეაქციები (დაბინდული მხედველობა, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, ყაბზობა), დისტონიური რეაქციები (კუნთების უნებლიე, ძლიერი კრუნჩხვა და ტანადობის დარღვევა) და კარდიოვასკულური კოლაფსი (მძიმე მდგომარეობა, რომელიც ვითარდება სისხლძარღვების გაფართოებით და მათში სისხლის დაგროვებით), მათ შორის არითმია (გულისცემის დარღვევა). პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, ენცეპალოპათია (დაავადება, რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილში ცვლილებას), კომა და სიკვდილი.

თუ გამოიყენეთ ტერაფლუ ფორტე საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ტერაფლუ ფორტეს მიღება:

თუ დაგავიწყდებათ ტერაფლუ ფორტეს ერთი დოზის მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ და, თუ საჭიროა, გაიმეორეთ დოზა 6 საათის შემდეგ (თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად).

გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ტერაფლუ ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია

არ არსებობს.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტერაფლუ ფორტეს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რეაქციის განვითარებისას შეწყვიტეთ ტერაფლუ ფორტეს გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე სიწითლე, ქავილი

დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ანემია, ხანგრძლივად გამოყენებისას სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, პანციტოპენია),

გრანულოციტების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი)

ლაიელის სინდრომი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, კანის დაავადება, მათ შორის ფატალური შედეგის მქონე, რომელიც შეიძლება განვითარდეს მედიკამენტების და სხვადასხვა ინფექციების გამო)

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ანთება, რომელიც მიმდინარეობს კანზე და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევით, შეშუპებით და სიწითლით)

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (გავრცელებული გამონაყარი ჩირქით სავსე ბუშტუკებით, რომელსაც ახლავს ცხელება).

ასთმა და სუნთქვის გაძნელება

დიდი რაოდენობით მიღებისას ღვიძლის სერიოზული დაზიანება

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. თუ გამოგივლინდებათ რომელიმე მათგანი, შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია განვითარების სიხშირის მიხედვით შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

ძალიან ხშირი

ძილიანობა, სედაცია მსუბუქი გაბრუებიდან ღრმა ძილამდე

ხშირი

გაღიზიანება

დაბინდული მხედველობა

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაბუჟება, უძილობა, ყურადღების გაფანტვა, კოორდინაციის დარღვევა

არტერიული წნევის მატება (განსაკუთრებით პაციენტებში მაღალი არტერიული წნევით)

ზედა სასუნთქი გზების დაავადების სიმპტომები

გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, აირების დაგროვებიდან გამომდინარე შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა

სისუსტე

არახშირი

კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა

სამკურნალო დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას თირკმელზე მავნე ზემოქმედება

მაღალი დოზებით პარაცეტამოლის მიღების შემდეგ თირკმელზე მავნე ზემოქმედება (ნეფროტოქსიკურობა)

იშვიათი

ჰემოგრამაში ცვლილებები, როგორიცაა თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), ანემია, ჰემოლიზური ანემია

ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (ხელების, ფეხების, სახის და ტუჩების შეშუპება ან ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას)

გამონაყარი კანზე, ქავილი, ალერგიული შეშუპება, სახის, ენის და ყელის შეშუპება (ანგიოედემა), გავრცელებული გამონაყარი გამონადენით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი), ჰიპერმგრძნობელობა, გამოხატული ხელებზე, სახესა და ფეხებზე მაქმანის მსგავსი სიწითლით (მულტიფორმული ერითემა)

ფილტვებში ასთმის მსგავსი სიმპტომები, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ბრონქოსპაზმი), ბრონქული სეკრეტის გასქელება

დიარეა, მონელების პრობლემა

ღვიძლის დაზიანება, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), მათ შორის სიყვითლე

მკერდში შებოჭილობა

დეპრესია, კოშმარები, უძილობა

აღგზნებადობა (გამღიზიანებლების მიმართ ჭარბი მგრძნობელობა), კონცენტრაციის შეუძლებლობა

გუგების გაფართოება (მიდრიაზი), თვალის წინა ნაწილში არსებული სითხის ნაკადის შემცირების გამო თვალშიდა წნევის მატება (მწვავე მახვილკუთხოვანი გლაუკომა)

შარდვისას ტკივილი (დიზურია), უმეტესად პროსტატის გადიდების მსგავსი, შარდის ბუშტის გასასვლელში დახშვიდან გამომდინარე მოშარდვის შეუძლებლობა (შარდის შეკავება)

ტინიტუსი

გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), პალპიტაცია, გულის რითმის დარღვევა (არითმია)

დაბალი არტერიული წნევა

ძალიან იშვიათი

ლაიელის სინდრომი (კანის დაავადება, რომელიც შეიძლება განვითარდეს მედიკამენტების და სხვადასხვა ინფექციების გამო)

სისხლში თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება

ასპირინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის დისფუნქცია)

უცნობია

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი), ალერგიის ტესტზე დადებითი პასუხი, სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება, თავის ტვინის ანთება (ენცეფალოპათია), ხელების კანკალი (ტრემორი)

გაღიზიანება, აღგზნებადობა (გამღიზიანებლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა), მოუსვენრობა, აღელვება

მიოკიმია და კოორდინაციის დარღვევა, კუნთების სისუსტე

შარდის შეკავება (მოშარდვის შეუძლებლობა)

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)

რეფლექსური ბრადიკარდია (გულისცემის სიჩქარის დაქვეითება, რომელიც ვითარდება, როგორც რეაქცია გულისცემის სიჩქარის მატებაზე)

ფილტვის სეკრეტის (ბრონქის სეკრეტი) გასქელება

ალერგიული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის სიწითლე და აქერცვლა), სინათლის მიმართ მგრძნობელობა, კანის რეაქციები, ურტიკარია

ბავშვებში პარადოქსული აღგზნება (ორგანიზმის/ორგანოების აღგზნება), ასაკოვნებში კონფუზიური ფსიქოზი (ნერვული დარღვევა, რომელიც მიმდინარეობს ცნობიერების დაბინდვით)

მოშარდვის გაძნელება, მტკივნეული შარდვა

უმადობა (ანორექსია)

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე: 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • ტერაფლუ ფორტეს შენახვა

ტერაფლუ ფორტე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე და თავის შეფუთვაში.

შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.

არ გამოიყენოთ ტერაფლუ ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ტერაფლუ ფორტე, თუ პრეპარატზე და/ან მის შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი: სს ჰალეონ თუქეთიჯი საღლიი

შიშლი/სტამბოლი

წარმოების ადგილი: სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.

ესენიურთი/სტამბოლი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 10.11.2022 წელს.

A20019848/00

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა