სომატოსტატინი რომფარმი
Somatostatin Rompharm
50–60 საათი: გასტროდუოდენალური წყლულოვანი სისხლდენა, ეროზიული და ჰემორაგიული გასტრიტი გამოცდილება აჩვენებს, რომ სისხლდენა ჩერდება დაახლოებით 6–8 საათის შემდეგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სომატოსტატინი (somatostatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 3მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Drumul Garii Otopeni, nr. 52)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, სომატოსტატინი და ანალოგები
- ATC კოდი
- H01CB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043133
- რეგისტრირებულია
- 15 აპრილი 2025, მოქმედებს 15 აპრილი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სომატოსტატინი რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
50–60 საათი: გასტროდუოდენალური წყლულოვანი სისხლდენა, ეროზიული და ჰემორაგიული გასტრიტი
გამოცდილება აჩვენებს, რომ სისხლდენა ჩერდება დაახლოებით 6–8 საათის შემდეგ. თუ სისხლდენა გაგრძელდა 12–14 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს კლინიკური პროცედურის შესახებ კიდევ ერთი ენდოსკოპიის შემდეგ. სისხლდენის შეწყვეტის შემდეგ სომატოსტატინით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1-2 დღის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული რეციდივები. იმისათვის, რომ კრიტიკულ ფაზაში ინფუზიის შეცვლით საფრთხე არ შეექმნას სისხლდენის შეჩერებას, თუ ეს შესაძლებელია, რეკომენდებულია ინფუზიის შეცვლა თერაპიის პირველ დღეს 24 საათის შემდეგ.
120–140 საათი: პანკრეასის ოპერაციის შემდგომი პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა
სომატოსტატინი ინიშნება ოპერაციის დასაწყისში და გრძელდება მინიმუმ 5 პოსტოპერაციული დღის განმავლობაში. სომატოსტატინით თერაპია ტარდება დამატებით ჩვეულებრივ მკურნალობასთან ერთად.
5–14 დღე: პანკრეასის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პოსტოპერაციული ფისტულები.
ეფექტური თერაპიისთვის აუცილებელია სომატოსტატინის მუდმივი ინფუზიის უწყვეტობა. უნდა შენარჩუნდეს არსებული პრეპარატი და კონსერვატიული თერაპია. სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ-ით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1-3 დღის განმავლობაში ფისტულიდან სეკრეციის შეწყვეტის შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული რიკოშეტის ეფექტი, ამიტომ რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება.
მიღების წესი და დოზირება
კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:
3,5 მკგ სომატოსტატინი/კგ სხეულის წონაზე/საათში, უწყვეტი ინფუზიის სახით მთელი მკურნალობის პერიოდში.
დარტყმითი დოზის ინექცია:
თავდაპირველად, 3.5 მკგ სომატოსტატინი/კგ წონაზე (მაგ., 75 კგ პაციენტისთვის 250 მკგ სომატოსტატინი) გაჯერებული დარტყმითი დოზა, რომელიც იხსნება 1 მლ სტერილურ, იზოტონურ, პიროგენისგან თავისუფალ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, შეიძლება შეიყვანოთ ნელა (1 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში)
შემანარჩუნებელი დოზის ინფუზია:
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის სომატოსტატინი შეჰყავთ უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით დოზირების ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად (3,5 მკგ/კგ სხეულის მასაზე/სთ).
სხეულის წონა (კგ)
50
60
70
80
დოზა (მკგ/სთ)
170
200
250
270
კლინიკურ პრაქტიკაში საერთაშორისო დონეზე აღიარებული საყოველთაოდ მიღებული დოზა არის 250 მკგ/სთ. ამიტომ, ჩვეულებრივ ინიშნება 3 მგ/12 საათში ან 2-ჯერ 3 მგ/24 საათში.
პედიატრიული პოპულაცია:
ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის საკმარისი კვლევები არ არის ხელმისაწვდომი.
გამოყენების წესი
70-75 კგ სხეულის მასაზე და 12 საათიანი ინფუზიის ხანგრძლივობისთვის გამოიყენება მაგალითად:
ა) საინფუზიო ტუმბოს გამოყენება
3 მგ სომატოსტატინის ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად იხსნება 36 მლ სტერილურ, აპიროგენულ, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. ხსნარს იღებენ 50 მლ საინფუზიო შპრიცში. საინფუზიო ტუმბო დაყენებულია 3 მლ/სთ=250 მკგ სომატოსტატინი/სთ-ზე. 12 საათის შემდეგ საინფუზიო შპრიცის შეცვლა უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), საწყისი დოზა მცირდება 1,75 მკგ–მდე კგ-ზე (1,47 მლ 70 კგ პაციენტისთვის) და ინიშნება დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ინფუზიის სიჩქარე მცირდება 1,75 მკგ/კგ/სთ-მდე.
ბ) წვეთოვანი ინფუზიის გამოყენება
3 მგ სომატოსტატინის ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად იხსნება 480 მლ სტერილურ, აპიროგენულ, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. წვეთების რეგულირება ხდება დოზით 40 მლ/სთ=250 მკგ სომატოსტატინი/სთ. საჭიროა მუდმივი ინფუზიის უწყვეტობის მკაცრი მონიტორინგი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ინფუზიის სიჩქარე იქნება 20 მლ (125 მკგ) საათში.
სომატოსტატინის ნახევრადგამოყოფის ხანმოკლე პერიოდის გამო, ინფუზია არ უნდა შეწყდეს, თუ ეს შესაძლებელია – 1 წუთზე მეტ ხანს, რადგან რიკოშეტის ფენომენის შესაძლო შედეგმა შეიძლება შეაფერხოს თერაპიის ეფექტურობა და გაახანგრძლივოს თერაპიისთვის საჭირო დრო. ამიტომ, ინფუზიის ცვლილებები უნდა განხორციელდეს საკმარისად სწრაფად, რომ შენარჩუნდეს ჰორმონის მუდმივი დონე პლაზმაში.
მიღების ხანგრძლივობა
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერ(ებ)ის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“.
სისხლძარღვების დაზიანებით გამოწვეული არტერიული სისხლჩაქცევების მკუნალობა ხდება ქირურგიული გზით.
სიფრთხილის ზომები
თავიდან უნდა იქნას აცილებული სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ–ით განმეორებითი მკურნალობა, რადგან არ არის გამორიცხული მგრძნობელობის რისკის მომატება.
სომატოსტატინის ნახევრადგამოყოფის ხანმოკლე პერიოდის გამო, თუ შესაძლებელია, ინფუზია არ უნდა შეწყდეს 1 წუთზე მეტხანს (იხილეთ ასევე პუნქტი „გამოყენების წესი“).
სომატოსტატინის ინექცია უნდა იყოს ნელი (დაახლოებით ერთ წუთზე მეტი ხანგრძლივობის), რომ თავიდან იქნას აცილებული ან იქნას შემსუბუქებული გვერდითი მოვლენები (იხილეთ პუნქტი „არასასურველი ეფექტები“).
მკურნალობის დროს სისხლში გლუკოზა უნდა შემოწმდეს რეგულარული ინტერვალებით (დაახლოებით 3–4 საათიანი ინტერვალით) (იხილეთ ასევე დეტალები პუნქტში „არასასურველი ეფექტები“).
სომატოსტატინის თავდაპირველმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დაქვეითება გლუკაგონის სეკრეციის დათრგუნვის გამო. ინსულინის საჭიროების მქონე პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, სისხლში შეიძლება აღინიშნოს გლუკოზის ძალიან დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), თუ ინსულინით თერაპია გაგრძელდება უცვლელად.
თუმცა, სისხლში გლუკოზის ვარდნა მხოლოდ დროებითია და 2–3 საათის შემდეგ გადადის სისხლში გლუკოზის მატებაში (ჰიპერგლიკემია) ინსულინის სეკრეციის ერთდროული დათრგუნვის გამო. სომატოსტატინის ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ აღწერილია ინსულინის სეკრეციის მომატება შემდგომი ჰიპოგლიკემიით.
თუ ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნას აცილებული შაქრების ერთდროული მიღება, რომლებიც საჭიროებენ ინსულინს.
სომატოსტატინის ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პლაზმური ნაკადის სწრაფი და მნიშვნელოვანი შემცირება, გლომერულური ფილტრაციის მოცულობის და შარდის მოცულობის, აგრეთვე შარდის ოსმოლარობის მატება. ამიტომ, შარდის გამოყოფა და ელექტროლიტური ბალანსი რეგულარულად უნდა შემოწმდეს (იხ. „არასასურველი ეფექტები“).
თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევა სომატოსტატინის ინტრავენური ინფუზიით სომატოსტატინის ინფუზიის შემდეგ დღეს აღწერილია ძალიან იშვიათად, ყოველგვარი სისხლდენის გართულების გარეშე
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ ახანგრძლივებს ბარბიტურატების მიერ გამოწვეულ ძილის დროს და აძლიერებს პენტეტრაზოლის ეფექტს.
სომატოსტატინის და პროპრანოლოლის (ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს სომატოსტატინით გამოწვეული სისხლში გლუკოზის დონის მატება.
ფენტოლამინის (მაღალი წნევის საწინააღმდეგო პრეპარატი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებები სომატოსტატინით დაბალ მნიშვნელობებზე. ასევე, თუ ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნას აცილებული შაქრების ერთდროული მიღება, რომლებიც საჭიროებენ ინსულინს (იხ. ასევე „არასასურველი ეფექტები“).
შესაბამისად საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის ზედმიწევნითი მონიტორინგი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს სომატოსტატინის უსაფრთხოება არ არის დადგენილი. სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ არ გამოიყენება ორსულ ქალებში, პერი- და პოსტნატალურ პერიოდში.
ძუძუთი კვება
სომატოსტატინის უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში დადგენილი არ არის. შესაბამისად, სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ არ გამოიყენება ლაქტაციის დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ განიხილება.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძკებელია).
ცხრილი 1: გვერდითი რეაქციები მოხსენებული პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სომატოსტატინით (კლინიკური კვლევები და პოსტმარკეტინგული მონაცემები)
ორგანოთა სისტემის კლასი
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობი
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
თრომბოციტოპენია
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია (იხილეთ აგრეთვე პუნქტი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“)
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
თავბრუსხვევა
გულის მხრივ დარღვევები
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები
არტერიული წნევის მომატება (სწრაფი ინფუზიის დროს)
სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები
სუნთქვის გაჩერება
განკურნებადი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები
მუცლის ტკივილი (აბდომინური სპაზმები), გულისრევა და ღებინება, დიარეა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
გენერალიზებული ქავილი
თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ დარღვევები
წყლის ინტოქსიკაცია წყლის შეკავებით, ჰიპონატრიემია და ჰიპოოსმოლარული კომა
თირკმლის პლაზმური ნაკადის შემცირება, გლომერულური ფილტრაციის მოცულობის და შარდის მოცულობის შემცირება, შარდის ოსმოლარობის მომატება (იხ. ასევე პუნქტი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მონაცემების მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პრეპარატის მოხმარებისას განხორციელდეს სარგებელი/რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ განახორციელონ ინფორმაციის მიწოდება ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
სომატოსტატინის ხანმოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო (1,1-3,0 წუთი), ნივთიერებით ინტოქსიკაცია ნაკლებად სავარაუდოა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, როდესაც ვლინდება კლინიკური სიმპტომები (იხილეთ პუნქტი „არასასურველი ეფექტები“) უნდა იქნას განხილული სიმპტომური თერაპია.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სახის განკარგვისას
არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები უტილიზაციისთვის.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შემადგენლობა
თითო ფლაკონი შეიცავს 3 მგ სომატოსტატინს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად)
მარილმჟავა კონცენტრირებული (pH-ის დასარეგულირებლად)
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
შენახვის პირობები
გაუხსნელი ფლაკონი:
36 თვე
აღდგენის შემდეგ:
გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა აღდგენილი სამკურნალო პროდუქტისთვის 1 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარით გახსნის შემდეგ 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.
აღდგენის და განზავების შემდეგ:
გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარით განზავებული სამკურნალო პროდუქტისთვის 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ საინფუზიო ხსნარის ფხვნილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County
რუმინეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიპოთალამუსის ჰორმონები. სომატოსტატინი და ანალოგები, ათქ კოდი: H01CB01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
სომატოსტატინი წარმოადგენს სინთეზურ ტეტრადეკაპეპტიდს, რომელიც სტრუქტურითა და ეფექტით ადგილობრივი სომატოსტატინის იდენტურია.
სომატოსტატინის თერაპიული ეფექტი ძირითადად ემყარება მის ინჰიბიტორულ მოქმედებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეგზო- და ენდოკრინულ სეკრეტორულ ფუნქციებზე, აგრეთვე ვისცერალურ რეგიონში სისხლის ნაკადის შემცირებაზე.
კერძოდ, სომატოსტატინის ფარმაკოლოგიური ეფექტურობის შემდეგი ძირითადი მექანიზმებია განხილული:
ა) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის დროს:
პენტაგასტრინით სტიმულირებული ბაზალური და კუჭის მჟავას სეკრეციის დათრგუნვა.
პეპსინის სეკრეციის დათრგუნვა.
გასტრინის სეკრეციის დათრგუნვა.
ვისცერული სისხლის ნაკადის დაახლოებით 28%-ით შემცირება სომატოსტატინის 250 მკგ/სთ დოზით მიღებისას.
ბ) პანკრეასზე ოპერაციების შემდეგ პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკისთვის და პანკრეასის და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის ფისტულების პოსტოპერაციული სეკრეციის დათრგუნვის მიზნით:
პანკრეასის ეგზოკრინული სეკრეციის დათრგუნვა
სისხლში გლუკოზის დონეზე სომატოსტატინის გავლენა (იხ. პუნქტი „არასასურველი ეფექტები“) განპირობებულია პანკრეასის ენდოკრინული სეკრეციის ინჰიბირებით (გლუკაგონი, ინსულინი). გლუკაგონის გამომყოფი A უჯრედების მგრძნობელობა სომატოსტატინის მიმართ თავდაპირველად ბევრჯერ აღემატება ინსულინის გამომყოფ B უჯრედების მგრძნობელობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის საწყისი ვარდნა. ინსულინის სეკრეციის ძლიერმა დათრგუნვამ, რომელიც მოგვიანებით ნელდება, შეიძლება შემდგომში გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის მომატება.
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, სომატოსტატინით მკურნალობის დროს, დაფიქსირდა ინდოციანინ მწვანეზე ღვიძლის კლირენსის, ანუ - ღვიძლის მეტაბოლური აქტივობის დაქვეითება. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი შედეგები სომატოსტატინის ზემოქმედების შესახებ ღვიძლში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით.
სომატოსტატინის მიერ ADH-ის სეკრეციის სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის მოცულობის შემცირება და შარდის ოსმოლარობის გაზრდა (იხ. პუნქტი „არასასურველი ეფექტები“).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
სომატოსტატინის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი განისაზღვრა რადიოიმუნოანალიზის გამოყენებით:
ჯანმრთელი ადამიანები: 1.1-3.0 წთ.
ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები: 1.2-4.8 წთ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: 2.6-4.9 წთ.
სომატოსტატინის ძალიან მოკლე პლაზმური ნახევარგამოყოფის გამო, აუცილებელია უწყვეტი ინფუზია.
სომატოსტატინის დეგრადაციის ტიპი და ადგილი ზუსტად არ არის ცნობილი. დეგრადაცია სავარაუდოდ ხდება ენდოპეპტიდაზების მოქმედებით პლაზმაში, თირკმელებში და ღვიძლში.
სხვა ინფორმაცია
სომატოსტატინის ხანმოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდის გათვალისწინებით, ინფუზია არ უნდა შეწყდეს 1 წუთზე მეტხანს, რადგან შესაძლო რიკოშეტულმა მოქმედებამ შეიძლება შეაფერხოს თერაპიული ეფექტი და გაახანგრძლივოს მკურნალობისთვის აუცილებელი ხანგრძლივობა. პლაზმაში თანაბარი დონის შესანარჩუნებლად ინფუზია სწრაფად უნდა შეიცვალოს (იხილეთ ასევე პუნქტი „გამოყენების წესი“).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი
სამკურნალო საშუალების დასახელება
სამოტოსტატინი რომფარმი 3 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
სომატოსტატინი
ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.
თეთრი ფხვნილი.
შემადგენლობა
თითო ფლაკონი შეიცავს 3 მგ სომატოსტატინს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად)
მარილმჟავა კონცენტრირებული (pH-ის დასარეგულირებლად)
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოთალამუსის ჰორმონები. სომატოსტატინი და ანალოგები, ათქ კოდი: H01CB01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
სომატოსტატინი წარმოადგენს სინთეზურ ტეტრადეკაპეპტიდს, რომელიც სტრუქტურითა და ეფექტით ადგილობრივი სომატოსტატინის იდენტურია.
სომატოსტატინის თერაპიული ეფექტი ძირითადად ემყარება მის ინჰიბიტორულ მოქმედებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეგზო- და ენდოკრინულ სეკრეტორულ ფუნქციებზე, აგრეთვე ვისცერალურ რეგიონში სისხლის ნაკადის შემცირებაზე.
კერძოდ, სომატოსტატინის ფარმაკოლოგიური ეფექტურობის შემდეგი ძირითადი მექანიზმებია განხილული:
ა) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის დროს:
პენტაგასტრინით სტიმულირებული ბაზალური და კუჭის მჟავას სეკრეციის დათრგუნვა.
პეპსინის სეკრეციის დათრგუნვა.
გასტრინის სეკრეციის დათრგუნვა.
ვისცერული სისხლის ნაკადის დაახლოებით 28%-ით შემცირება სომატოსტატინის 250 მკგ/სთ დოზით მიღებისას.
ბ) პანკრეასზე ოპერაციების შემდეგ პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკისთვის და პანკრეასის და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის ფისტულების პოსტოპერაციული სეკრეციის დათრგუნვის მიზნით:
პანკრეასის ეგზოკრინული სეკრეციის დათრგუნვა
სისხლში გლუკოზის დონეზე სომატოსტატინის გავლენა (იხ. პუნქტი „არასასურველი ეფექტები“) განპირობებულია პანკრეასის ენდოკრინული სეკრეციის ინჰიბირებით (გლუკაგონი, ინსულინი). გლუკაგონის გამომყოფი A უჯრედების მგრძნობელობა სომატოსტატინის მიმართ თავდაპირველად ბევრჯერ აღემატება ინსულინის გამომყოფ B უჯრედების მგრძნობელობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის საწყისი ვარდნა. ინსულინის სეკრეციის ძლიერმა დათრგუნვამ, რომელიც მოგვიანებით ნელდება, შეიძლება შემდგომში გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის მომატება.
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, სომატოსტატინით მკურნალობის დროს, დაფიქსირდა ინდოციანინ მწვანეზე ღვიძლის კლირენსის, ანუ - ღვიძლის მეტაბოლური აქტივობის დაქვეითება. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი შედეგები სომატოსტატინის ზემოქმედების შესახებ ღვიძლში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით.
სომატოსტატინის მიერ ADH-ის სეკრეციის სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის მოცულობის შემცირება და შარდის ოსმოლარობის გაზრდა (იხ. პუნქტი „არასასურველი ეფექტები“).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
სომატოსტატინის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი განისაზღვრა რადიოიმუნოანალიზის გამოყენებით:
ჯანმრთელი ადამიანები: 1.1-3.0 წთ.
ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები: 1.2-4.8 წთ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: 2.6-4.9 წთ.
სომატოსტატინის ძალიან მოკლე პლაზმური ნახევარგამოყოფის გამო, აუცილებელია უწყვეტი ინფუზია.
სომატოსტატინის დეგრადაციის ტიპი და ადგილი ზუსტად არ არის ცნობილი. დეგრადაცია სავარაუდოდ ხდება ენდოპეპტიდაზების მოქმედებით პლაზმაში, თირკმელებში და ღვიძლში.
სხვა ინფორმაცია
სომატოსტატინის ხანმოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდის გათვალისწინებით, ინფუზია არ უნდა შეწყდეს 1 წუთზე მეტხანს, რადგან შესაძლო რიკოშეტულმა მოქმედებამ შეიძლება შეაფერხოს თერაპიული ეფექტი და გაახანგრძლივოს მკურნალობისთვის აუცილებელი ხანგრძლივობა. პლაზმაში თანაბარი დონის შესანარჩუნებლად ინფუზია სწრაფად უნდა შეიცვალოს (იხილეთ ასევე პუნქტი „გამოყენების წესი“).
თერაპიული ჩვენებები
სომატოსტატინი რომფარმი, 3 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ნაჩვენებია მოზრდილებში და მოზარდებში (16 წელზე მეტი ასაკის) შემდეგი ჩვენებებისთვის:
მძიმე, მწვავე სისხლდენა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
მძიმე, მწვავე სისხლდენა მწვავე ეროზიული ან ჰემორაგიული გასტრიტის დროს.
პანკრეასის ოპერაციის შემდგომი პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა.
სეკრეციის ინჰიბირებისთვის დამხმარე თერაპიის სახით პანკრეასის და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის მძიმე სეკრეტორული პოსტოპერაციული ფისტულებისას.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:
3,5 მკგ სომატოსტატინი/კგ სხეულის წონაზე/საათში, უწყვეტი ინფუზიის სახით მთელი მკურნალობის პერიოდში.
დარტყმითი დოზის ინექცია:
თავდაპირველად, 3.5 მკგ სომატოსტატინი/კგ წონაზე (მაგ., 75 კგ პაციენტისთვის 250 მკგ სომატოსტატინი) გაჯერებული დარტყმითი დოზა, რომელიც იხსნება 1 მლ სტერილურ, იზოტონურ, პიროგენისგან თავისუფალ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, შეიძლება შეიყვანოთ ნელა (1 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში)
შემანარჩუნებელი დოზის ინფუზია:
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის სომატოსტატინი შეჰყავთ უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით დოზირების ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად (3,5 მკგ/კგ სხეულის მასაზე/სთ).
სხეულის წონა (კგ)
50
60
70
80
დოზა (მკგ/სთ)
170
200
250
270
კლინიკურ პრაქტიკაში საერთაშორისო დონეზე აღიარებული საყოველთაოდ მიღებული დოზა არის 250 მკგ/სთ. ამიტომ, ჩვეულებრივ ინიშნება 3 მგ/12 საათში ან 2-ჯერ 3 მგ/24 საათში.
პედიატრიული პოპულაცია:
ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის საკმარისი კვლევები არ არის ხელმისაწვდომი.
გამოყენების წესი
70-75 კგ სხეულის მასაზე და 12 საათიანი ინფუზიის ხანგრძლივობისთვის გამოიყენება მაგალითად:
ა) საინფუზიო ტუმბოს გამოყენება
3 მგ სომატოსტატინის ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად იხსნება 36 მლ სტერილურ, აპიროგენულ, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. ხსნარს იღებენ 50 მლ საინფუზიო შპრიცში. საინფუზიო ტუმბო დაყენებულია 3 მლ/სთ=250 მკგ სომატოსტატინი/სთ-ზე. 12 საათის შემდეგ საინფუზიო შპრიცის შეცვლა უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), საწყისი დოზა მცირდება 1,75 მკგ–მდე კგ-ზე (1,47 მლ 70 კგ პაციენტისთვის) და ინიშნება დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ინფუზიის სიჩქარე მცირდება 1,75 მკგ/კგ/სთ-მდე.
ბ) წვეთოვანი ინფუზიის გამოყენება
3 მგ სომატოსტატინის ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად იხსნება 480 მლ სტერილურ, აპიროგენულ, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. წვეთების რეგულირება ხდება დოზით 40 მლ/სთ=250 მკგ სომატოსტატინი/სთ. საჭიროა მუდმივი ინფუზიის უწყვეტობის მკაცრი მონიტორინგი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ინფუზიის სიჩქარე იქნება 20 მლ (125 მკგ) საათში.
სომატოსტატინის ნახევრადგამოყოფის ხანმოკლე პერიოდის გამო, ინფუზია არ უნდა შეწყდეს, თუ ეს შესაძლებელია – 1 წუთზე მეტ ხანს, რადგან რიკოშეტის ფენომენის შესაძლო შედეგმა შეიძლება შეაფერხოს თერაპიის ეფექტურობა და გაახანგრძლივოს თერაპიისთვის საჭირო დრო. ამიტომ, ინფუზიის ცვლილებები უნდა განხორციელდეს საკმარისად სწრაფად, რომ შენარჩუნდეს ჰორმონის მუდმივი დონე პლაზმაში.
მიღების ხანგრძლივობა
ჩვენებიდან გამომდინარე, ი.ვ. ინფუზია ინიშნება:
50–60 საათი: გასტროდუოდენალური წყლულოვანი სისხლდენა, ეროზიული და ჰემორაგიული გასტრიტი
გამოცდილება აჩვენებს, რომ სისხლდენა ჩერდება დაახლოებით 6–8 საათის შემდეგ. თუ სისხლდენა გაგრძელდა 12–14 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს კლინიკური პროცედურის შესახებ კიდევ ერთი ენდოსკოპიის შემდეგ. სისხლდენის შეწყვეტის შემდეგ სომატოსტატინით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1-2 დღის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული რეციდივები. იმისათვის, რომ კრიტიკულ ფაზაში ინფუზიის შეცვლით საფრთხე არ შეექმნას სისხლდენის შეჩერებას, თუ ეს შესაძლებელია, რეკომენდებულია ინფუზიის შეცვლა თერაპიის პირველ დღეს 24 საათის შემდეგ.
120–140 საათი: პანკრეასის ოპერაციის შემდგომი პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა
სომატოსტატინი ინიშნება ოპერაციის დასაწყისში და გრძელდება მინიმუმ 5 პოსტოპერაციული დღის განმავლობაში. სომატოსტატინით თერაპია ტარდება დამატებით ჩვეულებრივ მკურნალობასთან ერთად.
5–14 დღე: პანკრეასის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პოსტოპერაციული ფისტულები.
ეფექტური თერაპიისთვის აუცილებელია სომატოსტატინის მუდმივი ინფუზიის უწყვეტობა. უნდა შენარჩუნდეს არსებული პრეპარატი და კონსერვატიული თერაპია. სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ-ით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1-3 დღის განმავლობაში ფისტულიდან სეკრეციის შეწყვეტის შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული რიკოშეტის ეფექტი, ამიტომ რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერ(ებ)ის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“.
სისხლძარღვების დაზიანებით გამოწვეული არტერიული სისხლჩაქცევების მკუნალობა ხდება ქირურგიული გზით.
არასასურველი ეფექტები
გვერდითი რეაქციების შეფასება დაფუძნებულია სიხშირის შემდეგ მონაცემებზე:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძკებელია).
ცხრილი 1: გვერდითი რეაქციები მოხსენებული პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სომატოსტატინით (კლინიკური კვლევები და პოსტმარკეტინგული მონაცემები)
ორგანოთა სისტემის კლასი
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობი
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
თრომბოციტოპენია
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია (იხილეთ აგრეთვე პუნქტი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“)
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
თავბრუსხვევა
გულის მხრივ დარღვევები
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები
არტერიული წნევის მომატება (სწრაფი ინფუზიის დროს)
სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები
სუნთქვის გაჩერება
განკურნებადი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები
მუცლის ტკივილი (აბდომინური სპაზმები), გულისრევა და ღებინება, დიარეა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
გენერალიზებული ქავილი
თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ დარღვევები
წყლის ინტოქსიკაცია წყლის შეკავებით, ჰიპონატრიემია და ჰიპოოსმოლარული კომა
თირკმლის პლაზმური ნაკადის შემცირება, გლომერულური ფილტრაციის მოცულობის და შარდის მოცულობის შემცირება, შარდის ოსმოლარობის მომატება (იხ. ასევე პუნქტი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მონაცემების მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პრეპარატის მოხმარებისას განხორციელდეს სარგებელი/რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ განახორციელონ ინფორმაციის მიწოდება ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თავიდან უნდა იქნას აცილებული სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ–ით განმეორებითი მკურნალობა, რადგან არ არის გამორიცხული მგრძნობელობის რისკის მომატება.
სომატოსტატინის ნახევრადგამოყოფის ხანმოკლე პერიოდის გამო, თუ შესაძლებელია, ინფუზია არ უნდა შეწყდეს 1 წუთზე მეტხანს (იხილეთ ასევე პუნქტი „გამოყენების წესი“).
სომატოსტატინის ინექცია უნდა იყოს ნელი (დაახლოებით ერთ წუთზე მეტი ხანგრძლივობის), რომ თავიდან იქნას აცილებული ან იქნას შემსუბუქებული გვერდითი მოვლენები (იხილეთ პუნქტი „არასასურველი ეფექტები“).
მკურნალობის დროს სისხლში გლუკოზა უნდა შემოწმდეს რეგულარული ინტერვალებით (დაახლოებით 3–4 საათიანი ინტერვალით) (იხილეთ ასევე დეტალები პუნქტში „არასასურველი ეფექტები“).
სომატოსტატინის თავდაპირველმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დაქვეითება გლუკაგონის სეკრეციის დათრგუნვის გამო. ინსულინის საჭიროების მქონე პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, სისხლში შეიძლება აღინიშნოს გლუკოზის ძალიან დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), თუ ინსულინით თერაპია გაგრძელდება უცვლელად.
თუმცა, სისხლში გლუკოზის ვარდნა მხოლოდ დროებითია და 2–3 საათის შემდეგ გადადის სისხლში გლუკოზის მატებაში (ჰიპერგლიკემია) ინსულინის სეკრეციის ერთდროული დათრგუნვის გამო. სომატოსტატინის ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ აღწერილია ინსულინის სეკრეციის მომატება შემდგომი ჰიპოგლიკემიით.
თუ ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნას აცილებული შაქრების ერთდროული მიღება, რომლებიც საჭიროებენ ინსულინს.
სომატოსტატინის ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პლაზმური ნაკადის სწრაფი და მნიშვნელოვანი შემცირება, გლომერულური ფილტრაციის მოცულობის და შარდის მოცულობის, აგრეთვე შარდის ოსმოლარობის მატება. ამიტომ, შარდის გამოყოფა და ელექტროლიტური ბალანსი რეგულარულად უნდა შემოწმდეს (იხ. „არასასურველი ეფექტები“).
თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევა სომატოსტატინის ინტრავენური ინფუზიით სომატოსტატინის ინფუზიის შემდეგ დღეს აღწერილია ძალიან იშვიათად, ყოველგვარი სისხლდენის გართულების გარეშე
გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
არ განიხილება.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულობის დროს სომატოსტატინის უსაფრთხოება არ არის დადგენილი. სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ არ გამოიყენება ორსულ ქალებში, პერი- და პოსტნატალურ პერიოდში.
ძუძუთი კვება
სომატოსტატინის უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში დადგენილი არ არის. შესაბამისად, სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ არ გამოიყენება ლაქტაციის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ ახანგრძლივებს ბარბიტურატების მიერ გამოწვეულ ძილის დროს და აძლიერებს პენტეტრაზოლის ეფექტს.
სომატოსტატინის და პროპრანოლოლის (ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს სომატოსტატინით გამოწვეული სისხლში გლუკოზის დონის მატება.
ფენტოლამინის (მაღალი წნევის საწინააღმდეგო პრეპარატი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებები სომატოსტატინით დაბალ მნიშვნელობებზე. ასევე, თუ ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნას აცილებული შაქრების ერთდროული მიღება, რომლებიც საჭიროებენ ინსულინს (იხ. ასევე „არასასურველი ეფექტები“).
შესაბამისად საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის ზედმიწევნითი მონიტორინგი.
დოზის გადაჭარბება
სომატოსტატინის ხანმოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო (1,1-3,0 წუთი), ნივთიერებით ინტოქსიკაცია ნაკლებად სავარაუდოა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, როდესაც ვლინდება კლინიკური სიმპტომები (იხილეთ პუნქტი „არასასურველი ეფექტები“) უნდა იქნას განხილული სიმპტომური თერაპია.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სახის განკარგვისას
არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები უტილიზაციისთვის.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შეუთავსებლობა
სომატოსტატინის და გლუკოზის ან ფრუქტოზის ხსნარების შერევა არ უნდა მოხდეს, რადგან შესაძლებელია შემცირებულ შაქარსა და ამინომჟავებს შორის წარმოიქმნას მაილარდის რეაქცია.
კონტეინერის სახე და შიგთავსი
გამჭვირვალე მინის ფლაკონი I ტიპის, დალუქული რეზინის საცობით (ბრომობუთილი) და ალუმინის საკეტით, რომელსაც აქვს ყვითელი პლასტმასის დისკი.
შეფუთვაში რაოდენობა:
1 ეტიკეტირებული ფლაკონი ყუთში.
5 ეტიკეტირებული ფლაკონი PVC ფოლგის დამცავ უჯრაში, მოთავსებული ყუთში.
შეიძლება ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
შენახვის პირობების შესახებ სამკურნალო პროდუქტის აღდგენის შემდეგ იხილეთ განყოფილება შენახვის ვადა ქვემოთ.
ვარგისიანობის ვადა
გაუხსნელი ფლაკონი:
36 თვე
აღდგენის შემდეგ:
გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა აღდგენილი სამკურნალო პროდუქტისთვის 1 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარით გახსნის შემდეგ 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.
აღდგენის და განზავების შემდეგ:
გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარით განზავებული სამკურნალო პროდუქტისთვის 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, სომატოსტატინი რომფარმი 3 მგ საინფუზიო ხსნარის ფხვნილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County
რუმინეთი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
LLC Rompharm Company საქართველო
საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7ა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


