სიმესპასმილი
Simespasmil
კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების, ძირითადად, მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სიმეტიკონი (simeticone) + ალვერინი (alverine)
- ფორმა და შეფუთვა
- 60მგ+300მგ რბილი კაფსულა №40 (4X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A03AX58
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041702
- რეგისტრირებულია
- 26 ივლისი 2024, მოქმედებს 26 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სიმესპასმილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების, ძირითადად, მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებში გამოსაყენებლად.
დოზირება
ზრდასრულები
1 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში ჩვენებების მიხედვით (სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე ექიმის რეკომენდაციის არარსებობის შემთხვევაში).
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით
სპეციალური რეკომენდაციები გამოყენებისთვის არ არსებობს.
ხანდაზმული პაციენტები

ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.
მიღების წესი
კაფსულები მიიღება პერორალურად ჭამის წინ.
უკუჩვენებები
- ანამნეზში აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიული რეაქციების არსებობა;
- პარალიზური ილეუსი;
- ნაწლავის გაუვალობა.
სიფრთხილის ზომები
აუცილებელია კუჭ-ნაწლავის (GIT) დარღვევების სხვა მიზეზების გამორიცხვა; პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა არ გაუმჯობესდა თერაპიის დაწყებიდან 14 დღის შემდეგ, საჭიროა სათანადო გამოკვლევა.
გავლენა ღვიძლის ფუნქციაზე
არსებობს ცნობები, რომ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თერაპიას ალვერინის/სიმეთიკონის კომბინაციით, სისხლში ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) და ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST) დონეები გაიზარდა (მაჩვენებლები 2-ჯერ აღემატებოდა ნორმალური მნიშვნელობების ზედა ზღვარს (ULN). ზემოაღნიშნული ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის შრატში საერთო ბილირუბინის კონცენტრაციის ერთდროული მატებასთან. ალვერინის/სიმეთიკონის კომბინაციით თერაპია უნდა შეწყდეს იმ შემთხვევებში, როდესაც სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების დონე 3-ჯერ აღემატება ULN-ს და სიყვითლის განვითარებისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სიმეთიკონთან ერთდროული მიღებისას ირღვევა ლევოთიროქსინის შემცველი პრეპარატების შეწოვის პროცესი; ამიტომ სიმესპასმილის დოზებსა და ლევოთიროქსინის შემცველ პრეპარატებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 2 საათი.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
სიმესპასმილის სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კვლევები პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში არ ჩატარებულა.
ბავშვები და მოზარდები
სიმესპასმილის სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კვლევები ბავშვებში არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია
პრეპარატის მოქმედება რეპროდუქციული ასაკის ქალებზე და კონტრაცეფციის მეთოდებზე უცნობია.
ორსულობა
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან ორსულობის და/ან ნაყოფის ემბრიონალურ/საშვილოსნოსშიდა განვითარებაზე, მშობიარობასა და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე პრეპარატის ზემოქმედების შესაფასებლად. პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.
სიმეთიკონი
სიმეთიკონს არ ექნება გავლენა ორსულობაზე მისი დაბალი სისტემური ექსპოზიციის გამო. არ არსებობს ინფორმაცია ორსულობის დროს ქალებში სიმეთიკონის ცალკე ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შესახებ.
ალვერინის ციტრატი
არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ცხოველებში ალვერინის ციტრატის ტერატოგენობის შესახებ. დღემდე არ არსებობს კლინიკური მონაცემები თანდაყოლილი მანკების ან პრეპარატის ფეტოტოქსიური ეფექტის შესახებ. თუმცა, ორსულობის დროს ქალებში ალვერინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი რაიმე რისკის გამოსარიცხად.
უსაფრთხოების მიზნებისათვის არ არის რეკომენდებული სიმესპამილის გამოყენება ქალებში ორსულობის დროს.
ლაქტაცია
სიმეთიკონის მოქმედება ძუძუთი კვებაზე მისი დაბალი სისტემური ექსპოზიციის გამო მოსალოდნელი არ არის.
ინფორმაცია პრეპარატის დედის რძეში გამოყოფის შესახებ არ არსებობს.
პრევენციული ზომების სახით არ არის რეკომენდებული სიმესპაზმილის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.
ფერტილობა/რეპროდუქციული ფუნქცია
არ არსებობს ცნობები ფერტილობაზე/რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის გავლენის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სიმესპასმილს აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა არასასურველი რეაქცია პრეპარატის მიღებისას, როგორიცაა თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანების მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები მოყვანილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, <1/10); არახშირი (≥ 1/1000, <1/100); იშვიათი (≥ 1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი.
ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თავის ტკივილი.
სმენის ორგანოების და ლაბირინთის დარღვევები: სიხშირე უცნობია - თავბრუსხვევა.
სისხლძარღვების მხრივ: ძალიან იშვიათი - შოკი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათი - ხორხის შეშუპება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - გულისრევა.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ციტოლიზური ჰეპატიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ქავილი.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: სიხშირე უცნობია - სისხლში ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზის და ბილირუბინის დონის მომატება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი მოვლენების შესახებ
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია წამლის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა წამლის მიმართ სერიოზული გვერდითი რეაქცია ან განვითარდა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა თავბრუსხვევის შემთხვევები.
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ალვერინის ციტრატი 60 მგ, სიმეთიკონი 300 მგ.
კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.
წამლის ფორმა
კაფსულები.
აღწერა: რბილი ჟელატინის კაფსულები, მოგრძო, ზომა 6, მქრქალი, ღია ყვითელი ფერის, შეიცავს ერთგვაროვან თეთრი ან მოთეთრო ფერის ბლანტ სუსპენზიას.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის განსაკუთრებული მითითებები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში.
4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისათვის
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურექთი
(15 თემუზ, მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატები. სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების დროს. ალვერინი, კომბინაციები. ათქ კოდი: A03AX58.
სიმესპასმლი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას.
სიმეთიკონი არის დიმეთიკონი, რომელიც დამატებით გააქტიურებულია სილიციუმის დიოქსიდით. სიმეთიკონი არის ინერტული ნივთიერება, რომელსაც არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა, ის ცვლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზის ბუშტების ზედაპირულ დაჭიმულობას, რის შედეგადაც ისინი ნადგურდებიან და გაზები ბუნებრივად გამოიყოფა (მაგალითად, ბოყინი, მეტეორიზმი).
ალვერინი არის მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალება, მისი თერაპიული ეფექტი პაპავერინის მსგავსია. ის გავლენას ახდენს ნაწლავის გლუვ კუნთებზე. აღმოჩნდა, რომ ალვერინის ანტისპაზმური ეფექტი აღემატება პაპავერინს; ალვერინის გამოყენებისას არასასურველი რეაქციები შეინიშნება 3-ჯერ ნაკლები სიხშირით, ვიდრე პაპავერინის გამოყენებისას. ალვერინი არ მოქმედებს კუჭის მჟავას სეკრეციაზე, ვინაიდან მას არ გააჩნია ატროპინის მსგავსი ეფექტი. ფარმაკოკინეტიკური კვლევისას, ალვერინის კონცენტრაცია სისხლის შრატში დაბალი იყო (<2,5 ნგ/მლ), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ალვერინი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან სიმეთიკონთან ერთად მიღებისას მეტაბოლიზდება ღვიძლში (პირველი- გავლის ეფექტი). ზემოაღნიშნული მონაცემები მიუთითებს ალვერინის მოქმედების სპეციფიკაზე.
ფარმაკონიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ალვერინის ციტრატი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (არსებობს ცნობები, რომ სიმეთიკონი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მინიმალური რაოდენობით). პერორალური მიღების შემდეგ სიმეთიკონი გამოიყოფა ორგანიზმიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტით უცვლელი სახით.
განაწილება
პერორალური მიღების შემდეგ, ალვერინის ციტრატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-1,5 საათის განმავლობაში.
მეტაბოლიზმი
პერორალური მიღების შემდეგ ალვერინის ციტრატი სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად, რომლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-1,5 საათში. იგი განიცდის შემდგომ ბიოტრანსფორმაციას, რის შედეგადაც წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები.
პერორალური მიღების შემდეგ სიმეთიკონი არ მეტაბოლიზდება. სიმეთიკონის ნახევარგამოყოფის პერიოდი, პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი, ტვინში და სხვა ქსოვილებში განაწილება და დედის რძეში გამოყოფა უცნობია.
გამოყოფა
ალვერინის ციტრატის მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში, თირკმელებში აქტიური სეკრეციის ხარჯზე.
სიმეთიკონი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით უცვლელი სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სიმესპასმილი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
სიმესპასმილი, Simespasmil
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება
ალვერინი+სიმეთიკონი
Alverine + Simethicone
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ალვერინის ციტრატი 60 მგ, სიმეთიკონი 300 მგ.
კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.
წამლის ფორმა
კაფსულები.
აღწერა: რბილი ჟელატინის კაფსულები, მოგრძო, ზომა 6, მქრქალი, ღია ყვითელი ფერის, შეიცავს ერთგვაროვან თეთრი ან მოთეთრო ფერის ბლანტ სუსპენზიას.
გამოყენების ჩვენებები
კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების, ძირითადად, მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებში გამოსაყენებლად.
დოზირება
ზრდასრულები
1 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში ჩვენებების მიხედვით (სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე ექიმის რეკომენდაციის არარსებობის შემთხვევაში).
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით
სპეციალური რეკომენდაციები გამოყენებისთვის არ არსებობს.
ხანდაზმული პაციენტები
სპეციალური რეკომენდაციები გამოყენებისთვის არ არსებობს.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.
მიღების წესი
კაფსულები მიიღება პერორალურად ჭამის წინ.
უკუჩვენებები
- ანამნეზში აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიული რეაქციების არსებობა;
- პარალიზური ილეუსი;
- ნაწლავის გაუვალობა.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
აუცილებელია კუჭ-ნაწლავის (GIT) დარღვევების სხვა მიზეზების გამორიცხვა; პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა არ გაუმჯობესდა თერაპიის დაწყებიდან 14 დღის შემდეგ, საჭიროა სათანადო გამოკვლევა.
გავლენა ღვიძლის ფუნქციაზე
არსებობს ცნობები, რომ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თერაპიას ალვერინის/სიმეთიკონის კომბინაციით, სისხლში ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) და ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST) დონეები გაიზარდა (მაჩვენებლები 2-ჯერ აღემატებოდა ნორმალური მნიშვნელობების ზედა ზღვარს (ULN). ზემოაღნიშნული ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის შრატში საერთო ბილირუბინის კონცენტრაციის ერთდროული მატებასთან. ალვერინის/სიმეთიკონის კომბინაციით თერაპია უნდა შეწყდეს იმ შემთხვევებში, როდესაც სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების დონე 3-ჯერ აღემატება ULN-ს და სიყვითლის განვითარებისას.
შეუთავსებლობა
მონაცემები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სიმეთიკონთან ერთდროული მიღებისას ირღვევა ლევოთიროქსინის შემცველი პრეპარატების შეწოვის პროცესი; ამიტომ სიმესპასმილის დოზებსა და ლევოთიროქსინის შემცველ პრეპარატებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 2 საათი.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
სიმესპასმილის სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კვლევები პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში არ ჩატარებულა.
ბავშვები და მოზარდები
სიმესპასმილის სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კვლევები ბავშვებში არ ჩატარებულა.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია
პრეპარატის მოქმედება რეპროდუქციული ასაკის ქალებზე და კონტრაცეფციის მეთოდებზე უცნობია.
ორსულობა
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან ორსულობის და/ან ნაყოფის ემბრიონალურ/საშვილოსნოსშიდა განვითარებაზე, მშობიარობასა და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე პრეპარატის ზემოქმედების შესაფასებლად. პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.
სიმეთიკონი
სიმეთიკონს არ ექნება გავლენა ორსულობაზე მისი დაბალი სისტემური ექსპოზიციის გამო. არ არსებობს ინფორმაცია ორსულობის დროს ქალებში სიმეთიკონის ცალკე ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შესახებ.
ალვერინის ციტრატი
არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ცხოველებში ალვერინის ციტრატის ტერატოგენობის შესახებ. დღემდე არ არსებობს კლინიკური მონაცემები თანდაყოლილი მანკების ან პრეპარატის ფეტოტოქსიური ეფექტის შესახებ. თუმცა, ორსულობის დროს ქალებში ალვერინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი რაიმე რისკის გამოსარიცხად.
უსაფრთხოების მიზნებისათვის არ არის რეკომენდებული სიმესპამილის გამოყენება ქალებში ორსულობის დროს.
ლაქტაცია
სიმეთიკონის მოქმედება ძუძუთი კვებაზე მისი დაბალი სისტემური ექსპოზიციის გამო მოსალოდნელი არ არის.
ინფორმაცია პრეპარატის დედის რძეში გამოყოფის შესახებ არ არსებობს.
პრევენციული ზომების სახით არ არის რეკომენდებული სიმესპაზმილის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.
ფერტილობა/რეპროდუქციული ფუნქცია
არ არსებობს ცნობები ფერტილობაზე/რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის გავლენის შესახებ.
გავლენა ავტომობილის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე
სიმესპასმილს აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა არასასურველი რეაქცია პრეპარატის მიღებისას, როგორიცაა თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანების მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები მოყვანილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, <1/10); არახშირი (≥ 1/1000, <1/100); იშვიათი (≥ 1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი.
ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თავის ტკივილი.
სმენის ორგანოების და ლაბირინთის დარღვევები: სიხშირე უცნობია - თავბრუსხვევა.
სისხლძარღვების მხრივ: ძალიან იშვიათი - შოკი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათი - ხორხის შეშუპება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - გულისრევა.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ციტოლიზური ჰეპატიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ქავილი.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: სიხშირე უცნობია - სისხლში ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზის და ბილირუბინის დონის მომატება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი მოვლენების შესახებ
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია წამლის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა წამლის მიმართ სერიოზული გვერდითი რეაქცია ან განვითარდა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა თავბრუსხვევის შემთხვევები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატები. სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების დროს. ალვერინი, კომბინაციები. ათქ კოდი: A03AX58.
სიმესპასმლი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას.
სიმეთიკონი არის დიმეთიკონი, რომელიც დამატებით გააქტიურებულია სილიციუმის დიოქსიდით. სიმეთიკონი არის ინერტული ნივთიერება, რომელსაც არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა, ის ცვლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზის ბუშტების ზედაპირულ დაჭიმულობას, რის შედეგადაც ისინი ნადგურდებიან და გაზები ბუნებრივად გამოიყოფა (მაგალითად, ბოყინი, მეტეორიზმი).
ალვერინი არის მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალება, მისი თერაპიული ეფექტი პაპავერინის მსგავსია. ის გავლენას ახდენს ნაწლავის გლუვ კუნთებზე. აღმოჩნდა, რომ ალვერინის ანტისპაზმური ეფექტი აღემატება პაპავერინს; ალვერინის გამოყენებისას არასასურველი რეაქციები შეინიშნება 3-ჯერ ნაკლები სიხშირით, ვიდრე პაპავერინის გამოყენებისას. ალვერინი არ მოქმედებს კუჭის მჟავას სეკრეციაზე, ვინაიდან მას არ გააჩნია ატროპინის მსგავსი ეფექტი. ფარმაკოკინეტიკური კვლევისას, ალვერინის კონცენტრაცია სისხლის შრატში დაბალი იყო (<2,5 ნგ/მლ), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ალვერინი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან სიმეთიკონთან ერთად მიღებისას მეტაბოლიზდება ღვიძლში (პირველი- გავლის ეფექტი). ზემოაღნიშნული მონაცემები მიუთითებს ალვერინის მოქმედების სპეციფიკაზე.
ფარმაკონიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ალვერინის ციტრატი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (არსებობს ცნობები, რომ სიმეთიკონი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მინიმალური რაოდენობით). პერორალური მიღების შემდეგ სიმეთიკონი გამოიყოფა ორგანიზმიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტით უცვლელი სახით.
განაწილება
პერორალური მიღების შემდეგ, ალვერინის ციტრატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-1,5 საათის განმავლობაში.
მეტაბოლიზმი
პერორალური მიღების შემდეგ ალვერინის ციტრატი სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად, რომლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-1,5 საათში. იგი განიცდის შემდგომ ბიოტრანსფორმაციას, რის შედეგადაც წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები.
პერორალური მიღების შემდეგ სიმეთიკონი არ მეტაბოლიზდება. სიმეთიკონის ნახევარგამოყოფის პერიოდი, პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი, ტვინში და სხვა ქსოვილებში განაწილება და დედის რძეში გამოყოფა უცნობია.
გამოყოფა
ალვერინის ციტრატის მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში, თირკმელებში აქტიური სეკრეციის ხარჯზე.
სიმეთიკონი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით უცვლელი სახით.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის განსაკუთრებული მითითებები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში.
4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისათვის
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურექთი
(15 თემუზ, მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.