სტრეპტოციდი
STREPTOCID
სტრეპტოციდის მალამო მიეკუთვნება სულფანიოამიდების პრეპარატების ჯგუფს და განკუთვნილია გარეგანი (კანზე) გამოყენებისთვის. სტრეპტოციდის მალამო აჩერებს კანის ინფექციების (აბსცესების) გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას. პრეპარატი გამოიყენება სპეციფიკური ბაქტერიებით გამოწვეული კანის ინფექციების სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სულფანილამიდი (sulfanilamide)
- ფორმა და შეფუთვა
- 10% (100მგ/გ) 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- AS “Rīgas farmaceitiskā fabrika”, ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, სულფონამიდები
- ATC კოდი
- D06BA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035916
- რეგისტრირებულია
- 21 ივლისი 2022, მოქმედებს 21 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
სტრეპტოციდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სტრეპტოციდის მალამო მიეკუთვნება სულფანიოამიდების პრეპარატების ჯგუფს და განკუთვნილია გარეგანი (კანზე) გამოყენებისთვის. სტრეპტოციდის მალამო აჩერებს კანის ინფექციების (აბსცესების) გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას. პრეპარატი გამოიყენება სპეციფიკური ბაქტერიებით გამოწვეული კანის ინფექციების სამკურნალოდ. თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იყენებს პრეპარტს.
სტრეპტოციდის მალამო განკუთვნილია გარეგანი (კანზე) გამოყენებისთვის.
მოზრდილები, მათ შორის ხანდაზმულები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან
დაზიანებული კანის (ჭრილობა, წყლული) გულმოდგინედ გაწმენდის და გაშრობის შემდეგ, სტრეპტოციდის მალამოს თხელი ფენა დაიტანება შესაბამის უბანზე, დღეში 1-2-ჯერ. ფოტოსენსიტიურობის (მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ) თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დამცავი სახვევის გამოყენება. მოშუშების შემდეგ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
პრეპარატის უსაფრთხოებაზე არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო, სტრეპტოციდის მალამო არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია სულფანილამიდების ან სულფანილამიდების შემცველი პრეპარატების მიმართ;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილის ზომები
სტრეპტოციდის მალამოს გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მლკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ფოტოსენსიტიურობის (მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ) თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დამცავი სახვევის გამოყენება. კანისმიერი ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო დაუყოვნებლიბ უნდა ჩამოიბანოს სუფთა წყლით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში. გარეგანი (კანზე) გამოყენების შემთხვევაში, სტრეპტოციდის მალამოს წამალთშორისი ურთიერთქმედებები არ ახასიათებს.
ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
საკვების, სასმელის და ალკოჰოლის გავლენის შესახებ პრეპარატის ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე ცნობები არ მოიპოვება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის უსაფრთხოებაზე არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო, სტრეპტოციდის მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულების და მეძუძური დედების მიერ (იხ. ნაწილი 4.3).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ალერგიული კანისმიერი რეაქციები;
ქავილი.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
დერმატიტი;
სტივენს-ჯონსონის სინდრომი;
კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის სხივების მიმართ (თუ ჭრილობა არ არის გადახვეული).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ლატვიის წამლის ეროვნული სააგეტოსთვის – იერსიკას ქ. 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.zva.gov.lv" www.zva.gov.lv.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
გარეგანი გამოყენების შემთხვევაში, დოზის გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევები გამოვლენილი არ არის.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის გამოყენება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
საჭიროზე ადრე მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა არაპირდაპირ გამოიწვიოს ჭრილობაში ბაქტერიების გამრავლება და გააძლიეროს აბსცესი.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთივს, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
სტრეპტოციდის მალამოს შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: სულფანილამიდი. 1 გ მალამო შეიცავს 100 მგ სულფანილამიდს. დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი.
შენახვის პირობები
ინახება თავისივე კოლოფში.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘EXP’ შემდეგ (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
რიგის ფარმაცევტული ქარხანა ს.ს
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
სტრეპტოციდი 10% მალამო
სულფანილამიდი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებისამებრ.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა! შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვებისთვის ან რჩევისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხ. მე-4 პუნქტი.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს სტრეპტოციდის მალამო და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა სტრეპტოციდის მალამოს გამოყენებამდე
სტრეპტოციდის მალამოს გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სტრეპტოციდის მალამოს შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს სტრეპტოციდის მალამო და რისთვის გამოიყენება იგი
სტრეპტოციდის მალამო მიეკუთვნება სულფანიოამიდების პრეპარატების ჯგუფს და განკუთვნილია გარეგანი (კანზე) გამოყენებისთვის. სტრეპტოციდის მალამო აჩერებს კანის ინფექციების (აბსცესების) გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას. პრეპარატი გამოიყენება სპეციფიკური ბაქტერიებით გამოწვეული კანის ინფექციების სამკურნალოდ. თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა სტრეპტოციდის მალამოს გამოყენებამდე
სტრეპტოციდის მალამო არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია სულფანილამიდების ან სულფანილამიდების შემცველი პრეპარატების მიმართ;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები
სტრეპტოციდის მალამოს გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მლკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ფოტოსენსიტიურობის (მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ) თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დამცავი სახვევის გამოყენება. კანისმიერი ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო დაუყოვნებლიბ უნდა ჩამოიბანოს სუფთა წყლით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში. გარეგანი (კანზე) გამოყენების შემთხვევაში, სტრეპტოციდის მალამოს წამალთშორისი ურთიერთქმედებები არ ახასიათებს.
ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
საკვების, სასმელის და ალკოჰოლის გავლენის შესახებ პრეპარატის ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე ცნობები არ მოიპოვება.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის უსაფრთხოებაზე არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო, სტრეპტოციდის მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულების და მეძუძური დედების მიერ (იხ. ნაწილი 4.3).
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
- სტრეპტოციდის მალამოს გამოყენების წესი
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იყენებს პრეპარტს.
სტრეპტოციდის მალამო განკუთვნილია გარეგანი (კანზე) გამოყენებისთვის.
მოზრდილები, მათ შორის ხანდაზმულები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან
დაზიანებული კანის (ჭრილობა, წყლული) გულმოდგინედ გაწმენდის და გაშრობის შემდეგ, სტრეპტოციდის მალამოს თხელი ფენა დაიტანება შესაბამის უბანზე, დღეში 1-2-ჯერ. ფოტოსენსიტიურობის (მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ) თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დამცავი სახვევის გამოყენება. მოშუშების შემდეგ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
პრეპარატის უსაფრთხოებაზე არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო, სტრეპტოციდის მალამო არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
გარეგანი გამოყენების შემთხვევაში, დოზის გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევები გამოვლენილი არ არის.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის გამოყენება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
საჭიროზე ადრე მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა არაპირდაპირ გამოიწვიოს ჭრილობაში ბაქტერიების გამრავლება და გააძლიეროს აბსცესი.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთივს, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ალერგიული კანისმიერი რეაქციები;
ქავილი.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 10.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
დერმატიტი;
სტივენს-ჯონსონის სინდრომი;
კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის სხივების მიმართ (თუ ჭრილობა არ არის გადახვეული).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ლატვიის წამლის ეროვნული სააგეტოსთვის – იერსიკას ქ. 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.zva.gov.lv" www.zva.gov.lv.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- სტრეპტოციდის მალამოს შენახვის წესი
ინახება თავისივე კოლოფში.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘EXP’ შემდეგ (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
სტრეპტოციდის მალამოს შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: სულფანილამიდი. 1 გ მალამო შეიცავს 100 მგ სულფანილამიდს. დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
მოთეთრო-მოყვითალო ფერის მალამო. 30 გ მალამო ალუმინის ტუბში, პოლიეთილენის ხრახნიანი სახურავით. მუყაოს კოლოფში ტუბთან ერთად მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქცია.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
AS “rigas farmacetiska fabrika”Ozulu Street 10, Riga, LV-1005, LatviaTel: 67355550, 67355551Fax: 67355551E-mail: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]
ას “რიგას ფარმაცეტისკა ფაბრიკა”ოზულუს ქ. 10, რიგა, LV-1005, ლატვიატელ: 67355550, 6735551ფაქს: 7355551ელ. ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]
ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 11/2017
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


