პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

სინუპრეტი ფორტე

Sinupret® forte

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

სინუპრეტი® ფორტე არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პარანაზალური სინუსების მწვავე და ქრონიკული ანთების სამკურნალოდ.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
შემოგარსული ტაბლეტი №20 (1X20)
მწარმოებელი
Bionorica SE (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Wiewelhove GmbH(გერმანია)), გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, გაციების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
R05X
რეგისტრაციის ნომერი
რ-041746
რეგისტრირებულია
1 აგვისტო 2024, მოქმედებს 1 აგვისტო 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bionorica SE (გერმანია)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასინუპრეტი ფორტე და სხვა წამალი ერთად

სინუპრეტი ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სინუპრეტი® ფორტე არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პარანაზალური სინუსების მწვავე და ქრონიკული ანთების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

სინუპრეტი® ფორტე ყოველთვის უნდა მიიღოთ გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ასაკი

ერთჯერადი დოზა

საერთო სადღეღამისო დოზა

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან

1 შემოგარსული ტაბლეტები

3 შემოგარსული ტაბლეტები (სამჯერ, 1 შემოგარსული ტაბლეტი)

მიღების წესი: სინუპრეტი® ფორტეს შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დღეში სამჯერ (დილით, შუადღეს, საღამოს), დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხის (მაგ. ჭიქა წყლის) მიყოლებით. შეგიძლიათ სინუპრეტ ფორტეს მიღება საკვებთან, სასმელთან ერთად ან მათ გარეშე. თუ გაქვთ მგრძნობიარე კუჭი, სინუპრეტი® ფორტე მიიღეთ ჭამის შემდეგ.

მიღების ხანგრძლივობა:

თუ არ იქნება სხვაგვარი დანიშნულება, გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის ტაბლეტი:

თუ თქვენ მიიღეთ სინუპრეტი® ფორტეს ჭარბი რაოდენობა, ვიდრე უნდა მიგეღოთ, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს. შესაძლებელია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენები უფრო ინტენსიური იყოს. თქვენს ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა რაიმე სხვა ქმედება.

თუ დაგავიწყდათ სინუპრეტი® ფორტეს მიღება:

თუ მიიღეთ ძალიან ცოტა სინუპრეტი® ფორტე ან დაგავიწყდათ მისი მიღება, შემდეგ ჯერზე არ მიიღოთ ორმაგი დოზა, არამედ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ მითითებული ან ამ დანართ ფურცელში მოცემული რეკომენაციების შესაბამისად.

თუ შეწყვიტეთ სინუპრეტი® ფორტეს მიღება

სინუპრეტი® ფორტეს მიღების შეწყვეტა ჩვეულებრივ არ იწვევს არასასურველ შედეგებს.

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა გენციანეს ფესვის, ვერბენას ბალახის, ლოლოს ბალახის, დიდგულას ყვავილების, ფურისულას ყვავილების ან ამ პრეპარატების რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6 „დამატებითი ინფორმაცია სხვა ინგრედიენტების შესახებ“).

სიფრთხილის ზომები

თუ ჩივილები გრძელდება 7-14 დღეზე მეტხანს, უარესდება ან პერიოდულად მეორდება, მიმართეთ ექიმს.

ბავშვები:

სინუპრეტი® ფორტე არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. დღეისათვის არ არსებობს საკმარისი კვლევები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სინუპრეტი® ფორტეს გამოყენების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხსნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება დღემდე არ არის ცნობილი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ყველა პრეპარატის მსგავსად, სინუპრეტი® ფორტეს შემოგარსული ტაბლეტები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ რისკისა და სარგებლის შეფასების შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება.

სინუპრეტი® ფორტე შეიცავს შაქარს:

ეს პრეპარატი შეიცავს შაქრებს გლუკოზას, ლაქტოზას, საქაროზას და სორბიტოლს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, სინუპრეტი® ფორტეს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, სინუპრეტი® ფორტეს შემოგარსული ტაბლეტების გამოყენების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები.

არასასურველი ეფექტების შეფასება ემყარება შემდეგ სიხშირეებს:

ძალიან ხშირი:

10-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ პაციენტში

ხშირი:

100-დან 1-10 ნამკურნალებ პაციენტში

არახშირი:

1000-დან 1-10 ნამკურნალებ პაციენტში

იშვიათი:

10000-დან 1-10 ნამკურნალებ პაციენტში

ძალიან იშვიათი:

10000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში

უცნობი:

სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე

კუჭ-ნაწლავური დარღვევები (როგორიცაა კუჭის ტკივილი, გულისრევა) ვლინდება ნაკლებად ხშირად. კანის მომატებული მგრძნობელობის ნიშნები (კანზე გამონაყარი, კანის გაწითლება, ქავილი) ვლინდება

იშვიათად. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (ტუჩების, ენისა და ყელის და/ან ხორხის შეშუპება საჰაერო გზების შევიწროვებით (ანგიოშეშუპება), ქოშინი, სახის შეშუპება).

მომატებული მგრძნობელობის პირველივე ნიშნის გამოვლენისას აღარ მიიღოთ სინუპრეტი® ფორტე.

გვერდითი ეფექტების განვითარებისთანავე პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი განსაზღვრავს სიმწვავის ხარისხს და აუცილებლობისას მიიღებს შესაბამის ზომებს.

ისეთი არასასურველი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მოცემული არ არის დანართ ფურცელში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზა

დღემდე არ არის ცნობილი სინუპრეტ ფორტე-თი გამოწვეული ინტოქსიკაციის შემთხვევები.

ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები სესაძლებელია უფრო ინტენსიურად განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

ინტოქსიკაციის მკურნალობა:

მოწამვლის ან ზედოზირების ნიშნების გამოვლენისთანავე საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანციებია:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს დაფხვნილ: Verbenae herba 36 მგ; Gentiane radix 12 მგ; Rumicis herba 36 მგ; Sambuci flos 36 მგ; Primulae flos 36 მგ.

სხვა ინგრედიენტებია:

კალციუმის კარბონატი (E170); ქლოროფილის ფხვნილი 25% (E141); დექსტრინი, ეუდრაგატი E 12.5; ჟელატინი; გლუკოზის სიროფი; ინდიგო კარმინი; E 132, ალუმინის ჰიდროქსიდი; კარტოფილის სახამებელი; ლაქტოზას მონოჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; მსუბუქი მაგნიუმის ოქსიდი; მონტანის გლიკოლის ცვილი; რიბოფლავინი (E101); რაფინირებული აბუსალათინის ზეთი; საქაროზა; შელაკი; მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი; სორბიტოლი; სტეარის მჟავა; ტალკი; ტიტანის დიოქსიდი (E171).

მითითება დიაბეტით დაავადებულებისათვის:

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს საშუალოდ 0,03 ნახშირწყლების მეტაბოლურ ერთეულს (CEU)

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 30°C-ზე.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

სინუპრეტი® ფორტე არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სინუპრეტი® ფორტეს შემოგარსული ტაბლეტების შენახვის ვადა არის 4 წელი.

  • დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

R05X.

სინუპრეტი® ფორტეს აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

სინუპრეტი® ფორტე არის მწვანე, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, გლუვი ზედაპირით.

20 შემოგარსული ტაბლეტი პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერს. 1 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:

„ბიონორიკა სე“ / BIONORICA SE

კერშენშტაინერშტრასე 11-15

92318 ნოიმარკტი

ტელ: +49 (0) 9181/231-90

ფაქსი: +49 (0) 9181/231-265

ინტერნეტი: www.bionorica.de

ელ-ფოსტა: [email protected]

ფურცელ-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 2022 წლის აპრილში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის საინფორმაციო ბროშურა: ინფორმაცია მომხმარებლისათვის და ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის

სინუპრეტი® ფორტე

შემოგარსული ტაბლეტები

აქტიური სუბსტანციები:

Gentiane radix

(გენციანეს ფესვი)

დაფხვნილი

Verbenae herba

(ვერბენას ბალახი)

დაფხვნილი

Rumicis herba

(ღოლოს ბალახი)

დაფხვნილი

Sambuci flos

(დიდგულას ყვავილები)

დაფხვნილი

Primulae flos

(ფურისულას ყვავილები)

დაფხვნილი

გამოიყენება მოზარდებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში.

პრეპარატის გამოყენებამდე, სრულად გაეცანით ბროშურის შინაარს. ეს პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. მიუხედავად ამისა, საუკეთესო შედეგების მისაღწევად, სინუპრეტი® ფორტე გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით.

შეინახეთ ეს ბროშურა. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა 7-14 დღის შემდეგ.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი ეფექტი, რომლებიც მითითებული არ არის ამ ბროშურაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბროშურაში:

რა არის სინუპრეტი® ფორტე და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ სინუპრეტი® ფორტეს გამოყენებამდე

სინუპრეტი® ფორტეს მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ შევინახოთ სინუპრეტი® ფორტე

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

  • რა არის სინუპრეტი® ფორტე და რისთვის გამოიყენება:

სინუპრეტი® ფორტე არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პარანაზალური სინუსების მწვავე და ქრონიკული ანთების სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეთ სინუპრეტი® ფორტეს მიღებამდე:

არ მიიღოთ სინუპრეტი® ფორტე:

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა გენციანეს ფესვის, ვერბენას ბალახის, ლოლოს ბალახის, დიდგულას ყვავილების, ფურისულას ყვავილების ან ამ პრეპარატების რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6 „დამატებითი ინფორმაცია სხვა ინგრედიენტების შესახებ“).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: თუ ჩივილები გრძელდება 7-14 დღეზე მეტხანს, უარესდება ან პერიოდულად მეორდება, მიმართეთ ექიმს.

ბავშვები:

სინუპრეტი® ფორტე არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. დღეისათვის არ არსებობს საკმარისი კვლევები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სინუპრეტი® ფორტეს გამოყენების შესახებ.

სხვა წამლები და სინუპრეტი® ფორტე:

უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხსნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება დღემდე არ არის ცნობილი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ყველა პრეპარატის მსგავსად, სინუპრეტი® ფორტეს შემოგარსული ტაბლეტები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ რისკისა და სარგებლის შეფასების შემდეგ.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება.

სინუპრეტი® ფორტე შეიცავს შაქარს:

ეს პრეპარატი შეიცავს შაქრებს გლუკოზას, ლაქტოზას, საქაროზას და სორბიტოლს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, სინუპრეტი® ფორტეს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • სინუპრეტი® ფორტეს მიღების წესი:

სინუპრეტი® ფორტე ყოველთვის უნდა მიიღოთ გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ასაკი

ერთჯერადი დოზა

საერთო სადღეღამისო დოზა

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან

1 შემოგარსული ტაბლეტები

3 შემოგარსული ტაბლეტები (სამჯერ, 1 შემოგარსული ტაბლეტი)

მიღების წესი: სინუპრეტი® ფორტეს შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დღეში სამჯერ (დილით, შუადღეს, საღამოს), დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხის (მაგ. ჭიქა წყლის) მიყოლებით. შეგიძლიათ სინუპრეტ ფორტეს მიღება საკვებთან, სასმელთან ერთად ან მათ გარეშე. თუ გაქვთ მგრძნობიარე კუჭი, სინუპრეტი® ფორტე მიიღეთ ჭამის შემდეგ.

მიღების ხანგრძლივობა:

თუ არ იქნება სხვაგვარი დანიშნულება, გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის ტაბლეტი:

თუ თქვენ მიიღეთ სინუპრეტი® ფორტეს ჭარბი რაოდენობა, ვიდრე უნდა მიგეღოთ, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს. შესაძლებელია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენები უფრო ინტენსიური იყოს. თქვენს ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა რაიმე სხვა ქმედება.

თუ დაგავიწყდათ სინუპრეტი® ფორტეს მიღება:

თუ მიიღეთ ძალიან ცოტა სინუპრეტი® ფორტე ან დაგავიწყდათ მისი მიღება, შემდეგ ჯერზე არ მიიღოთ ორმაგი დოზა, არამედ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ მითითებული ან ამ დანართ ფურცელში მოცემული რეკომენაციების შესაბამისად.

თუ შეწყვიტეთ სინუპრეტი® ფორტეს მიღება

სინუპრეტი® ფორტეს მიღების შეწყვეტა ჩვეულებრივ არ იწვევს არასასურველ შედეგებს.

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, სინუპრეტი® ფორტეს შემოგარსული ტაბლეტების გამოყენების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები.

არასასურველი ეფექტების შეფასება ემყარება შემდეგ სიხშირეებს:

ძალიან ხშირი:

10-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ პაციენტში

ხშირი:

100-დან 1-10 ნამკურნალებ პაციენტში

არახშირი:

1000-დან 1-10 ნამკურნალებ პაციენტში

იშვიათი:

10000-დან 1-10 ნამკურნალებ პაციენტში

ძალიან იშვიათი:

10000-დან 1-ზე ნაკლებ ნამკურნალებ პაციენტში

უცნობი:

სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე

კუჭ-ნაწლავური დარღვევები (როგორიცაა კუჭის ტკივილი, გულისრევა) ვლინდება ნაკლებად ხშირად. კანის მომატებული მგრძნობელობის ნიშნები (კანზე გამონაყარი, კანის გაწითლება, ქავილი) ვლინდება

იშვიათად. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (ტუჩების, ენისა და ყელის და/ან ხორხის შეშუპება საჰაერო გზების შევიწროვებით (ანგიოშეშუპება), ქოშინი, სახის შეშუპება).

მომატებული მგრძნობელობის პირველივე ნიშნის გამოვლენისას აღარ მიიღოთ სინუპრეტი® ფორტე.

გვერდითი ეფექტების განვითარებისთანავე პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი განსაზღვრავს სიმწვავის ხარისხს და აუცილებლობისას მიიღებს შესაბამის ზომებს.

ისეთი არასასურველი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მოცემული არ არის დანართ ფურცელში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

  • როგორ ინახება სინუპრეტი® ფორტე

ინახება არა უმეტეს 30°C-ზე.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

სინუპრეტი® ფორტე არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სინუპრეტი® ფორტეს შემოგარსული ტაბლეტების შენახვის ვადა არის 4 წელი.

  • დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სინუპრეტი® ფორტე:

აქტიური სუბსტანციებია:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს დაფხვნილ: Verbenae herba 36 მგ; Gentiane radix 12 მგ; Rumicis herba 36 მგ; Sambuci flos 36 მგ; Primulae flos 36 მგ.

სხვა ინგრედიენტებია:

კალციუმის კარბონატი (E170); ქლოროფილის ფხვნილი 25% (E141); დექსტრინი, ეუდრაგატი E 12.5; ჟელატინი; გლუკოზის სიროფი; ინდიგო კარმინი; E 132, ალუმინის ჰიდროქსიდი; კარტოფილის სახამებელი; ლაქტოზას მონოჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; მსუბუქი მაგნიუმის ოქსიდი; მონტანის გლიკოლის ცვილი; რიბოფლავინი (E101); რაფინირებული აბუსალათინის ზეთი; საქაროზა; შელაკი; მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი; სორბიტოლი; სტეარის მჟავა; ტალკი; ტიტანის დიოქსიდი (E171).

მითითება დიაბეტით დაავადებულებისათვის:

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს საშუალოდ 0,03 ნახშირწყლების მეტაბოლურ ერთეულს (CEU)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი (ათქ კოდი)

R05X.

სინუპრეტი® ფორტეს აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

სინუპრეტი® ფორტე არის მწვანე, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, გლუვი ზედაპირით.

20 შემოგარსული ტაბლეტი პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერს. 1 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:

„ბიონორიკა სე“ / BIONORICA SE

კერშენშტაინერშტრასე 11-15

92318 ნოიმარკტი

ტელ: +49 (0) 9181/231-90

ფაქსი: +49 (0) 9181/231-265

ინტერნეტი: www.bionorica.de

ელ-ფოსტა: [email protected]

ფურცელ-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 2022 წლის აპრილში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა