პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ტაიქოლდი

TaiCold

ურეცეპტოდ500მგ + 2მგ + 5მგ + 30მგ + 30მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

- გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის `გაჭედვა~, ცემინება, კუნთების ტკივილი.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
500მგ + 2მგ + 5მგ + 30მგ + 30მგ კაფსულა №10 (1X10)
მწარმოებელი
GM Pharmaceuticals LTD, საქართველო
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-036807
რეგისტრირებულია
8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატაიქოლდი და სხვა წამალი ერთად

ტაიქოლდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის `გაჭედვა~, ცემინება, კუნთების ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა დღეში სამჯერ. 24 საათის განმავლობაში დასაშვებია მაქსიმუმ 4 კაფსულა ტაიქოლდის მიღება, ხოლო მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს არანაკლებ 4 საათს. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 3-5 დღე.

უკუჩვენებები

დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები

პიროგლუტამინის აციდოზით გამოწვეული მეტაბოლური აციდოზის (რომელიც შესაძლოა თან ახლდეს ანიონური გახლეჩვის მაჩვენებლის ზრდას - HAGMA) შემთხვევები აღწერილია მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტებში, როგორიცაა თირკმლის მძიმე უკმარისობა, სეფსისი, არასრულფასოვანი კვება ან გლუტათიონის დეფიციტის სხვა წყაროები (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმი), და რომლებიც პარაცეტამოლს იღებდნენ თერაპიულ დოზებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან იღებდნენ პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის კომბინაციას.

პიროგლუტამინის აციდოზის ფონზე მეტაბოლური აციდოზის (HAGMA) არსებობის ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია პარაცეტამოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი.

შარდში 5-ოქსოპროლინის დონის განსაზღვრა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს პიროგლუტამინის აციდოზის, როგორც მეტაბოლური აციდოზის ძირითადი მიზეზის, იდენტიფიცირებისთვის იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მრავალმხრივი რისკფაქტორები.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.

ტაიქოლდით მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.

ტაიქოლდთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატის მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.

სიფრთხილეა საჭირო პარაცეტამოლის და ფლუკლოქსაცილინის ერთდროულად გამოიყენებისას, რადგან კომბინირებული თერაპია დაკავშირებულია მაღალი ანიონური დეფიციტის მქონე მეტაბოლურ აციდოზთან, რაც გამოწვეულია პიროგლუტამინის აციდოზით, განსაკუთრებით რისკის-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხ. უსაფრთხოების ზომები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ტაიქოლდის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ყურადღების კონცენტრირებაზე, ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

გვერდითი მოვლენები

ტაიქოლდი არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

მეტაბოლიზმის და კვების მხრივ დარღვევები

მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზი - სიხშირე "უცნობია" (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზი

პიროგლუტამინის აციდოზით გამოწვეული მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზის შემთხვევები აღრიცხულია იმ პაციენტებში, რომლებიც რისკის ფაქტორებს ფლობენ და იღებდნენ პარაცეტამოლს (იხ. უსაფრთხოების ზომები).

პიროგლუტამინის აციდოზი შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გლუტათიონის დაბალი დონე.

ჭარბი დოზა

პარაცეტამოლის გამო:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში არსებობს მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ქრონიკული ალკოჰოლიზმის ან ქრონიკული კვების დეფიციტისას, ასევე ფერმენტ-ინდუცირების აგენტების გამოყენებისას და ძალიან გამხდარ მოზრდილებში (<50 კგ).

ჰეპატოტოქსიკურობა ხშირად ვლინდება მიღებიდან 24–48 საათის განმავლობაში. ჭარბი დოზირება შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუნდაც სიმპტომები არ შეიმჩნეოდეს.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, კანის სიფერმკრთალე და მუცლის ტკივილი, როგორც წესი, აღინიშნება მიღებიდან პირველ 24 საათის განმავლობაში.

მძიმე ჭარბი დოზირება იწვევს სერიოზულ ჰეპატოტოქსიკურობას ჰეპატოციტების დაზიანებით, რაც იწვევს ჰეპატოცელულურ უკმარისობას, მეტაბოლურ აციდოზსა და ენცეფალოპათიას, რაც შეიძლება დასრულდეს კომითა და ფატალური შედეგით. ამავე დროს აღინიშნება ღვიძლის ტრანსამინაზების (AST, ALT), ლაქტატდეჰიდროგენაზისა და ბილირუბინის დონის მატება.

დოზის გადაჭარბებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დისემინირებული ინტრავასკულური შედედება.

სიმპტომები: კანის სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ჰეპატოციტების ნეკროზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, პროთრომბინის დროის გაზრდა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება; საჭიროებისას – სიმპტომური მკურნალობა. პარაცეტამოლით მოწამვლის შემთხვევაში სპეციფიკურ ანტიდოტს წარმოადგენს აცეტილცისტეინი.

შემადგენლობა

ტაიქოლდის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - პარაცეტამოლი - 500 მგ, ქლორფენირამინის მალეატი - 2 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - 5 მგ, ასკორბინის მჟავა - 30 მგ და კოფეინი - 30 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პრეპარატი.

პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის, უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.

ქლორფენირამინის მალეატი - H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების განვლადობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - ალფა1-ადრენომიმეტური საშუალება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების და ცხვირის დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და ჰიპერემიას, ახასიათებს სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება.

ასკორბინის მჟავა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას.

კოფეინი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს პარაცეტამოლის ანალგეზიურ მოქმედებას.

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 10-25oC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ტაიქოლდი

TAICOLD

ჩვენება

  • გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის `გაჭედვა~, ცემინება, კუნთების ტკივილი.

უკუჩვენება

დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

პიროგლუტამინის აციდოზით გამოწვეული მეტაბოლური აციდოზის (რომელიც შესაძლოა თან ახლდეს ანიონური გახლეჩვის მაჩვენებლის ზრდას - HAGMA) შემთხვევები აღწერილია მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტებში, როგორიცაა თირკმლის მძიმე უკმარისობა, სეფსისი, არასრულფასოვანი კვება ან გლუტათიონის დეფიციტის სხვა წყაროები (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმი), და რომლებიც პარაცეტამოლს იღებდნენ თერაპიულ დოზებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან იღებდნენ პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის კომბინაციას.

პიროგლუტამინის აციდოზის ფონზე მეტაბოლური აციდოზის (HAGMA) არსებობის ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია პარაცეტამოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი.

შარდში 5-ოქსოპროლინის დონის განსაზღვრა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს პიროგლუტამინის აციდოზის, როგორც მეტაბოლური აციდოზის ძირითადი მიზეზის, იდენტიფიცირებისთვის იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მრავალმხრივი რისკფაქტორები.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.

ტაიქოლდით მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ტაიქოლდის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ყურადღების კონცენტრირებაზე, ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

დოზის გადაჭარბება

პარაცეტამოლის გამო:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში არსებობს მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ქრონიკული ალკოჰოლიზმის ან ქრონიკული კვების დეფიციტისას, ასევე ფერმენტ-ინდუცირების აგენტების გამოყენებისას და ძალიან გამხდარ მოზრდილებში (<50 კგ).

ჰეპატოტოქსიკურობა ხშირად ვლინდება მიღებიდან 24–48 საათის განმავლობაში. ჭარბი დოზირება შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუნდაც სიმპტომები არ შეიმჩნეოდეს.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, კანის სიფერმკრთალე და მუცლის ტკივილი, როგორც წესი, აღინიშნება მიღებიდან პირველ 24 საათის განმავლობაში.

მძიმე ჭარბი დოზირება იწვევს სერიოზულ ჰეპატოტოქსიკურობას ჰეპატოციტების დაზიანებით, რაც იწვევს ჰეპატოცელულურ უკმარისობას, მეტაბოლურ აციდოზსა და ენცეფალოპათიას, რაც შეიძლება დასრულდეს კომითა და ფატალური შედეგით. ამავე დროს აღინიშნება ღვიძლის ტრანსამინაზების (AST, ALT), ლაქტატდეჰიდროგენაზისა და ბილირუბინის დონის მატება.

დოზის გადაჭარბებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დისემინირებული ინტრავასკულური შედედება.

სიმპტომები: კანის სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ჰეპატოციტების ნეკროზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, პროთრომბინის დროის გაზრდა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება; საჭიროებისას – სიმპტომური მკურნალობა. პარაცეტამოლით მოწამვლის შემთხვევაში სპეციფიკურ ანტიდოტს წარმოადგენს აცეტილცისტეინი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.

ტაიქოლდთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატის მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.

სიფრთხილეა საჭირო პარაცეტამოლის და ფლუკლოქსაცილინის ერთდროულად გამოიყენებისას, რადგან კომბინირებული თერაპია დაკავშირებულია მაღალი ანიონური დეფიციტის მქონე მეტაბოლურ აციდოზთან, რაც გამოწვეულია პიროგლუტამინის აციდოზით, განსაკუთრებით რისკის-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხ. უსაფრთხოების ზომები).

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა დღეში სამჯერ. 24 საათის განმავლობაში დასაშვებია მაქსიმუმ 4 კაფსულა ტაიქოლდის მიღება, ხოლო მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს არანაკლებ 4 საათს. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 3-5 დღე.

გვერდითი მოვლენები

ტაიქოლდი არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

მეტაბოლიზმის და კვების მხრივ დარღვევები

მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზი - სიხშირე "უცნობია" (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზი

პიროგლუტამინის აციდოზით გამოწვეული მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზის შემთხვევები აღრიცხულია იმ პაციენტებში, რომლებიც რისკის ფაქტორებს ფლობენ და იღებდნენ პარაცეტამოლს (იხ. უსაფრთხოების ზომები).

პიროგლუტამინის აციდოზი შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გლუტათიონის დაბალი დონე.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 10-25oC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

10 კაფსულა ბლისტერში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

3 კაფსულა ბლისტერში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს

მისამართი:

რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო

ტელ.: 2404383

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა