პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ბეტა ბლოკატორები

ტალიტონი

Talliton®

რეცეპტით6,25მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

კარვედილოლი - პრეპარატ ტალიტონის® მოქმედი ნივთიერება - მიეკუთვნება ბეტა-ბლოკატორების კლასს, რომლებსაც, ასევე, გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება. პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი დაავადებების ხანგრძლივი მკურნალობისთვის: მომატებული არტერიული წნევის დროს; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კარვედილოლი (carvedilol)
ფორმა და შეფუთვა
6,25მგ ტაბლეტი №28 (4X7)
მწარმოებელი
EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბეტა ბლოკატორები, ალფა და ბეტა ბლოკატორები
ATC კოდი
C07AG02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044006
რეგისტრირებულია
18 სექტემბერი 2025, მოქმედებს 18 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატალიტონი და სხვა წამალი ერთად

ტალიტონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კარვედილოლი - პრეპარატ ტალიტონის® მოქმედი ნივთიერება - მიეკუთვნება ბეტა-ბლოკატორების კლასს, რომლებსაც, ასევე, გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება.

პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი დაავადებების ხანგრძლივი მკურნალობისთვის:

მომატებული არტერიული წნევის დროს;

სტაბილური ქრონიკული სტენოკარდიის დროს (შემბოჭველი ტკივილი გულის არეში, რომელიც წარმოიქმნება და ქრება ერთიდაიმავე დატვირთვის დროს), რომელიც გამოწვეულია კორონარული არტერიის დაავადებით;

გულის უკმარისობის დროს (ზომიერი, საშუალო და მძიმე ხარისხის);

მარცხენა პარკუჭის ფუნქციის (გულის ერთ-ერთი საკნის) დარღვევებისას პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩვეულებრივ დანიშნულ მკურნალობასთან დამატებითი თერაპიის სახით.

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ტალიტონი® ტაბლეტები მიღების დაწყებამდე

ნუ მიიღებთ ტალიტონს® შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია მოქმედ ნივთიერება კარვედილოლზე ან პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების ნებისმიერ სხვა დამხმარე ნივთიერებებზე, რომლებიც მითითებულია მე-8 ნაწილში;

თუ ადრე გაწუხებდათ ასთმა (ქოშინის შეტევები ან სუნთქვის გაძნელება) ან ქოშინი, დაკავშირებული ფილტვების სხვა დაავადებებთან;

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

თუ დარღვეული გაქვთ ელექტრული იმპულსების გამტარობა გულში (გულის ბლოკადა), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რითმი საიმედოდ იმართება ელექტრო-კარდიოსტიმულატორით;

თუ გაქვთ ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები);

თუ გაქვთ მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა სისტოლური წნევით - ზედა დონე - 85 მმ ვწყ. სვეტზე ნაკლები);

თუ გაქვთ ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, რასაც თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა) და არ გაქვთ დანიშნული მკურნალობა პრეპარატით, რომელსაც ეწოდება ალფა-ბლოკატორი;

თუ თქვენ არსებული დაავადების (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის) შედეგად განგივითარდათ ნივთიერებათა ცვლის მძიმე დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი- სისხლის პათოლოგიურად მომატებული მჟავიანობა);

თუ თქვენ ახლო წარსულში გაგიუარესდათ გულის უკმარისობის სიმპტომები, ან ეს სიმპტომები უკვე იმდენად მძიმეა, რომ თქვენ გესაჭიროებათ წამლების ინტრავენური შეყვანა ან, თუ გულის უკმარისობა განვითარდა ფილტვების ქრონიკული დაავადების შედეგად, ან თუ გაქვთ მომატებული წნევა სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში;

თუ თქვენ დაგენიშნათ მკურნალობა ინტრავენური ვერაპამილით ან დილთიაზემით;

ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში გულის ფუნქციის მძიმე დარღვევით, რომელიც ქმნის გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობის განვითარების საფრთხეს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან იწვევს თქვენში ეჭვს), მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

მაღალი არტერიული წნევა

ჩვეულებრივი დოზა მომატებული არტერიული წნევის დროს შეადგენს 12,5მგ-ს ერთხელ დღეში, პირველი ორი დღის განმავლობაში. შემდეგ რეკომენდებულია დოზის გაზრდა 25მგ-მდე ერთხელ დღეში. პაციენტების უმრავლესობისთვის ეს დოზა საკმარისია. არასაკმარისი ეფექტის დროს ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს არანაკლებ 14 დღიანი ინტერვალებით მაქსიმალურ დოზამდე 50მგ ერთხელ დღეში ან ორ მიღებაზე გაყოფით 25მგ დილით და საღამოს.

ქრონიკული დაძაბვის სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც წარმოიქმნება და ქრება ერთიდაიმავე დატვირთვის დროს)

რეკომენდებული საწყისი დოზა ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის დროს არის 12,5მგ ორჯერ დღეში, პირველი ორი დღის განმავლობაში. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 25მგ-ს 2-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმს შეუძლია დოზის გაზრდა პრეპარატის მიღების მინიმუმ ორი კვირის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50მგ-ს ორჯერ დღეში.

გულის ქრონიკული უკმარისობა

პრეპარატის დოზა შეირჩევა ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

მკურნალობის დაწყება და პრეპარატის დოზის შერჩევა ხორციელდება კარდიოლოგის მიერ საავადმყოფოში, პაციენტის მდგომარეობის მუდმივი სამედიცინო კონტროლით.

რეკომენდებული საწყისი დოზა: 3,125მგ (6,25 მგ-ანი ტაბლეტის ნახევარი) ორჯერ დღეში სასურველია ჭამის დროს, პირველი ორი კვირის განმავლობაში. თუ ეს დოზა კარგად გადაიტანება, თქვენმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მინიმუმ ორი კვირიანი ინტერვალებით 6,25 მგ-ის ორჯერ დღეში მიღებით, შემდეგ 12,5მგ-ის ორჯერ დღეში და 25მგ-მდე ორჯერ დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს იმ მაქსიმალურ დონემდე, რომლის გადატანაც პაციენტს შეუძლია.

რეკომენდირებული მაქსიმალური დოზა: 25მგ ორჯერ დღეში ყველა პაციენტისთვის გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობით (გქუ) და პაციენტებისთვის მსუბუქი ან ზომიერი გქუ-ით 85კგ-ზე ნაკლები წონის დროს. პაციენთებისთვის მსუბუქი ან ზომიერი გქუ-ით და 85კგ-ზე მეტი წონით მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 50მგ-ს ორჯერ დღეში.

თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და დაავადების სიმპტომები გაძლიერდეს (დაღლილობის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ასევე შეიძლება განვითარდეს სითხის შეკავების სიმპტომები (სხეულის მასის გაზრდა ან მუხლის შეშუპება). შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომ თქვენი მდგომარეობა უარესდება, რადგანაც ამ დროს შეიძლება გაჩნდეს თქვენს მიერ მისაღები სამკურნალო საშუალების დოზის შეცვლის აუცილებლობა.

გულის უკმარისობის დროს პრეპარატ ტალიტონით® მკურნალობისას უნდა გრძელდებოდეს მიღება იმ პრეპარატებისა, რომლებიც დანიშნულია ექიმის მიერ გულის უკმარისობის სამკურნალოდ.

მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ

დოზის შერჩევა ხდება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად, გულდასმითი სამედიცინო კოტროლით.

კარვედილოლის საწყისი რეკომენდებული დოზა პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევით, შეადგენს 6,25მგ-ს ორჯერ დღეში. ექიმს შეუძლია რეკომენდებული საწყისი 6,25მგ დოზის თანდათან გაზრდა, მკურნალობაზე პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე, ავადმყოფის მდგომარეობის გულდასმითი კონტროლით. დოზა უნდა გაიზარდოს პაციენტის მიერ ასატან მაქსიმალურ დოზამდე.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულები

დოზირება ჰიპერტენზიის, გულის ქრონიკული უკმარისობის და მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევეის დროს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ შეესაბამება დოზებს ზრდასრულებისთვის. ქრონიკული სტენოკარდიის დროს მაქსიმალური დოზა ხანდაზმული პაციენტებისთვის შეადგენს 25მგ-ს ორჯერ დღეში.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს არ არსებობს კარვედილოლის დოზის შეცვლის აუცილებლობა.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

კარვედილოლი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით. ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის დროს თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია შეაციროს პრეპარატ ტალიტონის® დოზა.

ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე

ტალიტონის® დანიშვნა არ შეიძლება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

მიღების წესი

პრეპარატი შინაგანად მისაღებად.

მიიღეთ ეს ტაბლეტები დიდი რაოდენობის სითხის დაყოლებით, დაუღეჭავად, საკვების მიღების მიუხედავად.

თუ გაწუხებთ გულის ქრონიკული უკმარისობა, მიიღეთ ეს პრეპარატი საკვებთან ერთად არტერიული წნევის უეცარი შემცირების რისკის შესამცირებლად.

თუ მიიღეთ ტალიტონის® ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა

თუ მიიღეთ ტალიტონის® ტაბლეტების დანიშნულზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

ძალიან ბევრი რაოდენობის ტაბლეტების მიღების შემდეგ (მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების დროს) შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვის სიხშირის(გულის რითმის შენელება) მნიშვნელოვანი დაცემა, გულის უეცარი უკმარისობა, გულის სინუსური კვანძის გაჩერება, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.

გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობის გრძნობა, სუნთქვის გაძნელება, ამოსუნთქვის გაძნელება, გულისრევა, გონების აღრევა, კრუნჩხვითი შეტევები.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღება

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული ტაბლეტის სანაცვლოდ, რადგანაც ეს არ მოახდენს გამოტოვებულ დოზის კომპენსირებას, არამედ გამოიწვევს დოზის გადაჭარბების რისკს. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულებისამებრ.

თუ შეწყვითეთ პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღება

პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ნუ შეწყვეტთ ამ პრეპარატის მიღებას ვადაზე ადრე, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი. ამ პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში და არტერიული წნევის მომატება, განსაკუთრებით სტენოკარდიის მქონე პაციენტებში. ამიტომ პრეპარატის მიღება თანდათან უნდა შეწყდეს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტებს პრეპარატთან ერთად, რომელიც შეიცავს კლონიდინს, არასოდეს არ შეწყვიტოთ ნებისმიერი მათგანის მიღება ექიმის რჩევის გარეშე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის გადაჭარბებული ზრდა. ამ პრეპარატების მიღება უნდა შეწყდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი ინსტრუქციების ზუსტი შესრულებით.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმათეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

ბრონქოსპაზმი ან ბრონქული ასთმა ანამნეზში (როგორც სხვა ბეტა-ბლოკატორების გამოყენების შემთხვევაში);

მე-2 ან მე-3 ხარისხის წინაგულ-პარკუჭების ბლოკადა (გარდა ელექტროკარდიოსტიმულატორის მქონე პაციენტებისა);

გამოხატული ბრადიკარდია (50 დარტყმაზე ნაკლები/წუთში);

კარდიოგენული შოკი;

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (მათ შორის სინოაურიკულური ბლოკადა);

გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 85 მმ ვწყ.სვ.- ზე ნაკლები);

მეტაბოლური აციდოზი;

ფეოქრომოციტომა (გარდა იმ პაციენტებისა, რომელთა მდგომარეობა სტაბილიზირებულია ალფა-რეცეპტორების საკმარისი ბლოკადით) (იხ. ნაწილი 4.4);

არასტაბილური დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, რომელიც მოითხოვს დადებითი ინოტროპული საშუალებების და/ან დიურეზულების ინტრავენურ შეყვანას, გულის ფილტვისმიერი დაავადება;

ერთდროული ინტრავენური შეყვანა კალციუმის არხის ბლოკატორების ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობათაგან ნებისმიერი, უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე:

თუ გაწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, ვინაიდან ტალიტონმა შეიძლება შენიღბოს სისხლში შაქრის კონცენტრაციის მკვეთრი დაწევის ადრეული სიმპტომები- ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სისხლში შაქრის დონის ხშირი კონტროლი;

თუ ადრე აღმოგაჩნდათ გულმკერდში შემბოჭველი ტკივილის განსაკუთრებული სახეობა (ეგრეთ წოდებული პრინცმეტალის არასტაბილური სტენოკარდია);

თუ გაქვთ გულის ფუნქციის სხვა ნებისმიერი დარღვევა;

თუ გაქვთ გულის შეკუმშვათა ძალიან დაბალი სიხშირე (55 დარტყმა/წთ-ზე ნაკლები);

თუ გაქვთ კიდურების სისხლძარღვების შევიწროვება ან თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა, უპირატესად თითებში, რომელსაც ეწოდება რეინოს ფენომენი- ტალიტონმა® შეიძლება გააუარესოს ამ დაავადების სიმპტომები;

თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;

თუ დაგენიშნათ მკურნალობა თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნესთან დაკავშირებით, რასაც ახლავს მაღალი არტერიული წნევა (ფეოქრომოციტომა);

თუ ადრე გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსური რეაქციის ჩათვლით, ან იღებთ მადესენსიბილიზირებელ თერაპიას (ალერგიული რეაქციის (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის) გამოწვევი ცნობილი ნივთიერების ეფექტის შემცირების მეთოდი);

თუ თქვენ ან თქვენს ოჯახში წარსულში აღინიშნებოდა ფსორიაზის შემთხვევები;

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, ვინაიდან ამ პრეპარატმა შეიძლება შეამციროს საცრემლე სითხის გამომუშავება;

თუ გაქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება, რომელსაც თან ახლავს სასუნთქი გზების შევიწროება.

განსაკუთრებული მითითებები

თუ გაწუხებთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (გაძნელებული ამოსუნთქვით) და არ ღებულობთ წამლებს ტაბლეტების ან ინჰალაციის ფორმით, თქვენ შეიძლება გაგიძნელდეთ ამოსუნთქვა პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღების დროს. ასეთ შემთხვევეში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის დაზუსტება ან პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტების მიღების შეწყვეტა.

პრეპარატ ტალიტონის® მიღების დროს, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში, შეიძლება გაძლიერდეს გულის უკმარისობის ისეთი სიპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ქოშინი და ფეხების შეშუპება (წყალმანკი). თუ თქვენ განგივითარდებათ ეს სიმპტომები, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, რადგანაც შეიძლება აუცილებელი გახდეს პრეპარატ ტალიტონის® დოზის შემცირება.

თუ იღებთ ტალიტონს® გულის უკმარისობის მკურნალობის მიზნით, თქვენი სისტოლური არტერიული წნევა (ორი ციფრიდან პირველი) 100 მმ ვწყ. სვეტზე ნაკლებია და, ამასთანავე, თქვენ გაწუხებთ გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების სტენოზი (სისხლძარღვების შევიწროვება) ან თირკმელების უკმარისობა, ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გააუარესოს თირკმელების ფუნქცია. ამიტომ, უცილებელია თირკმელების ფუნქციის მუდმივი კონტროლი. თუ თქვენ განგივითარდებათ თირკმელების ფუნქციის გაუარესების სიმპტომები (სხეულის წონის ზრდა, შარდის მოცულობის შემცირება, ქავილი), დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

პრეპარატს ტალიტონი® ტაბლეტები შეუძლია სისხლში გლუკოზის დონის შემცირების ნიშნების შენიღბვა ან შესუსტება (გაღიზიანებადობა, კანკალი, ხშირი პულსი); გარდა ამისა, სისხლში გლუკოზის დონე პრეპარატის მიღების დროს შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. ამიტომ დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის ხშირი კონტროლი და ექიმმა შეიძლება შეცვალოს ანტიდიაბეტური საშუალების დოზა.

თუ თქვენთვის დაგეგმილია ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ნარკოზის ქვეშ, შეატყობინეთ, რომ თქვენ ღებულობთ პრეპარატ ტალიტონს®.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში კარვედილოლის მიღების ფონზე ვითარდებოდა მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები კანის მხრივ - სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლის დროსაც კანზე შეიძლება გაჩნდეს პროგრესირებადი, მძიმე გამონაყარი, ხშირად ბუშტუკების ან წყლულების წარმოქმნით პირში, ცხვირში, ყელში ან სასქესო ორგანოებზე. თუ თქვენ შენიშნეთ ასეთ სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს (იხ. ნაწილი 4).

კარვედილოლის გამოყენება არ უნდა შეწყდეს უეცრად, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში. პრეპარატი უნდა მოიხსნას თანდათანობით, ერთ--ორი კვირის განმავლობაში არასასურველი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ახლახან იღებდით ან გეგმავთ მიღებას, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმისთვის იმის შესახებ შეტყობინება, რომ თქვენ ამავდროულად იღებთ:

სხვა სამკურნალო საშუალებებს არითმიის სამკურნალოდ (მაგალითად, ამიოდარონს);

სამკურნალო საშუალებებს გულის დაავადებების ან ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (მაგალითად, შარდმდენები, კალციუმის არხების ბლოკატორები (ისეთები, როგორიცაა დილთიაზემი ან ვერაპამილი), კლონიდინი, ნიტრატები ან დიგოქსინი);

სამკურნალო საშუალებებს სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ასევე ამცირებენ არტერიულ წნევას (მაგალითად, საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები (დამამშვიდებლები), ანტიდეპრესანტები, მაგალითად, პაროქსეტინი ან ფლუოქსეტინი);

ციკლოსპორინს, ტაკროლიმუსს (მათ ნიშნავენ, მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ მისი მიუღებლობის თავიდან აცილების მიზნით, მრავალი სახსრის მძიმე ანთებისას (რევმატოიდური ართრიტის დროს), ასევე კანის მძიმე დაავადებებისას);

მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (ერთ-ერთი ტიპის ანტიდეპრესანტი);

პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ერგოტამინს, რიფამპიცინს (ანტიბიოტიკი ტუბერკულოზის სამკურნალოდ), ბარბიტურატებს, პრეპარატებს კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად (ციმეტიდინი), ასევე პრეპარატებს ასთმის და ფილტვების სხვა დაავადებების სამკურნალოდ (ამინოფილინი, თეოფილინი) ან სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ ბეტა-ადრენორეცეპტორების აგონისტებს, რომლებიც აფართოვებენ ბრონქების სანათურს;

ინსულინს ან შინაგანად მისაღებ სხვა საშუალებებს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ;

პრეპარატებს ტკივილის სამკურნალოდ და სხეულის ტემპერატურის დასაწევად, რომლებიც შეიცავენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს და პრეპარატებს სხეულის ტემპერატურის დასაწევად.

ქირურგიული ოპერაციისა და ნარკოზის წინ აბსოლუტურად აუცილებელია შეატყობინოთ ექიმს იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ პრეპარატ ტალიტონს®.

თუ არტერიული წნევის შესამცირებლად ღებულობთ ტალიტონს® კლონიდინთან კომბინაციაში, არასოდეს არ შეწყვიტოთ კლონიდინის მიღება თქვენს მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ ტალიტონის® ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში დამტკიცებული არ არის, ამოტომ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ შეიძლება.

პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. ქრონიკული გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდირებულია ამ ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად არტერიული წნევის სწრაფად შემცირების და თავბრუსხვევის რისკის შესამცირებლად.

თავი აარდეთ ტალიტონის® ტაბლეტების მიღებას გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად. ნივთიერებებს, რომლებიც შედიან გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის შემადგენლობაში, შეუძლიათ სისხლში კარვედილოლის დონის აწევა და გამოიწვიონ არაპროგნოზირებადი არასასურველი რეაქციები.

ალკოჰოლური სასმელების რეგულარულმა მიღებამ პრეპარატ ტალიტონის® მიღების დროს შეიძლება გააძლიეროს როგორც ამ პრეპარატის, ასევე ალკოჰოლის ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს თუ თქვენ დაორსულდებით პრეპარატ ტალიტონის გამოყენების დროს.

არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ძუძუთი კვება

პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული და არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება, თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატ ტალიტონს®. თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი პრეპარატ ტალიტონის® გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატმა ტალიტონი® ტაბლეტები შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, თუმცა, ეს გავლენა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე. კერძოდ, ეს შეიძლება მოხდეს პრეპარატის მიღების საწყის პერიოდში, ასევე ალკოჰოლთან ერთდროულად გამოყენების დროს. თუ თქვენ გრძნობთ ძალიან ძლიერ დაღლილობას და თავბრუსხვევას პრეპარატ ტალიტონის® მიღების დროს, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები.

პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, საქაროზას და საღებავს

ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ლაქტოზას (რძის შაქარს) და 12,5მგ საქაროზას (ჭარხლის შაქარს). თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ ზოგიერთი შაქრების აუტანლობის შესახებ, მიმართეთ მას რჩევისთვის.

პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები 12,5მგ შეიცავს საღებავს სანსეტ ყვითელს (E 110), რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ტალიტონი®ტაბლეტები მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთამ ან ფარმაცევტთან.

გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მაგრამ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს):

მსუბუქი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასწყისში;

სისუსტე;

ასთენია (დაღლილობა);

ზემოთ მოცემული რეაქციები, ჩვეულებრივ არის სუსტად გამოხატული და ხანმოკლე.

ჰიპოტონია (არტერიული წნევის დაქვეითება), გულის წასვლა

გულის უკმარისობა.

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 10-დან) :

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები;

სისხლის ნაკლებობა (ანემია);

სხეულის მასის მომატება;

ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში;

დიაბეტის მქონე პირებში სისხლის შაქრის დონის მომატება ან შემცირება და ნახშირწყლოვანი ცვლის გაუარესება;

დეპრესია ან დათრგუნული განწყობა;

ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპეალური მდგომარეობა);

მხედველობის დარღვევა;

ცრემლდენის შემცირება (მშრალი თვალების სინდრომი), თვალების გაღიზიანება;

გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია);

არტერიული წნევის შემცირება (ჰიპოტენზია), არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა სხეულის მდგომარეობის სწრაფი შეცვლის დროს (ადგომისას);

მაღალი არტერიული წნევა;

შეშუპებები (კიდურების, სასქესო ორგანოების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებები, ქოშინით და გაძნელებული სუნთქვით);

ფილტვების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება;

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა;

პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები (ცივი კიდურები, პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებები, ხანგამოშვებითი კოჭლობის გაუარესება (გარკვეულ მანძილზე გადაადგილებისას ფეხის კუნთებში წარმოშობილი უეცარი ტკივილი არასაკმარისი სისხლის მომარაგების შედეგად, რომელიც აიძულებს პაციენტს გაჩერდეს) და რეინოს ფენომენი (ხელების სისხლძარღვების სპაზმი, რის შედეგადაც თითები, ცხვირი და ყურები ფერმკრთალდება ან იღებს ლურჯ შეფერილობას).

ფილტვისმიერი ასთმა (ქოშინის და სუნთქვის გაძნელების შეტევები);

გაძნელებული ამოსუნთქვა (გაძნელებული სუნთქვა სტვენით და ხმაურით);

ტკივილი ქვედა კიდურებში;

ტკივილი;

თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

არახშირი (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 100-დან ):

წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკი (გულის კუნთში იმპულსის გამტარობის დარღვევა);

სტენოკარდია (გულმკერდში შემბოჭავი ტკივილი);

ძილის დარღვევა;

მგრძნობელობის დარღვევა

რეაქციები კანის მხრივ (ალერგიული გამონაყარი, კანის ანთება, ჭინჭრის ციება, ქავილი, ცვლილებები, რომლებიც ჰგავს ბრტყელ ლიქენს (მკვეთრი წითელი ფერის გამონაყარი), ფსორიაზის მსგავსი კანის დაზიანება, (ფსორიაზი - კანის ქრონიკული დაავადება აქერცვლადი წითელი ლაქების წარმოქმნით) ან ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება;

ერექტილური ფუნქციის დარღვევა;

ყაბზობა.

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 1000-დან):

თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება, რომლის დროსაც სისხლდენის შეჩერება მოითხოვს მეტ დროს; კანის ფერის ცვლილება კანქვეშა სისხლჩაქცევების შედეგად, სისხლდენები, მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან ან ნაწლავიდან);

ცხვირის გაჭედვა;

სიმშრალე პირში

შარდვის დარღვევები.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 10000-დან):

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

ღვიძლის ფუნქციის ტესტების შედეგების ცვლილება (ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის ზრდა);

პოსტრეგისტრაციულ პერიოდში შემოდიოდა შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ:

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით) :

თმოს ცვენა

შარდის შეუკავებლობა ქალებში

მძიმე, შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები კანის მხრივ (მაგალითად, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. ნაწილი 2)

ჰალუცინაციები (როდესაც ადამიანი ხედავს, ესმის ან გრძნობს იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს)

მომატებული ოფლიანობა

თუ თქვენ შენიშნეთ გამონაყარი კანზე, ქავილი, ქოშინი/გაძნელებული სუნთქვა, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ ხართ ავად შაქრიანი დიაბეტით, მაშინ პრეპარატ ტალიტონით® მკურნალობის დროს თქვენთვის აუცილებელია სისხლში შაქრის დონის უფრო ხშირი კონტროლი, რადგან შეიძლება გაუარსედეს დიაბეტის სიმპტომები. გარდა ამისა, პრეპარატ ტალიტონის® გამოყენების დაწყების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ლატენტური (ფარული) შაქრიანი დიაბეტი.

ხანდაზმულ ან გულის სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ გულის სინუსური კვანძის გაჩერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირება ან პაუზები გულის შეკუმშვებს შორის.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა პაციენტებთან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევევით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, იყო მსგავსი უკვე ცნობილი არასასურველი რეაქციებისა, იმის გამოკლებით, რომ ძალიან ხშირად აღინიშნებოდა გულის უკმარისობის სიმპტომები და ხშირად ვითარდებოდა ანემია, ინფექციები, ფილტვების შეშუპება და მაღალი არტერიული წნევა.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ

ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების აღმოჩენისა ან ისეთი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაგზავნოთ შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ უშულოდ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემაში.

გვატყობინებთ რა არასასურველი რეაქციების შესახებ, თქვენ მიაწოდებთ დამატებით ინფორმაციას ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას!

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ნუ მიიღებთ ტალიტონის® ტაბლეტებს, თუ აღმოაჩენთ პრეპარატის უხარისხობის ხილულ ნიშნებს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, შემდგომი გულის უკმარისობით, კარდიოგენული შოკით და ასისტოლიით. გარდა ამისა, შესაძლებელია სუნთქვის დარღვევები, ბრონქოსპაზმი, ღებინება, ცნობიერების დარღვევა და გენერალიზებული კრუნჩხვითი შეტევები.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემდეგ პირველი რამოდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება სასარგებლო იყოს კუჭის ამორეცხვა და ღებინების გამოწვევა.

პაციენტები უნდა იქნან მოტივირებულნი, რათა გამოავლინონ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები და სიმპტომები და უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებისა და ბეტა-ადრენობლოკატორების დოზის გადაჭარბების მკურნალობის არსებული სტანდარტული რეკომენდაციების საფუძველზე (ატროპინი, ვენიდან ხელოვნური რითმის წამყვანის ელექტროდის ჩადგმა, გლუკაგონი, ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები, მაგალითად, ამრინონი ან მილრინონი, ბეტა-სიმპათომიმეტიკები).

საჭიროების შემთხვევაში ეს უნდა გაკეთდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. შეიძლება გამოყენებულ იქნას შემანარჩუნებელი თერაპიის შემდეგი ზომები.

მნიშვნელოვანი დამატება

დოზის გადაჭარბებისას, რომელიც იწვევს მძიმე შოკს, აუცილებელია გრძელვადიანი შემანარჩუნებელი თერაპია, ვინაიდან მოსალოდნელია კარვედილოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება და მისი გადანაწილება უფრო ღრმა სივრცეებიდან (კომპარტმენტებიდან).

შემანარჩუნებელი თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დოზის გადაჭარბების სიმძიმეზე. ის უნდა გაგრძელდეს პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

6,25მგ, 12,5მგ ან 25მგ კარვედილოლი თითოეულ ტაბლეტში შესაბამისად.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, საქაროზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი K-25, მაგნიუმის სტეარატი. გარდა ზემოთ მითითებული კომპონენტებისა, ტალიტონის® ტაბლეტები 6,25მგ შეიცავს ქინოლინის ყვითელს С.I. 47005, ხოლო ტალიტონის® ტაბლეტები 12,5მგ კი შეიცავს სანსეტ ყვითელს С.I. 15985 საღებავის სახით.

პრეპარატის ტალიტონი® ტაბლეტების გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

აღწერილობა

ტალიტონი® ტაბლეტები 6,25მგ: ღია ყვითელი ბრტყელი, მოგრძო ტაბლეტები ჩამოთლილი გვერდით, გამყოფი ხაზით ტაბლეტის ერთ მხარეს და მეორე მხარეს სტილიზებული ასო E-თი გრავირებით და ნომრით 341, უსუნო ან თითქმის უსუნო.

ტალიტონი® ტაბლეტები 12,5მგ: ღია ნარინჯისფერი (შესაძლებელია უფრო მუქი ფერის ჩანართები) ბრტყელი, მრგვალი ტაბლეტები ჩამოთლილი გვერდით, ტაბლეტს ერთ მხარეს გამყოფი ხაზით, ხოლო მეორე მხარეს სტილიზებული ასო E-თი გრავირებით და ნომრით 342, უსუნო ან თითქმის უსუნო.

ტალიტონი® ტაბლეტები 25მგ: თეთრი ან თითქმის თეთრო ბრტყელი, მრგვალი ტაბლეტები ჩამოთლილი გვერდით, ტაბლეტს ერთ მხარეს აქვს გამყოფი ხაზი, ხოლო მეორე მხარეს აქვს გრავირება სტილიზებული ასო E-თი და ნომერი 343, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

ტალიტონი® ტაბლეტები 6,25მგ: 7 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ან 4 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ტალიტონი® ტაბლეტები 12,5მგ, 25მგ: 14 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გარკვეული სახის შეფუთვა შეიძლება არ მოხვდეს სავაჭრო ბრუნვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღია მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო საშუალებები არ უნდა იქნას გადაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია თქვენთვის არასაჭირო პრეპარატის ნარჩენის სახით თავიდან მოცილება, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბეტა-ადრენობლოკატორები; ალფა- და ბეტა-ბლოკატორები.

ათქ კოდი: C07A G02.

მოქმედების მექანიზმი

კარვედილოლი წარმოადგენს ორი სტერეოიზომერის, R და S-ის, რაცემიული ნარევს. კარვედილოლი არის ალფა- და ბეტა-ადრენობლოკატორი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ეფექტები. კარვედილოლი არასელექციურად აინჰიბირებს 1 და 2 რეცეპტორებს , რაც მისი S-ენანტიომერის თვისებაა. R- და S-ენანტიომერებს გააჩნიათ ერთნაირი 1- მაბლოკირებელი თვისებები. უფრო მაღალი კონცენტრაციით კარვედილოლი წარმოადგენს კალციუმის არხების სუსტ-საშუალო ბლოკატორს. კარვედილოლს არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტიკური აქტივობა; პროპრანოლოლის მსგავსად მას აქვს მემბრანაის მასტაბილიზირებელი თვისებები.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კარვედილოლით 1- რეცეპტორების სელექციური ბლოკადა ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. კარვედილოლი ამცირებს ჰიპერტენზიულ რეაქციას 1- რეცეპტორების აგონისტ ფენილეფრინზე, მაგრამ არ მოქმედებს ანგიოტენზინ II-ის ჰიპერტენზიულ ეფექტზე.

კალციუმის არხების ბლოკირების თვისებების გამო, კარვედილოლს შეუძლია გაზარდოს რეგიონალური სისხლის მიმოქცევა, მაგალითად, კანის სისხლძარღვებში.

თავისი ბეტა-ბლოკირების აქტივობის წყალობით კარვედილოლი თრგუნავს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემას, ამცირებს რა რენინის გამოყოფას, რასთან დაკავშირებითაც მისი გამოყენებისას სითხის შეკავება ხდება იშვიათად.

კარვედილოლი ამცირებს არტერიული წნევის მატებას, რომელიც გამოწვეულია ადრენალინით (ალფა-1 ადრენორეცეპტორების აგონისტით), მაგრამ არ არის ეფექტური ანგიოტენზინ II- ით გამოწვეული არტერიული წნევის მომატების წინააღმდეგ.

კარვედილოლს გააჩნია გამოხატული ორგანოპროტექტორული მოქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ადრენორეცეპტორების ბლოკადასთან. ორივე ენანტიომერი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.

სხვადასხვა მარკერების განსაზღვრით ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებიც დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებენ კარვედილოლს, უმცირდებათ ჟანგვითი სტრესი. გარდა ამისა, კარვედილოლი აფერხებს სისხლძარღვების კედლებში გლუვი კუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციას.

კარვედილოლი გავლენას არ ახდენს ლიპიდურ პროფილზე. ის არ ცვლის მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL/LDL) თანაფარდობას.

კარვედილოლის კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ჰიპერტენზია

ჰიპერტენზიის დროს კარვედილოლის შეყვანა ამცირებს არტერიულ წნევას β-რეცეპტორების ბლოკადის კომბინირების გზით სისხლძარღვების გაფართოებასთან, რომელიც დაკავშირებულია 1- რეცეპტორების ბლოკადასთან. მისი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი არ არის დაკავშირებული საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის ზრდასთან, რაც დამახასიათებელია სუფთა -ბლოკატორების მოქმედებისთვის. მისი შეყვანისას ოდნავ მცირდება გულის შეკუმშვის სიხშირე. ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებში არ იცვლება თირკმლისმიერი სისხლის მიმოქცევა და თირკმლის ფუნქცია. კარვედილოლი გავლენას არ ახდენს დარტყმით მოცულობაზე და ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. ის არ აუარესებს ცალკეული ორგანოების პერფუზიას და სისხლის მიმოქცევას ორგანოების მკვებავ არტერიებში, მათ შორის თირკმლის, ჩონჩხის კუნთების, წინამხრების, ფეხების, კანისა და თავის ტვინის არტერიებში, და ასევე საძილე არტერიებში. კარვედილოლი უფრო იშვიათად იწვევს კიდურების გაციებას და მომეტებულ დაღლილობას ფიზიკური დატვირთვის დროს, რაც დამახასიათებელია β-ბლოკატორებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტი.

კარვედილოლის ხანგრძლივი ეფექტები ჰიპერტენზიის დროს დადასტურებულია ორიგინალური პრეპარატის რამდენიმე კლინიკურ კვლევაში. მისი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი სწრაფად ვითარდება, მაქსიმუმს აღწევს 2-3 საათში და გრძელდება 24 საათი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს მაქსიმალური ეფექტი შეიძლება განვითარდეს 3-4 კვირაში.

თირკმლის ჰიპერტონია

ორიგინალური პრეპარატის რამდენიმე ღია კლინიკურ კვლევაში დადგენილი იყო, რომ კარვედილოლი წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას თირკმლის ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, მათ შორის თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, პაციენტებში ჰემოდიალიზზე ან თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ. როგორც ჰემოდიალიზის დღეებში, ასევე ჰემოდიალიზის პროცედურებს შორის პერიოდში, კარვედილოლი თანდათან ამცირებს არტერიულ წნევას, ამასთან მისი ეფექტი მსგავსია თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში დაფიქსირებული ეფექტისა.

შედარებითი კვლევების საფუძველზე, რომლებიც ჩატარდა ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებშის მონაწილეობით, გაკეთებული იყო დასკვნა იმის შესახებ, რომ კარვედილოლი უფრო ეფექტურია და უკეთესად აიტანება, ვიდრე კალციუმის არხების ბლოკატორები.

გულის იშემიური დაავადება

გიდ-ის მქონე პაციენტებში კარვედილოლს აქვს იშემიის საწინააღმდეგო და ანტიანგინოზური მოქმედება, რაც შეიძლება გამომჟღავნდეს ხანგრძლივი გამოყენებისას. ჰემოდინამიკის მწვავე კვლევებში კარვედილოლმა მნიშვნელოვნად შეამცირა მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარება და სიმპათიკური ნერვული სისტემის ჰიპერაქტიურობა. კარვედილოლმა შეამცირა პარკუჭების პრედატვირთვა (წნევა ფილტვის არტერიაში, ფილტვის კაპილარების ოკლუზიის წნევა), და ასევე, პოსტდატვირთვა (საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა).

გულის ქრონიკული უკმარისობა

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს კარვედილოლმა მნიშვნელოვნად შეამცირა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გულ-სისხლძარღვთა დარღვევებზე ჩივილების გამო კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა ორიგინალი კარვედილოლით. COPERNICUS-ის კვლევაში ჩანს კარვედილოლის ეფექტურობა და კარგი ამტანუნარიანობა გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში. კარვედილოლი ზრდის განდევნის ფრაქციას და ასუსტებს იშემიური ან არაიშემიური წარმოშობის გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომებს. ნაჩვენებია კარვედილოლის ეფექტის დოზადამოკიდებულება. COMET-ის კვლევაში, კარვედილოლის, როგორც სტანდარტული თერაპიის კომპონენტის გამოყენება, მნიშვნელოვნად ამცირებდა სიკვდილიანობას მეტოპროლოლის მიმღებ ჯგუფთან შედარებით .

გულის ქრონიკული უკმარისობა თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს

კარვედილოლი ამცირებს ავადობას და სიკვდილიანობას დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან. ორიგინალი პრეპარატის მრავალეროვნული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების (CAPRICORN და COPERNICUS) მეტა ანალიზმა, რომელშიც მონაწილეობდა 4217 პაციენტი, მათ შორის 2566 პაციენტი ზომიერი ან საშუალო სიმძიმის თირკმლის ქრონიკული დაავადებებით, აჩვენა, რომ ასეთ პაციენტებში თირკმელების დაავადებებით, რომლებსაც აღენიშნებოდათ მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ზომიერი - საშუალო სიმძიმის ხარისხის დარღვები გულის უკმარისობის სიმპტომებით ან მათ გარეშე, კარვედილოლი ამცირებს ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობას, გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობას და გულის უკმარისობით განპირობებულ სიკვდილიანობას, და ასევე გულის უკმარისობის გამო პირველი ჰოსპიტალიზაციის რისკს. თირკმლის გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს <45 მლ/წთ/1.73 მ2 ), არ აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი განსხვავებები ზემოთ მოყვანილ საბოლოო წერტილებში ჯგუფში, რომელშიც ღებულობდნენ კარვედილოლის და პლაცებოს.

მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ

ორმაგად ბრმა კვლევაში პლაცებოს კონტროლით ( CAPRICORN) მონაწილეობას იღებდა 1959 პაციენტი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციით ≤ 40% ან მარცხენა პარკუჭის კედლის მოძრაობისუნარიანობის ინდექსით ≤ 1.3 (ყველა პაციენტს არ უვლინდებოდა გულის უკმარისობის კლინიკური გამოვლინებები). კვლევების შედეგებზე დაყრდნობით კარვედილოლმა არ გამოიწვია სტატისტიკურად უტყუარი შემცირება კომბინირებული პირველადი წერტილის მიხედვით, ესე იგი ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მიხედვით (8%-იანი შემცირება, p=0.297). ამავდროულად, კარვედილოლმა უტყუარად შეამცირა ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა (23%-ით, p = 0.031 ), ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა ან არალეტალური მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების სიხშირე (25%-ით, p = 0.024 ), და ასევე არალეტალური მიოკარდიუმის ინფარქტით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია (41%-ით, p = 0.014 ) პლაცებო ჯგუფთა შედარებით.

დამატებით კვლევების შედეგებით კარვედილოლმა შეამცირა 17%-ით (p=0.019) სიკვდილიანობა ან ჰოსპიტალიზაცია, რომლებიც დაკავშირბული იყო სერიოზული გულ-სისხლძარღვთა გართულებებთან.

ბავშვები

კვლევებისა და მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობის გამო კარვედილოლის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. კვლევებში შეისწავლებოდა ბავშვებში გულის უკმარისობის მკურნალობის ეფექტურობა, რომელიც (გულის უკმარისობა) ზრდასრულთა დაავადებისგან განსხვავდება ეტიოლოგიისა და მიმდინარეობის თვალსაზრისით. გულის უკმარისობის წინასწარი და ობსერვაციული კვლევების შედეგები, კუნთოვანი დისტროფიით გამოწვეული გულის უკმარისობის ჩათვლით, მიუთითებენ კარვედილოლით მკურნალობის შესაძლო სარგებელზე, თუმცა, რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების შედეგების მიხედვით, მკურნალობის ეფექტურობა ურთიერთსაწინააღმდეგო და არაერთმნიშვნელოვანი იყო.

მკურნალობის უსაფრთხოების შედეგებმა, რომლებიც მიღებული იყო ამ კვლევებში, არ გამოავლინა განსხვავებები არასასურველი რეაქციებში კარვედილოლისა და პლაცებოს მიმღებ ჯგუფებს შორის. თუმცა, ზრდასრულებთან შედარებით პედიატრიული პაციენტების მცირე ამონაკრები ჯგუფების გამო და ბავშვებისა და მოზარდებისთვის ოპტიმალური დოზირების რეჟიმის არარსებობის გამო, მიღებული მონაცემები არასაკმარისია კარვედილოლის უსაფრთხოების პროფილის დასადგენად ბავშვებსა და მოზარდებში.

ამრიგად, კარვედილოლის გამოყენების უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის ერთმნიშვნელოვანი, მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის სარგებელი/რისკის პროფილის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

კარვედილოლი - ამ პრეპარატის მოქმედი ნივთიერება - სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax ) შრატში მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. კარვედილოლი წარმოადგენს ნაწლავებში სატრანსპორტო P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ბიოშეღწევადობაში. ჯანმრთელ მოხალისეებში 25 მგ-იანი კაფსულის შინაგანად ერთჯერადი მიღების შემდეგ კარვედილოლი სწრაფად შეიწოვებოდა, Cmax 21 მკგ/ლ მიიღწეოდა დაახლოებით 1,5 საათის (tmax ) შემდეგ. კარვედილოლის ფარმაკოკინეტიკა წრფივია, ესე იგი მისი კონცენტრაცია პლაზმაში შეყვანილი დოზის პროპორციულია.

პერორალური მიღების შემდეგ, კარვედილოლი განიცდის პირველადი გავლის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს, რის შედაგადაც ჯანმრთელ სუბიექტებში აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 25%. კარვედილოლი წარმოადგენს რაცემიულ ნარევს, ხოლო S-ენანტიომერები უფრო სწრაფად მეტაბოლიზდება, ვიდრე R-ენანტიომერები, რაც უზრუნველყოფს აბსოლუტურ პერორალურ 15%-იან ბიოშეღწევადობას R-ენანტიომერების 31%-თან შედარებით. R- კარვედილოლის Cmax პლაზმაში დაახლოებით 2-ჯერ აღემატება S- კარვედილოლის Cmax.

საკვების ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს ბიოშეღწევადობასა და მაქსიმალურ კონცენტრაციაზე პლაზმაში, მაგრამ შეიძლება გაახანგრძლივოს პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ კარვედილოლი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის გადინების ტრანსპორტიორის სუბსტრატს. P-გლიკოპროტეინის როლი კარვედილოლის ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში ასევე დადასტურებულია ჯანმრთელ პირებში in vivo.

განაწილება

კარვედილოლი მაღალლიპოფილურია და პლაზმის ცილებს 98–99% -ით უკავშირდება. განაწილების აშკარა მოცულობა 2 ლ/კგ-ია.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანებში კარვედილოლი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში დაჟანგვისა და კონიუგაციის გზით, რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან ერთად. პერორალური მიღების შემდეგ, ღვიძლში პირველი გავლის მეტაბოლიზმი შეადგენს 60-75%. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა კარვედილოლის ენტეროჰეპატური ცირკულაცია.

მოქმედი ნივთიერება მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში, ძირითადად გლუკურონიდთან კონიუგაციის გზით. ფენოლური რგოლის დემეთილირება და ჰიდროქსილირება იწვევს სამი აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნას, რომლებსაც გააჩნიათ -რეცეპტორების ბლოკირების უნარი. პრეკლინიკურმა კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ 4'- ჰიდროქსიფენოლის მეტაბოლიტის უნარი დაბლოკოს ბეტა- ადრენორეცეპტორები 13-ჯერ აღემატება კარვედილოლის უნარს. ამავე დროს სამივე აქტიური მეტაბოლიტი წარმოადგენს უფრო სუსტ ვაზოდილატატორს, ვიდრე კარვედილოლი. სამი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენდა კარვედილოლის კონცენტრაციის 1/10. კარვედილოლის ორი ჰიდროქსი-კარბაზოლური მეტაბოლიტის ანტიოქსიდანტური აქტივობა 30- ჯერ და 80-ჯერ აღემატება კარვედილოლის აქტივიბას .

ჯანმრთელი მოხალისეებისა და პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, ნაჩვენები იყო, რომ R-ენანტიომერი უპირატესად მეტაბოლიზდება ციტოქრომ CYP2D6-ის მიერ, ხოლო R-ენანტიომერი - ციტოქრომ CYP2D6-ის და CYP2C9-ის მიერ.

ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კარვედილოლის ოქსიდაციური მეტაბოლიზმი ადამიანებში სტერეოსელექციურია.

In vitro კვლევის შედეგები მიუთითებენ ციტოქრომ P450 იზოფერმენტების (CYP2D6, CYP3A4 , CYP2E1, CYP2C9 და CYP1A2) შესაძლო მონაწილეობაზე ოქსიდაციისა და ჰიდროქსილირების პროცესებში .

გენეტიკური პოლიმორფიზმი

ადამიანებზე ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ციტოქრომი CYP2D6 ასრულებს წამყვან როლს R- და S- კარვედილოლის მეტაბოლიზმში. CYP2D6-ის ნელ მეტაბოლიზატორებში შეიძლება შეინიშნოს კარვედილოლის (უპირველეს ყოვლისა R- ენანტიომერის) კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალფა-ბლოკირების აქტივობის ზრდა. CYP2D6 გენოტიპის მნიშვნელობა R- და S- კარვედილოლის ფარმაკოკინეტიკაში დასტურდება პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგებითაც. თუმცა, სხვა კვლევებმა ეს დაკვირვება არ დაადასტურა. საბოლოოდ გაკეთდა დასკვნა, რომ CYP2D6-ის გენეტიკური პოლიმორფიზმების კლინიკური როლი შეზღუდულია. ეს დასკვნა დასტურდება იმით, რომ ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების განსხვავებები, რომლებიც დაკავშირებულია CYP2D6-ის პოლიმორფიზმთან, მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ფარმაკოდინამიკურ პასუხზე ჯანმრთელ მოხალისეებში, და ასევე იმით, რომ არ ყოფილა გამოვლენილი კავშირი CYP2D6 გენოტიპისა ან ფენოტიპისა და კარვედილოლის დოზას ან არასასურველი რეაქციების სიხშირეს შორის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გამოყოფა

50 მგ კარვედილოლის შინაგანად ერთჯერადი მიღების შემდეგ კარვედილოლის დაახლოებით 60% გამოიყოფოდა ნაღველთან ერთად და გამოდიოდა კუჭ-ნაწლავის მეშვეობით 11 დღის განმავლობაში. ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის დაახლოებით 16% გამოიყოფოდა თირკმელებით უცვლელი კარვედილოლის (2%) ან მისი მეტაბოლიტის სახით. ჯანმრთელ მოხალისეებში პრეპარატის 12.5 მგ ინტრავენური შეყვანის შემდეგ კარვედილოლის კლირენსი პლაზმიდან შეადგენდა დაახლოებით 500-700 მლ/წთ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი - დაახლოებით 2.5 საათს. კარვედილოლის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი იმავე მოხალისეებში 50 მგ პრეპარატის მიღების შემდეგ შეადგენდა დაახლოებით 6.5 საათს, რაც პრაქტიკულად შეესაბამებოდა ერთი დოზის ნახევარაბსორბციის პერიოდს.

შინაგანად მიღების შემდეგ S-კარვედილოლის საერთო კლირენსი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე R- კარვედილოლის კლირენსი.

წრფივობა/არაწრფივობა

კარვედილოლს აქვს წრფივი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, ესე იგი მისი პლაზმური დონე პროპორციულია შეყვანილი დოზისა.

ფარმაკოკინეტიკური /ფარმაკოდინამიკური დამოკიდებულება

კარვედილოლის ადრენერგულ რეცეპტორებთან შეკავშირება შეისწავლებოდა რადიორეცეპტორული მეთოდის გამოყენებით. დადგენილი იყო, რომ ენანტიომერების კინეტიკა დოზის პროპორციულია. აღმოჩენილი იქნა წრფივი დამოკიდებულება თერაპიულ პასუხსა, რომელიც განისაზღვრება როგორც გულის შეკუმშვის ერგომეტრიული სიხშირე (გშს), და S- ენანტიომერის ლოგ-ტრანსფორმირებულ დოზასა და S- ენანტიომერის კონცენტრაციას შორის, და ასევე ბეტა-1- ადრენორეცეპტორებთან შეკავშირებას შორის. ისევე, როგორც სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების შემთხვევაში, გადიოდა გარკვეული დრო პრეპარატის სისტემურ მოქმედებასა და ფარმაკოდინამიკურ ეფექტს შორის, რადგან გშს-სა და აწ-ზე მოხდენილი მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება უფრო გვიან, ვიდრე C max- . სისხლის პლაზმაში. დადგენილი იყო, რომ მეტაბოლური განსხვავებები, რომლებიც განპირობებულია სხვადასხვა CYP2D6 გენოტიპებით, იწვევს მნიშვნელოვან ფარმაკოკინეტიკურ განსხვავებებს, მაგრამ ისინი არ ახდენენ გავლენას გშს-ზე, აწ-ზე ან არასასურველ რეაქციებზე, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია კომპენსაციასთან აქტიური მეტაბოლიტებით, და კონცენტრაცია-დროის ბრტყელი მრუდზე.

შედეგად, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ რეაქცია დოზა-პასუხი და ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური დამოკიდებულება განპირობებულია ენანტიომერ -სპეციფიკური კინეტიკისა და დინამიკის კომპლექსური ურთიერთქმედებით, ცილებთან შეკავშირებითა და აქტიური მეტაბოლიტების როლით, როგორც ეს ამ ნაწილში ადრე იყო ნახსენები.

პაციენტების განსაკუთებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

კარვედილოლის ხანგრძლივი მიღებისას თირკმლის სისხლის მიმოქცევა არ გაუარესებულა და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე არ შეცვლილა.

AUC სისხლის პლაზმაში, ნახევარგამოყოფის პერიოდი და Cmax არსებითად არ შეცვლილა ავადმყოფებში, რომლებსაც აწუხებთ ჰიპერტენზიის და თირკმლის უკმარისობა. თირკმლის უკმარისობის დროს კარვედილოლის თირკმელების მეშვეობით გამოყოფა მცირდება, თუმცა ეს ახდენს მხოლოდ მცირე გავლენას მის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

პრეპარატი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის დროს, შესაძლოა მისი პლაზმის ცილებთან მჭიდრო შეკავშირების გამო, რაც ხელს უშლის მის გავლას დიალიზის მემბრანაში.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს, კარვედილოლის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად იზრდება (80%-მდე) პირველი გავლის მეტაბოლიზმის შესუსტებასთან დაკავშირებით. ამიტომ, კარვედილოლი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.

ერთ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტების მონაწილეობით იყო დადგენილი, რომ ღვიძლის დაავადების დროს კარვედილოლის ექსპოზიცია (AUC) 6.8-ჯერ გაიზარდა.

ხანდაზმული პაციენტები

ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებთან კარვედილოლის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული ასაკზე. ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმული პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ ორიგინალური კარვედილოლის ერთ კლინიკურ კვლევაში არ იყო გამოვლენილი არანაირი განსხვავება გვერდითი მოქმედების პროფილში უფრო ახალგაზრდა პირებთან შედარებით. ანალოგიურად, სხვა კლინიკურ კვლევაში გულის კორონარული დაავადების მქონე ხანდაზმული პაციენტების მონაწილეობით განსხვავებები არასასურველ ეფექტებს შორის აღმოჩენილი არ ყოფილა.

გულის უკმარისობა

გულის უკმარისობის მქონე 24 პაციენტის კლინიკურ კვლევაში R- და S- კარვედილოლის კლირენსი უტყუარად უფრო დაბალი იყო, ვიდრე მნიშვნელობები, რომლებიც უფრო ადრე განისაზღვრა ჯანმრთელ მოხალისეებში. ეს შედეგები იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ, რომ გულის უკმარისობა მნიშვნელოვნად მოქმედებს R- და S- კარვედილოლის ფარმაკოკინეტიკაზე .

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის პაციენტების გამოკვლევისას მიღებული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიუთითებენ, რომ ბავშვებში კლირენსი სხეულის მასაზე გადათვლით მნიშვნელოვნად უფრო მაღალია, ვიდრე ზრდასრულებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტებისთვის)

ტალიტონი® ტაბლეტები 6,25მგ

ტალიტონი® ტაბლეტები 12,5მგ

ტალიტონი® ტაბლეტები 25მგ

კარვედილოლი

მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია ამ სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლებელია, თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება დანიშნულია თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, დაავადების იგივე სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.

მძიმე გვერდითი ეფექტების აღმოჩენის ან ისეთი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).

ინსტრუქციის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის
  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღებამდე
  • როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება სამედიცინო გამოყენების დროს
  • როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები
  • ვარგისობის ვადა
  • აფთიაქიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის

კარვედილოლი - პრეპარატ ტალიტონის® მოქმედი ნივთიერება - მიეკუთვნება ბეტა-ბლოკატორების კლასს, რომლებსაც, ასევე, გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება.

პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი დაავადებების ხანგრძლივი მკურნალობისთვის:

მომატებული არტერიული წნევის დროს;

სტაბილური ქრონიკული სტენოკარდიის დროს (შემბოჭველი ტკივილი გულის არეში, რომელიც წარმოიქმნება და ქრება ერთიდაიმავე დატვირთვის დროს), რომელიც გამოწვეულია კორონარული არტერიის დაავადებით;

გულის უკმარისობის დროს (ზომიერი, საშუალო და მძიმე ხარისხის);

მარცხენა პარკუჭის ფუნქციის (გულის ერთ-ერთი საკნის) დარღვევებისას პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩვეულებრივ დანიშნულ მკურნალობასთან დამატებითი თერაპიის სახით.

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ტალიტონი® ტაბლეტები მიღების დაწყებამდე

ნუ მიიღებთ ტალიტონს® შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია მოქმედ ნივთიერება კარვედილოლზე ან პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების ნებისმიერ სხვა დამხმარე ნივთიერებებზე, რომლებიც მითითებულია მე-8 ნაწილში;

თუ ადრე გაწუხებდათ ასთმა (ქოშინის შეტევები ან სუნთქვის გაძნელება) ან ქოშინი, დაკავშირებული ფილტვების სხვა დაავადებებთან;

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

თუ დარღვეული გაქვთ ელექტრული იმპულსების გამტარობა გულში (გულის ბლოკადა), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რითმი საიმედოდ იმართება ელექტრო-კარდიოსტიმულატორით;

თუ გაქვთ ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები);

თუ გაქვთ მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა სისტოლური წნევით - ზედა დონე - 85 მმ ვწყ. სვეტზე ნაკლები);

თუ გაქვთ ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები);

თუ გაქვთ ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, რასაც თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა) და არ გაქვთ დანიშნული მკურნალობა პრეპარატით, რომელსაც ეწოდება ალფა-ბლოკატორი;

თუ თქვენ არსებული დაავადების (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის) შედეგად განგივითარდათ ნივთიერებათა ცვლის მძიმე დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი- სისხლის პათოლოგიურად მომატებული მჟავიანობა);

თუ თქვენ ახლო წარსულში გაგიუარესდათ გულის უკმარისობის სიმპტომები, ან ეს სიმპტომები უკვე იმდენად მძიმეა, რომ თქვენ გესაჭიროებათ წამლების ინტრავენური შეყვანა ან, თუ გულის უკმარისობა განვითარდა ფილტვების ქრონიკული დაავადების შედეგად, ან თუ გაქვთ მომატებული წნევა სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში;

თუ თქვენ დაგენიშნათ მკურნალობა ინტრავენური ვერაპამილით ან დილთიაზემით;

ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში გულის ფუნქციის მძიმე დარღვევით, რომელიც ქმნის გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობის განვითარების საფრთხეს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან იწვევს თქვენში ეჭვს), მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას:

პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობათაგან ნებისმიერი, უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე:

თუ გაწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, ვინაიდან ტალიტონმა შეიძლება შენიღბოს სისხლში შაქრის კონცენტრაციის მკვეთრი დაწევის ადრეული სიმპტომები- ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სისხლში შაქრის დონის ხშირი კონტროლი;

თუ ადრე აღმოგაჩნდათ გულმკერდში შემბოჭველი ტკივილის განსაკუთრებული სახეობა (ეგრეთ წოდებული პრინცმეტალის არასტაბილური სტენოკარდია);

თუ გაქვთ გულის ფუნქციის სხვა ნებისმიერი დარღვევა;

თუ გაქვთ გულის შეკუმშვათა ძალიან დაბალი სიხშირე (55 დარტყმა/წთ-ზე ნაკლები);

თუ გაქვთ კიდურების სისხლძარღვების შევიწროვება ან თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა, უპირატესად თითებში, რომელსაც ეწოდება რეინოს ფენომენი- ტალიტონმა® შეიძლება გააუარესოს ამ დაავადების სიმპტომები;

თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;

თუ დაგენიშნათ მკურნალობა თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნესთან დაკავშირებით, რასაც ახლავს მაღალი არტერიული წნევა (ფეოქრომოციტომა);

თუ ადრე გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსური რეაქციის ჩათვლით, ან იღებთ მადესენსიბილიზირებელ თერაპიას (ალერგიული რეაქციის (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის) გამოწვევი ცნობილი ნივთიერების ეფექტის შემცირების მეთოდი);

თუ თქვენ ან თქვენს ოჯახში წარსულში აღინიშნებოდა ფსორიაზის შემთხვევები;

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, ვინაიდან ამ პრეპარატმა შეიძლება შეამციროს საცრემლე სითხის გამომუშავება;

თუ გაქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება, რომელსაც თან ახლავს სასუნთქი გზების შევიწროება.

განსაკუთრებული მითითებები

თუ გაწუხებთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (გაძნელებული ამოსუნთქვით) და არ ღებულობთ წამლებს ტაბლეტების ან ინჰალაციის ფორმით, თქვენ შეიძლება გაგიძნელდეთ ამოსუნთქვა პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღების დროს. ასეთ შემთხვევეში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის დაზუსტება ან პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტების მიღების შეწყვეტა.

პრეპარატ ტალიტონის® მიღების დროს, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში, შეიძლება გაძლიერდეს გულის უკმარისობის ისეთი სიპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ქოშინი და ფეხების შეშუპება (წყალმანკი). თუ თქვენ განგივითარდებათ ეს სიმპტომები, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, რადგანაც შეიძლება აუცილებელი გახდეს პრეპარატ ტალიტონის® დოზის შემცირება.

თუ იღებთ ტალიტონს® გულის უკმარისობის მკურნალობის მიზნით, თქვენი სისტოლური არტერიული წნევა (ორი ციფრიდან პირველი) 100 მმ ვწყ. სვეტზე ნაკლებია და, ამასთანავე, თქვენ გაწუხებთ გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების სტენოზი (სისხლძარღვების შევიწროვება) ან თირკმელების უკმარისობა, ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გააუარესოს თირკმელების ფუნქცია. ამიტომ, უცილებელია თირკმელების ფუნქციის მუდმივი კონტროლი. თუ თქვენ განგივითარდებათ თირკმელების ფუნქციის გაუარესების სიმპტომები (სხეულის წონის ზრდა, შარდის მოცულობის შემცირება, ქავილი), დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

პრეპარატს ტალიტონი® ტაბლეტები შეუძლია სისხლში გლუკოზის დონის შემცირების ნიშნების შენიღბვა ან შესუსტება (გაღიზიანებადობა, კანკალი, ხშირი პულსი); გარდა ამისა, სისხლში გლუკოზის დონე პრეპარატის მიღების დროს შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. ამიტომ დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის ხშირი კონტროლი და ექიმმა შეიძლება შეცვალოს ანტიდიაბეტური საშუალების დოზა.

თუ თქვენთვის დაგეგმილია ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ნარკოზის ქვეშ, შეატყობინეთ, რომ თქვენ ღებულობთ პრეპარატ ტალიტონს®.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში კარვედილოლის მიღების ფონზე ვითარდებოდა მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები კანის მხრივ - სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლის დროსაც კანზე შეიძლება გაჩნდეს პროგრესირებადი, მძიმე გამონაყარი, ხშირად ბუშტუკების ან წყლულების წარმოქმნით პირში, ცხვირში, ყელში ან სასქესო ორგანოებზე. თუ თქვენ შენიშნეთ ასეთ სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს (იხ. ნაწილი 4).

კარვედილოლის გამოყენება არ უნდა შეწყდეს უეცრად, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში. პრეპარატი უნდა მოიხსნას თანდათანობით, ერთ--ორი კვირის განმავლობაში არასასურველი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ახლახან იღებდით ან გეგმავთ მიღებას, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმისთვის იმის შესახებ შეტყობინება, რომ თქვენ ამავდროულად იღებთ:

სხვა სამკურნალო საშუალებებს არითმიის სამკურნალოდ (მაგალითად, ამიოდარონს);

სამკურნალო საშუალებებს გულის დაავადებების ან ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (მაგალითად, შარდმდენები, კალციუმის არხების ბლოკატორები (ისეთები, როგორიცაა დილთიაზემი ან ვერაპამილი), კლონიდინი, ნიტრატები ან დიგოქსინი);

სამკურნალო საშუალებებს სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ასევე ამცირებენ არტერიულ წნევას (მაგალითად, საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები (დამამშვიდებლები), ანტიდეპრესანტები, მაგალითად, პაროქსეტინი ან ფლუოქსეტინი);

ციკლოსპორინს, ტაკროლიმუსს (მათ ნიშნავენ, მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ მისი მიუღებლობის თავიდან აცილების მიზნით, მრავალი სახსრის მძიმე ანთებისას (რევმატოიდური ართრიტის დროს), ასევე კანის მძიმე დაავადებებისას);

მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (ერთ-ერთი ტიპის ანტიდეპრესანტი);

პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ერგოტამინს, რიფამპიცინს (ანტიბიოტიკი ტუბერკულოზის სამკურნალოდ), ბარბიტურატებს, პრეპარატებს კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად (ციმეტიდინი), ასევე პრეპარატებს ასთმის და ფილტვების სხვა დაავადებების სამკურნალოდ (ამინოფილინი, თეოფილინი) ან სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ ბეტა-ადრენორეცეპტორების აგონისტებს, რომლებიც აფართოვებენ ბრონქების სანათურს;

ინსულინს ან შინაგანად მისაღებ სხვა საშუალებებს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ;

პრეპარატებს ტკივილის სამკურნალოდ და სხეულის ტემპერატურის დასაწევად, რომლებიც შეიცავენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს და პრეპარატებს სხეულის ტემპერატურის დასაწევად.

ქირურგიული ოპერაციისა და ნარკოზის წინ აბსოლუტურად აუცილებელია შეატყობინოთ ექიმს იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ პრეპარატ ტალიტონს®.

თუ არტერიული წნევის შესამცირებლად ღებულობთ ტალიტონს® კლონიდინთან კომბინაციაში, არასოდეს არ შეწყვიტოთ კლონიდინის მიღება თქვენს მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ ტალიტონის® ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში დამტკიცებული არ არის, ამოტომ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ შეიძლება.

პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. ქრონიკული გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდირებულია ამ ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად არტერიული წნევის სწრაფად შემცირების და თავბრუსხვევის რისკის შესამცირებლად.

თავი აარდეთ ტალიტონის® ტაბლეტების მიღებას გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად. ნივთიერებებს, რომლებიც შედიან გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის შემადგენლობაში, შეუძლიათ სისხლში კარვედილოლის დონის აწევა და გამოიწვიონ არაპროგნოზირებადი არასასურველი რეაქციები.

ალკოჰოლური სასმელების რეგულარულმა მიღებამ პრეპარატ ტალიტონის® მიღების დროს შეიძლება გააძლიეროს როგორც ამ პრეპარატის, ასევე ალკოჰოლის ეფექტი.

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს თუ თქვენ დაორსულდებით პრეპარატ ტალიტონის გამოყენების დროს.

არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ძუძუთი კვება

პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული და არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება, თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატ ტალიტონს®. თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი პრეპარატ ტალიტონის® გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატმა ტალიტონი® ტაბლეტები შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, თუმცა, ეს გავლენა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე. კერძოდ, ეს შეიძლება მოხდეს პრეპარატის მიღების საწყის პერიოდში, ასევე ალკოჰოლთან ერთდროულად გამოყენების დროს. თუ თქვენ გრძნობთ ძალიან ძლიერ დაღლილობას და თავბრუსხვევას პრეპარატ ტალიტონის® მიღების დროს, არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები.

პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, საქაროზას და საღებავს

ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ლაქტოზას (რძის შაქარს) და 12,5მგ საქაროზას (ჭარხლის შაქარს). თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ ზოგიერთი შაქრების აუტანლობის შესახებ, მიმართეთ მას რჩევისთვის.

პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები 12,5მგ შეიცავს საღებავს სანსეტ ყვითელს (E 110), რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ტალიტონი®ტაბლეტები მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთამ ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი

მაღალი არტერიული წნევა

ჩვეულებრივი დოზა მომატებული არტერიული წნევის დროს შეადგენს 12,5მგ-ს ერთხელ დღეში, პირველი ორი დღის განმავლობაში. შემდეგ რეკომენდებულია დოზის გაზრდა 25მგ-მდე ერთხელ დღეში. პაციენტების უმრავლესობისთვის ეს დოზა საკმარისია. არასაკმარისი ეფექტის დროს ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს არანაკლებ 14 დღიანი ინტერვალებით მაქსიმალურ დოზამდე 50მგ ერთხელ დღეში ან ორ მიღებაზე გაყოფით 25მგ დილით და საღამოს.

ქრონიკული დაძაბვის სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც წარმოიქმნება და ქრება ერთიდაიმავე დატვირთვის დროს)

რეკომენდებული საწყისი დოზა ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის დროს არის 12,5მგ ორჯერ დღეში, პირველი ორი დღის განმავლობაში. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 25მგ-ს 2-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმს შეუძლია დოზის გაზრდა პრეპარატის მიღების მინიმუმ ორი კვირის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50მგ-ს ორჯერ დღეში.

გულის ქრონიკული უკმარისობა

პრეპარატის დოზა შეირჩევა ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

მკურნალობის დაწყება და პრეპარატის დოზის შერჩევა ხორციელდება კარდიოლოგის მიერ საავადმყოფოში, პაციენტის მდგომარეობის მუდმივი სამედიცინო კონტროლით.

რეკომენდებული საწყისი დოზა: 3,125მგ (6,25 მგ-ანი ტაბლეტის ნახევარი) ორჯერ დღეში სასურველია ჭამის დროს, პირველი ორი კვირის განმავლობაში. თუ ეს დოზა კარგად გადაიტანება, თქვენმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მინიმუმ ორი კვირიანი ინტერვალებით 6,25 მგ-ის ორჯერ დღეში მიღებით, შემდეგ 12,5მგ-ის ორჯერ დღეში და 25მგ-მდე ორჯერ დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს იმ მაქსიმალურ დონემდე, რომლის გადატანაც პაციენტს შეუძლია.

რეკომენდირებული მაქსიმალური დოზა: 25მგ ორჯერ დღეში ყველა პაციენტისთვის გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობით (გქუ) და პაციენტებისთვის მსუბუქი ან ზომიერი გქუ-ით 85კგ-ზე ნაკლები წონის დროს. პაციენთებისთვის მსუბუქი ან ზომიერი გქუ-ით და 85კგ-ზე მეტი წონით მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 50მგ-ს ორჯერ დღეში.

თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და დაავადების სიმპტომები გაძლიერდეს (დაღლილობის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ასევე შეიძლება განვითარდეს სითხის შეკავების სიმპტომები (სხეულის მასის გაზრდა ან მუხლის შეშუპება). შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომ თქვენი მდგომარეობა უარესდება, რადგანაც ამ დროს შეიძლება გაჩნდეს თქვენს მიერ მისაღები სამკურნალო საშუალების დოზის შეცვლის აუცილებლობა.

გულის უკმარისობის დროს პრეპარატ ტალიტონით® მკურნალობისას უნდა გრძელდებოდეს მიღება იმ პრეპარატებისა, რომლებიც დანიშნულია ექიმის მიერ გულის უკმარისობის სამკურნალოდ.

მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ

დოზის შერჩევა ხდება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად, გულდასმითი სამედიცინო კოტროლით.

კარვედილოლის საწყისი რეკომენდებული დოზა პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევით, შეადგენს 6,25მგ-ს ორჯერ დღეში. ექიმს შეუძლია რეკომენდებული საწყისი 6,25მგ დოზის თანდათან გაზრდა, მკურნალობაზე პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე, ავადმყოფის მდგომარეობის გულდასმითი კონტროლით. დოზა უნდა გაიზარდოს პაციენტის მიერ ასატან მაქსიმალურ დოზამდე.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულები

დოზირება ჰიპერტენზიის, გულის ქრონიკული უკმარისობის და მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევეის დროს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ შეესაბამება დოზებს ზრდასრულებისთვის. ქრონიკული სტენოკარდიის დროს მაქსიმალური დოზა ხანდაზმული პაციენტებისთვის შეადგენს 25მგ-ს ორჯერ დღეში.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს არ არსებობს კარვედილოლის დოზის შეცვლის აუცილებლობა.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

კარვედილოლი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით. ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის დროს თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია შეაციროს პრეპარატ ტალიტონის® დოზა.

ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე

ტალიტონის® დანიშვნა არ შეიძლება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

მიღების წესი

პრეპარატი შინაგანად მისაღებად.

მიიღეთ ეს ტაბლეტები დიდი რაოდენობის სითხის დაყოლებით, დაუღეჭავად, საკვების მიღების მიუხედავად.

თუ გაწუხებთ გულის ქრონიკული უკმარისობა, მიიღეთ ეს პრეპარატი საკვებთან ერთად არტერიული წნევის უეცარი შემცირების რისკის შესამცირებლად.

თუ მიიღეთ ტალიტონის® ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა

თუ მიიღეთ ტალიტონის® ტაბლეტების დანიშნულზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

ძალიან ბევრი რაოდენობის ტაბლეტების მიღების შემდეგ (მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების დროს) შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვის სიხშირის(გულის რითმის შენელება) მნიშვნელოვანი დაცემა, გულის უეცარი უკმარისობა, გულის სინუსური კვანძის გაჩერება, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.

გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობის გრძნობა, სუნთქვის გაძნელება, ამოსუნთქვის გაძნელება, გულისრევა, გონების აღრევა, კრუნჩხვითი შეტევები.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღება

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული ტაბლეტის სანაცვლოდ, რადგანაც ეს არ მოახდენს გამოტოვებულ დოზის კომპენსირებას, არამედ გამოიწვევს დოზის გადაჭარბების რისკს. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულებისამებრ.

თუ შეწყვითეთ პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტების მიღება

პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ნუ შეწყვეტთ ამ პრეპარატის მიღებას ვადაზე ადრე, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი. ამ პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში და არტერიული წნევის მომატება, განსაკუთრებით სტენოკარდიის მქონე პაციენტებში. ამიტომ პრეპარატის მიღება თანდათან უნდა შეწყდეს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატ ტალიტონი® ტაბლეტებს პრეპარატთან ერთად, რომელიც შეიცავს კლონიდინს, არასოდეს არ შეწყვიტოთ ნებისმიერი მათგანის მიღება ექიმის რჩევის გარეშე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის გადაჭარბებული ზრდა. ამ პრეპარატების მიღება უნდა შეწყდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი ინსტრუქციების ზუსტი შესრულებით.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმათეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო არასასურველი მოვლენები

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მაგრამ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს):

მსუბუქი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასწყისში;

სისუსტე;

ასთენია (დაღლილობა);

ზემოთ მოცემული რეაქციები, ჩვეულებრივ არის სუსტად გამოხატული და ხანმოკლე.

ჰიპოტონია (არტერიული წნევის დაქვეითება), გულის წასვლა

გულის უკმარისობა.

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 10-დან) :

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები;

სისხლის ნაკლებობა (ანემია);

სხეულის მასის მომატება;

ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში;

დიაბეტის მქონე პირებში სისხლის შაქრის დონის მომატება ან შემცირება და ნახშირწყლოვანი ცვლის გაუარესება;

დეპრესია ან დათრგუნული განწყობა;

ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპეალური მდგომარეობა);

მხედველობის დარღვევა;

ცრემლდენის შემცირება (მშრალი თვალების სინდრომი), თვალების გაღიზიანება;

გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია);

არტერიული წნევის შემცირება (ჰიპოტენზია), არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა სხეულის მდგომარეობის სწრაფი შეცვლის დროს (ადგომისას);

მაღალი არტერიული წნევა;

შეშუპებები (კიდურების, სასქესო ორგანოების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებები, ქოშინით და გაძნელებული სუნთქვით);

ფილტვების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება;

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა;

პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები (ცივი კიდურები, პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებები, ხანგამოშვებითი კოჭლობის გაუარესება (გარკვეულ მანძილზე გადაადგილებისას ფეხის კუნთებში წარმოშობილი უეცარი ტკივილი არასაკმარისი სისხლის მომარაგების შედეგად, რომელიც აიძულებს პაციენტს გაჩერდეს) და რეინოს ფენომენი (ხელების სისხლძარღვების სპაზმი, რის შედეგადაც თითები, ცხვირი და ყურები ფერმკრთალდება ან იღებს ლურჯ შეფერილობას).

ფილტვისმიერი ასთმა (ქოშინის და სუნთქვის გაძნელების შეტევები);

გაძნელებული ამოსუნთქვა (გაძნელებული სუნთქვა სტვენით და ხმაურით);

ტკივილი ქვედა კიდურებში;

ტკივილი;

თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

არახშირი (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 100-დან ):

წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკი (გულის კუნთში იმპულსის გამტარობის დარღვევა);

სტენოკარდია (გულმკერდში შემბოჭავი ტკივილი);

ძილის დარღვევა;

მგრძნობელობის დარღვევა

რეაქციები კანის მხრივ (ალერგიული გამონაყარი, კანის ანთება, ჭინჭრის ციება, ქავილი, ცვლილებები, რომლებიც ჰგავს ბრტყელ ლიქენს (მკვეთრი წითელი ფერის გამონაყარი), ფსორიაზის მსგავსი კანის დაზიანება, (ფსორიაზი - კანის ქრონიკული დაავადება აქერცვლადი წითელი ლაქების წარმოქმნით) ან ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება;

ერექტილური ფუნქციის დარღვევა;

ყაბზობა.

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 1000-დან):

თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება, რომლის დროსაც სისხლდენის შეჩერება მოითხოვს მეტ დროს; კანის ფერის ცვლილება კანქვეშა სისხლჩაქცევების შედეგად, სისხლდენები, მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან ან ნაწლავიდან);

ცხვირის გაჭედვა;

სიმშრალე პირში

შარდვის დარღვევები.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 10000-დან):

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

ღვიძლის ფუნქციის ტესტების შედეგების ცვლილება (ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის ზრდა);

პოსტრეგისტრაციულ პერიოდში შემოდიოდა შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ:

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით) :

თმოს ცვენა

შარდის შეუკავებლობა ქალებში

მძიმე, შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები კანის მხრივ (მაგალითად, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. ნაწილი 2)

ჰალუცინაციები (როდესაც ადამიანი ხედავს, ესმის ან გრძნობს იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს)

მომატებული ოფლიანობა

თუ თქვენ შენიშნეთ გამონაყარი კანზე, ქავილი, ქოშინი/გაძნელებული სუნთქვა, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ ხართ ავად შაქრიანი დიაბეტით, მაშინ პრეპარატ ტალიტონით® მკურნალობის დროს თქვენთვის აუცილებელია სისხლში შაქრის დონის უფრო ხშირი კონტროლი, რადგან შეიძლება გაუარსედეს დიაბეტის სიმპტომები. გარდა ამისა, პრეპარატ ტალიტონის® გამოყენების დაწყების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ლატენტური (ფარული) შაქრიანი დიაბეტი.

ხანდაზმულ ან გულის სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ გულის სინუსური კვანძის გაჩერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირება ან პაუზები გულის შეკუმშვებს შორის.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა პაციენტებთან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევევით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, იყო მსგავსი უკვე ცნობილი არასასურველი რეაქციებისა, იმის გამოკლებით, რომ ძალიან ხშირად აღინიშნებოდა გულის უკმარისობის სიმპტომები და ხშირად ვითარდებოდა ანემია, ინფექციები, ფილტვების შეშუპება და მაღალი არტერიული წნევა.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ

ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების აღმოჩენისა ან ისეთი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაგზავნოთ შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ უშულოდ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემაში.

გვატყობინებთ რა არასასურველი რეაქციების შესახებ, თქვენ მიაწოდებთ დამატებით ინფორმაციას ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას!

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ნუ მიიღებთ ტალიტონის® ტაბლეტებს, თუ აღმოაჩენთ პრეპარატის უხარისხობის ხილულ ნიშნებს.

ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღია მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო საშუალებები არ უნდა იქნას გადაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია თქვენთვის არასაჭირო პრეპარატის ნარჩენის სახით თავიდან მოცილება, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტალიტონის® ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება:

6,25მგ, 12,5მგ ან 25მგ კარვედილოლი თითოეულ ტაბლეტში შესაბამისად.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, საქაროზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი K-25, მაგნიუმის სტეარატი. გარდა ზემოთ მითითებული კომპონენტებისა, ტალიტონის® ტაბლეტები 6,25მგ შეიცავს ქინოლინის ყვითელს С.I. 47005, ხოლო ტალიტონის® ტაბლეტები 12,5მგ კი შეიცავს სანსეტ ყვითელს С.I. 15985 საღებავის სახით.

პრეპარატის ტალიტონი® ტაბლეტების გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

აღწერილობა

ტალიტონი® ტაბლეტები 6,25მგ: ღია ყვითელი ბრტყელი, მოგრძო ტაბლეტები ჩამოთლილი გვერდით, გამყოფი ხაზით ტაბლეტის ერთ მხარეს და მეორე მხარეს სტილიზებული ასო E-თი გრავირებით და ნომრით 341, უსუნო ან თითქმის უსუნო.

ტალიტონი® ტაბლეტები 12,5მგ: ღია ნარინჯისფერი (შესაძლებელია უფრო მუქი ფერის ჩანართები) ბრტყელი, მრგვალი ტაბლეტები ჩამოთლილი გვერდით, ტაბლეტს ერთ მხარეს გამყოფი ხაზით, ხოლო მეორე მხარეს სტილიზებული ასო E-თი გრავირებით და ნომრით 342, უსუნო ან თითქმის უსუნო.

ტალიტონი® ტაბლეტები 25მგ: თეთრი ან თითქმის თეთრო ბრტყელი, მრგვალი ტაბლეტები ჩამოთლილი გვერდით, ტაბლეტს ერთ მხარეს აქვს გამყოფი ხაზი, ხოლო მეორე მხარეს აქვს გრავირება სტილიზებული ასო E-თი და ნომერი 343, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

ტალიტონი® ტაბლეტები 6,25მგ: 7 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ან 4 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ტალიტონი® ტაბლეტები 12,5მგ, 25მგ: 14 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გარკვეული სახის შეფუთვა შეიძლება არ მოხვდეს სავაჭრო ბრუნვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38,

უნგრეთი

საწარმოო მოედანი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი, ბეკენფელდის ქ. 118-120,

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა