პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

სიმენდანი 12,5 მგ/5 მლ ი.ვ. კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

Simendan® 12,5 mg/5 mL I.V. İnfüzyonluk Çözelti Hazirlamak İçin Konsantre

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სიმენდანი არის გამჭვირვალე, ყვითელი ან ნარინჯისფერი პრეპარატი კონცენტრირებული ფორმით, რომელიც უნდა განზავდეს ინტრავენური ინფუზიის სახით შეყვანამდე. სიმენდანი შეფუთულია მინის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 5 მლ ხსნარს. თითოეული ფლაკონი შეიცავს ერთ დოზას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევოზიმენდანი (levosimendan)
ფორმა და შეფუთვა
12.5მგ/5მლ (2,5მგ/მლ) 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
AROMA İlaç San. Ltd. Ști., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, კარდიომასტიმულირებელი სხვა საშუალებები
ATC კოდი
C01CX08
რეგისტრაციის ნომერი
რ-042548
რეგისტრირებულია
20 დეკემბერი 2024, მოქმედებს 20 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ემ ელ სი მედიკალი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასიმენდანი 12,5 მგ/5 მლ ი.ვ. კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და სხვა წამალი ერთად

სიმენდანი 12,5 მგ/5 მლ ი.ვ. კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სიმენდანი არის გამჭვირვალე, ყვითელი ან ნარინჯისფერი პრეპარატი კონცენტრირებული ფორმით, რომელიც უნდა განზავდეს ინტრავენური ინფუზიის სახით შეყვანამდე.

სიმენდანი შეფუთულია მინის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 5 მლ ხსნარს. თითოეული ფლაკონი შეიცავს ერთ დოზას.

სიმენდანი, მუშაობს გულის ტუმბოს ძალის გაზრდით და სისხლძარღვებს მოდუნების საშუალებას აძლევს. სიმენდანი შეამცირებს შეშუპებას ფილტვებში და გაუადვილებს სისხლისა და ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმში. სიმენდანი, დაგეხმარებათ ქოშინის მოხსნაში გულის მძიმე უკმარისობის დროს.

სიმენდანი, გამოიყენება გულის უკმარისობის დროს მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც ჯერ კიდევ უჭირთ სუნთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იღებენ სხვა მედიკამენტებს ორგანიზმიდან ჭარბი წყლის მოსაშორებლად.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სწორი გამოყენებისა და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ:

თქვენი ექიმი გადაწყვეტს სიმენდანის დოზას, რომელიც უნდა მიიღოთ.

თქვენი ექიმი შეამოწმებს, თუ როგორ რეაგირებთ სიმენდანზე (მაგალითად, თქვენი პულსის გაზომვით ან ეკგ-ით და თქვენი შეგრძნებების შემოწმებით). საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი დოზა. ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მონიტორინგი 3-5 დღის განმავლობაში სიმენდანის გამოყენების შეწყვეტიდან.

შესაძლოა მიიღოთ სწრაფი ინფუზია 10 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვება ნელი ინფუზია 24 საათის განმავლობაში.

თუ ექიმი თვლის, რომ გჭირდებათ მეტი სიმენდანი და არ გაქვთ გვერდითი მოვლენები, მან შეიძლება გაზარდოს თქვენი ინფუზია.

თქვენი ექიმი გააგრძელებს სიმენდანის ინფუზიას მანამ, სანამ ეს გჭირდებათ თქვენი გულის მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ეს ჩვეულებრივ 24 საათის განმავლობაშია.

ეფექტი თქვენს გულზე გაგრძელდება სულ მცირე 24 საათის განმავლობაში სიმენდანი ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ. ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს ინფუზიის შეწყვეტიდან 7-9 დღის განმავლობაში.

დროდადრო, ექიმმა უნდა შეამოწმოს, როგორ რეაგირებთ სიმენდანზე. თქვენს ექიმს შეუძლია შეამციროს ინფუზიის სიხშირე, თუ თქვენი არტერიული წნევა შემცირდება ან თქვენი გული უფრო სწრაფად იწყებს ცემას ან თუ თავს კარგად არ გრძნობთ. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ გრძნობთ, რომ გული აჩქარდა, თუ გაქვთ თავბრუსხვევა ან თუ გრძნობთ, რომ სიმენდანის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი.

მიღების წესი და მეთოდი:

სიმენდანის შეყვანა ხდება ინფუზიის სახით ინტრავენურად (ვენაში წვეთოვანი) ამიტომ, სიმენდანის შეყვანა უნდა მოხდეს საავადმყოფოში, სადაც ექიმს შეუძლია თქვენი მონიტორინგი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე):

სიმენდანი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

არ არსებობს კონკრეტული დოზის რეკომენდაცია ხანდაზმული პაციენტებისთვის.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

გამოიყენეთ სიფრთხილით, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა და თირკმლის მძიმე უკმარისობა. თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევს, მიჰყევით ამ მითითებებს.

თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა სიმენდანით. არ შეწყვიტოთ მკურნალობა დროზე ადრე, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ სიმენდანის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ უფრო მეტი სიმენდანი, ვიდრე საჭიროა:

თუ თქვენ მიიღეთ სიმენდანის ზედმეტი დოზა, შესაძლოა თქვენი არტერიული წნევა დაქვეითდეს და თქვენი გულისცემა დაჩქარდეს. თქვენს ექიმს ეცოდინება, როგორ გიმკურნალოთ თქვენი მდგომარეობის მიხედვით.

თუ თქვენ მიიღეთ სიმენდანი იმაზე მეტი, ვიდრე უნდა მიგეღოთ ან დანიშნულზე მეტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სიმენდანის გამოყენება:

თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის შეიყვანოს გამოტოვებული დოზა.

მნიშვნელოვანია დაცული იქნას თქვენი ექიმის ინსტრუქციები შემდეგი დოზის ახალი მიღების დროის შესახებ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს სიმენდანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:

არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ არ არის მითითება თქვენი ექიმის მიერ.

უკუჩვენებები

თუ:

ალერგიული ხართ ლევოსიმენდანზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე,

გაქვთ ძალიან დაბალი წნევა და არანორმალურად სწრაფი გულისცემა,

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადება,

გაქვთ გულის დაავადება, რომელიც ართულებს გულის ავსებას ან დაცლას;

ექიმმა გითხრათ, რომ ოდესმე გქონიათ პათოლოგიური გულისცემა, სახელად Torsades de Pointes.

გამოიყენეთ სიმენდანი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევაში:

თუ;

გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის რაიმე დაავადება,

გაქვთ სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობა და გულმკერდის ტკივილი

გაქვთ არანორმალურად სწრაფი გულისცემა, არანორმალური გულის რითმი ან ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ წინაგულების ფიბრილაცია ან გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი რაოდენობა, იყავით ფრთხილად ამ პრეპარატის გამოყენებისას.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

სიმენდანი საჭმელთან და სასმელთან ერთად

არ არსებობს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან შეყვანის მეთოდით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ თქვენ ერთდროულად იღებთ ინტრავენურად სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ გულზე, სიმენდანის მიღების დროს, თქვენი არტერიული წნევა შეიძლება დაეცეს.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე.

არ არსებობს ადექვატური მონაცემები ორსულ ქალებში სიმენდანის გამოყენების შესახებ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გამოიყენოთ თუ არა ეს პრეპარატი, იმის მიხედვით, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის სჭარბობს პორტენციურ რისკს ბავშვისათვი.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ვინაიდან უცნობია გადადის თუ არა სიმენდანი რძეში მეძუძურ ქალებში, ამ პრეპარატის გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეს არ არის მოქმედი, რადგან ეს არის კლინიკური გამოყენების წამალი.

სასიცოცხლო ინფორმაცია სიმენდანში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს) 99.2% მოცულობით; ეს შეიძლება საზიანო იყოს ალკოჰოლზე დამოკიდებულებისთვის.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა სიმენდანში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს სიმენდანის გამოყენების შედეგად:

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ სიმენდანის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას:

არანორმალურად სწრაფი გულისცემა

თავის ტკივილი

არტერიული წნევის დაქვეითება

ეს ყველაფერი სიმენდანის ძალიან ხშირი სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი, ექიმმა შეიძლება შეამციროს ინფუზიის სიჩქარე ან შეწყვიტოს სიმენდანის ინფუზია.

შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სისხლში კალიუმის დაბალი რაოდენობა

უძილობა

თავბრუსხვევა

არანორმალური გულისცემა, რომელსაც ეწოდება წინაგულების ფიბრილაცია (რეგულარული გულისცემა გულის ერთ ნაწილში)

ჭარბი გულისცემა

გულის უკმარისობა

თქვენს გულს არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება

ეს ყველაფერი სიმენდანის ხშირი გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

გულისრევა

ყაბზობა

ფაღარათი

ღებინება

ეს არის სიმენდანის ხშირი გვერდითი მოვლენები.

გულის რითმის დარღვევა, რომელსაც ეწოდება პარკუჭების ფიბრილაცია (გულისცემის გახშირება ნაცვლად რეგულარული გულისცემისა გულის რომელიმე ნაწილში) დაფიქსირდა პაციენტთა მცირე რაოდენობაში, რომლებიც იღებდნენ სიმენდანს.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ შეინახოთ სიმენდანი

შეინახეთ სიმენდანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება მაცივარში 2°C-8°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

განზავების შემდეგ, გამოყენებისას ფიზიკური და ქიმიური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.

განზავების შემდეგ პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით. თუ იგი არ იქნა გამოყენებული დაუყოვნებლივ, მომზადებული პროდუქტის შენახვის ვადაზე და პირობებზე პასუხისმგებლობა გამოყენებამდე ეკისრება მომხმარებლს. ეს პირობები ჩვეულებრივ არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 2-8°C ტემპერატურაზე შენახვა, თუ განზავება არ ხდება კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში. შენახვისა და განზავების შემდეგ გატარებული საერთო დრო არასდროს არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ სიმენდანი შეფუთვაზე/მუყაოს/ბოთლზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ/გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

განზავების შემდეგ გამოყენებისა და შენახვის დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრული საკოლექციო სისტემა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი

სიმენდანი 12,5 მგ/5 მლ ი.ვ. კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ინტრავენური გამოყენებისთვის.

სტერილური

აქტიური ნივთიერება(ები): ლევოსიმენდანი

თითოეული 5 მლ ფლაკონი შეიცავს 12,5 მგ ლევოსიმენდანს (კონცენტრირებული ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 2,5 მგ ლევოსიმენდანს).

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, ლიმონმჟავა (უწყლო), ეთანოლი (უწყლო).

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ფურცელი, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას უთხარით, რომ ამ მედიკამენტს იყენებთ ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას.

დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებანი. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, გარდა რეკომენდებული დოზისა.

შინაარსი:

  • რა არის სიმენდანი და რისთვის გამოიყენება?
  • რა უნდა იცოდეთ სიმენდანის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ სიმენდანი?
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შეინახოთ სიმენდანი

სათაურები

  • რა არის სიმენდანი და რისთვის გამოიყენება?

სიმენდანი არის გამჭვირვალე, ყვითელი ან ნარინჯისფერი პრეპარატი კონცენტრირებული ფორმით, რომელიც უნდა განზავდეს ინტრავენური ინფუზიის სახით შეყვანამდე.

სიმენდანი შეფუთულია მინის ფლაკონში, რომელიც შეიცავს 5 მლ ხსნარს. თითოეული ფლაკონი შეიცავს ერთ დოზას.

სიმენდანი, მუშაობს გულის ტუმბოს ძალის გაზრდით და სისხლძარღვებს მოდუნების საშუალებას აძლევს. სიმენდანი შეამცირებს შეშუპებას ფილტვებში და გაუადვილებს სისხლისა და ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმში. სიმენდანი, დაგეხმარებათ ქოშინის მოხსნაში გულის მძიმე უკმარისობის დროს.

სიმენდანი, გამოიყენება გულის უკმარისობის დროს მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც ჯერ კიდევ უჭირთ სუნთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იღებენ სხვა მედიკამენტებს ორგანიზმიდან ჭარბი წყლის მოსაშორებლად.

  • რა უნდა იცოდეთ სიმენდანის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ სიმენდანი შემდეგ პირობებში

თუ:

ალერგიული ხართ ლევოსიმენდანზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე,

გაქვთ ძალიან დაბალი წნევა და არანორმალურად სწრაფი გულისცემა,

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადება,

გაქვთ გულის დაავადება, რომელიც ართულებს გულის ავსებას ან დაცლას;

ექიმმა გითხრათ, რომ ოდესმე გქონიათ პათოლოგიური გულისცემა, სახელად Torsades de Pointes.

გამოიყენეთ სიმენდანი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევაში:

თუ;

გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის რაიმე დაავადება,

გაქვთ სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობა და გულმკერდის ტკივილი

გაქვთ არანორმალურად სწრაფი გულისცემა, არანორმალური გულის რითმი ან ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ წინაგულების ფიბრილაცია ან გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი რაოდენობა, იყავით ფრთხილად ამ პრეპარატის გამოყენებისას.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

სიმენდანი საჭმელთან და სასმელთან ერთად

არ არსებობს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან შეყვანის მეთოდით.

ორსულობა

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე.

არ არსებობს ადექვატური მონაცემები ორსულ ქალებში სიმენდანის გამოყენების შესახებ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გამოიყენოთ თუ არა ეს პრეპარატი, იმის მიხედვით, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის სჭარბობს პორტენციურ რისკს ბავშვისათვი.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე.

ვინაიდან უცნობია გადადის თუ არა სიმენდანი რძეში მეძუძურ ქალებში, ამ პრეპარატის გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ეს არ არის მოქმედი, რადგან ეს არის კლინიკური გამოყენების წამალი.

სასიცოცხლო ინფორმაცია სიმენდანში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს) 99.2% მოცულობით; ეს შეიძლება საზიანო იყოს ალკოჰოლზე დამოკიდებულებისთვის.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

თუ თქვენ ერთდროულად იღებთ ინტრავენურად სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ გულზე, სიმენდანის მიღების დროს, თქვენი არტერიული წნევა შეიძლება დაეცეს.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოვიყენოთ სიმენდანი?

ინსტრუქციები სწორი გამოყენებისა და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ:

თქვენი ექიმი გადაწყვეტს სიმენდანის დოზას, რომელიც უნდა მიიღოთ.

თქვენი ექიმი შეამოწმებს, თუ როგორ რეაგირებთ სიმენდანზე (მაგალითად, თქვენი პულსის გაზომვით ან ეკგ-ით და თქვენი შეგრძნებების შემოწმებით). საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი დოზა. ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მონიტორინგი 3-5 დღის განმავლობაში სიმენდანის გამოყენების შეწყვეტიდან.

შესაძლოა მიიღოთ სწრაფი ინფუზია 10 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვება ნელი ინფუზია 24 საათის განმავლობაში.

თუ ექიმი თვლის, რომ გჭირდებათ მეტი სიმენდანი და არ გაქვთ გვერდითი მოვლენები, მან შეიძლება გაზარდოს თქვენი ინფუზია.

თქვენი ექიმი გააგრძელებს სიმენდანის ინფუზიას მანამ, სანამ ეს გჭირდებათ თქვენი გულის მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ეს ჩვეულებრივ 24 საათის განმავლობაშია.

ეფექტი თქვენს გულზე გაგრძელდება სულ მცირე 24 საათის განმავლობაში სიმენდანი ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ. ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს ინფუზიის შეწყვეტიდან 7-9 დღის განმავლობაში.

დროდადრო, ექიმმა უნდა შეამოწმოს, როგორ რეაგირებთ სიმენდანზე. თქვენს ექიმს შეუძლია შეამციროს ინფუზიის სიხშირე, თუ თქვენი არტერიული წნევა შემცირდება ან თქვენი გული უფრო სწრაფად იწყებს ცემას ან თუ თავს კარგად არ გრძნობთ. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ გრძნობთ, რომ გული აჩქარდა, თუ გაქვთ თავბრუსხვევა ან თუ გრძნობთ, რომ სიმენდანის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი.

მიღების წესი და მეთოდი:

სიმენდანის შეყვანა ხდება ინფუზიის სახით ინტრავენურად (ვენაში წვეთოვანი) ამიტომ, სიმენდანის შეყვანა უნდა მოხდეს საავადმყოფოში, სადაც ექიმს შეუძლია თქვენი მონიტორინგი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე):

სიმენდანი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

არ არსებობს კონკრეტული დოზის რეკომენდაცია ხანდაზმული პაციენტებისთვის.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

გამოიყენეთ სიფრთხილით, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა და თირკმლის მძიმე უკმარისობა. თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევს, მიჰყევით ამ მითითებებს.

თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა სიმენდანით. არ შეწყვიტოთ მკურნალობა დროზე ადრე, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ სიმენდანის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ უფრო მეტი სიმენდანი, ვიდრე საჭიროა:

თუ თქვენ მიიღეთ სიმენდანის ზედმეტი დოზა, შესაძლოა თქვენი არტერიული წნევა დაქვეითდეს და თქვენი გულისცემა დაჩქარდეს. თქვენს ექიმს ეცოდინება, როგორ გიმკურნალოთ თქვენი მდგომარეობის მიხედვით.

თუ თქვენ მიიღეთ სიმენდანი იმაზე მეტი, ვიდრე უნდა მიგეღოთ ან დანიშნულზე მეტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სიმენდანის გამოყენება:

თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის შეიყვანოს გამოტოვებული დოზა.

მნიშვნელოვანია დაცული იქნას თქვენი ექიმის ინსტრუქციები შემდეგი დოზის ახალი მიღების დროის შესახებ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს სიმენდანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:

არ შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ არ არის მითითება თქვენი ექიმის მიერ.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა სიმენდანში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს სიმენდანის გამოყენების შედეგად:

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ სიმენდანის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას:

არანორმალურად სწრაფი გულისცემა

თავის ტკივილი

არტერიული წნევის დაქვეითება

ეს ყველაფერი სიმენდანის ძალიან ხშირი სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი, ექიმმა შეიძლება შეამციროს ინფუზიის სიჩქარე ან შეწყვიტოს სიმენდანის ინფუზია.

შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სისხლში კალიუმის დაბალი რაოდენობა

უძილობა

თავბრუსხვევა

არანორმალური გულისცემა, რომელსაც ეწოდება წინაგულების ფიბრილაცია (რეგულარული გულისცემა გულის ერთ ნაწილში)

ჭარბი გულისცემა

გულის უკმარისობა

თქვენს გულს არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება

ეს ყველაფერი სიმენდანის ხშირი გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

გულისრევა

ყაბზობა

ფაღარათი

ღებინება

ეს არის სიმენდანის ხშირი გვერდითი მოვლენები.

გულის რითმის დარღვევა, რომელსაც ეწოდება პარკუჭების ფიბრილაცია (გულისცემის გახშირება ნაცვლად რეგულარული გულისცემისა გულის რომელიმე ნაწილში) დაფიქსირდა პაციენტთა მცირე რაოდენობაში, რომლებიც იღებდნენ სიმენდანს.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ შეინახოთ სიმენდანი

შეინახეთ სიმენდანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება მაცივარში 2°C-8°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

განზავების შემდეგ, გამოყენებისას ფიზიკური და ქიმიური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.

განზავების შემდეგ პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით. თუ იგი არ იქნა გამოყენებული დაუყოვნებლივ, მომზადებული პროდუქტის შენახვის ვადაზე და პირობებზე პასუხისმგებლობა გამოყენებამდე ეკისრება მომხმარებლს. ეს პირობები ჩვეულებრივ არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 2-8°C ტემპერატურაზე შენახვა, თუ განზავება არ ხდება კონტროლირებად და დადასტურებულ ასეპტიკურ პირობებში. შენახვისა და განზავების შემდეგ გატარებული საერთო დრო არასდროს არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ სიმენდანი შეფუთვაზე/მუყაოს/ბოთლზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ/გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

განზავების შემდეგ გამოყენებისა და შენახვის დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრული საკოლექციო სისტემა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.

Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi, No:22/1

Ergene/TEKİRDAĞ/ TURKEY

ტელ: +90 282 675 14 04

ფაქსი: +90 282 675 14 05

საწარმოს მისამართი:

AROMA İLAÇ SAN. LTD. ŞTİ.

Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi, No:22/1 Kat: 2

Ergene/TEKİRDAĞ/TURKEY

ტელ: +90 282 675 10 06

ფაქსი: +90 282 675 14 05

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი დამტკიცებულია 30.09.2022

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პერსონალისათვის, რომელიც იყენებს ამ წამალს

გამოყენება და უტილიზაცია

სიმენდანი არის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

რაც შეეხება ყველა პარენტერალურ სამკურნალო საშუალებებს, გამოყენებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ განზავებული ხსნარი ნაწილაკების არსებობის და გაუფერულების მიზნით.

  • 0,025 მგ/მლ ინფუზიის მოსამზადებლად შეურიეთ 5 მლ სიმენდანი 500 მლ 5% გლუკოზის ხსნარს.
  • 0.05 მგ/მლ ინფუზიის მოსამზადებლად შეურიეთ 10 მლ სიმენდანი 500 მლ 5% გლუკოზის ხსნარს.

დოზირება და მიღების გზა

სიმენდანი განკუთვნილია მხოლოდ საავადმყოფოში გამოყენებისთვის. მისი შეყვანა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში, სადაც ხელმისაწვდომია ადექვატური მონიტორინგი და ექსპერტიზა ინოტროპული აგენტების გამოყენებისას.

სიმენდანი უნდა განზავდეს შეყვანამდე.

ინფუზია განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის და მისი შეყვანა შესაძლებელია პერიფერიული ან ცენტრალური გზით.

გთხოვთ, იხილოთ პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება გამოყენების დოზის შესახებ ინფორმაციისთვის.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა