პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

სოპრალი

Sopral

ურეცეპტოდ20მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

სოპრალი - გასტრო-რეზისტენტული კაფსულები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ომეპრაზოლს. ის განეკუთვნება «პროტონული ტუმბოს ინჰიბიოტორებად» წოდებული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ კუჭში მჟავას სეკრეციას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ომეპრაზოლი (omeprazole)
ფორმა და შეფუთვა
20მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №14
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-025140
რეგისტრირებულია
4 მაისი 2018, მოქმედებს 4 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქრთველოში
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასოპრალი და სხვა წამალი ერთად

სოპრალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სოპრალი - გასტრო-რეზისტენტული კაფსულები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ომეპრაზოლს. ის განეკუთვნება «პროტონული ტუმბოს ინჰიბიოტორებად» წოდებული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ კუჭში მჟავას სეკრეციას. სოპრალი გამოიყენება მოზრდილებში კუჭის დისკომფორტის მოკლევადიანი მკურნალობისთვის, რომელიც დაკავშირებულია კუჭის წვენის რეფლუქსთან. რეფლუქსი – ეს არის კუჭის მჟავის უკან გადასვლა კუჭიდან საყლაპავში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის ანთება ან ტკივილი. ეს შეიძლება გახდეს მიზეზი გულმკერდის არეში წვის შეგრძნებისა, როცა (მჟავა) აღწევს კისრამდე და იწვევს მჟავე გემოს პირში (მჟავის დაბრუნება). თქვენ შეგიძლიათ შეგიმსუბუქდეთ ეს სიმპტომები მას შემდეგ, რაც 2-3 დღე მიიღებთ ამ კაფსულებს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ სოპრალი ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია ინსტრუქციაში. თუ თქვენ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა: ერთი 20მგ კაფსულა დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ სიმპტომები არ გაქრება, მიმართეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა 2–3 დღის მიღების შემდეგ მიღწეულ იქნას გაუმჯობესება.

როგორ მიიღება ეს წამალი:

რეკომენდებულია სოპრალის კაფსულის მიღება დილით.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სოპრალი უზმოზე და ჭამის შემდეგაც.

გადაყლაპეთ მთლიანი კაფსულა ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად.

არ დაღეჭოთ კაფსულის შემადგენლობა. კაფსულა მოიცავს გარსით დაფარულ გრანულებს, რომელიც აბრკოლებენ ამ პრეპარატის დაშლას კუჭის მჟავის მიერ, მაშინ, როდესაც ის ტრანსპორტირდება კუჭში. მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს გრანულების მთლიანობა. აქტიური ნივთიერება გრანულებიდან გამოთავისუფლდება ნაწლავებში, სადაც ის ავლენს თავის ქმედებას.

რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენ გიძნელდებათ კაფსულის ყლაპვა.

გახსენით კაფსულა და გადაყლაპეთ მისი შემადგენლობა ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად ან გადმოყარეთ გრანულები არაგაზირებულ ნახევარ ჭიქა წყალში, კისელში ან კომპოტში ან ვაშლის ხილფაფაში და ისე მიიღეთ.

ყოველთვის მოურიეთ ხსნარს მის მიღებამდე. დალიეთ ხსნარი მაშინვე ან მისი მომზადებიდან 30 წუთის განმავლობაში.

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიიღეთ თუ არა მთელი წამალი სრულად, დააყოლეთ მას კიდევ ნახევარი ჭიქა წყალი. არ გამოიყენოთ რძე ან გაზიანი წყალი. მყარი ნაწილაკები შეიცავს წამალს, არ დაღეჭოთ ის!

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა , მაშინვე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოტოვეთ სოპრალის დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ თქვენ ალერგიული ხართ სოპრალის აქტიური ნივთიერების ან ამ პეპარატის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ.პ.6) ;

თუ თქვენ ალერგიული ხართ სხვა პრეპარატის მიმართ «პროტონული ტუმბოს ინჰიბიოტორების» ჯგუფიდან (რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ);

თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატს რომელიც შეიცავს ნელფინავირს (HIV ინფექციის სამკურნალო პრეპარატები).

სიფრთხილის ზომები

მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან სოპრალით მკურნალობის დაწყებამდე. არ მიიღოთ სოპრალი 14 დღეზე მეტ ხანს ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ თქვენ არ იგრძნობთ შემსუბუქებას ან თუ სიმპტომები გაუარესდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

სოპრალს შეუძლია დაფაროს კუჭის სხვა დაავადებათა სიმპტომები. შესაბამისად, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები წარმოიქმნება სოპრალის მიღებამდე ან მისი მიღების დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს :

  • თუ თქვენ დაკარგავთ წონას აშკარა მიზეზის გარეშე და თქვენ გაქვთ ყლაპვის პრობლემა;
  • თუ თქვენ გაქვთ ტკივილი კუჭში ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები;
  • თუ თქვენ დაგეწყოთ ღებინება საკვების ან სისხლის;
  • თუ თქვენ გაქვთ შავი ფერის (სისხლიანი) განავალი;
  • თუ თქვენ გაქვთ მძიმე ან ხანგრძლივი დიარეა, რადგანაც ომეპრაზოლი ადვილად ზრდის ინფექციური დიარეის რისკს;

_ თუ თქვენ წარსულში გქონდათ კუჭის დაავადება ან კუჭ-ნაწლავზე გაკეთებული გაქვთ ოპერაცია;

  • თუ თქვენ გადიხართ საჭმლის მომნელებელი სისტემის ან გულმკერდის უკანა მხარის წვის მუდმივ სიმპტომატიკურ მკურნალობას 4 ან მეტი კვირის განმავლობაში;
  • თუ თქვენ გაქვთ სიყვითლე ან ღვიძლის მძიმე დაავადება;
  • თუ თქვენ ხართ 55 წლის და მეტი ასაკის და გაგიჩნდათ კუჭ-ნაწლავის ახალი ან შეცვლილი სიმპტომები ;
  • თუ თქვენ ოდესღაც გქონდათ კანზე რეაქცია კუჭის მჟავიანობის შესამცირებელი ანუ სოპრალის მსგავსი პრეპარატის მიღების შედეგად;
  • თუ თქვენ უნდა გაგიკეთონ სისხლის სპეციფიკური კვლევა(ქრომოგრანინ A).

თუ თქვენ გაგიჩნდათ გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით მზისგან დაუცველ ადგილებში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს სოპრალის მიღების შეწყვეტა. არ დაგავიწყდეთ სხვა სიმპტომების აღწერა, რომელიც თქვენ შეამჩნიეთ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, მაგ. სახსრების ტკივილი.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ომეპრაზოლი პროფილაქტიკის მიზნით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს.

ეს აუცილებელია, რადგანაც სოპრალს შეუძლია შეცვალოს ზოგიერთი წამლის მოქმედება ან პირიქით, მათ შეიძლება შეცვალოს სოპრალის ეფექტი. არ მიიღოთ სოპრალი, თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ნელფინავირს (HIV ინფექციის სამკურნალო პრეპარატები).

აცნობეთ ყოველთვის თქვენს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ კლოპიდოგრელს ( სისხლის შედედების წარმომქმნის (თრომბის) საწინააღმდეგო პრეპარატი ).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ სხვა ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:

სოკოს ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს ( მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი);

დიგოქსინს (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი);

დიაზეპამს (შფოთვის, მუსკულატურის სპაზმის და ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი);

ფენითოინს (გამოიყენება ეპილეფსიის დროს) – თუ თქვენ ღებულობთ ფენიტოინს, მაშინ თქვენ უნდა იყოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სოპრალით მკურნალობის დაწყების და შეჩერების დროს;

სისხლის შედედების დარღვევის დროს გამოსაყენებელი წამლების, ისეთების, როგორიცაა ვარფარინი და ვიტამინ K-ს სხვა ანტაგონისტების გამოყენებისას - თუ თქვენ ღებულობთ ამგვარ წამლებს, თქვენს ექიმმა უნდა მოახდინოს თქვენზე დაკვირვება სოპრალით მკურნალობის დაწყებამდე ან სოპრალით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.

რიფამპიცინს (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი );

კლარიტრომიცინს (სხვადასხვა ინფექციათა სამკურნალოდ);

ატაზანავირს (HIV ინფექციის სამკურლანოდ);

ტაკროლიმუს (ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს);

კრაზანას (hyperitum perforatum) ამ წამლის შემცველი ჩაი ან წამალი გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ.

ცილოსტაზოლს ( პერიოდული კოჭლობის სამკურნალოდ);

საკვინავირს (HIV ინფექციის სამკურლანოდ);

მეტოტრექსატს, ერლოტინიბს(ონკოლიგიური დაავადებების სამკურნალოდ);

სოპრალის მიღება კვების პროდუქტებთან და სასმელებთან:

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კაფსულ;ები უზმოზეც და კვების შემდეგაც.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით. უცნობია გადადის თუ არა სოპრალი დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება ძუძუთი კვების დროს.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

ნაკლებად სავარაუდოა სოპრალის გავლენა მანქანის მართვასა და სამანქანო ინსტრუმენტებთან მუშაობის დროს. შესაძლოა მსუბუქი თავბრუსხვევა და ოდნავ მხედველობის დაბინდვა (იხ. პ.4). თუ თქვენ წარმოგექმნათ ეს სიმპტომები არ მართოთ მანქანა და არ იმუშაოთ მანქანებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოპრალის შემადგენლობის შესახებ.

სოპრალი შეიცავს საქაროზას, როგორც დამხმარე ნივთიერებას. თუ თქვენმა ექიმმა თქვენ გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან მის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალას,არასასურველი რეაქციები ამ წამალსაც გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტს არ აღენიშნება ის.

თუ თქვენ შემდეგი არასასურველი რეაქციებიდან შეამჩნევთ ზოგიერთ იშვიათ, მაგრამ მნიშვნელოვან რეაქციას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს:

  • უეცარი ხიხინი, ტუჩების, ენის, ყელის ან სხეულის შესიება, გამონაყარი კანზე, გონების დაკარგვა ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია);
  • კანის გაწითლება, ბუშტუკების და გამონაყარის წარმოქმნა. შესაძლოა ბუშტუკების წარმოქმნა და სისხლდენა პირიდან, თვალებიდან, ტუჩებიდან, ცხვირიდან და გენიტალიებიდან. ეს შეიძლება იყოს სტივენ-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზა.
  • კანის სიყვითლე, შარდის გამუქება და დაღლილობა, რომელიც შესაძლოა იყოს ღვიძლის პრობლემების სიმპტომები;

არასასურველი რეაქცია შეიძლება წარმოიქმნას ისეთი სიხშირით, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი

10-დან 1 პაციენტს

ხშირი

100 პაციენტში 1-დან 10-მდე

არც ისე ხშირი

1000 პაციენტში 1-დან 10-მდე

იშვიათი

10 000 პაციენტში 1-დან 10-მდე

ძალიან იშვიათი

10 000 პაციენტში 1 პაციენტს

უცნობი სიხშირით

არსებული მონაცემებით განსაზღვრა შეუძლებელია

სხვა არასასურველ რეაქციას წარმოადგენს:

ხშირი:

თავის ტკივილი,

ეფექტები კუჭ-ნაწლავზე, დიარეა, კუჭის ტკივილი, კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში, ყაბზობა, აირები (ფლატულენცია) ,

ღებინება, გულისრევა.

არახშირი:

ფეხების და კოჭების შეშუპება,

ძილის დარღვევა (უძილობა),

თავბრუსხვევა, ჩხვლეტები სხეულზე „ჭიანჭველების ცოცვა“, ძილიანობა,

თავბრუსხვევა (ვერტიგო),

ცვლილებები სისხლის HIV ანალიზში,

გამონაყარი კანზე, ბულუზური გამონაყარი (ჭინჭრის ციება), კანის ქავილი,

საერთო სისუსტე, ენერგიის უკმარისობა,

თეძოს ძვლის მოტეხილობა, ხელის მტევნის და ხერხემლის ძვლის მოტეხილობა.

იშვიათი:

სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების შემცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩალურჯებები ან გაზარდოს ინფექციის რისკი.

ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ ძალიან მძიმე, ტუჩების, ენის, ყელის შეშუპების ჩათვლით, ტემპერატურის მომატება, ხიხინი.

ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, გულისრევა, კრუნჩხვები.

შფოთვა, დაბნეულობა, დეპრესია,

გემოვნების შეცვლა,

მხედველობის დარღვევა, დაბინდვა,

ხიხინის უეცარი წარმოქმნა ან სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი),

პირის სიმშრალე,

ლორწოვანის ანთება პირში.

«კანდიდოზას » ინფექცია , რომელიც იწვევს სოკოს და შეუძლია ნაწლავების დაზიანება.

ღვიძლის პრობლემები სიყვითლის ჩათვლით- კანის გაყვითლება, შარდის გამუქება და დაღლილობა.

თმის ცვენა (ალოპეცია),

კანზე გამონაყარი მზის სხივების ზემოქმედებით,

სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია),

თირკმლის მძიმე პრობლემები (ინტერსტიციალური ნეფრიტი),

მომატებული ოფლიანობა.

ძალიან იშვიათი:

სისხლის სურათის შეცვლა აგრანულოციტოზის (გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რაც ზრდის ინფექციის წარმოქმნის შესაძლებლობას),

აგრესიულობა,

ჰალუცინაციები,

სერიოზული პრობლემები, რომლებიც იწვევს ღვიძლის უკმარისობას ან ტვინის დაზიანებას.

კანზე უეცარი გამონაყარის და ბუშტუკების წარმოქმნა, ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს მაღალ ტემპერატურასთან ან სახსრების ტკივილთან (ერითემა მულტიფორმაში, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზა),

კუნთების სისუსტე,

მამაკაცებში მკერდის გადიდება,

ჰიპომაგნეზიემია, სისხლში მაგნეზიის შემცველობის შემცირება.

გაურკვეველი სიხშირე:

გამონაყარი კანზე, რომელიც შეიძლება იყოს სახსრების ტკივილთან ერთად,

კოლიტი(მსხვილი ნაწლავის ანთება).

თუ თქვენ ღებულობთ ომეპრაზოლს 3 თვეზე მეტ ხანს? შესაძლოა თქვენს სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება, სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე გამოვლინდება დაღლილობით, კუნთების უნებლიე კონტრაქციებით, დეზორიენტაციით, კრუნჩხვებით, თავბრუსხვევით, გულისცემის სიხშირის მომატებით. თუ თქვენ იგრძნობთ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ. მაგნეზიის დაბალი დონე იწვევს კალიუმის ან კალციუმის შემცირებას სისხლში.

თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს სისხლის კვლევა მაგნეზიის დონის კონტროლის მიზნით.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.

  • სოპრალის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე. შეინახეთ სოპრალი ორიგინალ შეფუთვაში 250 ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ომეპრაზოლი. თითოეული გასტრო-რეზისტენტული კაფსულა შეიცავს 20მგ ომეპრაზოლს.
  • სხვა შემადგენლობა: კაფსულის შემადგენლობა: საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, მანითოლი, ჰიდროსიპროპილმეთილცელუ-ლოზა, მაკროგოლის 6000, ტალკი, პოლისორბატი 80, ტიტანის დიოქსიდი, მეტაკრილური მჟავა-ეთილაკრილატი;

კაფსულის გარსი: ინდიგოკარმინ (E132), ტიტანის დიოქსიდი(E171), ჟელატინი.

სოპრალის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა.

მყარი კაფსულა ღია ლურჯი ფერის გამჭვირვალე სხეული და ლურჯი გაუმჭვირვალე საცობი.

კაფსულის შემადგენლობა: სფერული ერთნაირი თეთრიდან კრემისფერამდე გრანულები ხილული დეფექტების გარეშე. ერთ PVC ალუმინის ფოლგაზე მოთავსებულია 7 მყარი კაფსულა. ყუთში მოთავსებულია ორი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

სოპრალი 20მგ.

გასტრო-რეზისტენტული მყარი კაფსულები

ომეპრაზოლი

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ისე, როგორც ამ ინსტრუქციაში არის მოცემული, ან როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი გირჩევთ.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ინფორმაციისთვის.

თუ თქვენ გამოგივლინდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ.პ.4.

თუ 14 დღის შემდეგ თქვენ არ იგრძნობთ გაუმჯობესებას, ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.

რას წარმოადგენს სოპრალი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ სოპრალის მიღებამდე

როგორ მიიღოთ სოპრალი

შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორ ინახება სოპრალი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს სოპრალი და რისთვის გამოიყენება ის.

სოპრალი - გასტრო-რეზისტენტული კაფსულები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ომეპრაზოლს. ის განეკუთვნება «პროტონული ტუმბოს ინჰიბიოტორებად» წოდებული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ კუჭში მჟავას სეკრეციას. სოპრალი გამოიყენება მოზრდილებში კუჭის დისკომფორტის მოკლევადიანი მკურნალობისთვის, რომელიც დაკავშირებულია კუჭის წვენის რეფლუქსთან. რეფლუქსი – ეს არის კუჭის მჟავის უკან გადასვლა კუჭიდან საყლაპავში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის ანთება ან ტკივილი. ეს შეიძლება გახდეს მიზეზი გულმკერდის არეში წვის შეგრძნებისა, როცა (მჟავა) აღწევს კისრამდე და იწვევს მჟავე გემოს პირში (მჟავის დაბრუნება). თქვენ შეგიძლიათ შეგიმსუბუქდეთ ეს სიმპტომები მას შემდეგ, რაც 2-3 დღე მიიღებთ ამ კაფსულებს.

  • რა უნდა იცოდეთ სოპრალის მიღებამდე.

არ მიიღოთ სოპრალი:

თუ თქვენ ალერგიული ხართ სოპრალის აქტიური ნივთიერების ან ამ პეპარატის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ.პ.6) ;

თუ თქვენ ალერგიული ხართ სხვა პრეპარატის მიმართ «პროტონული ტუმბოს ინჰიბიოტორების» ჯგუფიდან (რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ);

თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატს რომელიც შეიცავს ნელფინავირს (HIV ინფექციის სამკურნალო პრეპარატები).

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან სოპრალით მკურნალობის დაწყებამდე. არ მიიღოთ სოპრალი 14 დღეზე მეტ ხანს ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ თქვენ არ იგრძნობთ შემსუბუქებას ან თუ სიმპტომები გაუარესდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

სოპრალს შეუძლია დაფაროს კუჭის სხვა დაავადებათა სიმპტომები. შესაბამისად, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები წარმოიქმნება სოპრალის მიღებამდე ან მისი მიღების დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს :

  • თუ თქვენ დაკარგავთ წონას აშკარა მიზეზის გარეშე და თქვენ გაქვთ ყლაპვის პრობლემა;
  • თუ თქვენ გაქვთ ტკივილი კუჭში ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები;
  • თუ თქვენ დაგეწყოთ ღებინება საკვების ან სისხლის;
  • თუ თქვენ გაქვთ შავი ფერის (სისხლიანი) განავალი;
  • თუ თქვენ გაქვთ მძიმე ან ხანგრძლივი დიარეა, რადგანაც ომეპრაზოლი ადვილად ზრდის ინფექციური დიარეის რისკს;

_ თუ თქვენ წარსულში გქონდათ კუჭის დაავადება ან კუჭ-ნაწლავზე გაკეთებული გაქვთ ოპერაცია;

  • თუ თქვენ გადიხართ საჭმლის მომნელებელი სისტემის ან გულმკერდის უკანა მხარის წვის მუდმივ სიმპტომატიკურ მკურნალობას 4 ან მეტი კვირის განმავლობაში;
  • თუ თქვენ გაქვთ სიყვითლე ან ღვიძლის მძიმე დაავადება;
  • თუ თქვენ ხართ 55 წლის და მეტი ასაკის და გაგიჩნდათ კუჭ-ნაწლავის ახალი ან შეცვლილი სიმპტომები ;
  • თუ თქვენ ოდესღაც გქონდათ კანზე რეაქცია კუჭის მჟავიანობის შესამცირებელი ანუ სოპრალის მსგავსი პრეპარატის მიღების შედეგად;
  • თუ თქვენ უნდა გაგიკეთონ სისხლის სპეციფიკური კვლევა(ქრომოგრანინ A).

თუ თქვენ გაგიჩნდათ გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით მზისგან დაუცველ ადგილებში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს სოპრალის მიღების შეწყვეტა. არ დაგავიწყდეთ სხვა სიმპტომების აღწერა, რომელიც თქვენ შეამჩნიეთ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, მაგ. სახსრების ტკივილი.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ომეპრაზოლი პროფილაქტიკის მიზნით.

სხვა წამლები და სოპრალი:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ, ღებულობდით ან მომავალში მიიღებთ სხვა წამლებს.

ეს აუცილებელია, რადგანაც სოპრალს შეუძლია შეცვალოს ზოგიერთი წამლის მოქმედება ან პირიქით, მათ შეიძლება შეცვალოს სოპრალის ეფექტი. არ მიიღოთ სოპრალი, თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ნელფინავირს (HIV ინფექციის სამკურნალო პრეპარატები).

აცნობეთ ყოველთვის თქვენს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ კლოპიდოგრელს ( სისხლის შედედების წარმომქმნის (თრომბის) საწინააღმდეგო პრეპარატი ).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ სხვა ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:

სოკოს ინფექციის სამკურნალო პრეპარატებს ( მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი);

დიგოქსინს (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი);

დიაზეპამს (შფოთვის, მუსკულატურის სპაზმის და ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი);

ფენითოინს (გამოიყენება ეპილეფსიის დროს) – თუ თქვენ ღებულობთ ფენიტოინს, მაშინ თქვენ უნდა იყოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სოპრალით მკურნალობის დაწყების და შეჩერების დროს;

სისხლის შედედების დარღვევის დროს გამოსაყენებელი წამლების, ისეთების, როგორიცაა ვარფარინი და ვიტამინ K-ს სხვა ანტაგონისტების გამოყენებისას - თუ თქვენ ღებულობთ ამგვარ წამლებს, თქვენს ექიმმა უნდა მოახდინოს თქვენზე დაკვირვება სოპრალით მკურნალობის დაწყებამდე ან სოპრალით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.

რიფამპიცინს (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი );

კლარიტრომიცინს (სხვადასხვა ინფექციათა სამკურნალოდ);

ატაზანავირს (HIV ინფექციის სამკურლანოდ);

ტაკროლიმუს (ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს);

კრაზანას (hyperitum perforatum) ამ წამლის შემცველი ჩაი ან წამალი გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ.

ცილოსტაზოლს ( პერიოდული კოჭლობის სამკურნალოდ);

საკვინავირს (HIV ინფექციის სამკურლანოდ);

მეტოტრექსატს, ერლოტინიბს(ონკოლიგიური დაავადებების სამკურნალოდ);

სოპრალის მიღება კვების პროდუქტებთან და სასმელებთან:

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კაფსულ;ები უზმოზეც და კვების შემდეგაც.

ორსულობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობა:

თუ თქვენ ხართ ორსულად, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით. უცნობია გადადის თუ არა სოპრალი დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი მიღება ძუძუთი კვების დროს.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

ნაკლებად სავარაუდოა სოპრალის გავლენა მანქანის მართვასა და სამანქანო ინსტრუმენტებთან მუშაობის დროს. შესაძლოა მსუბუქი თავბრუსხვევა და ოდნავ მხედველობის დაბინდვა (იხ. პ.4). თუ თქვენ წარმოგექმნათ ეს სიმპტომები არ მართოთ მანქანა და არ იმუშაოთ მანქანებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოპრალის შემადგენლობის შესახებ.

სოპრალი შეიცავს საქაროზას, როგორც დამხმარე ნივთიერებას. თუ თქვენმა ექიმმა თქვენ გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან მის მიღებამდე.

  • როგორ უნდა მიიღოთ სოპრალი

ყოველთვის მიიღეთ სოპრალი ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია ინსტრუქციაში. თუ თქვენ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა: ერთი 20მგ კაფსულა დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ სიმპტომები არ გაქრება, მიმართეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა 2–3 დღის მიღების შემდეგ მიღწეულ იქნას გაუმჯობესება.

როგორ მიიღება ეს წამალი:

რეკომენდებულია სოპრალის კაფსულის მიღება დილით.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სოპრალი უზმოზე და ჭამის შემდეგაც.

გადაყლაპეთ მთლიანი კაფსულა ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად.

არ დაღეჭოთ კაფსულის შემადგენლობა. კაფსულა მოიცავს გარსით დაფარულ გრანულებს, რომელიც აბრკოლებენ ამ პრეპარატის დაშლას კუჭის მჟავის მიერ, მაშინ, როდესაც ის ტრანსპორტირდება კუჭში. მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს გრანულების მთლიანობა. აქტიური ნივთიერება გრანულებიდან გამოთავისუფლდება ნაწლავებში, სადაც ის ავლენს თავის ქმედებას.

რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენ გიძნელდებათ კაფსულის ყლაპვა.

გახსენით კაფსულა და გადაყლაპეთ მისი შემადგენლობა ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად ან გადმოყარეთ გრანულები არაგაზირებულ ნახევარ ჭიქა წყალში, კისელში ან კომპოტში ან ვაშლის ხილფაფაში და ისე მიიღეთ.

ყოველთვის მოურიეთ ხსნარს მის მიღებამდე. დალიეთ ხსნარი მაშინვე ან მისი მომზადებიდან 30 წუთის განმავლობაში.

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიიღეთ თუ არა მთელი წამალი სრულად, დააყოლეთ მას კიდევ ნახევარი ჭიქა წყალი. არ გამოიყენოთ რძე ან გაზიანი წყალი. მყარი ნაწილაკები შეიცავს წამალს, არ დაღეჭოთ ის!

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა , მაშინვე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოტოვეთ სოპრალის დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები.

როგორც ყველა წამალას,არასასურველი რეაქციები ამ წამალსაც გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტს არ აღენიშნება ის.

თუ თქვენ შემდეგი არასასურველი რეაქციებიდან შეამჩნევთ ზოგიერთ იშვიათ, მაგრამ მნიშვნელოვან რეაქციას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს:

  • უეცარი ხიხინი, ტუჩების, ენის, ყელის ან სხეულის შესიება, გამონაყარი კანზე, გონების დაკარგვა ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია);
  • კანის გაწითლება, ბუშტუკების და გამონაყარის წარმოქმნა. შესაძლოა ბუშტუკების წარმოქმნა და სისხლდენა პირიდან, თვალებიდან, ტუჩებიდან, ცხვირიდან და გენიტალიებიდან. ეს შეიძლება იყოს სტივენ-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზა.
  • კანის სიყვითლე, შარდის გამუქება და დაღლილობა, რომელიც შესაძლოა იყოს ღვიძლის პრობლემების სიმპტომები;

არასასურველი რეაქცია შეიძლება წარმოიქმნას ისეთი სიხშირით, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი

10-დან 1 პაციენტს

ხშირი

100 პაციენტში 1-დან 10-მდე

არც ისე ხშირი

1000 პაციენტში 1-დან 10-მდე

იშვიათი

10 000 პაციენტში 1-დან 10-მდე

ძალიან იშვიათი

10 000 პაციენტში 1 პაციენტს

უცნობი სიხშირით

არსებული მონაცემებით განსაზღვრა შეუძლებელია

სხვა არასასურველ რეაქციას წარმოადგენს:

ხშირი:

თავის ტკივილი,

ეფექტები კუჭ-ნაწლავზე, დიარეა, კუჭის ტკივილი, კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში, ყაბზობა, აირები (ფლატულენცია) ,

ღებინება, გულისრევა.

არახშირი:

ფეხების და კოჭების შეშუპება,

ძილის დარღვევა (უძილობა),

თავბრუსხვევა, ჩხვლეტები სხეულზე „ჭიანჭველების ცოცვა“, ძილიანობა,

თავბრუსხვევა (ვერტიგო),

ცვლილებები სისხლის HIV ანალიზში,

გამონაყარი კანზე, ბულუზური გამონაყარი (ჭინჭრის ციება), კანის ქავილი,

საერთო სისუსტე, ენერგიის უკმარისობა,

თეძოს ძვლის მოტეხილობა, ხელის მტევნის და ხერხემლის ძვლის მოტეხილობა.

იშვიათი:

სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების შემცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩალურჯებები ან გაზარდოს ინფექციის რისკი.

ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ ძალიან მძიმე, ტუჩების, ენის, ყელის შეშუპების ჩათვლით, ტემპერატურის მომატება, ხიხინი.

ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, გულისრევა, კრუნჩხვები.

შფოთვა, დაბნეულობა, დეპრესია,

გემოვნების შეცვლა,

მხედველობის დარღვევა, დაბინდვა,

ხიხინის უეცარი წარმოქმნა ან სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი),

პირის სიმშრალე,

ლორწოვანის ანთება პირში.

«კანდიდოზას » ინფექცია , რომელიც იწვევს სოკოს და შეუძლია ნაწლავების დაზიანება.

ღვიძლის პრობლემები სიყვითლის ჩათვლით- კანის გაყვითლება, შარდის გამუქება და დაღლილობა.

თმის ცვენა (ალოპეცია),

კანზე გამონაყარი მზის სხივების ზემოქმედებით,

სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია),

თირკმლის მძიმე პრობლემები (ინტერსტიციალური ნეფრიტი),

მომატებული ოფლიანობა.

ძალიან იშვიათი:

სისხლის სურათის შეცვლა აგრანულოციტოზის (გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რაც ზრდის ინფექციის წარმოქმნის შესაძლებლობას),

აგრესიულობა,

ჰალუცინაციები,

სერიოზული პრობლემები, რომლებიც იწვევს ღვიძლის უკმარისობას ან ტვინის დაზიანებას.

კანზე უეცარი გამონაყარის და ბუშტუკების წარმოქმნა, ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს მაღალ ტემპერატურასთან ან სახსრების ტკივილთან (ერითემა მულტიფორმაში, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზა),

კუნთების სისუსტე,

მამაკაცებში მკერდის გადიდება,

ჰიპომაგნეზიემია, სისხლში მაგნეზიის შემცველობის შემცირება.

გაურკვეველი სიხშირე:

გამონაყარი კანზე, რომელიც შეიძლება იყოს სახსრების ტკივილთან ერთად,

კოლიტი(მსხვილი ნაწლავის ანთება).

თუ თქვენ ღებულობთ ომეპრაზოლს 3 თვეზე მეტ ხანს? შესაძლოა თქვენს სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება, სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე გამოვლინდება დაღლილობით, კუნთების უნებლიე კონტრაქციებით, დეზორიენტაციით, კრუნჩხვებით, თავბრუსხვევით, გულისცემის სიხშირის მომატებით. თუ თქვენ იგრძნობთ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ. მაგნეზიის დაბალი დონე იწვევს კალიუმის ან კალციუმის შემცირებას სისხლში.

თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს სისხლის კვლევა მაგნეზიის დონის კონტროლის მიზნით.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.

  • სოპრალის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე. შეინახეთ სოპრალი ორიგინალ შეფუთვაში 250 ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს სოპრალი:

  • აქტიური ნივთიერებაა ომეპრაზოლი. თითოეული გასტრო-რეზისტენტული კაფსულა შეიცავს 20მგ ომეპრაზოლს.
  • სხვა შემადგენლობა: კაფსულის შემადგენლობა: საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, მანითოლი, ჰიდროსიპროპილმეთილცელუ-ლოზა, მაკროგოლის 6000, ტალკი, პოლისორბატი 80, ტიტანის დიოქსიდი, მეტაკრილური მჟავა-ეთილაკრილატი;

კაფსულის გარსი: ინდიგოკარმინ (E132), ტიტანის დიოქსიდი(E171), ჟელატინი.

სოპრალის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა.

მყარი კაფსულა ღია ლურჯი ფერის გამჭვირვალე სხეული და ლურჯი გაუმჭვირვალე საცობი.

კაფსულის შემადგენლობა: სფერული ერთნაირი თეთრიდან კრემისფერამდე გრანულები ხილული დეფექტების გარეშე. ერთ PVC ალუმინის ფოლგაზე მოთავსებულია 7 მყარი კაფსულა. ყუთში მოთავსებულია ორი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი: სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, „ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16

ინსტრუქციის გადახედვის ბოლო თარიღი: 2017 წლის მარტი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა