პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიპროტოზოული საშუალებები

სეკნიდოქსი

Secnidox

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

_ უროგენიტალური ტრიქომონიაზი მამაკაცებსა და ქალებში; _ ნაწლავთა და ღვიძლის ამებიაზი; _ ლამბლიოზი. ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების დროს სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სეკნიდაზოლი (secnidazole)
ფორმა და შეფუთვა
1გ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №2 (1X2)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიპროტოზოული საშუალებები, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
P01AB07
რეგისტრაციის ნომერი
რ-043765
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასეკნიდოქსი და სხვა წამალი ერთად

სეკნიდოქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

_ უროგენიტალური ტრიქომონიაზი მამაკაცებსა და ქალებში;

_ ნაწლავთა და ღვიძლის ამებიაზი;

_ ლამბლიოზი.

ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების დროს სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები

უროგენიტალური ტრიქომონიაზი: 2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში ან ორ მიღებაზე 12-საათიანი ინტერვალით (საერთო დოზა 2,0 გ).

ნაწლავთა ამებიაზი:

_ მწვავე _ 2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში ან ორ მიღებაზე 12-საათიანი ინტერვალით (საერთო დოზა 2,0 გ).

_ ქრონიკული მტარებლობა (სანათუროვანი და ცისტური ფორმები) _ 1,5 ტაბლეტი დღე-ღამეში (სადღეღამისო დოზა 1,5 გ) ერთ ან რამდენიმე მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.

ღვიძლის ამებიაზი: 1,5 ტაბლეტი დღე-ღამეში (სადღეღამისო დოზა 1,5 გ) ერთ ან რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.

ლამბლიოზი: 2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში ან ორ მიღებაზე 12-საათიანი ინტერვალით (საერთო დოზა 2,0 გ).

ბავშვები

წამლის მოცემული ფორმა განკუთვნილია გამოსაყენებლად 20 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში.

მსგავს კლინიკურ სიტუაციებში ბავშვებში მკურნალობის ხანგრძლივობა შეესაბამება მოზრდილებში მკურნალობის ხანგრძლივობას; სეკნიდაზოლის დოზა შეადგენს 25-დან 30 მგ-მდე/კგ/დღე-ღამეში, ინდივიდუალური სამედიცინო კრიტერიუმების

გათვალისწინებით.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით

პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მიეკუთვნება მთლიანობაში 5-ნიტრომიდაზოლის წარმოებულებს.

პაციენტებში თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით სეკნიდაზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება, შესაბამისად, როგორც წესი, არ არის საჭირო სეკნიდოქსის დოზის კორექცია, განსაკუთრებით ხანმოკლე მკურნალობის შემთხვევაში.

პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით უნდა შეფასდეს ზოგადი მდგომარეობა და აუცილებლობის შემთხვევაში შემცირდეს პრეპარატის სადღეღამისო დოზა.

ზემოთმითითებულ სიტაუციებში პრეპარატის დოზირების რეჟიმის შერჩევისას პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იქნას ინდივიდუალური სამედიცინო კრიტერიუმები.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით.

უკუჩვენებები

_ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების და იმიდაზოლის სხვა წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

_ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;

_ ორგანული ნევროლოგიური დარღვევები;

_ პათოლოგიური დარღვევები სისხლის სისტემის მხრივ, მათ შორის ანამნეზში.

სიფრთხილის ზომები

სეკნიდოქსის გამოყენების დროს და პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ 72 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება, არასასურველი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, ანალოგიურად იმ შემთხვევებისა, რომლებიც აღინიშნება დისულფირამის გამოყენებისას (ალები, მტკივნეული სპაზმები მუცლის არეში, ღებინება და ტაქიკარდია).

თუ საჭირო გახდა სეკნიდოქსის გამოყენება უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს რეკომენდებულია, უნდა გაკონტროლდეს ჰემატოლოგიური მაჩვენებლები (კერძოდ, ლეიკოციტების რაოდენობა), ასევე საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება არასასურველი რეაქციების გამოვლენის საგანზე, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური და პერიფერიული ნეიროპათიების განვითარებაზე (როგორიცაა პარესთეზია, ატაქსია, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები).

სეკნიდოქსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში.

თერაპია პრეპარატით უნდა შეწყდეს, თუ აღინიშნა მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა ან ცნობიერების არევა.

უროგენიტალური ინფექციების მკურნალობისას საჭიროა სქესობრივი კონტაქტებისგან თავის შეკავება.

დამხმარე ნივთიერებები

სეკნიდოქსი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ე.ი. თითქმის `არ შეიცავს ნატრიუმს~.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დისულფირამი

არ არის რეკომენდებული სეკნიდაზოლის ერთდროულად გამოყენება დისულფირამთან, რადგანაც არსებობს ცნობიერების არევის და ფსიქოზის განვითარების რისკი.

ალკოჰოლი

სეკნიდაზოლის ალკოჰოლთან ერთად მიღებისას ვითარდება შემდეგი სიმპტომები (ანტაბუსური ეფექტი): ალები, მტკივნეული სპაზმები მუცლის ღრუში, ღებინება და ტაქიკარდია. არ უნდა გამოვიყენოთ ალკოჰოლი პრეპარატის გამოყენების ფროს.

ანტიკოაგულანტები (ვარფარინი)

სეკნიდაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ანტიკოაგულაციური ეფექტი და გაიზარდოს სისხლდენის განვიტარების რისკი, ანტიკოაგულანტების ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო. ამიტომ საჭიროა პროთრომბინის დროის და საერთაშორისო ნორმალიზებული დამოკიდებულების (სნდ) მაჩვენებლების ხშირი კონტროლი, აგრეთვე პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება კომბინირებული თერაპიის დროს და მისი დასრულებიდან 8 დღის განმავლობაში.

ლითიუმის შემცველი პრეპარატები

ლითიუმის პრეპარატებთან სეკნიდაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ციკლოსპორინი

სეკნიდაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში; სამკურნალწამლო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინისა და კრეატინინის დონის სათანადო კონტროლი.

5-ფტორურაცილი

სეკნიდაზოლთან ერთად გამოყენებისას 5-ფტორურაცილის კლირენსი მცირდება, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტოქსიკურობის ზრდას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სეკნიდოქსი არ გამოიყენება ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ორსულობა

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა. ზემოთ მითითებული კვლევების შედეგები არ შეიძლება ექსტრაპოლაციაში იყოს ადამიანზე სათანადო მონაცემების არარსებობის გამო.

ლაქტაცია

სეკნიდაზოლი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილ იქნა მამრი ვირთხების რეპროდუქციულ სისტემაზე ნეგატიური ზეგავლენა.

სეკნიდაზოლს არ გააჩნია ადამიანის ფერტილობაზე ზეგავლენა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითერდეს თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით).

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად – ზომიერად გამოხატული ლეუკოპენია, რომელსაც შექცევითი ხასიათი აქვს პრეპარატის შეყწვეტისას; ძალიან იშვიათად აგრანულოციტოზი, ნეუტროპენია, თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად _ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობით, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, სახის შეშუპება, პერიორბიტალური შეშუპება და ხორხის შეშუპება, ცხელება, ერითემა და ანაფილაქსიური რეაქციები.

ფსიქიკის დარღვევები: ძალიან იშვიათად _ ფსიქოზები, ცნიბიერების არევა და ჰალუცინაციები.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად _ თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ვერტიგო, თავბრუსხვევა, პარესთეზია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია და სენსორულ-მოტორული პოლინევრიტი; ძალიან იშვიათად _ ენცეფალოპათია (მაგალითად, ცნობიერების არევა) და ნათხემის სინდრომის (მაგალითად, ატაქსია, დიზართრია, მოტორიკის დარღვევა, ნისტაგმი და ტრემორი) ქვემწვავე ფორმა, რასაც გააჩნია შექცევადი ხასიათი მკურნალონის შეწყვეტისას.

გულის მხრივ: იშვიათად _ პალპიტაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად _ ტკივილი ეპიგასტრიუმში ან/და მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა; არახშირად _ გლოსიტი, სტომატიტი, გემოს დარღვევა (`ლითონის~ გემო პირში), ანორექსია.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად _ ჰეპატიტი.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია – კანისმიერი გამონაყარი.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალწამლო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ. თუ პაციენტს გამოუვლინდა საეჭვო არასასურველი რეაქცია სამკურნალწამლო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

კლინიკური სურათი პრეპარატით ჭარბი დოზირებისას, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია არასასურველი რეაქციების გაძლიერებით, განსაკუთრებით ნერვული სისტემის მხრივ.

ჭარბი დოზირებისას არის ცნობები ისეთ სიმპტომებზე, როგორებიცაა დისგევზია, თავის ტკივილი, დაღლილობა და მუცლის ტკივილი.

მკურნალობა

სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თერაპია ემყარება მოწამვლის მკურნალობის ზოგად პრინციპებს; რეკომენდებულია პაციენტზე სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა სტაციონარის პირობებში და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზმიდან სეკნიდაზოლის გამოდევნის მიზნით შეიძლება ჰემოდიალიზის გამოყენება.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სეკნიდაზოლი 1,0 გ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, ტალკი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ლურჯი 85F20400 (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი).

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, ლურჯი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით `SECN~ ერთ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.

შენახვის პირობები

5 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება მშრალ, ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

2 ტაბლეტი ბლისტერზე.

1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სამუშაოების შესრულებისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

”ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე Aტიჯ. ა.შ.”, თურქეთი

(15 თემმუზ Mმახ. ჯამი Yიოლუ ჯად. N# 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი)

“World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.”, Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიპროტოზოული საშუალებები. საშუალებები რომლებიც გამოიყენება ამებიაზის და სხვა პროტოზოული ინფექციების დროს. ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები. ათქ კოდი P01AB07.

სეკნიდაზოლი წარმოადგენს ნიტროიმიდაზოლის ნახევრად სინთეზურ წარმოებულს, რომელსაც გააჩნია ანტიპარაზიტული და ანტიპროტოზოული თვისებები.

სეკნიდაზოლი ახდენს ამებიციდურ მოქმედებას Entamoeba histolytica-ს მიმართ, ის ასევე აქტიურია Trichomonas vaginalis და Giardia lamblia-ს მიმართ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

სეკნიდაზოლის დოზით 2 გ შიგნით მიღებისას სამკურნალწამლო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3 საათში.

სეკნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 25 საათს. სამკურნალწამლო საშუალება ნელა გამოიყოფა (დოზის 16% გამოიყოფა 72 საათის განმავლობაში, ხოლო 50% _ 120 საათის განმავლობაში), უმეტესწილად შარდით.

სეკნიდაზოლი აღწევს ჰემატოპლაცენტალურ ბარიერსა და დედის რძეში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

სეკნიდოქსი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

სეკნიდოქსი, Secnidox

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

სეკნიდაზოლი, Secnidazole

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სეკნიდაზოლი 1,0 გ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, ტალკი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ლურჯი 85F20400 (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი).

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, ლურჯი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით `SECN~ ერთ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.

გამოყენების ჩვენებები

_ უროგენიტალური ტრიქომონიაზი მამაკაცებსა და ქალებში;

_ ნაწლავთა და ღვიძლის ამებიაზი;

_ ლამბლიოზი.

ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების დროს სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

მოზრდილები

უროგენიტალური ტრიქომონიაზი: 2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში ან ორ მიღებაზე 12-საათიანი ინტერვალით (საერთო დოზა 2,0 გ).

ნაწლავთა ამებიაზი:

_ მწვავე _ 2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში ან ორ მიღებაზე 12-საათიანი ინტერვალით (საერთო დოზა 2,0 გ).

_ ქრონიკული მტარებლობა (სანათუროვანი და ცისტური ფორმები) _ 1,5 ტაბლეტი დღე-ღამეში (სადღეღამისო დოზა 1,5 გ) ერთ ან რამდენიმე მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.

ღვიძლის ამებიაზი: 1,5 ტაბლეტი დღე-ღამეში (სადღეღამისო დოზა 1,5 გ) ერთ ან რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.

ლამბლიოზი: 2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში ან ორ მიღებაზე 12-საათიანი ინტერვალით (საერთო დოზა 2,0 გ).

ბავშვები

წამლის მოცემული ფორმა განკუთვნილია გამოსაყენებლად 20 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში.

მსგავს კლინიკურ სიტუაციებში ბავშვებში მკურნალობის ხანგრძლივობა შეესაბამება მოზრდილებში მკურნალობის ხანგრძლივობას; სეკნიდაზოლის დოზა შეადგენს 25-დან 30 მგ-მდე/კგ/დღე-ღამეში, ინდივიდუალური სამედიცინო კრიტერიუმების

გათვალისწინებით.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით

პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მიეკუთვნება მთლიანობაში 5-ნიტრომიდაზოლის წარმოებულებს.

პაციენტებში თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით სეკნიდაზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება, შესაბამისად, როგორც წესი, არ არის საჭირო სეკნიდოქსის დოზის კორექცია, განსაკუთრებით ხანმოკლე მკურნალობის შემთხვევაში.

პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით უნდა შეფასდეს ზოგადი მდგომარეობა და აუცილებლობის შემთხვევაში შემცირდეს პრეპარატის სადღეღამისო დოზა.

ზემოთმითითებულ სიტაუციებში პრეპარატის დოზირების რეჟიმის შერჩევისას პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იქნას ინდივიდუალური სამედიცინო კრიტერიუმები.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით.

უკუჩვენებები

_ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების და იმიდაზოლის სხვა წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

_ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;

_ ორგანული ნევროლოგიური დარღვევები;

_ პათოლოგიური დარღვევები სისხლის სისტემის მხრივ, მათ შორის ანამნეზში.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სეკნიდოქსის გამოყენების დროს და პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ 72 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება, არასასურველი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, ანალოგიურად იმ შემთხვევებისა, რომლებიც აღინიშნება დისულფირამის გამოყენებისას (ალები, მტკივნეული სპაზმები მუცლის არეში, ღებინება და ტაქიკარდია).

თუ საჭირო გახდა სეკნიდოქსის გამოყენება უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს რეკომენდებულია, უნდა გაკონტროლდეს ჰემატოლოგიური მაჩვენებლები (კერძოდ, ლეიკოციტების რაოდენობა), ასევე საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება არასასურველი რეაქციების გამოვლენის საგანზე, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური და პერიფერიული ნეიროპათიების განვითარებაზე (როგორიცაა პარესთეზია, ატაქსია, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები).

სეკნიდოქსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში.

თერაპია პრეპარატით უნდა შეწყდეს, თუ აღინიშნა მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა ან ცნობიერების არევა.

უროგენიტალური ინფექციების მკურნალობისას საჭიროა სქესობრივი კონტაქტებისგან თავის შეკავება.

დამხმარე ნივთიერებები

სეკნიდოქსი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ე.ი. თითქმის `არ შეიცავს ნატრიუმს~.

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

დისულფირამი

არ არის რეკომენდებული სეკნიდაზოლის ერთდროულად გამოყენება დისულფირამთან, რადგანაც არსებობს ცნობიერების არევის და ფსიქოზის განვითარების რისკი.

ალკოჰოლი

სეკნიდაზოლის ალკოჰოლთან ერთად მიღებისას ვითარდება შემდეგი სიმპტომები (ანტაბუსური ეფექტი): ალები, მტკივნეული სპაზმები მუცლის ღრუში, ღებინება და ტაქიკარდია. არ უნდა გამოვიყენოთ ალკოჰოლი პრეპარატის გამოყენების ფროს.

ანტიკოაგულანტები (ვარფარინი)

სეკნიდაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ანტიკოაგულაციური ეფექტი და გაიზარდოს სისხლდენის განვიტარების რისკი, ანტიკოაგულანტების ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო. ამიტომ საჭიროა პროთრომბინის დროის და საერთაშორისო ნორმალიზებული დამოკიდებულების (სნდ) მაჩვენებლების ხშირი კონტროლი, აგრეთვე პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება კომბინირებული თერაპიის დროს და მისი დასრულებიდან 8 დღის განმავლობაში.

ლითიუმის შემცველი პრეპარატები

ლითიუმის პრეპარატებთან სეკნიდაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ციკლოსპორინი

სეკნიდაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში; სამკურნალწამლო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინისა და კრეატინინის დონის სათანადო კონტროლი.

5-ფტორურაცილი

სეკნიდაზოლთან ერთად გამოყენებისას 5-ფტორურაცილის კლირენსი მცირდება, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტოქსიკურობის ზრდას.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

სეკნიდოქსი არ გამოიყენება ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ორსულობა

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა. ზემოთ მითითებული კვლევების შედეგები არ შეიძლება ექსტრაპოლაციაში იყოს ადამიანზე სათანადო მონაცემების არარსებობის გამო.

ლაქტაცია

სეკნიდაზოლი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილ იქნა მამრი ვირთხების რეპროდუქციულ სისტემაზე ნეგატიური ზეგავლენა.

სეკნიდაზოლს არ გააჩნია ადამიანის ფერტილობაზე ზეგავლენა.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითერდეს თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით).

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად – ზომიერად გამოხატული ლეუკოპენია, რომელსაც შექცევითი ხასიათი აქვს პრეპარატის შეყწვეტისას; ძალიან იშვიათად აგრანულოციტოზი, ნეუტროპენია, თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად _ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობით, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, სახის შეშუპება, პერიორბიტალური შეშუპება და ხორხის შეშუპება, ცხელება, ერითემა და ანაფილაქსიური რეაქციები.

ფსიქიკის დარღვევები: ძალიან იშვიათად _ ფსიქოზები, ცნიბიერების არევა და ჰალუცინაციები.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად _ თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ვერტიგო, თავბრუსხვევა, პარესთეზია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია და სენსორულ-მოტორული პოლინევრიტი; ძალიან იშვიათად _ ენცეფალოპათია (მაგალითად, ცნობიერების არევა) და ნათხემის სინდრომის (მაგალითად, ატაქსია, დიზართრია, მოტორიკის დარღვევა, ნისტაგმი და ტრემორი) ქვემწვავე ფორმა, რასაც გააჩნია შექცევადი ხასიათი მკურნალონის შეწყვეტისას.

გულის მხრივ: იშვიათად _ პალპიტაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად _ ტკივილი ეპიგასტრიუმში ან/და მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა; არახშირად _ გლოსიტი, სტომატიტი, გემოს დარღვევა (`ლითონის~ გემო პირში), ანორექსია.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად _ ჰეპატიტი.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია – კანისმიერი გამონაყარი.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალწამლო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ. თუ პაციენტს გამოუვლინდა საეჭვო არასასურველი რეაქცია სამკურნალწამლო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

კლინიკური სურათი პრეპარატით ჭარბი დოზირებისას, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია არასასურველი რეაქციების გაძლიერებით, განსაკუთრებით ნერვული სისტემის მხრივ.

ჭარბი დოზირებისას არის ცნობები ისეთ სიმპტომებზე, როგორებიცაა დისგევზია, თავის ტკივილი, დაღლილობა და მუცლის ტკივილი.

მკურნალობა

სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თერაპია ემყარება მოწამვლის მკურნალობის ზოგად პრინციპებს; რეკომენდებულია პაციენტზე სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა სტაციონარის პირობებში და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზმიდან სეკნიდაზოლის გამოდევნის მიზნით შეიძლება ჰემოდიალიზის გამოყენება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპროტოზოული საშუალებები. საშუალებები რომლებიც გამოიყენება ამებიაზის და სხვა პროტოზოული ინფექციების დროს. ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები. ათქ კოდი P01AB07.

სეკნიდაზოლი წარმოადგენს ნიტროიმიდაზოლის ნახევრად სინთეზურ წარმოებულს, რომელსაც გააჩნია ანტიპარაზიტული და ანტიპროტოზოული თვისებები.

სეკნიდაზოლი ახდენს ამებიციდურ მოქმედებას Entamoeba histolytica-ს მიმართ, ის ასევე აქტიურია Trichomonas vaginalis და Giardia lamblia-ს მიმართ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

სეკნიდაზოლის დოზით 2 გ შიგნით მიღებისას სამკურნალწამლო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3 საათში.

სეკნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 25 საათს. სამკურნალწამლო საშუალება ნელა გამოიყოფა (დოზის 16% გამოიყოფა 72 საათის განმავლობაში, ხოლო 50% _ 120 საათის განმავლობაში), უმეტესწილად შარდით.

სეკნიდაზოლი აღწევს ჰემატოპლაცენტალურ ბარიერსა და დედის რძეში.

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება მშრალ, ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

2 ტაბლეტი ბლისტერზე.

1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სამუშაოების შესრულებისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

”ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე Aტიჯ. ა.შ.”, თურქეთი

(15 თემმუზ Mმახ. ჯამი Yიოლუ ჯად. N# 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი)

“World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.”, Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა