სუგრელი, რომლის შეყვანაც აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად ხდება, ნაჩვენებია მწვავე კორონარული სინდრომის [ე.ი. არასტაბილური სტენოკარდიის, ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის ან ST-სეგმენტის ელევაციით მიოკარდიუმის ინფარქტის] მქონე იმ ზრდასრულ პაციენტებში ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციისთვის, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პრაზუგრელი (prasugrel)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Neuraxpharm Pharmaceuticals S.L., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, გარდა ჰეპარინისა
- ATC კოდი
- B01AC22
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041393
- რეგისტრირებულია
- 20 ივნისი 2024, მოქმედებს 20 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- New Pharm Group LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სუგრელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სუგრელი, რომლის შეყვანაც აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად ხდება, ნაჩვენებია მწვავე კორონარული სინდრომის [ე.ი. არასტაბილური სტენოკარდიის, ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის ან ST-სეგმენტის ელევაციით მიოკარდიუმის ინფარქტის] მქონე იმ ზრდასრულ პაციენტებში ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციისთვის, რომლებსაც უტარდებათ პირველადი ან გადავადებული კანქვეშა კორონარული ჩარევა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პუნქტი 5.1.
პოზოლოგია და შეყვანის მეთოდი
პოზოლოგია
ზრდასრულები
სუგრელი დაწყებულ უნდა იქნას ერთჯერადი 60 მგ დამრტყმელი დოზით და შემდეგ გაგრძელებულ უნდა იქნას 10 მგ დოზით დღეში ერთხელ. არასტაბილური სტენოკარდიის, ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის ან ST-სეგმენტის ელევაციით მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც კორონარული ანგიოგრაფია უტარდებათ საავადმყოფოში შემოყვანიდან 48 საათის განმავლობაში, დამრტყმელი დოზა შეყვანილ უნდა იქნას მხოლოდ კორონარული ჩარევის დროს (იხ. პუნქტები 4.4, 4.8 და 5.1). პაციენტებმა, რომლებიც სუგრელს იღებენ, ასევე უნდა მიიღონ აცეტილსალიცილის მჟავა ყოველდღიურად (75 მგ-დან 325 მგ-მდე).
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომელთა მართვაც ხორციელდება კორონარული ჩარევით, ნებისმიერი ანტითრომბოციტული აგენტის, მათ შორის, სუგრელის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოზის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან გარდაცვალების მომატებული რისკი პაციენტის ძირითადი დაავადების გამო. რეკომენდირებულია მკურნალობა 12 თვემდე, თუ სუგრელის შეწყვეტა არაა კლინიკურად ნაჩვენები (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).
≥ 75 წლის პაციენტები
სუგრელის გამოყენება ≥ 75 წლის პაციენტებში როგორც წესი არაა რეკომენდირებული. თუ ექიმის მიერ სარგებლობისა და რისკების ინდივიდუალური შეფასების შემდეგ (იხ. პუნქტი 4.4), მკურნალობა აუცილებლად ჩაითვლება ≥ 75 ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში, შემდგომში 60 მგ დამრტყმელი დოზის შემდეგ, დანიშნულ უნდა იქნას შემცირებული შემანარჩუნებელი დოზა 5 მგ. ≥ 75 წლის პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან სისხლდენის მიმართ და მათზე უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენს პრასუგრელის აქტიური მეტაბოლიტი (იხ. პუნქტები 4.4, 4.8, 5.1 და 5.2).
60 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტები
სუგრელი მიღებულ უნდა იქნას ერთჯერადი 60 მგ დამრტმელი დოზით და შემდეგ უნდა გაგრძელდეს მისი მიღება 5 მგ დოზით დღეში ერთხელ. 10 მგ შემანარჩუნებელი დოზა არაა რეკომენდირებული. ეს გამოწვეულია პრასუგრელის აქტიური მეტაბოლიტის მომატებული ზემოქმედებითა და სისხლდენის მომატებული რისკით 60 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში დღეში ერთხელ 10 მგ დოზის მიღებისას ≥ 60 კგ წონის მქონე პაციენტებში დღეში ერთხელ 10 მგ დოზის მიღებასთან შედარებით (იხ. პუნქტები 4.4, 4.8 და 5.2).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
დოზის კორექტირება არაა საჭირო თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის, ბოლო სტადიის თირკმლის დაავადების მქონე პაციენტების ჩათვლით (იხ. პუნქტი 5.2). თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობის შეზღუდული თერაპიული გამოცდილება არსებობს (იხ. პუნქტი 4.4).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დოზის კორექტირება არაა საჭირო ღვიძლის ფუნქციის სუსტიდან ზომიერამდე დარღვევის მქონე სუბიექტებისთვის (ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით A და B) (იხ. პუნქტი 5.2). ღვიძლის ფუნქციის სუსტიდან ზომიერამდე დისფუნქციის მქონე პაციენტების მკურნალობის შეზღუდული თერაპიული გამოცდილება არსებობს (იხ. პუნქტი 4.4). სუგრელი უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით С).
პედიატრიული პოპულაცია
სუგრელის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არაა დადგენილი. შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემიის მქონე ბავშვებში (იხ. პუნქტი 5.1).
მიღების წესი და დოზირება
სუგრელის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სუგრელის სტანდარტული დოზა არის 10მგ დღეში. მკურნალობა დაიწყეთ 60 მგ-ის ერთჯერადი მიღებით. 60კგ-ზე ნაკლები წონის ან 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზა შეადგენს 5მგ დღეში.
ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას შესაბამისი დოზით (როგორც წესი, 75მგ-325მგ დღეში).
სუგრელი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მიიღეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
ტაბლეტები არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.
მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს და ფარმაცევტს უთხრათ რომ ღებულობთ სუგრელს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრასუგრელის ან სუგრელის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ აღგენიშნებათ სისხლდენა, მაგალითად კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა.
თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA).
თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება.
სიფრთხილის ზომები
სუგრელის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია.
სუგრელის მიღებამდე ექიმს აცნობეთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ:
თუ არსებობს სისხლდენის მომატებული რისკი:
თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის. მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დღიურ დოზას 5მგ, რადგანაც 75წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში სისხლდენის რისკი მაღალია.
ახლო წარსულში მიღებული სერიოზული დაზიანება.
ახლო წარსულში ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურები).
ახლო წარსულში გადატანილი ან განმეორებითი სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან (მაგ.:კუჭის წყლული ან მსხვილი ნაწლავის პოლიპები).
60კგ-ზე ნაკლები სხეულის წონა. მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დღიურ დოზას 5მგ, თუ იწონით 60კგ-ზე ნაკლებს.
თირკმელების დაავადება ან საშუალო სიმძიმის ღვიძლის პრობლემები.
გარკვეული სახის სამკურნალო საშუალებების მიღება (იხილეთ „სხვა სამკურნალო საშუალებები“).
მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურები). ექიმი გირჩევთ, რომ სისხლდენის მომატებული რისკის გამო დროებით შეწყვიტოთ სუგრელის მიღება.
სუგრელის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გქონდათ ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) კლოპიდოგრელის ან სხვა რომელიმე ანტითრომბოციტული საშუალების მიმართ. თუ სუგრელის მიღების შემდეგ განვითარდა ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს.
სუგრელის მიღებისას:
დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ განგივითარდათ თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP), რომელსაც ახასიათებს ცხელება, წითელი წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეიძლება ახლდეს უმიზეზო ძლიერი დაღლილობა, დაბნეულობა, კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე) (იხილეთ პუნქტი 4 „მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“)
ბავშვები და მოზარდები
სუგრელი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები, საკვები დანამატები და მცენარეული საშუალებები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმმა იცოდეს, რომ თქვენ ღებულობთ შემდეგ საშუალებებს:
კლოპიდოგრელი (ანტითრომბოციტული საშუალება)
ვარფარინი (ანტიკოაგულანტი)
„არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები“ ტკივილისა და ცხელების დროს (მაგალითად: იბუპროფენი, ნაპროქსენი, ეტორიკოქსიბი).
სუგრელთან ერთად აღნიშნული სამკურნალო საშუალებების მიღებისას სიხლდენის რისკი იზრდება.
უთხარით ექიმს, თუ ღებულობთ მორფინს ან სხვა ოპიოიდებს (გამოიყენება ძლიერი ტკივილის მოსახსნელად).
სუგრელით მკურნალობისას სხვა მედიკამენტები მიიღეთ მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, სუგრელის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ექიმი განსაზღვრავს სუგრელით მკურნალობის სარგებელი რამდენად აჭარბებს მასთან დაკავშირებულ რისკებს.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სუგრელმა იმოქმედოს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
სუგრელი შეიცავს ლაქტოზასა და საქაროზას
თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, სუგრელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:
ხელების, ფეხების ან სახის, განსაკუთრებით სხეულის ერთი მხარის უეცარი დაბუჟება და სისუსტე;
უეცარი დაბნეულობა, საუბრის ან სხვების ლაპარაკის გაგების გაძნელება.
სიარულის გაძნელება ან წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევა.
თავბრუსხვევა ან უცნობი მიზეზით გამოწვეული ძლიერი თავის ტკივილი.
ყველა ზემოთ აღნიშნული შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები. ინსულტი არის სუგრელის არახშირი გვერდითი მოვლენა პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ გადატანილი ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA).
აგრეთვე, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:
ცხელება, წითელი წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეიძლება ახლდეს უმიზეზო ძლიერი დაღლილობა, დაბნეულობა, კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე) (იხილეთ პუნქტი 2 „რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე“).
გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების/ენის შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა. აღნიშნული შეიძლება იყოს მწვავე ალერგიული რეაქციის ნიშნები (იხილეთ პუნქტი 2 „რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე“).
დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგს:
შარდში სისხლი
სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, სისხლიანი განავალი ან შავი განავალი
უკონტროლო სისხლდენა, მაგალითად ჭრილობიდან.
ყველა ზემოთ აღნიშნული შეიძლება იყოს სუგრელის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენის სისხლდენის ნიშნები. იშვიათად, მაგრამ ძლიერი სისხლდენა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში):
სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავებიდან
სისხლდენა პუნქციის ადგილიდან
სისხლდენა ცხვირიდან
გამონაყარი კანზე
პატარა წითელი სისხლჩაქცევები კანზე (ექიმოზები)
სისხლი შარდში
ჰემატომა (სისხდენა კანქვეშ ინექციის ადგილზე, ან კუნთში, რომელიც იწვევს შეშუპებას)
ჰემოგლობინის დაბალი დონე ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
სისხლჩაქცევები
არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში):
ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, ტუჩების/ენის შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა)
თვითნებური სისხლდენა თვალებიდან, სწორი ნაწლავიდან, ღრძილებიდან ან მუცლის ღრუში.
სისხლდენა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.
სისხლიანი ხველა
სისხლიანი განავალი
იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში):
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
კანქვეშა ჰემატომა (სისხლდენა კანქვეშ, რომელიც იწვევს შეშუპებას)
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ საქართველოს ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
ჭარბი დოზა
დაუყონებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, რადგანაც მაღალია სისხლდენის რისკი. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ დადგენილი დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ დაგავიწყდათ სუგრელის მიღება მთელი დღის განმავლობაში, მიიღეთ მეორე დღეს ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორი დოზა ერთ დღეს. 14, 28, 56, 84 და 98 ტაბლეტიანი შეფუთვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ტაბლეტის მიღების ბოლო დღე, ბლისტერზე დატანილ კალენდარის გამოყენებით.
სუგრელის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ სუგრელის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, სუგრელით მკურნალობის ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს გულის შეტევის რისკი.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
რა არის სუგრელი და რა დროს გამოიყენება
სუგრელი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პრასუგრელს, მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს სახელწოდებით ანტითრომბოზული საშუალებები. თრომბოციტები სისხლის მცირე უჯრედული ფრაგმენტებია. როდესაც ხდება სისხლძარღვის დაზიანება, მაგალითად გაჭრა, თრომბოციტები გროვდებიან და წარმოიქმნიან სისხლის კოლტს (თრომბი). შესაბამისად, თრომბოციტები აუცილებელია სისხლდენის შესაჩერებლად. სისხლძარღვში, მაგალითად არტერიაში, კოლტების წარმოქმნა შეიძლება იყოს ძალიან საშიში, რადგან მათ შეუძლიათ შეაფერხონ სისხლის მიწოდება, რაც გამოიწვევს გულის შეტევას (მიოკარდიუმის ინფარქტი), ინსულტს ან გარდაცვალებას. არტერიებში არსებული თრომბი ახდენს სისხლის მიწოდების შეფერხებას, რაც იწვევს არასტაბილურ სტენოკარდიას (მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში).
სუგრელი ამცირებს თრომბოციტების ერთმანეთთან შეწებების უნარს და შესაბამისად ამცირებს სისხლის კოლტის ჩამოყალიბების უნარს.
თქვენ დაგენიშნათ სუგრელი, რადგანაც თქვენ გადაიტანეთ გულის შეტევა ან არასტაბილური სტენოკარდია და მკურნალობთ დაბლოკილი სისხლძარღვების გახსნის მიზნით. შეიძლება თქვენ გქონდეთ ერთი ან მეტი სტენტი ჩადგმული დაბლოკილი ან შევიწროებული არტერიის გასახსნელად. სუგრელი ამცირებს შემდგომში გულის შეტევის ან ინსულტის ან რომელიმე ათეროთრომბოზული დაავადებით გარდაცვალების რისკს. ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას (მაგ.: ასპირინი), სხვა ანტითრომბოზულ საშუალებას.
შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ჰეპარინის ჩათვლით, ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური კლასიფიკაციის კოდი: B01AC22.
ფარმაკოდინამიკა
პრასუგრელი წარმოადგენს თრომბოციტების აქტივაციისა და აგრეგაციის ინჰიბიტორს თრომბოციტებზე ადენოზინდიფოსფატის რეცეპტორების P2Y12 კლასთან მისი აქტიური მეტაბოლიტის შეუქცევადი ბმის საშუალებით. ვინაიდან თრომბოციტები მონაწილეობენ ათეროსკლეროზული დაავადების თრომბოციტული გართულებების ინიცირებასა ან/და განვითარებაში. თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირებამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა მოვლენების, როგორიცაა, გარდაცვალება, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, სიხშირის შემცირება.
პრასუგრელის 60 მგ დამრტყმელი დოზის შემდეგ, ადენოზინდიფოსფატით ინდუცირებული თრომბოცირების აგრეგაცია ხდება 15 წუთზე 5 მიკრომოლი ადენოზინდიფოსფატის შემთხვევაში და 30 წუთზე - 20 მიკრომოლი ადენოზინდიფოსფატის შემთხვევაში. ადენოზინდიფოსფატით ინდუცირებული თრომბოცირების აგრეგაციის მაქსიმალური ინჰიბირება პრასუგრელით შეადგენს 83% - 5 მიკრომოლი ადენოზინდიფოსფატის შემთხვევაში და 79% - 20 მიკრომოლი ადენოზინდიფოსფატის შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში სტაბილური ათეროსკლეროზოს მქონე ჯანმრთელი სუბიექტებისა და პაციენტების 89%-მა 1 საათში მიაღწია თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების მინიმუმ 50%. პრასუგრელით განპირობებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება ავლენს სუბიექტებს შორის (9%) და სუბიექტებს შიგნით (12%) დაბალ ცვალებადობას როგორც 5 მიკრომოლი, ასევე 20 მიკრომოლი ადენოზინდიფოსფატის შემთხვევაში. თრომბოციტების აგრეგაცის საშუალო მდგრადი ინჰიბირება შეადგენდა 74% და 69%, შესაბამისად, 5 მიკრომოლი ადენოზინდიფოსფატისთვის 20 მიკრომოლი ადენოზინდიფოსფატისთვის და მიღწეულ იქნა 10 მგ პრასუგრელის შემანარჩუნებელი დოზის შეყვანიდან 3-5 დღის შემდეგ, რომელსაც წინ უსწრებდა 60 მგ დამტყმელი დოზა. სუბიექტების 98%-ზე მეტს შემანარჩუნებელი დოზის მიღების დროს აღენიშნებოდა თრომბოციტების აგრეგაცის ინჰიბირება ≥ 20%.
თრომბოციტების აგრეგაცია თანდათანობით დაუბრუნდა საწყის მონაცემებს მკურნალობის შემდეგ პრასუგრელის ერთჯერადი 60 მგ დამტყმელი დოზის შეიყვანიდან 7-9 დღეში და წონასწარულ მდგომარეობაში შემანარჩუნებელი დოზის შეწყვეტიდან 5 დღეში.
პრეპარატის შეცვლის შესახებ მონაცემები: დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში 75 მგ კლოპიდოგრელის შეყვანის შემდეგ, 40 ჯანმრთელი სუბიექტი გადაყვანილ იქნა დღეში ერთხელ 10 მგ პრასუგრელზე 60 მგ დამრტყმელი დოზით ან მის გარეშე. პრასუგრელის შემთხვევაში დაფიქსირებულ იქნა თრომბოციტების აგრეგაციის მსგავსი ან უფრო მაღალი ინჰიბირება. პირდაპირ პრასუგრელის 60 მგ დამრტყმელ დოზაზე გადასვლამ გამოიწვია თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების უფრო სწრაფი დადგომა. კლოპიდოგრელის 900 მგ დამრტყმელი დოზის შეყვანის შემდეგ (აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად), მწვავე კორონარული სინდრომის მქონე 56 სუბიექტს 14 დღის განმავლობაში უტარდებოდა მკურნალობა დღეში ერთხელ 10 მგ პრასუგრელით ან დღეში ერთელ 150 მგ კლოპიდოგრელით, შემდეგ კი მოხდა ცვლილება 150 მგ კლოპიდოგრელზე ან 10 მგ პრასუგრელზე კიდევ 14 დღის განმავლობაში. თრომბოციტერების აგრეგაციის უფრო მაღალი ინჰიბირება დაფიქსირებულ იქნა პაციენტებში, რომლებიც გადაყვანილ იქნენ 10 მგ პრასუგრელზე იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც 150 მგ კლოპიდოგრელით მკურნალობდნენ, კვლევაში მწვავე კორონარული სინდრომის მქონე 276 პაციენტს, რომლებსაც უტარდებოდათ კანქვეშა კორონარული ჩარევა, რომლებიც კლოპიდოგრელის ან პლაცებოს 600 მგ საწყის დამრტყმელი დოზიდან, რომელიც შეყვანილ იქნა საავადმყოფოში შეყვანისთანავე კორონარულ ანგიოგრაფიამდე, გადაყვანილ იქნენ პრასუგრელის 60 მგ დამრტყმელ დოზაზე, რომელიც შეყვანილ იქნა კანქვეშა კორონარული ჩარევის დროს, აღენიშნებოდა თრომბოციტების აგრეგაციის მსგავსი მომატებული ინჰიბირება კვლევის 72 საათის განმავლობაში.
ეფექტურობა და უსაფრთხოება მწვავე კორონარული სინდრომის დროს
მე-3 ფაზის TRITON კვლევაში ხდებოდა სუგრელის (პრასუგრელის) შედარება კლოპიდოგრელთან, რომელთა შეყვანაც ხდებოდა აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად. TRITON წარმოადგენდა მულტიცენტრულ, საერთაშორისო, რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, პარალელურ ჯგუფებში ჩატარებულ კვლევას 13,608 პაციენტის მონაწილეობით. პაციენტებს აღენიშნებოდათ მწვავე კორონარული სინდრომი არასტაბილური სტენოკარდიის, ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის ან ST-სეგმენტის ელევაციით მიოკარდიუმის ინფარქტის ზომიერიდან მაღალ რისკამდე და უტარდებოდათ კანქვეშა კორონარული ჩარევა.
არასტაბილური სტენოკარდიის/ ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტები სიმპტომების აღმოჩენიდან 72 საათში, ხოლო ST-სეგმენტის ელევაციით მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტები სიმპტომების აღმოჩენიდან 12 საათიდან 14 დღემდე ვადაში რანდომიზირებულ იქნენ კორონარული ანატომიის დადგენის შემდეგ. ST-სეგმენტის ელევაციით მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტები სიმპტომების აღმოჩენიდან 12 საათში და პირველადი კანქვეშა კორონარული ჩარევის დაგეგმვის პირობებში შეიძლებოდა რანდომიზირებული ყოფილიყვნენ კორონარული ანატომიის ცოდნის გარეშე. ყველა პაციენტისთვის, დამრტყმელი დოზა შეიძლებოდა შეყვანილი ყოფილიყო ნებისმიერ დროს რანდომიზაციასა და პაციენტის მიერ კათეტერიზაციის ლაბორატორიის დატოვებიდან 1 საათის შემდეგ პერიოდს შორის.
პაციენტებს, რომლებიც რანდომიზირებული იყვნენ პრასუგრელის (60 მგ დამრტმელი დოზა, რომელსაც მოჰყვებოდა 10 მგ დღეში ერთხელ) ან კლოპიდოგრელის ჯგუფში (300 მგ დამრტმელი დოზა, რომელსაც მოჰყვებოდა 75 მგ დღეში ერთხელ), უტარდებოდათ მკურნალობა საშუალოდ 14.5 თვის განმავლობასი (მაქსიმუმ 15 თვე მინიმუმ 6 თვიანი მეთვალყურეობით). პაციენტები ასევე იღებდნენ აცეტილსალიცილის მჟავას (75 მგ-დან 325 მგ-მდე დღეში ერთხელ). კვლევაში რეგისტრაციამდე 5 დღის განმავლობაში ნებისმიერი თიენოპირიდინის მიღება კვლევაში ჩაურთველობის კრიტერიუმს წარმოადგენდა. სხვა პრეპარატები, როგორიცაა, ჰეპარინი და GPIIb/IIIa ინჰიბიტორები, შეყვანილ იქნა ექიმის შეხედულებისამებრ. პაციენტების დაახლოებით 40% (თითოეულ სამკურნალო ჯგუფში) იღებდა GPIIb/IIIa ინჰიბიტორებს კანქვეშა კორონარული ჩარევის მხარდასაჭერად (გამოყენებულიGPIIb/IIIa ინჰიბიტორების ტიპის შესახებ ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი). პაციენტების დაახლოებით 98% (თითოეულ სამკურნალო ჯგუფში) იღებდა ანტითრომბინებს (ჰეპარინი, დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინი, ბივალირუდინი ან სხვა პრეპარატი) უშუალოდ კანქვეშა კორონარული ჩარევის მხარდასაჭერად.
კვლევის ეფექტურობის პირველად კრიტერიუმს წარმოადგენდა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალების, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის ან არაფატალური ინსულტის პირველი შემთხვევა. მწვავე კორონარული სინდრომის მქონე ყველა პაციენტის პოპულაციაში (არასტაბილური სტენოკარდიის/ ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის და ST-სეგმენტის ელევაციით მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების კოჰორტები) კომბინირებული ეფექტურობის კრიტერიუმების ანალიზი დამოკიდებული იყო პრასუგრელის სტატისტიკური უპირატესობის ჩვენებაზე კლოპიდოგრელთან შედარებით არასტაბილური სტენოკარდიის/ ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების კოჰორტაში (p < 0.05).
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე ყველა პაციენტის პოპულაცია: სუგრელმა უპირატესი ეფექტურობა გამოავლინა კლოპიდოგრელთან შედარებით პირველადი კომბინირებული შედეგის მოვლენების, ასევე წინასწარ განსაზღვრული მეორადი შედეგის მოვლენების შემცირებაში, სტენტის თრომბოზის ჩათვლით (იხ. ცხრილი 3). პრასუგრელის სარგებლობა აშკარა იყო პირველი 3 დღის განმავლობაში და კვლევის დასრულებამდე შენარჩუნდა. უპირატეს ეფექტურობას თან ახლდა მასიური სისხლდენის მომატება (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8). პაციენტების პოპულაციის 92% შეადგენენ კავკასიელები, 26% - ქალები, ხოლო 39% - ≥ 65 წლის ასაკის პირები. პრასუგრელთან დაკავშირებული ბენეფიტები არ იყო დამოკიდებული სხვა მწვავე ან გრძელვადიანი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე, ჰეპარინის/დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინი, ბივალირუდინის, ინტრავენური GPIIb/IIIa ინჰიბიტორების, ჰიპოლიპიდემიური სამედიცინო პრეპარატების, ბეტა-ბლოკატორებისა და ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების ჩათვლით. პრასუგრელის ეფექტურობა არ იყო დამოკიდებული აცეტილსალიცილის მჟავის დოზაზე (75 მგ-დან 325 მგ-მდე დღეში ერთხელ). პერორალური ანტიკოაგულანტების, კვლევით გაუთვალისწინებელი ანტითრომბოციტული სამედიცინო პროდუქტებისა და ქრონიკული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება არ იყო ნებადართულ TRITON კვლევაში. მწვავე კორონარული სინდრომის მქონე ყველა პაციენტის პოპულაციაში, პრასუგრელი დაკავშირებული იყო გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით გამოწვეული გარდაცვალების, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის ან არაფატალური ინსულტის უფრო დაბალ სიხშირესთან, კლოპიდოგრელთან შედარებით, საბაზისო მახასიათებლების მიუხედავად, როგორიცაა ასაკი, სქესი, სხეულის წონა, გეოგრაფიული რეგიონი, GPIIb/IIIa ინჰიბიტორების გამოყენება და სტენტის ტიპი. სარგებლობა ძირითადად გამოწვეული იყო არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის მნიშვნელოვანი შემცირებით (იხ. ცხრილი 3). დიაბეტის მქონე პაციენტებს აღენიშნებოდათ შეფასების პირველადი და ყველა მეორადი ეფექტურობის კომბინირებული საბოლოო წერტილების მნიშვნელოვანი შემცირება.
პრასუგრელის დაფიქსირებული სარგებლობა ≥ 75 წლის პაცენტებში უფრო ნაკლები იყო, ვიდრე < 75 წლის პაციენტებში დაფიქსირებული სარგებლობა. ≥ 75 წლის პაცენტები იყვნენ სისხლდენის, მათ შორის, ფატალური სისხლდენის მომატებული რისკის წინაშე (იხ. პუნქტები 4.2, 4.4 და 4.8). ≥ 75 წლის პაციენტები, რომლებშიც პრასუგრელის სარგებლობა უფრო აშკარა იყო, მოიცავდნენ დიაბეტის, ST-სეგმენტის ელევაციით მიოკარდიუმის ინფარქტის, სტენტის თრომბოზის მომატებული რისკის ან რეკურენტული მოვლენების მქონე პაციენტებს.
პრასუგრელით მკურნალობამდე 3 თვეზე მეტი პერიოდით ადრე ანამნეზში გარდამავალი იშემიური შეტევის ან იშემიური ინსულტის მქონე პაციენტებს არ აღენიშნებოდათ ეფექტურობის შეფასების კომბინირებული საბოლოო წერტილის შემცირება.
ცხრილი 3: პაციენტები შედეგის მოვლენებით TRITON პირველად ანალიზში
შედეგი
პრასუგრელი + აცეტილსალიცილის მჟავა
კლოპიდოგრელი + აცეტილსალიცილის მჟავა
ფარდობითი რისკი (HR)
(95% CI)
p-მნიშვნელობა
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე ყველა პაციენტი
(რაოდენობა = 6813)
%
(რაოდენობა = 6795)
%
- 812 (0.732, 0.902)
< 0.001
პირველადი კომბინირებული შედეგის მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალება, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არაფატალური ინსულტი
- 4
- 5
პირველადი ინდივიდუალური შედეგის მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალება
- 0
- 2
- 886 (0.701, 1,118)
- 307
არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი
- 0
- 1
- 757 (0.672. 0.853)
< 0.001
არაფატალური ინსულტი
- 9
- 9
- 016 (0.712, 1.451)
- 930
არასტაბილური სტენოკარდიის/ ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტები
პირველადი კომბინირებული შედეგის მოვლენები
(რაოდენობა = 5044)
%
(რაოდენობა = 5030)
%
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალება, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არაფატალური ინსულტი
9,3
- 2
- 820 (0.726, 0.927)
0,002
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალება
1,8
- 8
- 979 (0.732, 1.309)
0,885
არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი
- 1
9,2
- 761 (0.663, 0.873)
<0,001
არაფატალური ინსულტი
- 8
- 8
- 979 (0.633, 1.513)
0,922
ST სეგმენტის ელევაციით მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტები
პირველადი კომბინირებული შედეგის მოვლენები
(რაოდენობა = 1769)
%
(რაოდენობა = 1765)
%
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალება, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არაფატალური ინსულტი
- 8
- 2
- 793 (0.649, 0.968)
- 019
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალება
- 4
- 3
- 738 (0.497, 1,094)
- 129
არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი
- 7
- 8
- 746 (0.588, 0.948)
- 016
არაფატალური ინსულტი
- 2
1,1
- 097 (0.590, 2.010)
- 770
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე ყველა პაციენტის პოპულაციაში, თითოეული მეორადი ეფექტურობის შეფასების საბოლოო წერტილის ანალიზმა მნიშვნელოვანი სარგებლობა (p < 0.001) პრასუგრელისთვის კლოპიდროგრელთან შედარებით. ეს მოიცავდა ცალსახა ან შესაძლო სტენტის თრომბოზს კვლევის დასასრულს (0.9% 1.8%-თან შედარებით; HR 0.498; CI 0.364, 0.683); გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალება, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან სამიზნე სისხლძარღვის სასწრაფო რევასკულიზაცია 30 დღის განმავლობაში (5.9% 7.4% შედარებით; HR 0.784; CI 0.688, 0.894); ყველა მიზეზით გამოწვეული გარდაცვალება, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არაფატალური ინსულტი კვლევის დასრულებამდე (10.2% 12.1% შედარებით; HR 0.831; CI 0.751, 0.919); გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალება, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი, არაფატალური ინსულტი ან განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია გულის იშემიური მოვლენის გამო კვლევის დასრულებამდე (11.7% 13.8% შედარებით; HR 0.838; CI 0.762, 0.921). ყველა მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების ანალიზს არ გამოუვლენია მნიშვნელოვანი განსხვავება პრასიგრელსა და კლოპიდოგრელს შორის მწვავე კორონარული სინდრომის მქონე ყველა პაციენტის პოპულაციაში (2.76% 2.90% შედარებით), არასტაბილური სტენოკარდიის/ ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების პოპულაციაში (2.58% 2.41% შედარებით) და ST სეგმენტის ელევაციით მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების პოპულაციაში (3.28% 4.31% შედარებით).
პრასუგრელი დაკავშირებული იყო სტენტის თრომბოზის 50% შემცირებასთან 15 თვიანი მეთვალყურეობის პერიოდის განმავლობაში. სუგრელის მიღებისას სტენტის თრომბოზის შემცირება დაფიქსირდა ნაადრევად და 30 დღის შემდეგაც როგორც შიშველი ლითონის სტენტისთვის, ასევე წამლით დაფარული სტენტისთვის.
იმ პაციენტების ანალიზში, რომლებმაც იშემიური შეტევა გადაიტანეს, პრასუგრელი დაკავშირებული იყო შემდგომი პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილის მოვლენების სიხშირის შემცირებასთან (7.8% პრასუგრელის შემთხვევაში, 11.9% კლოპიდოგრელის შემთხვევაში).
მართალია, სისხლდენამ მოიმატა პრასუგრელის მიღებისას, კომბინირებული საბოლოო წერტილის - ნებისმიერი მიზეზით გარდაცვალების, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის, არაფატალური ინსულტისა და აორტო-კორონალურ შუნტირებასთან არადაკავშირებული TIMI მასიური სისხლდენის ანალიზმა უპირატესობა მიანიჭა სუგრელს კლოპიდოგრელთან შედარებით (საფრთხეების შეფარდება, 0.87; 95% სანდოობის ინტერვალი, 0.79-დან 0.95-მდე; p=0.004). TRITON-ში, ყოველ 1000 პაციენტზე, რომელიც სუგრელით მკურნალობდა, მოდიოდა მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე 22-ით ნაკლები პაციენტი და აორტო-კორონალურ შუნტირებასთან არადაკავშირებული TIMI მასიური სისხლდენის მქონე 5-ით მეტი პაციენტი, კლოპიდოგრელით ნამკურნალევ პაციენტებთან შედარებით.
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე 720 აზიელ პაციენტზე (რომლებისაც კანქვეშა კორინარული ჩარევა უტარდებოდათ) ჩატარებული ფარმაკოდინამიკური/ფარმაკოგენომური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თრომბოციტების ინჰიბირების უფრო მაღალი დონეები მიიღწევა პრასუგრელის მიღებისას კლოპიდოგრელთან შედარებით და რომ პრასუგრელის 60 მგ დამრტყმელი დოზა/10 მგ შემანარჩუნებელი დოზა წარმოადგენს მიზანშეწონილ დოზირების რეჟიმს აზიელ სუბიექტებში, რომლებიც მინიმუმ 60 კგ იწონინ და 75 წელზე ნაკლები ასაკის არიან (იხ. პუნქტი 4.2).
არასტაბილური სტენოკარდიის/ ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის, მწვავე კორონარული სინდრომის მქონე 9326 პაციენტში (რომლებსაც მკურნალბა უტარდებოდა რევასკულარიზაციის გარეშე (არალიცენზირებული ჩვენება)) ჩატარებულ 30 თვიან კვლევაში (TRILOGY -ACS), პრასუგრელს მნიშვნელოვნად არ შეუმცირებია კომბინირებული საბოლოო წერტილის - გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალების, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის სიხშირე კლოპიდოგრელთან შედარებით. TIMI მასიური სისხლდენის მაჩვენებლები (მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში, ფატალური და ქალაშიგა სისხლჩაქცევა) მსგავსი იყო პრასუგრელითა და კლოპიდოგრელით ნამკურნალევ პაციენტებში. ≥ 75 წლის ასაკის ან 60 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტები (რაოდენობა - 3022) რანდომიზირებულ იქნენ 5 მგ პრასუგრელის ჯგუფში. ისევე, როგორც < 75 წლის ასაკისა და ≥ 60 კგ წონის მქონე პაციენტებში, რომლებიც 10 მგ პრასუგრელით მკურნალობდნენ, არ ყოფილა განსხვავება 5 მგ პრასუგრელსა და 75 მგ კლოპიდოგრელს შორის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალების შედეგებში. მასიური სისხლდენის სიხშირე მსგავსი იყო 5 მგ პრასუგრელითა და 75 მგ კლოპიდოგრელით ნამკურნალევ პაციენტებში. 5 მგ პრასუგრელი უზრუნველყოფდა უფრო დიდ ანტითრომბოციტულ ეფექტს, ვიდრე 75 მგ კლოპიდოგრელი. პრასუგრელი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ≥ 75 წლის ასაკის პაციენტებში და პაციენტებში, რომელთა წონაც 60 კგ-ზე ნაკლებია (იხ. პუნქტები 4.2, 4.4 და 4.8).
ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე 4033 პაციენტში (მომატებული ტროპონინით) ჩატარებულ 30 დღიან კვლევაში (ACCOAST), რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ კორონარული ანგიორგრაფიის ჩატარება, რანდომიზაციდან 2-48 საათში კანქვეშა კორონარული ჩარევით, სუბიექტებს, რომლებიც იღებდნენ პრასუგრელის 30 მგ დამრტყმელ დოზას კორონარულ ანგიოგრაფიამდე საშუალოდ 4 საათით ადრე, რასაც მოჰყვა 30 მგ დამრტყმელი დოზა კანქვეშა კორონარული ჩარევისას (რაოდენობა - 2037), აღენიშნებოდათ აორტო-კორონარულ შუნტირებასთან არადაკავშირებული პერიპროცედურული სისხლდენის მომატებული რისკი და არ ჰქონდათ დამატებითი სარგებლობა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ 60 მგ დამრტყმელ დოზას კანქვეშა კორონარული ჩარევისას (რაოდენობა - 1996). კონკრეტულად, პრასუგრელს მნიშვნელოვნად არ შეუმცირებია კომბინირებული საბოლოო წერტილის - გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამოწვეული გარდაცვალების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, სასწრაფო რევასკულარიზაციის ან გლიკოპროტეინის ან გლიკოპროტეინის IIb/IIIa ინჰიბიტორის გადარჩენის სიხშირე რანდომიზაციიდან 7 დღის ვადაში იმ სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ პრასუგრელს კორონარულ ანგიოგრაფიამდე იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პრასუგრელის სრულ დამრტყმელ დოზას კანქვეშა კორონარული ჩარევის დროს, და TIMI ყველა მასიური სისხლდენისთვის (აორტო-კორონარულ შუნტირებასთან დაკავშირებული და არადაკავშირებული მოვლენები) უსაფრთხოების ძირითადი მიზნის მაჩვენებელი რანდომიზაციიდან 7 დღის განმავლობაში ყველა ნამკურნალევ სუბიექტში გაცილებით მაღალი იყო იმ სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ პრასუგრელს კორონარული ანგიოგრაფიის დროს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პრასუგრელის სრულ დამრტყმელ დოზას კანქვეშა კორონარული ჩარევის დროს. აქედან გამომდინარე, არასტაბილური სტენოკარდიის/ ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც კორონარული ანგიოფრაფია უტარდებათ რანდომიზაციიდან 48 საათში, დამრტყმელი დოზა შეყვანილ უნდა იქნას კანქვეშა კორონარული ჩარევის დროს (იხ. პუნქტები 4.2, 4.4 და 4.8).
პედიატრიული პოპულაცია
კვლევაში TADO მიმდინარეობდა პრასუგრელის (რაოდენობა - 171) გამოყენების ტესტირება პლაცებოსთან შედარებით (რაოდენობა - 170), ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემიის მქონე პაციენტებში 2 წლიდან 18 წელზე ნაკლებ ასაკამდე, ვაზოოკლუზიური კრიზის შესამცირებლად მე-3 ფაზის კვლევაში. კვლევამ არ დააკმაყოფილა რომელიმე პირველადი ან დამატებითი ეფექტურობის საბოლოო წერტილი. მთლიანობაში, ამ პაციენტთა პოპულაციაში არ გამოვლენილა უსაფრთხოების ახალი მონაცემები პრასუგრელისთვის, როგორც მონოთერაპიისთვის.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პრასუგრელი წარმოადგენს პროწამალს და სწრაფად მეტაბოლიზდება ინ ვივო აქტიურ მეტაბოლიტად და არააქტიურ მეტაბოლიტებად. აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედებას ზომიერიდან დაბალ ცვალებადობამდე ახასიათებს სუბიექტებს შორის (27%) და სუბიექტების შიგნით (19%). პრასუგრელის ფარმაკოკინეტიკა მსგავსია ჯანმრთელ სუბიექტებში, სტაბილური ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც კანქვეშა კორონარული ჩარევა უტარდებათ.
აბსორბცია
პრასუგრელის აბსორბცია და მეტაბოლიზმი სწრაფად ხორციელდება, აქტიური მეტაბოლიტის პიკური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) დაახლოებით 30 წუთში ხდება. აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედება (AUC) პროპორციულად იზრდება თერაპიული დოზის დიაპაზონში. ჯანმრთელი სუბიექტების კვლევაში, აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედებაზე არ ახდენდდა გავლენას მაღალცხიმიანი, მაღალკალორიული საკვები, მაგრამ Cmax შემცირდა 49%-ით და Cmax-ის მიღწევის დრო (Tmax) გაიზარდა 0.5-დან 1.5 საათამდე. TRITON კვლევაში, სუგრელის მიღება ხორციელდება საკვების მიუხედავად. აქედან გამომდინარე, სუგრელის მიღება შესაძლებელია საკვების მიუხედავად. თუმცა, პრასუგრელის დამრტყმელი დოზის უზმოზე მიღებამ შეიძლება სწრაფი მოქმედება გამოიწვიოს (იხ. პუნქტი 4.2).
განაწილება
აქტიური მეტაბოლიტის ბმა ადამიანის შრატის ალბუმინთან (4% ბუფერული ხსნარი) 98% შეადგენდა.
მეტაბოლიზმი
პრასუგრელი არაა აღმოჩენილი პლაზმაში პერორალური მიღების შემდეგ. ის სწრაფად ჰიდროლიზდება ნაწლავში თიოლაქტონად, რომელიც ამის შემდეგ გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად ციტოქრომ P450 მეტაბოლიზმის ერთი ნაბიჯით, ძირითადად CYP3A4 და CYP2B6 მიერ და უფრო ნაკლებად, CYP2C9 და CYP2C19 მიერ. აქტიური მეტაბოლიტი დამატებით მეტაბოლიზდება ორ აქტიურ შენაერთად, S-მეთილაციით ან ცისტეინთან კონიუგაციით.
ჯანმრთელ სუბიექტებში, სტაბილური ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში და მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც სუგრელს იღებდნენ, არ დაფიქსირებულა CYP3A5, CYP2B6, CYP2C9 ან CYP2C19-ის გენეტიკური ცვლილების მნიშვნელოვანი ეფექტი პრასუგრელის ფარმაკოკინეტიკაზე ან მის მიერ თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებაზე.
ელიმინაცია
პრასუგრელის დოზის დაახლოებით 68% გამოიყოფა შარდში, 27% კი განავალში, არააქტიური მეტაბოლიტების სახით. აქტიური მეტაბოლიტის ნახევრაგამოდევნის პერიოდი დაახლოებით 7.4 საათს შეადგენს (დიაპაზონი 2-დან 15 საათამდე).
სპეციალური პოპულაციები
ხანდაზმულები: 20-დან 80 წლამდე ასაკის ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულ კვლევაში, ასაკს არ მოუხდენია მნიშვნელოვან …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია
სუგრელი /SUGREL/ 10მგ შემოგარსული ტაბლეტები
პრასუგრელი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს.
შინაარსი:
რა არის სუგრელი და რა დროს გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე
სუგრელის მიღების წესი
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სუგრელის შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის სუგრელი და რა დროს გამოიყენება
სუგრელი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პრასუგრელს, მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს სახელწოდებით ანტითრომბოზული საშუალებები. თრომბოციტები სისხლის მცირე უჯრედული ფრაგმენტებია. როდესაც ხდება სისხლძარღვის დაზიანება, მაგალითად გაჭრა, თრომბოციტები გროვდებიან და წარმოიქმნიან სისხლის კოლტს (თრომბი). შესაბამისად, თრომბოციტები აუცილებელია სისხლდენის შესაჩერებლად. სისხლძარღვში, მაგალითად არტერიაში, კოლტების წარმოქმნა შეიძლება იყოს ძალიან საშიში, რადგან მათ შეუძლიათ შეაფერხონ სისხლის მიწოდება, რაც გამოიწვევს გულის შეტევას (მიოკარდიუმის ინფარქტი), ინსულტს ან გარდაცვალებას. არტერიებში არსებული თრომბი ახდენს სისხლის მიწოდების შეფერხებას, რაც იწვევს არასტაბილურ სტენოკარდიას (მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში).
სუგრელი ამცირებს თრომბოციტების ერთმანეთთან შეწებების უნარს და შესაბამისად ამცირებს სისხლის კოლტის ჩამოყალიბების უნარს.
თქვენ დაგენიშნათ სუგრელი, რადგანაც თქვენ გადაიტანეთ გულის შეტევა ან არასტაბილური სტენოკარდია და მკურნალობთ დაბლოკილი სისხლძარღვების გახსნის მიზნით. შეიძლება თქვენ გქონდეთ ერთი ან მეტი სტენტი ჩადგმული დაბლოკილი ან შევიწროებული არტერიის გასახსნელად. სუგრელი ამცირებს შემდგომში გულის შეტევის ან ინსულტის ან რომელიმე ათეროთრომბოზული დაავადებით გარდაცვალების რისკს. ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას (მაგ.: ასპირინი), სხვა ანტითრომბოზულ საშუალებას.
რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე
არ მიიღოთ სუგრელი:
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრასუგრელის ან სუგრელის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ აღგენიშნებათ სისხლდენა, მაგალითად კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა.
თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA).
თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
სუგრელის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია.
სუგრელის მიღებამდე ექიმს აცნობეთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ:
თუ არსებობს სისხლდენის მომატებული რისკი:
თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის. მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დღიურ დოზას 5მგ, რადგანაც 75წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში სისხლდენის რისკი მაღალია.
ახლო წარსულში მიღებული სერიოზული დაზიანება.
ახლო წარსულში ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურები).
ახლო წარსულში გადატანილი ან განმეორებითი სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან (მაგ.:კუჭის წყლული ან მსხვილი ნაწლავის პოლიპები).
60კგ-ზე ნაკლები სხეულის წონა. მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დღიურ დოზას 5მგ, თუ იწონით 60კგ-ზე ნაკლებს.
თირკმელების დაავადება ან საშუალო სიმძიმის ღვიძლის პრობლემები.
გარკვეული სახის სამკურნალო საშუალებების მიღება (იხილეთ „სხვა სამკურნალო საშუალებები“).
მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურები). ექიმი გირჩევთ, რომ სისხლდენის მომატებული რისკის გამო დროებით შეწყვიტოთ სუგრელის მიღება.
სუგრელის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გქონდათ ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) კლოპიდოგრელის ან სხვა რომელიმე ანტითრომბოციტული საშუალების მიმართ. თუ სუგრელის მიღების შემდეგ განვითარდა ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს.
სუგრელის მიღებისას:
დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ განგივითარდათ თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP), რომელსაც ახასიათებს ცხელება, წითელი წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეიძლება ახლდეს უმიზეზო ძლიერი დაღლილობა, დაბნეულობა, კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე) (იხილეთ პუნქტი 4 „მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“)
ბავშვები და მოზარდები
სუგრელი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სხვა სამკურნალო საშუალებები და სუგრელი
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები, საკვები დანამატები და მცენარეული საშუალებები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმმა იცოდეს, რომ თქვენ ღებულობთ შემდეგ საშუალებებს:
კლოპიდოგრელი (ანტითრომბოციტული საშუალება)
ვარფარინი (ანტიკოაგულანტი)
„არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები“ ტკივილისა და ცხელების დროს (მაგალითად: იბუპროფენი, ნაპროქსენი, ეტორიკოქსიბი).
სუგრელთან ერთად აღნიშნული სამკურნალო საშუალებების მიღებისას სიხლდენის რისკი იზრდება.
უთხარით ექიმს, თუ ღებულობთ მორფინს ან სხვა ოპიოიდებს (გამოიყენება ძლიერი ტკივილის მოსახსნელად).
სუგრელით მკურნალობისას სხვა მედიკამენტები მიიღეთ მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, სუგრელის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ექიმი განსაზღვრავს სუგრელით მკურნალობის სარგებელი რამდენად აჭარბებს მასთან დაკავშირებულ რისკებს.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სუგრელმა იმოქმედოს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
სუგრელი შეიცავს ლაქტოზასა და საქაროზას
თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
სუგრელის მიღების წესი
სუგრელის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სუგრელის სტანდარტული დოზა არის 10მგ დღეში. მკურნალობა დაიწყეთ 60 მგ-ის ერთჯერადი მიღებით. 60კგ-ზე ნაკლები წონის ან 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზა შეადგენს 5მგ დღეში.
ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას შესაბამისი დოზით (როგორც წესი, 75მგ-325მგ დღეში).
სუგრელი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მიიღეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
ტაბლეტები არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.
მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს და ფარმაცევტს უთხრათ რომ ღებულობთ სუგრელს.
დოზის გადაჭარბება
დაუყონებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, რადგანაც მაღალია სისხლდენის რისკი. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ დადგენილი დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ დაგავიწყდათ სუგრელის მიღება მთელი დღის განმავლობაში, მიიღეთ მეორე დღეს ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორი დოზა ერთ დღეს. 14, 28, 56, 84 და 98 ტაბლეტიანი შეფუთვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ტაბლეტის მიღების ბოლო დღე, ბლისტერზე დატანილ კალენდარის გამოყენებით.
სუგრელის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ სუგრელის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, სუგრელით მკურნალობის ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს გულის შეტევის რისკი.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, სუგრელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:
ხელების, ფეხების ან სახის, განსაკუთრებით სხეულის ერთი მხარის უეცარი დაბუჟება და სისუსტე;
უეცარი დაბნეულობა, საუბრის ან სხვების ლაპარაკის გაგების გაძნელება.
სიარულის გაძნელება ან წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევა.
თავბრუსხვევა ან უცნობი მიზეზით გამოწვეული ძლიერი თავის ტკივილი.
ყველა ზემოთ აღნიშნული შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები. ინსულტი არის სუგრელის არახშირი გვერდითი მოვლენა პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ გადატანილი ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA).
აგრეთვე, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:
ცხელება, წითელი წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეიძლება ახლდეს უმიზეზო ძლიერი დაღლილობა, დაბნეულობა, კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე) (იხილეთ პუნქტი 2 „რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე“).
გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების/ენის შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა. აღნიშნული შეიძლება იყოს მწვავე ალერგიული რეაქციის ნიშნები (იხილეთ პუნქტი 2 „რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე“).
დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგს:
შარდში სისხლი
სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, სისხლიანი განავალი ან შავი განავალი
უკონტროლო სისხლდენა, მაგალითად ჭრილობიდან.
ყველა ზემოთ აღნიშნული შეიძლება იყოს სუგრელის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენის სისხლდენის ნიშნები. იშვიათად, მაგრამ ძლიერი სისხლდენა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში):
სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავებიდან
სისხლდენა პუნქციის ადგილიდან
სისხლდენა ცხვირიდან
გამონაყარი კანზე
პატარა წითელი სისხლჩაქცევები კანზე (ექიმოზები)
სისხლი შარდში
ჰემატომა (სისხდენა კანქვეშ ინექციის ადგილზე, ან კუნთში, რომელიც იწვევს შეშუპებას)
ჰემოგლობინის დაბალი დონე ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
სისხლჩაქცევები
არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში):
ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, ტუჩების/ენის შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა)
თვითნებური სისხლდენა თვალებიდან, სწორი ნაწლავიდან, ღრძილებიდან ან მუცლის ღრუში.
სისხლდენა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.
სისხლიანი ხველა
სისხლიანი განავალი
იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში):
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
კანქვეშა ჰემატომა (სისხლდენა კანქვეშ, რომელიც იწვევს შეშუპებას)
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ საქართველოს ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
სუგრელის შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სუგრელი:
აქტიური ნივთიერება არის პრასუგრელი.
სუგრელი 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ პრასუგრელს.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის გული: კროსპოვიდონი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, საქაროზას სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) და ტალკი.
სუგრელის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
სუგრელი 10მგ: ნარინჯისფერი, ოვალური, ორივე მხრიდან ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით „F2”.
სუგრელი დაფასოებულია 28 ტაბლეტიან ბლისტერებში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს ნიუ ფარმ გრუპი,
საქართველო, თბილისი, 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ.#18.
მწარმოებელი:
Neuraxpharm Pharmaceuticals, S.L.
ესპანეთი, ბარსელონა, 08970, სან-ჟოან-დესპი, გამზ. ბარსელონა 69.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


