სილდენაფილი ბიოგარანი
SILDÉNAFIL BIOGARAN®
- მოქმედი ნივთიერება
- სილდენაფილი (sildenafil)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №8
- მწარმოებელი
- Anpharm Przedsiebiorstwo Farmaceutyczne S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- G04BE03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044864
- რეგისტრირებულია
- 24 თებერვალი 2026, მოქმედებს 24 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
სილდენაფილი ბიოგარანი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
პერორალური გამოყენების
მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სილდენაფილ ბიოგარანი® არ უნდა გამოიყენოთ დღეში ერთზე მეტჯერ.
არ მიიღოთ სილდენაფილ ბიოგარანი® აპკით შემოგარსული ტაბლეტები სილდენაფილის ოროდისპერსიული ტაბლეტებთან ერთად.
სილდენაფილ ბიოგარანი® უნდა მიიღოთ სქესობრივ კავშირამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად. თუ გრძნობთ, რომ სილდენაფილ ბიოგარან®-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სილდენაფილი ბიოგარანი® დაგეხმარებათ ერექციის მიღწევაში მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის შემთხვევაში. სილდენაფილ ბიოგარანის® მოქმედების დაწყება ინდივიდუალურია, ამას ნახევარი საათიდან ერთ საათამდე სჭირდება. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ სილდენაფილ ბიოგარანი® უფრო ნელა იმოქმედებს თუ მას ცხიმიან საკვებთან ერთად მიიღებთ. თუ სილდენაფილი ბიოგარანი® არ გაძლევთ ერექციის საშუალებას, ან თუ თქვენი ერექცია არ არის საკმარისად ხანგრძლივი სრული სქესობრივი აქტის განსახორციელებლად, მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტის საჭირო დოზაზე მეტი
შესაძლოა გამოგივლინდეთ გვერდითი მოვლენების რაოდენობისა და მათი სიმძიმის ზრდა. 100 მგ-ზე მეტი დოზა არ ზრდის პრეპარატის ეფექტურობას.
არ მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი.
თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ სხვა კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
სილდენაფილის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის და ხანმოკლეა.
სილდენაფილის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები ძირითადად მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდე და ხანმოკლეა.
თუ გამოგივლინდათ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მძიმე გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- ალერგიული რეაქცია - ნაკლებად ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში).
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: უეცარი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება.
- გულმკერდის ტკივილი - ნაკლებად ხშირი
თუ ეს სქესობრივი აქტის დროს ან მის შემდეგ მოხდა:
- დაჯექით ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში და შეეცადეთ მოდუნდეთ;
- გულმკერდის ტკივილის შესამსუბუქებლად არ მიიღოთ ნიტრატის წარმოებულები.
- ხანგრძლივი ერექცია, ზოგჯერ მტკივნეული - ეს იშვიათია (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში).
თუ გაქვთ ერექცია, რომელიც უწყვეტად გრძელდება 4 საათზე მეტხანს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
- მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა - იშვიათია.
- კანის მწვავე რეაქციები - იშვიათია.
შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: კანის ძლიერ აქერცვლას და შეშუპებას, წვის შეგრძნება პირის ღრუში, სასქესო ორგანოებსა და თვალების გარშემო და ცხელებას.
- კრუნჩხვები ან ეპილეფსიური კრუნჩხვები - ეს იშვიათია.
სხვა გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენა (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) არის თავის ტკივილი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს) მოიცავს: გულისრევას, სახის სიწითლეს, ალებს (სიმპტომებია: ცხელების უეცარი შეგრძნება სხეულის ზედა ნაწილში), საჭმლის მონელების დარღვევას, ფერების აღქმის დარღვევას, მხედველობის დაბინდვას, მხედველობის დარღვევას, ცხვირის გაჭედვას და თავბრუსხვევას.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს) მოიცავს: ღებინებას, გამონაყარს კანზე, თვალის გაღიზიანებას, სისხლჩაქცევას/თვალების სიწითლეს, თვალის ტკივილს, მოციმციმე შუქს, მხედველობის სიკაშკაშეს, სინათლის მიმართ მგრძნობელობას, ცრემლდენას, ძალიან ძლიერ გულისცემას, ჰიპოტენზიას, კუნთების ტკივილს, ძილიანობას, შეხებისას მგრძნობელობის დაქვეითებას, თავბრუსხვევას, ყურებში შუილს, პირის სიმშრალეს, სინუსების დახშობას ან გაჭედვას, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას (სიმპტომებია: სურდო, ცემინება და ცხვირის გაჭედვა), მუცლის ზედა ნაწილის ტკივილს, გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას (სიმპტომებია: გულძმარვა), შარდში სისხლის გამოვლენას, ტკივილს ხელებსა ან ფეხებში, ცხვირიდან სისხლდენას, სიცხის და დაღლილობის შეგრძნებას.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს) მოიცავს: გულყრას, ინსულტს, გულის შეტევას, გულის არარეგულარულ რიტმს, ტვინის გარკვეულ ნაწილებში სისხლის მიმოქცევის დროებით შემცირებას, ყელში შებოჭილობის შეგრძნებას, პირის დაბუჟებას, თვალის უკანა ნაწილში სისხლდენას, გაორებულ მხედველობას, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას, თვალში უჩვეულო შეგრძნებებს, თვალის ან ქუთუთოს შეშუპებას, მცირე ნაწილაკებს ან ლაქებს თვალების წინ, სინათლის გარშემო ჰალოების ხედვას, გუგების გაფართოებას, თვალის თეთრი გარსის ფერის შეცვლას და პენისიდან სისხლდენას, სპერმაში სისხლის გამოვლენას, ცხვირის სიმშრალეს, ცხვირის შიდა ნაწილის შეშუპებას, გაღიზიანების შეგრძნებას და სმენის უეცარ დაქვეითებას ან დაკარგვას.
პოსტმარკეტინგული გამოცდილების თანახმად, დაფიქსირდა არასტაბილური სტენოკარდიის (გულის დაავადება) და უეცარი სიკვდილის იშვიათი შემთხვევები.
უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცების უმეტესობას, რომლებსაც გამოუვლინდათ გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველას, ამ პრეპარატის მიღებამდე გულის პრობლემები ჰქონდათ. შეუძლებელია იმის დადგენა, პირდაპირ კავშირშია თუ არა ეს მოვლენები სილდენაფილთან.
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement.social-sante.gov.fr/
გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.
სიფრთხილის ზომები
სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
- თუ გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ანომალია), ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო), მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო);
- თუ გაქვთ პენისის დეფორმაცია ან პეირონის დაავადება;
- თუ გაქვთ გულის პრობლემები. ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს, შეუძლია თუ არა თქვენს გულს სექსუალური აქტივობით გამოწვეული გაზრდილი დატვირთვის ატანა;
- თუ ამჟამად გაწუხებთ კუჭის წყლული ან გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა (როგორიცაა ჰემოფილია);
- თუ შეამჩნევთ მხედველობის უეცარ დაქვეითებას ან დაკარგვას, შეწყვიტეთ სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სილდენაფილი ბიოგარან® არ უნდა იქნას გამოყენებული ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა პერორალურ ან ადგილობრივ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
სილდენაფილ ბიოგარანი® არ უნდა მიიღოთ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (HTAP) სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავს სილდენაფილს ან სხვა PED5 ინჰიბიტორებს.
სილდენაფილ ბიოგარან®-ის გამოყენება არ შეიძლება, თუ არ გაწუხებთ თუ ერექციული დისფუნქცია. არ მიიღოთ სილდენაფილი ბიოგარან® თუ ხართ ქალი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ამის შემდეგ, ექიმმა შეძლებს გადაწყვიტოს უფრო დაბალი დოზის დანიშვნა.
ბავშვები და მოზარდები
სილდენაფილ ბიოგარანი® არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
სილდენაფილ ბიოგარან®-ის ტაბლეტებს შესაძლოა ურთიერთქმედება ჰქონდეთ გარკვეულ მედიკამენტებთან, განსაკუთრებით სტენოკარდიის დროს გამოყენებულ მედიკამენტებთან. გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევისას უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს რომ მიიღეთ სილდენაფილ ბიოგარანი® და ასევე რა დროს მიიღეთ ის. არ მიიღოთ სილდენაფილ ბიოგარანი® სხვა მედიკამენტებთან ერთად, თუ ექიმი არ გეტყვით. თქვენ არ უნდა მიიღოთ სილდენაფილ ბიოგარანი® თუ იღებთ ნიტრატების სახელით ცნობილ მედიკამენტებს, რადგან მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში ვარდნა. აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ იღებთ რომელიმე იმ პრეპარატს, რომლებიც ხშირად გამოიყენება სტენოკარდიის (ან გულმკერდის ტკივილის) შეტევების შესამსუბუქებლად.
თქვენ არ უნდა მიიღოთ სილდენაფილ ბიოგარანი® თუ იღებთ აზოტის ოქსიდის დონორებად ცნობილ რაიმე პრეპარატს, როგორიცაა ამილ ნიტრიტი („პოპერსი“), რადგან ამ კომბინაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში ვარდნა.
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ უკვე იღებთ რიოციგუატს.
თუ თქვენ იღებთ პროტეაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილ მედიკამენტებს, განსაკუთრებით აივ ინფექციის სამკურნალოდ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სილდენაფილით მკურნალობა ყველაზე დაბალი (25 მგ) დოზით.
ზოგიერთ პაციენტს, რომელიც მაღალი არტერიული წნევის ან გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ ალფა-ბლოკატორებს იღებს, მჯდომარე მდგომარეობიდან ფეხზე მდგომ პოზიციაზე სწრაფი გადასვლისას შეიძლება განუვითარდეს თავბრუსხვევა ან არამდგრადობის (სიმთვრალის) შეგრძნება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს დაბალი არტერიული წნევით. ზოგიერთ პაციენტს ეს სიმპტომები განუვითარდა სილდენაფილის ალფა-ბლოკატორებთან ერთდროული მიღებისას. ეს ყველაზე ხშირად ვლინდება სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. ამ სიმპტომების გამოვლენის შესაძლებლობის შესამცირებლად, სილდენაფილ ბიოგარან®-ით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ალფა-ბლოკატორების მუდმივი დღიური დოზით მკურნალობა. ექიმმა შეიძლება დაიწყოს სილდენაფილით მკურნალობა ყველაზე დაბალი (25 მგ) დოზით. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ საკუბიტრილის/ვალსარტანის შემცველ რაიმე პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თუმცა, შეამჩნევთ, რომ სილდენაფილ ბიოგარანი® უფრო ნელა მოქმედებს ცხიმიან საკვებთან ერთად მიღებისას.
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება დროებით იმოქმედოს ერექციის მიღწევის უნარზე. პრეპარატისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღებამდე გირჩევთ არ დალიოთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სილდენაფილ ბიოგარანი® არ ინიშნება ქალებში.
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
სილდენაფილ ბიოგარან®-მა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გავლენა მოახდინოს მხედველობაზე. მანქანის მართვის ან სატრანსპორტო საშუალებებთან მუშაობის დაწყებამდე უნდა იცოდეთ, როგორი რეაქცია გაქვთ სილდენაფილ ბიოგარან®-ზე.
სილდენაფილ ბიოგარანი®, შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს და წითელი ალურა AC ალუმინის ლაქს (E129)
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
გარსი შეიცავს წითელი ალურა AC ალუმინის ლაქს (E129), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.
შემადგენლობა
- რა არის სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
ნერვული სისტემა
ფარმაცევტული კლასი: უროლოგიური
ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი -
ATC (ათქ) კოდი: G04BE03
სილდენაფილ ბიოგარანი® შეიცავს სილდენაფილს, აქტიურ ნივთიერებას, რომელიც მიეკუთვნება ფოსფოდიესთერაზას ტიპი 5 (PDE5) ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. მისი დანიშნულებაა დაეხმაროს პენისის სისხლძარღვებს მოდუნებაში, რაც ხელს უწყობს პენისში სისხლის მიმოქცევას სექსუალური აგზნების დროს. სილდენაფილი ბიოგარან® დაგეხმარებათ ერექციის მიღწევაში მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის შემთხვევაში.
სილდენაფილ ბიოგარანი® არის ერექციული დისფუნქციის მქონე ზრდასრული მამაკაცების სამკურნალო საშუალება, რომელსაც ზოგჯერ იმპოტენციას უწოდებენ; ანუ, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია სექსუალური აქტივობისთვის საკმარისი ერექციის მიღწევა ან შენარჩუნება.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტის გამოყენებამდე?
არასოდეს მიიღოთ სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი
- თუ ალერგიული ხართ სილდენაფილის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
- თუ იღებთ ნიტრატების სახელით ცნობილ მედიკამენტებს, რადგან მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში ვარდნა. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რომელიმე იმ პრეპარატს, რომლებიც ხშირად გამოიყენება სტენოკარდიის (ან გულმკერდის ტკივილის) შეტევების შესამსუბუქებლად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
- თუ იღებთ აზოტის ოქსიდის დონორებად ცნობილ რაიმე პრეპარატს, როგორიცაა ამილ ნიტრიტი („პოპერსი“), რადგან ამ კომბინაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში ვარდნა;
- თუ იღებთ რიოციგუატს. ეს პრეპარატი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (HTAP) (ანუ მაღალი არტერიული წნევა ფილტვის არტერიებში) და და ქრონიკული თრომბოემბოლიური ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (HTPC) (ანუ ფილტვის არტერიებში მაღალი არტერიული წნევა, რაც გამოწვეულია მუდმივი სისხლის კოლტების არსებობით). ნაჩვენებია, რომ PED5 ინჰიბიტორები, როგორიცაა სილდენაფილი ბიოგარან® აძლიერებენ ამ მედიკამენტის ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ იღებთ რიოციგუატს ან გაქვთ რაიმე ეჭვი, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს;
- თუ გაქვთ გულის ან ღვიძლის სერიოზული პრობლემა;
- თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი ან გულის შეტევა, ან გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;
- თუ გაწუხებთ თვალის გარკვეული იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები (როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი);
- თუ ადრე გქონდათ მხედველობის დაკარგვა არაარტერიული წინა იშემიური მხედველობის ნერვის ნეიროპათიის გამო (NOIAN).
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სილდენაფილ ბიოგარანი® 50მგ და 100 მგ
შემოგარსული ტაბლეტი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას:
შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
პრეპარატი პირადად თქვენთვისაა დანიშნული. ნუ მისცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
თუ გამოგივლინდებათ ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რას შეიცავს ეს ინსტრუქცია?
- რა არის სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტის გამოყენებამდე?
- როგორ გამოიყენება სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი?
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
- როგორ შევინახოთ სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი?
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება?
ნერვული სისტემა
ფარმაცევტული კლასი: უროლოგიური
ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი -
ATC (ათქ) კოდი: G04BE03
სილდენაფილ ბიოგარანი® შეიცავს სილდენაფილს, აქტიურ ნივთიერებას, რომელიც მიეკუთვნება ფოსფოდიესთერაზას ტიპი 5 (PDE5) ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. მისი დანიშნულებაა დაეხმაროს პენისის სისხლძარღვებს მოდუნებაში, რაც ხელს უწყობს პენისში სისხლის მიმოქცევას სექსუალური აგზნების დროს. სილდენაფილი ბიოგარან® დაგეხმარებათ ერექციის მიღწევაში მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის შემთხვევაში.
სილდენაფილ ბიოგარანი® არის ერექციული დისფუნქციის მქონე ზრდასრული მამაკაცების სამკურნალო საშუალება, რომელსაც ზოგჯერ იმპოტენციას უწოდებენ; ანუ, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია სექსუალური აქტივობისთვის საკმარისი ერექციის მიღწევა ან შენარჩუნება.
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტის გამოყენებამდე?
არასოდეს მიიღოთ სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი
- თუ ალერგიული ხართ სილდენაფილის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
- თუ იღებთ ნიტრატების სახელით ცნობილ მედიკამენტებს, რადგან მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში ვარდნა. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რომელიმე იმ პრეპარატს, რომლებიც ხშირად გამოიყენება სტენოკარდიის (ან გულმკერდის ტკივილის) შეტევების შესამსუბუქებლად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
- თუ იღებთ აზოტის ოქსიდის დონორებად ცნობილ რაიმე პრეპარატს, როგორიცაა ამილ ნიტრიტი („პოპერსი“), რადგან ამ კომბინაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში ვარდნა;
- თუ იღებთ რიოციგუატს. ეს პრეპარატი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (HTAP) (ანუ მაღალი არტერიული წნევა ფილტვის არტერიებში) და და ქრონიკული თრომბოემბოლიური ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის (HTPC) (ანუ ფილტვის არტერიებში მაღალი არტერიული წნევა, რაც გამოწვეულია მუდმივი სისხლის კოლტების არსებობით). ნაჩვენებია, რომ PED5 ინჰიბიტორები, როგორიცაა სილდენაფილი ბიოგარან® აძლიერებენ ამ მედიკამენტის ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ იღებთ რიოციგუატს ან გაქვთ რაიმე ეჭვი, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს;
- თუ გაქვთ გულის ან ღვიძლის სერიოზული პრობლემა;
- თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი ან გულის შეტევა, ან გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;
- თუ გაწუხებთ თვალის გარკვეული იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები (როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი);
- თუ ადრე გქონდათ მხედველობის დაკარგვა არაარტერიული წინა იშემიური მხედველობის ნერვის ნეიროპათიის გამო (NOIAN).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
- თუ გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ანომალია), ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო), მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო);
- თუ გაქვთ პენისის დეფორმაცია ან პეირონის დაავადება;
- თუ გაქვთ გულის პრობლემები. ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს, შეუძლია თუ არა თქვენს გულს სექსუალური აქტივობით გამოწვეული გაზრდილი დატვირთვის ატანა;
- თუ ამჟამად გაწუხებთ კუჭის წყლული ან გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა (როგორიცაა ჰემოფილია);
- თუ შეამჩნევთ მხედველობის უეცარ დაქვეითებას ან დაკარგვას, შეწყვიტეთ სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სილდენაფილი ბიოგარან® არ უნდა იქნას გამოყენებული ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა პერორალურ ან ადგილობრივ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
სილდენაფილ ბიოგარანი® არ უნდა მიიღოთ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (HTAP) სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავს სილდენაფილს ან სხვა PED5 ინჰიბიტორებს.
სილდენაფილ ბიოგარან®-ის გამოყენება არ შეიძლება, თუ არ გაწუხებთ თუ ერექციული დისფუნქცია. არ მიიღოთ სილდენაფილი ბიოგარან® თუ ხართ ქალი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ამის შემდეგ, ექიმმა შეძლებს გადაწყვიტოს უფრო დაბალი დოზის დანიშვნა.
ბავშვები და მოზარდები
სილდენაფილ ბიოგარანი® არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.
სხვა პრეპარატები და სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი
აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.
სილდენაფილ ბიოგარან®-ის ტაბლეტებს შესაძლოა ურთიერთქმედება ჰქონდეთ გარკვეულ მედიკამენტებთან, განსაკუთრებით სტენოკარდიის დროს გამოყენებულ მედიკამენტებთან. გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევისას უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს რომ მიიღეთ სილდენაფილ ბიოგარანი® და ასევე რა დროს მიიღეთ ის. არ მიიღოთ სილდენაფილ ბიოგარანი® სხვა მედიკამენტებთან ერთად, თუ ექიმი არ გეტყვით. თქვენ არ უნდა მიიღოთ სილდენაფილ ბიოგარანი® თუ იღებთ ნიტრატების სახელით ცნობილ მედიკამენტებს, რადგან მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში ვარდნა. აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ იღებთ რომელიმე იმ პრეპარატს, რომლებიც ხშირად გამოიყენება სტენოკარდიის (ან გულმკერდის ტკივილის) შეტევების შესამსუბუქებლად.
თქვენ არ უნდა მიიღოთ სილდენაფილ ბიოგარანი® თუ იღებთ აზოტის ოქსიდის დონორებად ცნობილ რაიმე პრეპარატს, როგორიცაა ამილ ნიტრიტი („პოპერსი“), რადგან ამ კომბინაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში ვარდნა.
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ უკვე იღებთ რიოციგუატს.
თუ თქვენ იღებთ პროტეაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილ მედიკამენტებს, განსაკუთრებით აივ ინფექციის სამკურნალოდ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სილდენაფილით მკურნალობა ყველაზე დაბალი (25 მგ) დოზით.
ზოგიერთ პაციენტს, რომელიც მაღალი არტერიული წნევის ან გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ ალფა-ბლოკატორებს იღებს, მჯდომარე მდგომარეობიდან ფეხზე მდგომ პოზიციაზე სწრაფი გადასვლისას შეიძლება განუვითარდეს თავბრუსხვევა ან არამდგრადობის (სიმთვრალის) შეგრძნება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს დაბალი არტერიული წნევით. ზოგიერთ პაციენტს ეს სიმპტომები განუვითარდა სილდენაფილის ალფა-ბლოკატორებთან ერთდროული მიღებისას. ეს ყველაზე ხშირად ვლინდება სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. ამ სიმპტომების გამოვლენის შესაძლებლობის შესამცირებლად, სილდენაფილ ბიოგარან®-ით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ალფა-ბლოკატორების მუდმივი დღიური დოზით მკურნალობა. ექიმმა შეიძლება დაიწყოს სილდენაფილით მკურნალობა ყველაზე დაბალი (25 მგ) დოზით. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ საკუბიტრილის/ვალსარტანის შემცველ რაიმე პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თუმცა, შეამჩნევთ, რომ სილდენაფილ ბიოგარანი® უფრო ნელა მოქმედებს ცხიმიან საკვებთან ერთად მიღებისას.
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება დროებით იმოქმედოს ერექციის მიღწევის უნარზე. პრეპარატისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღებამდე გირჩევთ არ დალიოთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სილდენაფილ ბიოგარანი® არ ინიშნება ქალებში.
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
სილდენაფილ ბიოგარან®-მა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გავლენა მოახდინოს მხედველობაზე. მანქანის მართვის ან სატრანსპორტო საშუალებებთან მუშაობის დაწყებამდე უნდა იცოდეთ, როგორი რეაქცია გაქვთ სილდენაფილ ბიოგარან®-ზე.
სილდენაფილ ბიოგარანი®, შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს და წითელი ალურა AC ალუმინის ლაქს (E129)
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
გარსი შეიცავს წითელი ალურა AC ალუმინის ლაქს (E129), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.
- როგორ გამოიყენება სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი?
პერორალური გამოყენების
მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სილდენაფილ ბიოგარანი® არ უნდა გამოიყენოთ დღეში ერთზე მეტჯერ.
არ მიიღოთ სილდენაფილ ბიოგარანი® აპკით შემოგარსული ტაბლეტები სილდენაფილის ოროდისპერსიული ტაბლეტებთან ერთად.
სილდენაფილ ბიოგარანი® უნდა მიიღოთ სქესობრივ კავშირამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად. თუ გრძნობთ, რომ სილდენაფილ ბიოგარან®-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სილდენაფილი ბიოგარანი® დაგეხმარებათ ერექციის მიღწევაში მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის შემთხვევაში. სილდენაფილ ბიოგარანის® მოქმედების დაწყება ინდივიდუალურია, ამას ნახევარი საათიდან ერთ საათამდე სჭირდება. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ სილდენაფილ ბიოგარანი® უფრო ნელა იმოქმედებს თუ მას ცხიმიან საკვებთან ერთად მიიღებთ. თუ სილდენაფილი ბიოგარანი® არ გაძლევთ ერექციის საშუალებას, ან თუ თქვენი ერექცია არ არის საკმარისად ხანგრძლივი სრული სქესობრივი აქტის განსახორციელებლად, მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტის საჭირო დოზაზე მეტი
შესაძლოა გამოგივლინდეთ გვერდითი მოვლენების რაოდენობისა და მათი სიმძიმის ზრდა. 100 მგ-ზე მეტი დოზა არ ზრდის პრეპარატის ეფექტურობას.
არ მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი.
თუ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ სხვა კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
სილდენაფილის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის და ხანმოკლეა.
სილდენაფილის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები ძირითადად მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდე და ხანმოკლეა.
თუ გამოგივლინდათ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მძიმე გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ სილდენაფილ ბიოგარან®-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- ალერგიული რეაქცია - ნაკლებად ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში).
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: უეცარი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება.
- გულმკერდის ტკივილი - ნაკლებად ხშირი
თუ ეს სქესობრივი აქტის დროს ან მის შემდეგ მოხდა:
- დაჯექით ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში და შეეცადეთ მოდუნდეთ;
- გულმკერდის ტკივილის შესამსუბუქებლად არ მიიღოთ ნიტრატის წარმოებულები.
- ხანგრძლივი ერექცია, ზოგჯერ მტკივნეული - ეს იშვიათია (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში).
თუ გაქვთ ერექცია, რომელიც უწყვეტად გრძელდება 4 საათზე მეტხანს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
- მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა - იშვიათია.
- კანის მწვავე რეაქციები - იშვიათია.
შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: კანის ძლიერ აქერცვლას და შეშუპებას, წვის შეგრძნება პირის ღრუში, სასქესო ორგანოებსა და თვალების გარშემო და ცხელებას.
- კრუნჩხვები ან ეპილეფსიური კრუნჩხვები - ეს იშვიათია.
სხვა გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენა (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) არის თავის ტკივილი.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს) მოიცავს: გულისრევას, სახის სიწითლეს, ალებს (სიმპტომებია: ცხელების უეცარი შეგრძნება სხეულის ზედა ნაწილში), საჭმლის მონელების დარღვევას, ფერების აღქმის დარღვევას, მხედველობის დაბინდვას, მხედველობის დარღვევას, ცხვირის გაჭედვას და თავბრუსხვევას.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს) მოიცავს: ღებინებას, გამონაყარს კანზე, თვალის გაღიზიანებას, სისხლჩაქცევას/თვალების სიწითლეს, თვალის ტკივილს, მოციმციმე შუქს, მხედველობის სიკაშკაშეს, სინათლის მიმართ მგრძნობელობას, ცრემლდენას, ძალიან ძლიერ გულისცემას, ჰიპოტენზიას, კუნთების ტკივილს, ძილიანობას, შეხებისას მგრძნობელობის დაქვეითებას, თავბრუსხვევას, ყურებში შუილს, პირის სიმშრალეს, სინუსების დახშობას ან გაჭედვას, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას (სიმპტომებია: სურდო, ცემინება და ცხვირის გაჭედვა), მუცლის ზედა ნაწილის ტკივილს, გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას (სიმპტომებია: გულძმარვა), შარდში სისხლის გამოვლენას, ტკივილს ხელებსა ან ფეხებში, ცხვირიდან სისხლდენას, სიცხის და დაღლილობის შეგრძნებას.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს) მოიცავს: გულყრას, ინსულტს, გულის შეტევას, გულის არარეგულარულ რიტმს, ტვინის გარკვეულ ნაწილებში სისხლის მიმოქცევის დროებით შემცირებას, ყელში შებოჭილობის შეგრძნებას, პირის დაბუჟებას, თვალის უკანა ნაწილში სისხლდენას, გაორებულ მხედველობას, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას, თვალში უჩვეულო შეგრძნებებს, თვალის ან ქუთუთოს შეშუპებას, მცირე ნაწილაკებს ან ლაქებს თვალების წინ, სინათლის გარშემო ჰალოების ხედვას, გუგების გაფართოებას, თვალის თეთრი გარსის ფერის შეცვლას და პენისიდან სისხლდენას, სპერმაში სისხლის გამოვლენას, ცხვირის სიმშრალეს, ცხვირის შიდა ნაწილის შეშუპებას, გაღიზიანების შეგრძნებას და სმენის უეცარ დაქვეითებას ან დაკარგვას.
პოსტმარკეტინგული გამოცდილების თანახმად, დაფიქსირდა არასტაბილური სტენოკარდიის (გულის დაავადება) და უეცარი სიკვდილის იშვიათი შემთხვევები.
უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცების უმეტესობას, რომლებსაც გამოუვლინდათ გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველას, ამ პრეპარატის მიღებამდე გულის პრობლემები ჰქონდათ. შეუძლებელია იმის დადგენა, პირდაპირ კავშირშია თუ არა ეს მოვლენები სილდენაფილთან.
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement.social-sante.gov.fr/
გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.
- როგორ შევინახოთ სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი?
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
რას შეიცავს სილდენაფილ ბიოგარან®-ის შემოგარსული ტაბლეტი
სილდენაფილი ბიოგარანი® 50 მგ შემოგარსული ტაბლეტი
- აქტიური ნივთიერებაა:
სილდენაფილი -------------------------------------------------------- 50 მგ.
სილდენაფილის ციტრატის სახით
აპკით შემოგარსული ტაბლეტისთვის
სილდენაფილი -------------------------------------------------------- 100 მგ.
სილდენაფილის ციტრატის სახით
აპკით შემოგარსული ტაბლეტისთვის
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის წყალბადის ფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის საფარი: ლურჯი OPADRY II (ოპადრი II), ტალკი, მაკროგოლი 4000, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოტინის ალუმინის ლაქი (E132), წითელი ალურა AC ალუმინის ლაქი (E129), რკინის შავი ოქსიდი (E172).
რა არის სილდენაფილ ბიოგარანი® შემოგარსული ტაბლეტი და გარე შეფუთვის შემადგენლობა
სილდენაფილ ბიოგარან®-ის შემოგარსული ტაბლეტი
შემოგარსული ტაბლეტი.
ლურჯი, ოვალური ტაბლეტი, ერთ მხარეს გრავირებული წარწერით „50“, ხოლო მეორე მხარეს გამყოფი ხაზით.
გამყოფი ხაზი მხოლოდ აადვილებს ტაბლეტის მიღებას, მაგრამ არ ყოფს მას თანაბარ დოზებად.
ყუთი 4, 8 და 12 ტაბლეტით.
სილდენაფილ ბიოგარან®-ის შემოგარსული ტაბლეტი
შემოგარსული ტაბლეტი.
ლურჯი, ოვალური ტაბლეტი, ერთ მხარეს გრავირებული წარწერით „100“, ხოლო მეორე მხარეს გამყოფი ხაზით.
გამყოფი ხაზი მხოლოდ აადვილებს ტაბლეტის მიღებას, მაგრამ არ ყოფს მას თანაბარ დოზებად.
ყუთი 4, 8 და 12 ტაბლეტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/ოპერატორი
ბიოგარანის ლაბორატორია
შარლ დე გოლის ბულვარი 15
92707 კოლომბი სედექსი
მწარმოებელი
სს Anpharm Przedsiebiorstwo Farmaceutyczne
ანოპოლი 6 B,
ვარშავა, 03-236,
პოლონეთი
პრეპარატის გადასინჯვის ბოლო თარიღია 2024 წლის ივლისი
დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.
ფარმაბრაილი: ბროშურა ხელმისაწვდომია ბრაილის შრიფტით, დიდი შრიფტით და აუდიო ფორმატებში handicazero.org-ზე „მედიკაციის ფურცლების“ განყოფილებაში და შემდეგ ბმულებზე:
0 800 39 39 51 უფასო ზარი და მომსახურება
- 0649.0.06
7100
ბიოგარანი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


