პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

სლეზოლ ფორტე

Slezol Forte

ურეცეპტოდ(1მგ+3მგ)/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მშრალი თვალის სინდრომი; საცრემლე სითხის სეკრეციის უკმარისობა; საცრემლე აპკის არასტაბილურობა. გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ჰიპრომელოსი (hypromellose) + dextran 70
ფორმა და შეფუთვა
(1მგ+3მგ)/მლ 15მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
„WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S.“, თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ოფთალმოლოგიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
S01XA20
რეგისტრაციის ნომერი
რ-034277
რეგისტრირებულია
28 იანვარი 2022, მოქმედებს 28 იანვარი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S.“ (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასლეზოლ ფორტე და სხვა წამალი ერთად

სლეზოლ ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მშრალი თვალის სინდრომი;

საცრემლე სითხის სეკრეციის უკმარისობა;

საცრემლე აპკის არასტაბილურობა.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი

მიღების წესი და დოზირება

ხსნარის 1-2 წვეთს აწვეთებენ დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში საჭიროების მიხედვით.

ხსნარის ინსტილაციის შემდეგ, სისტემური შეწოვის შემცირების მიზნით რეკომენდებულია თვალების დახუჭვა და თითის დაჭერა საცრემლე წერტილზე, თვალის შიგნითა კუთხეში 2 წუთის განმავლობაში.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

დამცავი თავსახურის მოხსნის შემდეგ, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნას ფლაკონის დამცავი რგოლი.

საწვეთურისა და ფლაკონის შიგთავსის მიკროორგანიზმებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, დაუშვებელია საწვეთურის შეხება თვალთან, მიმდებარე ქსოვილებთან, ასევე სხვა ზედაპირებთან.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან პრეპარტში შემავალი სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი არ არის განკუთვნილი ინექციისა და პერორალური გამოყენებისათვის.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ხსნარის შემღვრევის ან ფერის შეცვლის შემთხვევაში.

თუ პრეპარატის გამოყენებიდან 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომების სიმძიმე მატულობს, ასევე თავის ტკივილის, თვალების ტკივილის, მხედველობის დარღვევის, გაღიზიანების ან თვალების ჰიპერემიის შეთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და კონსულტაცია ექიმთან.

დამხმარე ნივთიერებები

სლეზოლ ფორტე შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით მშრალი თვალის სინდრომის ან რქოვანას დაზიანების მქონე პაციენტებში. პრეპარატის გამოყენების შემდეგ უჩვეულო შეგრძნებების, ჩხვლეტის ან თვალში ტკივილის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიწოვება რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და შეუძლია მათი ფერის შეცვლა. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ლინზების მოხსნა და მათი ხელახლა ჩასმა ინსტილაციიდან სულ მცირე 15 წუთის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სამკურნალო ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.

სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად პრეპარატის გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის ინტერვალი სულ მცირე 5 წუთს უნდა შეადგენდეს. თვალის მალამო გამოიყენება ბოლოს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ქალებში ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ არსებობს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა, და კლასიფიცირდება, როგორც ტოქსიკური და გამაღიზიანებელი მოქმედების არმქონე ნივთიერებები, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას არასასურველი რეაქციების განვითარება მოსალოდნელი არ არის.

სლეზოლ ფორტეს გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება.

ლაქტაცია

უცნობია, გადადის თუ არა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა, და კლასიფიცირდება, როგორც ტოქსიკური და გამაღიზიანებელი მოქმედების არმქონე ნივთიერებები, ამიტომ ორსულობის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენებისას არასასურველი რეაქციების განვითარება მოსალოდნელი არ არის.

სლეზოლ ფორტეს გამოყენება ლაქტაციის პერიოდში შეიძლება.

ფერტილობა

ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა, და კლასიფიცირდება, როგორც ტოქსიკური და გამაღიზიანებელი მოქმედების არმქონე ნივთიერებები, ამიტომ ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თვალის ნებისმიერი წვეთების გამოყენების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობითი დარღვევები, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე; მსგავს სიტუაციებში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მხედველობის სრულ აღდგენამდე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერილობა

კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქცია, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი

გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული პერიოდის სპონტანურ შეტყობინებებში, აღწერილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემური ორგანოების კლასების მიხედვით. გვერდითი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (1/10); ხშირი (1/100; მაგრამ <1/10); არახშირი (1/1000; მაგრამ <1/100); იშვიათი (1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი თავის ტკივილი.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირი მხედველობის სიმახვილის დაქვეითება; ხშირი თვალების სიმშრალე (პერსისტული), ქუთუთოების მხრივ დარღვევები, უჩვეულო შეგრძნებები თვალებში, უცხო სხეულის და დისკომფორტის შეგრძნება თვალში; არახშირი ფოტოფობია, თვალების ჰიპესთეზია, ქავილი, გაღიზიანება ან ჰიპერემია; სიხშირე უცნობია ქუთუთოების ჰიპერემია, თვალების შეშუპება, ტკივილი თვალებში, თვალებიდან გამონადენი, ქერქის ფორმირება ქუთუთოების კიდეებზე, ცრემლდენის მომატება.

ადგილობრივი მოვლენები: არახშირი დისკომფორტის შეგრძნება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია აღენიშნა ან გამოუვლინდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა თვალის (თვალების) გამორეცხვა თბილი წყლით.

წამლის ფორმა

თვალის წვეთები, 15 მლ-იანი პოლიეთილენის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელსაც მოყვება დამცავი რგოლი.

1 ფლაკონი სამედიცინო ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: დექსტრანი 70 – 1 მგ, ჰიპრომელოზა – 3 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01XA20

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიური საშუალებები. სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დექსტრანი 70 და ჰიპრომელოზა, წარმოადგენს წყალში ხსნად პოლიმერულ სისტემას, რომელიც ცრემლთან შერევისას ხელს უწყობს რქოვანას დატენიანებას. ცრემლის ნატურალურ კომპონენტებთან ურთიერთქმედების ხარჯზე ეს სისტემა რქოვანას ზედაპირზე წარმოქმნის საცრემლე აპკს, რომლის სტაბილურობა ნარჩუნდება ადსორბციით.

პრეპარატი ზრდის საცრემლე აპკის სტაბილურობას. პოლიმერული სისტემა ასრულებს რქოვანას ბუნებრივი დამატენიანებელის როლს და ახანგრძლივებს თვალში პრეპარატის დაყოვნების დროს, მიუხედავად ხსნარის დაბალი სიბლანტისა. პრეპარატი ზრდის რქოვანას ტენიანობას, რადგან ამცირებს რქოვანას ზედაპირთან კონტაქტის კუთხეს (18-21) – (მარილიანობის ნორმალური ინდექსი=48-52). ის ასევე ზრდის საცრემლე აპკის სიმტკიცეს, რაც დადასტურდა საცრემლე აპკის რღვევის დროის განმსაზღვრელი მრავალრიცხვოვანი კვლევებით.

ფარმაკოკინეტიკა

დექსტრანი 70-ის ფარმაკონიკეტიკის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ჰიპრომელოზას გააჩნია დიდი მოლეკულური მასა (86000 დალტონი), ამიტომ ის არ შეიწოვება თვალის ზედაპირიდან, არ ხვდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, და შესაბამისად არც სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.

ჰიპრომელოზა წარმოადგენს ცელულოზას მოდიფიცირებულ ფორმას, ეს უკანასკნელი მცენარეების ძირითადი კომპონენტია (შედის მერქნისა და ფოთლების შემადგენლობაში). ადამიანს არ გააჩნია ფერმენტები, რომლებიც ცელულოზას მეტაბოლიზმსა და დაშლას უზრუნველყოფენ. აქედან გამომდინარე ჰიპრომელოზა ითვლება ინერტულ ნივთიერებად, რომელიც არ გადადის სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა და არ მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სლეზოლ ფორტე

სავაჭრო დასახელება

სლეზოლ ფორტე, Slezol Forte

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ჰიპრომელოზა+დექსტრანი, Hypromellose + Dextran

წამლის ფორმა

თვალის წვეთები.

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: დექსტრანი 70 – 1 მგ, ჰიპრომელოზა – 3 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01XA20

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ოფთალმოლოგიური საშუალებები. სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დექსტრანი 70 და ჰიპრომელოზა, წარმოადგენს წყალში ხსნად პოლიმერულ სისტემას, რომელიც ცრემლთან შერევისას ხელს უწყობს რქოვანას დატენიანებას. ცრემლის ნატურალურ კომპონენტებთან ურთიერთქმედების ხარჯზე ეს სისტემა რქოვანას ზედაპირზე წარმოქმნის საცრემლე აპკს, რომლის სტაბილურობა ნარჩუნდება ადსორბციით.

პრეპარატი ზრდის საცრემლე აპკის სტაბილურობას. პოლიმერული სისტემა ასრულებს რქოვანას ბუნებრივი დამატენიანებელის როლს და ახანგრძლივებს თვალში პრეპარატის დაყოვნების დროს, მიუხედავად ხსნარის დაბალი სიბლანტისა. პრეპარატი ზრდის რქოვანას ტენიანობას, რადგან ამცირებს რქოვანას ზედაპირთან კონტაქტის კუთხეს (18-21) – (მარილიანობის ნორმალური ინდექსი=48-52). ის ასევე ზრდის საცრემლე აპკის სიმტკიცეს, რაც დადასტურდა საცრემლე აპკის რღვევის დროის განმსაზღვრელი მრავალრიცხვოვანი კვლევებით.

ფარმაკოკინეტიკა

დექსტრანი 70-ის ფარმაკონიკეტიკის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ჰიპრომელოზას გააჩნია დიდი მოლეკულური მასა (86000 დალტონი), ამიტომ ის არ შეიწოვება თვალის ზედაპირიდან, არ ხვდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, და შესაბამისად არც სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.

ჰიპრომელოზა წარმოადგენს ცელულოზას მოდიფიცირებულ ფორმას, ეს უკანასკნელი მცენარეების ძირითადი კომპონენტია (შედის მერქნისა და ფოთლების შემადგენლობაში). ადამიანს არ გააჩნია ფერმენტები, რომლებიც ცელულოზას მეტაბოლიზმსა და დაშლას უზრუნველყოფენ. აქედან გამომდინარე ჰიპრომელოზა ითვლება ინერტულ ნივთიერებად, რომელიც არ გადადის სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა და არ მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში.

ჩვენებები

მშრალი თვალის სინდრომი;

საცრემლე სითხის სეკრეციის უკმარისობა;

საცრემლე აპკის არასტაბილურობა.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი

დოზირება

ხსნარის 1-2 წვეთს აწვეთებენ დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში საჭიროების მიხედვით.

ხსნარის ინსტილაციის შემდეგ, სისტემური შეწოვის შემცირების მიზნით რეკომენდებულია თვალების დახუჭვა და თითის დაჭერა საცრემლე წერტილზე, თვალის შიგნითა კუთხეში 2 წუთის განმავლობაში.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

დამცავი თავსახურის მოხსნის შემდეგ, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნას ფლაკონის დამცავი რგოლი.

საწვეთურისა და ფლაკონის შიგთავსის მიკროორგანიზმებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, დაუშვებელია საწვეთურის შეხება თვალთან, მიმდებარე ქსოვილებთან, ასევე სხვა ზედაპირებთან.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან პრეპარტში შემავალი სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერილობა

კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქცია, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი

გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული პერიოდის სპონტანურ შეტყობინებებში, აღწერილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემური ორგანოების კლასების მიხედვით. გვერდითი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (1/10); ხშირი (1/100; მაგრამ <1/10); არახშირი (1/1000; მაგრამ <1/100); იშვიათი (1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი თავის ტკივილი.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირი მხედველობის სიმახვილის დაქვეითება; ხშირი თვალების სიმშრალე (პერსისტული), ქუთუთოების მხრივ დარღვევები, უჩვეულო შეგრძნებები თვალებში, უცხო სხეულის და დისკომფორტის შეგრძნება თვალში; არახშირი ფოტოფობია, თვალების ჰიპესთეზია, ქავილი, გაღიზიანება ან ჰიპერემია; სიხშირე უცნობია ქუთუთოების ჰიპერემია, თვალების შეშუპება, ტკივილი თვალებში, თვალებიდან გამონადენი, ქერქის ფორმირება ქუთუთოების კიდეებზე, ცრემლდენის მომატება.

ადგილობრივი მოვლენები: არახშირი დისკომფორტის შეგრძნება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია აღენიშნა ან გამოუვლინდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებანი

პრეპარატი არ არის განკუთვნილი ინექციისა და პერორალური გამოყენებისათვის.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ხსნარის შემღვრევის ან ფერის შეცვლის შემთხვევაში.

თუ პრეპარატის გამოყენებიდან 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომების სიმძიმე მატულობს, ასევე თავის ტკივილის, თვალების ტკივილის, მხედველობის დარღვევის, გაღიზიანების ან თვალების ჰიპერემიის შეთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და კონსულტაცია ექიმთან.

დამხმარე ნივთიერებები

სლეზოლ ფორტე შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, განსაკუთრებით მშრალი თვალის სინდრომის ან რქოვანას დაზიანების მქონე პაციენტებში. პრეპარატის გამოყენების შემდეგ უჩვეულო შეგრძნებების, ჩხვლეტის ან თვალში ტკივილის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიწოვება რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და შეუძლია მათი ფერის შეცვლა. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ლინზების მოხსნა და მათი ხელახლა ჩასმა ინსტილაციიდან სულ მცირე 15 წუთის შემდეგ.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თვალის ნებისმიერი წვეთების გამოყენების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობითი დარღვევები, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე; მსგავს სიტუაციებში არ შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მხედველობის სრულ აღდგენამდე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ქალებში ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ არსებობს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა, და კლასიფიცირდება, როგორც ტოქსიკური და გამაღიზიანებელი მოქმედების არმქონე ნივთიერებები, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას არასასურველი რეაქციების განვითარება მოსალოდნელი არ არის.

სლეზოლ ფორტეს გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება.

ლაქტაცია

უცნობია, გადადის თუ არა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა, და კლასიფიცირდება, როგორც ტოქსიკური და გამაღიზიანებელი მოქმედების არმქონე ნივთიერებები, ამიტომ ორსულობის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენებისას არასასურველი რეაქციების განვითარება მოსალოდნელი არ არის.

სლეზოლ ფორტეს გამოყენება ლაქტაციის პერიოდში შეიძლება.

ფერტილობა

ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა, და კლასიფიცირდება, როგორც ტოქსიკური და გამაღიზიანებელი მოქმედების არმქონე ნივთიერებები, ამიტომ ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

სამკურნალო ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.

სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად პრეპარატის გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის ინტერვალი სულ მცირე 5 წუთს უნდა შეადგენდეს. თვალის მალამო გამოიყენება ბოლოს.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა თვალის (თვალების) გამორეცხვა თბილი წყლით.

წამლის ფორმა

თვალის წვეთები, 15 მლ-იანი პოლიეთილენის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელსაც მოყვება დამცავი რგოლი.

1 ფლაკონი სამედიცინო ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე.ტიჯ.ა.შ.“, თურქეთი

(15 თემმუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა