პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

სკანდონესტი 30მგ/მლ

Scandonest 30mg/mL

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება
მეპივაკაინი (mepivacain)
ფორმა და შეფუთვა
30მგ/მლ 1.8მლ საინექციო ხსნარი სტომატოლოგიური გამოყენებისათვის კატრიჯი №50
მწარმოებელი
SEPTODONT, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-023242
რეგისტრირებულია
29 აგვისტო 2017, მოქმედებს 29 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „კორპორაცია დენტსტალი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასკანდონესტი 30მგ/მლ და სხვა წამალი ერთად

სკანდონესტი 30მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

პოზოლოგია

მხოლოდ მოზრდილებისა და 4წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.

მოზრდილები

მედიკამენტის ოდენობა დამოკიდებულია ოპერაციის მოცულობაზე.

ზოგადად სტანდარტული ოპერაციისთვის გამოიყენება ერთი-სამი კატრიჯი.

მაქსიმალური დოზა შეადგენს 300მგ მეპივაკაინის ჰიდროქლორიდს თითო ვიზიტზე.

სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე რეკომენდირებულია მაქსიმუმ 7მგ მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი.

ბავშვები ( 4წელს ზემოთ)

მედიკამენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ასაკის, წონისა და შესასრულებელი ოპერაციის ტიპის მიხედვით.

საშუალო დოზა შეადგენს 0.5მგ მეპივაკაინის ჰიდროქლორიდს (0.025 მლ სკანდონესტი 2% ნორადრენალინის და სკანდონესტი 2% სპეციალურის საანესთეზიო ხსნარი ან 0.0167 მლ სკანდონესტი 3%-ის საანესთეზიო ხსნარი) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე.

ხანდაზმულები

მოზრდილების დოზის ნახევარი.

მიღების წესი

ლოკალური ან რეგიონული ანესთეზია პირის ღრუში. დარწმუნდით, რომ არ მოხვდით სისხლძარღვში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანეთ პრეპარატი, განსაკუთრებით რეგიონული ანესთეზიის დროს.

ინექციის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1მლ ხსნარს წუთში.

გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენებამდე უნდა ჩატარდეს დიაფრაგმის სტერილიზაცია. კარგად გამოირეცხოს:

70% ეთილის სპირტით, ან

ფარმაცევტული გამოყენების სუფთა 90% იზოპროპილის სპირტით.

კარტრიჯები არ უნდა მოხვდეს არანაირ ხსნარში.

არ შეურიოთ საინექციო ხსნარი სხვა ნივთიერებას შპრიცში.

აკრძალულია საანესთეზიო ხსნარის გახსნილი კატრიჯის ხელახალი გამოყენება

მკურნალობის ხანგრძლივობა

ერთჯერადი გამოყენება

სიფრთხილის ზომები

რა შემთხვევებში არ გამოიყენება აღნიშნული პრეპარატი (უკუჩვენებები)

აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენოთ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ან მათი რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ალერგია) დროს და შემდეგ შემთხვევებში:

ატრიოვენტრიკულური გამტარობის მძიმე ფორმის დარღვევები

ეპილეფსიური სიმპტომები, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას

მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია

როგორც წესი, სკანდონესტი 2% ნორადრენალინი და სკანდონესტი 2% სპეციალური არ გამოიყენება გუანეთიდინით ან მსგავსი მედიკამენტებით (ანტიგლაუკომატოზური საშუალებები) მკურნალობისას ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

გაითვალისწინეთ ადგილობრივი ნეკროზის საფრთხეები ჰიპერტენზიულ და დიაბეტიან პაციენტებში. ანესთეზიოფაგიის რისკი: სხვადასხვა დაზიანება (ტუჩები, ლოყები, ლორწო, ენა); მგრძნობელობის არ არსებობის დროს პაციენტი მოერიდოს საღეჭი რეზინის და საკვების მიღებას.

აღნიშნული მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მოერიდეთ ინფექციურ ან ანთებით ქსოვილებში ინექციას (აღნიშნული ამცირებს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მოქმედებას).

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე, აუცილებელია:

გაეცანით პაციენტის ანამნეზს, მიმდინარე მკურნალობებს და ისტორიას.

ჩაატარეთ სინჯი დოზის 5-10%-ით

შეიყვანეთ ნელა, დარწმუნდით, რომ ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვებში

ესაუბრეთ პაციენტს

მონიტორინგი უნდა გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით (INR- ის მოტოიტორინგი).

ნორადრენალინის და ადრენალინის შემცველობის გამო სიფრთხილის ზომები და მონიტორინგი უნდა გაიზარდოს შემდეგ შემთხვევებში:

ყველა ტიპის არითმია, ბრადიკარდიის გარდა

კორონარული უკმარისობა

მძიმე არტერიული ჰიპერტენზია

ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია მეპივაკაინის დოზის შემცირება, რადგანაც ამიდის ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

დოზირება ასევე უნდა შემცირდეს ჰიპოქსიის, ჰიპერკალიემიის და მეტაბოლური აციდოზის შემთხვევებში.

აღნიშნული საანესთეზიო საშუალებების სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას (იხილეთ „სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“ ) აუცილებელია პაციენტის კლინიკურ და ბიოლოგიურ მდგომარეობაზე მკაცრი დაკვირვება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამედიცინო საშუალებებთან ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, უნდა გვქონდეს ინფორმაცია მიმდინარე მკურნალობის შესახებ.

საანესთეზიო საშუალებების -ვაზოკონსტრიქტორის კომბინაცია გუანეთიდინთან ან მსგავს მედიკამენტებთან (ანტიგლაუკომატოზური საშუალებები) მკაცრად უკუნაჩვენებია.

შემდეგ მედიკამენტებთან დაკავშირებით აუცილებელია მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობა:

ყველა ჯგუფის ანტიდეპრესანტული საშუალებები: მაო ინჰიბიტორები (იპრონიაზიდი, მოკლობემიდი, ტოლოქსატონი), იმიპრამინული, სეროტონინერგული ნორადრენერგიული საშუალებები უნდა შეიზღუდოს; მაგალითად: 0.1მგ-ზე ნაკლები ადრენალინი ან ნორადრენალინი 10 წუთის განმავლობაში ან 0.03მგ 1 საათის განმავლობაში მოზრდილებში.

ჰალოგენირებული არასტაბილური საანესთეზიო (გულის რეაქტიულობის გაზრდა), რომლის მიღება უნდა შეიზღუდოს; მაგალითად: 0.1მგ-ზე ნაკლები ადრენალინი ან ნორადრენალინი 10 წუთის განმავლობაში ან 0.03მგ 1 საათის განმავლობაში მოზრდილებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში მეპივაკაინის გამოყენება დაშვებულია, მხოლოდ აუცილებლობის შემთხევვაში.

სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, მეპივაკაინი გამოიყოფა ადამიანის რძეში. თუმცა, ძუძუთი კვება დაშვებულია ოპერაციის შემდეგ, როდესაც საანესთეზიო მოქმედება შესუსტდება.

მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვა

აღნიშნული მედიკემენტებს შესაძლოა ჰქონდეთ მცირე ან საშუალო გავლენა ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

სპორტსმენები

სპორტსმენები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები, რომ აღნიშნულმა მედიკემენტებმა შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ-სინჯზე დადებითი შედეგი.

შემავსებლები, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია მედიკამენტის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის გარკვეულ პაციენტებში.

კალიუმის მეტაბილსულფიტი სკანდონესტი 2% ნორადრენალინისა და სკანდონესტი 2% სპეციალურისთვის .

ჭარბი დოზა

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული ტოქსიკური რეაქციები შეიძლება განვითარდეს:

დაუყოვნებლივ, შედარებით გადაჭარბებული დოზით დაუდევარი ინტრავასკულარული ინექციის გამო

ან მოგვიანებით, ფაქტობრივი ჭარბი დოზირებით, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გადაჭარბებული რაოდენობის შეყვანის გამო.

განსახორციელებელი ქმედებები

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე, პაციენტმა ღრმად უნდა ისუნთქოს და მოთავსდეს წოლით მდგომარეობაში, საჭიროების შემთხვევაში. მიოკლონიის განვითარების შემთხვევაში პაციენტს ასუნთქეთ ჟანგბადი და გაუკეთეთ ბენზოდიაზეპინი.

მკურნალობა შეიძლება მოითხოვდეს ენდოტრაქეულ ინტუბაციას.

უსიამოვნო გვერდითი მოვლენები (გვერდითი ეფექტები)

ნებისმიერი სხვა აქტიური პროდუქტის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატებმაც შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო გვერდითი მოვლენები ზოგიერთ პაციენტში.

შეიძლება განვითარდეს ენდოგენური დეპრესია.

სკანდონესტი 2% ნორადრენალინი და სკანდონესტი 2% სპეციალური შეიცავს კალიუმის მეტაბილსულფიტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გენერალიზებული ალერგიული რეაქციები რესპირატორული დარღვევებით.

გადაჭარბებული დოზის ან ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი პაციენტების შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი კლინიკური ნიშნები:

ცენტრალური ნერვიული სისტემა: ნერვოზულობა, შფოთვა, მთქნარება, კანკალი, შიშის შეგრძნება, ნისტაგმი , ლოგორეა, თავის ტკივილი, გულისრევა, ყურებში ხმაური. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა ღმად უნდა ისუნთქოს და უნდა განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო გაუარესება, როგორიცაა კრუნჩხვები, რასაც მოჰყვება CNS დეპრესია.

სასუნთქი სისტემა: ტაქიკარდია,რასაც მოჰყვება ბრადიპნოე და აპნოე

გულ - სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, ბრადიკარდია, კარდიოვასკულური დეპრესია არტერიული ჰიპოტენზიით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კოლაფსი, გულის არითმია (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია და პარკუჭთა ფიბრილაცია), გამტარობის დარღვევები (ატრიოვენტრიკულური ბლოკი). აღნიშნულმა სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში გთხოვთ აცნობეთ ჯანდაცვის ორგანოებს ან აღნიშნული პრეპარატის მწარმოებელს.

შემადგენლობა

სკანდონესტი 2% ნორადრენალინი

მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი 36.00მგ

ნორადრენალინის ტარტრატი 0.036მგ

შესაბამისი ოდენობა ნორადრენალინში 0.018მგ

შემავსებლები: ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის მეტაბილსულფიტი,ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 35%(მ/მ) , საინექციო წყალი

  • 8 მლ კატრიჯი

კალიუმის მეტაბილსულფიტის შემცველობა, გამოხატული გოგირდის დიოქსიდით 1.240მგ/კატრიჯი.

სკანდონესტი 2% სპეციალური

მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი 36.00მგ

ადრენალინი 0.018მგ

შემავსებლები: ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის მეტაბილსულფიტი,ნატრიუმის ედეტატი, კონცენტრირებული მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 35%(მ/მ) , საინექციო წყალი

  • 8 მლ კატრიჯი

სკანდონესტი 3%

მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი 54.00მგ

შემავსებლები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 35%(მ/მ), საინექციო წყალი

  • 8 მლ კატრიჯი

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს. არ გაყინოთ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

SEPTODONT 58, rue du Pont Creteil. 94100 Saint-Maur-des Fosses, საფრანგეთი

რა შემთხვევებში გამოიყენება აღნიშნული პრეპარატი (თერაპიული ჩვენებები)

მოცემული პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში და 4 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში ადგილობრივი ან ლოკო -რეგიონული ანესთეზიისთვის ქირურგიულ სტომატოლოგიაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

სკანდონესტი 2% ნორადრენალინი

საინექციო ხსნარი საინექციო ხსნარი სტომატოლოგიური გამოყენებისათვის

სკანდონესტი 2% სპეციალური

საინექციო ხსნარი საინექციო ხსნარი სტომატოლოგიური გამოყენებისათვის

სკანდონესტი 3%

საინექციო ხსნარი საინექციო ხსნარი სტომატოლოგიური გამოყენებისათვის

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ჯანდაცვის ორგანოებს ან აღნიშნული პრეპარატის მწარმოებელს.

აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

სამკურნალო საშუალების იდენტიფიკაცია

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

სკანდონესტი 2% ნორადრენალინი

მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი 36.00მგ

ნორადრენალინის ტარტრატი 0.036მგ

შესაბამისი ოდენობა ნორადრენალინში 0.018მგ

შემავსებლები: ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის მეტაბილსულფიტი,ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 35%(მ/მ) , საინექციო წყალი

  • 8 მლ კატრიჯი

კალიუმის მეტაბილსულფიტის შემცველობა, გამოხატული გოგირდის დიოქსიდით 1.240მგ/კატრიჯი.

სკანდონესტი 2% სპეციალური

მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი 36.00მგ

ადრენალინი 0.018მგ

შემავსებლები: ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის მეტაბილსულფიტი,ნატრიუმის ედეტატი, კონცენტრირებული მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 35%(მ/მ) , საინექციო წყალი

  • 8 მლ კატრიჯი

სკანდონესტი 3%

მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი 54.00მგ

შემავსებლები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 35%(მ/მ), საინექციო წყალი

  • 8 მლ კატრიჯი

გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი 1.8მლ კატრიჯებში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

SEPTODONT 58, rue du Pont Creteil. 94100 Saint-Maur-des Fosses, საფრანგეთი

რა შემთხვევებში გამოიყენება აღნიშნული პრეპარატი (თერაპიული ჩვენებები)

მოცემული პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში და 4 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში ადგილობრივი ან ლოკო -რეგიონული ანესთეზიისთვის ქირურგიულ სტომატოლოგიაში.

გაფრთხილება

რა შემთხვევებში არ გამოიყენება აღნიშნული პრეპარატი (უკუჩვენებები)

აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენოთ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ან მათი რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ალერგია) დროს და შემდეგ შემთხვევებში:

ატრიოვენტრიკულური გამტარობის მძიმე ფორმის დარღვევები

ეპილეფსიური სიმპტომები, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას

მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია

როგორც წესი, სკანდონესტი 2% ნორადრენალინი და სკანდონესტი 2% სპეციალური არ გამოიყენება გუანეთიდინით ან მსგავსი მედიკამენტებით (ანტიგლაუკომატოზური საშუალებები) მკურნალობისას ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

გაითვალისწინეთ ადგილობრივი ნეკროზის საფრთხეები ჰიპერტენზიულ და დიაბეტიან პაციენტებში. ანესთეზიოფაგიის რისკი: სხვადასხვა დაზიანება (ტუჩები, ლოყები, ლორწო, ენა); მგრძნობელობის არ არსებობის დროს პაციენტი მოერიდოს საღეჭი რეზინის და საკვების მიღებას.

აღნიშნული მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მოერიდეთ ინფექციურ ან ანთებით ქსოვილებში ინექციას (აღნიშნული ამცირებს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მოქმედებას).

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე, აუცილებელია:

გაეცანით პაციენტის ანამნეზს, მიმდინარე მკურნალობებს და ისტორიას.

ჩაატარეთ სინჯი დოზის 5-10%-ით

შეიყვანეთ ნელა, დარწმუნდით, რომ ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვებში

ესაუბრეთ პაციენტს

მონიტორინგი უნდა გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით (INR- ის მოტოიტორინგი).

ნორადრენალინის და ადრენალინის შემცველობის გამო სიფრთხილის ზომები და მონიტორინგი უნდა გაიზარდოს შემდეგ შემთხვევებში:

ყველა ტიპის არითმია, ბრადიკარდიის გარდა

კორონარული უკმარისობა

მძიმე არტერიული ჰიპერტენზია

ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია მეპივაკაინის დოზის შემცირება, რადგანაც ამიდის ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

დოზირება ასევე უნდა შემცირდეს ჰიპოქსიის, ჰიპერკალიემიის და მეტაბოლური აციდოზის შემთხვევებში.

აღნიშნული საანესთეზიო საშუალებების სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას (იხილეთ „სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება“ ) აუცილებელია პაციენტის კლინიკურ და ბიოლოგიურ მდგომარეობაზე მკაცრი დაკვირვება.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

სხვა სამედიცინო საშუალებებთან ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, უნდა გვქონდეს ინფორმაცია მიმდინარე მკურნალობის შესახებ.

საანესთეზიო საშუალებების -ვაზოკონსტრიქტორის კომბინაცია გუანეთიდინთან ან მსგავს მედიკამენტებთან (ანტიგლაუკომატოზური საშუალებები) მკაცრად უკუნაჩვენებია.

შემდეგ მედიკამენტებთან დაკავშირებით აუცილებელია მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობა:

ყველა ჯგუფის ანტიდეპრესანტული საშუალებები: მაო ინჰიბიტორები (იპრონიაზიდი, მოკლობემიდი, ტოლოქსატონი), იმიპრამინული, სეროტონინერგული ნორადრენერგიული საშუალებები უნდა შეიზღუდოს; მაგალითად: 0.1მგ-ზე ნაკლები ადრენალინი ან ნორადრენალინი 10 წუთის განმავლობაში ან 0.03მგ 1 საათის განმავლობაში მოზრდილებში.

ჰალოგენირებული არასტაბილური საანესთეზიო (გულის რეაქტიულობის გაზრდა), რომლის მიღება უნდა შეიზღუდოს; მაგალითად: 0.1მგ-ზე ნაკლები ადრენალინი ან ნორადრენალინი 10 წუთის განმავლობაში ან 0.03მგ 1 საათის განმავლობაში მოზრდილებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში მეპივაკაინის გამოყენება დაშვებულია, მხოლოდ აუცილებლობის შემთხევვაში.

სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, მეპივაკაინი გამოიყოფა ადამიანის რძეში. თუმცა, ძუძუთი კვება დაშვებულია ოპერაციის შემდეგ, როდესაც საანესთეზიო მოქმედება შესუსტდება.

მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვა

აღნიშნული მედიკემენტებს შესაძლოა ჰქონდეთ მცირე ან საშუალო გავლენა ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

სპორტსმენები

სპორტსმენები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები, რომ აღნიშნულმა მედიკემენტებმა შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ-სინჯზე დადებითი შედეგი.

შემავსებლები, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია მედიკამენტის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის გარკვეულ პაციენტებში.

კალიუმის მეტაბილსულფიტი სკანდონესტი 2% ნორადრენალინისა და სკანდონესტი 2% სპეციალურისთვის .

გამოყენება

პოზოლოგია

მხოლოდ მოზრდილებისა და 4წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.

მოზრდილები

მედიკამენტის ოდენობა დამოკიდებულია ოპერაციის მოცულობაზე.

ზოგადად სტანდარტული ოპერაციისთვის გამოიყენება ერთი-სამი კატრიჯი.

მაქსიმალური დოზა შეადგენს 300მგ მეპივაკაინის ჰიდროქლორიდს თითო ვიზიტზე.

სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე რეკომენდირებულია მაქსიმუმ 7მგ მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი.

ბავშვები ( 4წელს ზემოთ)

მედიკამენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ასაკის, წონისა და შესასრულებელი ოპერაციის ტიპის მიხედვით.

საშუალო დოზა შეადგენს 0.5მგ მეპივაკაინის ჰიდროქლორიდს (0.025 მლ სკანდონესტი 2% ნორადრენალინის და სკანდონესტი 2% სპეციალურის საანესთეზიო ხსნარი ან 0.0167 მლ სკანდონესტი 3%-ის საანესთეზიო ხსნარი) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე.

ხანდაზმულები

მოზრდილების დოზის ნახევარი.

მიღების წესი

ლოკალური ან რეგიონული ანესთეზია პირის ღრუში. დარწმუნდით, რომ არ მოხვდით სისხლძარღვში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანეთ პრეპარატი, განსაკუთრებით რეგიონული ანესთეზიის დროს.

ინექციის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1მლ ხსნარს წუთში.

გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენებამდე უნდა ჩატარდეს დიაფრაგმის სტერილიზაცია. კარგად გამოირეცხოს:

70% ეთილის სპირტით, ან

ფარმაცევტული გამოყენების სუფთა 90% იზოპროპილის სპირტით.

კარტრიჯები არ უნდა მოხვდეს არანაირ ხსნარში.

არ შეურიოთ საინექციო ხსნარი სხვა ნივთიერებას შპრიცში.

აკრძალულია საანესთეზიო ხსნარის გახსნილი კატრიჯის ხელახალი გამოყენება

მკურნალობის ხანგრძლივობა

ერთჯერადი გამოყენება

დოზის გადაჭარბება

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული ტოქსიკური რეაქციები შეიძლება განვითარდეს:

დაუყოვნებლივ, შედარებით გადაჭარბებული დოზით დაუდევარი ინტრავასკულარული ინექციის გამო

ან მოგვიანებით, ფაქტობრივი ჭარბი დოზირებით, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გადაჭარბებული რაოდენობის შეყვანის გამო.

განსახორციელებელი ქმედებები

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე, პაციენტმა ღრმად უნდა ისუნთქოს და მოთავსდეს წოლით მდგომარეობაში, საჭიროების შემთხვევაში. მიოკლონიის განვითარების შემთხვევაში პაციენტს ასუნთქეთ ჟანგბადი და გაუკეთეთ ბენზოდიაზეპინი.

მკურნალობა შეიძლება მოითხოვდეს ენდოტრაქეულ ინტუბაციას.

უსიამოვნო გვერდითი მოვლენები (გვერდითი ეფექტები)

ნებისმიერი სხვა აქტიური პროდუქტის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატებმაც შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო გვერდითი მოვლენები ზოგიერთ პაციენტში.

შეიძლება განვითარდეს ენდოგენური დეპრესია.

სკანდონესტი 2% ნორადრენალინი და სკანდონესტი 2% სპეციალური შეიცავს კალიუმის მეტაბილსულფიტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გენერალიზებული ალერგიული რეაქციები რესპირატორული დარღვევებით.

გადაჭარბებული დოზის ან ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი პაციენტების შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი კლინიკური ნიშნები:

ცენტრალური ნერვიული სისტემა: ნერვოზულობა, შფოთვა, მთქნარება, კანკალი, შიშის შეგრძნება, ნისტაგმი , ლოგორეა, თავის ტკივილი, გულისრევა, ყურებში ხმაური. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა ღმად უნდა ისუნთქოს და უნდა განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო გაუარესება, როგორიცაა კრუნჩხვები, რასაც მოჰყვება CNS დეპრესია.

სასუნთქი სისტემა: ტაქიკარდია,რასაც მოჰყვება ბრადიპნოე და აპნოე

გულ - სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, ბრადიკარდია, კარდიოვასკულური დეპრესია არტერიული ჰიპოტენზიით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კოლაფსი, გულის არითმია (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია და პარკუჭთა ფიბრილაცია), გამტარობის დარღვევები (ატრიოვენტრიკულური ბლოკი). აღნიშნულმა სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში გთხოვთ აცნობეთ ჯანდაცვის ორგანოებს ან აღნიშნული პრეპარატის მწარმოებელს.

შენახვის ვადა

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს. არ გაყინოთ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა