სტამარილი არის ვაქცინა, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას ისეთი სერიოზული ინფექციური დაავადებისგან, რომელსაც ყვითელი ცხელება ეწოდება. ყვითელი ცხელება ვლინდება მსოფლიოს ცალკეულ ნაწილებში და ადამიანებს გადაეცემათ ინფიცირებული კოღოების ნაკბენით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- 17 204 strain live + ატენუატედი (attenuated) + yellow fever virus
- ფორმა და შეფუთვა
- 1 დოზა (არანაკლებ 1000 ს.ე.) ცოცხალი შესუსტებული ყვითელი ცხელების ვაქცინა ფხვნილის სახით კანქვეშ ან კუნთში შესაყვანი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 0,5მლ გამხსნელი (0,4% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) მზა შპრიცი ნემსით №1
- მწარმოებელი
- Sanofi Winthrop Industrie, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაქცინები, ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინები
- ATC კოდი
- J07BL01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044130
- რეგისტრირებულია
- 10 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 22 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sanofi Winthrop Industrie (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სტამარილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სტამარილი არის ვაქცინა, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას ისეთი სერიოზული ინფექციური დაავადებისგან, რომელსაც ყვითელი ცხელება ეწოდება.
ყვითელი ცხელება ვლინდება მსოფლიოს ცალკეულ ნაწილებში და ადამიანებს გადაეცემათ ინფიცირებული კოღოების ნაკბენით.
სტამარილი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც:
მიემგზავრებიან, ტრანზიტით გადიან ან ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, სადაც ყვითელი ცხელება გავრცელებულია,
მიემგზავრებიან რომელიმე ისეთ ქვეყანაში, რომელიც ითხოვს ვაქცინაციის საერთაშორისო ცნობას შესვლისთვის (ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს იგივე მოგზაურობის დროს მონახულებულ ქვეყნებზე),
უხდებათ ინფექციურ მასალებთან მოპყრობა, მაგ. ლაბორატორიის მუშაკები.
ყვითელი ცხელების წინააღმდეგ ვაქცინაციის ვალიდური ცნობის მისაღებად საჭიროა აცრის ჩატარება კვალიფიციური და გამოცდილი ჯანდაცვის მუშაკის მიერ ვაქცინაციის ავტორიზებულ ცენტრში, ისე რომ შესაძლებელი იყოს ვაქცინაციის საერთაშორისო ცნობის გაცემა. ეს ცნობა ძალაშია ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 10 დღის გასვლიდან. ზოგ შემთხვევაში, თუ საჭიროა განმეორებითი ვაქცინაცია, ცნობა (იხ. პარაგრაფი 3) ძალაში შედის ინექციისთანავე.
მიღების წესი და დოზირება
სტამარილი გამოიყენება 0.5 მილილიტრი ერთჯერადი დოზით მოზრდილებსა და 6 თვიდან ასაკის ბავშვებში.
პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს ყვითელი ცხელებისგან დაცვის აუცილებლობის გარემოების დადგომამდე სულ მცირე 10 დღით ადრე, რადგან ვაქცინის მოქმედების დაწყებას და ყვითელი ცხელების ვირუსის წინააღმდეგ სათანადო დაცვის გამომუშავებას 10 დღე ჭირდება. ამ დოზით მიღებული დაცვა მოსალოდნელია გაგრძელდეს არანაკლებ 10 წლის განმავლობაში და შესაძლოა, მთელი ცხოვრების მანძილზე.
ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ერთი განმეორებითი დოზის (0,5 მილილიტრი) მიღება:
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს პირველი დოზის მიღების შემდეგ არ გქონდათ სათანადო პასუხი, და თქვენ ან თქვენი ბავშვი ისევ იმყოფებით ყვითელი ცხელების ვირუსის ინფექციის რისკის ქვეშ,
ან ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით.
როგორ გამოიყენება სტამარილი
სტამარილის შეყვანა ხდება ინექციის სახით კვალიფიციური და გამოცდილი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. ჩვეულებრივ ინექცია ხდება კანქვეშ, მაგრამ შესაძლებელია კუნთშიც.
არ უნდა მოხდეს სისხლძარღვში ინექცია.
თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მიიღეთ სტამარილი საჭიროზე მეტი რაოდენობით
ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული იქნა რეკომენდებულზე მეტი დოზა.
ამ შემთხვევებში, მოწოდებული გვერდითი რეაქციები შეესაბამებოდა იმ რეაქციებს, რომლებიც აღწერილია მე-4 პარაგრაფში.
ამ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს.
უკუჩვენებები
ალერგია:
აქტიური სუბსტანციის, ან
ამ ვაქცინის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში, ან
კვერცხის ან ქათმის ცილების მიმართ,
ყვითელი ცხელების ნებისმიერი ვაქცინით წინა ვაქცინაციის შემდეგ აღნიშნული მძიმე ალერგიული რეაქცია,
6 თვემდე ასაკი,
დაქვეითებული ან სუსტი იმუნური სისტემა ნებისმიერი მიზეზით, როგორიცაა დაავადება ან მედიკამენტოზური მკურნალობა (მაგალითად, კორტიკოიდების მაღალი დოზები, იმუნურ სისტემაზე გავლენის მქონე ნებისმიერი სხვა პრეპარატი ან ქიმიოთერაპია). თუ არ იცით, ახდენს თუ არა გავლენას თქვენი პრეპარატი თქვენი ან თქვენი ბავშვის იმუნურ სისტემაზე, ვაქცინის შეყვანამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს,
დასუსტებული იმუნური სისტემა აივ ინფექციის გამო. სისხლის ანალიზის მიხედვით თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტი გეტყვით, შეგიძლიათ თუ არა თქვენ ან თქვენს ბავშვს სტამარილის მიღება,
აივ ინფექცია და ინფექციის გამო აღნიშნულო აქტიური სიმპტომები,
ანამნეზში თიმუსის პრობლემები ან მისი რეზექცია ნებისმიერი მიზეზით,
მაღალი ან საშუალო ცხელებით მიმდინარე დაავადება ან მწვავე დაავადება. ვაქცინაცია გადაიდება თქვენი ან თქვენი ბავშვის გამოჯანმრთელებამდე.
სიფრთხილის ზომები
სტამარილის გამოყენებამდე, მნიშვნელოვანია კვალიფიციურ ჯანდაცვის სპეციალისტთან ერთად შეაფასოთ რისკი იმისათვის, რომ განსაზღვროთ ვაქცინაციის საჭიროება.
თუ 60 წელზე უფროსი ასაკის ხართ, ან თქვენი ბავშვი 9 თვეზე ნაკლები ასაკისაა, რადგან მომატებული გაქვთ ვაქცინაზე მწვავე, მაგრამ იშვიათი ტიპის რეაქციების რისკი (მძიმე რეაქციების ჩათვლით, რომლებიც აზიანებს ტვინს და ნერვებს, ასევე სასიცოცხლო ორგანოებს, იხ. პარაგრაფი 4). ვაქცინაცია ჩაგიტარდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით დაინფიცირების რისკი დამტკიცებულია ქვეყნებში, სადაც დარჩენას აპირებთ.
თუ თქვენი ბავშვი 6-9 თვის ასაკისაა. 6-9 თვის ასაკის ბავშვებში სტამარილის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სპეციალურ სიტუაციებში და მოქმედი ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით.
თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი აივ ინფიცირებული ხართ, მაგრამ არ აღგენიშნებათ ინფექციასთან დაკავშირებული აქტიური სიმპტომები. ლაბორატორიული კვლევის შედეგების და სპეციალისტის რჩევის მიხედვით თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტი განსაზღვრავს, უნდა მიიღოთ თუ არა სტამარილი.
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ ნებისმიერი დარღვევა სისხლდენასთან დაკავშირებით (როგორიცაა ჰემოფილია ან თრომბოციტების დაბალი რაოდენობა) ან იღებთ ნებისმიერ პრეპარატს, რომლებიც აფერხებს სისხლის ნორმალურ შედედებას. სტამარილის მიღება მაინც შეგიძლიათ, თუ ინექცია მოხდება კანქვეშ, და არა კუნთში (იხ. პარაგრაფი 3).
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ალერგია ლატექსის მიმართ. მიმაგრებული ნემსის გარეშე წინასწარ ავსებული შპრიცების თავები შეიცავს ბუნებრივი ლატექსის წარმოებულს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ისევე, როგორც ყველა ვაქცინამ, სტამარილმაც შესაძლოა სრულად არ დაიცვას ის ადამიანები, რომლებსაც გაუკეთდათ ვაქცინა.
ნემსით ნებისმიერი ინექციის შემდეგ, ან მანამდეც, შესაძლოა პაციენტს გული წაუვიდეს. ამიტომ, უთხრით თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს წარსულში ინექციის დროს გული წაგსვლიათ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
თუ ბოლო პერიოდში ჩატარებული გაქვთ ნებისმიერი მკურნალობა ან მიიღეთ პრეპარატი, რომელსაც შეიძლება დაესუსტებინა თქვენი იმუნური სისტემა, ვაქცინაცია უნდა გადაიდოს სანამ ლაბორატორიული ტესტების შედეგები არ აჩვენებს იმუნური სისტემის აღდგენას. თქვენი ექიმი გირჩევთ, თუ როდის იქნება ვაქცინაცია უსაფრთხო.
სტამარილის გამოყენება შეიძლება წითელას ან მუცლის ტიფის ვაქცინასთან ერთად (რომლებიც შეიცავენ Vi კაფსულურ პოლისაქარიდებს) და/ან A ჰეპატიტის ვაქცინასთან ერთად.
სტამარილით ვაქცინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მცდარი დადებითი შედეგი დენგის ცხელებასა და იაპონურ ენცეფალიტის სისხლის ანალიზზე. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს დანიშნული გაქვთ ასეთი ლაბორატორიული ტესტების ჩატარება, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ამ ვაქცინაციის შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ვაქცინაციამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს.
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში არ უნდა მიიღოთ სტამარილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვაქცინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია. გარდა ამისა, რეკომენდებულია არ დაორსულდეთ სტამარილის ვაქცინაციიდან ერთი თვის განმავლობაში. თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტი გირჩევთ, არის თუ არა აუცილებელი თქვენი ვაქცინაცია ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. თუ ვაქცინაცია აუცილებელია, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა სტამარილის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში.
თუ ვაქცინა მიიღეთ ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს.
სტამარილი შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს და სორბიტოლს
სტამარილის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. ის პრაქტიკულად “ნატრიუმისგან თავისუფალია“, და 1 მმოლზე (39 მგ) ნაკლებ კალიუმს, ე.ი. ის პრაქტიკულად “კალიუმისგან თავისუფალია“.
სტამარილის ერთი დოზა შეიცავს დაახლოებით 8 მგ სორბიტოლს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, მოცემულმა ვაქცინამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
სერიოზული გვერდითი მოქმედება
ზოგჯერ აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები:
კანზე გამონაყარი, ქავილი ან ბუშტუკები.
სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება.
ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.
ცნობიერების დაკარგვა.
რეაქციები, რომლებიც აზიანებს ტვინს და ნერვებს:
შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციიდან ერთი თვის განმავლობაში და ზოგჯერ ფატალურია.
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
მაღალ ცხელებას თავის ტკივილით და კონფუზიით.
ძლიერ დაღლილობას.
კისრის გაშეშებას.
ტვინის და ნერვული ქსოვილის ანთებას.
კრუნჩხვას.
მოძრაობის ან შეგრძნების დაკარგვას სხეულის ზოგიერთ ნაწილში ან მთელ ორგანიზმში (მაგალითად, გიენ-ბარეს სინდრომი).
პიროვნული ცვლილება.
სერიოზული რეაქციები, რომლებიც აზიანებს სასიცოცხლო ორგანოებს:
აღნიშნული შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციიდან 10 დღის განმავლობაში და შეიძლება იყოს ფატალური. რეაქცია შეიძლება გავდეს ყვითელი ცხელების ვირუსით ინფიცირებას. ის ჩვეულებრივ იწყება დაღლილობის შეგრძნებით, ცხელებით, თავის ტკივილით, კუნთების ტკივილით და ზოგჯერ დაბალი არტერიული წნევით. ეს შემდგომში შეიძლება გადაიზარდოს კუნთების და ღვიძლის სერიოზულ დარღვევებში, სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის მკვეთრად შემცირებაში და გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, შეიძლება გაიზარდოს ინფექციების რისკი და შეწყდეს თირკმელების და ფილტვების ნორმალური ფუნქციონირება.
თუ ვაქცინაციის შემდეგ აღგენიშნებათ ზემოთ ჩამოთვილთაგან რომელიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და აცნობეთ, რომ ახლახანს მიიღეთ სტამარილი.
სხვა გვერდითი მოქმედება
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
თავის ტკივილი.
სუსტი ან ზომიერი დაღლილობა ან სისუსტე (ასთენია).
ტკივილი ან დისკომფორტი ინექციის ადგილზე.
კუნთების ტკივილი.
ცხელება (ბავშვებში).
ღებინება (ბავშვებში).
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
ცხელება (მოზრდილებში).
ღებინება (მოზრდილებში).
სახსრების ტკივილი.
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა).
რეაქციები ინექციის ადგილზე: სიწითლე, სისხლჩაქცევა, შეშუპება და გამაგრება.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
თავბრუსხვევა.
კუჭის ტკივილი.
მუწუკი (პაპულა) ინექციის ადგილზე.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
დიარეა.
სურდო, ცხვირის გაჭედვა ან ქავილი (რინიტი).
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია).
დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია).
გრიპის მსგავსი დაავადება.
დამატებითი გვერდითი მოქმედება ბავშვებში

გაღიზიანებადობა, ტირილი.
მადის დაკარგვა.
ძილიანობა.
ეს გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, ვითარდება ვაქცინაციიდან სამი დღის განმავლობაში და გრძელდება არაუმეტეს სამი დღის მანძილზე. ამ გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო მსუბუქი.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
- როგორ უნდა შეინახოთ სტამარილი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მოცემული ვაქცინა ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს (EXP) შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ მაცივარში (2°C -8°C). არ გაყინოთ.
სინათლისგან დაცვის მიზნით ფხვნილის ფლაკონი და გამხსნელის შპრიცი შეინახეთ გარე კოლოფში.
დაუყოვნებლივ გამოიყენეთ მომზადების შემდეგ.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო მედიკამენტების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ჭარბი დოზა
სტამარილთან დაკავშირებით დაფიქსირდა რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევები (დოზის გადაჭარბება). აღწერილი არასასურველი რეაქციები შეესაბამება სტამარილის უსაფრთხოების ცნობილ პროფილს, რომელიც აღწერილია პუნქტში 4.8.
შემადგენლობა
აღდგენის შემდეგ, ერთი დოზისთვის (0,5მლ):
აქტიური ნივთიერებაა:
ყვითელი ცხელების ვირუსი1, 17D-204 შტამი (ცოცხალი, დასუსტებული).....არანაკლებ 1000სე
1 დამზადებული სპეციალურ, პათოგენებისგან თავისუფალ ქათმის ემბრიონში.
სხვა ინგრედიენტებია:
ლაქტოზა, სორბიტოლი, L-ჰისტიდინის ჰიდროქლორიდი, L-ალანინი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროგენ ფოსფატი, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმის სულფატი და საინექციო წყალი.
სტამარილის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
სტამარილი გამოდის ფხვნილის და გამხსნელის სახით საინექციო სუსპენზიისთვის (ფხვნილი ფლაკონში (0,5მლ დოზა) + გამხსნელი წინასწარ შევსებულ შპრიცში (0,5მლ დოზა) ნემსით ან ნემსის გარეშე). კოლოფში 1, 10 ან 20.
აღდგენის შემდეგ სუსპენზია ჩალისფერი ან მოვარდისფრო ჩალისფერია, მეტ-ნაკლებად ოპალესცენტური.
შეიძლება, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი
სანოფი უინზროპ ინდასთრი (Sanofi Winthrop Industrie) - რასპაის გამზირი 82 - 94250 ჟანტიი - საფრანგეთი
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 02/2025.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
_________________________________________________________________________________
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:
ხსნარის მომზადების ინსტრუქცია:
გამოყენებამდე ჩალისფერი ან ფორთოხლისფერ-ჩალისფერი ფხვნილი ერევა ნატრიუმის ქლორიდის გამჭვირვალე, უფერო გამხსნელში, რომელიც მოწოდებულია შპრიცით, რათა მომზადდეს ჩალისფერი ან მოვარდისფრო-ჩალისფერი სუსპენზია, რომელიც მეტ-ნაკლებად ოპალესცენტურია.
მხოლოდ უნემსო შპრიცისთვის: შპრიცის წვერის სახურავის მოხსნის შემდეგ ნემსი მასზე მყარად უნდა დამაგრდეს და ჩაიკეტოს მეოთხედი ბრუნით (90°).
ვაქცინის აღდგენა ხდება წინასწარ ავსებულ შპრიცში მოთავსებული გამხსნელის ფლაკონში დამატებით. ხდება ფლაკონის შენჯღრევა და სრული გახსნის შემდეგ მიღებული სუსპენზია ინექციისთვის იგივე შპრიცში გადმოაქვთ.
ვირუსის ინაქტივაციისგან დაცვისთვის უნდა მოერიდონ სადეზინფექციო საშუალებებთან კონტაქტს.
დაუყოვნებლივ გამოიყენეთ აღდგენის შემდეგ.
ინექციამდე, აღდგენილი ვაქცინა ძალიან კარგად უნდა შეინჯღრეს.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
აგრეთვე იხ. პარაგრაფი 3. როგორ უნდა გამოიყენოთ სტამარილი.
თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე სწორია
მთარგმნელი: ელმირა არუთინიანი
შენახვის პირობები
3 წელი
აღდგენის შემდეგ მედიკამენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული.
- 4. შენახვასთან დაკავშირებული სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
უნდა შეინახოთ მაცივარში (2°C-დან 8°C-მდე). არ გაიყინოთ. სინათლისგან დაცვის მიზნით ფხვნილის ფლაკონი და გამხსნელის შპრიცი შეინახეთ გარე შეფუთვაში.
აღდგენის შემდეგ მედიკამენტის შენახვის პირობები იხილეთ პუნქტში 6.3.
- 5. კონტეინერის სახეობა და შიგთავსი
ფხვნილი ფლაკონში (I ტიპის მინა) საცობით (ქლორბუტილი) და მოსახსნელი თავსახურით (ალუმინი) + 0.5 მლ გამხსნელი წინასწარ ავსებულ შპრიცში (I ტიპის მინა) დგუშის საცობით (ჰალობუტილი) და ნემსის დამცავზე დამაგრებული ნემსით (ბუნებრივი რეზინი ან პოლიიზოპრენი) - კოლოფში 1, 10 ან 20.
ფხვნილი ფლაკონში (l ტიპის მინა) საცობით (ქლორობუტილი) და მოსახსნელი თავსახურით (ალუმინი) + 0.5 მლ გამხსნელი წინასწარ ავსებულ შპრიცში (I ტიპის მინა) დგუშის საცობით (ჰალობუტილი) და წვერის დამცავით (tip-cap) (ბუტადიენის სტიროლი) - კოლოფში 1 ან 10. წინასწარ ავსებული შპრიცების წვერის დამცავები (tip-cap) შეიცავენ ლატექსის ბუნებრივ წარმოებულს.
ფხვნილი ფლაკონში (I ტიპის მინა) საცობით (ქლორბუტილი) და მოსახნელი თავსახურით (ალუმინი) + 0.5 მლ გამხსნელი წინასწარ ავსებულ შპრიცში (I ტიპის მინა) დგუშის საცობით (ჰალობუტილი) და წვერის დამცავით (tip-cap) (ბუტადიენის სტიროლი) ბლისტერში წარმოდგენილი ცალკე 1 ან 2 ნემსით, - კოლოფში 1 ან 10. წინასწარ ავსებული შპრიცების წვერის დამცავები (tip-cap) შეიცავს ლატექსის ბუნებრივ წარმოებულს.
შეიძლება, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ყვითელი ცხელების ვაქცინა (ცოცხალი), ათქ კოდი: J07B-L01.
სტამარილი არის ცოცხალი დასუსტებული ყვითელი ცხელების ვირუსის ვაქცინა. ისევე, როგორც სხვა ცოცხალი დასუსტებული ვირუსის ვაქცინა, ისიც იწვევს სუბკლინიკურ ინფექციას ჯანმრთელ მიმღებებში, რაც იწვევს სპეციფიკური B და T უჯრედების გამომუშავებას და სპეციფიკური მოცირკულირე ანტისხეულების წარმოქმნას. ანტისხეულების გამანეიტრალებელი ტიტრი 1:10 ითვლება დაცვის კორელატად.
დამცავი იმუნიტეტი მუშავდება ვაქცინაციიდან 10 დღის განმავლობაში, გრძელდება მინიმუმ 10 წლის ან, შესაძლოა, მთელი ცხოვრების მანძილზე.
მოზრდილებში კლინიკური კვლევებისას ნაჩვენებია, რომ სეროკონვერსიის მაჩვენებლები 93% და 100% იყო მიღწეული სტამარილით ვაქცინაციიდან 28 დღის შემდეგ.
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა 12-დან 13 თვემდე ასაკის 337 მცირეწლოვან ბავშვში, სტამარილის ინექციიდან 28 დღის შემდეგ ყვითელი ცხელების სეროპოზიტიურობის მაჩვენებლები იყო 99.7% (98.5; 100.0) და საშუალო პროპორციული მაჩვენებელი იყო 423 (375; 478). სხვა კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა 2-დან 17 წლამდე ასაკის 30 ბავშვსა და მოზარდში, დაფიქსირდა სეროკონვერსიის მაჩვენებელი 90-დან 100%-მდე, რაც ადასტურებს წინა კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ შედეგებს.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
105-939078
სტამარილი
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიისთვის წინასწარ ავსებულ შპრიცში
ყვითელი ცხელების ვაქცინა (ცოცხალი)
თქვენი ან თქვენი ბავშვის ვაქცინაციამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს.
მოცემული ვაქცინა გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის ან თქვენი ბავშვისთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს და აცნობეთ მას, რომ მიიღეთ ყვითელი ცხელების ვაქცინა. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
- რა არის სტამარილი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ სტამარილის გამოყენებამდე
- როგორ უნდა გამოიყენოთ სტამარილი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- როგორ უნდა შეინახოთ სტამარილი
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის სტამარილი და რისთვის გამოიყენება
სტამარილი არის ვაქცინა, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას ისეთი სერიოზული ინფექციური დაავადებისგან, რომელსაც ყვითელი ცხელება ეწოდება.
ყვითელი ცხელება ვლინდება მსოფლიოს ცალკეულ ნაწილებში და ადამიანებს გადაეცემათ ინფიცირებული კოღოების ნაკბენით.
სტამარილი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც:
მიემგზავრებიან, ტრანზიტით გადიან ან ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, სადაც ყვითელი ცხელება გავრცელებულია,
მიემგზავრებიან რომელიმე ისეთ ქვეყანაში, რომელიც ითხოვს ვაქცინაციის საერთაშორისო ცნობას შესვლისთვის (ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს იგივე მოგზაურობის დროს მონახულებულ ქვეყნებზე),
უხდებათ ინფექციურ მასალებთან მოპყრობა, მაგ. ლაბორატორიის მუშაკები.
ყვითელი ცხელების წინააღმდეგ ვაქცინაციის ვალიდური ცნობის მისაღებად საჭიროა აცრის ჩატარება კვალიფიციური და გამოცდილი ჯანდაცვის მუშაკის მიერ ვაქცინაციის ავტორიზებულ ცენტრში, ისე რომ შესაძლებელი იყოს ვაქცინაციის საერთაშორისო ცნობის გაცემა. ეს ცნობა ძალაშია ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 10 დღის გასვლიდან. ზოგ შემთხვევაში, თუ საჭიროა განმეორებითი ვაქცინაცია, ცნობა (იხ. პარაგრაფი 3) ძალაში შედის ინექციისთანავე.
- რა უნდა იცოდეთ სტამარილის გამოყენებამდე თქვენთვის ან თქვენი ბავშვისთვის
მნიშვნელოვანია, აცნობოთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ რომელიმე ქვემოაღნიშნული პუნქტი გეხებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს. რამეს თუ ვერ გაიგებთ, ახსნისთვის მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს.
არ გამოიყენოთ სტამარილი, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გეხებათ შემდეგი:
ალერგია:
აქტიური სუბსტანციის, ან
ამ ვაქცინის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში, ან
კვერცხის ან ქათმის ცილების მიმართ,
ყვითელი ცხელების ნებისმიერი ვაქცინით წინა ვაქცინაციის შემდეგ აღნიშნული მძიმე ალერგიული რეაქცია,
6 თვემდე ასაკი,
დაქვეითებული ან სუსტი იმუნური სისტემა ნებისმიერი მიზეზით, როგორიცაა დაავადება ან მედიკამენტოზური მკურნალობა (მაგალითად, კორტიკოიდების მაღალი დოზები, იმუნურ სისტემაზე გავლენის მქონე ნებისმიერი სხვა პრეპარატი ან ქიმიოთერაპია). თუ არ იცით, ახდენს თუ არა გავლენას თქვენი პრეპარატი თქვენი ან თქვენი ბავშვის იმუნურ სისტემაზე, ვაქცინის შეყვანამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს,
დასუსტებული იმუნური სისტემა აივ ინფექციის გამო. სისხლის ანალიზის მიხედვით თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტი გეტყვით, შეგიძლიათ თუ არა თქვენ ან თქვენს ბავშვს სტამარილის მიღება,
აივ ინფექცია და ინფექციის გამო აღნიშნულო აქტიური სიმპტომები,
ანამნეზში თიმუსის პრობლემები ან მისი რეზექცია ნებისმიერი მიზეზით,
მაღალი ან საშუალო ცხელებით მიმდინარე დაავადება ან მწვავე დაავადება. ვაქცინაცია გადაიდება თქვენი ან თქვენი ბავშვის გამოჯანმრთელებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სტამარილის გამოყენებამდე, მნიშვნელოვანია კვალიფიციურ ჯანდაცვის სპეციალისტთან ერთად შეაფასოთ რისკი იმისათვის, რომ განსაზღვროთ ვაქცინაციის საჭიროება.
თუ 60 წელზე უფროსი ასაკის ხართ, ან თქვენი ბავშვი 9 თვეზე ნაკლები ასაკისაა, რადგან მომატებული გაქვთ ვაქცინაზე მწვავე, მაგრამ იშვიათი ტიპის რეაქციების რისკი (მძიმე რეაქციების ჩათვლით, რომლებიც აზიანებს ტვინს და ნერვებს, ასევე სასიცოცხლო ორგანოებს, იხ. პარაგრაფი 4). ვაქცინაცია ჩაგიტარდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით დაინფიცირების რისკი დამტკიცებულია ქვეყნებში, სადაც დარჩენას აპირებთ.
თუ თქვენი ბავშვი 6-9 თვის ასაკისაა. 6-9 თვის ასაკის ბავშვებში სტამარილის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სპეციალურ სიტუაციებში და მოქმედი ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით.
თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი აივ ინფიცირებული ხართ, მაგრამ არ აღგენიშნებათ ინფექციასთან დაკავშირებული აქტიური სიმპტომები. ლაბორატორიული კვლევის შედეგების და სპეციალისტის რჩევის მიხედვით თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტი განსაზღვრავს, უნდა მიიღოთ თუ არა სტამარილი.
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ ნებისმიერი დარღვევა სისხლდენასთან დაკავშირებით (როგორიცაა ჰემოფილია ან თრომბოციტების დაბალი რაოდენობა) ან იღებთ ნებისმიერ პრეპარატს, რომლებიც აფერხებს სისხლის ნორმალურ შედედებას. სტამარილის მიღება მაინც შეგიძლიათ, თუ ინექცია მოხდება კანქვეშ, და არა კუნთში (იხ. პარაგრაფი 3).
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ალერგია ლატექსის მიმართ. მიმაგრებული ნემსის გარეშე წინასწარ ავსებული შპრიცების თავები შეიცავს ბუნებრივი ლატექსის წარმოებულს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ისევე, როგორც ყველა ვაქცინამ, სტამარილმაც შესაძლოა სრულად არ დაიცვას ის ადამიანები, რომლებსაც გაუკეთდათ ვაქცინა.
ნემსით ნებისმიერი ინექციის შემდეგ, ან მანამდეც, შესაძლოა პაციენტს გული წაუვიდეს. ამიტომ, უთხრით თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს წარსულში ინექციის დროს გული წაგსვლიათ.
სხვა მედიკამენტები და სტამარილი
აცნობეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
თუ ბოლო პერიოდში ჩატარებული გაქვთ ნებისმიერი მკურნალობა ან მიიღეთ პრეპარატი, რომელსაც შეიძლება დაესუსტებინა თქვენი იმუნური სისტემა, ვაქცინაცია უნდა გადაიდოს სანამ ლაბორატორიული ტესტების შედეგები არ აჩვენებს იმუნური სისტემის აღდგენას. თქვენი ექიმი გირჩევთ, თუ როდის იქნება ვაქცინაცია უსაფრთხო.
სტამარილის გამოყენება შეიძლება წითელას ან მუცლის ტიფის ვაქცინასთან ერთად (რომლებიც შეიცავენ Vi კაფსულურ პოლისაქარიდებს) და/ან A ჰეპატიტის ვაქცინასთან ერთად.
სტამარილით ვაქცინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მცდარი დადებითი შედეგი დენგის ცხელებასა და იაპონურ ენცეფალიტის სისხლის ანალიზზე. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს დანიშნული გაქვთ ასეთი ლაბორატორიული ტესტების ჩატარება, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ამ ვაქცინაციის შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ვაქცინაციამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს.
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში არ უნდა მიიღოთ სტამარილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვაქცინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია. გარდა ამისა, რეკომენდებულია არ დაორსულდეთ სტამარილის ვაქცინაციიდან ერთი თვის განმავლობაში. თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტი გირჩევთ, არის თუ არა აუცილებელი თქვენი ვაქცინაცია ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. თუ ვაქცინაცია აუცილებელია, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა სტამარილის მიღებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში.
თუ ვაქცინა მიიღეთ ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს.
სტამარილი შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს და სორბიტოლს
სტამარილის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. ის პრაქტიკულად “ნატრიუმისგან თავისუფალია“, და 1 მმოლზე (39 მგ) ნაკლებ კალიუმს, ე.ი. ის პრაქტიკულად “კალიუმისგან თავისუფალია“.
სტამარილის ერთი დოზა შეიცავს დაახლოებით 8 მგ სორბიტოლს.
- როგორ უნდა გამოიყენოთ სტამარილი
დოზირება
სტამარილი გამოიყენება 0.5 მილილიტრი ერთჯერადი დოზით მოზრდილებსა და 6 თვიდან ასაკის ბავშვებში.
პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს ყვითელი ცხელებისგან დაცვის აუცილებლობის გარემოების დადგომამდე სულ მცირე 10 დღით ადრე, რადგან ვაქცინის მოქმედების დაწყებას და ყვითელი ცხელების ვირუსის წინააღმდეგ სათანადო დაცვის გამომუშავებას 10 დღე ჭირდება. ამ დოზით მიღებული დაცვა მოსალოდნელია გაგრძელდეს არანაკლებ 10 წლის განმავლობაში და შესაძლოა, მთელი ცხოვრების მანძილზე.
ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ერთი განმეორებითი დოზის (0,5 მილილიტრი) მიღება:
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს პირველი დოზის მიღების შემდეგ არ გქონდათ სათანადო პასუხი, და თქვენ ან თქვენი ბავშვი ისევ იმყოფებით ყვითელი ცხელების ვირუსის ინფექციის რისკის ქვეშ,
ან ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით.
როგორ გამოიყენება სტამარილი
სტამარილის შეყვანა ხდება ინექციის სახით კვალიფიციური და გამოცდილი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. ჩვეულებრივ ინექცია ხდება კანქვეშ, მაგრამ შესაძლებელია კუნთშიც.
არ უნდა მოხდეს სისხლძარღვში ინექცია.
თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მიიღეთ სტამარილი საჭიროზე მეტი რაოდენობით
ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული იქნა რეკომენდებულზე მეტი დოზა.
ამ შემთხვევებში, მოწოდებული გვერდითი რეაქციები შეესაბამებოდა იმ რეაქციებს, რომლებიც აღწერილია მე-4 პარაგრაფში.
ამ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა პრეპარატმა, მოცემულმა ვაქცინამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
სერიოზული გვერდითი მოქმედება
ზოგჯერ აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები:
კანზე გამონაყარი, ქავილი ან ბუშტუკები.
სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება.
ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.
ცნობიერების დაკარგვა.
რეაქციები, რომლებიც აზიანებს ტვინს და ნერვებს:
შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციიდან ერთი თვის განმავლობაში და ზოგჯერ ფატალურია.
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
მაღალ ცხელებას თავის ტკივილით და კონფუზიით.
ძლიერ დაღლილობას.
კისრის გაშეშებას.
ტვინის და ნერვული ქსოვილის ანთებას.
კრუნჩხვას.
მოძრაობის ან შეგრძნების დაკარგვას სხეულის ზოგიერთ ნაწილში ან მთელ ორგანიზმში (მაგალითად, გიენ-ბარეს სინდრომი).
პიროვნული ცვლილება.
სერიოზული რეაქციები, რომლებიც აზიანებს სასიცოცხლო ორგანოებს:
აღნიშნული შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციიდან 10 დღის განმავლობაში და შეიძლება იყოს ფატალური. რეაქცია შეიძლება გავდეს ყვითელი ცხელების ვირუსით ინფიცირებას. ის ჩვეულებრივ იწყება დაღლილობის შეგრძნებით, ცხელებით, თავის ტკივილით, კუნთების ტკივილით და ზოგჯერ დაბალი არტერიული წნევით. ეს შემდგომში შეიძლება გადაიზარდოს კუნთების და ღვიძლის სერიოზულ დარღვევებში, სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის მკვეთრად შემცირებაში და გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, შეიძლება გაიზარდოს ინფექციების რისკი და შეწყდეს თირკმელების და ფილტვების ნორმალური ფუნქციონირება.
თუ ვაქცინაციის შემდეგ აღგენიშნებათ ზემოთ ჩამოთვილთაგან რომელიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და აცნობეთ, რომ ახლახანს მიიღეთ სტამარილი.
სხვა გვერდითი მოქმედება
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
თავის ტკივილი.
სუსტი ან ზომიერი დაღლილობა ან სისუსტე (ასთენია).
ტკივილი ან დისკომფორტი ინექციის ადგილზე.
კუნთების ტკივილი.
ცხელება (ბავშვებში).
ღებინება (ბავშვებში).
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
ცხელება (მოზრდილებში).
ღებინება (მოზრდილებში).
სახსრების ტკივილი.
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა).
რეაქციები ინექციის ადგილზე: სიწითლე, სისხლჩაქცევა, შეშუპება და გამაგრება.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
თავბრუსხვევა.
კუჭის ტკივილი.
მუწუკი (პაპულა) ინექციის ადგილზე.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
დიარეა.
სურდო, ცხვირის გაჭედვა ან ქავილი (რინიტი).
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია).
დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია).
გრიპის მსგავსი დაავადება.
დამატებითი გვერდითი მოქმედება ბავშვებში
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
გაღიზიანებადობა, ტირილი.
მადის დაკარგვა.
ძილიანობა.
ეს გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, ვითარდება ვაქცინაციიდან სამი დღის განმავლობაში და გრძელდება არაუმეტეს სამი დღის მანძილზე. ამ გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო მსუბუქი.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.
- როგორ უნდა შეინახოთ სტამარილი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მოცემული ვაქცინა ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს (EXP) შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ მაცივარში (2°C -8°C). არ გაყინოთ.
სინათლისგან დაცვის მიზნით ფხვნილის ფლაკონი და გამხსნელის შპრიცი შეინახეთ გარე კოლოფში.
დაუყოვნებლივ გამოიყენეთ მომზადების შემდეგ.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო მედიკამენტების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სტამარილი
აღდგენის შემდეგ, ერთი დოზისთვის (0,5მლ):
აქტიური ნივთიერებაა:
ყვითელი ცხელების ვირუსი1, 17D-204 შტამი (ცოცხალი, დასუსტებული).....არანაკლებ 1000სე
1 დამზადებული სპეციალურ, პათოგენებისგან თავისუფალ ქათმის ემბრიონში.
სხვა ინგრედიენტებია:
ლაქტოზა, სორბიტოლი, L-ჰისტიდინის ჰიდროქლორიდი, L-ალანინი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროგენ ფოსფატი, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმის სულფატი და საინექციო წყალი.
სტამარილის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
სტამარილი გამოდის ფხვნილის და გამხსნელის სახით საინექციო სუსპენზიისთვის (ფხვნილი ფლაკონში (0,5მლ დოზა) + გამხსნელი წინასწარ შევსებულ შპრიცში (0,5მლ დოზა) ნემსით ან ნემსის გარეშე). კოლოფში 1, 10 ან 20.
აღდგენის შემდეგ სუსპენზია ჩალისფერი ან მოვარდისფრო ჩალისფერია, მეტ-ნაკლებად ოპალესცენტური.
შეიძლება, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი
სანოფი უინზროპ ინდასთრი (Sanofi Winthrop Industrie) - რასპაის გამზირი 82 - 94250 ჟანტიი - საფრანგეთი
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 02/2025.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
_________________________________________________________________________________
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:
ხსნარის მომზადების ინსტრუქცია:
გამოყენებამდე ჩალისფერი ან ფორთოხლისფერ-ჩალისფერი ფხვნილი ერევა ნატრიუმის ქლორიდის გამჭვირვალე, უფერო გამხსნელში, რომელიც მოწოდებულია შპრიცით, რათა მომზადდეს ჩალისფერი ან მოვარდისფრო-ჩალისფერი სუსპენზია, რომელიც მეტ-ნაკლებად ოპალესცენტურია.
მხოლოდ უნემსო შპრიცისთვის: შპრიცის წვერის სახურავის მოხსნის შემდეგ ნემსი მასზე მყარად უნდა დამაგრდეს და ჩაიკეტოს მეოთხედი ბრუნით (90°).
ვაქცინის აღდგენა ხდება წინასწარ ავსებულ შპრიცში მოთავსებული გამხსნელის ფლაკონში დამატებით. ხდება ფლაკონის შენჯღრევა და სრული გახსნის შემდეგ მიღებული სუსპენზია ინექციისთვის იგივე შპრიცში გადმოაქვთ.
ვირუსის ინაქტივაციისგან დაცვისთვის უნდა მოერიდონ სადეზინფექციო საშუალებებთან კონტაქტს.
დაუყოვნებლივ გამოიყენეთ აღდგენის შემდეგ.
ინექციამდე, აღდგენილი ვაქცინა ძალიან კარგად უნდა შეინჯღრეს.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
აგრეთვე იხ. პარაგრაფი 3. როგორ უნდა გამოიყენოთ სტამარილი.
თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე სწორია
მთარგმნელი: ელმირა არუთინიანი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.