სტადიოლი
STADIOL
პერორალური კონტრაცეფცია. - პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ქალის უკვე არსებული რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, კერძოდ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების და სხვა პერორალურ კონტრაცეპტივებთან შედარებით პრეპარატის მიღების ფონზე ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ეთინილესტრადიოლი (ethinylestradiol) + დიენოგესტი (dienogest)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.03მგ + 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №21 (1X21)
- მწარმოებელი
- Pharbil Waltrop GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პროგესტოგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები
- ATC კოდი
- G03AA16
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-033831
- რეგისტრირებულია
- 24 ნოემბერი 2021, მოქმედებს 24 ნოემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Avita group of companies (აზერბაიჯანი)
- განმცხადებელი
- საქართველოში INPHA LLP-ის წარმომადგენლობითი ოფისი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სტადიოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პერორალური კონტრაცეფცია.
- პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ქალის უკვე არსებული რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, კერძოდ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების და სხვა პერორალურ კონტრაცეპტივებთან შედარებით პრეპარატის მიღების ფონზე ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის შეფასების შემდეგ.
გამოყენების უკუჩვენებები
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების (კპკ) გამოყენება არ უნდა მოხდეს ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმეს არსებობის დროს. მიღების ფონზე ამ მდგომარეობებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას.
ვენური თრომბოზის რისკის სერიოზული ან მრავალი ფაქტორის არსებობა:
ვენური თრომბოემბოლია - ვენური თრომბოემბოლიის არსებობა მოცემულ მომენტში (ანტიკოაგულანტების მიღება) ან ანამნეზში (მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია), რისკის ფაქტორებთან ერთად ან მათ გარეშე.
მემკვიდრეობით განპირობებული ან შეძენილი წინასწარგანწყობა ვენური თრომბოემბოლიის მიმართ (რეზისტენტობა აქტივირებული C პროტეინის მიმართ (მათ შორის ლეიდენის ფაქტორი V), ანტითრომბინ III-ის, C პროტეინის ან S პროტეინის დეფიციტი).
ფართო ქირურგიული ჩარევები, რომლებიც მოითხოვს ფართო იმობილიზაციას.
ვენური თრომბოზის რისკის სერიოზული ან მრავალი ფაქტორის არსებობა.
არტერიული თრომბოზის რისკის ფაქტორების არსებობა:
არტერიული თრომბოემბოლიური დაავადებები (მიოკარდიუმის ინფარქტი), თრომბოზის პროდრომალური სიმპტომი (სტენოკარდია) ანამნეზში.
ცერებროვასკულური დაავადება - მოცემულ მომენტში არსებული ან ანამნეზში.
ინსულტი ან პროდრომალური მდგომარეობა (მაგალითად ტრანზიტორული იშემიური შეტევა).
გამოვლენილი თანდაყოლილი ან შეძენილი წინასწარგანწყობა არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, როგორიც არის ჰიპერჰომოცისტეინიემია, ანტისხეულები ფოსფოლიპიდების მიმართ (ანტისხეულები კარდიოლიპინის მიმართ, მგლურას საწინააღმდეგო კოაგულანტი).
შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით ანამნეზში.
ვენური ან არტერიული თრომბოზის რისკის მრავალი ან გამოხატული ფაქტორები:
შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით.
არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა.
დისპროტეინემიის მძიმე ფორმა.
პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით, მოცემულ მომენტში არსებული ან ანამნეზში.
ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის მძიმე დაავადებები (ღვიძლის სინჯების ნორმალიზებამდე), მოცემულ მომენტში არსებული ან ანამნეზში.
ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი), მოცემულ მომენტში არსებული ან ანამნეზში; გამოვლენილი ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) ან მათზე ეჭვი.
გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენა.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება
პერორალური გამოყენებისათვის.
სტადიოლის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ბლისტერზე მითითებული რეჟიმის შესაბამისად, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. პრეპარატი მიიღება 1 ტაბლეტი/დღე-ღამეში, ზედიზედ 21 დღის განმავლობაში. ყოველი შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს პრეპარატის გამოყენებისგან შვიდ დღიანი შესვენების დასრულების შემდეგ, რომლის განმავლობაშიც უნდა ხდებოდეს მოხსნის სისხლდენა. როგორც წესი, მოხსნის სისხლდენა იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მე-2-3 დღეს და შეიძლება არ დასრულდეს შემდეგი შეფუთვის გამოყენების დაწყებამდე.
სტადიოლის დაწყება უნდა მოხდეს ბუნებრივი ციკლის პირველ დღეს (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს).
სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების (სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივი, ვაგინალური რგოლი ან ტრანსდერმული პლასტირი) მიღებიდან სტადიოლზე გადასვლა.
სასურველია პრეპარატის გამოყენების დაწყება წინა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს, მაგრამ ტაბლეტების მიღებისგან შესვენების შემდეგ არა უგვიანეს მეორე დღისა. ქალებს, რომლებიც იყენებენ ვაგინალურ რგოლს ან ტრანსდერმულ პლასტირს, შეუძლიათ მიიღონ სტადიოლი კონტრაცეფციის ამ მეთოდების მოხსნის შემდეგ.
იმ მეთოდიდან გადასვლა, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ პროგესტაგენის ("მინი-პილი", ინექციები, იმპლანტები) ან საშვილოსნოსშიდა სისტემის პროგესტოგენთან გამოყენებაზე.
პრეპარატის გამოყენება შეგიძლიათ დაიწყოთ "მინი-პილი"-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ ნებისმიერ დღეს (იმპლანტის ან საშვილოსნოსშიდა სისტემის შემთხვევაში - მათი მოცილების დღეს, ინექციის შემთხვევაში - შემდეგი ინექციის ნაცვლად). თუმცა, ყველა შემთხვევაში რეკომენდებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის დამატებით გამოყენება პრეპარატის მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
ორსულობის Ι ტრიმესტრში აბორტის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენების დაწყება შეიძლება დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი კონტრაცეპტული საშუალებების დამატებით გამოყენება.
მშობიარობის ან ΙΙ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ.
რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების დაწყება მშობიარობიდან ან ორსულობის ΙΙ ტრიმესტრში აბორტიდან 21-28 დღის შემდეგ. ტაბლეტების მიღების უფრო გვიან დაწყების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში რეკომენდებულია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება. თუმცა, თუ სქესობრივი კავშირი უკვე მოხდა, მაშინ პრეპარატის მიღების დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს შესაძლო ორსულობა ან დაელოდოთ პირველი მენსტრუაციის დაწყებას.
ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთვევაში
თუ ტაბლეტის მიღების დაგვიანება არ აღემატება 12 საათს, პრეპარატის ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება არ მცირდება. გამოტოვებული ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ამის გარკვევისთანავე. ამ შეფუთვიდან შემდეგი ტაბლეტის მიღება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
თუ დავიწყებული ტაბლეტის მიღების დაგვიანება აღემატება 12 საათს, შეიძლება შემცირდეს კონტრაცეპტული დაცვა. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ორი ძირითადი წესით:
- ტაბლეტების მიღებებს შორის ინტერვალი არასოდეს არ უნდა იყოს 7 დღეზე მეტი.
- ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ადეკვატური ინჰიბირება მიიღწევა 7 დღის განმავლობაში ტაბლეტების უწყვეტი მიღებით.
შესაბამისად, ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იხელმძღვანელოთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციებით.
კვირა 1
უნდა მოხდეს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება მალე მიღება, მაშინაც კი თუ ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღება იქნება საჭირო. ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების ჩვეულ დროს მიღება. გარდა ამისა, შემდეგი 7 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება, მაგალითად, პრეზერვატივის. წინა 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დაორსულების შესაძლებლობა. რაც უფრო მეტი ტაბლეტია გამოტოვებული და რაც უფრო ახლოვდება პრეპარატის მიღებისგან შესვენება, მით უფრო მეტია ორსულობის რისკი.
კვირა 2
უნდა მოხდეს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება მალე მიღება, მაშინაც კი თუ ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღება იქნება საჭირო. ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების ჩვეულ დროს მიღება. იმ პირობით, რომ გამოტოვებამდე ტაბლეტები სწორად მიიღება 7 დღის განმავლობაში, აუცილებელი არ არის დამატებით ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. სხვა შემთხვევაში ან ერთზე მეტი ტაბლეტის გამოტოვების დროს, რეკომენდებულია 7 დღის განმავლობაში დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება.
კვირა 3
საიმედოობის რისკი იმატებს პრეპარატის გამოყენებისგან შესვენების მოახლოებასთან ერთად. თუმცა, ტაბლეტების მიღების სქემის დაცვის შემთხევაში შეიძლება თავიდან იქნას აცილებული კონტრაცეპტული დაცვის შემცირება. თუ ხდება ქვემოთ მითითებული ვარიანტებიდან რომელიმეს დაცვა, მაშინ აღარ არის აუცილებელი დამატებით კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება, იმ პირობით, რომ გამოტოვებამდე ტაბლეტები სწორად მიიღება 7 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკომენდებულია ქვემოთ მითითებული ვარიანტებიდან პირველის დაცვა და დამატებითი ზომების მეთოდების გამოყენება მომდევნო 7 დღის განმავლობაში.
უნდა მოხდეს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება მალე მიღება, მაშინაც კი თუ ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღება იქნება საჭირო. ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების ჩვეულ დროს მიღება. შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყება უნდა მოხდეს წინა შეფუთვიდან ტაბლეტების დასრულებისთანავე, ანუ არ უნდა მოხდეს შესვენება ტაბლეტების სხვადასხვა შეფუთვიდან მიღებებს შორის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალს დაეწყოს მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დასრულებამდე, თუმცა პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლიანი გამონადენი ან გარღვევა სისხლდენა.
- ასევე შეიძლება მიმდინარე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების შეწყვეტა. ამ შემთხვევაში, პრეპარატის მიღებისგან შესვენება უნდა იყოს 7 დღემდე, ტაბლეტების გამოტოვების დღეების ჩათვლით; ტაბლეტების მიღების დაწყება უნდა მოხდეს შემდეგი შეფუთვიდან. თუ ტაბლეტების გამოტოვების შემდეგ პრეპარატის გამოყენებისგან პირველი ნორმალური შესვენების განმავლობაში არ ხდება მოსალოდნელი მენსტრუაცია, მაშინ სავარაუდოა ორსულობა. ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
რეკომენდაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების შემთხვევაში
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე დარღვევების შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის არასრული შეწოვა; ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს კონტრაცეპტული საშუალებების დამატებით გამოყენება. თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათში იწყება ღებინება, აუცილებელია რაც შეიძლება მალე ახალი ტაბლეტის მიღება. თუ გასულია 12 საათზე მეტი, მისაღებია ზემოთ მოცემული რეკომენდაცია პუნქტის-"გამოყენების წესი და დოზები" ქვეპუნქტში "რა უნდა გააკეთოთ ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთვევაში". თუ ქალს არ სურს შეცვალოს ტაბლეტების მიღების თავისი გრაფიკი, მან დამატებით აუცილებლად უნდა მიიღოს ტაბლეტ(ები)ი შემდეგი შეფუთვიდან.
როგორ უნდა მოხდეს მოხსნის სისხლდენის დაწყების შეფერხება
მოხსნის სისხლდენის შეყოვნების მიზნით, პრეპარატის ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს ახალი შეფუთვიდან და უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენებისგან შესვენება. სურვილის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების დასრულებამდე. ამავდროულად, შეიძლება აღინიშნებოდეს გარღვევა სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი. ჩვეულებრივ, პრეპარატის გამოყენების განახლდება ხდება ტაბლეტების მიღებისგან შვიდ დღიანი შესვენების შემდეგ.
მოხსნის სისხლდენის დაწყების დროის კვირის სხვა დღეს გადასატანად, რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისგან შესვენების შემცირება იმდენი დღით, რამდენიც პაციენტს სურს.
მენსტრუალური სისხლდენის დაწყების კვირის სხვა დღეს გადასადებად, ქალის მოთხოვნით უნდა შემცირდეს შემდეგი 7-დღიანი შესვენება (იქამდე, სანამ აუცილებელია). მაგალითად, თუ ციკლი ჩვეულებრივ იწყება პარასკევს და თუ ქალს სურს ციკლი მომავალში დაიწყოს სამშაბათს (ე.ი. 3 დღით ადრე), მაშინ შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივ იწყება გამოყენების დრომდე 3 დღით ადრე. რაც უფრო მოკლეა ინტერვალი, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მენსტრუალური სისხლდენა შეფერხდება და მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს ძლიერი სისხლიანი გამონადენი.
უკუჩვენებები
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება არ შეიძლება შემდეგი მდგომარეობების დროს. თუ რომელიმე მდგომარეობა პირველად განვითარდება კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის დროს, პროდუქტის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ვენური თრომბოემბოლიზმის არსებობა ან რისკი
ვენური თრომბოემბოლიზმი - მიმდინარე ვენური თრომბოემბოლიზმი (ანტიკოაგულანტებით თერაპია) ან ანამნეზში (მაგ. ღრმა ვენური თრომბოზი ან ფილტვის ემბოლიზმი)
ცნობილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა ვენური თრომბოემბოლიზმის მიმართ, როგორიცაა APCრეზისტენტობა, (მათ შორის ფაქტორი V ლაიდენი), ანტითრომბინი-III-დეფიციტი, C პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი
ძირითადი ქირურგია ხანგრძლივი იმობილიზაციით (იხილეთ თავი 4.4).
ვენური თრომბოემბოლიზმის მაღალი რისკი მრავალი რისკის ფაქტორის არსებობის გამო (იხილეთ თავი 4.4).
არტერიული თრომბოემბოლიზმის რისკის არსებობა
არტერიული თრომბოემბოლიზმი - არსებული არტერიული თრომბოემბოლიზმი, არეტრიული თრომბოემბოლიზმის (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტის) ან პროდრომალური მდგომარეობის (მაგ. სტენოკარდიის) ისტორია
ცერებროვასკულარული დაავადება - მიმდინარე ისნულტი, ინსულტის ან პროდრომალური მდგომარეობის ისტორია (მაგ. ტრანზიტორული იშემიური შეტევა)
ცნობილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი წინასწარგანწყობა არტერიული თრომბომებოლიზმის მიმართ, როგორიცაა ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდების ანტისხეულები (ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულები, სისტემური ანტიკოაგულანტი)
მიგრენის ისტორია ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომებით
არტერიული თრომბოემბოლიზმის მაღალი რისკი მრავალი რისკის ფაქტორის გარეშე (იხილეთ თავი 4.4) ან ერთი სერიოზული რისკის ფაქტორის არსებობა, როგორიცაა:
შაქრიანი დიაბეტი ვასკულარული სიმპტომებით
მწვავე ჰიპერტენზია
მწვავე დისლიპოპროტეინემია
პანკრეატიტი ან მისი ისტორია, თუ დაკავშირებულია მწვავე ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან
ღვიძლის მწვავე დაავადების არსებობა ან მისი ისტორია, თუ ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელობები არ დაბრუნდა ნორმის ფარგლებში
ღვიძლის სიმსივნეების არსებობა ან ისტორია (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი)
დადასტურებული ან საეჭვო სასქესო სტეროიდების ზემოქმედებით გამოწვეული ავთვისებიანობები (მაგ. სასქესო ორგანოების ან მკერდის)
არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა
მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციების ან 6.1 თავში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე საშუალების მიმართ.
უკუნაჩვენებია სტადიოლის გამოყენება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რიტონავირს და დასაბუვირს, (იხილეთ თავი 4.4 და თავი 4.5).
სიფრთხილის ზომები
ქვემოთ აღნიშნული მდგომარეობებიდან/რისკის ფაქტორებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია სამკურნალო საშუალების გამოყენებისაგან მიღებული სარგებლის და შესაძლო რისკის შეფასება თითოეული პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით და ამის განხილვა ქალთან, სანამ ის გადაწყვეტს მიიღოს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები (კპკ). ქვემოთ აღნიშნული მდგომარეობებიდან ან რისკის ფაქტორებიდან რომელიმეს გამწვავების, გაუარესების ან პირველად განვითარების შემთხვევაში, ქალისთვის რეკომენდებულია მიმართოს ექიმს.
ვენური თრომბოემბოლია (ვთე)
ნებისმიერი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რიკს ქალებში, რომლებიც მათ იყენებენ, იმ ქალებთან შედარებით ვინც მათ არ იყენებს. ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველი პრეპარატები ასოცირდება ვენური თრომბოემბოლიის განვითარების დაბალ რისკთან. ამ მომენტისათვის არ არის ცნობილი პრეპარატ სტადიოლის გამოყენების რისკი დაბალი რისკის მქონე პრეპარატებთან შედარებით. პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველაზე დაბალი რისკის მქონე პრეპარატების გარდა, უნდა მოხდეს მხოლოდ ქალთან განხილვის შემდეგ. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იგი აცნობიერებს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებულ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკს, არსებული რისკის ფაქტორების გავლენის ხარისხს და იმ ფაქტს, რომ ვენური თრომბოემბოლიის რისკი ყველაზე მაღალია გამოყენების პირველი წლის განმავლობაში. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ვენური თრომბოემბოლიის რისკი შეიძლება გაიზარდოს 4 კვირიანი ან უფრო მეტ ხნიანი შესვენების შემდეგ კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენების გაგრძელების დროს.
10000 ქალიდან, რომლებიც არ ღებულობენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს და არ არიან ორსულად, 1 წლის განმავლობაში ვენური თრომბოემბოლია უვითარდება ორს. თუმცა, თითოეული ქალისთვის რისკი შეიძლება მნიშვნელოვნად მაღალი იყოს, რაც დამოკიდებულია არსებულ რისკის ფაქტორებზე (იხილეთ ქვემოთ).
ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ქალებში, რომლებიც იყენებენ დაბალდოზირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს (<50 მკგ ეთინილესტრადიოლი), შეიძლება განვითარდეს ვენური თრომბოემბოლია დაახლოებით 1–დან 6–12 წლის განმავლობაში 1000 პაციენტზე.
სავარაუდოდ, 10000 ქალიდან, რომლებიც იღებენ ლევონორგესტრელის შემცველ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, 1 წლის განმავლობაში ვენური თრომბოემბოლია უვითარდება დაახლოებით 61-ს.
ეპიდემიოლოგიური კვლევების შეზღუდული მონაცემები მოწმობს, რომ ვენური თრომბოემბოლიის რისკი შეიძლება თანაბარი იყოს დიენოგესტის შემცველი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების და ლევონორგესტრელის შემცველი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს. ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში ნაკლები იყო ვიდრე მოსალოდნელია ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
შემთხვევათა 1-2% -ში ვენურ თრომბოემბოლიას შეიძლება ჰქონდეს ლეტალური შედეგი. ძალიან იშვიათად ხდებოდა შეტყობინება სხვა სისხლძარღვების, მაგალითად, ღვიძლის, თირკმელების არტერიების და ვენების, მეზენტერიული სისხლძარღვების ან თვალის ბადისებრი გარსის სისხლძარღვების თრომბოზის განვითარების შესახებ ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვენური თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი შეიძლება მნიშვნელოვნად მაღალი იყოს დამატებითი რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი (იხილეთ ცხრილი).
სტადიოლის გამოყენება უკუნაჩვენებია მრავალი რისკის ფაქტორის მქონე ქალებში, რამაც შეიძლება გაზარდოს ვენური თრომბოზის განვითარების რისკი. თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკის ფაქტორი, რისკის მატება შეიძლება აღემატებოდეს თითოეულ ცალკეულ ფაქტორთან დაკავშირებული რისკების ჯამს, ამიტომ უნდა მოხდეს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების საერთო რისკის გათვალისწინება. თუ თანაფარდობა - სარგებელი/რისკი არის არახელსაყრელი, არ უნდა მოხდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა.
ცხრილი 1. ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
რისკის ფაქტორი
შენიშვნა
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2-ს)
რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხეულის მასის ინდექსის ზრდასთან ერთად.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სხვა რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
ხანგრძლივი იმობილიზაცია, ფართო ქირურგიული ჩარევა, ნებისმიერი ოპერაცია ქვედა კიდურებზე ან მენჯის ორგანოებზე, ნეიროქირურგიული ჩარევები და მოცულობითი ტრამვა.
შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, მათ შორის > 4 საათი ფრენები, ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორი, განსაკუთრებით რისკის სხვა ფაქტორების მქონე ქალებში.
ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა (დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, მინიმუმ 4 კვირით ადრე) და მისი გამოყენების გაგრძელება მოტორული აქტივობის სრული აღდგენის შემდეგ არა უადრეს ორი კვირისა. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოხდეს კონტრაცეფციის სხვა მეთოდების გამოყენება.
გასათვალისწინებელია ანტითრომბოზული თერაპიის მიზანშეწონილობა თუ წინასწარ არ მომხდარა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლია რომელიმე ნათესავის ან მშობლის ანამნეზში, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად 50 წლამდე).
ნებისმიერი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენებამდე მემკვიდრულ წინასწარგანწყობასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ქალებისთვის რეკომენდებულია კონსულტაცია გაიარონ სპეციალისტთან.
ვენურ თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობები
კიბო, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
ასაკი
განსაკუთრებით 35 წელზე მეტი
არ არსებობს ერთიანი მოსაზრება ვენების ვარიკოზის და ზედაპირული თრომბოფლებიტის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით ვენური თრომბოზის დაწყებაზე ან განვითარებაზე.
აუცილებელია ყურადღება მიექცეს ორსულობის პერიოდში თრომბოემბოლიის განვითარების მომატებულ რისკს, განსაკუთრებით მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში.
ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომები (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია)
უნდა მოხდეს ქალებისთვის რჩევის მიცემა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს და აცნობონ, რომ იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.

ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- ბარძაყის, წვივის და/ან ტერფის ან ფეხის ვენის გასწვრივ მიდამოების ცალმხრივი შეშუპება;
- ფეხის ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა ფეხში, რაც იგრძნობა მხოლოდ ფეხზე დგომის ან სიარულის დროს;
- დაზიანებულ ფეხში სიცხის შეგრძნება; ფეხის კანის გაწითლება ან ფერის შეცვლა.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
გაურკვეველი ეტიოლოგიის უეცარი ქოშინი ან გახშირებული სუნთქვა;
უეცარი ხველა, შესაძლოა სისხლიანი;
უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში;
ძლიერი თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა;
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
ამ სიმპტომებიდან ზოგიერთი (მაგალითად, ქოშინი, ხველა) არის არასპეციფიკური ან შეიძლება მათი ინტერპრეტაცია მოხდეს არასწორად, როგორც უფრო გავრცელებული ან ნაკლებად მძიმე გამოვლინებები (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციები).
ვასკულური ოკლუზიის სხვა გამოვლინებები შეიძლება მოიცავდეს უეცარ ტკივილის, შეშუპებას და კიდურის უმნიშვნელო სილურჯეს.
თვალის სისხლძარღვთა ოკლუზიის დროს, საწყისი სიმპტომატიკა შეიძლება იყოს არამკაფიო მხედველობა, რასაც თან არ ახლავს ტკივილის შეგრძნება და შეიძლება პროგრესირდეს მხედველობის დაკარგვამდე. ზოგჯერ მხედველობის დაკარგვა თითქმის მყისიერად ვითარდება.
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკი (ათე)
ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ნებისმიერი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენება ასოცირდება არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ცერებროვასკულური მოვლენების მომატებულ რისკთან (მაგალითად, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ინსულტი). არტერიულ თრომბოემბოლიურ მოვლენებს შეიძლება ჰქონდეს ლეტალური შედეგი.
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, რისკის ფაქტორების მქონე ქალებში იზრდება არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების ან ცერებროვასკულური მოვლენების განვითარების რისკი (იხ. ცხრილი). პრეპარატ სტადიოლის გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში თუ მათ აქვთ არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ერთი სერიოზული ან მრავალი ფაქტორი, რამაც შეიძლება გაზარდოს არტერიული თრომბოზის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები”). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკის ფაქტორი, რისკის მატება შეიძლება აღემატებოდეს თითოეულ ცალკეულ ფაქტორთან დაკავშირებული რისკების ჯამს, ამიტომ უნდა მოხდეს საერთო რისკის გათვალისწინება. თუ თანაფარდობა - სარგებელი/რისკი არის არახელსაყრელი, არ უნდა მოხდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა.
ცხრილი 2. არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
რისკის ფაქტორი
შენიშვნა
ასაკის მატება
განსაკუთრებით 35 წელზე მეტი
მოწევა
ქალებისთვის, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, რეკომენდებულია თავი შეიკავონ მოწევისგან. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის, რომლებიც აგრძელებენ მოწევას, მკაცრად რეკომენდებულია გამოიყენონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდი.
არტერიული ჰიპერტენზია

განსაკუთრებით მოითხოვს ყურადღებას, როდესაც ქალებს აქვთ სხვა რისკის ფაქტორები.
ოჯახური ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლია რომელიმე ნათესავის ან მშობლის ანამნეზში, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად 50 წლამდე)
ნებისმიერი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენებამდე მემკვიდრულ წინასწარგანწყობასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ქალებისთვის რეკომენდებულია კონსულტაცია გაიარონ სპეციალისტთან.
შაკიკი
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს შაკიკის განვითარების სიხშირის ან სიმძიმის ზრდა (ცერებროვასკულური მოვლენების განვითარებამდე შესაძლებელია პროდრომალური მდგომარეობები) შეიძლება გახდეს კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების დაუყოვნებელი შეწყვეტის მიზეზი.
სხვა მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია გვერდით რეაქციებთან სისხლძარღვების მხრივ
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქველების დეფექტები, წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.
არტერიული თრომბოემბოლიის სიმპტომები
უნდა მოხდეს ქალებისთვის რჩევის მიცემა, რომ ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს და აცნობონ, რომ იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.
ცერებროვასკულარული დარღვევის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
სახის, ზედა ან ქვედა კიდურის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით ცალმხრივი;
სიარულის მანერის უეცარი დარღვევა, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
უეცარი ცნობიერების არევა, საუბრის და აღქმის უნარის დარღვევა;
ერთ ან ორივე თვალში მხედველობის უეცარი გაუარესება;
უეცარი, ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი კონკრეტული მიზეზის გარეშე;
გონების დაკარგვა ან გულის წასვლა თანმხლები გულყრებით ან მათ გარეშე.
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ქალის ანამნეზის (მათ შორის ოჯახის ანამნეზის) შეგროვება და ორსულობის შესაძლებლობის გამორიცხვა. აუცილებელია არტერიული წნევის გაზომვა და სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება უკუჩვენებისა და სიფრთხილის ზომების საფუძველზე. უნდა მოხდეს ქალების ინფორმირება ვენური და არტერიული თრომბოზის, კომბინირებული პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების რისკის, ვენური და არტერიული თრომბოემბოლიის სინდრომების, არსებული რისკის ფაქტორების შესახებ და იმის შესახებ თუ რა უნდა გააკეთოს თრომბოზზე ეჭვის დროს. ქალი საგულდაგულოდ უნდა გაეცნოს ინფორმაციას პრეპარატის გამოყენების შესახებ და გაითვალისწინოს მოცემული რჩევები. ამ გამოკვლევების სიხშირე და ხასიათი განისაზღვრება თითოეული ქალის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით და არსებული კლინიკური რეკომენდაციების საფუძველზე. უნდა მოხდეს ქალის გაფრთხილება, რომ კომბინირებული პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ იცავენ აივ-ინფექციის (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისაგან.
სიმპტომების ტრანზიტორული ხასიათი შეიძლება მოწმობდეს ტრანზიტორულ იშემიურ შეტევას (ტიშ).
სიმსივნეები
ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგები მიუთითებს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენების დროს (> 5 წლის) საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის დამატებით ზრდაზე. თუმცა, ეს მტკიცებულება ურთიერთსაწინაარმდეგო ხასიათს ატარებს, რადგან ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დადგენილი, რამდენად ითვალისწინებდა კვლევების შედეგები თანმხლებ რისკის ფაქტორებს, მაგალითად, ადამიანის პაპილომავირუსულ ინფექციას.
54 ეპიდემიოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული მეტაანალიზი მიუთითებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ფარდობითი რისკის (ОР = 1,24) უმნიშვნელო ზრდაზე ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.
54 ეპიდემიოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული მეტაანალიზი მიუთითებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ფარდობითი რისკის (ОР = 1,24) უმნიშვნელო ზრდაზე ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს. ეს მომატებული რისკი თანდათან უბრუნდება ქალის ასაკთან დაკავშირებული საბაზისო რისკის დონეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ 10 წლის განმავლობაში. რადგან სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად ვითარდება 40 წლამდე ასაკის ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის შემთხვევების რაოდენობის მატება ქალებში, რომლებიც მოცემულ მომენტში იყენებენ ან ცოტა ხნით ადრე იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, არის უმნიშვნელო სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების საერთო რაოდენობასთან შედარებით. ცალკეულ შემთხვევებში ქალებში, რომლებიც იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი და უფრო იშვიათ შემთხვევებში - ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში იწვევდა სიცოცხლისათვის საშიშ სისხლდენას მუცლის ღრუში. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ეპიგასტრიუმის არეში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების ან მუცლის ღრუში სისხლდენის ნიშნების გამოვლენის შესახებ ჩივილების შემთხვევაში, დიფერენციალური დიაგნოსტირების დროს უნდა მოხდეს ღვიძლის სიმსივნის არსებობის შესაძლებლობის გათვალისწინება.
სხვა მდგომარეობები
ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ან ოჯახურ ანამნეზში ამ დარღვევის მქონე ქალებს აქვთ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს პანკრეატიტის განვითარების რისკი.
მიუხედავად იმისა, რომ იყო შეტყობინებები არტერიული წნევის უმნიშვნელო მატების შესახებ ბევრ ქალში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება არის იშვიათი გამოვლინება. თუმცა, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს ხანგრძლივი, კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევაში, გონივრული იქნება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მოხსნა და არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. თუ მიზანშეწონილია, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს ანტიჰიპერტენზიული თერაპიის საშუალებით ნორმოტონიის მიღწევის შემდეგ. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება უნდა შეწყდეს თუ მათი გამოყენებისას არტერიული ჰიპერტენზიის დროს, რომელიც დიაგნოზირებულია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებამდე, ნარჩუნდება არტერიული წნევის სტაბილურად მაღალი მაჩვენებლები, მიუხედავად ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებისა.
იყო შეტყობინებები ორსულობის პერიოდში და კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს ქვემოთ აღნიშნული დაავადებების განვითარების ან გამწვავების შესახებ, მაგრამ საბოლოოდ არ არის გარკვეული მათი ურთიერთკავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან: ქოლესტაზთან დაკავშირებული სიყვითლე და/ან ქავილი, ნაღვლის კენჭების ფორმირება, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, სიდენჰემის ქორეა, ორსულთა ჰერპესი, ოტოსკლეროზთან დაკავშირებული სმენის დაკარგვა.
ანგიონევროზული შეშუპების მიმართ მემკვიდრული წინასწარგანწყობის მქონე ქალებში, ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გამწვავება.
ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევების შემთხვევაში, შეიძლება აუცილებელი გახდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების შეწყვეტა სანამ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ დაბრუნდება ნორმას. ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივის შემთხვევაში, რომელიც პირველად განვითარდა ორსულობის პერიოდში ან სქესობრივი ჰორმონების წინა მიღების დროს, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება უნდა შეწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლია გავლენა მოახდინოს პერიფერიულ ინსულინორეზისტენტობაზე და გლუკოზას ტოლერანტობაზე, არ არსებობს მონაცემები დიაბეტის მქონე ქალებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი), თერაპიული რეჟიმის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს ასევე აღინიშნებოდა ენდოგენური დეპრესიის, ეპილეფსიის, კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის გამწვავების შემთხვევები.
ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ორსულთა ქლოაზმა. ქლოაზმის განვითარების მიმართ მიდრეკილი ქალები, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს უნდა მოერიდონ მზის პირდაპირ ზემოქმედებას ან ულტრაიისფერ დასხივებას. პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 47 მგ ლაქტოზას. იშვიათი მემკვიდრული დაავადებების - გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ლაქტოზას ამ რაოდენობის გათვალისწინება.
ეფექტურობის შემცირება
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ტაბლეტების მიღების გამოტოვების, კუჭ-ნაწლავის დარღვევების ან სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
ციკლის კონტროლი
ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული სისხლდენები (სისხლიანი გამონადენი ან გარღვევა სისხლდენა), განსაკუთრებით პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. ამის მიუხედავად, არარეგულარული ვაგინალური სისხლდენის შეფასება შეიძლება მხოლოდ ორგანიზმის პრეპარატთან ადაპტაციის პერიოდის შემდეგ (ჩვეულებრივ ტაბლეტების გამოყენების 3 ციკლის შემდეგ).
თუ არარეგულარული სისხლიანი გამონადენი ნარჩუნდება ადაპტაციის პერიოდის შემდეგ ან ვლინდება რეგულარული სისხლდენების პერიოდის შემდეგ, უნდა მოხდეს სისხლდენის არაჰორმონალური მიზეზების გათვალისწინება და შესაბამისი სადიაგნოსტიკო ზომების მიღება, მათ შორის გამოკვლევა სიმსივნის არსებობის და ორსულობის გამორიცხვის მიზნით. დიაგნოსტიკური ზომები შეიძლება მოიცავდეს კიურეტაჟს.
ზოგიერთ ქალს შეიძლება არ ჰქონდეს მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა პრეპარატის გამოყენებისგან შესვენების დროს. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მითითებების მიხედვით მიიღების შემთხვევაში, ორსულობა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, თუ კონტრაცეპტივის გამოყენება იყო არარეგულარული ან თუ არ მოხდა მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა ორი ციკლის განმავლობაში, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების გაგრძელებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა.
ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მაჩვენებლების ზრდა
კლინიკური კვლევების დროს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ C ჰეპატიტის ვირუსს (HCV) და იღებდნენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/ რიტონავირს და დასაბუვირს (რიბავინის გამოკლებით), ეთინილესტრადიოლის შემცველი ორალური კონტრაცეპტივების ერთდროულმა გამოყენებამ 5-ჯერ გადააჭარბა ტრანსამინაზების ნორმალურ ზედა ზღვარს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შენიშვნა: პოტენციური ურთიერთქმედების დასადგენად, უნდა მოხდეს იმ სამკურნალო საშუალების შესახებ ინფორმაციის წაკითხვა, რომელიც გამოიყენება ერთდროულად.
სტადიოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
შესაძლებელია ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახდენენ მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციას. ამან შეიძლება გაზარდოს სასქესო ჰორმონების კლირენსი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური სისხლდენის დამახასიათებელი ნიშნების ცვლილებები და/ან კონტრაცეპტივის ეფექტურობის დაკარგვა.
ფერმენტების ინდუქციის შენიშვნა შესაძლებელია რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ. ზოგადად, ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია აღინიშნება რამდენიმე კვირის შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ფერმენტების ინდუქცია შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 4 კვირა.
ხანმოკლე მკურნალობა
ქალებმა, რომლებიც ღებულობენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ახდენენ ფერმენტების ინდუქციას, კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად დამატებით დროებით უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ბარიერული ან სხვა მეთოდი. ბარიერული მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს შესაბამისი პრეპარატით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი გამოყენების შეწყვეტიდან კიდევ 28 დღის განმავლობაში. თუ თერაპია იწყება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის შეფუთვიდან ბოლო ტაბლეტების გამოყენების პერიოდში, მაშინ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივის შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს წინა შეფუთვის მიღების დასრულებისთანავე, ტაბლეტების მიღებისგან ჩვეულებრივი შესვენების გარეშე.
ხანგრძლივი მკურნალობა
ხანგრძლივი თერაპიის დროს ისეთი მოქმედი ნივთიერებებით, რომლებიც იწვევს ღვიძლის ფერმენტების ინდუქციას, ქალებისთვის რეკომენდებულია კონტრაცეფციის სხვა საიმედო არაჰორმონალური მეთოდის შერჩევა.
მოქმედი ნივთიერებები, რომლებიც ზრდის კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსს (კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება ფერმენტების ინდუქციის საშუალებით), მაგალითად:
- ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი: ასევე, შესაძლებელია ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი, გრისეოფულვინი და კრაზანას ექსტრაქტის შემცველი სამკურნალო საშუალებები.
- კლინიკური მონაცემების თანახმად, ციტოქრომ P450-ის (CYP3A4) მიკროსომალური ფერმენტების ძლიერ ინდუქტორთან ერთად პერორალური შეყვანის დროს, როგორიც არის რიფამპიცინი.
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსზე ცვალებადი ზემოქმედების მქონე მოქმედი ნივთიერებები.
კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, აივ/C ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორების და რევერს-ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორების კომბინაციების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს სისხლის პლაზმაში ესტროგენების ან პროგესტინების კონცენტრაცია. ამგვარი ცვლილებების კუმულაციური გავლენა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს.
ამიტომ, პოტენციური ურთიერთქმედების დასადგენად უნდა წაიკითხოთ იმ აივ/C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია, რომლის მიღებაც ხდება. ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ქალებმა დამატებით უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი პროტეაზას ინჰიბიტორებით ან რევერს-ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორებით თერაპიის დროს.
დიენოგესტინის მთავარი მეტაბოლიტი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ის (CYP3A4) არარსებობის შემთხვევაში. ამრიგად, ამ ფერმენტული სისტემის ინჰიბიტორები, სავარაუდოდ, გავლენას არ მოახდენენ დიენოგესტინის მეტაბოლიზმზე.
პრეპარატ სტადიოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე გავლენის მოხდენა. შესაბამისად, პლაზმაში და ქსოვილებში კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინის) ან შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინის).
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. პრეპარატის გამოყენების დროს დაორსულების შემთხვევაში, აუცილებელია მისი მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. თუმცა, ფართომასშტაბიანი ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები არ მიუთითებს თანდაყოლილი დეფექტების განვითარების რისკის მატებაზე ბავშვებში, რომლებიც შეეძინათ იმ ქალებს, რომლებიც დაორსულებამდე ღებულობდნენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს და ასევე ორსულობის ადრეულ სტადიაზე უნებლიედ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს ტერატოგენული მოქმედების არსებობაზე.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობის რისკი. თუ პრეპარატი ხელახლა ინიშნება მშობიარობის შემდგომ პერიოდში, უნდა მოხდეს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკის გათვალისწინება.
ლაქტაციის პერიოდი
კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ძუძუთი კვებაზე, რადგან მათი გავლენით შეიძლება შემცირდეს დედის რძის რაოდენობა, ასევე შეიცვალოს მისი შემადგენლობა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებები და/ან მათი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. ამ რაოდენობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვზე. ამის მიუხედავად, არ არის რეკომენდებული კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება ძუძუთი კვების დროს.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების შესაძლებლობა.
არ გამოვლენილა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტების სიხშირე გამოვლინდა სამკურნალოდ იგივე შემადგენლობის (დიენოგესტი/ეთინილესტრადიოლი) სხვა პრეპარატების გამოყენებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში (ასევე 3590 ქალში).
გვერდითი ეფექტების სიხშირის გამოთვლა მოხდა 1/10 და არცერთი მათგანი არ არის კლასიფიცირებული როგორც ყველაზე გავრცელებული ეფექტი. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები არის თავის ტკივილი, ტკივილილი მუცლის და გულმკერდის არეში.
პრეპარატების გამოყენების დროს არტერიული და ვენური თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკი, ასევე მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის, ვენური თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, რომლებიც აღნიშნულია პუნქტში "სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები".
ორგანოთა სისტემის კლასები
ხშირად (≥1/100 – <1/10)
არახშირად (≥1/1 000 – <1/100)
იშვიათად (≥1/10 000 – < 1/1 000)
ინფექციური პროცესები
და ინვაზიები
ვულვოვაგინალური კანდიდოზი ან სხვა სოკოვანი ინფექციები
იმუნური სისტემის მხრივ
ალერგიული რეაქციები
მეტაბოლური და კვების დარღვევები
მადის მომატება
ფსიქიკური აშლილობები
დეპრესიული განწყობა, დეპრესია,
ლიბიდოს დაქვეითება, აგრესია, ინდიფერენტულობა,
ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
შაკიკი, ძილიანობა, ფეხის კრუნჩხვები, ნერვოზულობა.
ანორექსია
მხედველობის ორგანოების მხრივ
დისკომფორტი თვალებში
მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივიტი
სმენის ორგანოების მხრივ
სმენის დარღვევა
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ჰიპერტენზია, დაბალი არტერიული წნევა, ტკივილები ვენებში.
ფლებიტი, ღრმა ვენების და ფილტვის არტერიის თრომბოზი, თრომბოემბოლია, არტერიული თრომბოემბოლია, ტაქიკარდია, პრობლემები გულის მხრივ, ჰემატომა, ცერებროვასკულური დაზიანება, ანემია.
სასუნთქი სისტემის მხრივ
სინუსიტი, ასთმა, რესპირატორული ინფექციები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ტკივილი მუცლის არეში
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ,
გულისრევა, ღებინება
დიარეა
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
აკნე, აკნესმაგვარი დერმატიტი, ეგზანთემა, ეგზემა, კანის რეაქციები, ქლოაზმა, თმის ცვენა
მულტიფორმული ერითემა, ქავილი, ჰიპერტრიქოზი, ვირილიზმი
საშარდე სისტემის მხრივ
შარდსასქესო გზების ინფექციები
მხრივ
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების
სარძევე ჯირკვლების ტკივილი
მენსტრუალური სისხლდენა, ფსევდო-მენსტრუალური სისხლდენა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, დისპარეუნია,
ვაგინიტი, ვაგინალური სეკრეციის ცვლილება
სუსტი მენსტრუაცია, მასტიტი, ფიბროზო-კისტოზური მასტოპათია, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, ლეიომიომა, ენდომეტრიტი, სალპინგიტი.
ზოგადი დარღვევები
"სიცხის" შეგრძნება, დაღლილობა, სისუსტე, ზურგის ტკივილი, ვაგინალური კანდიდოზი და სხვა სოკოვანი ინფექციები, სხეულის წონის მომატება, შეშუპება
ალერგიული რეაქციები, გრიპის მსგავსი მდგომარეობები
შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, აღნიშნულია პუნქტში "სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები". სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები გამოყენებისას:
ვენური თრომბოემბოლიური დარღვევები;
არტერიული თრომბოემბოლიური დარღვევები;
ჰიპერტონია;
წარმონაქმნები ღვიძლში;
მიუხედავად იმისა, რომ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს შემდეგი მდგომარეობები, ამ მდგომარეობების კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასთან დადგენილი არ არის: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ეპილეფსია, შაკიკი, საშვილოსნოს მიომა, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, გესტაციური ჰერპესი, სიდენჰემის ქორეა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ქოლესტაზური სიყვითლე;
ქლოაზმა;
ქალებს, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, შეიძლება დაჭირდეთ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღების შეწყვეტა ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზებამდე;
მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპების მქონე ქალებში, ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების განვითარება ან ამ სიმპტომების გამწვავება;
სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების შემთხვევების სიხშირე ძალიან დაბალია ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს. რადგან სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად გვხვდება 40 წლამდე ასაკის ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების რაოდენობის უმნიშვნელო ზრდა, დიაგნოზირებული ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, უმნიშვნელოა დაავადების საერთო რისკთან შედარებით. არ არის დადგენილი არანაირი კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პუნქტებში "უკუჩვენებები", "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები".
ჭარბი დოზა
პერორალურად მიღების დროს ეთინილესტრადიოლის და დიენოგესტის მწვავე ტოქსიკურობა ძალიან დაბალია. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ამ შემთხვევაში, მოიცავს გულისრევას, ღებინებას და ახალგაზრდა გოგონებში უმნიშვნელო სისხლდენას საშოდან. როგორც წესი, არ არის საჭირო სპეციფიკური მკურნალობა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0,03 მგ ეთინილესტრადიოლს და 2,0 მგ დიენოგესტს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მალთოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი; აპკიანი გარსი შეიცავს: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 4000, პოვიდონ K-25, ტიტანის დიოქსიდი (E171).
აღწერა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის ტაბლეტები.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა.
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის მფლობელი:
შპს ავიტა, თაბრიზის ქ., AZ1008
ბაქო, აზერბაიჯანი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰორმონალური კონტრაცეპტივები სისტემური გამოყენებისათვის; პროგესტაგენები და ესტროგენები (ფიქსირებული კომბინაციები).
ათქ კოდი: G03AA16
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სტადიოლი - ეთინილესტრადიოლის და დიენოგესტის შემცველი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტული საშუალება. კონტრაცეპტული ეფექტი ხორციელდება ურთიერთშემავსებელი მექანიზმების საშუალებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოვულაციის დათრგუნვა და საშვილოსნოს ყელის სეკრეტის სიბლანტის მომატება.
დიენოგესტი არის ნორეთისტერონის წარმოებული, რომელსაც სხვა სინთეზურ პროგესტერონებთან შედარებით გააჩნია უფრო ნაკლები აფინურობა პროგესტერონის რეცეპტორების მიმართ in vitro (10-30 ჯერ). დიენოგესტს არ გააჩნია მნიშვნელოვანი ანდროგენული, მინერალკორტიკოიდული ან გლუკოკორტიკოიდული ეფექტები in vivo.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა (in vivo) აჩვენა, რომ დიენოგესტს არ გააჩნია გამოხატული ანდროგენული, მინერალკორტიკოიდული ან გლუკოკორტიკოიდული აქტივობა.
განცალკევებული გამოყენების შემთხვევაში, დიენოგესტი აინჰიბირებს ოვულაციას 1 მგ/დღე-ღამეში დოზით. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები ენდომეტრიუმის კიბოს და საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკის შემცირების შესახებ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მაღალი დოზების მიღებისას. არ არის დადასტურებული ამ შემთხვევაში დაბალდოზირებული კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება.
ფარმაკოკინეტიკა
ეთინილესტრადიოლი
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება. პრეპარატის Cmax პლაზმაში მიიღწევა 1,5-4 საათის შემდეგ და შეადგენს 67 პგ/მლ-ს. ეთინილესტრადიოლის მნიშვნელოვანი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გავლის დროს. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 44%.
განაწილება
ეთინილესტრადიოლი პრაქტიკულად მთლიანად (დაახლოებით 98%), თუმცა არასპეციფიკურად უკავშირდება ალბუმინებს. ეთინილესტრადიოლი ზრდის სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის (სჰშგ) კონცენტრაციას პლაზმაში. განაწილების აშკარა მოცულობა არის 2.8-8.6 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი
ეთინილესტრადიოლი განიცდის პრესისტემურ კონიუგაციას ნაწლავის ლორწოვან გარსში და ღვიძლში. ეთინილესტრადიოლის ძირითადი მეტაბოლური გზა - არომატული ჰიდროქსილირება, მაგრამ მისი მეტაბოლიზმი ასევე იწვევს დიდი რაოდენობით ჰიდროქსილირებული და მეთილირებული მეტაბოლიტების წარმოქმნას, რომლებიც წარმოდგენილია გლუკურონიდების, სულფატების და თავისუფალი ფორმის სახით. კლირენსი არის დაახლოებით 2.3-7 მლ/წთ/კგ.
გამოყოფა
სისხლის პლაზმაში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირება ატარებს ორფაზიან ხასიათს: პირველ ფაზას ახასიათებს დაახლოებით 1 საათიანი T1/2 , მეორეს - 10-20 საათი. ორგანიზმიდან არ გამოიყოფა უცვლელი სახით. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელების და ნაწლავების საშუალებით 4:6 თანაფარდობით, T1/2 არის დაახლოებით 24 საათი.
წონასწორული კონცენტრაცია
დგინდება მკურნალობის მეორე ეტაპზე, ამ დროს ეთინილესტრადიოლის დონე ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე ერთი დოზის მიღების შემდეგ.
დიენოგესტი
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ, სწრაფად და მთლიანად შეიწოვება ნაწლავში. Cmax სისხლის პლაზმაში - 51 პგ/მლ მიიღწევა 2,5 საათის შემდეგ. ეთინილესტრადიოლთან ერთდროული მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 96%.
განაწილება
დიენოგესტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ალბუმინებს და არ უკავშირდება სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ გლობულინს (სჰშგ) და კორტიკოსტეროიდული ჰორმონების შემაკავშირებელ გლობულინს. თავისუფალი დიენოგესტის ფრაქცია პლაზმაში არის 10%, მაშინ, როდესაც 90% არასპეციფიკურად არის შეკავშირებული ალბუმინთან. აშკარა Vd არის 37-45 ლიტრი.
მეტაბოლიზმი
დიენოგესტი ძირითადად მეტაბოლიზდება ჰიდროქსილირების გზით, ალტერნატიული გზა არის გლუკურონიზაცია. მეტაბოლიტები არააქტიურია და სწრაფად გამოიყოფა პლაზმიდან, ამიტომ, სისხლის პლაზმაში მეტაბოლიტების მნიშვნელოვანი რაოდენობით აღმოჩენა შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ეხება უცვლელ დიენოგესტს. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ საერთო კლირენსი არის 3,6 ლ/სთ.
გამოყოფა
დიენოგესტის T1/2 შეადგენს დაახლოებით 9 საათს. დიენოგესტის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით. 0,1 მგ/კგ დოზით პერორალური მიღების შემდეგ, დიენოგესტი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელების და ნაწლავების საშუალებით დაახლოებით 3:2 თანაფარდობით. პერორალური მიღების შემდეგ, მიღებული დოზის დაახლოებით 86% გამოიყოფა 6 დღის განმავლობაში, აქედან უმეტესი ნაწილი პირველ 24 საათში ძირითადად თირკმელებით.
წონასწორული კონცენტრაცია
დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინების კონცენტრაციაზე. ყოველდღიური მიღების შემდეგ სისხლის შრატში დიენოგესტის წონასწორული კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 1,5-ჯერ, ხოლო 4 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ აღწევს წონასწორულ კონცენტრაციას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია (პაციენტებისათვის)
სტადიოლი
სტადიოლი, გარსით დაფარული ტაბლეტები.
Stadiol
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Ethinylestradiol/Dienogest
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0,03 მგ ეთინილესტრადიოლს და 2,0 მგ დიენოგესტს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მალთოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი; აპკიანი გარსი შეიცავს: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 4000, პოვიდონ K-25, ტიტანის დიოქსიდი (E171).
აღწერა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰორმონალური კონტრაცეპტივები სისტემური გამოყენებისათვის; პროგესტაგენები და ესტროგენები (ფიქსირებული კომბინაციები).
ათქ კოდი: G03AA16
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სტადიოლი - ეთინილესტრადიოლის და დიენოგესტის შემცველი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტული საშუალება. კონტრაცეპტული ეფექტი ხორციელდება ურთიერთშემავსებელი მექანიზმების საშუალებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოვულაციის დათრგუნვა და საშვილოსნოს ყელის სეკრეტის სიბლანტის მომატება.
დიენოგესტი არის ნორეთისტერონის წარმოებული, რომელსაც სხვა სინთეზურ პროგესტერონებთან შედარებით გააჩნია უფრო ნაკლები აფინურობა პროგესტერონის რეცეპტორების მიმართ in vitro (10-30 ჯერ). დიენოგესტს არ გააჩნია მნიშვნელოვანი ანდროგენული, მინერალკორტიკოიდული ან გლუკოკორტიკოიდული ეფექტები in vivo.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა (in vivo) აჩვენა, რომ დიენოგესტს არ გააჩნია გამოხატული ანდროგენული, მინერალკორტიკოიდული ან გლუკოკორტიკოიდული აქტივობა.
განცალკევებული გამოყენების შემთხვევაში, დიენოგესტი აინჰიბირებს ოვულაციას 1 მგ/დღე-ღამეში დოზით. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები ენდომეტრიუმის კიბოს და საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკის შემცირების შესახებ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მაღალი დოზების მიღებისას. არ არის დადასტურებული ამ შემთხვევაში დაბალდოზირებული კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება.
ფარმაკოკინეტიკა
ეთინილესტრადიოლი
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ეთინილესტრადიოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება. პრეპარატის Cmax პლაზმაში მიიღწევა 1,5-4 საათის შემდეგ და შეადგენს 67 პგ/მლ-ს. ეთინილესტრადიოლის მნიშვნელოვანი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გავლის დროს. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 44%.
განაწილება
ეთინილესტრადიოლი პრაქტიკულად მთლიანად (დაახლოებით 98%), თუმცა არასპეციფიკურად უკავშირდება ალბუმინებს. ეთინილესტრადიოლი ზრდის სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის (სჰშგ) კონცენტრაციას პლაზმაში. განაწილების აშკარა მოცულობა არის 2.8-8.6 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი
ეთინილესტრადიოლი განიცდის პრესისტემურ კონიუგაციას ნაწლავის ლორწოვან გარსში და ღვიძლში. ეთინილესტრადიოლის ძირითადი მეტაბოლური გზა - არომატული ჰიდროქსილირება, მაგრამ მისი მეტაბოლიზმი ასევე იწვევს დიდი რაოდენობით ჰიდროქსილირებული და მეთილირებული მეტაბოლიტების წარმოქმნას, რომლებიც წარმოდგენილია გლუკურონიდების, სულფატების და თავისუფალი ფორმის სახით. კლირენსი არის დაახლოებით 2.3-7 მლ/წთ/კგ.
გამოყოფა
სისხლის პლაზმაში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის შემცირება ატარებს ორფაზიან ხასიათს: პირველ ფაზას ახასიათებს დაახლოებით 1 საათიანი T1/2 , მეორეს - 10-20 საათი. ორგანიზმიდან არ გამოიყოფა უცვლელი სახით. ეთინილესტრადიოლის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელების და ნაწლავების საშუალებით 4:6 თანაფარდობით, T1/2 არის დაახლოებით 24 საათი.
წონასწორული კონცენტრაცია
დგინდება მკურნალობის მეორე ეტაპზე, ამ დროს ეთინილესტრადიოლის დონე ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე ერთი დოზის მიღების შემდეგ.
დიენოგესტი
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ, სწრაფად და მთლიანად შეიწოვება ნაწლავში. Cmax სისხლის პლაზმაში - 51 პგ/მლ მიიღწევა 2,5 საათის შემდეგ. ეთინილესტრადიოლთან ერთდროული მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 96%.
განაწილება
დიენოგესტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ალბუმინებს და არ უკავშირდება სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ გლობულინს (სჰშგ) და კორტიკოსტეროიდული ჰორმონების შემაკავშირებელ გლობულინს. თავისუფალი დიენოგესტის ფრაქცია პლაზმაში არის 10%, მაშინ, როდესაც 90% არასპეციფიკურად არის შეკავშირებული ალბუმინთან. აშკარა Vd არის 37-45 ლიტრი.
მეტაბოლიზმი
დიენოგესტი ძირითადად მეტაბოლიზდება ჰიდროქსილირების გზით, ალტერნატიული გზა არის გლუკურონიზაცია. მეტაბოლიტები არააქტიურია და სწრაფად გამოიყოფა პლაზმიდან, ამიტომ, სისხლის პლაზმაში მეტაბოლიტების მნიშვნელოვანი რაოდენობით აღმოჩენა შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ეხება უცვლელ დიენოგესტს. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ საერთო კლირენსი არის 3,6 ლ/სთ.
გამოყოფა
დიენოგესტის T1/2 შეადგენს დაახლოებით 9 საათს. დიენოგესტის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით. 0,1 მგ/კგ დოზით პერორალური მიღების შემდეგ, დიენოგესტი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელების და ნაწლავების საშუალებით დაახლოებით 3:2 თანაფარდობით. პერორალური მიღების შემდეგ, მიღებული დოზის დაახლოებით 86% გამოიყოფა 6 დღის განმავლობაში, აქედან უმეტესი ნაწილი პირველ 24 საათში ძირითადად თირკმელებით.
წონასწორული კონცენტრაცია
დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინების კონცენტრაციაზე. ყოველდღიური მიღების შემდეგ სისხლის შრატში დიენოგესტის წონასწორული კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 1,5-ჯერ, ხოლო 4 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ აღწევს წონასწორულ კონცენტრაციას.
გამოყენების ჩვენებები
პერორალური კონტრაცეფცია.
- პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ქალის უკვე არსებული რისკის ფაქტორების გათვალისწინებით, კერძოდ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების და სხვა პერორალურ კონტრაცეპტივებთან შედარებით პრეპარატის მიღების ფონზე ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის შეფასების შემდეგ.
გამოყენების უკუჩვენებები
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების (კპკ) გამოყენება არ უნდა მოხდეს ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმეს არსებობის დროს. მიღების ფონზე ამ მდგომარეობებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას.
ვენური თრომბოზის რისკის სერიოზული ან მრავალი ფაქტორის არსებობა:
ვენური თრომბოემბოლია - ვენური თრომბოემბოლიის არსებობა მოცემულ მომენტში (ანტიკოაგულანტების მიღება) ან ანამნეზში (მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია), რისკის ფაქტორებთან ერთად ან მათ გარეშე.
მემკვიდრეობით განპირობებული ან შეძენილი წინასწარგანწყობა ვენური თრომბოემბოლიის მიმართ (რეზისტენტობა აქტივირებული C პროტეინის მიმართ (მათ შორის ლეიდენის ფაქტორი V), ანტითრომბინ III-ის, C პროტეინის ან S პროტეინის დეფიციტი).
ფართო ქირურგიული ჩარევები, რომლებიც მოითხოვს ფართო იმობილიზაციას.
ვენური თრომბოზის რისკის სერიოზული ან მრავალი ფაქტორის არსებობა.
არტერიული თრომბოზის რისკის ფაქტორების არსებობა:
არტერიული თრომბოემბოლიური დაავადებები (მიოკარდიუმის ინფარქტი), თრომბოზის პროდრომალური სიმპტომი (სტენოკარდია) ანამნეზში.
ცერებროვასკულური დაავადება - მოცემულ მომენტში არსებული ან ანამნეზში.
ინსულტი ან პროდრომალური მდგომარეობა (მაგალითად ტრანზიტორული იშემიური შეტევა).
გამოვლენილი თანდაყოლილი ან შეძენილი წინასწარგანწყობა არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, როგორიც არის ჰიპერჰომოცისტეინიემია, ანტისხეულები ფოსფოლიპიდების მიმართ (ანტისხეულები კარდიოლიპინის მიმართ, მგლურას საწინააღმდეგო კოაგულანტი).
შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით ანამნეზში.
ვენური ან არტერიული თრომბოზის რისკის მრავალი ან გამოხატული ფაქტორები:
შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით.
არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა.
დისპროტეინემიის მძიმე ფორმა.
პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით, მოცემულ მომენტში არსებული ან ანამნეზში.
ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის მძიმე დაავადებები (ღვიძლის სინჯების ნორმალიზებამდე), მოცემულ მომენტში არსებული ან ანამნეზში.
ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი), მოცემულ მომენტში არსებული ან ანამნეზში; გამოვლენილი ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების) ან მათზე ეჭვი.
გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენა.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილის ზომები
ქვემოთ აღნიშნული მდგომარეობებიდან/რისკის ფაქტორებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია სამკურნალო საშუალების გამოყენებისაგან მიღებული სარგებლის და შესაძლო რისკის შეფასება თითოეული პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით და ამის განხილვა ქალთან, სანამ ის გადაწყვეტს მიიღოს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები (კპკ). ქვემოთ აღნიშნული მდგომარეობებიდან ან რისკის ფაქტორებიდან რომელიმეს გამწვავების, გაუარესების ან პირველად განვითარების შემთხვევაში, ქალისთვის რეკომენდებულია მიმართოს ექიმს.
ვენური თრომბოემბოლია (ვთე)
ნებისმიერი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რიკს ქალებში, რომლებიც მათ იყენებენ, იმ ქალებთან შედარებით ვინც მათ არ იყენებს. ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველი პრეპარატები ასოცირდება ვენური თრომბოემბოლიის განვითარების დაბალ რისკთან. ამ მომენტისათვის არ არის ცნობილი პრეპარატ სტადიოლის გამოყენების რისკი დაბალი რისკის მქონე პრეპარატებთან შედარებით. პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველაზე დაბალი რისკის მქონე პრეპარატების გარდა, უნდა მოხდეს მხოლოდ ქალთან განხილვის შემდეგ. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იგი აცნობიერებს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებულ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკს, არსებული რისკის ფაქტორების გავლენის ხარისხს და იმ ფაქტს, რომ ვენური თრომბოემბოლიის რისკი ყველაზე მაღალია გამოყენების პირველი წლის განმავლობაში. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ვენური თრომბოემბოლიის რისკი შეიძლება გაიზარდოს 4 კვირიანი ან უფრო მეტ ხნიანი შესვენების შემდეგ კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენების გაგრძელების დროს.
10000 ქალიდან, რომლებიც არ ღებულობენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს და არ არიან ორსულად, 1 წლის განმავლობაში ვენური თრომბოემბოლია უვითარდება ორს. თუმცა, თითოეული ქალისთვის რისკი შეიძლება მნიშვნელოვნად მაღალი იყოს, რაც დამოკიდებულია არსებულ რისკის ფაქტორებზე (იხილეთ ქვემოთ).
ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ქალებში, რომლებიც იყენებენ დაბალდოზირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს (<50 მკგ ეთინილესტრადიოლი), შეიძლება განვითარდეს ვენური თრომბოემბოლია დაახლოებით 1–დან 6–12 წლის განმავლობაში 1000 პაციენტზე.
სავარაუდოდ, 10000 ქალიდან, რომლებიც იღებენ ლევონორგესტრელის შემცველ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, 1 წლის განმავლობაში ვენური თრომბოემბოლია უვითარდება დაახლოებით 61-ს.
ეპიდემიოლოგიური კვლევების შეზღუდული მონაცემები მოწმობს, რომ ვენური თრომბოემბოლიის რისკი შეიძლება თანაბარი იყოს დიენოგესტის შემცველი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების და ლევონორგესტრელის შემცველი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს. ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში ნაკლები იყო ვიდრე მოსალოდნელია ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
შემთხვევათა 1-2% -ში ვენურ თრომბოემბოლიას შეიძლება ჰქონდეს ლეტალური შედეგი. ძალიან იშვიათად ხდებოდა შეტყობინება სხვა სისხლძარღვების, მაგალითად, ღვიძლის, თირკმელების არტერიების და ვენების, მეზენტერიული სისხლძარღვების ან თვალის ბადისებრი გარსის სისხლძარღვების თრომბოზის განვითარების შესახებ ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ვენური თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების რისკი შეიძლება მნიშვნელოვნად მაღალი იყოს დამატებითი რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი (იხილეთ ცხრილი).
სტადიოლის გამოყენება უკუნაჩვენებია მრავალი რისკის ფაქტორის მქონე ქალებში, რამაც შეიძლება გაზარდოს ვენური თრომბოზის განვითარების რისკი. თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკის ფაქტორი, რისკის მატება შეიძლება აღემატებოდეს თითოეულ ცალკეულ ფაქტორთან დაკავშირებული რისკების ჯამს, ამიტომ უნდა მოხდეს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების საერთო რისკის გათვალისწინება. თუ თანაფარდობა - სარგებელი/რისკი არის არახელსაყრელი, არ უნდა მოხდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა.
ცხრილი 1. ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
რისკის ფაქტორი
შენიშვნა
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2-ს)
რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხეულის მასის ინდექსის ზრდასთან ერთად.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სხვა რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
ხანგრძლივი იმობილიზაცია, ფართო ქირურგიული ჩარევა, ნებისმიერი ოპერაცია ქვედა კიდურებზე ან მენჯის ორგანოებზე, ნეიროქირურგიული ჩარევები და მოცულობითი ტრამვა.
შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, მათ შორის > 4 საათი ფრენები, ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორი, განსაკუთრებით რისკის სხვა ფაქტორების მქონე ქალებში.
ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა (დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, მინიმუმ 4 კვირით ადრე) და მისი გამოყენების გაგრძელება მოტორული აქტივობის სრული აღდგენის შემდეგ არა უადრეს ორი კვირისა. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოხდეს კონტრაცეფციის სხვა მეთოდების გამოყენება.
გასათვალისწინებელია ანტითრომბოზული თერაპიის მიზანშეწონილობა თუ წინასწარ არ მომხდარა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლია რომელიმე ნათესავის ან მშობლის ანამნეზში, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად 50 წლამდე).
ნებისმიერი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენებამდე მემკვიდრულ წინასწარგანწყობასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ქალებისთვის რეკომენდებულია კონსულტაცია გაიარონ სპეციალისტთან.
ვენურ თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობები
კიბო, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
ასაკი
განსაკუთრებით 35 წელზე მეტი
არ არსებობს ერთიანი მოსაზრება ვენების ვარიკოზის და ზედაპირული თრომბოფლებიტის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით ვენური თრომბოზის დაწყებაზე ან განვითარებაზე.
აუცილებელია ყურადღება მიექცეს ორსულობის პერიოდში თრომბოემბოლიის განვითარების მომატებულ რისკს, განსაკუთრებით მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში.
ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომები (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია)
უნდა მოხდეს ქალებისთვის რჩევის მიცემა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს და აცნობონ, რომ იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.
ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომები (ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია)
უნდა მოხდეს ქალებისთვის რჩევის მიცემა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს და აცნობონ, რომ იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- ბარძაყის, წვივის და/ან ტერფის ან ფეხის ვენის გასწვრივ მიდამოების ცალმხრივი შეშუპება;
- ფეხის ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა ფეხში, რაც იგრძნობა მხოლოდ ფეხზე დგომის ან სიარულის დროს;
- დაზიანებულ ფეხში სიცხის შეგრძნება; ფეხის კანის გაწითლება ან ფერის შეცვლა.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
გაურკვეველი ეტიოლოგიის უეცარი ქოშინი ან გახშირებული სუნთქვა;
უეცარი ხველა, შესაძლოა სისხლიანი;
უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში;
ძლიერი თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა;
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
ამ სიმპტომებიდან ზოგიერთი (მაგალითად, ქოშინი, ხველა) არის არასპეციფიკური ან შეიძლება მათი ინტერპრეტაცია მოხდეს არასწორად, როგორც უფრო გავრცელებული ან ნაკლებად მძიმე გამოვლინებები (მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციები).
ვასკულური ოკლუზიის სხვა გამოვლინებები შეიძლება მოიცავდეს უეცარ ტკივილის, შეშუპებას და კიდურის უმნიშვნელო სილურჯეს.
თვალის სისხლძარღვთა ოკლუზიის დროს, საწყისი სიმპტომატიკა შეიძლება იყოს არამკაფიო მხედველობა, რასაც თან არ ახლავს ტკივილის შეგრძნება და შეიძლება პროგრესირდეს მხედველობის დაკარგვამდე. ზოგჯერ მხედველობის დაკარგვა თითქმის მყისიერად ვითარდება.
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკი (ათე)
ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ნებისმიერი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენება ასოცირდება არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ცერებროვასკულური მოვლენების მომატებულ რისკთან (მაგალითად, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ინსულტი). არტერიულ თრომბოემბოლიურ მოვლენებს შეიძლება ჰქონდეს ლეტალური შედეგი.
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, რისკის ფაქტორების მქონე ქალებში იზრდება არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების ან ცერებროვასკულური მოვლენების განვითარების რისკი (იხ. ცხრილი). პრეპარატ სტადიოლის გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში თუ მათ აქვთ არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ერთი სერიოზული ან მრავალი ფაქტორი, რამაც შეიძლება გაზარდოს არტერიული თრომბოზის განვითარების რისკი (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები”). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკის ფაქტორი, რისკის მატება შეიძლება აღემატებოდეს თითოეულ ცალკეულ ფაქტორთან დაკავშირებული რისკების ჯამს, ამიტომ უნდა მოხდეს საერთო რისკის გათვალისწინება. თუ თანაფარდობა - სარგებელი/რისკი არის არახელსაყრელი, არ უნდა მოხდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა.
ცხრილი 2. არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
რისკის ფაქტორი
შენიშვნა
ასაკის მატება
განსაკუთრებით 35 წელზე მეტი
მოწევა
ქალებისთვის, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, რეკომენდებულია თავი შეიკავონ მოწევისგან. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის, რომლებიც აგრძელებენ მოწევას, მკაცრად რეკომენდებულია გამოიყენონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდი.
არტერიული ჰიპერტენზია
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2-ს)
რისკი მნიშვნელოვნად იზრდება სხეულის მასის ინდექსის ზრდასთან ერთად.
განსაკუთრებით მოითხოვს ყურადღებას, როდესაც ქალებს აქვთ სხვა რისკის ფაქტორები.
ოჯახური ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლია რომელიმე ნათესავის ან მშობლის ანამნეზში, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, მაგალითად 50 წლამდე)
ნებისმიერი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენებამდე მემკვიდრულ წინასწარგანწყობასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ქალებისთვის რეკომენდებულია კონსულტაცია გაიარონ სპეციალისტთან.
შაკიკი
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს შაკიკის განვითარების სიხშირის ან სიმძიმის ზრდა (ცერებროვასკულური მოვლენების განვითარებამდე შესაძლებელია პროდრომალური მდგომარეობები) შეიძლება გახდეს კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების დაუყოვნებელი შეწყვეტის მიზეზი.
სხვა მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია გვერდით რეაქციებთან სისხლძარღვების მხრივ
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის სარქველების დეფექტები, წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.
არტერიული თრომბოემბოლიის სიმპტომები
უნდა მოხდეს ქალებისთვის რჩევის მიცემა, რომ ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს და აცნობონ, რომ იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.
ცერებროვასკულარული დარღვევის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
სახის, ზედა ან ქვედა კიდურის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით ცალმხრივი;
სიარულის მანერის უეცარი დარღვევა, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
უეცარი ცნობიერების არევა, საუბრის და აღქმის უნარის დარღვევა;
ერთ ან ორივე თვალში მხედველობის უეცარი გაუარესება;
უეცარი, ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი კონკრეტული მიზეზის გარეშე;
გონების დაკარგვა ან გულის წასვლა თანმხლები გულყრებით ან მათ გარეშე.
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ქალის ანამნეზის (მათ შორის ოჯახის ანამნეზის) შეგროვება და ორსულობის შესაძლებლობის გამორიცხვა. აუცილებელია არტერიული წნევის გაზომვა და სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება უკუჩვენებისა და სიფრთხილის ზომების საფუძველზე. უნდა მოხდეს ქალების ინფორმირება ვენური და არტერიული თრომბოზის, კომბინირებული პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების რისკის, ვენური და არტერიული თრომბოემბოლიის სინდრომების, არსებული რისკის ფაქტორების შესახებ და იმის შესახებ თუ რა უნდა გააკეთოს თრომბოზზე ეჭვის დროს. ქალი საგულდაგულოდ უნდა გაეცნოს ინფორმაციას პრეპარატის გამოყენების შესახებ და გაითვალისწინოს მოცემული რჩევები. ამ გამოკვლევების სიხშირე და ხასიათი განისაზღვრება თითოეული ქალის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით და არსებული კლინიკური რეკომენდაციების საფუძველზე. უნდა მოხდეს ქალის გაფრთხილება, რომ კომბინირებული პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ იცავენ აივ-ინფექციის (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისაგან.
სიმპტომების ტრანზიტორული ხასიათი შეიძლება მოწმობდეს ტრანზიტორულ იშემიურ შეტევას (ტიშ).
სიმსივნეები
ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგები მიუთითებს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენების დროს (> 5 წლის) საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის დამატებით ზრდაზე. თუმცა, ეს მტკიცებულება ურთიერთსაწინაარმდეგო ხასიათს ატარებს, რადგან ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დადგენილი, რამდენად ითვალისწინებდა კვლევების შედეგები თანმხლებ რისკის ფაქტორებს, მაგალითად, ადამიანის პაპილომავირუსულ ინფექციას.
54 ეპიდემიოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული მეტაანალიზი მიუთითებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ფარდობითი რისკის (ОР = 1,24) უმნიშვნელო ზრდაზე ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს.
54 ეპიდემიოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული მეტაანალიზი მიუთითებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ფარდობითი რისკის (ОР = 1,24) უმნიშვნელო ზრდაზე ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს. ეს მომატებული რისკი თანდათან უბრუნდება ქალის ასაკთან დაკავშირებული საბაზისო რისკის დონეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ 10 წლის განმავლობაში. რადგან სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად ვითარდება 40 წლამდე ასაკის ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის შემთხვევების რაოდენობის მატება ქალებში, რომლებიც მოცემულ მომენტში იყენებენ ან ცოტა ხნით ადრე იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, არის უმნიშვნელო სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების საერთო რაოდენობასთან შედარებით. ცალკეულ შემთხვევებში ქალებში, რომლებიც იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, აღინიშნებოდა ღვიძლის კეთილთვისებიანი და უფრო იშვიათ შემთხვევებში - ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში იწვევდა სიცოცხლისათვის საშიშ სისხლდენას მუცლის ღრუში. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ეპიგასტრიუმის არეში ძლიერი ტკივილის, ღვიძლის გადიდების ან მუცლის ღრუში სისხლდენის ნიშნების გამოვლენის შესახებ ჩივილების შემთხვევაში, დიფერენციალური დიაგნოსტირების დროს უნდა მოხდეს ღვიძლის სიმსივნის არსებობის შესაძლებლობის გათვალისწინება.
სხვა მდგომარეობები
ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ან ოჯახურ ანამნეზში ამ დარღვევის მქონე ქალებს აქვთ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს პანკრეატიტის განვითარების რისკი.
მიუხედავად იმისა, რომ იყო შეტყობინებები არტერიული წნევის უმნიშვნელო მატების შესახებ ბევრ ქალში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება არის იშვიათი გამოვლინება. თუმცა, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს ხანგრძლივი, კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევაში, გონივრული იქნება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მოხსნა და არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. თუ მიზანშეწონილია, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს ანტიჰიპერტენზიული თერაპიის საშუალებით ნორმოტონიის მიღწევის შემდეგ. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება უნდა შეწყდეს თუ მათი გამოყენებისას არტერიული ჰიპერტენზიის დროს, რომელიც დიაგნოზირებულია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებამდე, ნარჩუნდება არტერიული წნევის სტაბილურად მაღალი მაჩვენებლები, მიუხედავად ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებისა.
იყო შეტყობინებები ორსულობის პერიოდში და კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს ქვემოთ აღნიშნული დაავადებების განვითარების ან გამწვავების შესახებ, მაგრამ საბოლოოდ არ არის გარკვეული მათი ურთიერთკავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან: ქოლესტაზთან დაკავშირებული სიყვითლე და/ან ქავილი, ნაღვლის კენჭების ფორმირება, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, სიდენჰემის ქორეა, ორსულთა ჰერპესი, ოტოსკლეროზთან დაკავშირებული სმენის დაკარგვა.
ანგიონევროზული შეშუპების მიმართ მემკვიდრული წინასწარგანწყობის მქონე ქალებში, ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გამწვავება.
ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევების შემთხვევაში, შეიძლება აუცილებელი გახდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების შეწყვეტა სანამ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები არ დაბრუნდება ნორმას. ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივის შემთხვევაში, რომელიც პირველად განვითარდა ორსულობის პერიოდში ან სქესობრივი ჰორმონების წინა მიღების დროს, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება უნდა შეწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლია გავლენა მოახდინოს პერიფერიულ ინსულინორეზისტენტობაზე და გლუკოზას ტოლერანტობაზე, არ არსებობს მონაცემები დიაბეტის მქონე ქალებში, რომლებიც იღებენ დაბალდოზირებულ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს (<0,05 მგ ეთინილესტრადიოლი), თერაპიული რეჟიმის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს ასევე აღინიშნებოდა ენდოგენური დეპრესიის, ეპილეფსიის, კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის გამწვავების შემთხვევები.
ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ორსულთა ქლოაზმა. ქლოაზმის განვითარების მიმართ მიდრეკილი ქალები, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს უნდა მოერიდონ მზის პირდაპირ ზემოქმედებას ან ულტრაიისფერ დასხივებას. პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 47 მგ ლაქტოზას. იშვიათი მემკვიდრული დაავადებების - გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ლაქტოზას ამ რაოდენობის გათვალისწინება.
ეფექტურობის შემცირება
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ტაბლეტების მიღების გამოტოვების, კუჭ-ნაწლავის დარღვევების ან სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
ციკლის კონტროლი
ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული სისხლდენები (სისხლიანი გამონადენი ან გარღვევა სისხლდენა), განსაკუთრებით პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. ამის მიუხედავად, არარეგულარული ვაგინალური სისხლდენის შეფასება შეიძლება მხოლოდ ორგანიზმის პრეპარატთან ადაპტაციის პერიოდის შემდეგ (ჩვეულებრივ ტაბლეტების გამოყენების 3 ციკლის შემდეგ).
თუ არარეგულარული სისხლიანი გამონადენი ნარჩუნდება ადაპტაციის პერიოდის შემდეგ ან ვლინდება რეგულარული სისხლდენების პერიოდის შემდეგ, უნდა მოხდეს სისხლდენის არაჰორმონალური მიზეზების გათვალისწინება და შესაბამისი სადიაგნოსტიკო ზომების მიღება, მათ შორის გამოკვლევა სიმსივნის არსებობის და ორსულობის გამორიცხვის მიზნით. დიაგნოსტიკური ზომები შეიძლება მოიცავდეს კიურეტაჟს.
ზოგიერთ ქალს შეიძლება არ ჰქონდეს მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა პრეპარატის გამოყენებისგან შესვენების დროს. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მითითებების მიხედვით მიიღების შემთხვევაში, ორსულობა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, თუ კონტრაცეპტივის გამოყენება იყო არარეგულარული ან თუ არ მოხდა მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა ორი ციკლის განმავლობაში, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების გაგრძელებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა.
ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მაჩვენებლების ზრდა
კლინიკური კვლევების დროს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ C ჰეპატიტის ვირუსს (HCV) და იღებდნენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/ რიტონავირს და დასაბუვირს (რიბავინის გამოკლებით), ეთინილესტრადიოლის შემცველი ორალური კონტრაცეპტივების ერთდროულმა გამოყენებამ 5-ჯერ გადააჭარბა ტრანსამინაზების ნორმალურ ზედა ზღვარს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შენიშვნა: პოტენციური ურთიერთქმედების დასადგენად, უნდა მოხდეს იმ სამკურნალო საშუალების შესახებ ინფორმაციის წაკითხვა, რომელიც გამოიყენება ერთდროულად.
სტადიოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
შესაძლებელია ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახდენენ მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციას. ამან შეიძლება გაზარდოს სასქესო ჰორმონების კლირენსი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური სისხლდენის დამახასიათებელი ნიშნების ცვლილებები და/ან კონტრაცეპტივის ეფექტურობის დაკარგვა.
ფერმენტების ინდუქციის შენიშვნა შესაძლებელია რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ. ზოგადად, ფერმენტების მაქსიმალური ინდუქცია აღინიშნება რამდენიმე კვირის შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ფერმენტების ინდუქცია შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 4 კვირა.
ხანმოკლე მკურნალობა
ქალებმა, რომლებიც ღებულობენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ახდენენ ფერმენტების ინდუქციას, კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად დამატებით დროებით უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ბარიერული ან სხვა მეთოდი. ბარიერული მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს შესაბამისი პრეპარატით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი გამოყენების შეწყვეტიდან კიდევ 28 დღის განმავლობაში. თუ თერაპია იწყება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის შეფუთვიდან ბოლო ტაბლეტების გამოყენების პერიოდში, მაშინ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივის შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს წინა შეფუთვის მიღების დასრულებისთანავე, ტაბლეტების მიღებისგან ჩვეულებრივი შესვენების გარეშე.
ხანგრძლივი მკურნალობა
ხანგრძლივი თერაპიის დროს ისეთი მოქმედი ნივთიერებებით, რომლებიც იწვევს ღვიძლის ფერმენტების ინდუქციას, ქალებისთვის რეკომენდებულია კონტრაცეფციის სხვა საიმედო არაჰორმონალური მეთოდის შერჩევა.
მოქმედი ნივთიერებები, რომლებიც ზრდის კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსს (კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება ფერმენტების ინდუქციის საშუალებით), მაგალითად:
- ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი: ასევე, შესაძლებელია ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი, გრისეოფულვინი და კრაზანას ექსტრაქტის შემცველი სამკურნალო საშუალებები.
- კლინიკური მონაცემების თანახმად, ციტოქრომ P450-ის (CYP3A4) მიკროსომალური ფერმენტების ძლიერ ინდუქტორთან ერთად პერორალური შეყვანის დროს, როგორიც არის რიფამპიცინი.
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსზე ცვალებადი ზემოქმედების მქონე მოქმედი ნივთიერებები.
კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, აივ/C ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორების და რევერს-ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორების კომბინაციების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს სისხლის პლაზმაში ესტროგენების ან პროგესტინების კონცენტრაცია. ამგვარი ცვლილებების კუმულაციური გავლენა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს.
ამიტომ, პოტენციური ურთიერთქმედების დასადგენად უნდა წაიკითხოთ იმ აივ/C ჰეპატიტის ვირუსის სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია, რომლის მიღებაც ხდება. ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ქალებმა დამატებით უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი პროტეაზას ინჰიბიტორებით ან რევერს-ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორებით თერაპიის დროს.
დიენოგესტინის მთავარი მეტაბოლიტი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ის (CYP3A4) არარსებობის შემთხვევაში. ამრიგად, ამ ფერმენტული სისტემის ინჰიბიტორები, სავარაუდოდ, გავლენას არ მოახდენენ დიენოგესტინის მეტაბოლიზმზე.
პრეპარატ სტადიოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე გავლენის მოხდენა. შესაბამისად, პლაზმაში და ქსოვილებში კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს (მაგალითად, ციკლოსპორინის) ან შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინის).
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) საწინააღმდეგო თერაპია და იღებენ ომბიტასვირს/პარიტაპრევირს/რიტონავირს და დასაბუვირს (რიბავირინის გამოკლებით), ეთინილესტრადიოლის შემცველი ორალური კონტრაცეპტივებთან ერთდროული მიღებისას ტრანსამინაზების დონე ნორმის ზედა ზღვარს აღემატება 5–ჯერ.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობის რისკი. თუ პრეპარატი ხელახლა ინიშნება მშობიარობის შემდგომ პერიოდში, უნდა მოხდეს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკის გათვალისწინება.
ლაბორატორიული ანალიზები
კონტრაცეპტული სტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გარკვეული ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების და თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიურ პარამეტრებზე, სისხლის პლაზმაში ცილების (გადამტანი) კონცენტრაციაზე, როგორიც არის გლობულინი, რომელიც აკავშირებს კორტიკოსტეროიდებს და ლიპიდების/ლიპოპროტეინების ფრაქციებს, ნახშირწყლების ცვლის პარამეტრებზე, ასევე შედედების და ფიბრინოლიზის პარამეტრებზე. ჩვეულებრივ, ასეთი ცვლილებები არის ნორმის დიაპაზონში.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. პრეპარატის გამოყენების დროს დაორსულების შემთხვევაში, აუცილებელია მისი მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. თუმცა, ფართომასშტაბიანი ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები არ მიუთითებს თანდაყოლილი დეფექტების განვითარების რისკის მატებაზე ბავშვებში, რომლებიც შეეძინათ იმ ქალებს, რომლებიც დაორსულებამდე ღებულობდნენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს და ასევე ორსულობის ადრეულ სტადიაზე უნებლიედ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს ტერატოგენული მოქმედების არსებობაზე.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობის რისკი. თუ პრეპარატი ხელახლა ინიშნება მშობიარობის შემდგომ პერიოდში, უნდა მოხდეს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკის გათვალისწინება.
ლაქტაციის პერიოდი
კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ძუძუთი კვებაზე, რადგან მათი გავლენით შეიძლება შემცირდეს დედის რძის რაოდენობა, ასევე შეიცვალოს მისი შემადგენლობა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებები და/ან მათი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. ამ რაოდენობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვზე. ამის მიუხედავად, არ არის რეკომენდებული კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება ძუძუთი კვების დროს.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების შესაძლებლობა.
არ გამოვლენილა.
გამოყენების წესი და დოზები.
პერორალური გამოყენებისათვის.
სტადიოლის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ბლისტერზე მითითებული რეჟიმის შესაბამისად, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. პრეპარატი მიიღება 1 ტაბლეტი/დღე-ღამეში, ზედიზედ 21 დღის განმავლობაში. ყოველი შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს პრეპარატის გამოყენებისგან შვიდ დღიანი შესვენების დასრულების შემდეგ, რომლის განმავლობაშიც უნდა ხდებოდეს მოხსნის სისხლდენა. როგორც წესი, მოხსნის სისხლდენა იწყება ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მე-2-3 დღეს და შეიძლება არ დასრულდეს შემდეგი შეფუთვის გამოყენების დაწყებამდე.
სტადიოლის დაწყება უნდა მოხდეს ბუნებრივი ციკლის პირველ დღეს (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს).
სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების (სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივი, ვაგინალური რგოლი ან ტრანსდერმული პლასტირი) მიღებიდან სტადიოლზე გადასვლა.
სასურველია პრეპარატის გამოყენების დაწყება წინა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს, მაგრამ ტაბლეტების მიღებისგან შესვენების შემდეგ არა უგვიანეს მეორე დღისა. ქალებს, რომლებიც იყენებენ ვაგინალურ რგოლს ან ტრანსდერმულ პლასტირს, შეუძლიათ მიიღონ სტადიოლი კონტრაცეფციის ამ მეთოდების მოხსნის შემდეგ.
იმ მეთოდიდან გადასვლა, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ პროგესტაგენის ("მინი-პილი", ინექციები, იმპლანტები) ან საშვილოსნოსშიდა სისტემის პროგესტოგენთან გამოყენებაზე.
პრეპარატის გამოყენება შეგიძლიათ დაიწყოთ "მინი-პილი"-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ ნებისმიერ დღეს (იმპლანტის ან საშვილოსნოსშიდა სისტემის შემთხვევაში - მათი მოცილების დღეს, ინექციის შემთხვევაში - შემდეგი ინექციის ნაცვლად). თუმცა, ყველა შემთხვევაში რეკომენდებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის დამატებით გამოყენება პრეპარატის მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
ორსულობის Ι ტრიმესტრში აბორტის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენების დაწყება შეიძლება დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი კონტრაცეპტული საშუალებების დამატებით გამოყენება.
მშობიარობის ან ΙΙ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ.
რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების დაწყება მშობიარობიდან ან ორსულობის ΙΙ ტრიმესტრში აბორტიდან 21-28 დღის შემდეგ. ტაბლეტების მიღების უფრო გვიან დაწყების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში რეკომენდებულია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება. თუმცა, თუ სქესობრივი კავშირი უკვე მოხდა, მაშინ პრეპარატის მიღების დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს შესაძლო ორსულობა ან დაელოდოთ პირველი მენსტრუაციის დაწყებას.
ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთვევაში
თუ ტაბლეტის მიღების დაგვიანება არ აღემატება 12 საათს, პრეპარატის ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება არ მცირდება. გამოტოვებული ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ამის გარკვევისთანავე. ამ შეფუთვიდან შემდეგი ტაბლეტის მიღება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
თუ დავიწყებული ტაბლეტის მიღების დაგვიანება აღემატება 12 საათს, შეიძლება შემცირდეს კონტრაცეპტული დაცვა. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ორი ძირითადი წესით:
- ტაბლეტების მიღებებს შორის ინტერვალი არასოდეს არ უნდა იყოს 7 დღეზე მეტი.
- ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ადეკვატური ინჰიბირება მიიღწევა 7 დღის განმავლობაში ტაბლეტების უწყვეტი მიღებით.
შესაბამისად, ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იხელმძღვანელოთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციებით.
კვირა 1
უნდა მოხდეს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება მალე მიღება, მაშინაც კი თუ ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღება იქნება საჭირო. ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების ჩვეულ დროს მიღება. გარდა ამისა, შემდეგი 7 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება, მაგალითად, პრეზერვატივის. წინა 7 დღის განმავლობაში სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დაორსულების შესაძლებლობა. რაც უფრო მეტი ტაბლეტია გამოტოვებული და რაც უფრო ახლოვდება პრეპარატის მიღებისგან შესვენება, მით უფრო მეტია ორსულობის რისკი.
კვირა 2
უნდა მოხდეს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება მალე მიღება, მაშინაც კი თუ ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღება იქნება საჭირო. ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების ჩვეულ დროს მიღება. იმ პირობით, რომ გამოტოვებამდე ტაბლეტები სწორად მიიღება 7 დღის განმავლობაში, აუცილებელი არ არის დამატებით ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. სხვა შემთხვევაში ან ერთზე მეტი ტაბლეტის გამოტოვების დროს, რეკომენდებულია 7 დღის განმავლობაში დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება.
კვირა 3
საიმედოობის რისკი იმატებს პრეპარატის გამოყენებისგან შესვენების მოახლოებასთან ერთად. თუმცა, ტაბლეტების მიღების სქემის დაცვის შემთხევაში შეიძლება თავიდან იქნას აცილებული კონტრაცეპტული დაცვის შემცირება. თუ ხდება ქვემოთ მითითებული ვარიანტებიდან რომელიმეს დაცვა, მაშინ აღარ არის აუცილებელი დამატებით კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება, იმ პირობით, რომ გამოტოვებამდე ტაბლეტები სწორად მიიღება 7 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკომენდებულია ქვემოთ მითითებული ვარიანტებიდან პირველის დაცვა და დამატებითი ზომების მეთოდების გამოყენება მომდევნო 7 დღის განმავლობაში.
უნდა მოხდეს ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება მალე მიღება, მაშინაც კი თუ ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღება იქნება საჭირო. ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ტაბლეტების ჩვეულ დროს მიღება. შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დაწყება უნდა მოხდეს წინა შეფუთვიდან ტაბლეტების დასრულებისთანავე, ანუ არ უნდა მოხდეს შესვენება ტაბლეტების სხვადასხვა შეფუთვიდან მიღებებს შორის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალს დაეწყოს მენსტრუალურის მსგავსი სისხლდენა მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დასრულებამდე, თუმცა პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლიანი გამონადენი ან გარღვევა სისხლდენა.
- ასევე შეიძლება მიმდინარე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების შეწყვეტა. ამ შემთხვევაში, პრეპარატის მიღებისგან შესვენება უნდა იყოს 7 დღემდე, ტაბლეტების გამოტოვების დღეების ჩათვლით; ტაბლეტების მიღების დაწყება უნდა მოხდეს შემდეგი შეფუთვიდან. თუ ტაბლეტების გამოტოვების შემდეგ პრეპარატის გამოყენებისგან პირველი ნორმალური შესვენების განმავლობაში არ ხდება მოსალოდნელი მენსტრუაცია, მაშინ სავარაუდოა ორსულობა. ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
რეკომენდაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების შემთხვევაში
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მძიმე დარღვევების შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის არასრული შეწოვა; ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს კონტრაცეპტული საშუალებების დამატებით გამოყენება. თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათში იწყება ღებინება, აუცილებელია რაც შეიძლება მალე ახალი ტაბლეტის მიღება. თუ გასულია 12 საათზე მეტი, მისაღებია ზემოთ მოცემული რეკომენდაცია პუნქტის-"გამოყენების წესი და დოზები" ქვეპუნქტში "რა უნდა გააკეთოთ ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთვევაში". თუ ქალს არ სურს შეცვალოს ტაბლეტების მიღების თავისი გრაფიკი, მან დამატებით აუცილებლად უნდა მიიღოს ტაბლეტ(ები)ი შემდეგი შეფუთვიდან.
როგორ უნდა მოხდეს მოხსნის სისხლდენის დაწყების შეფერხება
მოხსნის სისხლდენის შეყოვნების მიზნით, პრეპარატის ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს ახალი შეფუთვიდან და უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენებისგან შესვენება. სურვილის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების დასრულებამდე. ამავდროულად, შეიძლება აღინიშნებოდეს გარღვევა სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი. ჩვეულებრივ, პრეპარატის გამოყენების განახლდება ხდება ტაბლეტების მიღებისგან შვიდ დღიანი შესვენების შემდეგ.
მოხსნის სისხლდენის დაწყების დროის კვირის სხვა დღეს გადასატანად, რეკომენდებულია პრეპარატის მიღებისგან შესვენების შემცირება იმდენი დღით, რამდენიც პაციენტს სურს.
მენსტრუალური სისხლდენის დაწყების კვირის სხვა დღეს გადასადებად, ქალის მოთხოვნით უნდა შემცირდეს შემდეგი 7-დღიანი შესვენება (იქამდე, სანამ აუცილებელია). მაგალითად, თუ ციკლი ჩვეულებრივ იწყება პარასკევს და თუ ქალს სურს ციკლი მომავალში დაიწყოს სამშაბათს (ე.ი. 3 დღით ადრე), მაშინ შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივ იწყება გამოყენების დრომდე 3 დღით ადრე. რაც უფრო მოკლეა ინტერვალი, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მენსტრუალური სისხლდენა შეფერხდება და მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს ძლიერი სისხლიანი გამონადენი.
გვერდითი რეაქციები
გვერდითი ეფექტების შემთხვევების კლასიფიკაცია ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
გვერდითი ეფექტების სიხშირე გამოვლინდა სამკურნალოდ იგივე შემადგენლობის (დიენოგესტი/ეთინილესტრადიოლი) სხვა პრეპარატების გამოყენებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში (ასევე 3590 ქალში).
გვერდითი ეფექტების სიხშირის გამოთვლა მოხდა 1/10 და არცერთი მათგანი არ არის კლასიფიცირებული როგორც ყველაზე გავრცელებული ეფექტი. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები არის თავის ტკივილი, ტკივილილი მუცლის და გულმკერდის არეში.
პრეპარატების გამოყენების დროს არტერიული და ვენური თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკი, ასევე მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის, ვენური თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, რომლებიც აღნიშნულია პუნქტში "სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები".
ორგანოთა სისტემის კლასები
ხშირად (≥1/100 – <1/10)
არახშირად (≥1/1 000 – <1/100)
იშვიათად (≥1/10 000 – < 1/1 000)
ინფექციური პროცესები
და ინვაზიები
ვულვოვაგინალური კანდიდოზი ან სხვა სოკოვანი ინფექციები
იმუნური სისტემის მხრივ
ალერგიული რეაქციები
მეტაბოლური და კვების დარღვევები
მადის მომატება
ფსიქიკური აშლილობები
დეპრესიული განწყობა, დეპრესია,
ლიბიდოს დაქვეითება, აგრესია, ინდიფერენტულობა,
ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
შაკიკი, ძილიანობა, ფეხის კრუნჩხვები, ნერვოზულობა.
ანორექსია
მხედველობის ორგანოების მხრივ
დისკომფორტი თვალებში
მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივიტი
სმენის ორგანოების მხრივ
სმენის დარღვევა
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ჰიპერტენზია, დაბალი არტერიული წნევა, ტკივილები ვენებში.
ფლებიტი, ღრმა ვენების და ფილტვის არტერიის თრომბოზი, თრომბოემბოლია, არტერიული თრომბოემბოლია, ტაქიკარდია, პრობლემები გულის მხრივ, ჰემატომა, ცერებროვასკულური დაზიანება, ანემია.
სასუნთქი სისტემის მხრივ
სინუსიტი, ასთმა, რესპირატორული ინფექციები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ტკივილი მუცლის არეში
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ,
გულისრევა, ღებინება
დიარეა
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
აკნე, აკნესმაგვარი დერმატიტი, ეგზანთემა, ეგზემა, კანის რეაქციები, ქლოაზმა, თმის ცვენა
მულტიფორმული ერითემა, ქავილი, ჰიპერტრიქოზი, ვირილიზმი
საშარდე სისტემის მხრივ
შარდსასქესო გზების ინფექციები
მხრივ
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების
სარძევე ჯირკვლების ტკივილი
მენსტრუალური სისხლდენა, ფსევდო-მენსტრუალური სისხლდენა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, დისპარეუნია,
ვაგინიტი, ვაგინალური სეკრეციის ცვლილება
სუსტი მენსტრუაცია, მასტიტი, ფიბროზო-კისტოზური მასტოპათია, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, ლეიომიომა, ენდომეტრიტი, სალპინგიტი.
ზოგადი დარღვევები
"სიცხის" შეგრძნება, დაღლილობა, სისუსტე, ზურგის ტკივილი, ვაგინალური კანდიდოზი და სხვა სოკოვანი ინფექციები, სხეულის წონის მომატება, შეშუპება
ალერგიული რეაქციები, გრიპის მსგავსი მდგომარეობები
შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, აღნიშნულია პუნქტში "სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები". სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები გამოყენებისას:
ვენური თრომბოემბოლიური დარღვევები;
არტერიული თრომბოემბოლიური დარღვევები;
ჰიპერტონია;
წარმონაქმნები ღვიძლში;
მიუხედავად იმისა, რომ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს შემდეგი მდგომარეობები, ამ მდგომარეობების კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასთან დადგენილი არ არის: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ეპილეფსია, შაკიკი, საშვილოსნოს მიომა, პორფირია, სისტემური წითელი მგლურა, გესტაციური ჰერპესი, სიდენჰემის ქორეა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ქოლესტაზური სიყვითლე;
ქლოაზმა;
ქალებს, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, შეიძლება დაჭირდეთ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღების შეწყვეტა ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზებამდე;
მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპების მქონე ქალებში, ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების განვითარება ან ამ სიმპტომების გამწვავება;
სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების შემთხვევების სიხშირე ძალიან დაბალია ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს. რადგან სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად გვხვდება 40 წლამდე ასაკის ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების რაოდენობის უმნიშვნელო ზრდა, დიაგნოზირებული ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, უმნიშვნელოა დაავადების საერთო რისკთან შედარებით. არ არის დადგენილი არანაირი კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პუნქტებში "უკუჩვენებები", "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები".
ურთიერთქმედება
გარღვევა სისხლდენის და/ან კონტრაცეპტული მოქმედების შემცირება შეიძლება განვითარდეს სხვა სამკურნალო საშუალებების (ფერმენტების ინდუქტორები) ორალურ კონტრაცეპტივებთან ურთიერთქმედების შედეგად (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები”).
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ. ეს იძლევა სამკურნალო საშუალებების სარგებელი/რისკი თანაფარდობის გაკონტროლების საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ.
დოზის გადაჭარბება.
პერორალურად მიღების დროს ეთინილესტრადიოლის და დიენოგესტის მწვავე ტოქსიკურობა ძალიან დაბალია. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ამ შემთხვევაში, მოიცავს გულისრევას, ღებინებას და ახალგაზრდა გოგონებში უმნიშვნელო სისხლდენას საშოდან. როგორც წესი, არ არის საჭირო სპეციფიკური მკურნალობა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
გამოშვების ფორმა
სტადიოლი, გარსით დაფარული ტაბლეტები № 21, ბლისტერი (პვქ/ალუმინი) მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა.
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის მფლობელი:
შპს ავიტა, თაბრიზის ქ., AZ1008
ბაქო, აზერბაიჯანი
მწარმოებელი:
Pharbil Waltrop GmbH, Im Wirrigen 25
45731 Waltrop, Deutschland
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.