პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
თიროიდული თერაპია

ტ4

T4®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ლევოთიროქსინი, ტ4®-ის მოქმედი ნივთიერება, არის ფარისებრი ჯირკვლის სინთეზური ჰორმონი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ. მას გააჩნია ისეთივე ეფექტი, როგორიც ბუნებრივად წარმოქმნილ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევოთირონი (levothyroxine)
ფორმა და შეფუთვა
12მკგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
UNI-PHARMA KLEON TSETIS PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
თიროიდული თერაპია, თიროიდული ჰორმონები
ATC კოდი
H03AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-040166
რეგისტრირებულია
6 თებერვალი 2024, მოქმედებს 6 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპ"
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატ4 და სხვა წამალი ერთად

ტ4 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლევოთიროქსინი, ტ4®-ის მოქმედი ნივთიერება, არის ფარისებრი ჯირკვლის სინთეზური ჰორმონი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ. მას გააჩნია ისეთივე ეფექტი, როგორიც ბუნებრივად წარმოქმნილ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს.

ტ4® გამოიყენება:

მარტივი არაენდემური ჩიყვის და ქრონიკული ლიმფოციტური თირეოიდიტის (ჰაშიმოტოს დაავადება) სამკურნალოდ;

ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონების ჩანაცვლებისთვის, როდესაც თქვენი ფარისებრი ჯირკვალი რაიმე მიზეზით არ გამოიმუშავებს საკმარის რაოდენობას;

როგორც თანმხლები მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დასაბალანსებლად, როდესაც ჰორმონის ჭარბი წარმოების მკურნალობა ხდება ანტითირეოიდული პრეპარატებით;

დიაგნოსტიკური გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიის ტესტირებისთვის.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენს ინდივიდუალურ დოზას გამოკვლევებისა და ასევე ლაბორატორიული ტესტების საფუძველზე. თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის მქონე ჩვილების გარდა, სადაც მნიშვნელოვანია ჰორმონის სწრაფი ჩანაცვლება, თქვენ ჩვეულებრივ იწყებთ მკურნალობას დაბალი დოზით, რომელიც იზრდება ყოველ 2-4 კვირაში, სანამ არ მიაღწევთ ნორმალურ დოზას. მკურნალობის საწყის კვირებში თქვენ ჩაგიტარდებათ ლაბორატორიული კვლევები დოზის კორექტირების მიზნით.

თუ თქვენ გადახვალთ ტაბლეტიდან ლევოთიროქსინის პერორალურ ხსნარზე ან პერორალური ხსნარიდან ლევოთიროქსინის ტაბლეტზე, თქვენი ექიმი საგულდაგულოდ გაგაკონტროლებთ.

დოზირება

გამოყენება ბავშვებში

თუ თქვენი ბავშვი დაიბადება თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დაწყება უფრო მაღალი დოზით, რადგან სწრაფი ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. საწყისი რეკომენდირებული დოზაა 10-დან 15 მიკროგრამამდე ყოველ კგ სხეულის წონაზე პირველი 3 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ, თქვენი ექიმი ინდივიდუალურად დაარეგულირებს დოზას. შეძენილი ჰიპოთირეოზის მქონე ბავშვებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 12.5-50 მიკროგრამი დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან ყოველ 2-4 კვირაში ლაბორატორიული ტესტების მიხედვით. თქვენი ექიმი დოზას დააკორექტირებს ინდივიდუალურად.

მოზრდილები

პირველადი ჰიპოთირეოზის დროს რეკომენდებული საწყისი დოზაა 50-100 მკგ (0.05-0.1 მგ) დღეში, ხანდაზმულებში ეს დოზა ჩვეულებრივ უფრო დაბალია: 25-50 მკგ. საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მკგ-ით კვირაში მეტაბოლიზმის ნორმალიზებამდე. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 100-200 მკგ. თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, დაიწყეთ 25 მკგ-ით დღეში და გაზარდეთ დოზა, საჭიროების შემთხვევაში, კვირაში 25 მკგ-ით.

უფრო დაბალი ინდივიდუალური დოზა შეიძლება იყოს საკმარისი:

თუ თქვენ ხართ ხანდაზმული პაციენტი,

თუ გაქვთ გულის პრობლემები,

თუ გაქვთ მძიმე ან ხანგრძლივი ჰიპოთირეოზი,

თუ გაქვთ დაბალი წონა ან დიდი ზომის ჩიყვი.

მიღება

ტ4® განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. მიიღეთ ერთჯერადი დღიური დოზა უზმოზე დილით (საუზმემდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე), სასურველია მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით, მაგალითად, ნახევარი ჭიქა წყლით.

ჩვილებმა შეიძლება მიიღონ ტ4®-ის მთლიანი დღიური დოზა მინიმუმ ნახევარი საათით ადრე პირველ კვებამდე. უშუალოდ გამოყენებამდე დაფხვენით ტაბლეტი და შეურიეთ ცოტა წყალს (10-15 მლ) და მიეცით ბავშვს მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად (5 µε 10 მლ). ყოველთვის მოამზადეთ ნარევი უშუალოდ გამოყენების წინ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს იმ მდგომარეობის მიხედვით, რისთვისაც იყენებთ ტ4®-ს. ამიტომ თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად რამდენ ხანს დაგჭირდებათ მისი მიღება. პაციენტთა უმრავლესობას სჭირდება ტ4®-ის მიღება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტ4®

თუ მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა, შეიძლება გამოგივლინდეთ სიმპტომები, როგორიცაა: აჩქარებული გულისცემა, შფოთვა, აგზნებადობა ან უნებლიე მოძრაობები. ნევროლოგიურ სისტემაზე მოქმედი დარღვევების მქონე პაციენტებში (როგორიცაა ეპილეფსია), შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები ცალკეულ შემთხვევებში. ფსიქოზური აშლილობის რისკის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს მწვავე ფსიქოზის სიმპტომები. თუ რომელიმე ჩამოთვლილი გამოგივლინდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ტ4®-ის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად, მიიღეთ ნორმალური დოზა მეორე დღეს.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ლევოთიროქსინის ნატრიუმის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა, თირკმელების არაკომპენსირებული უკმარისობა ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი წარმოება (თირეოტოქსიკოზი), რაზეც არ მკურნალობთ.

თუ ბოლო პერიოდში გქონდათ გულის შეტევა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი), გულის კუნთის მწვავე ანთება (მწვავე მიოკარდიტი) და/ან გულის კედლების ყველა შრის მწვავე ანთება (მწვავე პანკარდიტი).

არ მიიღოთ ტ4® ანტითირეოიდულ პრეპარატებთან ერთად თუ ხართ ორსულად (იხ. პარაგრაფი „ორსულობა და ძუძუთი კვება“ ქვემოთ).

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ტ4®-ის მიღებამდე, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი გულის დაავადება:

არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა გულის სისხლძარღვებში (სტენოკარდია),

გულის უკმარისობა,

სწრაფი და არარეგულარული გულისცემა,

მაღალი არტერიული წნევა,

ცხიმის დაგროვება არტერიებში (ათეროსკლეროზი).

საჭიროა ამ მდგომარეობების მონიტორინგი, სანამ დაიწყებთ ტ4®-ის მიღებას ან ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიის ტესტის ჩატარებამდე. გარდა ამისა, მკურნალობის დაწყების შემდეგ თქვენი ექიმი დროდადრო შეგამოწმებთ შესაბამისი ტესტებით.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე აღნიშნული მდგომარეობა გეხებათ ან თუ არ მკურნალობთ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თქვენი ექიმი გამოიკვლევს თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკონტროლო ჭარბი გამომუშავებით (ფარისებრი ჯირკვლის ავტონომია), რადგან აღნიშნული უნდა იყოს სამედიცინო კონტროლის ქვეშ, სანამ დაიწყებთ ტ4®-ის მიღებას ან გაიკეთებთ ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიის ტესტს.

მიმართეთ თქვენს ექიმს:

თუ ლევოთიროქსინის შემცველი ერთი მედიკამენტიდან გადახვალთ მეორეზე. ეფექტი შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული და შეიძლება დაგჭირდეთ უფრო საგულდაგულო მონიტორინგი და დოზის კორექცია.

თუ გაქვთ ეპილეფსია (კრუნჩხვები). კრუნჩხვები იშვიათად აღინიშნა ლევოთიროქსინით თერაპიის დასაწყისში.

თუ გაქვთ ფსიქოზური ტიპის დარღვევების ნიშნები (შეიძლება დაგჭირდეთ უფრო საგულდაგულო მონიტორინგი და დოზის კორექცია).

ლევოთიროქსინით მკურნალობის წინა რეკომენდებულია ელექტროკარდიოგრამის გადაღება, რადგან ჰიპოთირეოზით გამოწვეული ცვლილებები შეიძლება არ იყოს აშკარა კვლევებით, რომლებიც მიუთითებს გულის იშემიაზე.

თმის ნაწილობრივი ცვენა შეიძლება აღინიშნოს ბავშვებში, მაგრამ ეს ეფექტი გარდამავალია.

არტერიული წნევა რეგულარულად უნდა შემოწმდეს, როდესაც ლევოთიროქსინით თერაპია იწყება ძალიან დაბალწონიან დღენაკლულ ახალშობილებში, რადგან შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა (ცნობილი, როგორც სისხლის მიმოქცევის კოლაფსი).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი, რადგან ტ4®-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ეფექტზე:

დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (სისხლში შაქრის დონის შემამცირებელი მედიკამენტები):

ტ4®-მა შესაძლოა შეამციროს თქვენი ანტიდიაბეტური პრეპარატის ეფექტი, ამიტომ შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში შაქრის დონის დამატებითი შემოწმება, განსაკუთრებით ტ4®-ით მკურნალობის დასაწყისში. სანამ იღებთ ტ4®-ს, შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია.

კუმარინის წარმოებულები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად):

ტ4®-მა შეიძლება გააძლიეროს ამ მედიკამენტების ეფექტი, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის შედედების მაჩვენებლების რეგულარული შემოწმება ტ4®-ით მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დროს. სანამ იღებთ ტ4®-ს, შესაძლოა საჭირო გახდეს კუმარინის პრეპარატის დოზის კორექცია.

დარწმუნდით, რომ მკაცრად იცავთ რეკომენდირებულ დროის ინტერვალებს, თუ გჭირდებათ რომელიმე შემდეგი მედიკამენტის მიღება:

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას (ანტაციდები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).

პრეპარატები, რომელიც გამოიყენება ნაღვლის მჟავების შესაკავშირებლად და ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად (როგორიცაა ქოლესტირამინი ან ქოლესტიპოლი):

დარწმუნდით, რომ მიიღეთ ტ4® ამ მედიკამენტების მიღებამდე 4-5 საათით ადრე, რადგან მათ შეუძლიათ დაბლოკონ ტ4®-ის ათვისება ნაწლავიდან.

ანტაციდები (კუჭში ჭარბი მჟავიანობით გამოწვეული მჟავის მონელების შესამსუბუქებლად), სუკრალფატი (კუჭის ან ნაწლავის წყლულის დროს), სხვა ალუმინის შემცველი პრეპარატები, რკინის შემცველი პრეპარატები, კალციუმის შემცველი პრეპარატები:

დარწმუნდით, რომ მიიღეთ ტ4® ამ მედიკამენტების მიღებამდე 2 საათით ადრე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება შეამცირონ ტ4®-ის ეფექტი.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ ტ4®-ის ეფექტი:

პროპილთიურაცილი (ანტითირეოიდული სამკურნალო საშუალება),

გლუკოკორტიკოიდები (ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები),

ბეტა-ბლოკატორები (არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები, რომლებიც ასევე გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ),

სერტრალინი (ანტიდეპრესანტი),

ქლოროქინი, ან პროგუანილი (მედიკამენტი მალარიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის),

პრეპარატები, რომლებიც ააქტიურებენ ღვიძლის გარკვეულ ფერმენტებს, როგორიცაა ბარბიტურატები (სედაციური საშუალებები, საძილე ტაბლეტი) ან კარბამაზეპინი (ანტიეპილეფსიური საშუალება, რომელიც ასევე გამოიყენება ზოგიერთი სახის ტკივილისა და განწყობის დარღვევების გასაკონტროლებლად),

ესტროგენის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ჰორმონის შემცვლელად მენოპაუზის დროს და მის შემდეგ, ან ორსულობის პროფილაქტიკისთვის,

სეველამერი (ფოსფატის შემაკავშირებელი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ),

თიროზინკინაზას ინჰიბიტორები (კიბოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები),

ორლისტატი (მედიკამენტი სიმსუქნის სამკურნალოდ) ორლისტატის მიღების დაწყებამდე ან შეწყვეტამდე ან ორლისტატით (მედიკამენტები სიმსუქნის სამკურნალოდ) მკურნალობის შეცვლამდე, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო საგულდაგულო მონიტორინგი და დოზის კორექცია,

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ. ამიტრიპტილინი, იმიპრამინი), გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი, რადგან მათ შეუძლიათ გააძლიერონ ტ4®-ის ეფექტი:

სალიცილატები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და სიცხის დასაწევად),

დიკუმაროლი (პრეპარატი სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად),

ფუროსემიდი 250 მგ-ზე მაღალი დოზებით (დიურეზული საშუალება),

კლოფიბრატი (სისხლში ლიპიდების შემამცირებელი საშუალება).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი, რადგან მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ტ4®-ის ეფექტზე:

რიტონავირი, ინდინავირი, ლოპინავირი (პროტეაზას ინჰიბიტორები, მედიკამენტები აივ ინფექციის სამკურნალოდ),

ფენიტოინი (ანტიეპილეფსიური პრეპარატი).

ტ4®-ის მიღებისას შეიძლება დაგჭირდეთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პარამეტრების რეგულარული შემოწმება. შესაძლოა საჭირო გახდეს ტ4®-ის დოზის კორექტირება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ამიოდარონს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ), რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასა და აქტივობაზე.

თუ გესაჭიროებათ დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება ან იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებით სკანირება, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ტ4®-ს, რადგან შეიძლება გაგიკეთდეთ ინექცია (ტესტის დროს), რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონზე.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები. აღნიშნული მოიცავს რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებსაც.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყენება არ შეიძლება წონის დასაკლებად. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიღება არ შეამცირებს წონას, თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონე ნორმალურ დიაპაზონშია. სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენებიც კი შეიძლება აღინიშნოს, თუ დოზის გაზრდა ხდება ექიმის სპეციალური რჩევის გარეშე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მაღალი დოზები არ უნდა იქნას მიღებული წონის დასაკლებ გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა: ამფეპრამონი, კათინი და ფენილპროპანოლამინი, რადგან შეიძლება გაიზარდოს სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენების რისკი.

„ლევოთიროქსინის წყალში შედარებით დაბალი ხსნადობის, მისი მოლეკულის ფოტომგრძნობელობისა და დეგენერაციისადმი მიდრეკილების გამო, ამ ნივთიერების შემცველ ტაბლეტებს შეიძლება შეექმნას პრობლემები შიგთავსის სტაბილურობასთან და ერთგვაროვნებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ამ პრეპარატებით, უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ“.

ტ4® საკვებთან და სასმელთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ მიირთმევთ სოიოს პროდუქტებს, განსაკუთრებით თუ შეცვალეთ კვების რაოდენობა. სოიოს პროდუქტებმა შეიძლება შეამცირონ ტ4®-ის ათვისება ნაწლავებიდან და, შესაბამისად, შეიძლება საჭირო გახდეს ტ4®-ის დოზის კორექტირება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, განაგრძეთ ტ4®-ის მიღება. მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შეცვლა.

თუ იღებდით ტ4®-ს ანტითირეოიდულ მედიკამენტებთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გადაჭარბებული წარმოების სამკურნალოდ, თქვენი ექიმი გირჩევთ, შეწყვიტოთ ტ4®-ით მკურნალობა დაორსულებისას.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, შეგიძლიათ გააგრძელოთ ტ4®-ის მიღება თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. პრეპარატის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა დედის რძეში, იმდენად მცირეა, რომ არ იმოქმედებს ბავშვზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კვლევები არ ჩატარებულა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

არ არის მოსალოდნელი, რომ ტ4®-მა რაიმე გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან ლევოთიროქსინი ბუნებრივად წარმოქმნილი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის იდენტურია.

ტ4® შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

ლაქტოზა: თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ნატრიუმი: ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ ის არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თქვენ შეიძლება გამოგივლინდეთ ერთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, თუ მიიღებთ ტ4®-ს დანიშნულზე მეტი რაოდენობით, ან თუ გაქვთ აუტანლობა დანიშნულ დოზაზე (მაგ. დოზის სწრაფად გაზრდისას):

არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა (მაგ. წინაგულების ფიბრილაცია და ექსტრასისტოლები), პალპიტაცია, სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში), თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე და კრუნჩხვები, სიხლის მოწოლა (სახეზე წამოხურება და სიწითლე), ცხელება, ღებინება, მენსტრუაციის დარღვევა, კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (თავში წნევის მომატება), ტრემორი, შფოთვა, ძილის დარღვევა, ოფლიანობა, წონის დაკლება, დიარეა, შფოთვა, გაღიზიანება, აგზნებადობა, შემცივნება, კრუნჩხვები და ნებისმიერი ადრე არსებული გულის დაავადების გაუარესება.

თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გამოგივლინდებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თერაპიის შეწყვეტა რამდენიმე დღით ან დღიური დოზის შემცირება გვერდითი მოვლენების გაქრობამდე.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები ტ4®-ის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6 „რას შეიცავს ტ4®“). ალერგიული რეაქციები შეიძლება მოიცავდეს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება). თუ აღნიშნული გამოგივლინდებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ მედიკამენტების ეროვნულ ორგანიზაციას (EOF), მესოგეიონის გამზირი 284, GR-15562 ქოლარგოსი, ათენი, ტელ: +30 21 32040380/337, ფაქსი: +30 21 06549585, ვებ-გვერდი: http://www.eof.gr. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა ლევოთიროქსინის ნატრიუმი. პრეპარატი წარმოდგენილია მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ფორმის ტაბლეტებში 12 მკგ (µგ), 25 მკგ, 50 მკგ, 62 მკგ, 75 მკგ, 88 მკგ, 100 მკგ, 112 მკგ, 125 მკგ, 137 მკგ, 150 მკგ, 175 მკგ, 200 მკგ კრისტალური L-თიროქსინის ნატრიუმი (ტ4).

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

საღებავი საშუალებები:

ტ4® 12 µგ: სანსეტის ყვითელი ლაქი E 110 CI 15985

ტ4® 25 µგ: ქინოლინის ყვითელი ლაქი E 104 CI 47005

ტ4® 50 µგ: ყავისფერი ლაქი E 110 CI 15985, E 132 CI 73015, E 124 CI 16255

ტ4® 62 µგ: ცისფერი ლაქი E 132 CI 73015, E 124 CI 16255

ტ4® 75 µგ: შავი ლაქი E 151 CI 28440

ტ4® 88 µგ: აზორუბინის ლაქი E 122 CI 14720

ტ4® 100 µგ: ყავისფერი ლაქი E 110 CI 15985, E 132 CI 73015, E 124 CI 16255

ყვითელი ლაქი No 6 E 110 CI 15985

ტ4® 112 µგ: ერითროზინის ლაქი E 127 CI 45430

ტ4® 137 µგ: იისფერი (ყურძნის) ლაქი E 122 CI 14720, E 133 CI 42090

ტ4® 150 µგ: მწვანე ლაქი (ღია) E 132 CI 73015, E 104 CI 47005

ტ4® 175 µგ: ცისფერი ლაქი E 132 CI 73015, E 124 CI 16255

ტ4® 200 µგ: მწვანე ლაქი (მუქი) E 132 CI 73015, E 102 CI 19140

ტ4®-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

25, 50, 75, 88, 100, 112, 125, 137, 150, 175 და 200 მკგ დოზებისთვის:

მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს დაფასოებულს 3 ბლისტერში, რომელიც დამზადებულია პვქ-პვდ და ალუმინის ფოლგისგან, თითოეულში 10 ტაბლეტი და ერთი პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი.

მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს დაფასოებულს 2 ბლისტერში, რომელიც დამზადებულია პვქ-პვდ და ალუმინის ფოლგისგან, თითოეულში 15 ტაბლეტი და ერთი პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი.

მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 60 ტაბლეტს დაფასოებულს 6 ბლისტერში, რომელიც დამზადებულია პვქ-პვდ და ალუმინის ფოლგისგან, თითოეულში 10 ტაბლეტი და ერთი პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი.

12 და 62 მკგ დოზებისთვის:

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

UNI-PHARMA KLEON TSETIS HARMACEUTICAL LATORIES SA

(უნი-ფარმა კლეონ ცეტის ფარმასეუტიკალ ლაბორატორის ს.ა.)

მე-14 კმ ნეიშენალ როუდი ათენი - ლამია 1,

145, 64 კიფისია,

ტელ.: 210 8072512, 8072534

ფაქსი: 210 8078907

URL: www.uni-pharma.gr,

ელ-ფოსტა: [email protected]

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა: 07/2020

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ეტიკეტზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დასაცავად.

მისი შენახვა უნდა მოხდეს დახურულ შეფუთვაში.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ტ4® 12 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 25 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 50 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 62 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 75 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 88 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 100 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 112 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 125 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 137 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 150 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 175 მკგ, ტაბლეტები

ტ4® 200 მკგ, ტაბლეტები

ლევოთიროქსინის ნატრიუმი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ტ4® და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ტ4®-ის მიღებამდე

როგორ მიიღება ტ4®

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ტ4®

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ტ4® და რისთვის გამოიყენება

ლევოთიროქსინი, ტ4®-ის მოქმედი ნივთიერება, არის ფარისებრი ჯირკვლის სინთეზური ჰორმონი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ. მას გააჩნია ისეთივე ეფექტი, როგორიც ბუნებრივად წარმოქმნილ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს.

ტ4® გამოიყენება:

მარტივი არაენდემური ჩიყვის და ქრონიკული ლიმფოციტური თირეოიდიტის (ჰაშიმოტოს დაავადება) სამკურნალოდ;

ფარისებრი ჯირკვლის ბუნებრივი ჰორმონების ჩანაცვლებისთვის, როდესაც თქვენი ფარისებრი ჯირკვალი რაიმე მიზეზით არ გამოიმუშავებს საკმარის რაოდენობას;

როგორც თანმხლები მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დასაბალანსებლად, როდესაც ჰორმონის ჭარბი წარმოების მკურნალობა ხდება ანტითირეოიდული პრეპარატებით;

დიაგნოსტიკური გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიის ტესტირებისთვის.

რა უნდა იცოდეთ ტ4® -ის მიღებამდე

არ მიიღოთ ტ4®

თუ გაქვთ ალერგია ლევოთიროქსინის ნატრიუმის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა, თირკმელების არაკომპენსირებული უკმარისობა ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი წარმოება (თირეოტოქსიკოზი), რაზეც არ მკურნალობთ.

თუ ბოლო პერიოდში გქონდათ გულის შეტევა (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი), გულის კუნთის მწვავე ანთება (მწვავე მიოკარდიტი) და/ან გულის კედლების ყველა შრის მწვავე ანთება (მწვავე პანკარდიტი).

არ მიიღოთ ტ4® ანტითირეოიდულ პრეპარატებთან ერთად თუ ხართ ორსულად (იხ. პარაგრაფი „ორსულობა და ძუძუთი კვება“ ქვემოთ).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ტ4®-ის მიღებამდე, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი გულის დაავადება:

არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა გულის სისხლძარღვებში (სტენოკარდია),

გულის უკმარისობა,

სწრაფი და არარეგულარული გულისცემა,

მაღალი არტერიული წნევა,

ცხიმის დაგროვება არტერიებში (ათეროსკლეროზი).

საჭიროა ამ მდგომარეობების მონიტორინგი, სანამ დაიწყებთ ტ4®-ის მიღებას ან ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიის ტესტის ჩატარებამდე. გარდა ამისა, მკურნალობის დაწყების შემდეგ თქვენი ექიმი დროდადრო შეგამოწმებთ შესაბამისი ტესტებით.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე აღნიშნული მდგომარეობა გეხებათ ან თუ არ მკურნალობთ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თქვენი ექიმი გამოიკვლევს თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკონტროლო ჭარბი გამომუშავებით (ფარისებრი ჯირკვლის ავტონომია), რადგან აღნიშნული უნდა იყოს სამედიცინო კონტროლის ქვეშ, სანამ დაიწყებთ ტ4®-ის მიღებას ან გაიკეთებთ ფარისებრი ჯირკვლის სუპრესიის ტესტს.

მიმართეთ თქვენს ექიმს:

თუ ლევოთიროქსინის შემცველი ერთი მედიკამენტიდან გადახვალთ მეორეზე. ეფექტი შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული და შეიძლება დაგჭირდეთ უფრო საგულდაგულო მონიტორინგი და დოზის კორექცია.

თუ გაქვთ ეპილეფსია (კრუნჩხვები). კრუნჩხვები იშვიათად აღინიშნა ლევოთიროქსინით თერაპიის დასაწყისში.

თუ გაქვთ ფსიქოზური ტიპის დარღვევების ნიშნები (შეიძლება დაგჭირდეთ უფრო საგულდაგულო მონიტორინგი და დოზის კორექცია).

ლევოთიროქსინით მკურნალობის წინა რეკომენდებულია ელექტროკარდიოგრამის გადაღება, რადგან ჰიპოთირეოზით გამოწვეული ცვლილებები შეიძლება არ იყოს აშკარა კვლევებით, რომლებიც მიუთითებს გულის იშემიაზე.

თმის ნაწილობრივი ცვენა შეიძლება აღინიშნოს ბავშვებში, მაგრამ ეს ეფექტი გარდამავალია.

არტერიული წნევა რეგულარულად უნდა შემოწმდეს, როდესაც ლევოთიროქსინით თერაპია იწყება ძალიან დაბალწონიან დღენაკლულ ახალშობილებში, რადგან შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა (ცნობილი, როგორც სისხლის მიმოქცევის კოლაფსი).

სხვა სამკურნალო საშუალებები და ტ4®

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი, რადგან ტ4®-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ეფექტზე:

დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (სისხლში შაქრის დონის შემამცირებელი მედიკამენტები):

ტ4®-მა შესაძლოა შეამციროს თქვენი ანტიდიაბეტური პრეპარატის ეფექტი, ამიტომ შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში შაქრის დონის დამატებითი შემოწმება, განსაკუთრებით ტ4®-ით მკურნალობის დასაწყისში. სანამ იღებთ ტ4®-ს, შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია.

კუმარინის წარმოებულები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად):

ტ4®-მა შეიძლება გააძლიეროს ამ მედიკამენტების ეფექტი, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის შედედების მაჩვენებლების რეგულარული შემოწმება ტ4®-ით მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დროს. სანამ იღებთ ტ4®-ს, შესაძლოა საჭირო გახდეს კუმარინის პრეპარატის დოზის კორექცია.

დარწმუნდით, რომ მკაცრად იცავთ რეკომენდირებულ დროის ინტერვალებს, თუ გჭირდებათ რომელიმე შემდეგი მედიკამენტის მიღება:

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას (ანტაციდები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).

პრეპარატები, რომელიც გამოიყენება ნაღვლის მჟავების შესაკავშირებლად და ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად (როგორიცაა ქოლესტირამინი ან ქოლესტიპოლი):

დარწმუნდით, რომ მიიღეთ ტ4® ამ მედიკამენტების მიღებამდე 4-5 საათით ადრე, რადგან მათ შეუძლიათ დაბლოკონ ტ4®-ის ათვისება ნაწლავიდან.

ანტაციდები (კუჭში ჭარბი მჟავიანობით გამოწვეული მჟავის მონელების შესამსუბუქებლად), სუკრალფატი (კუჭის ან ნაწლავის წყლულის დროს), სხვა ალუმინის შემცველი პრეპარატები, რკინის შემცველი პრეპარატები, კალციუმის შემცველი პრეპარატები:

დარწმუნდით, რომ მიიღეთ ტ4® ამ მედიკამენტების მიღებამდე 2 საათით ადრე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება შეამცირონ ტ4®-ის ეფექტი.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ ტ4®-ის ეფექტი:

პროპილთიურაცილი (ანტითირეოიდული სამკურნალო საშუალება),

გლუკოკორტიკოიდები (ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები),

ბეტა-ბლოკატორები (არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები, რომლებიც ასევე გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ),

სერტრალინი (ანტიდეპრესანტი),

ქლოროქინი, ან პროგუანილი (მედიკამენტი მალარიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის),

პრეპარატები, რომლებიც ააქტიურებენ ღვიძლის გარკვეულ ფერმენტებს, როგორიცაა ბარბიტურატები (სედაციური საშუალებები, საძილე ტაბლეტი) ან კარბამაზეპინი (ანტიეპილეფსიური საშუალება, რომელიც ასევე გამოიყენება ზოგიერთი სახის ტკივილისა და განწყობის დარღვევების გასაკონტროლებლად),

ესტროგენის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ჰორმონის შემცვლელად მენოპაუზის დროს და მის შემდეგ, ან ორსულობის პროფილაქტიკისთვის,

სეველამერი (ფოსფატის შემაკავშირებელი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ),

თიროზინკინაზას ინჰიბიტორები (კიბოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები),

ორლისტატი (მედიკამენტი სიმსუქნის სამკურნალოდ) ორლისტატის მიღების დაწყებამდე ან შეწყვეტამდე ან ორლისტატით (მედიკამენტები სიმსუქნის სამკურნალოდ) მკურნალობის შეცვლამდე, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო საგულდაგულო მონიტორინგი და დოზის კორექცია,

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ. ამიტრიპტილინი, იმიპრამინი), გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი, რადგან მათ შეუძლიათ გააძლიერონ ტ4®-ის ეფექტი:

სალიცილატები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და სიცხის დასაწევად),

დიკუმაროლი (პრეპარატი სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად),

ფუროსემიდი 250 მგ-ზე მაღალი დოზებით (დიურეზული საშუალება),

კლოფიბრატი (სისხლში ლიპიდების შემამცირებელი საშუალება).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი, რადგან მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ტ4®-ის ეფექტზე:

რიტონავირი, ინდინავირი, ლოპინავირი (პროტეაზას ინჰიბიტორები, მედიკამენტები აივ ინფექციის სამკურნალოდ),

ფენიტოინი (ანტიეპილეფსიური პრეპარატი).

ტ4®-ის მიღებისას შეიძლება დაგჭირდეთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პარამეტრების რეგულარული შემოწმება. შესაძლოა საჭირო გახდეს ტ4®-ის დოზის კორექტირება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ამიოდარონს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ), რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასა და აქტივობაზე.

თუ გესაჭიროებათ დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება ან იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებით სკანირება, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ტ4®-ს, რადგან შეიძლება გაგიკეთდეთ ინექცია (ტესტის დროს), რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონზე.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები. აღნიშნული მოიცავს რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებსაც.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყენება არ შეიძლება წონის დასაკლებად. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიღება არ შეამცირებს წონას, თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონე ნორმალურ დიაპაზონშია. სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენებიც კი შეიძლება აღინიშნოს, თუ დოზის გაზრდა ხდება ექიმის სპეციალური რჩევის გარეშე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მაღალი დოზები არ უნდა იქნას მიღებული წონის დასაკლებ გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა: ამფეპრამონი, კათინი და ფენილპროპანოლამინი, რადგან შეიძლება გაიზარდოს სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენების რისკი.

„ლევოთიროქსინის წყალში შედარებით დაბალი ხსნადობის, მისი მოლეკულის ფოტომგრძნობელობისა და დეგენერაციისადმი მიდრეკილების გამო, ამ ნივთიერების შემცველ ტაბლეტებს შეიძლება შეექმნას პრობლემები შიგთავსის სტაბილურობასთან და ერთგვაროვნებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ამ პრეპარატებით, უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ“.

ტ4® საკვებთან და სასმელთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ მიირთმევთ სოიოს პროდუქტებს, განსაკუთრებით თუ შეცვალეთ კვების რაოდენობა. სოიოს პროდუქტებმა შეიძლება შეამცირონ ტ4®-ის ათვისება ნაწლავებიდან და, შესაბამისად, შეიძლება საჭირო გახდეს ტ4®-ის დოზის კორექტირება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, განაგრძეთ ტ4®-ის მიღება. მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შეცვლა.

თუ იღებდით ტ4®-ს ანტითირეოიდულ მედიკამენტებთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გადაჭარბებული წარმოების სამკურნალოდ, თქვენი ექიმი გირჩევთ, შეწყვიტოთ ტ4®-ით მკურნალობა დაორსულებისას.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, შეგიძლიათ გააგრძელოთ ტ4®-ის მიღება თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. პრეპარატის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა დედის რძეში, იმდენად მცირეა, რომ არ იმოქმედებს ბავშვზე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

კვლევები არ ჩატარებულა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

არ არის მოსალოდნელი, რომ ტ4®-მა რაიმე გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან ლევოთიროქსინი ბუნებრივად წარმოქმნილი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის იდენტურია.

ტ4® შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

ლაქტოზა: თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ნატრიუმი: ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ ის არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

როგორ მიიღება ტ4®

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენს ინდივიდუალურ დოზას გამოკვლევებისა და ასევე ლაბორატორიული ტესტების საფუძველზე. თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის მქონე ჩვილების გარდა, სადაც მნიშვნელოვანია ჰორმონის სწრაფი ჩანაცვლება, თქვენ ჩვეულებრივ იწყებთ მკურნალობას დაბალი დოზით, რომელიც იზრდება ყოველ 2-4 კვირაში, სანამ არ მიაღწევთ ნორმალურ დოზას. მკურნალობის საწყის კვირებში თქვენ ჩაგიტარდებათ ლაბორატორიული კვლევები დოზის კორექტირების მიზნით.

თუ თქვენ გადახვალთ ტაბლეტიდან ლევოთიროქსინის პერორალურ ხსნარზე ან პერორალური ხსნარიდან ლევოთიროქსინის ტაბლეტზე, თქვენი ექიმი საგულდაგულოდ გაგაკონტროლებთ.

დოზირება

გამოყენება ბავშვებში

თუ თქვენი ბავშვი დაიბადება თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დაწყება უფრო მაღალი დოზით, რადგან სწრაფი ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. საწყისი რეკომენდირებული დოზაა 10-დან 15 მიკროგრამამდე ყოველ კგ სხეულის წონაზე პირველი 3 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ, თქვენი ექიმი ინდივიდუალურად დაარეგულირებს დოზას. შეძენილი ჰიპოთირეოზის მქონე ბავშვებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 12.5-50 მიკროგრამი დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან ყოველ 2-4 კვირაში ლაბორატორიული ტესტების მიხედვით. თქვენი ექიმი დოზას დააკორექტირებს ინდივიდუალურად.

მოზრდილები

პირველადი ჰიპოთირეოზის დროს რეკომენდებული საწყისი დოზაა 50-100 მკგ (0.05-0.1 მგ) დღეში, ხანდაზმულებში ეს დოზა ჩვეულებრივ უფრო დაბალია: 25-50 მკგ. საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მკგ-ით კვირაში მეტაბოლიზმის ნორმალიზებამდე. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 100-200 მკგ. თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, დაიწყეთ 25 მკგ-ით დღეში და გაზარდეთ დოზა, საჭიროების შემთხვევაში, კვირაში 25 მკგ-ით.

უფრო დაბალი ინდივიდუალური დოზა შეიძლება იყოს საკმარისი:

თუ თქვენ ხართ ხანდაზმული პაციენტი,

თუ გაქვთ გულის პრობლემები,

თუ გაქვთ მძიმე ან ხანგრძლივი ჰიპოთირეოზი,

თუ გაქვთ დაბალი წონა ან დიდი ზომის ჩიყვი.

მიღება

ტ4® განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. მიიღეთ ერთჯერადი დღიური დოზა უზმოზე დილით (საუზმემდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე), სასურველია მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით, მაგალითად, ნახევარი ჭიქა წყლით.

ჩვილებმა შეიძლება მიიღონ ტ4®-ის მთლიანი დღიური დოზა მინიმუმ ნახევარი საათით ადრე პირველ კვებამდე. უშუალოდ გამოყენებამდე დაფხვენით ტაბლეტი და შეურიეთ ცოტა წყალს (10-15 მლ) და მიეცით ბავშვს მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად (5 µε 10 მლ). ყოველთვის მოამზადეთ ნარევი უშუალოდ გამოყენების წინ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს იმ მდგომარეობის მიხედვით, რისთვისაც იყენებთ ტ4®-ს. ამიტომ თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად რამდენ ხანს დაგჭირდებათ მისი მიღება. პაციენტთა უმრავლესობას სჭირდება ტ4®-ის მიღება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტ4®

თუ მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა, შეიძლება გამოგივლინდეთ სიმპტომები, როგორიცაა: აჩქარებული გულისცემა, შფოთვა, აგზნებადობა ან უნებლიე მოძრაობები. ნევროლოგიურ სისტემაზე მოქმედი დარღვევების მქონე პაციენტებში (როგორიცაა ეპილეფსია), შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები ცალკეულ შემთხვევებში. ფსიქოზური აშლილობის რისკის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს მწვავე ფსიქოზის სიმპტომები. თუ რომელიმე ჩამოთვლილი გამოგივლინდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ტ4®-ის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად, მიიღეთ ნორმალური დოზა მეორე დღეს.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თქვენ შეიძლება გამოგივლინდეთ ერთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, თუ მიიღებთ ტ4®-ს დანიშნულზე მეტი რაოდენობით, ან თუ გაქვთ აუტანლობა დანიშნულ დოზაზე (მაგ. დოზის სწრაფად გაზრდისას):

არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა (მაგ. წინაგულების ფიბრილაცია და ექსტრასისტოლები), პალპიტაცია, სტენოკარდია (ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში), თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე და კრუნჩხვები, სიხლის მოწოლა (სახეზე წამოხურება და სიწითლე), ცხელება, ღებინება, მენსტრუაციის დარღვევა, კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (თავში წნევის მომატება), ტრემორი, შფოთვა, ძილის დარღვევა, ოფლიანობა, წონის დაკლება, დიარეა, შფოთვა, გაღიზიანება, აგზნებადობა, შემცივნება, კრუნჩხვები და ნებისმიერი ადრე არსებული გულის დაავადების გაუარესება.

თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გამოგივლინდებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თერაპიის შეწყვეტა რამდენიმე დღით ან დღიური დოზის შემცირება გვერდითი მოვლენების გაქრობამდე.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები ტ4®-ის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6 „რას შეიცავს ტ4®“). ალერგიული რეაქციები შეიძლება მოიცავდეს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება). თუ აღნიშნული გამოგივლინდებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ მედიკამენტების ეროვნულ ორგანიზაციას (EOF), მესოგეიონის გამზირი 284, GR-15562 ქოლარგოსი, ათენი, ტელ: +30 21 32040380/337, ფაქსი: +30 21 06549585, ვებ-გვერდი: http://www.eof.gr. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ ინახება ტ4®

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ეტიკეტზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დასაცავად.

მისი შენახვა უნდა მოხდეს დახურულ შეფუთვაში.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტ4®

მოქმედი ნივთიერებაა ლევოთიროქსინის ნატრიუმი. პრეპარატი წარმოდგენილია მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ფორმის ტაბლეტებში 12 მკგ (µგ), 25 მკგ, 50 მკგ, 62 მკგ, 75 მკგ, 88 მკგ, 100 მკგ, 112 მკგ, 125 მკგ, 137 მკგ, 150 მკგ, 175 მკგ, 200 მკგ კრისტალური L-თიროქსინის ნატრიუმი (ტ4).

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

საღებავი საშუალებები:

ტ4® 12 µგ: სანსეტის ყვითელი ლაქი E 110 CI 15985

ტ4® 25 µგ: ქინოლინის ყვითელი ლაქი E 104 CI 47005

ტ4® 50 µგ: ყავისფერი ლაქი E 110 CI 15985, E 132 CI 73015, E 124 CI 16255

ტ4® 62 µგ: ცისფერი ლაქი E 132 CI 73015, E 124 CI 16255

ტ4® 75 µგ: შავი ლაქი E 151 CI 28440

ტ4® 88 µგ: აზორუბინის ლაქი E 122 CI 14720

ტ4® 100 µგ: ყავისფერი ლაქი E 110 CI 15985, E 132 CI 73015, E 124 CI 16255

ყვითელი ლაქი No 6 E 110 CI 15985

ტ4® 112 µგ: ერითროზინის ლაქი E 127 CI 45430

ტ4® 137 µგ: იისფერი (ყურძნის) ლაქი E 122 CI 14720, E 133 CI 42090

ტ4® 150 µგ: მწვანე ლაქი (ღია) E 132 CI 73015, E 104 CI 47005

ტ4® 175 µგ: ცისფერი ლაქი E 132 CI 73015, E 124 CI 16255

ტ4® 200 µგ: მწვანე ლაქი (მუქი) E 132 CI 73015, E 102 CI 19140

ტ4®-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

25, 50, 75, 88, 100, 112, 125, 137, 150, 175 და 200 მკგ დოზებისთვის:

მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს დაფასოებულს 3 ბლისტერში, რომელიც დამზადებულია პვქ-პვდ და ალუმინის ფოლგისგან, თითოეულში 10 ტაბლეტი და ერთი პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი.

მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს დაფასოებულს 2 ბლისტერში, რომელიც დამზადებულია პვქ-პვდ და ალუმინის ფოლგისგან, თითოეულში 15 ტაბლეტი და ერთი პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი.

მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 60 ტაბლეტს დაფასოებულს 6 ბლისტერში, რომელიც დამზადებულია პვქ-პვდ და ალუმინის ფოლგისგან, თითოეულში 10 ტაბლეტი და ერთი პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი.

12 და 62 მკგ დოზებისთვის:

მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს დაფასოებულს 3 ბლისტერში, რომელიც დამზადებულია პვქ-პვდ და ალუმინის ფოლგისგან, თითოეულში 10 ტაბლეტი და ერთი პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი.

მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს დაფასოებულს 2 ბლისტერში, რომელიც დამზადებულია პვქ-პვდ და ალუმინის ფოლგისგან, თითოეულში 15 ტაბლეტი და ერთი პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

UNI-PHARMA KLEON TSETIS HARMACEUTICAL LATORIES SA

(უნი-ფარმა კლეონ ცეტის ფარმასეუტიკალ ლაბორატორის ს.ა.)

მე-14 კმ ნეიშენალ როუდი ათენი - ლამია 1,

145, 64 კიფისია,

ტელ.: 210 8072512, 8072534

ფაქსი: 210 8078907

URL: www.uni-pharma.gr,

ელ-ფოსტა: [email protected]

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა: 07/2020

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა