პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები

სტარლიტი

STARLITE

რეცეპტით50მგ+12,5მგ+200მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სტარლიტი შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას (ლევოდოპა, კარბიდოპა და ენტაკაპონი) ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში. სტარლიტი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. პარკინსონის დაავადება გამოწვეულია ტვინში დოფამინის სახელით ცნობილი ნივთიერების დაბალი დონით. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
50მგ+12,5მგ+200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში
მწარმოებელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, დოფა და დოფას წარმოებულები
ATC კოდი
N04BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044375
რეგისტრირებულია
21 ნოემბერი 2025, მოქმედებს 21 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს ,,აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტი“-ს საქართველოს წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასტარლიტი და სხვა წამალი ერთად

სტარლიტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სტარლიტი შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას (ლევოდოპა, კარბიდოპა და ენტაკაპონი) ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში. სტარლიტი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

პარკინსონის დაავადება გამოწვეულია ტვინში დოფამინის სახელით ცნობილი ნივთიერების დაბალი დონით. ლევოდოპა ზრდის დოფამინის რაოდენობას და შესაბამისად ამცირებს პარკინსონის დაავადების სიმპტომებს. კარბიდოპა და ენტაკაპონი აძლიერებენ ლევოდოპას ანტიპარკინსონულ ეფექტებს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის:

  • ექიმი ზუსტად გეტყვით, რამდენი ტაბლეტი სტარლიტი უნდა მიიღოთ დღეში.
  • ტაბლეტები არ არის განკუთვნილი პატარა ნაჭრებად დასანაწილებლად ან დასაფქველად.
  • ყოველ ჯერზე უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი ტაბლეტი.
  • მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
  • სტარლიტი 50/12.5/200 მგ და სტარლიტი 100/25/200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებისთვის: არ მიიღოთ დღეში 10 ტაბლეტზე მეტი.

სტარლიტი 200/50/200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებისთვის: არ მიიღოთ დღეში 7 ტაბლეტზე მეტი.

  • არ გახსნათ და არ შეჭამოთ ნესტის მშანთქველის კონტეინერი.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ სტარლიტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, ან თუ გამოგივლინდათ შესაძლო გვერდითი მოვლენები.

თუ მიიღეთ მეტი სტარლიტი, ვიდრე საჭიროა

თუ შემთხვევით მიიღეთ სტარლიტის მეტი ტაბლეტი ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება იგრძნოთ დაბნეულობა ან აგზნება, გულისცემა შეიძლება იყოს უფრო ნელი ან სწრაფი, ვიდრე ნორმალური, ან შეიძლება შეიცვალოს კანის, ენის, თვალების ან შარდის ფერი.

თუ დაგავიწყდათ სტარლიტის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსაციისთვის.

თუ შემდეგ დოზამდე 1 საათზე მეტი დრო დარჩა:

მიიღეთ ერთი ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო შემდეგი ტაბლეტი ჩვეულებრივ დროს.

თუ შემდეგ დოზამდე 1 საათზე ნაკლები დრო დარჩა:

მიიღეთ ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ, დაელოდეთ 1 საათი, შემდეგ მიიღეთ კიდევ ერთი ტაბლეტი. ამის შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.

ყოველთვის დაიცავით მინიმუმ ერთი საათი სტარლიტის ტაბლეტების მიღებებს შორის, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გვერდითი მოვლენები.

თუ წყვეტთ სტარლიტის მიღებას

არ შეწყვიტოთ სტარლიტის მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ. ასეთ შემთხვევაში, ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი სხვა ანტიპარკინსონული მედიკამენტების, განსაკუთრებით ლევოდოპას, კორექტირება, რათა უზრუნველყოთ თქვენი სიმპტომების საკმარისი კონტროლი. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ სტარლიტის და სხვა ანტიპარკინსონური პრეპარატების მიღებას, შესაძლოა განვითარდეს არასასურველი გვერდითი მოვლენები.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • გაქვთ ალერგია ლევოდოპას, კარბიდოპას ან ენტაკაპონის, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)
  • გაქვთ ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (თვალის დაავადება)
  • გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე
  • იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს დეპრესიის სამკურნალოდ (სელექციური MAO-A და MAO-B ინჰიბიტორების კომბინაციები ან არასელექციური MAO ინჰიბიტორები)
  • ოდესმე გქონიათ ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (NMS - ეს არის იშვიათი რეაქცია მძიმე ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებზე)
  • ოდესმე გქონიათ არატრავმული რაბდომიოლიზი (იშვიათი კუნთოვანი დაავადება)
  • გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

სიფრთხილის ზომები

სტარლიტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ან გქონიათ:

  • გულის შეტევა ან გულის სხვა დაავადებები, მათ შორის დარღვევები გულის რიტმის ან სისხლძარღვების მხრივ
  • ასთმა ან ფილტვების სხვა ნებისმიერი დაავადება
  • ღვიძლის პრობლემა, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება
  • თირკმლის ან ჰორმონებთან დაკავშირებული დაავადებები
  • კუჭის წყლული ან კრუნჩხვები
  • თუ გაწუხებთ ხანგრძლივი დიარეა, მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის ანთების ნიშანი
  • ნებისმიერი მძიმე ფსიქიკური აშლილობის, მაგალითად ფსიქოზის, ფორმა
  • ქრონიკულ ფართოკუთხოვან გლაუკომას, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება და თვალშიდა წნევის მონიტორინგი

მიმართეთ ექიმს, თუ ამჟამად იღებთ:

  • ანტიფსიქოზურ საშუალებებს (ფსიქოზის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები)
  • მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევა სკამიდან ან საწოლიდან ადგომისას. უნდა გაითვალისწინოთ, რომ სტარლიტმა შეიძლება გააუარესოს ეს რეაქციები.

მიმართეთ ექიმს, თუ სტარლიტით მკურნალობის დროს:

  • შეამჩნევთ, რომ თქვენი კუნთები ძალიან დაჭიმულია ან ძლიერად იკუმშება ​​ან თუ გაქვთ კანკალი, აგზნებადობა, დაბნეულობა, ცხელება, პულსის გახშირება ან არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილება. თუ გაცვითარდა რომელიმე ეს მოვლენა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
  • გრძნობთ დეპრესიას, გაქვთ სუიციდური აზრები ან შეამჩნევთ უჩვეულო ცვლილებებს თქვენს ქცევაში
  • მოულოდნელად გეძინებათ ან თუ გრძნობთ ძლიერ ძილიანობას. თუ ეს მოხდა, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები (იხილეთ აგრეთვე განყოფილება „ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა“).
  • შეამჩნევთ, რომ უკონტროლო ვითარდება უკონტროლო მოძრაობები ან უარესდება სტარლიტის მიღების დაწყების შემდეგ. თუ ეს მოხდა, ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი ანტიპარკინსონული პრეპარატის დოზის შეცვლა.
  • გაქვთ დიარეა. რეკომენდებულია თქვენი წონის მონიტორინგი, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციურად ჭარბი წონის კლება.
  • განიცდით პროგრესულ ანორექსიას, ასთენიას (სისუსტე, დაღლილობა) და წონის კლებას შედარებით მოკლე პერიოდში. თუ ეს მოხდა, უნდა განიხილებოდეს ზოგადი სამედიცინო შეფასება, მათ შორის ღვიძლის ფუნქციის შეფასება.
  • გრძნობთ სტარლიტის გამოყენების შეწყვეტის აუცილებლობას, იხილეთ განყოფილება „თუ შეწყვეტთ სტარლიტის მიღებას“.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი/მომვლელი შეამჩნევთ, რომ გივითარდებათ დამოკიდებულების მსგავსი სიმპტომები, რაც იწვევს სტარლიტის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული სხვა მედიკამენტების დიდი დოზების მიღების სურვილს.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი/მომვლელი შეამჩნევთ, რომ გივითარდებათ სურვილი ან მიდრეკილება მოიქცეთ უჩვეულოდ ან ვერ უძლებთ იმპულსს, სურვილს ან ცდუნებას, განახორციელოთ გარკვეული აქტივობები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენ ან სხვებს. ამ ქცევებს ეწოდება იმპულსების კონტროლის დარღვევები და შეიძლება მოიცავდეს დამოკიდებულებით გამოწვეულ აზარტულ თამაშებს, ჭარბ კვებას ან ფულის ხარჯვას, არანორმალურად მაღალ სექსუალურ ლტოლვას ან სექსუალური აზრების ან გრძნობების გაძლიერებით შეპყრობილობას. შესაძლოა, ექიმმა გადახედოს თქვენს მკურნალობას.

სტარლიტით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ რეგულარული ლაბორატორიული ტესტები.

თუ გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, რომ იყენებთ სტარლიტს.

სტარლიტის გამოყენება არ არის რეკომენდებული სხვა მედიკამენტებით გამოწვეული ექსტრაპირამიდული სიმპტომების (მაგ., უნებლიე მოძრაობები, კანკალი, კუნთების რიგიდულობა და კუნთების შეკუმშვა) სამკურნალოდ.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის პაციენტებში სტარლიტის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, სტარლიტის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

არ მიიღოთ სტარლიტი, თუ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს დეპრესიის სამკურნალოდ (სელექციური MAO-A და MAO-B ინჰიბიტორების კომბინაციები ან არასელექციური MAO ინჰიბიტორები).

სტარლიტმა შეიძლება გააძლიეროს გარკვეული მედიკამენტების ეფექტები და გვერდითი მოვლენები. ესენია:

  • დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა მოკლობემიდი, ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, მაპროტილინი, ვენლაფაქსინი და პაროქსეტინი
  • რიმიტეროლი და იზოპრენალინი, რომლებიც გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ
  • ადრენალინი, რომელიც გამოიყენება მძიმე ალერგიული რეაქციების დროს
  • ნორადრენალინი, დოფამინი და დობუტამინი, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების და დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ
  • ალფა-მეთილდოპა, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ
  • აპომორფინი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

სტარლიტის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს გარკვეული მედიკამენტებით. ესენია:

  • დოფამინის ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობების, გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ
  • ფენიტოინი, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვების პრევენციისთვის
  • პაპავერინი, რომელიც გამოიყენება კუნთების მოდუნების მიზნით.

სტარლიტმა შეიძლება გაართულოს რკინის მონელება. ამიტომ, არ მიიღოთ სტარლიტი და რკინის დანამატები ერთდროულად. ერთ-ერთი მათგანის მიღების შემდეგ, მეორის მიღებამდე დაელოდეთ მინიმუმ 2-3 საათი.

სტარლიტი საკვებთან და სასმელთან ერთად

სტარლიტი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან საკვებს გარეშე. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, სტარლიტი შეიძლება კარგად არ შეიწოვოს, თუ ის მიიღება ცილებით მდიდარი საკვების (მაგალითად, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, თესლები და თხილი) მიღებასთან ერთად ან მის შემდეგ მალევე. თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენ გეხებათ, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სტარლიტით მკურნალობის დროს არ უნდა კვებოთ ძუძუთი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სტარლიტმა შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენებისას.

თუ გრძნობთ ძლიერ ძილიანობს, ან თუ ზოგჯერ მოულოდნელად გეძინებათ, დაელოდეთ სანამ სრულად გამოფხიზლდებით, სანამ ავტომობილს მართავთ ან აკეთებთ სხვა რამეს, რაც მოითხოვს თქვენს სიფხიზლეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საკუთარი თავი და სხვები სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის რისკის ქვეშ დააყენოთ.

სტარლიტი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სტარლიტი შეიცავს ნატრიუმს

ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს. გვერდითი ეფექტების უმეტესობა შეიძლება შემსუბუქდეს დოზის კორექტირებით.

თუ სტარლიტით მკურნალობის დროს შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს:

  • კუნთების ძლიერი რიგიდობა ან ძლიერი შეკუმშვა, კანკალი, აგზნებადობა, დაბნეულობა, ცხელება, პულსის გახშირება ან არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის (NMS, იშვიათი მძიმე რეაქცია ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებზე) ან რაბდომიოლიზის (იშვიათი მძიმე კუნთოვანი დაავადება) სიმპტომები.
  • ალერგიული რეაქცია, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ჭინჭრის ციებას (ჭინჭრის ციების გამონაყარი), ქავილს, გამონაყარს, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

  • უკონტროლო მოძრაობები (დისკინეზია)
  • გულისრევის შეგრძნება (გულისრევა)
  • შარდის უვნებელი მოწითალო-ყავისფერი ფერის შეფერილობა
  • კუნთების ტკივილი
  • დიარეა
  • საშარდე გზების ინფექცია

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)

  • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა დაბალი არტერიული წნევის და მაღალი არტერიული წნევის გამო
  • პარკინსონის დაავადების სიმპტომების გაუარესება, თავბრუსხვევა, ძილიანობა
  • ღებინება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, გულძმარვა, პირის სიმშრალე, ყაბზობა
  • ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დაბნეულობა, უჩვეულო სიზმრები (მათ შორის კოშმარები), დაღლილობა
  • ფსიქიკური ცვლილებები, მათ შორის მეხსიერების პრობლემები, შფოთვა და დეპრესია (შესაძლოა სუიციდური ფიქრებით)
  • გულის ან არტერიული დაავადების შემთხვევები (მაგ., ტკივილი გულმკერდის არეში), არარეგულარული გულისცემა ან რითმი
  • უფრო ხშირი დაცემა
  • ქოშინი
  • ოფლიანობის მომატება, გამონაყარი
  • კუნთების სპაზმები, ფეხების შეშუპება
  • მხედველობის დაბინდვა
  • ანემია
  • მადის დაქვეითება, წონის დაკლება
  • თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)

  • გულის შეტევა
  • ნაწლავური სისხლდენა
  • სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა
  • ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა
  • კრუნჩხვები
  • აგზნების შეგრძნება
  • ფსიქოზური სიმპტომები
  • მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი)
  • შარდის გარდა სხვა ორგანოების ფერის შეცვლა (მაგ. კანი, ფრჩხილი, თმა, ოფლი)
  • ყლაპვის გაძნელება
  • შარდვის შეუძლებლობა

უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

  • სტარლიტის დიდი დოზების მიღების სურვილი, რომელიც აღემატება მოტორული სიმპტომების კონტროლისთვის საჭირო დოზას, რაც ცნობილია როგორც დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი. ზოგიერთ პაციენტს სტარლიტის დიდი დოზების მიღების შემდეგ აღენიშნება მძიმე პათოლოგიური უნებლიე მოძრაობები (დისკინეზია), განწყობის ცვალებადობა ან სხვა გვერდითი მოვლენები.

ასევე აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
  • ქავილი

ასევე შეიძლება განიცადოთ შემდეგი გვერდითი ეფექტები:

  • უუნარობა, წინააღმდეგობა გაუწიოთ იმპულსს, შეასრულოთ ისეთი ქმედება, რომელიც შეიძლება იყოს მავნე, რაც შეიძლება მოიცავდეს:
  • ძლიერ იმპულსს, რომ გადაჭარბებულად ითამაშოთ, სერიოზული პირადი ან ოჯახური შედეგების მიუხედავად
  • შეცვლილი ან გაზრდილი სექსუალური ინტერესი და ქცევა, რომელიც მნიშვნელოვნად აწუხებს თქვენ ან სხვებს, მაგალითად, გაზრდილი სექსუალური ლტოლვა
  • უკონტროლო ჭარბი შოპინგი ან ფულის ხარჯვა
  • ჭარბი კვება (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე დროში) ან კომპულსიური კვება (ჩვეულებრივზე მეტი საკვების მიღება და იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა შიმშილის დასაკმაყოფილებლად)

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ განიცდით რომელიმე ამ ქცევას; ის განიხილავს თქვენთან სიმპტომების მართვის ან შემცირების გზებს.

ჭარბი დოზა

მარკეტინგის შემდგომი მონაცემები მოიცავს დოზის გადაჭარბების იზოლირებულ შემთხვევებს, რომლებშიც ლევოდოპას და ენტაკაპონის ყველაზე მაღალი დღიური დოზები შესაბამისად მინიმუმ 10,000 მგ და 40,000 მგ იყო.

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების ამ შემთხვევებში მწვავე სიმპტომები და ნიშნები მოიცავდა აგზნებას, დაბნეულობას, კომას, ბრადიკარდიას, პარკუჭოვან ტაქიკარდიას, ჩეინ-სტოქსის სუნთქვას, კანისა და ენის, კონიუნქტივის გაუფერულებას და ქრომატურიას.

მართვა

სტარლიტით თერაპიით მწვავე დოზის გადაჭარბების მართვა ლევოდოპას მწვავე დოზის გადაჭარბების მსგავსია. თუმცა, პირიდოქსინი არ არის ეფექტური სტარლიტის მოქმედების შექცევად. რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია და უნდა იქნას გამოყენებული ზოგადი დამხმარე ზომები კუჭის დაუყოვნებლივი ამორეცხვით და ნახშირის განმეორებითი დოზებით დროთა განმავლობაში. ამან შეიძლება დააჩქაროს ენტაკაპონის გამოყოფა, კერძოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი შეწოვის/რეაბსორბციის შემცირებით. სასუნთქი, სისხლის მიმოქცევის და თირკმლის სისტემების ადეკვატურობა უნდა იყოს ყურადღებით მონიტორინგი და გამოყენებული იქნას შესაბამისი დამხმარე ზომები. უნდა დაიწყოს ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი და პაციენტი ყურადღებით დააკვირდეს არითმიების შესაძლო განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს შესაბამისი ანტიარითმული თერაპია. გასათვალისწინებელია ის შესაძლებლობა, რომ პაციენტმა სტარლიტის გარდა სხვა აქტიური ნივთიერებებიც მიიღო.

დიალიზის ეფექტურობა დოზის გადაჭარბების მკურნალობისას უცნობია.

შემადგენლობა

სტარლიტი 50 მგ/12.5 მგ/200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ლევოდოპას, 12.5 მგ კარბიდოპას (13.5 მგ კარბიდოპას მონოჰიდრატის სახით) და 200 მგ ენტაკაპონს.

დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 112 მგ ლაქტოზას (ლაქტოზის მონოჰიდრატის სახით).

სტარლიტი 100 მგ/25 მგ/200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ლევოდოპას, 25 მგ კარბიდოპას (27 მგ კარბიდოპას მონოჰიდრატის სახით) და 200 მგ ენტაკაპონს.

დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 139 მგ ლაქტოზას (ლაქტოზის მონოჰიდრატის სახით).

სტარლიტი 200 მგ/50 მგ/200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ლევოდოპას, 50 მგ კარბიდოპას (54 მგ კარბიდოპას მონოჰიდრატის სახით) და 200 მგ ენტაკაპონს.

დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 194 მგ ლაქტოზას (ლაქტოზის მონოჰიდრატის სახით).

შემავსებლების სრული სიისთვის იხილეთ 6.1 პუნქტი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება იმავე თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები, დოფამინი და დოფას წარმოებულები, ათქ კოდი: N04BA03

დღევანდელი გაგებით, პარკინსონის დაავადების სიმპტომები დაკავშირებულია დოფამინის გამოფიტვასთან სხეულის სტრიატუმში. დოფამინი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ლევოდოპა, დოფამინის წინამორბედი, გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს. რადგან ლევოდოპა ინტენსიურად მეტაბოლიზდება პერიფერიაზე, მოცემული დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, როდესაც ლევოდოპა მიიღება მეტაბოლური ფერმენტების ინჰიბიტორების გარეშე.

კარბიდოპა და ბენსერაზიდი არის პერიფერიული DDC ინჰიბიტორები, რომლებიც ამცირებენ ლევოდოპას პერიფერიულ მეტაბოლიზმს დოფამინად და ამგვარად, ტვინისთვის მეტი ლევოდოპა ხელმისაწვდომია. როდესაც ლევოდოპას დეკარბოქსილირება მცირდება DDC ინჰიბიტორის თანმხლები მიღებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას ლევოდოპას უფრო დაბალი დოზა და შემცირდება გვერდითი რეაქციების, როგორიცაა გულისრევა, შემთხვევები.

დეკარბოქსილაზას DDC ინჰიბიტორით ინჰიბირებისას, კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზა (COMT) ხდება ძირითადი პერიფერიული მეტაბოლური გზა, რომელიც კატალიზებს ლევოდოპას 3-O-მეთილდოფად (3-OMD) გარდაქმნას, ლევოდოპას პოტენციურად მავნე მეტაბოლიტს. ენტაკაპონი არის შექცევადი, სპეციფიკური და ძირითადად პერიფერიული მოქმედების COMT ინჰიბიტორი, რომელიც შექმნილია ლევოდოპასთან ერთად მიღებისთვის. ენტაკაპონი ანელებს ლევოდოპას კლირენსს სისხლიდან, რაც იწვევს ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკური პროფილის მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) ზრდას. შესაბამისად, ლევოდოპას თითოეულ დოზაზე კლინიკური პასუხი ძლიერდება და ხანგრძლივდება.

ლევოდოპა/კარბიდოპა/ენტაკაპონის თერაპიული ეფექტების მტკიცებულება ეფუძნება III ფაზის ორ ორმაგ ბრმა კვლევას, რომელშიც პარკინსონის დაავადების მქონე 376 პაციენტმა, რომლებსაც აღენიშნებოდათ დოზის ბოლოს მოტორული ფლუქტუაციები, მიიღეს ენტაკაპონი ან პლაცებო ლევოდოპას/DDC ინჰიბიტორის თითოეული დოზის თანხლებით. პაციენტების დღიურებში აღირიცხებოდა ყოველდღიური ON დრო ენტაკაპონით და მის გარეშე. პირველ კვლევაში, ენტაკაპონმა გაზარდა დღიური ჩართვის საშუალო დრო 1 სთ 20 წთ-ით (CI95% 45 წთ, 1 სთ 56 წთ) საწყის დონესთან შედარებით. ეს შეესაბამებოდა დღიური ჩართვის დროის პროპორციის 8.3%-იან ზრდას. შესაბამისად, დღიური გამორთვის დროის შემცირება ენტაკაპონის ჯგუფში იყო 24% და პლაცებოს ჯგუფში 0%. მეორე კვლევაში, დღიური ჩართვის დროის საშუალო პროპორცია საწყის დონესთან შედარებით გაიზარდა 4.5%-ით (CI95% 0.93%, 7.97%). ეს ითარგმნება დღიური ჩართვის დროის საშუალო 35 წუთიან ზრდად. შესაბამისად, დღიური გამორთვის დრო ენტაკაპონის შემთხვევაში შემცირდა 18%-ით და პლაცებოს შემთხვევაში 5%-ით. რადგან ლევოდოპას/კარბიდოპას/ენტაკაპონის ტაბლეტების ეფექტები ექვივალენტურია ენტაკაპონის 200 მგ ტაბლეტის, როდესაც ისინი მიიღება კომერციულად ხელმისაწვდომ სტანდარტული გამოთავისუფლების კარბიდოპას/ლევოდოპას პრეპარატებთან ერთად შესაბამის დოზებში, ეს შედეგები გამოიყენება ლევოდოპას/კარბიდოპას/ენტაკაპონის ეფექტების აღსაწერადაც.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აქტიური კონტროლის ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა/განაწილება

ლევოდოპას, კარბიდოპას და ენტაკაპონის შეწოვაში არ არის მნიშვნელოვანი ინტერინდივიდუალური და ინტრაინდუალური ვარიაციები. როგორც ლევოდოპა, ასევე ენტაკაპონი სწრაფად შეიწოვება და გამოიყოფა თავიდან. კარბიდოპაწოვება და გამოიყოფა ოდნავ ნელა ლევოდოპასთან ერთად. ცალკე ორი სხვა აქტიური ნივთიერების გარეშე განსხვავებები, ლევოდოპას ბიოშეღწევადობა 200 მგ პერორალური დოზის შემდეგ არის 15-33%, კარბიდოპასები 40-70% და ენტაპაპები 35%. დიდი რაოდენობის ნეიტრალური ამინომჟავებით მდიდარმა შეაფერხოს და შეამციროს ლევოდოპას შეწოვა. საკვები პროდუქტი არ მოქმედებს ენტაკაპონის შეწოვაზე. როგორც ლევოდოპას (Vd 0.36-1.6 ლ/კგ), ასევე ენტაკაპონის (Vds 0.27 ლ/კგ) განაწილების ზომიერად მცირეა, ხოლო კარბიდოპას შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ლევოდოპა პლაზმის ცილებს მხოლოდ მცირე რაოდენობა, დაახლოებით 10-30%-ით, ხოლო კარდოპა დაახლოებით 36%-ით, ხოლო ენტაკოპონი პლაზმის ცილებს სპეციფიკურ საფრთხეს (დაახლოებით 98%) - ძირითადად. შრატის ალბუმინს. თერაპიული კონცენტრაციის დროს ენტაკაპონი არ ცვლის სხვად შეკავშირებულ აქტიურ ფენას ვარს (მაგ., ფარინს, სალიცილის მჟავას, ილბუტაზონს ან დიაზეპამს) და არც თერაპიული ან უფრო მაღალი. კონცენტრაციების დროს ამ დროს არ იცვლებას მას მნიშვნელოვანი ხარისხით.

ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა

ლევოდოპათი მეტაბოლიზდება სხვადასხვა მეტაბოლიტებად: დეკარბოქსირება დოფა დეკარბოქსილაზას (DDC) მეშვეობით და O-მეთილირება კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას (COMT) მეშვეობით, რაც. ყველაზე მნიშვნელოვანი გზა.

კარბიდოპა მეტაბოლიზდება ორ ძირითად მეტაბოლიტად, რომლებიც გამოიყოფა შარდში გლუკურონიდების და არაკონიუგირებული ნაერთების სახით. უცვლელი კარბიდოპა შეადგენს შარდით გამოყოფილი მთლიანი რაოდენობის 30%-ს.

ენტაკაპონი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება შარდით (10-დან 20%-მდე) და ნაღვლის/განავალის (80-დან 90%-მდე) მეშვეობით გამოყოფით. მეტაბოლიზმის გზაა ენტაკაპონის და მისი აქტიური მეტაბოლიტის, ცის-იზომერის გლუკურონიდაცია, რომელიც პლაზმაში მთლიანი თარგმანის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 5%-ს.

ლევოდოპის საერთო კლირენსი 0.55-1.38 ლ/კგ/ს დიაპაზონშია, ხოლო ენტაკაპონის - 0.70 ლ/კგ/სთ დიაპაზონში. ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) ლევოდოპას შემთხვევაში 0.6-1.3 საათში, კარბიდოპას შემთხვევაში 2-3 საათსა და ენტაკონის შემთხვევაში 0.4-0.7 საათს შეადგენს, ერთმანეთისგან განსხვავდება ერთმანეთისგან.

ხანმოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო, განმეორებითი მიღებისას ლევოდოპას ან ენტაკაპონის ნამდვილი დაგროვება არ ხდება.

ადამიანის ღვიძლის მიკროსომული პრეპარატების გამოყენებით ჩატარებული in vitro კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ენტაკაპონი აინჰიბირებს ციტოქრომ P450 2C9-ს (IC50 ~ 4 μM). ენტაკაპონმა მცირე ან საერთოდ არ აჩვენა P450 იზოენზიმების სხვა ტიპების (CYP1A2, CYP2A6, CYP2D6, CYP2E1, CYP3A და CYP2C19) ინჰიბირება; იხილეთ ნაწილი 4.5.

მახასიათებლები პაციენტებში

ხანდაზმულები

კარბიდოპასა და ენტაკაპონის გარეშე შემცირების, ლევოდოპას შეწოვა უფრო მეტია და გამოყოფა უფრო ნელია ხანდაზმულებში, ვიდრე ახალგაზრდებში. თუმცა, კარბიდოპასა და ლევოდოპას კომბინაციის შემდეგ, ლევოდოპას შეწოვა მსგავსია ხანდაზმულებში და ახალგაზრდებში, მაგრამ AUC კვლავ 1.5-ჯერ მეტია ხანდაზმულებში DDC აქტივობის შემცირების და ასაკთან ერთად. დაბალი კლირენის გამო. კარბიდოპას ან ენტაკაპონის AUC-ში მნიშვნელოვანი განსხვავებები არ არის ახალგაზრდებში (45-64 წლის) და ხანდაზმულებში (65-75 წლის) შორის.

სქესი

ლევოდოპას ბიოშეღწევადობა ქალებში მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მამაკაცებში. ლევოდოპას/კარბიდოპას/ენტაკაპონის ფარმაკოკინეტიკური კვლევების თანახმად, ლევოდოპას ბიოშეღწევადობა ქალებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე მამაკაცებში, ძირითადად სხეულის წონის სხვაობის გამო, ხოლო კარბიდოპასა და ენტაკაპონის შემთხვევაში სქესის მიხედვით განსხვავება არ დაფიქსირებულა.

ღვიძლის უკმარისობა

ენტაკაპონის მეტაბოლიზმი შენელებულია ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასი A და B), რაც იწვევს ენტაკაპონის პლაზმური კონცენტრაციის ზრდას როგორც შეწოვის, ასევე ელიმინაციის ფაზაში (იხილეთ ნაწილები 4.2 და 4.3). ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კარბიდოპასა და ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკაზე კონკრეტული კვლევები არ არის ცნობილი, თუმცა, რეკომენდებულია, რომ ლევოდოპა/კარბიდოპა/ენტაკაპონი სიფრთხილით დაინიშნოს ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა გავლენას არ ახდენს ენტაკაპონის ფარმაკოკინეტიკაზე. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლევოდოპასა და კარბიდოპას ფარმაკოკინეტიკაზე კონკრეტული კვლევები არ არის ცნობილი. თუმცა, ლევოდოპას/კარბიდოპას/ენტაკაპონის დოზირების უფრო ხანგრძლივი ინტერვალი შეიძლება განიხილებოდეს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დიალიზის თერაპიას გადიან (იხილეთ ნაწილი 4.2).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

სტარლიტი

50 მგ/12.5 მგ/200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

100 მგ/25 მგ/200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

200 მგ/50 მგ/200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ლევოდოპა, კარბიდოპა და ენტაკაპონი

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ცანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ჩანართი შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
  • თუ არგენიშნებათ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

რა შედის ამ ჩანართში

  • რა არის სტარლიტი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ სტარლიტის მიღებამდე
  • როგორ მიიღება სტარლიტი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება სტარლიტი
  • რა არის სტარლიტი და რისთვის გამოიყენება

სტარლიტი შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას (ლევოდოპა, კარბიდოპა და ენტაკაპონი) ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში. სტარლიტი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

პარკინსონის დაავადება გამოწვეულია ტვინში დოფამინის სახელით ცნობილი ნივთიერების დაბალი დონით. ლევოდოპა ზრდის დოფამინის რაოდენობას და შესაბამისად ამცირებს პარკინსონის დაავადების სიმპტომებს. კარბიდოპა და ენტაკაპონი აძლიერებენ ლევოდოპას ანტიპარკინსონულ ეფექტებს.

  • რა უნდა იცოდეთ სტარლიტის მიღებამდე

არ მიიღოთ სტარლიტი, თუ:

  • გაქვთ ალერგია ლევოდოპას, კარბიდოპას ან ენტაკაპონის, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)
  • გაქვთ ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (თვალის დაავადება)
  • გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე
  • იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს დეპრესიის სამკურნალოდ (სელექციური MAO-A და MAO-B ინჰიბიტორების კომბინაციები ან არასელექციური MAO ინჰიბიტორები)
  • ოდესმე გქონიათ ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (NMS - ეს არის იშვიათი რეაქცია მძიმე ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებზე)
  • ოდესმე გქონიათ არატრავმული რაბდომიოლიზი (იშვიათი კუნთოვანი დაავადება)
  • გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

სტარლიტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ან გქონიათ:

  • გულის შეტევა ან გულის სხვა დაავადებები, მათ შორის დარღვევები გულის რიტმის ან სისხლძარღვების მხრივ
  • ასთმა ან ფილტვების სხვა ნებისმიერი დაავადება
  • ღვიძლის პრობლემა, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება
  • თირკმლის ან ჰორმონებთან დაკავშირებული დაავადებები
  • კუჭის წყლული ან კრუნჩხვები
  • თუ გაწუხებთ ხანგრძლივი დიარეა, მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის ანთების ნიშანი
  • ნებისმიერი მძიმე ფსიქიკური აშლილობის, მაგალითად ფსიქოზის, ფორმა
  • ქრონიკულ ფართოკუთხოვან გლაუკომას, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება და თვალშიდა წნევის მონიტორინგი

მიმართეთ ექიმს, თუ ამჟამად იღებთ:

  • ანტიფსიქოზურ საშუალებებს (ფსიქოზის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები)
  • მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევა სკამიდან ან საწოლიდან ადგომისას. უნდა გაითვალისწინოთ, რომ სტარლიტმა შეიძლება გააუარესოს ეს რეაქციები.

მიმართეთ ექიმს, თუ სტარლიტით მკურნალობის დროს:

  • შეამჩნევთ, რომ თქვენი კუნთები ძალიან დაჭიმულია ან ძლიერად იკუმშება ​​ან თუ გაქვთ კანკალი, აგზნებადობა, დაბნეულობა, ცხელება, პულსის გახშირება ან არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილება. თუ გაცვითარდა რომელიმე ეს მოვლენა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
  • გრძნობთ დეპრესიას, გაქვთ სუიციდური აზრები ან შეამჩნევთ უჩვეულო ცვლილებებს თქვენს ქცევაში
  • მოულოდნელად გეძინებათ ან თუ გრძნობთ ძლიერ ძილიანობას. თუ ეს მოხდა, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები (იხილეთ აგრეთვე განყოფილება „ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა“).
  • შეამჩნევთ, რომ უკონტროლო ვითარდება უკონტროლო მოძრაობები ან უარესდება სტარლიტის მიღების დაწყების შემდეგ. თუ ეს მოხდა, ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი ანტიპარკინსონული პრეპარატის დოზის შეცვლა.
  • გაქვთ დიარეა. რეკომენდებულია თქვენი წონის მონიტორინგი, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციურად ჭარბი წონის კლება.
  • განიცდით პროგრესულ ანორექსიას, ასთენიას (სისუსტე, დაღლილობა) და წონის კლებას შედარებით მოკლე პერიოდში. თუ ეს მოხდა, უნდა განიხილებოდეს ზოგადი სამედიცინო შეფასება, მათ შორის ღვიძლის ფუნქციის შეფასება.
  • გრძნობთ სტარლიტის გამოყენების შეწყვეტის აუცილებლობას, იხილეთ განყოფილება „თუ შეწყვეტთ სტარლიტის მიღებას“.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი/მომვლელი შეამჩნევთ, რომ გივითარდებათ დამოკიდებულების მსგავსი სიმპტომები, რაც იწვევს სტარლიტის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული სხვა მედიკამენტების დიდი დოზების მიღების სურვილს.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი/მომვლელი შეამჩნევთ, რომ გივითარდებათ სურვილი ან მიდრეკილება მოიქცეთ უჩვეულოდ ან ვერ უძლებთ იმპულსს, სურვილს ან ცდუნებას, განახორციელოთ გარკვეული აქტივობები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენ ან სხვებს. ამ ქცევებს ეწოდება იმპულსების კონტროლის დარღვევები და შეიძლება მოიცავდეს დამოკიდებულებით გამოწვეულ აზარტულ თამაშებს, ჭარბ კვებას ან ფულის ხარჯვას, არანორმალურად მაღალ სექსუალურ ლტოლვას ან სექსუალური აზრების ან გრძნობების გაძლიერებით შეპყრობილობას. შესაძლოა, ექიმმა გადახედოს თქვენს მკურნალობას.

სტარლიტით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ რეგულარული ლაბორატორიული ტესტები.

თუ გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, რომ იყენებთ სტარლიტს.

სტარლიტის გამოყენება არ არის რეკომენდებული სხვა მედიკამენტებით გამოწვეული ექსტრაპირამიდული სიმპტომების (მაგ., უნებლიე მოძრაობები, კანკალი, კუნთების რიგიდულობა და კუნთების შეკუმშვა) სამკურნალოდ.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის პაციენტებში სტარლიტის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, სტარლიტის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

სხვა მედიკამენტები და სტარლიტი

აცნობეთ ექიმს ან თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

არ მიიღოთ სტარლიტი, თუ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს დეპრესიის სამკურნალოდ (სელექციური MAO-A და MAO-B ინჰიბიტორების კომბინაციები ან არასელექციური MAO ინჰიბიტორები).

სტარლიტმა შეიძლება გააძლიეროს გარკვეული მედიკამენტების ეფექტები და გვერდითი მოვლენები. ესენია:

  • დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა მოკლობემიდი, ამიტრიპტილინი, დეზიპრამინი, მაპროტილინი, ვენლაფაქსინი და პაროქსეტინი
  • რიმიტეროლი და იზოპრენალინი, რომლებიც გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ
  • ადრენალინი, რომელიც გამოიყენება მძიმე ალერგიული რეაქციების დროს
  • ნორადრენალინი, დოფამინი და დობუტამინი, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების და დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ
  • ალფა-მეთილდოპა, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ
  • აპომორფინი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

სტარლიტის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს გარკვეული მედიკამენტებით. ესენია:

  • დოფამინის ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობების, გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ
  • ფენიტოინი, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვების პრევენციისთვის
  • პაპავერინი, რომელიც გამოიყენება კუნთების მოდუნების მიზნით.

სტარლიტმა შეიძლება გაართულოს რკინის მონელება. ამიტომ, არ მიიღოთ სტარლიტი და რკინის დანამატები ერთდროულად. ერთ-ერთი მათგანის მიღების შემდეგ, მეორის მიღებამდე დაელოდეთ მინიმუმ 2-3 საათი.

სტარლიტი საკვებთან და სასმელთან ერთად

სტარლიტი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან საკვებს გარეშე. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, სტარლიტი შეიძლება კარგად არ შეიწოვოს, თუ ის მიიღება ცილებით მდიდარი საკვების (მაგალითად, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, თესლები და თხილი) მიღებასთან ერთად ან მის შემდეგ მალევე. თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენ გეხებათ, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სტარლიტით მკურნალობის დროს არ უნდა კვებოთ ძუძუთი.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სტარლიტმა შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის ან რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენებისას.

თუ გრძნობთ ძლიერ ძილიანობს, ან თუ ზოგჯერ მოულოდნელად გეძინებათ, დაელოდეთ სანამ სრულად გამოფხიზლდებით, სანამ ავტომობილს მართავთ ან აკეთებთ სხვა რამეს, რაც მოითხოვს თქვენს სიფხიზლეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საკუთარი თავი და სხვები სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის რისკის ქვეშ დააყენოთ.

სტარლიტი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სტარლიტი შეიცავს ნატრიუმს

ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

  • როგორ მიიღება სტარლიტი

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის:

  • ექიმი ზუსტად გეტყვით, რამდენი ტაბლეტი სტარლიტი უნდა მიიღოთ დღეში.
  • ტაბლეტები არ არის განკუთვნილი პატარა ნაჭრებად დასანაწილებლად ან დასაფქველად.
  • ყოველ ჯერზე უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი ტაბლეტი.
  • მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
  • სტარლიტი 50/12.5/200 მგ და სტარლიტი 100/25/200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებისთვის: არ მიიღოთ დღეში 10 ტაბლეტზე მეტი.

სტარლიტი 200/50/200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებისთვის: არ მიიღოთ დღეში 7 ტაბლეტზე მეტი.

  • არ გახსნათ და არ შეჭამოთ ნესტის მშანთქველის კონტეინერი.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ სტარლიტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, ან თუ გამოგივლინდათ შესაძლო გვერდითი მოვლენები.

თუ მიიღეთ მეტი სტარლიტი, ვიდრე საჭიროა

თუ შემთხვევით მიიღეთ სტარლიტის მეტი ტაბლეტი ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება იგრძნოთ დაბნეულობა ან აგზნება, გულისცემა შეიძლება იყოს უფრო ნელი ან სწრაფი, ვიდრე ნორმალური, ან შეიძლება შეიცვალოს კანის, ენის, თვალების ან შარდის ფერი.

თუ დაგავიწყდათ სტარლიტის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსაციისთვის.

თუ შემდეგ დოზამდე 1 საათზე მეტი დრო დარჩა:

მიიღეთ ერთი ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო შემდეგი ტაბლეტი ჩვეულებრივ დროს.

თუ შემდეგ დოზამდე 1 საათზე ნაკლები დრო დარჩა:

მიიღეთ ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ, დაელოდეთ 1 საათი, შემდეგ მიიღეთ კიდევ ერთი ტაბლეტი. ამის შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.

ყოველთვის დაიცავით მინიმუმ ერთი საათი სტარლიტის ტაბლეტების მიღებებს შორის, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გვერდითი მოვლენები.

თუ წყვეტთ სტარლიტის მიღებას

არ შეწყვიტოთ სტარლიტის მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ. ასეთ შემთხვევაში, ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი სხვა ანტიპარკინსონული მედიკამენტების, განსაკუთრებით ლევოდოპას, კორექტირება, რათა უზრუნველყოთ თქვენი სიმპტომების საკმარისი კონტროლი. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ სტარლიტის და სხვა ანტიპარკინსონური პრეპარატების მიღებას, შესაძლოა განვითარდეს არასასურველი გვერდითი მოვლენები.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს. გვერდითი ეფექტების უმეტესობა შეიძლება შემსუბუქდეს დოზის კორექტირებით.

თუ სტარლიტით მკურნალობის დროს შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს:

  • კუნთების ძლიერი რიგიდობა ან ძლიერი შეკუმშვა, კანკალი, აგზნებადობა, დაბნეულობა, ცხელება, პულსის გახშირება ან არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის (NMS, იშვიათი მძიმე რეაქცია ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებზე) ან რაბდომიოლიზის (იშვიათი მძიმე კუნთოვანი დაავადება) სიმპტომები.
  • ალერგიული რეაქცია, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ჭინჭრის ციებას (ჭინჭრის ციების გამონაყარი), ქავილს, გამონაყარს, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

  • უკონტროლო მოძრაობები (დისკინეზია)
  • გულისრევის შეგრძნება (გულისრევა)
  • შარდის უვნებელი მოწითალო-ყავისფერი ფერის შეფერილობა
  • კუნთების ტკივილი
  • დიარეა
  • საშარდე გზების ინფექცია

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)

  • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა დაბალი არტერიული წნევის და მაღალი არტერიული წნევის გამო
  • პარკინსონის დაავადების სიმპტომების გაუარესება, თავბრუსხვევა, ძილიანობა
  • ღებინება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, გულძმარვა, პირის სიმშრალე, ყაბზობა
  • ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დაბნეულობა, უჩვეულო სიზმრები (მათ შორის კოშმარები), დაღლილობა
  • ფსიქიკური ცვლილებები, მათ შორის მეხსიერების პრობლემები, შფოთვა და დეპრესია (შესაძლოა სუიციდური ფიქრებით)
  • გულის ან არტერიული დაავადების შემთხვევები (მაგ., ტკივილი გულმკერდის არეში), არარეგულარული გულისცემა ან რითმი
  • უფრო ხშირი დაცემა
  • ქოშინი
  • ოფლიანობის მომატება, გამონაყარი
  • კუნთების სპაზმები, ფეხების შეშუპება
  • მხედველობის დაბინდვა
  • ანემია
  • მადის დაქვეითება, წონის დაკლება
  • თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)

  • გულის შეტევა
  • ნაწლავური სისხლდენა
  • სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა
  • ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა
  • კრუნჩხვები
  • აგზნების შეგრძნება
  • ფსიქოზური სიმპტომები
  • მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი)
  • შარდის გარდა სხვა ორგანოების ფერის შეცვლა (მაგ. კანი, ფრჩხილი, თმა, ოფლი)
  • ყლაპვის გაძნელება
  • შარდვის შეუძლებლობა

უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

  • სტარლიტის დიდი დოზების მიღების სურვილი, რომელიც აღემატება მოტორული სიმპტომების კონტროლისთვის საჭირო დოზას, რაც ცნობილია როგორც დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი. ზოგიერთ პაციენტს სტარლიტის დიდი დოზების მიღების შემდეგ აღენიშნება მძიმე პათოლოგიური უნებლიე მოძრაობები (დისკინეზია), განწყობის ცვალებადობა ან სხვა გვერდითი მოვლენები.

ასევე აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
  • ქავილი

ასევე შეიძლება განიცადოთ შემდეგი გვერდითი ეფექტები:

  • უუნარობა, წინააღმდეგობა გაუწიოთ იმპულსს, შეასრულოთ ისეთი ქმედება, რომელიც შეიძლება იყოს მავნე, რაც შეიძლება მოიცავდეს:
  • ძლიერ იმპულსს, რომ გადაჭარბებულად ითამაშოთ, სერიოზული პირადი ან ოჯახური შედეგების მიუხედავად
  • შეცვლილი ან გაზრდილი სექსუალური ინტერესი და ქცევა, რომელიც მნიშვნელოვნად აწუხებს თქვენ ან სხვებს, მაგალითად, გაზრდილი სექსუალური ლტოლვა
  • უკონტროლო ჭარბი შოპინგი ან ფულის ხარჯვა
  • ჭარბი კვება (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე დროში) ან კომპულსიური კვება (ჩვეულებრივზე მეტი საკვების მიღება და იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა შიმშილის დასაკმაყოფილებლად)

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ განიცდით რომელიმე ამ ქცევას; ის განიხილავს თქვენთან სიმპტომების მართვის ან შემცირების გზებს.

  • როგორ ინახება სტარლიტი

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება იმავე თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere

Cad. No: 4, 34467 Maslak /

Sarıyer/ İstanbul/Türkiye

წარმოების ადგილი:

Abdi İbrahim İlaç San. ve

Tic. A.Ş. Orhan Gazi

Mahallesi Tunç Caddesi

No:3 Esenyurt-İstanbul/

Türkiye

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა