სულტაკანი
Sultakan
ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 0 წლიდან: - ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი (სათანადოდ დადასტურებული დიაგნოზი), შუა ოტიტი, ეპიგლოტიტი და ბაქტერიული პნევმონია; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სულბაკტამი (sulbactam) + ამპიცილინი (ampicillin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,5გ (1000მგ+500მგ) ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 5მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ამპულა №1
- მწარმოებელი
- E.I.P.I.Co, ეგვიპტე
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
- ATC კოდი
- J01CR01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041664
- რეგისტრირებულია
- 19 ივლისი 2024, მოქმედებს 19 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სულტაკანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 0 წლიდან:
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი (სათანადოდ დადასტურებული დიაგნოზი), შუა ოტიტი, ეპიგლოტიტი და ბაქტერიული პნევმონია;
- საშარდე გზების ინფექციები (პიელონეფრიტი);
- ინტრააბდომინალური ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ენდომეტრიტი და მცირე მენჯის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები;
- ბაქტერიული სეფსისი (ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული პირველადი ინფექციების თერაპიის შემდეგ გართულებების დროს);
- კანის, რბილი ქსოვილების, ძვლების და სახსრების ინფექციები;
- გონოკოკური ინფექცია (ალტერნატიული თერაპიის სახით).
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა მუცლის და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის დროს, მაგალითად, საკეისრო კვეთის დროს.
გასათვალისწინებელია, რომ ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაცია არ არის ეფექტური Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული ინფექციების დროს თერაპიის სახით გამოყენებისას.
სულტაკანის გამოყენების დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ოფიციალურ სახელმძღვანელოებში ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ დოზის შერჩევის დროს, უნდა მოხდეს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:
- ინფექციის სავარაუდო გამომწვევები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ;
- ინფექციის სიმძიმის ხარისხი და ლოკალიზაცია;
- პაციენტის ასაკი, სხეულის წონა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა (იხ. ქვემოთ).
ამპიცილინ/ სულბაქტამის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა
40 კგ და უფრო მეტი სხეულის წონის მქონე მოზრდილები და მოზარდები
ინფექციის სიმძიმიდან გამომდინარე, სადღეღამისო დოზა არის 1,5-12,0 გ, პრეპარატი შეჰყავთ ყოველ 6-8 საათში (მძიმე ინფექციების დროს ყოველ 12 საათში); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12,0 გ-ს.
ბავშვები, მათ შორის ახალშობილები და 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე მოზარდები
ბავშვებში, სიცოცხლის მე-2 კვირიდან და 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე მოზარდებში, როგორც წესი, სადღეღამისო დოზა არის 150 მგ/კგ სხეულის მასაზე, რაც 100 მგ/კგ/დღე-ღამეში ამპიცილინს და 50 მგ/კგ/დღე-ღამეში სულბაქტამს შეესაბამება; პრეპარატის შეყვანა ხდება ყოველ 6 საათში ან 8 საათში ერთხელ.
ახალშობილებში ცხოვრების პირველ კვირაში, განსაკუთრებით დღენაკლულ ახალშობილებში, რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 75 მგ/კგ სხეულის მასაზე, რაც 50 მგ/კგ/დღე-ღამეში ამპიცილინს და 25 მგ/კგ/დღე-ღამეში სულბაქტამს შეესაბამება; პრეპარატის შეყვანა ხდება 12 საათის ინტერვალით.
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა მუცლის და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის დროს
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკის დროს დოზა არის 1,5-3,0 გ, რომლის შეყვანა უნდა მოხდეს ანესთეზიის ინდუქციის დროს; ზემოთ აღნიშნული დოზით პრეპარატის შეყვანა შეიძლება მრავალჯერადად ყოველ 6-8 საათში. სულტაკანის გამოყენება როგორც წესი, წყდება ქირურგიული ჩარევიდან 24 საათის შემდეგ, გარდა შემთხვევებისა, როდესაც არსებობს პრეპარატით შემდგომი თერაპიის ჩვენებები.
გაურთულებელი გონორეის მკურნალობა
პრეპარატი შეჰყავთ ერთჯერადად, ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად 3,0 გ დოზით (სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციის შესაბამის დონეზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების მიზნით, უნდა მოხდეს ერთდროულად პრობნეციდის გამოყენება 1,0 გ დოზით).
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ან ნაკლები), ამპიცილინის და სულბაქტამის გამოყოფა ორგანიზმიდან თანაბრად მცირდება; ასეთ პაციენტებში პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს ამპიცილინის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების შესაბამისად.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
დიალიზზე მყოფი მქონე პაციენტები
ამპიცილინი და სულბაქტამი თანაბარი ხარისხით გამოიყოფა სისტემური სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის დროს, ამიტომ სულტაკანის შეყვანა უნდა მოხდეს დიალიზის პროცედურის ჩატარების შემდეგ დაუყოვნებლივ და შემდეგ 48 საათის ინტერვალით დიალიზის შემდეგი სეანსის დაწყებამდე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმელების ფუნქციის დარღვევების არარსებობის შემთხვევაში პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციური დაავადების მიმდინარეობაზე; როგორც წესი, ეს არის 5-14 დღე, თუმცა თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს. პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზების და ინფექციურ-ანთებითი პროცესის სხვა კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ 2 დღის განმავლობაში.
ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 10 დღე, მწვავე რევმატიული ცხელების და გლომერულონეფრიტის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია ინსტრამუსკულარული ან ინტრავენური შეყვანისათვის.
ინტრამუსკულარული შეყვანა
პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ღრმად დიდ კუნთში (მაგ., დუნდულა კუნთი ან ბარძაყის წინა ზედაპირის კუნთი).
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას საინექციო წყლით. მომზადებული ხსნარი სტაბილურია 8 საათის განმავლობაში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე და 48 საათი 2-8°C ტემპერატურაზე.
ინსტრამუსკულარული შეყვანის დროს დასაშვებია სხვა შესაფერის გამხსნელში გახსნა (მაგალითად, იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარი, გლუკოზას 5%-იანი ხსნარი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5%-იანი ხსნარი).
ინტრავენური შეყვანა
პრეპარატის ინტრავენური შეყვანისათვის, ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას სტერილური საინექციო წყლით ან ნებისმიერი სხვა თავსებადი ხსნარით ამპულაში და უნდა დაყოვნდეს სანამ მთლიანად არ გაიხსნება. დოზის შეყვანა შესაძლებელია უშუალო ინექციის გზით (ბოლუსით) დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში ან უფრო მაღალი განზავების დროს, დოზის შეყვანა შეიძლება ინტრავენური ინფუზიის სახით 15-30 წუთის განმავლობაში.
პერიოდები, რომელთა განმავლობაშიც უნდა დაიწყოს სხვადასხვა ინტრავენური საინფუზიო გამხსნელების შეყვანა, მოცემულია შემდეგ ცხრილში.
გამხსნელი
კონცენტრაცია
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პენიცილინის ჯგუფის რომელიმე სამკურნალო საშუალების მიმართ; უნდა მოხდეს ცეფალოსპორინების ჯგუფის სამკურნალო საშუალების წინა გამოყენებასთან დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციების განვითარების რისკის მხედველობაში მიღება;
- ინფექციური მონონუკლეოზი და ლიმფოლეიკოზი (ასეთი დაავადებების მქონე პაციენტებს აქვთ წინასწარგანწყობა წითელას გამონაყარის მსგავსი კანის რეაქციების განვითარების მიმართ).
პრეპარატის ინსტრამუსკულარული შეყვანის დროს, უნდა მოხდეს ლიდოკაინის გამოყენებასთან დაკავშირებული უკუჩვენებების გათვალისწინება.
სიფრთხილის ზომები
პაციენტებში, რომლებსაც დიაგნოზირებული აქვთ ალერგიული დაავადებები, როგორიც არის თივის ცხელება, ჭინჭრის ციება ან ბრონქული ასთმა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი იზრდება.
ისევე, როგორც პენიცილინის ჯგუფის სხვა პრეპარატების, სულტაკანის გამოყენების დროს ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი.ასეთი არასასურველი რეაქციის განვითარების რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ ან აქვთ სხვა ალერგიული დაავადებები, ამიტომ სულტაკანით თერაპიის დაწყებამდე უნდა მოხდეს პაციენტების ანამნეზის შეგროვება პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არარსებობასთან დაკავშირებით.
ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში სულტაკანის გამოყენება აუცილებლად უნდა შეწყდეს. მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების განვითარებისას უნდა ჩატარდეს ადრენალინით თერაპია, აუცილებლობის შემთხვევაში, ინტუბაციის შემდეგ მიზანშეწონილია ჟანგბადის და გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება (ინტრავენური შეყვანა).
პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციით, აღინიშნებოდა კანის მძიმე რეაქციები, როგორიც არის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატური პუსტულოზი. კანის მძიმე რეაქციების განვითარებისას, აუცილებელია სულტაკანის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.
აუცილებელია პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი რეზისტენტული მიკროორგანიზმებით, მათ შორის სოკოვანი ინფექციების გამომწვევი პათოგენებით გამოწვეული ინფექციების გამოსავლენად. სუპერინფექციის განვითარების დროს, აუცილებელია სულტაკანის გამოყენების შეწყვეტა და/ან შესაბამისი მკურნალობის დაწყება.
ანტიბიოტიკებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ასეთ სიტუაციებში არსებობს სუპერინფექციის განვითარების რისკი, ინფექციური დაავადებების გამომწვევების მიმართ ორგანიზმის მდგრადობის შემცირების გამო.
პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის, მათ შორის ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენებისას, იყო შეტყობინებები Clostridium difficile-ს (CDAD) მიერ გამოწვეული დიარეის განვითარების შემთხვევების შესახებ, რომლის სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს დიარეის მსუბუქი ფორმიდან კოლიტამდე ლეტალური გამოსავალით. ანტიბიოტიკები გავლენას ახდენს ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე, რასაც შეიძლება თან ახლდეს Clostridium difficile-ს შტამების ჭარბი ზრდა.
Clostridium difficile წარმოქმნის A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ დიარეის განვითარებას. Clostridium difficile-ს შტამები, რომლებიც ჰიპერტოქსინს წარმოქმნიან, განაპირობებენ უფრო მაღალ ავადობას და სიკვდილიანობას, რადგან ისინი შეიძლება რეზისტენტული იყვნენ ანტიბაქტერიული საშუალებებით თერაპიის მიმართ და შეიძლება აუცილებელი გახდეს კოლექტომიის ჩატარება. ამიტომ, ყველა პაციენტში, რომელთაც ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ აღენიშნება დიარეა, უნდა მოხდეს Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული დიარეის განვითარების რისკის გათვალისწინება. გარდა ამისა, ასეთ პაციენტებში უნდა მოხდეს ანამნეზის ყურადღებით შეგროვება, რადგან Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული დიარეა შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში.
მძიმე და პერსისტენტული დიარეის განვითარების შემთხვევაში სულტაკანით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა (მაგალითად, ვანკომიცინის პერორალურად მიღება). ასეთ სიტუაციებში უკუნაჩვენებია სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც ამცირებენ ნაწლავის პერისტალტიკას.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში, პრეპარატის ინტრამუსკულარული შეყვანის გზა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ შეყვანის სხვა გზებით ვერ მოხდება სასურველი ეფექტის მიღწევა.
გონორეის მკურნალობის დაწყებამდე, როდესაც ამავდროულად არსებობს ეჭვი სიფილისის არსებობაზე, აუცილებელია წინასწარი მიკრობიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება მუქი ველის მეთოდის გამოყენებით და შემდეგ ყოველთვიურად, მინიმუმ 4 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს სეროლოგიური ტესტები.
ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენებისას, დაფიქსირდა ღვიძლის დაზიანებები, როგორებიცაა, ქოლესტაზური ჰეპატიტი და სიყვითლე. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რომ სულტაკანით თერაპიის ფონზე ღვიძლის დაავადების ნიშნების და სიმპტომების განვითარებისას უნდა მიმართონ ექიმს.
პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიისას რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელების და სისხლმბადი სისტემის ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით დღენაკლულ ახალშობილ ბავშვებში და ასევე მცირეწლოვან ბავშვებში.
მიკროორგანიზმების რეზისტენტობის და არასასურველი რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად, ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ ერთი სამკურნალო საშუალებით თერაპია არ არის საკმარისად ეფექტური.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
პაციენტებში, რომლებიც ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციით მკურნალობენ, შეიძლება აღინიშნოს შარდში არაფერმენტული მეთოდების გამოყენებით (ფელინგის ტესტი, ბენედიქტის ტესტი, Clinitest®) გლუკოზას განსაზღვრის კვლევების ცრუ დადებითი შედეგები, ასეთ სიტუაციებში, მსგავსი კვლევები უნდა ჩატარდეს ფერმენტული მეთოდების გამოყენებით. ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გავლენა ურობილინოგენის დონის მაჩვენებელზე.
დამხმარე ნივთიერებები
სულტაკანი 1,5 გ შეიცავს 115,14 მგ ნატრიუმს თითოეულ ფლაკონში, რაც ჯანმოს მიერ რეკომენდებული დღე-ღამეში მისაღები რაოდენობის (2,0 გ ნატრიუმი ზრდასრული ადამიანისთვის) 5,76%-ის ეკვივალენტურია.
პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზით-12,0 გ გამოყენებისას (მაგალითად, 8,0 გ ამპიცილინი და 4,0 გ ნატრიუმის სულბაქტამი), ნატრიუმის სადღეღამისო მოხმარება არის 921,12 მგ, რაც ჯანმოს მიერ რეკომენდებული დღე-ღამეში მისაღები რაოდენობის (2,0 გ ნატრიუმი მოზრდილი ადამიანისთვის) 46,06%-ს შეესაბამება; სულტაკანი კლასიფიცირებულია, როგორც პრეპარატი ნატრიუმის მაღალი შემცველობით.
ეს გასათვალისწინებელია პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იცავენ კონტროლირებად ნატრიუმის დიეტას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სულტაკანის ერთდროული გამოყენებისას ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან, შეიძლება აღინიშნოს წამლისმიერი ურთიერთქმედება.
აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი და ფენილბუტაზონი
აცეტილსალიცილის მჟავასთან, ინდომეტაცინთან და ფენილბუტაზონთან ერთდროული გამოყენებისას, მცირდება პენიცილინის ჯგუფის სამკურნალო საშუალებების გამოყოფა ორგანიზმიდან.
პრობენეციდი
პრობენეციდი ამცირებს ამპიცილინის და სულბაქტამის ორგანიზმიდან თირკმელებით გამოყოფას, ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში პრობენეციდთან კომბინირებული გამოყენებისას, აღინიშნება სულტაკანის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია სისხლის შრატში, იზრდება მათი ნახევარგამოყოფის პერიოდი და ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი. პრობენეციდის ზემოხსენებული მოქმედების გამოყენება ასევე შეიძლება ზოგიერთი დაავადებების თერაპიის დროს (მაგალითად, გონორეის), სისხლის შრატში სულტაკანის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციის გაზრდის ან მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
ანტიკოაგულანტები
პარენტერალური შეყვანისას პენიცილინის ჯგუფის სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ თრომბოციტების აგრეგაციასთან ან სისხლის შედედებასთან დაკავშირებული მაჩვენებლების განსაზღვრის კვლევების შედეგებზე; ზემოაღნიშნული გავლენა შეიძლება გაძლიერდეს ანტიკოაგულანტებთან მათი ერთდროული გამოყენების შედეგად.
მეთოტრექსატი
პენიცილინის ჯგუფის სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას, მეთოტრექსატის კლირენსი მცირდება, რის შედეგადაც იზრდება მეთოტრექსატის ტოქსიკური მოქმედება. ასეთ სიტუაციებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პაციენტებზე საგულდაგულო დაკვირვება; შეიძლება აუცილებელი გახდეს ლეიკოვორინის (ფოლინის მჟავა) გამოყენება უფრო მაღალი დოზებით და უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
ალოპურინოლი
პაციენტებში, რომლებიც იტარებენ კომბინირებულ თერაპიას ალოპურინოლით და ამპიცილინით, გამონაყარის განვითარების სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მხოლოდ ამპიცილინს.
ამინოგლიკოზიდები
in vitro კვლევაში დადგინდა, რომ ამპიცილინის და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ისინი მნიშვნელოვანი ხარისხით ახდენენ ერთმანეთის ინაქტივირებას; ამიტომ, ისეთ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ასეთი კომბინაციების გამოყენება, სამკურნალო საშუალებების შეყვანა უნდა მოხდეს სხვადასხვა წერტილში, მინიმუმ 1 საათის ინტერვალით.
პრეპარატები ბაქტერიოსტატული მოქმედებით
სულტაკანის კომბინირებული გამოყენებისას ბაქტერიოსტატული ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან (მაგალითად, ტეტრაციკლინი, ერითრომიცინი, ქლორამფენიკოლი ან სულფონამიდები), შეიძლება აღინიშნოს სამკურნალო საშუალებების ანტაგონისტური მოქმედება, ამიტომ, თუ შესაძლებელია, ასეთი კომბინაციების გამოყენება არ უნდა მოხდეს.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე (ქალები ორსულობის პერიოდში)
ორსულობის პერიოდში ქალებში ამპიცილინის გამოყენებისას დაფიქსირდა სისხლის პლაზმაში კონიუგირებული ესტროგენების, ესტრიოლის გლუკურონიდის, კონიუგირებული ესტრონისა და ესტრადიოლის კონცენტრაციის დროებითი შემცირება; მსგავსი ცვლილებები შეიძლება აღინიშნოს ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენებისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამპიცილინი და სულბაქტამი კვეთენ პლაცენტარულ ბარიერს. ამ დრომდე, არ არის ბოლომდე დადგენილი ორსულობის პერიოდში ქალებში ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენების უსაფრთხოება. ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში სამკურნალო საშუალებების კომბინაციის გამოყენებისას, არ არის მიღებული მონაცემები, რომლებიც მიუთითებს განვითარების მანკების წარმოქმნაზე ან ტერატოგენულ ეფექტებზე, თუმცა სულტაკანის გამოყენება ქალებში ორსულობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებელი/რისკი თანაფარდობის საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ.
ლაქტაცია
ამპიცილინი და სულბაქტამი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად (სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია დედის რძეში არის შესაბამისად 0,11-3,0 მგ/ლ და 0,13-2,8 მგ/ლ). ძუძუთი კვების დროს ქალებში ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენებისას, ბავშვს შეიძლება აღენიშნოს არასასურველი რეაქციები, მაგალითად, დიარეა. სულტაკანის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების დროს უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებლი/რისკი თანაფარდობის საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ.
ფერტილობა
ცხოველებში რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის კვლევების შედეგების მიხედვით, ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაცია უარყოფითი გავლენას არ ახდენდა ფერტილობაზე ან არ გააჩნდა ტერატოგენული პოტენციალი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები პრეპარატის გავლენის შესასწავლად ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რომ იშვიათ შემთხვევებში, სულტაკანის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიც არის თავბრუსხვევა, დაღლილობა ან ძილიანობა, რომელთა განვითარების შემთხვევაშიც შეიძლება შემცირდეს რეაქციის სიჩქარე.
გვერდითი მოვლენები
სულტაკანის შემადგენლობაში შედის ამპიცილინი და სულბაქტამი, ამიტომ პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები (იგივე სიხშირით და იგივე ორგანოთა სისტემების მხრივ), რომლებიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენებასთან.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: სიხშირე უცნობია - რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად - ანემია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; არახშირად - ნეიტროპენია, ლეიკოპენია; ძალიან იშვიათად - სისხლის შედედების დარღვევა; სიხშირე უცნობია - აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური შოკი, ანაფილაქტოიდური რეაქციები, კოუნისის სინდრომი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - თავბრუსხვევა, ძილიანობა; სიხშირე უცნობია - სედაცია, კრუნჩხვები.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად ფლებიტი (ინტრავენური შეყვანა).
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ქოშინი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტს მხრივ: ხშირად - დიარეა, სიმძიმის შეგრძნება კუჭში, მადის დაკარგვა, მეტეორიზმი; არახშირად - ღებინება; იშვიათად - მუცლის ტკივილი, გულისრევა, გლოსიტი; სიხშირე უცნობია - ფსევდომემბრანული კოლიტი, ენტეროკოლიტი, მელენა, დისპეფსია, სტომატიტი, ენის ფერის შეცვლა.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - ჰიპერბილირუბინემია; სიხშირე უცნობია - ქოლესტაზური ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, ქავილი, კანის სხვა რეაქციები; სიხშირე უცნობია - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატური პუსტულოზი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: იშვიათად - სახსრების ტკივილი.
თირკმლების და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - ტკივილი ინექციის ადგილას; არახშირად - დაღლილობა, სისუსტე; სიხშირე უცნობია - რეაქციები ინექციის ადგილას.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ხშირად - ტრანსამინაზების (ალანინამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზა (ACT)) დონის მომატება სისხლში; სიხშირე უცნობია - სისხლში კრეატინფოსფოკინაზას (CPK) დონის ტრანზიტორული და უმნიშვნელო ზრდა.
შეტყობინებები არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ადამიანებში ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენების დროს დოზის ძლიერ გადაჭარბების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. სულტაკანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის ზრდა, რომლებიც მითითებულია პუნქტში „არასასურველი რეაქციები“. ცერებროსპინალურ სითხეში β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მაღალი კონცენტრაციის მიღწევისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები ნერვული სისტემის მხრივ, მათ შორის კრუნჩხვები; კრუნჩხვების განვითარების შეთხვევაში რეკომენდებულია დიაზეპამის გამოყენება. ამპიცილინი და სულბაქტამი ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით; თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჰემოდიალიზის პროცედურის ჩატარებისას სულტაკანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს ორგანიზმიდან პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე.
შემადგენლობა
1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ამპიცილინი (ნატრიუმის ამპიცილინის ფორმით) 1,0 გ
სულბაქტამი (ნატრიუმის სულბაქტამის ფორმით) 0,5 გ
გამხსნელი: საინექციო წყალი 5 მლ
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.
აღწერა: კრისტალური, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
შენახვის პირობები
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მომზადებული ხსნარი სტაბილურია 1 საათის განმავლობაში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე და 48 საათი 2-8°C ტემპერატურაზე.
შეფუთვის სახეობა და შიგთავსი
1,5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი უფერო მინის ფლაკონში, დალუქული რეზინის საცობითა და Flip off ტიპის ხუფით გამხსნელთან კომპლექტში.
1 ფლაკონი საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით და 1 ამპულა გამხსნელით (5 მლ საინექციო წყალი) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. β-ლაქტამური ანტიბიოტიკები, პენიცილინები. პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის β-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან. ათქ კოდი: J01CR01
მოქმედების მექანიზმი
ამპიცილინი აინჰიბირებს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს (ზრდის ფაზა) პენიცილინ-შემაკავშირებულ ცილებთან (როგორებიც არის ტრანსპეპტიდაზები) ურთიერთქმედების ხარჯზე და ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას.
სულბაქტამი აინჰიბირებს ზოგიერთ β-ლაქტამაზას, რაც ხელს უშლის ამპიცილინის ინაქტივაციას. სულბაქტამი ხელს უშლის ამპიცილინის დაშლას β-ლაქტამაზების უმეტესობისა, რომლებსაც სტაფილოკოკები წარმოქმნიან, და ზოგიერთი β-ლაქტამაზის, რომლებიც კოდირებულია პლაზმიდებით (მაგალითად, TEM, OXA, SHV, CTX-M) და ასევე ქრომოსომებით ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიაში, ზემოქმედების შედეგად. ასეთი β-ლაქტამაზები გვხვდება, მაგალითად, Escherichia coli-ში, Klebsiella spp.-ში, Proteus mirabilis-ში და Haemophilus influenzae-ში. ამპიცილინის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ფართოვდება β-ლაქტამაზების წარმომქმნელი ისეთი მიკროორგანიზმების ხარჯზე, რომელთა ინჰიბირებაც სულბაქტამს შეუძლია.
ურთიერთკავშირი ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის
ამპიცილინის ეფექტურობა მნიშვნელოვანი ხარისხით არის დამოკიდებული დროის იმ პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (მმკ) პათოგენური მიკროორგანიზმისთვის.
რეზისტენტობის მექანიზმი
მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი მექანიზმებით:
- ამპიცილინის ინაქტივაცია β-ლაქტამაზების მიერ (ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციას არ გააჩნია საკმარისი აქტივობა β-ლაქტამაზების წარმომქმნელი ისეთი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებსაც სულბაქტამი არ აინჰიბირებს);
- ამპიცილინის მიმართ პენიცილინ-შემაკავშირებელი ცილების აფინურობის შემცირება (ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ პნევმოკოკების და სხვა სტრეპტოკოკების შეძენილი რეზისტენტობა დაკავშირებულია არსებული პენიცილინ-შემაკავშირებელი ცილების მუტაციების შედეგად მოდიფიკაციასთან; სტაფილოკოკების მეტიცილინ (ოქსაცილინ)- რეზისტენტული შტამები მდგრადია ამპიცილინის და სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ, დაბალი აფინურობის მქონე დამატებითი პენიცილინ-შემაკავშირებელი ცილების წარმოქმნის გამო)
- ამპიცილინისთვის უჯრედული კედლის გარეთა მემბრანის გამავლობის დაქვეითება (გრამუარყოფით მიკროორგანიზმებში პენიცილინ-შემაკავშირებელი ცილების ინჰიბირების არასაკმარისი ხარისხი);
- ამპიცილინის აქტიური გამოყოფა ბაქტერიული უჯრედიდან (ეფლუქსური ტუმბოების მუშაობის შედეგად).
აღინიშნება ნაწილობრივი ან სრული ჯვარედინი რეზისტენტობა ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის, პენიცილინების, ცეფალოსპორინების და β-ლაქტამური ანტიბიოტიკი/β-ლაქტამაზების ინჰიბიტორი სხვა კომბინაციების მიმართ.
ზღვრული კონცენტრაციები
ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპული კომიტეტის (EUCAST) მონაცემების თანახმად, ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციისთვის დადგენილია მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები მგრძნობიარე და რეზისტენტული მიკროორგანიზმებისათვის (კვლევებში ამპიცილინის განზავების სერიების გამოყენებით, სულბაქტამი გამოიყენებოდა ფიქსირებული კონცენტრაციით 4 მგ/ლ):
პათოგენური მიკროორგანიზმი
მგრძნობიარე მიკროორგანიზმები (S)
რეზისტენტული მიკროორგანიზმები (R)
Enterobacteriaceae
≤ 8 მგ/ლ*
> 8 მგ/ლ*
Staphylococcus spp.#
- #
- #
Enterococcus spp.
≤ 4 მგ/ლ
> 8 მგ/ლ
Streptococcus spp.(ჯგუფები A, B, C, G)^
- ^
- ^
Streptococcus pneumoniae^
- ^
- ^
Haemophilus influenzae
≤ 1 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Moraxella catarrhalis
≤ 1 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
გრამუარყოფითი ანაერობები
≤ 4 მგ/ლ
> 8 მგ/ლ
გრამდადებითი ანაერობები
≤ 4 მგ/ლ
> 8 მგ/ლ
ზღვრული მნიშვნელობები ბაქტერიის ტიპის მიუხედავად@,&
≤ 2 მგ/ლ@
> 8 მგ/ლ@
- ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის გერმანიის ეროვნული კომიტეტის მონაცემების თანახმად, ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციისათვის დადგენილია მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები ენტერობაქტერიების ზომიერად რეზისტენტული იზოლატებისათვის (I), რომლებსაც არ აქვთ რეზისტენტობის მექანიზმები (ველური ტიპი) - Citrobacter amalonaticus, Citrobacter koseri, Escherichia coli, Escherichia hermannii, Klebsiella spp., Proteus mirabilis, Proteus penneri, Proteus vulgaris, Raoultella spp., Salmonella spp., Shigella spp., Yersinia pseudotuberculosis: >0,5 მგ/ლ-დან ≤8 მგ/ლ-მდე.
ამიტომ, ენტერობაქტერიებით გამოწვეული სისტემური ინფექციების სამკურნალოდ აუცილებელია ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის უფრო მაღალი დოზებით გამოყენება (მაგალითად, ინტრავენური შეყვანა დოზით 3,0 გ 3-ჯერ დღე-ღამეში იმ პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ სხვა თანმხლები ფაქტორები).
# Staphylococcus spp. მგრძნობელობა შეფასდა ცეფოქსეტინის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში. სტაფილოკოკების მეტიცილინ (ცეფოქსეტინ)-რეზისტენტული შტამები კვლევის შედეგების მიუხედავად რეზისტენტულად ითვლება.
^ მგრძნობელობა Streptococcus spp. (ჯგუფები A, B, C, G) და Streptococcus pneumoniae შეფასებულია პენიცილინ G-ის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში.
@ მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობები მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისათვის მიეკუთვნება დოზას 3,0 გ 3-ჯერ დღე-ღამეში (ინტრავენურად შეყვანა), ხოლო მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობები რეზისტენტული მიკროორგანიზმებისათვის მიეკუთვნება დოზას 4,0 გ 3-ჯერ დღე-ღამეში (ინტრავენურად შეყვანა).
& შეფასება ძირითადად შრატში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობებზე დაყრდნობით.
მიკროორგანიზმების შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და დროთა განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია გვქონდეს ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში დროის გარკვეულ პერიოდში მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სათანადო მკურნალობისათვის. იმ შემთხვევებში, როდესაც ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენების ეფექტურობა გეოგრაფიულ რეგიონში ბაქტერიების რეზისტენტული შტამების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით ეჭვს იწვევს, უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს კონსულტაციისათვის. კერძოდ, მძიმე ინფექციების განვითარების ან მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში აუცილებელია მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკის ჩატარება, დაავადების გამომწვევის იდენტიფიცირებისა და ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ მისი მგრძნობელობის განსაზღვრის მიზნით.
ქვემოთ მოცემულია მონაცემები ბოლო 5 წლის განმავლობაში გერმანიაში მიკროორგანიზმების შეძენილი რეზისტენტობის შესახებ ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ (ეროვნული პროექტებიდან და 2017 წლის იანვრის მდგომარეობით რეზისტენტობის მონიტორინგის კვლევების ცნობების მიხედვით)
მიკროორგანიზმების ჩვეულებრივ მგრძნობიარე შტამები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis*, Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Streptococcus agalactiae*, Streptococcus pneumoniae*, Streptococcus pyogenes*, Viridans* ჯგუფის სტრეპტოკოკები*,^;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis*,#, Neisseria gonorrhoeae*;
- ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis*, Gardnerella vaginalis*, Fusobacterium nucleatum*, Prevotella spp*.
მიკროორგანიზმის შტამები, რომლებსაც შეუძლიათ რეზისტენტობის შეძენა (თერაპიის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს):
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecium+, Staphylococcus aureus@, Staphylococcus epidermidis+, Staphylococcus haemolyticus+, Staphylococcus hominis+;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Escherichia coli, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris.
მიკროორგანიზმების ბუნებრივად რეზისტენტული შტამები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Staphylococcus aureus (მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები);
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Citrobacter freundii, Enterobacter cloacae, Legionella pneumophila, Morganella morganii, Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens, Stenotrophomonas maltophilia;
- სხვა მიკროორგანიზმები - Chlamydia spp., Chlamydophila spp., Mycoplasma spp., Ureaplasma urealyticum.
- დოკუმენტის გამოქვეყნების მომენტისათვის აქტუალური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი; ლიტერატურული პირველწყაროები, ფუნდამენტური ნაშრომები და თერაპიის სახელმძღვანელოები შეიცავს ინფორმაციას მიკროორგანიზმის სავარაუდო მგრძნობელობის შესახებ.
^ სხვადასხვა სახეობის სტრეპტოკოკების ჰეტეროგენული ჯგუფის კრებითი ტერმინი; რეზისტენტობის დონე შეიძლება მერყეობდეს სტრეპტოკოკის ტიპის მიხედვით.
# აქტუალური მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის; იზოლატების რეზისტენტობის დონემ 10%-ზე ნაკლები შეადგინა (5 წელზე უფრო ძველი კვლევები).
+ გეოგრაფიულ რეგიონებიდან მინიმუმ ერთში, იზოლატების რეზისტენტობის დონე 50%-ზე მეტი იყო.
@ ამბულატორიულ პირობებში, იზოლატების რეზისტენტობის დონე 10%-ზე ნაკლები იყო.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა/განაწილება
ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის როგორც ინტრავენური, ასევე ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ სისხლის შრატში მიიღწევა სამკურნალო საშუალებების მაღალი კონცენტრაციები. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ამპიცილინის და სულბაქტამის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში უფრო მეტია ვიდრე ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, ამავდროულად, ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ სამკურნალო საშუალებების ბიოშეღწევადობა არის თითქმის 100%. ამპიცილინი და სულბაქტამი სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის უმეტეს ქსოვილში, სითხეებში და სეკრეტებში.
ბიოტრანსფორმაცია
ამპიცილინის და სულბაქტამის მეტაბოლიტები დღემდე არ არის იდენტიფიცირებული.
გამოყოფა
ახალგაზრდა პაციენტებში ამპიცილინის და სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 1 საათი. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 2-3 საათი. 1-1,5 წლის ასაკის ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი უმნიშვნელოდ მცირდება (დაახლოებით 50 წუთი), ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება (8-9 საათი). ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ, ორივე სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად 8 საათის განმავლობაში.
ერთდროული გამოყენებისას, ამპიცილინის და სულბაქტამის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ იცვლება, სამკურნალო საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენებასთან შედარებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
სულტაკანი
სავაჭრო დასახელება
სულტაკანი, Sultakan
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება
ამპიცილინი + სულბაქტამი
Ampicillin + Sulbactam
შემადგენლობა
1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ამპიცილინი (ნატრიუმის ამპიცილინის ფორმით) 1,0 გ
სულბაქტამი (ნატრიუმის სულბაქტამის ფორმით) 0,5 გ
გამხსნელი: საინექციო წყალი 5 მლ
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.
აღწერა: კრისტალური, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
გამოყენების ჩვენებები
ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 0 წლიდან:
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი (სათანადოდ დადასტურებული დიაგნოზი), შუა ოტიტი, ეპიგლოტიტი და ბაქტერიული პნევმონია;
- საშარდე გზების ინფექციები (პიელონეფრიტი);
- ინტრააბდომინალური ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ენდომეტრიტი და მცირე მენჯის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები;
- ბაქტერიული სეფსისი (ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული პირველადი ინფექციების თერაპიის შემდეგ გართულებების დროს);
- კანის, რბილი ქსოვილების, ძვლების და სახსრების ინფექციები;
- გონოკოკური ინფექცია (ალტერნატიული თერაპიის სახით).
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა მუცლის და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის დროს, მაგალითად, საკეისრო კვეთის დროს.
გასათვალისწინებელია, რომ ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაცია არ არის ეფექტური Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული ინფექციების დროს თერაპიის სახით გამოყენებისას.
სულტაკანის გამოყენების დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ოფიციალურ სახელმძღვანელოებში ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ დოზის შერჩევის დროს, უნდა მოხდეს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:
- ინფექციის სავარაუდო გამომწვევები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ;
- ინფექციის სიმძიმის ხარისხი და ლოკალიზაცია;
- პაციენტის ასაკი, სხეულის წონა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა (იხ. ქვემოთ).
ამპიცილინ/ სულბაქტამის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა
40 კგ და უფრო მეტი სხეულის წონის მქონე მოზრდილები და მოზარდები
ინფექციის სიმძიმიდან გამომდინარე, სადღეღამისო დოზა არის 1,5-12,0 გ, პრეპარატი შეჰყავთ ყოველ 6-8 საათში (მძიმე ინფექციების დროს ყოველ 12 საათში); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12,0 გ-ს.
ბავშვები, მათ შორის ახალშობილები და 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე მოზარდები
ბავშვებში, სიცოცხლის მე-2 კვირიდან და 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე მოზარდებში, როგორც წესი, სადღეღამისო დოზა არის 150 მგ/კგ სხეულის მასაზე, რაც 100 მგ/კგ/დღე-ღამეში ამპიცილინს და 50 მგ/კგ/დღე-ღამეში სულბაქტამს შეესაბამება; პრეპარატის შეყვანა ხდება ყოველ 6 საათში ან 8 საათში ერთხელ.
ახალშობილებში ცხოვრების პირველ კვირაში, განსაკუთრებით დღენაკლულ ახალშობილებში, რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 75 მგ/კგ სხეულის მასაზე, რაც 50 მგ/კგ/დღე-ღამეში ამპიცილინს და 25 მგ/კგ/დღე-ღამეში სულბაქტამს შეესაბამება; პრეპარატის შეყვანა ხდება 12 საათის ინტერვალით.
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა მუცლის და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის დროს
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკის დროს დოზა არის 1,5-3,0 გ, რომლის შეყვანა უნდა მოხდეს ანესთეზიის ინდუქციის დროს; ზემოთ აღნიშნული დოზით პრეპარატის შეყვანა შეიძლება მრავალჯერადად ყოველ 6-8 საათში. სულტაკანის გამოყენება როგორც წესი, წყდება ქირურგიული ჩარევიდან 24 საათის შემდეგ, გარდა შემთხვევებისა, როდესაც არსებობს პრეპარატით შემდგომი თერაპიის ჩვენებები.
გაურთულებელი გონორეის მკურნალობა
პრეპარატი შეჰყავთ ერთჯერადად, ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად 3,0 გ დოზით (სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციის შესაბამის დონეზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების მიზნით, უნდა მოხდეს ერთდროულად პრობნეციდის გამოყენება 1,0 გ დოზით).
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ან ნაკლები), ამპიცილინის და სულბაქტამის გამოყოფა ორგანიზმიდან თანაბრად მცირდება; ასეთ პაციენტებში პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს ამპიცილინის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების შესაბამისად.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
დიალიზზე მყოფი მქონე პაციენტები
ამპიცილინი და სულბაქტამი თანაბარი ხარისხით გამოიყოფა სისტემური სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის დროს, ამიტომ სულტაკანის შეყვანა უნდა მოხდეს დიალიზის პროცედურის ჩატარების შემდეგ დაუყოვნებლივ და შემდეგ 48 საათის ინტერვალით დიალიზის შემდეგი სეანსის დაწყებამდე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმელების ფუნქციის დარღვევების არარსებობის შემთხვევაში პრეპარატის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციური დაავადების მიმდინარეობაზე; როგორც წესი, ეს არის 5-14 დღე, თუმცა თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს. პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზების და ინფექციურ-ანთებითი პროცესის სხვა კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ 2 დღის განმავლობაში.
ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 10 დღე, მწვავე რევმატიული ცხელების და გლომერულონეფრიტის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია ინსტრამუსკულარული ან ინტრავენური შეყვანისათვის.
ინტრამუსკულარული შეყვანა
პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ღრმად დიდ კუნთში (მაგ., დუნდულა კუნთი ან ბარძაყის წინა ზედაპირის კუნთი).
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას საინექციო წყლით. მომზადებული ხსნარი სტაბილურია 8 საათის განმავლობაში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე და 48 საათი 2-8°C ტემპერატურაზე.
ინსტრამუსკულარული შეყვანის დროს დასაშვებია სხვა შესაფერის გამხსნელში გახსნა (მაგალითად, იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარი, გლუკოზას 5%-იანი ხსნარი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5%-იანი ხსნარი).
ინტრავენური შეყვანა
პრეპარატის ინტრავენური შეყვანისათვის, ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას სტერილური საინექციო წყლით ან ნებისმიერი სხვა თავსებადი ხსნარით ამპულაში და უნდა დაყოვნდეს სანამ მთლიანად არ გაიხსნება. დოზის შეყვანა შესაძლებელია უშუალო ინექციის გზით (ბოლუსით) დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში ან უფრო მაღალი განზავების დროს, დოზის შეყვანა შეიძლება ინტრავენური ინფუზიის სახით 15-30 წუთის განმავლობაში.
პერიოდები, რომელთა განმავლობაშიც უნდა დაიწყოს სხვადასხვა ინტრავენური საინფუზიო გამხსნელების შეყვანა, მოცემულია შემდეგ ცხრილში.
გამხსნელი
კონცენტრაცია
შენახვის ვადა
იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარი
45 მგ/მლ-მდე
45 მგ/მლ
30 მგ/მლ-მდე
8 საათი 25°C– ზე
48 საათი 4°C-ზე
72 საათი 4°C-ზე
M/6 ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი
45 მგ/მლ-მდე
45 მგ/მლ-მდე
8 საათი 25°C– ზე
8 საათი 4°C– ზე
გლუკოზას 5%-იანი ხსნარი
15-30 მგ/მლ
3 მგ/მლ-მდე
30 მგ/მლ-მდე
2 საათი 25°C– ზე
4 საათი 25°C– ზე
4 საათი 4°C-ზე
გლუკოზას 5%-იანი ხსნარი ნატრიუმის ქლორიდის 0.45%-იან ხსნარში
3 მგ/მლ-მდე
15 მგ/მლ-მდე
4 საათი 25°C– ზე
4 საათი 4°C-ზე
ინვენტირებული შაქრის 10%-იანი წყალხსნარი
3 მგ/მლ-მდე
30 მგ/მლ-მდე
4 საათი 25°C– ზე
3 საათი 4°C– ზე
რინგერ ლაქტატის ხსნარი
45 მგ/მლ-მდე
45 მგ/მლ-მდე
8 საათი 25°C– ზე
24 საათი 4°C-ზე
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პენიცილინის ჯგუფის რომელიმე სამკურნალო საშუალების მიმართ; უნდა მოხდეს ცეფალოსპორინების ჯგუფის სამკურნალო საშუალების წინა გამოყენებასთან დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციების განვითარების რისკის მხედველობაში მიღება;
- ინფექციური მონონუკლეოზი და ლიმფოლეიკოზი (ასეთი დაავადებების მქონე პაციენტებს აქვთ წინასწარგანწყობა წითელას გამონაყარის მსგავსი კანის რეაქციების განვითარების მიმართ).
პრეპარატის ინსტრამუსკულარული შეყვანის დროს, უნდა მოხდეს ლიდოკაინის გამოყენებასთან დაკავშირებული უკუჩვენებების გათვალისწინება.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პაციენტებში, რომლებსაც დიაგნოზირებული აქვთ ალერგიული დაავადებები, როგორიც არის თივის ცხელება, ჭინჭრის ციება ან ბრონქული ასთმა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი იზრდება.
ისევე, როგორც პენიცილინის ჯგუფის სხვა პრეპარატების, სულტაკანის გამოყენების დროს ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი.ასეთი არასასურველი რეაქციის განვითარების რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ ან აქვთ სხვა ალერგიული დაავადებები, ამიტომ სულტაკანით თერაპიის დაწყებამდე უნდა მოხდეს პაციენტების ანამნეზის შეგროვება პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არარსებობასთან დაკავშირებით.
ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში სულტაკანის გამოყენება აუცილებლად უნდა შეწყდეს. მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების განვითარებისას უნდა ჩატარდეს ადრენალინით თერაპია, აუცილებლობის შემთხვევაში, ინტუბაციის შემდეგ მიზანშეწონილია ჟანგბადის და გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება (ინტრავენური შეყვანა).
პაციენტებში, რომლებსაც თერაპია უტარდებოდათ ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციით, აღინიშნებოდა კანის მძიმე რეაქციები, როგორიც არის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატური პუსტულოზი. კანის მძიმე რეაქციების განვითარებისას, აუცილებელია სულტაკანის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.
აუცილებელია პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი რეზისტენტული მიკროორგანიზმებით, მათ შორის სოკოვანი ინფექციების გამომწვევი პათოგენებით გამოწვეული ინფექციების გამოსავლენად. სუპერინფექციის განვითარების დროს, აუცილებელია სულტაკანის გამოყენების შეწყვეტა და/ან შესაბამისი მკურნალობის დაწყება.
ანტიბიოტიკებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ასეთ სიტუაციებში არსებობს სუპერინფექციის განვითარების რისკი, ინფექციური დაავადებების გამომწვევების მიმართ ორგანიზმის მდგრადობის შემცირების გამო.
პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის, მათ შორის ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენებისას, იყო შეტყობინებები Clostridium difficile-ს (CDAD) მიერ გამოწვეული დიარეის განვითარების შემთხვევების შესახებ, რომლის სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს დიარეის მსუბუქი ფორმიდან კოლიტამდე ლეტალური გამოსავალით. ანტიბიოტიკები გავლენას ახდენს ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე, რასაც შეიძლება თან ახლდეს Clostridium difficile-ს შტამების ჭარბი ზრდა.
Clostridium difficile წარმოქმნის A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ დიარეის განვითარებას. Clostridium difficile-ს შტამები, რომლებიც ჰიპერტოქსინს წარმოქმნიან, განაპირობებენ უფრო მაღალ ავადობას და სიკვდილიანობას, რადგან ისინი შეიძლება რეზისტენტული იყვნენ ანტიბაქტერიული საშუალებებით თერაპიის მიმართ და შეიძლება აუცილებელი გახდეს კოლექტომიის ჩატარება. ამიტომ, ყველა პაციენტში, რომელთაც ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ აღენიშნება დიარეა, უნდა მოხდეს Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული დიარეის განვითარების რისკის გათვალისწინება. გარდა ამისა, ასეთ პაციენტებში უნდა მოხდეს ანამნეზის ყურადღებით შეგროვება, რადგან Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული დიარეა შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში.
მძიმე და პერსისტენტული დიარეის განვითარების შემთხვევაში სულტაკანით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა (მაგალითად, ვანკომიცინის პერორალურად მიღება). ასეთ სიტუაციებში უკუნაჩვენებია სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც ამცირებენ ნაწლავის პერისტალტიკას.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში, პრეპარატის ინტრამუსკულარული შეყვანის გზა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ შეყვანის სხვა გზებით ვერ მოხდება სასურველი ეფექტის მიღწევა.
გონორეის მკურნალობის დაწყებამდე, როდესაც ამავდროულად არსებობს ეჭვი სიფილისის არსებობაზე, აუცილებელია წინასწარი მიკრობიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება მუქი ველის მეთოდის გამოყენებით და შემდეგ ყოველთვიურად, მინიმუმ 4 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს სეროლოგიური ტესტები.
ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენებისას, დაფიქსირდა ღვიძლის დაზიანებები, როგორებიცაა, ქოლესტაზური ჰეპატიტი და სიყვითლე. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რომ სულტაკანით თერაპიის ფონზე ღვიძლის დაავადების ნიშნების და სიმპტომების განვითარებისას უნდა მიმართონ ექიმს.
პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიისას რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელების და სისხლმბადი სისტემის ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით დღენაკლულ ახალშობილ ბავშვებში და ასევე მცირეწლოვან ბავშვებში.
მიკროორგანიზმების რეზისტენტობის და არასასურველი რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად, ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ ერთი სამკურნალო საშუალებით თერაპია არ არის საკმარისად ეფექტური.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
პაციენტებში, რომლებიც ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციით მკურნალობენ, შეიძლება აღინიშნოს შარდში არაფერმენტული მეთოდების გამოყენებით (ფელინგის ტესტი, ბენედიქტის ტესტი, Clinitest®) გლუკოზას განსაზღვრის კვლევების ცრუ დადებითი შედეგები, ასეთ სიტუაციებში, მსგავსი კვლევები უნდა ჩატარდეს ფერმენტული მეთოდების გამოყენებით. ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გავლენა ურობილინოგენის დონის მაჩვენებელზე.
დამხმარე ნივთიერებები
სულტაკანი 1,5 გ შეიცავს 115,14 მგ ნატრიუმს თითოეულ ფლაკონში, რაც ჯანმოს მიერ რეკომენდებული დღე-ღამეში მისაღები რაოდენობის (2,0 გ ნატრიუმი ზრდასრული ადამიანისთვის) 5,76%-ის ეკვივალენტურია.
პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზით-12,0 გ გამოყენებისას (მაგალითად, 8,0 გ ამპიცილინი და 4,0 გ ნატრიუმის სულბაქტამი), ნატრიუმის სადღეღამისო მოხმარება არის 921,12 მგ, რაც ჯანმოს მიერ რეკომენდებული დღე-ღამეში მისაღები რაოდენობის (2,0 გ ნატრიუმი მოზრდილი ადამიანისთვის) 46,06%-ს შეესაბამება; სულტაკანი კლასიფიცირებულია, როგორც პრეპარატი ნატრიუმის მაღალი შემცველობით.
ეს გასათვალისწინებელია პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იცავენ კონტროლირებად ნატრიუმის დიეტას.
შეუთავსებლობა
in vitro, ამინოპენიცილინები ახდენენ ამინოგლიკოზიდების ინაქტივაციას, ამიტომ ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის და ამინოგლიკოზიდების შემცველი ხსნარების მომზადება და შეყვანა უნდა მოხდეს ცალ-ცალკე.
პრეპარატი შეიცავს ამპიცილინს, ამიტომ, გახსნილი ფორმით იგი შეუთავსებელია შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან (ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა, ხსნარის ამღვრევა ან ნალექის წარმოქმნა): გენტამიცინი, კანამიცინი, ქლორპრომაზინი, ჰიდრალაზინი. პრეპარატი ასევე შეუთავსებელია მეტრონიდაზოლთან (ინექცით შეყვანა), ტეტრაციკლინთან (ინექცით შეყვანა), ნატრიუმის თიოპენტალთან, პრედნიზოლონთან, პროკაინის 2%-იან ხსნართან, სუქსამეთონიუმის ქლორიდთან და ნორეპინეფრინთან, ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების შეყვანა უნდა მოხდეს ცალკე.
ამპიცილინი ნაკლებად სტაბილურია დექსტროზას და სხვა ნახშირწყლების შემცველ ხსნარებში; გარდა ამისა, არ უნდა მოხდეს ამპიცილინის შერევა სისხლის პრეპარატებთან ან სისხლის კომპონენტების შემცველ პრეპარატებთან, აგრეთვე ცილის ჰიდროლიზატებთან ან ამინომჟავებთან.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სულტაკანის ერთდროული გამოყენებისას ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან, შეიძლება აღინიშნოს წამლისმიერი ურთიერთქმედება.
აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი და ფენილბუტაზონი
აცეტილსალიცილის მჟავასთან, ინდომეტაცინთან და ფენილბუტაზონთან ერთდროული გამოყენებისას, მცირდება პენიცილინის ჯგუფის სამკურნალო საშუალებების გამოყოფა ორგანიზმიდან.
პრობენეციდი
პრობენეციდი ამცირებს ამპიცილინის და სულბაქტამის ორგანიზმიდან თირკმელებით გამოყოფას, ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში პრობენეციდთან კომბინირებული გამოყენებისას, აღინიშნება სულტაკანის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია სისხლის შრატში, იზრდება მათი ნახევარგამოყოფის პერიოდი და ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი. პრობენეციდის ზემოხსენებული მოქმედების გამოყენება ასევე შეიძლება ზოგიერთი დაავადებების თერაპიის დროს (მაგალითად, გონორეის), სისხლის შრატში სულტაკანის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციის გაზრდის ან მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
ანტიკოაგულანტები
პარენტერალური შეყვანისას პენიცილინის ჯგუფის სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ თრომბოციტების აგრეგაციასთან ან სისხლის შედედებასთან დაკავშირებული მაჩვენებლების განსაზღვრის კვლევების შედეგებზე; ზემოაღნიშნული გავლენა შეიძლება გაძლიერდეს ანტიკოაგულანტებთან მათი ერთდროული გამოყენების შედეგად.
მეთოტრექსატი
პენიცილინის ჯგუფის სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას, მეთოტრექსატის კლირენსი მცირდება, რის შედეგადაც იზრდება მეთოტრექსატის ტოქსიკური მოქმედება. ასეთ სიტუაციებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პაციენტებზე საგულდაგულო დაკვირვება; შეიძლება აუცილებელი გახდეს ლეიკოვორინის (ფოლინის მჟავა) გამოყენება უფრო მაღალი დოზებით და უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
ალოპურინოლი
პაციენტებში, რომლებიც იტარებენ კომბინირებულ თერაპიას ალოპურინოლით და ამპიცილინით, გამონაყარის განვითარების სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მხოლოდ ამპიცილინს.
ამინოგლიკოზიდები
in vitro კვლევაში დადგინდა, რომ ამპიცილინის და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ისინი მნიშვნელოვანი ხარისხით ახდენენ ერთმანეთის ინაქტივირებას; ამიტომ, ისეთ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ასეთი კომბინაციების გამოყენება, სამკურნალო საშუალებების შეყვანა უნდა მოხდეს სხვადასხვა წერტილში, მინიმუმ 1 საათის ინტერვალით.
პრეპარატები ბაქტერიოსტატული მოქმედებით
სულტაკანის კომბინირებული გამოყენებისას ბაქტერიოსტატული ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან (მაგალითად, ტეტრაციკლინი, ერითრომიცინი, ქლორამფენიკოლი ან სულფონამიდები), შეიძლება აღინიშნოს სამკურნალო საშუალებების ანტაგონისტური მოქმედება, ამიტომ, თუ შესაძლებელია, ასეთი კომბინაციების გამოყენება არ უნდა მოხდეს.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე (ქალები ორსულობის პერიოდში)
ორსულობის პერიოდში ქალებში ამპიცილინის გამოყენებისას დაფიქსირდა სისხლის პლაზმაში კონიუგირებული ესტროგენების, ესტრიოლის გლუკურონიდის, კონიუგირებული ესტრონისა და ესტრადიოლის კონცენტრაციის დროებითი შემცირება; მსგავსი ცვლილებები შეიძლება აღინიშნოს ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენებისას.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ამპიცილინი და სულბაქტამი კვეთენ პლაცენტარულ ბარიერს. ამ დრომდე, არ არის ბოლომდე დადგენილი ორსულობის პერიოდში ქალებში ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენების უსაფრთხოება. ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში სამკურნალო საშუალებების კომბინაციის გამოყენებისას, არ არის მიღებული მონაცემები, რომლებიც მიუთითებს განვითარების მანკების წარმოქმნაზე ან ტერატოგენულ ეფექტებზე, თუმცა სულტაკანის გამოყენება ქალებში ორსულობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებელი/რისკი თანაფარდობის საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ.
ლაქტაცია
ამპიცილინი და სულბაქტამი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად (სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია დედის რძეში არის შესაბამისად 0,11-3,0 მგ/ლ და 0,13-2,8 მგ/ლ). ძუძუთი კვების დროს ქალებში ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენებისას, ბავშვს შეიძლება აღენიშნოს არასასურველი რეაქციები, მაგალითად, დიარეა. სულტაკანის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების დროს უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებლი/რისკი თანაფარდობის საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ.
ფერტილობა
ცხოველებში რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის კვლევების შედეგების მიხედვით, ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაცია უარყოფითი გავლენას არ ახდენდა ფერტილობაზე ან არ გააჩნდა ტერატოგენული პოტენციალი.
გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
არ ჩატარებულა კვლევები პრეპარატის გავლენის შესასწავლად ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რომ იშვიათ შემთხვევებში, სულტაკანის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიც არის თავბრუსხვევა, დაღლილობა ან ძილიანობა, რომელთა განვითარების შემთხვევაშიც შეიძლება შემცირდეს რეაქციის სიჩქარე.
არასასურველი რეაქციები
სულტაკანის შემადგენლობაში შედის ამპიცილინი და სულბაქტამი, ამიტომ პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები (იგივე სიხშირით და იგივე ორგანოთა სისტემების მხრივ), რომლებიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენებასთან.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: სიხშირე უცნობია - რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად - ანემია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; არახშირად - ნეიტროპენია, ლეიკოპენია; ძალიან იშვიათად - სისხლის შედედების დარღვევა; სიხშირე უცნობია - აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური შოკი, ანაფილაქტოიდური რეაქციები, კოუნისის სინდრომი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - თავბრუსხვევა, ძილიანობა; სიხშირე უცნობია - სედაცია, კრუნჩხვები.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად ფლებიტი (ინტრავენური შეყვანა).
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ქოშინი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტს მხრივ: ხშირად - დიარეა, სიმძიმის შეგრძნება კუჭში, მადის დაკარგვა, მეტეორიზმი; არახშირად - ღებინება; იშვიათად - მუცლის ტკივილი, გულისრევა, გლოსიტი; სიხშირე უცნობია - ფსევდომემბრანული კოლიტი, ენტეროკოლიტი, მელენა, დისპეფსია, სტომატიტი, ენის ფერის შეცვლა.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - ჰიპერბილირუბინემია; სიხშირე უცნობია - ქოლესტაზური ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, ქავილი, კანის სხვა რეაქციები; სიხშირე უცნობია - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატური პუსტულოზი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: იშვიათად - სახსრების ტკივილი.
თირკმლების და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - ტკივილი ინექციის ადგილას; არახშირად - დაღლილობა, სისუსტე; სიხშირე უცნობია - რეაქციები ინექციის ადგილას.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ხშირად - ტრანსამინაზების (ალანინამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზა (ACT)) დონის მომატება სისხლში; სიხშირე უცნობია - სისხლში კრეატინფოსფოკინაზას (CPK) დონის ტრანზიტორული და უმნიშვნელო ზრდა.
შეტყობინებები არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
დოზის გადაჭარბება
ადამიანებში ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენების დროს დოზის ძლიერ გადაჭარბების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. სულტაკანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის ზრდა, რომლებიც მითითებულია პუნქტში „არასასურველი რეაქციები“. ცერებროსპინალურ სითხეში β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მაღალი კონცენტრაციის მიღწევისას შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები ნერვული სისტემის მხრივ, მათ შორის კრუნჩხვები; კრუნჩხვების განვითარების შეთხვევაში რეკომენდებულია დიაზეპამის გამოყენება. ამპიცილინი და სულბაქტამი ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით; თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჰემოდიალიზის პროცედურის ჩატარებისას სულტაკანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს ორგანიზმიდან პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. β-ლაქტამური ანტიბიოტიკები, პენიცილინები. პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის β-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან. ათქ კოდი: J01CR01
მოქმედების მექანიზმი
ამპიცილინი აინჰიბირებს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს (ზრდის ფაზა) პენიცილინ-შემაკავშირებულ ცილებთან (როგორებიც არის ტრანსპეპტიდაზები) ურთიერთქმედების ხარჯზე და ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას.
სულბაქტამი აინჰიბირებს ზოგიერთ β-ლაქტამაზას, რაც ხელს უშლის ამპიცილინის ინაქტივაციას. სულბაქტამი ხელს უშლის ამპიცილინის დაშლას β-ლაქტამაზების უმეტესობისა, რომლებსაც სტაფილოკოკები წარმოქმნიან, და ზოგიერთი β-ლაქტამაზის, რომლებიც კოდირებულია პლაზმიდებით (მაგალითად, TEM, OXA, SHV, CTX-M) და ასევე ქრომოსომებით ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიაში, ზემოქმედების შედეგად. ასეთი β-ლაქტამაზები გვხვდება, მაგალითად, Escherichia coli-ში, Klebsiella spp.-ში, Proteus mirabilis-ში და Haemophilus influenzae-ში. ამპიცილინის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ფართოვდება β-ლაქტამაზების წარმომქმნელი ისეთი მიკროორგანიზმების ხარჯზე, რომელთა ინჰიბირებაც სულბაქტამს შეუძლია.
ურთიერთკავშირი ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის
ამპიცილინის ეფექტურობა მნიშვნელოვანი ხარისხით არის დამოკიდებული დროის იმ პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (მმკ) პათოგენური მიკროორგანიზმისთვის.
რეზისტენტობის მექანიზმი
მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი მექანიზმებით:
- ამპიცილინის ინაქტივაცია β-ლაქტამაზების მიერ (ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციას არ გააჩნია საკმარისი აქტივობა β-ლაქტამაზების წარმომქმნელი ისეთი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებსაც სულბაქტამი არ აინჰიბირებს);
- ამპიცილინის მიმართ პენიცილინ-შემაკავშირებელი ცილების აფინურობის შემცირება (ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ პნევმოკოკების და სხვა სტრეპტოკოკების შეძენილი რეზისტენტობა დაკავშირებულია არსებული პენიცილინ-შემაკავშირებელი ცილების მუტაციების შედეგად მოდიფიკაციასთან; სტაფილოკოკების მეტიცილინ (ოქსაცილინ)- რეზისტენტული შტამები მდგრადია ამპიცილინის და სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ, დაბალი აფინურობის მქონე დამატებითი პენიცილინ-შემაკავშირებელი ცილების წარმოქმნის გამო)
- ამპიცილინისთვის უჯრედული კედლის გარეთა მემბრანის გამავლობის დაქვეითება (გრამუარყოფით მიკროორგანიზმებში პენიცილინ-შემაკავშირებელი ცილების ინჰიბირების არასაკმარისი ხარისხი);
- ამპიცილინის აქტიური გამოყოფა ბაქტერიული უჯრედიდან (ეფლუქსური ტუმბოების მუშაობის შედეგად).
აღინიშნება ნაწილობრივი ან სრული ჯვარედინი რეზისტენტობა ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის, პენიცილინების, ცეფალოსპორინების და β-ლაქტამური ანტიბიოტიკი/β-ლაქტამაზების ინჰიბიტორი სხვა კომბინაციების მიმართ.
ზღვრული კონცენტრაციები
ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპული კომიტეტის (EUCAST) მონაცემების თანახმად, ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციისთვის დადგენილია მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები მგრძნობიარე და რეზისტენტული მიკროორგანიზმებისათვის (კვლევებში ამპიცილინის განზავების სერიების გამოყენებით, სულბაქტამი გამოიყენებოდა ფიქსირებული კონცენტრაციით 4 მგ/ლ):
პათოგენური მიკროორგანიზმი
მგრძნობიარე მიკროორგანიზმები (S)
რეზისტენტული მიკროორგანიზმები (R)
Enterobacteriaceae
≤ 8 მგ/ლ*
> 8 მგ/ლ*
Staphylococcus spp.#
- #
- #
Enterococcus spp.
≤ 4 მგ/ლ
> 8 მგ/ლ
Streptococcus spp.(ჯგუფები A, B, C, G)^
- ^
- ^
Streptococcus pneumoniae^
- ^
- ^
Haemophilus influenzae
≤ 1 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
Moraxella catarrhalis
≤ 1 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
გრამუარყოფითი ანაერობები
≤ 4 მგ/ლ
> 8 მგ/ლ
გრამდადებითი ანაერობები
≤ 4 მგ/ლ
> 8 მგ/ლ
ზღვრული მნიშვნელობები ბაქტერიის ტიპის მიუხედავად@,&
≤ 2 მგ/ლ@
> 8 მგ/ლ@
- ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის გერმანიის ეროვნული კომიტეტის მონაცემების თანახმად, ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციისათვის დადგენილია მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები ენტერობაქტერიების ზომიერად რეზისტენტული იზოლატებისათვის (I), რომლებსაც არ აქვთ რეზისტენტობის მექანიზმები (ველური ტიპი) - Citrobacter amalonaticus, Citrobacter koseri, Escherichia coli, Escherichia hermannii, Klebsiella spp., Proteus mirabilis, Proteus penneri, Proteus vulgaris, Raoultella spp., Salmonella spp., Shigella spp., Yersinia pseudotuberculosis: >0,5 მგ/ლ-დან ≤8 მგ/ლ-მდე.
ამიტომ, ენტერობაქტერიებით გამოწვეული სისტემური ინფექციების სამკურნალოდ აუცილებელია ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის უფრო მაღალი დოზებით გამოყენება (მაგალითად, ინტრავენური შეყვანა დოზით 3,0 გ 3-ჯერ დღე-ღამეში იმ პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ სხვა თანმხლები ფაქტორები).
# Staphylococcus spp. მგრძნობელობა შეფასდა ცეფოქსეტინის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში. სტაფილოკოკების მეტიცილინ (ცეფოქსეტინ)-რეზისტენტული შტამები კვლევის შედეგების მიუხედავად რეზისტენტულად ითვლება.
^ მგრძნობელობა Streptococcus spp. (ჯგუფები A, B, C, G) და Streptococcus pneumoniae შეფასებულია პენიცილინ G-ის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში.
@ მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობები მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისათვის მიეკუთვნება დოზას 3,0 გ 3-ჯერ დღე-ღამეში (ინტრავენურად შეყვანა), ხოლო მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობები რეზისტენტული მიკროორგანიზმებისათვის მიეკუთვნება დოზას 4,0 გ 3-ჯერ დღე-ღამეში (ინტრავენურად შეყვანა).
& შეფასება ძირითადად შრატში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობებზე დაყრდნობით.
მიკროორგანიზმების შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება ბაქტერიების ცალკეულ სახეობებში შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და დროთა განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია გვქონდეს ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში დროის გარკვეულ პერიოდში მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების სათანადო მკურნალობისათვის. იმ შემთხვევებში, როდესაც ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის გამოყენების ეფექტურობა გეოგრაფიულ რეგიონში ბაქტერიების რეზისტენტული შტამების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით ეჭვს იწვევს, უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს კონსულტაციისათვის. კერძოდ, მძიმე ინფექციების განვითარების ან მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში აუცილებელია მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკის ჩატარება, დაავადების გამომწვევის იდენტიფიცირებისა და ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ მისი მგრძნობელობის განსაზღვრის მიზნით.
ქვემოთ მოცემულია მონაცემები ბოლო 5 წლის განმავლობაში გერმანიაში მიკროორგანიზმების შეძენილი რეზისტენტობის შესახებ ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის მიმართ (ეროვნული პროექტებიდან და 2017 წლის იანვრის მდგომარეობით რეზისტენტობის მონიტორინგის კვლევების ცნობების მიხედვით)
მიკროორგანიზმების ჩვეულებრივ მგრძნობიარე შტამები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecalis*, Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Streptococcus agalactiae*, Streptococcus pneumoniae*, Streptococcus pyogenes*, Viridans* ჯგუფის სტრეპტოკოკები*,^;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis*,#, Neisseria gonorrhoeae*;
- ანაერობული მიკროორგანიზმები - Bacteroides fragilis*, Gardnerella vaginalis*, Fusobacterium nucleatum*, Prevotella spp*.
მიკროორგანიზმის შტამები, რომლებსაც შეუძლიათ რეზისტენტობის შეძენა (თერაპიის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს):
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Enterococcus faecium+, Staphylococcus aureus@, Staphylococcus epidermidis+, Staphylococcus haemolyticus+, Staphylococcus hominis+;
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Escherichia coli, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris.
მიკროორგანიზმების ბუნებრივად რეზისტენტული შტამები:
- აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები - Staphylococcus aureus (მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები);
- აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები - Citrobacter freundii, Enterobacter cloacae, Legionella pneumophila, Morganella morganii, Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens, Stenotrophomonas maltophilia;
- სხვა მიკროორგანიზმები - Chlamydia spp., Chlamydophila spp., Mycoplasma spp., Ureaplasma urealyticum.
- დოკუმენტის გამოქვეყნების მომენტისათვის აქტუალური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი; ლიტერატურული პირველწყაროები, ფუნდამენტური ნაშრომები და თერაპიის სახელმძღვანელოები შეიცავს ინფორმაციას მიკროორგანიზმის სავარაუდო მგრძნობელობის შესახებ.
^ სხვადასხვა სახეობის სტრეპტოკოკების ჰეტეროგენული ჯგუფის კრებითი ტერმინი; რეზისტენტობის დონე შეიძლება მერყეობდეს სტრეპტოკოკის ტიპის მიხედვით.
# აქტუალური მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის; იზოლატების რეზისტენტობის დონემ 10%-ზე ნაკლები შეადგინა (5 წელზე უფრო ძველი კვლევები).
+ გეოგრაფიულ რეგიონებიდან მინიმუმ ერთში, იზოლატების რეზისტენტობის დონე 50%-ზე მეტი იყო.
@ ამბულატორიულ პირობებში, იზოლატების რეზისტენტობის დონე 10%-ზე ნაკლები იყო.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა/განაწილება
ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის როგორც ინტრავენური, ასევე ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ სისხლის შრატში მიიღწევა სამკურნალო საშუალებების მაღალი კონცენტრაციები. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ამპიცილინის და სულბაქტამის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში უფრო მეტია ვიდრე ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, ამავდროულად, ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ სამკურნალო საშუალებების ბიოშეღწევადობა არის თითქმის 100%. ამპიცილინი და სულბაქტამი სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის უმეტეს ქსოვილში, სითხეებში და სეკრეტებში.
ბიოტრანსფორმაცია
ამპიცილინის და სულბაქტამის მეტაბოლიტები დღემდე არ არის იდენტიფიცირებული.
გამოყოფა
ახალგაზრდა პაციენტებში ამპიცილინის და სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 1 საათი. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 2-3 საათი. 1-1,5 წლის ასაკის ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი უმნიშვნელოდ მცირდება (დაახლოებით 50 წუთი), ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება (8-9 საათი). ამპიცილინ/სულბაქტამის კომბინაციის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ, ორივე სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად 8 საათის განმავლობაში.
ერთდროული გამოყენებისას, ამპიცილინის და სულბაქტამის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ იცვლება, სამკურნალო საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენებასთან შედარებით.
ვარგისობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მომზადებული ხსნარი სტაბილურია 1 საათის განმავლობაში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე და 48 საათი 2-8°C ტემპერატურაზე.
შეფუთვის სახეობა და შიგთავსი
1,5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი უფერო მინის ფლაკონში, დალუქული რეზინის საცობითა და Flip off ტიპის ხუფით გამხსნელთან კომპლექტში.
1 ფლაკონი საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით და 1 ამპულა გამხსნელით (5 მლ საინექციო წყალი) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი
„ე.ი.პ.ი.კო.“, ეგვიპტე
(ტენს ოვ რამადან სითი, პირველი სამრეწველო ზონა B1, ს.ყ. 149 თენსი)
“E.I.P.I.Co”, Egypt
(Tenth of Ramadan City, First Industrial Area B1, P.O. box: 149 Tenth)
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ისთვის, თურქეთი
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



