დამამშვიდებელი საშუალების სახით სხვადასხვა ნევროზების დროს, სომატოფორმული აშლილობების დროს (ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია), სტრესების დროს. კომპლექსური თერაპიის სახით ჰიპერტონული დაავადების, მენეიერის დაავადების, კლიმაქტერული დარღვევების, პრედმენსტრუალური სინდრომის, შაკიკის შეტევების დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- passion flower dry + bromisovaleric acid ethyl ester
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ + 10,2მგ ტაბლეტი №60 (6X10)
- მწარმოებელი
- LLC „Pharma Start“, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საძილე და სედაციური მცენარეული საშუალებები
- ATC კოდი
- N05CM
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042419
- რეგისტრირებულია
- 21 ნოემბერი 2024, მოქმედებს 21 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- LLC „Acino Ukraine“ (უკრაინა)
- განმცხადებელი
- სს ასინო ფარმა ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სედისტრესი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დამამშვიდებელი საშუალების სახით სხვადასხვა ნევროზების დროს, სომატოფორმული აშლილობების დროს (ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია), სტრესების დროს. კომპლექსური თერაპიის სახით ჰიპერტონული დაავადების, მენეიერის დაავადების, კლიმაქტერული დარღვევების, პრედმენსტრუალური სინდრომის, შაკიკის შეტევების დროს. პრეპარატი ნაჩვენებია ფსიქოლოგიურად რთულ სიტუაციებში ემოციური ფონის სტაბილიზაციისთვის, შფოთვის დონის შესამცირებლად, გაღიზიანებადობის შესამცირებლად, ფსიქოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად.
როგორც საძილე საშუალება სხვადასხვა წარმოშობის ძილის დარღვევების დროს (უძილობა).
მიღების წესი და დოზირება
1-2 ტაბლეტი, წყალთან ერთად, დღეში ერთხელ საკვების მიღებამდე. ძილის დარღვევების დროს - 2 ტაბლეტი ერთჯერადად ძილამდე 30 წუთით ადრე (პერორალურად).
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
გულის მძიმე უკმარისობა;
არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია;
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მძიმე ორგანული დაავადებები.
პრეპარატის მიღებამდე გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა დავიწყოთ მინიმალური დოზით.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება ბრომის კუმულაციის და ბრომით მოწამვლის საშიშროების გამო.
პრეპარატი მოიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ფენილალანინად, ამიტომ ის არ უნდა გამოვიყენოთ ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ (როგორიცაა ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები) სხვა მედიკამენტებთან ერთდროულად მიღებისას ძლიერდება სედატიური და ძილიანობის ეფექტი.
არ არის რეკომენდებული ბენზოდიაზეპინებთან ერთად მიღება. დისულფირამთან ერთად გამოყენებას უნდა მოვერიდოთ.
სედისტრესით მკურნალობისას ალკოჰოლის გამოყენება არ შეიძლება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ბავშვები: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია დადგენილი არ არის, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სისწრაფეზე მოქმედების უნარი.
რეკომენდებულია თავის შეკავება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვისაგან.
გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს მომდევნო გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით:
საჭმლის მომნელებელი სისტემა: დისკომფორტი კუჭისა და ნაწლავების არეში, გულისრევა, ღებინება;
ნერვული სისტემა: ძილიანობა, მსუბუქი თავბრუსხვევა, კონცენტრაციის და ყურადღების დაქვეითება;
იმუნური სისტემა: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჰიპერემია, კანის შეშუპება, მათ შორის კვინკეს შეშუპება), ვასკულიტი;)
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ხანმოკლე არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
ბრომის შემცველი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრომით მოწამვლა, რაც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, დეპრესიული გუნება-განწყობა, აპათია, ცნობიერების დაბინდვა, ატაქსია, პურპურა, რინიტი, კონიუქტივიტი, ცრემლდენა, აკნე. აღნიშნული მოვლენები გაივლის დოზის შემცირების ან მედიკამენტის შეწყვეტის შედეგად.
არასასურველი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს. შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გამოვლენის გაძლიერება. დოზის გადაჭარბება შესაძლებელია პრეპარატის ხშირი ან ხანგრძლივი მიღების შედეგად, რაც დაკავშირებულია მისი შემადგენელი კომპონენტების კუმულაციასთან.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, კუჭის ამორეცხვა. სიმპტომური თერაპია.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: პასიფლორას (passiflorae herba) მშრალი ექსტრაქტი - 300 მგ, ეთილ ეთერის -ბრომიზოვალერიანის მჟვა 10.2 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: პიტნის ზეთი; ციკლოდექსტრინი; გლიცინი; მანიტოლი; კროსპოვიდონი; ლიმონმჟავა, მონოჰიდრატი; ასპარტამი; კოლოიდური გაუწყლოებული სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი.
აღწერა:
ტაბლეტები ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე წინწკლებით; ბრტყელი ზედაპირით, მრგვალი ფორმის, გარსით, გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. დასაშვებია სუსტი სპეციფური სუნის არსებობა.
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 ტემპერატურისა.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა.
2 წელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
საძილე და სედატიური საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სედისტრესი - საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატი, რომლის ქმედებაც განისაზღვრება მის შემადგენლობაში მყოფი კომპონენტებით.
პასიფლორას ექსტრაქტი განსაზღვრავს სედაციურ და საძილე ეფექტს.
ეთილ ეთერ -ბრომიზოვალერიანის მჟვა განაპირობებს რეფლექტორულ დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ ქმედებას, რომელიც განპირობებულია რეფლექტორული აგზნებადობის დაქვეითებით ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში და თავის ტვინის ქერქულ და ქერქქვეშა სტრუქტურებში ნეირონული მოვლენების შეფერხების გაძლიერებით, ასევე ცენტრალური ვაზომოტორული ცენტრების აქტივობის დაქვეითებით და პირდაპირი სპაზმოლიტიკური ქმედებით სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე.
ფარმაკოკინეტიკა: არ არის შესწავლილი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია
სამედიცინო პრეპარატის გამოყენების შესახებ
სედისტრესი
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: სედისტრესი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კომბი
წამლის ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: პასიფლორას (passiflorae herba) მშრალი ექსტრაქტი - 300 მგ, ეთილ ეთერის -ბრომიზოვალერიანის მჟვა 10.2 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: პიტნის ზეთი; ციკლოდექსტრინი; გლიცინი; მანიტოლი; კროსპოვიდონი; ლიმონმჟავა, მონოჰიდრატი; ასპარტამი; კოლოიდური გაუწყლოებული სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი.
აღწერა:
ტაბლეტები ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე წინწკლებით; ბრტყელი ზედაპირით, მრგვალი ფორმის, გარსით, გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. დასაშვებია სუსტი სპეციფური სუნის არსებობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საძილე და სედატიური საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სედისტრესი - საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატი, რომლის ქმედებაც განისაზღვრება მის შემადგენლობაში მყოფი კომპონენტებით.
პასიფლორას ექსტრაქტი განსაზღვრავს სედაციურ და საძილე ეფექტს.
ეთილ ეთერ -ბრომიზოვალერიანის მჟვა განაპირობებს რეფლექტორულ დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ ქმედებას, რომელიც განპირობებულია რეფლექტორული აგზნებადობის დაქვეითებით ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში და თავის ტვინის ქერქულ და ქერქქვეშა სტრუქტურებში ნეირონული მოვლენების შეფერხების გაძლიერებით, ასევე ცენტრალური ვაზომოტორული ცენტრების აქტივობის დაქვეითებით და პირდაპირი სპაზმოლიტიკური ქმედებით სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე.
ფარმაკოკინეტიკა: არ არის შესწავლილი
ჩვენებები გამოყენებისთვის:
დამამშვიდებელი საშუალების სახით სხვადასხვა ნევროზების დროს, სომატოფორმული აშლილობების დროს (ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია), სტრესების დროს. კომპლექსური თერაპიის სახით ჰიპერტონული დაავადების, მენეიერის დაავადების, კლიმაქტერული დარღვევების, პრედმენსტრუალური სინდრომის, შაკიკის შეტევების დროს. პრეპარატი ნაჩვენებია ფსიქოლოგიურად რთულ სიტუაციებში ემოციური ფონის სტაბილიზაციისთვის, შფოთვის დონის შესამცირებლად, გაღიზიანებადობის შესამცირებლად, ფსიქოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად.
როგორც საძილე საშუალება სხვადასხვა წარმოშობის ძილის დარღვევების დროს (უძილობა).
დოზის მიღების წესი:
რეკომენდებული დოზა: 1-2 ტაბლეტი, წყალთან ერთად, დღეში ერთხელ საკვების მიღებამდე. ძილის დარღვევების დროს - 2 ტაბლეტი ერთჯერადად ძილამდე 30 წუთით ადრე (პერორალურად).
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს მომდევნო გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით:
საჭმლის მომნელებელი სისტემა: დისკომფორტი კუჭისა და ნაწლავების არეში, გულისრევა, ღებინება;
ნერვული სისტემა: ძილიანობა, მსუბუქი თავბრუსხვევა, კონცენტრაციის და ყურადღების დაქვეითება;
იმუნური სისტემა: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჰიპერემია, კანის შეშუპება, მათ შორის კვინკეს შეშუპება), ვასკულიტი;)
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ხანმოკლე არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
ბრომის შემცველი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრომით მოწამვლა, რაც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, დეპრესიული გუნება-განწყობა, აპათია, ცნობიერების დაბინდვა, ატაქსია, პურპურა, რინიტი, კონიუქტივიტი, ცრემლდენა, აკნე. აღნიშნული მოვლენები გაივლის დოზის შემცირების ან მედიკამენტის შეწყვეტის შედეგად.
არასასურველი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან.
უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
გულის მძიმე უკმარისობა;
არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია;
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს. შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გამოვლენის გაძლიერება. დოზის გადაჭარბება შესაძლებელია პრეპარატის ხშირი ან ხანგრძლივი მიღების შედეგად, რაც დაკავშირებულია მისი შემადგენელი კომპონენტების კუმულაციასთან.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, კუჭის ამორეცხვა. სიმპტომური თერაპია.
განსაკუთრებული მითითებები.
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მძიმე ორგანული დაავადებები.
პრეპარატის მიღებამდე გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა დავიწყოთ მინიმალური დოზით.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება ბრომის კუმულაციის და ბრომით მოწამვლის საშიშროების გამო.
პრეპარატი მოიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ფენილალანინად, ამიტომ ის არ უნდა გამოვიყენოთ ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ბავშვები: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია დადგენილი არ არის, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სისწრაფეზე მოქმედების უნარი.
რეკომენდებულია თავის შეკავება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვისაგან.
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ (როგორიცაა ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები) სხვა მედიკამენტებთან ერთდროულად მიღებისას ძლიერდება სედატიური და ძილიანობის ეფექტი.
არ არის რეკომენდებული ბენზოდიაზეპინებთან ერთად მიღება. დისულფირამთან ერთად გამოყენებას უნდა მოვერიდოთ.
სედისტრესით მკურნალობისას ალკოჰოლის გამოყენება არ შეიძლება.
გამოშვების ფორმა.
10 ტაბლეტი ბლისტერზე. კოლოფში 3 ან 6 ბლისტერი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 ტემპერატურისა.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა.
2 წელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
შპს „ფარმა სტარტ“
უკრაინა, 03124, ქ. კიევი, ვ. გალევის ბულვარი, #8.
ორგანიზაციის მისამართი, რომელიც იღებს პრეტენზიებს მედიკამენტის ხარისხთან მიმართებაში და რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის შემდგომ მედიკამენტის უსაფრთხოების კონტროლზე.
Acino Pharma AG (შვეიცარიული კონფედერაცია)-ს წარმომადგენლობა საქართველოში
თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. 5 / დ. უზნაძის ქ. 16-18, 0102, საქართველო
ტელეფონი: +995 32 220 69 42
E-mail: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


