პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სტომატოლოგიური პრეპარატები

ტანტუმ ვერდე დუო ფორტე

TANTUM VERDE DUO FORTE

ურეცეპტოდ0,3% + 0,12%ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

TANTUM VERDE DUO FORTE-ს ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტი ბენზიდამინი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. გარედან სამკურნალოდ გამოყენებული კონცენტრაციებით მას ადგილობრივი საანესთეზიო (მგრძნობელობის დათრგუნვა) ეფექტი გააჩნია. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0,3% + 0,12% ორალური სპრეი, ხსნარი ფლაკონი №1
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
ATC კოდი
A01AD11
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0390
რეგისტრირებულია
8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატანტუმ ვერდე დუო ფორტე და სხვა წამალი ერთად

ტანტუმ ვერდე დუო ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

TANTUM VERDE DUO FORTE-ს ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტი ბენზიდამინი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. გარედან სამკურნალოდ გამოყენებული კონცენტრაციებით მას ადგილობრივი საანესთეზიო (მგრძნობელობის დათრგუნვა) ეფექტი გააჩნია. მეორეს მხრივ, ქლორჰექსიდინს აქვს ანტისეპტიკური (მიკრობული) ეფექტი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნადების (კბილების დაფარვის მიკრობული ნადები) და გინგივიტის (ღრძილების ანთება) წარმოქმნის შემცირებაში პირის ღრუს ზოგადი ჰიგიენის შეწყვეტისას.

TANTUM VERDE DUO FORTE წარმოდგენილია კოლოფში, რომელშიც მოთავსებულია თაფლისფერი მინის ბოთლი პლასტმასის თავსახურით, 200 მლ ხსნარის შემცველობით, 15 მლ-იანი საზომით. უფერო, გამჭვირვალე ხსნარის სახით არის დამზადებული.

TANTUM VERDE DUO FORTE გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

  • ღრძილების ანთება (გინგივიტი), პირის ღრუს ზედაპირის ანთება (სტომატიტი), ფარინქსის ანთება (ფარინგიტი), ნუშისებრი ჯირკვლის ანთება (ტონზილიტი) და პირის ღრუს ჭრილობები, რომლებიც პროგრესირებენ პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითა და ტკივილით.
  • მიკრობული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, რომლებიც იწვევენ პირის ღრუსა და ყელის ანთებას, ყლაპვის ფუნქციის შემსუბუქებისთვის და ღრძილების დაავადების სიმპტომების შემსუბუქებისთვის.
  • კბილების მიმდებარე ქსოვილებზე პროცედურების დაწყებამდე და მის შემდეგ.
  • ინტრაორალური ლორწოვანი გარსის ანთება (მუკოზიტი) კიბოს ან სხვა მიზეზების გამო რადიაციული თერაპიის (რადიოთერაპიის) და მედიკამენტური მკურნალობის (ქიმიოთერაპიის) შემდეგ.
  • გამოიყენება კბილების ირგვლივ ბაქტერიებითა და საკვების ნარჩენებით ფენის (დენტალური ნადების) წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

TANTUM VERDE DUO FORTE არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

  • თუ თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე TANTUM VERDE DUO FORTE-ს რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
  • თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

  • გამოიყენება განზავების გარეშე.
  • TANTUM VERDE DUO FORTE განკუთვნილია მხოლოდ პირის ღრუს გამოსარეცხად ან სავლებად, არ გადაყლაპოთ.
  • გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნაწილი არ უნდა გადაყლაპოთ; გადმოაფურთხეთ.
  • საკმარისი რაოდენობის კლინიკური კვლევების არარსებობის გამო TANTUM VERDE DUO FORTE-ს გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
  • პირის ღრუს სავლები ხსნარის თვალში მოხვედრის შემტხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ თვალები დიდი რაოდენობის წყლით.
  • ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს, ენასა და კბილებზე შექცევადი ფერის შეცვლა. კბილების შფერვა უვნებელია და მისი შემცირება შესაძლებელია პირის ღრუს სავლების გამოყენებამდე ჯაგრისით გასუფთავებით.
  • თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ან თან ახლავს ბაქტერიული ინფექცია, ექიმმა შესაძლოა განიხილოს ანტიბაქტერიული მკურნალობა TANTUM VERDE DUO FORTE-ს გამოყენების პარალელურად.
  • თქვენს პირის ღრუში ტკივილის, შეშუპების ან გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი და მისი დაშლის პროდუქტები შარდით გამოიყოფა, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დისფუნქცია.
  • ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი უმეტესწილად ღვიძლში იშება, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

მისი მიღების მეთოდის გამო, ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან.

მიღების წესი და დოზირება

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ზოგადი დოზა მოზრდილებში არის 7,5 მლ. იგი უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში მინიმუმ 30 წამის განმავლობაში 1,5-3 საათის ინტერვალით მთელი დღის განმავლობაში.

თქვენი ექიმი შეგატყობინებთ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა TANTUM VERDE DUO FORTE-თი.

მიღების გზა და მეთოდი:

TANTUM VERDE DUO FORTE არის პირის ღრუს გამოსარეცხი და/ან სავლები საშუალება; ამ პროცედურის შემდეგ დარჩენილი ნაწილი არ უნდა გადაყლაპოთ; გადმოაფურთხეთ.

TANTUM VERDE DUO FORTE გამოიყენება განზავების გარეშე.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინი ამცირებს ნადებსა და გინგივიტს მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. TANTUM VERDE DUO FORTE-ს პირის ღრუს ჰიგიენის პრაქტიკის ალტერნატივის სახით თუ იყენებთ, გამოივლეთ პირი TANTUM VERDE DUO FORTE-თი მინიმუმ ერთი წუთის განმავლობაში.

TANTUM VERDE DUO FORTE-ში შემავალი ქლორჰექსიდინის მიერ გამოწვეული შეფერილობის მინიმუმამდე შესამცირებლად, გამოყენებამდე მიზანშეწონილია კბილების გახეხვა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

2,5-7,5 მლ TANTUM VERDE DUO FORTE ყოველ 1,5-3 საათში 30 წამის განმავლობაში უნდა გამოივლოთ. არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტად 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება გექნებათ პირის ღრუს სავლები წყლით უნდა განაზავოთ.

არასაკმარისი რაოდენობის კლინიკური კვლევების გამო, TANTUM VERDE DUO FORTE-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღება ხანდაზმულებში:

არ არსებობს განსაკუთრებული მითითება ხანდაზმულ პაციენტებში მის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოზრდილებში შესაძლებელია იგივე დოზა იქნას გამოყენებული.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის ფუნქციების დარღვევა: ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი და მისი დაშლის პროდუქტები გამოიყოფა შარდით, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მთელ სხეულზე ზემოქმედების შესაძლებლობა უნდა განიხილებოდეს.

ღვიძლის ფუნქციების დარღვევა: ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი უმეტესწილად ღვიძლში იშლება, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მთელ სხეულზე ზემოქმედების შესაძლებლობა უნდა განიხილებოდეს. მიჰყევით ამ მითითებებს თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.

არ დაგავიწყდეთ მედიკამენტების დროულად გამოყენება.

თქვენი ექიმი შეგატყობინებთ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა TANTUM VERDE DUO FORTE-თი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ TANTUM VERDE DUO FORTE-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი TANTUM VERDE DUO FORTE მიიღეთ:

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი TANTUM VERDE DUO FORTE ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს შემთხვევით დალევის დროს სიმპტომატოზური მკურნალობა უნდა ჩატარდეს. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

თუ დაგავიწყდათ TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიღება:

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

TANTUM VERDE DUO FORTE-თი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

რაიმე სახის გვერდითი მოვლენა არ არის მოსალოდნელი.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს TANTUM VERDE DUO FORTE-ს შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • უეცარი ქოშინი, გამონაყარი კანზე, სახის და/ან ენის შეშუპება
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
  • ალერგიული რეაქციები

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ TANTUM VERDE DUO FORTE, თუ ხართ ორსულად.

მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ TANTUM VERDE DUO FORTE, თუ ძუძუთი კვებაზე იმყოფებით.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

TANTUM VERDE DUO FORTE არ ახდენს გავლენას თქვენს მიერ მანქანის ან სხვა დანადგარების მართვის უნარზე.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

TANTUM VERDE DUO FORTE მასში შემავალი ასპარტამის (E951) გამო ფენილალანინის წყაროს შეიცავს. ეს კი შეიძლება ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის საზიანო იყოს.

ეს სამკურნალო პროდუქტი მცირე რაოდენობით [თითოეულ დოზაში 100 მგ-ზე ნაკლები რაოდენობით] ეთანოლს (ალკოჰოლს) შეიცავს.

TANTUM VERDE DUO FORTE შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაზე; ასე რომ, ის არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

TANTUM VERDE DUO FORTE-ს არ აქვს ცნობილი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება წამალთან.

ბენზიდამინთან წამლის ურთიერთქმედება არ არის დაფიქსირებული.

TANTUM VERDE DUO FORTE-ში შემავალი ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებელია საპონთან, უარყოფითად დამუხტულ (ანიონურ) ნაერთებთან, ქლორამფენიკოლთან (ანტიბიოტიკის სახეობა) და ზოგიერთ არაორგანულ და ორგანულ ნაერთებთან.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, აცნობეთ ექიმს:

ძალიან ხშირი:

  • პირის ღრუს მგრძნობელობის დროებითი დაქვეითება

ხშირი:

  • პირის ღრუში ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება
  • გულისრევა
  • ღებინება
  • ბოყინი

ძალიან იშვიათი:

  • კანის რეაქციები გაღიზიანების გამო
  • ჰიპერმგრძნობელობა
  • ალერგიული რეაქციები
  • ანაფილაქსია (ჰიპერმგრძნობელობა)
  • სანერწყვე ჯირკვალის დროებითი შეშუპება
  • ლარინგოსპაზმი (ვოკალური იოგების დროებითი შეკუმშვა)
  • ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების დროებითი შეკუმშვა)
  • ქავილი, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი
  • ურტიკარია (გამონაყარი)
  • ფოტოდერმატიტი (მგრძნობელობა სინათლის მიმართ)
  • პირის ღრუს დესკვამაცია (გამონაყარი პირის ღრუში)

უცნობია:

  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი
  • გაბრუება
  • ყელის გაღიზიანება
  • ხველა
  • პირის სიმშრალე, ლოკალური სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება
  • ჩხვლეტა
  • სიგრილის შეგრძნება პირის ღრუში
  • გემოს შეგრძნებასთან დაკავშირებული ცვლილებები
  • კბილებისა და პირის ღრუს სხვა ზედაპირების შეფერილობა (კბილების შეფერილობა უვნებელია და შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს წასმის წინ კბილების გახეხვით)
  • კბილებზე ქვების წარმოქმნის გაზრდა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ TANTUM VERDE DUO FORTE?

შეინახეთ TANTUM VERDE DUO FORTE ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ TANTUM VERDE DUO FORTE შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

Angelini İlaç San. ve Tic. A. Ş. (სს. „ანგეკინი ილაჩ სან. ვე თიჯ.“)

RSD 4, ნისფეთიეს უბანი, აითარის გამზ. ფერჯი ებჯიოღლუს ქუჩა N: 4, პირველი სართული, ლევენთ, ბეშიქთაშ - სტამბული

ტელ: (+90 212) 266 24 23 ფაქსი: (+90 212) 266 24 22

წარმოების ადგილი:

Santa Farma İlaç Sanayii A. Ş. (სს. „სანთა ფარმა ილაჩ სანაიი“) დილოვასი / ქოჯაელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 29/06/2021 წელს იქნა დადასტურებული.

20003410.00

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

TANTUM VERDE DUO FORTE 45 მგ + 18 მგ / 15 მლ სავლები

პირის ღრუს სავლები საშუალება

აქტიური ნივთიერება: 200 მლ სავლები ხსნარი 600 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს და 240 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ასპარტამი (E951), ნატრიუმის საქარინი, გლიცერინი, კრემოფორი RH40, პიტნის ესენცია, დეიონიზირებული წყალი და ეთილის სპირტი (96%).

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რა არის TANTUM VERDE DUO FORTE და რისთვის გამოიყენება?

TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

როგორ უნდა მიიღოთ TANTUM VERDE DUO FORTE?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორ შეინახოთ TANTUM VERDE DUO FORTE?

რა არის TANTUM VERDE DUO FORTE და რისთვის გამოიყენება?

TANTUM VERDE DUO FORTE-ს ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტი ბენზიდამინი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. გარედან სამკურნალოდ გამოყენებული კონცენტრაციებით მას ადგილობრივი საანესთეზიო (მგრძნობელობის დათრგუნვა) ეფექტი გააჩნია. მეორეს მხრივ, ქლორჰექსიდინს აქვს ანტისეპტიკური (მიკრობული) ეფექტი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნადების (კბილების დაფარვის მიკრობული ნადები) და გინგივიტის (ღრძილების ანთება) წარმოქმნის შემცირებაში პირის ღრუს ზოგადი ჰიგიენის შეწყვეტისას.

TANTUM VERDE DUO FORTE წარმოდგენილია კოლოფში, რომელშიც მოთავსებულია თაფლისფერი მინის ბოთლი პლასტმასის თავსახურით, 200 მლ ხსნარის შემცველობით, 15 მლ-იანი საზომით. უფერო, გამჭვირვალე ხსნარის სახით არის დამზადებული.

TANTUM VERDE DUO FORTE გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

  • ღრძილების ანთება (გინგივიტი), პირის ღრუს ზედაპირის ანთება (სტომატიტი), ფარინქსის ანთება (ფარინგიტი), ნუშისებრი ჯირკვლის ანთება (ტონზილიტი) და პირის ღრუს ჭრილობები, რომლებიც პროგრესირებენ პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითა და ტკივილით.
  • მიკრობული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, რომლებიც იწვევენ პირის ღრუსა და ყელის ანთებას, ყლაპვის ფუნქციის შემსუბუქებისთვის და ღრძილების დაავადების სიმპტომების შემსუბუქებისთვის.
  • კბილების მიმდებარე ქსოვილებზე პროცედურების დაწყებამდე და მის შემდეგ.
  • ინტრაორალური ლორწოვანი გარსის ანთება (მუკოზიტი) კიბოს ან სხვა მიზეზების გამო რადიაციული თერაპიის (რადიოთერაპიის) და მედიკამენტური მკურნალობის (ქიმიოთერაპიის) შემდეგ.
  • გამოიყენება კბილების ირგვლივ ბაქტერიებითა და საკვების ნარჩენებით ფენის (დენტალური ნადების) წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

TANTUM VERDE DUO FORTE არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

  • თუ თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე TANTUM VERDE DUO FORTE-ს რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
  • თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

  • გამოიყენება განზავების გარეშე.
  • TANTUM VERDE DUO FORTE განკუთვნილია მხოლოდ პირის ღრუს გამოსარეცხად ან სავლებად, არ გადაყლაპოთ.
  • გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნაწილი არ უნდა გადაყლაპოთ; გადმოაფურთხეთ.
  • საკმარისი რაოდენობის კლინიკური კვლევების არარსებობის გამო TANTUM VERDE DUO FORTE-ს გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
  • პირის ღრუს სავლები ხსნარის თვალში მოხვედრის შემტხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ თვალები დიდი რაოდენობის წყლით.
  • ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს, ენასა და კბილებზე შექცევადი ფერის შეცვლა. კბილების შფერვა უვნებელია და მისი შემცირება შესაძლებელია პირის ღრუს სავლების გამოყენებამდე ჯაგრისით გასუფთავებით.
  • თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ან თან ახლავს ბაქტერიული ინფექცია, ექიმმა შესაძლოა განიხილოს ანტიბაქტერიული მკურნალობა TANTUM VERDE DUO FORTE-ს გამოყენების პარალელურად.
  • თქვენს პირის ღრუში ტკივილის, შეშუპების ან გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი და მისი დაშლის პროდუქტები შარდით გამოიყოფა, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დისფუნქცია.
  • ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი უმეტესწილად ღვიძლში იშება, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

მისი მიღების მეთოდის გამო, ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ TANTUM VERDE DUO FORTE, თუ ხართ ორსულად.

მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ TANTUM VERDE DUO FORTE, თუ ძუძუთი კვებაზე იმყოფებით.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

TANTUM VERDE DUO FORTE არ ახდენს გავლენას თქვენს მიერ მანქანის ან სხვა დანადგარების მართვის უნარზე.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

TANTUM VERDE DUO FORTE მასში შემავალი ასპარტამის (E951) გამო ფენილალანინის წყაროს შეიცავს. ეს კი შეიძლება ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის საზიანო იყოს.

ეს სამკურნალო პროდუქტი მცირე რაოდენობით [თითოეულ დოზაში 100 მგ-ზე ნაკლები რაოდენობით] ეთანოლს (ალკოჰოლს) შეიცავს.

TANTUM VERDE DUO FORTE შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაზე; ასე რომ, ის არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

TANTUM VERDE DUO FORTE-ს არ აქვს ცნობილი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება წამალთან.

ბენზიდამინთან წამლის ურთიერთქმედება არ არის დაფიქსირებული.

TANTUM VERDE DUO FORTE-ში შემავალი ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებელია საპონთან, უარყოფითად დამუხტულ (ანიონურ) ნაერთებთან, ქლორამფენიკოლთან (ანტიბიოტიკის სახეობა) და ზოგიერთ არაორგანულ და ორგანულ ნაერთებთან.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მიიღოთ TANTUM VERDE DUO FORTE?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ზოგადი დოზა მოზრდილებში არის 7,5 მლ. იგი უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში მინიმუმ 30 წამის განმავლობაში 1,5-3 საათის ინტერვალით მთელი დღის განმავლობაში.

თქვენი ექიმი შეგატყობინებთ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა TANTUM VERDE DUO FORTE-თი.

მიღების გზა და მეთოდი:

TANTUM VERDE DUO FORTE არის პირის ღრუს გამოსარეცხი და/ან სავლები საშუალება; ამ პროცედურის შემდეგ დარჩენილი ნაწილი არ უნდა გადაყლაპოთ; გადმოაფურთხეთ.

TANTUM VERDE DUO FORTE გამოიყენება განზავების გარეშე.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინი ამცირებს ნადებსა და გინგივიტს მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. TANTUM VERDE DUO FORTE-ს პირის ღრუს ჰიგიენის პრაქტიკის ალტერნატივის სახით თუ იყენებთ, გამოივლეთ პირი TANTUM VERDE DUO FORTE-თი მინიმუმ ერთი წუთის განმავლობაში.

TANTUM VERDE DUO FORTE-ში შემავალი ქლორჰექსიდინის მიერ გამოწვეული შეფერილობის მინიმუმამდე შესამცირებლად, გამოყენებამდე მიზანშეწონილია კბილების გახეხვა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

2,5-7,5 მლ TANTUM VERDE DUO FORTE ყოველ 1,5-3 საათში 30 წამის განმავლობაში უნდა გამოივლოთ. არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტად 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება გექნებათ პირის ღრუს სავლები წყლით უნდა განაზავოთ.

არასაკმარისი რაოდენობის კლინიკური კვლევების გამო, TANTUM VERDE DUO FORTE-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღება ხანდაზმულებში:

არ არსებობს განსაკუთრებული მითითება ხანდაზმულ პაციენტებში მის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოზრდილებში შესაძლებელია იგივე დოზა იქნას გამოყენებული.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის ფუნქციების დარღვევა: ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი და მისი დაშლის პროდუქტები გამოიყოფა შარდით, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მთელ სხეულზე ზემოქმედების შესაძლებლობა უნდა განიხილებოდეს.

ღვიძლის ფუნქციების დარღვევა: ვინაიდან აბსორბირებული ბენზიდამინი უმეტესწილად ღვიძლში იშლება, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მთელ სხეულზე ზემოქმედების შესაძლებლობა უნდა განიხილებოდეს. მიჰყევით ამ მითითებებს თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.

არ დაგავიწყდეთ მედიკამენტების დროულად გამოყენება.

თქვენი ექიმი შეგატყობინებთ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა TANTUM VERDE DUO FORTE-თი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ TANTUM VERDE DUO FORTE-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი TANTUM VERDE DUO FORTE მიიღეთ:

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი TANTUM VERDE DUO FORTE ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

TANTUM VERDE DUO FORTE-ს შემთხვევით დალევის დროს სიმპტომატოზური მკურნალობა უნდა ჩატარდეს. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

თუ დაგავიწყდათ TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიღება:

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

TANTUM VERDE DUO FORTE-თი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

რაიმე სახის გვერდითი მოვლენა არ არის მოსალოდნელი.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს TANTUM VERDE DUO FORTE-ს შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • უეცარი ქოშინი, გამონაყარი კანზე, სახის და/ან ენის შეშუპება
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
  • ალერგიული რეაქციები

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია TANTUM VERDE DUO FORTE-ს მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, აცნობეთ ექიმს:

ძალიან ხშირი:

  • პირის ღრუს მგრძნობელობის დროებითი დაქვეითება

ხშირი:

  • პირის ღრუში ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება
  • გულისრევა
  • ღებინება
  • ბოყინი

ძალიან იშვიათი:

  • კანის რეაქციები გაღიზიანების გამო
  • ჰიპერმგრძნობელობა
  • ალერგიული რეაქციები
  • ანაფილაქსია (ჰიპერმგრძნობელობა)
  • სანერწყვე ჯირკვალის დროებითი შეშუპება
  • ლარინგოსპაზმი (ვოკალური იოგების დროებითი შეკუმშვა)
  • ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების დროებითი შეკუმშვა)
  • ქავილი, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი
  • ურტიკარია (გამონაყარი)
  • ფოტოდერმატიტი (მგრძნობელობა სინათლის მიმართ)
  • პირის ღრუს დესკვამაცია (გამონაყარი პირის ღრუში)

უცნობია:

  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი
  • გაბრუება
  • ყელის გაღიზიანება
  • ხველა
  • პირის სიმშრალე, ლოკალური სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება
  • ჩხვლეტა
  • სიგრილის შეგრძნება პირის ღრუში
  • გემოს შეგრძნებასთან დაკავშირებული ცვლილებები
  • კბილებისა და პირის ღრუს სხვა ზედაპირების შეფერილობა (კბილების შეფერილობა უვნებელია და შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს წასმის წინ კბილების გახეხვით)
  • კბილებზე ქვების წარმოქმნის გაზრდა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ TANTUM VERDE DUO FORTE?

შეინახეთ TANTUM VERDE DUO FORTE ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შენახვისას მოარიდეთ სინათლეს.

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ TANTUM VERDE DUO FORTE შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

Angelini İlaç San. ve Tic. A. Ş. (სს. „ანგეკინი ილაჩ სან. ვე თიჯ.“)

RSD 4, ნისფეთიეს უბანი, აითარის გამზ. ფერჯი ებჯიოღლუს ქუჩა N: 4, პირველი სართული, ლევენთ, ბეშიქთაშ - სტამბული

ტელ: (+90 212) 266 24 23 ფაქსი: (+90 212) 266 24 22

წარმოების ადგილი:

Santa Farma İlaç Sanayii A. Ş. (სს. „სანთა ფარმა ილაჩ სანაიი“) დილოვასი / ქოჯაელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 29/06/2021 წელს იქნა დადასტურებული.

20003410.00

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა