პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიანემიური პრეპარატები

სანტაფერი ფორტე

Santafer® Forte

ურეცეპტოდ100მგ + 0,35მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სანტაფერი ფორტეს გამოყენებამდე

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ferric iii hydroxide polymaltose + folic acid
ფორმა და შეფუთვა
100მგ + 0,35მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Santa Farma Ilac Sanayii A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატები, რკინა კომბინაციაში ფოლის მჟავასთან
ATC კოდი
B03AD04
რეგისტრაციის ნომერი
რ-039980
რეგისტრირებულია
16 იანვარი 2024, მოქმედებს 16 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ვივა ფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასანტაფერი ფორტე და სხვა წამალი ერთად

სანტაფერი ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სანტაფერი ფორტეს გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

რა არის შესაძლო გვერდით ეფექტები?

სანტაფერი ფორტეს შენახვა

l. რა არის სანტაფერი ფორტე და რისთვის გამოიყენება?

სანტაფერი ფორტე არის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, შეიცავს რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს და ფოლიუმის მჟავას. ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100მგ ელემენტარული რკინის ექვივალენტურ რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს და 0.350მგ ფოლიუმის მჟავას, გამოდის შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. ტაბლეტები არის მოწითალო-ყავისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ფორმის. ორალური მიღებით გამოიყენება რკინის დეფიციტისას ან იმ შემთხვევებში, როდესაც არის რკინის დამატების საჭიროება, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედშია და დიდი როლი აქვს მრავალ სასიცოცხლო მნიშნველობის ფიზიოლოგიურ პროცესში, როგორიცაა სისხლის წარმოქმნა და ქსოვილებამდე ჟანგბადის ტრანსპორტირება.

სანტაფერი ფორტე გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ანემიის პრევენცია და მკურნალობა რაც დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ რკინის დეფიციტთან

განსაკუთრებით რკინის დამატებისთვის და რკინის დეფიციტის სამკურნალოდ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

  • სანტაფერი ფორტეს გამოყენებამდე

სანტაფერი ფორტე არ გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:

თუ

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რკინის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ

გაქვთ რკინის სიჭარბე (ჰემოქრომატოზი, ქრონიკული ჰემოლიზი)

ალერგია გაქვთ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) რკინაზე

გაქვთ სხვა ანემია, რომელსაც არ ახლავს რკინის დეფიციტი (როგორიცაა ჰემოლიზური ანემია)

გაქვთ რკინის გამოყენების დარღვევა (დატვირთვის ანემია, სიდეროაქრესტიული ანემია)

გაქვთ თალასემია (ხმელთაშუა ზვის ანემია)

გაქვთ პროგრესირებადი და ქრონიკული ართრიტი

გაქვთ მდგომარეობა რაც მოითხოვს რეგულარულ და მუდმივ სისხლის ტრანსფუზიას

გაქვთ აივ ინფექცია და თუ რკინადეფიციტური ანემია კლინიკურად დამტკიცებული არ არის.

გაქვთ ღვიძლის და თირკმლის მწვავე დაავადება

სანტაფერი ფორტე სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში

თუ გაქვთ კუჭის წყლული, ექიმი გადაწყვეტს დანიშნოს თუ არა სანტაფერი ფორტე.

ორალური რკინის ფორმულების მიღებისას შეიძლება გამუქდეს განავლის ფერი; ეს ნორმალურია და არ საჭიროებს ჩარევას. არ იწვევს ცრუ-დადებით შედეგებს განავალში ფარული სისხლის გამოსავლენად. აქედან გამომდინარე ტესტის დროს მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის.

სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლიზმის და ისეთი მდგომარეობისას, რამაც შეიძლება შეაფერხოს ნაწლავიდან რკინის შეწოვა. სხვადასხვა დაავადებისას და კიბოსთან დაკავშირებული ანემიის დროს გამოყენებული რკინა ინახება ღვიძლში, დაავადების ან კიბოს მკურნალობის შემდეგ ღვიძლიდან გამოდის და ხელმისაწვდომი ხდება.

რკინის შემცველი პროდუქტების შემთხვევითი შეყვანა ბავშვებში იწვევს ფატალურ (სასიკვდილო) ტოქსიკურობას. ამიტომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან შხამების კონტროლის ცენტრს.

,,თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ან წარსულში გეხებოდათ, მიმართეთ ექიმს,,

სანტაფერი ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

სანტაფერი ფორტეს გამოყენება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. სანტაფერი ფორტე არ უნდა მიიღონ რძესთან ერთად. არ უნდა მიიღონ კალციუმის შემცველ პროდუქტებთან ან კალციუმის პრეპარატებთან ერთად. რკინის და რძის ან კალციუმის პროდუქტების მიღებას შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალი.

უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებისთვის.

ყველა ტიპის ანემია რკინის დეფიციტის გარეშე (მაგ.: ჰემოლიზური ანემია)

რკინით გადატვირთვა (ჰემოქრომატოზი, ქრონიკული ჰემოლიზი)

ჰიპერმგრძნობელობა რკინის მიმართ, რკინის მოხმარების დეფიციტი (ტყვიის ანემია, სიდეროარესტიკული ანემია)

თალასემია

ღვიძლის ან თირკმლების მძიმე დაავადებები

რეგულარული და უწყვეტი სისხლის გადასხმები

აივ ინფექციით დაავადებულ პაციენტებში არ უნდა ჩატარდეს რკინით დამატებითი მკურნალობა, თუ არ არის დადასტურებული რკინის დეფიციტთან დაკავშირებული ანემია.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის/რვიძლის უკმარისობა

სანტაფერი ფორტე არ გამოიყენოთ ღვიძლის და თირკმლის მწვავე დაავადებისას.

თუ ექიმმა განსხვავებული მითითება არ მოგცათ, დაიცავით ეს ინსტრუქცია.

არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება

ექიმი გაცნობებთ სანტაფერი ფორტეთი მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა ნაადრევად არ დაასრულოთ; რადგან მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის მეტაბოლიზმის სტატუსზე და სისხლის მაჩვენებლების ნორმალიზაციაზე. სისხლის ნორმალური მაჩვენებლების მიღების შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება მინიმუმ 1 თვის განმავლობაში ორგანიზმის რკინის მარაგის შევსებისთვის.

თუ ეჭვობთ, რომ სანტაფერი ფორტე ძალიან სუსტი ან ძლიერია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი სანტაფერი ფორტე:

სანტაფერი ფორტეს დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს დიარეა, კუჭის ტკივილი და ღებინება და უფრო მძიმე შემთხვევებში მეტაბოლური აციდოზი (სწრაფი და ღრმა სუნთქვა, თბილი და წითელი კანი კანის სისხლძარღვების ვაზოდილატაციის გამო, დაბალი არტერიული წნევა), კუნთების ძლიერი სპაზმი (უეცარი). კუნთების შეკუმშვა, რომელიც ვითარდება უნებურად, მოულოდნელად კუნთში ან კუნთების ჯგუფში) და კომა (ღრმა უგონო მდგომარეობა).

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის სანტაფერი ფორტე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სანტაფერი ფორტეს მიღება

ტაბლეტი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ და განაგრძეთ ჩვეული სქემით.

არ მიიღოთ ორმაგი დოზები გამოტოვებული დოზების კომპენსაციის მიზნით.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სანტაფერი ფორტეთი მკურნალობის დასრულებისას.

არ არის დართული

  • რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება აღინიშნოს იმ პირებში, რომლებსაც გააჩნიათ მგრძნობელობა სანტაფერი ფორტეს შემადგენლობის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი იონურად არ ურთიერთქმედებს საკვებთან ან ერთდროულად დანიშნულ პრეპარატებთან (ტეტრაციკლინები, ანტაციდები).

ლევოთიროქსინის შემცველი პრეპარატების მიღებისას (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ) სანტაფერი ფორტესთან ერთად, ორი წამლის მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 2 საათის ინტერვალით, რადგან შეწოვა დაქვეითდება.

თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში ორსულობის დროს სანტაფერი ფორტე შეიძლება რკინის დანამატის სახით გამოიყენოთ.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში ლაქტაციის დროს სანტაფერი ფორტე შეიძლება რკინის დანამატის სახით გამოიყენოთ. რკინა გამოიყოფა ლაქტატში. ეს გამოყოფა არ იცვლება დედის რკინის დონის მიხედვით და საკვებით მიღებული რკინის რაოდენობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე ლაქტაციის დროს რკინის მიღება არ იწვევს ბავშვის რკინით ინტოქსიკაციას ან ბავშვის რკინის დეფიციტის აღმოფხვრას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სანტაფერი ფორტეს არ გააჩნია ეფექტი ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანტაფერი ფორტეს ზოგიერთი შემავსებლის შესახებ

სანტაფერი ფორტეში შემავალი პონცო 4R შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე

ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე

არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1-მდე ადამიანზე

ძალიან იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1-მდე ადამიანზე

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

რომელიმე შემდეგი მოვლენის განვითარებისას შეწყვიტეთ სანტაფერი ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

. ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების შეშუპება, განსაკუთრებით ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება პირის ან ყელის შეშუპების გამო.

. მწვავე გამონაყარი

ეს ყველა სერიოზული გვერდითი ეფექტია

მათი განვითარება ნიშნავს რომ სერიოზული ალერგია გაქვთ სანტაფერი ფორტეს მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

Ძალიან საერხშირითო

  • განავლის გაუფერულება

არახშირი

  • თავის ტკივილი
  • კუჭ-ნაწლავის გადავსების შეგრძნება
  • გულისრევა
  • ღებინება
  • ყაბზობა
  • დიარეა
  • კბილების გაუფერულება
  • მუცლის რღუშიდისკომფორტი
  • Მუცლის ტკივილი
  • კანის ქავილი, გამონაყარი, სიწითლე
  • ქავილი

იშვიათი

  • შარდის ფერის შეცვლა

Ძალიან იშვიათი

  • ასთმა (დაავადება, რომელსაც ახასიათებს გაძნელებული სუნთქვა სასუნთქი ტრაქტის შევიწროების გამო)
  • კანის რეაქციები

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციებში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • სანტაფერი ფორტეს შენახვა

სანტაფერი ფორტე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, შეფუთვაში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C-ზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

სანტაფერი ფორტე არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ლიცენზიის მფლობელი: Santa Farma İlaç Sanayi A.Ş.

Okmeydanı, Boruçiçeği Sokak, No: 16 34382 Şişli-İSTANBUL

Tel: (+90 212) 220 64 00

Fax: (+90 212) 222 57 59

წარმოების ადგილი: Santa Farma İlaç Sanayi A.Ş.

GEBKİM 41455 Dilovası – KOCAELİ - TURKEY

Tel: (+90 262) 674 23 00

Fax: (+90 262) 674 23 21

პაციენტისთვის განკუთვნილი გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 07 აპრილი, 2020

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თავიდან შეიძლება განვითარდეს ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა და ღებინება, ხოლო უფრო შორს წასული დაავადების შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მეტაბოლური აციდოზი, კრუნჩხვები და კომა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია დესფეროქსამინის გამოყენება (თავდაპირველად 1000 მგ ი/ვ, შემდეგ 500 მგ ყოველ 4 საათში ორ დოზამდე) ან კალციუმის დინატრიუმის EDTA (167 მგ/მ2 ყოველ 4 საათში ი/მ; ი/ვ ინფუზიის სახით 8- 24 საათი ან 1 მგ/მ2 გაყოფილი ყოველ 12 საათში).

დესფეროქსამინს აქვს ტერატოგენული ეფექტი.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 322,58 მგ რკინის III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსს, 100 მგ ელემენტარული რკინის ეკვივალენტურს, და 0,350 მგ ფოლიუმის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებები:

Ponceau 4R (E124) (0.111 მგ)

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1.

შენახვის პირობები

36 თვე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიანემიური პრეპარატები, რკინისა და ფოლიუმის მჟავას კომბინაცია. ათქ კოდი: B03AD04

სანტაფერი ფორტე შეიცავს რკინის III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსს, რომელიც ეკვივალენტურია 100 მგ ელემენტარული რკინისა და 0,350 მგ ფოლიუმის მჟავასი. ეს კომბინაცია შემუშავებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რკინის დეფიციტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. რკინა გვხვდება სხეულის ყველა უჯრედში და ასრულებს სასიცოცხლო ფუნქციებს. იონური რკინა იმყოფება ფერმენტების სტრუქტურაში (ციტოქრომ ოქსიდაზა, ქსანტინ ოქსიდაზა, სუქცინის დეჰიდროგენაზა), რომლებიც მონაწილეობენ ენერგიის გადაცემაში. რკინის დეფიციტის შემთხვევაში, აღინიშნება ამ სასიცოცხლო ფუნქციების დეფიციტი.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რკინის გამოყენება აკმაყოფილებს დედისა და ჩვილის მზარდ მოთხოვნილებას რკინაზე და დეფიციტის არსებობის შემთხვევაში ხდება მისი მკურნალობა. In vivo ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლატად და მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის პურინისა და პირიმიდინის ნუკლეოტიდების სინთეზში და მასთან დაკავშირებულ დნმ-ის სინთეზში და სხვადასხვა ამინომჟავების ტრანსფორმაციასა და ფორმირებაში და გამოყენებაში.

რეკომენდებული დღიური ნორმის რაოდენობები (RDA):

ასაკობრივი ჯგუფი

რკინა

(მგ)

ფოლატი

(მკგ/დღე)

ბავშვები

0-6 თვე

6

65

7-12 თვე

10

80

1-3 წელი

10

150

4-6 წელი

10

200

7-10 წელი

10

200-300

მამაკაცები

11-14 წელი

12

300

15-18 წელი

12

400

19-50 წელი

10

400

51+

10

400

ქალები

11-14 წელი

15

300

15-18 წელი

15

400

19-50 წელი

15

400

51+

10

400

ორსული ქალები

30

600

მეძუძური ქალები

15

500

1 მკგ ფოლატი უდრის 0.6 მკგ ფოლიუმის მჟავას.

მაქსიმალური დღიური დასაშვები ჯამური რაოდენობა

ასაკობრივი ჯგუფი

ფოლატი

(მკგ/დღე)

ბავშვები

0-6 თვე

UD

7-12 თვე

UD

1-3 წელი

300

4-6 წელი

400

7-10 წელი

400-600

მამაკაცები & ქალები

11-14 წელი

600

15-18 წელი

800

19-50 წელი

1000

51+

1000

ორსული ქალები

≤ 18 წელი

800

19-50 წელი

1000

მეძუძური ქალები

≤ 18 წელი

800

19-50 წელი

1000

UD: განუსაზღვრელი

1 მკგ ფოლატი ეკვივალენტურია 0.6 მკგ ფოლიუმის მჟავასი.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

რკინა:

ზოგადი მახასიათებლები

რკინის III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის მოლეკულაში, რკინის III ჰიდროქსიდის ბირთვები გარშემორტყმულია პოლიმალტოზას მოლეკულებით, რომლებიც ზედაპირულად არიან შეკრული არაკოვალენტური ბმებით. ამიტომ ფიზიოლოგიურ გარემოში იონური რკინა არ გამოიყოფა და უზრუნველყოფილია მისი ეფექტური აბსორბცია.

აბსორბცია:

რკინა შეიწოვება ნაწლავებიდან თორმეტგოჯა ნაწლავში და მლივი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. რკინის აბსორბცია ნაწლავებიდან ვარირებს ადამიანებში და დამოკიდებულია რკინის დეფიციტზე. ნორმალური ზრდასრული ადამიანის რკინის ყოველდღიური მოთხოვნილება არის 0.5-დან 1 მგ-მდე. ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს 1-დან 2 მგ-მდე დღეში ქალებში მენსტრუაციის დროს.

განაწილება:

ორგანიზმში მთლიანი რკინის 70% ინახება სისხლის წითელ უჯრედებში ჰემოგლობინის სახით, 10–20% - ფერიტინისა და ჰემოსიდერინის სახით და 10% - მიოგლობინში. 1%-ზე ნაკლები რაოდენობის კვალი გვხვდება ციტოქრომებსა და რკინის შემცველ სხვა ფერმენტებში.

მეტაბოლიზმი:

შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობს.

ელიმინაცია:

რკინის არააბსორბირებული ნაწილი გამოიყოფა განავალით.

ფოლიუმის მჟავა:

ზოგადი მახასიათებლები

ფოლიუმის მჟავა არის B ჯგუფის ვიტამინების წევრი. In vivo ფოლიუმის მჟავა გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლატად. ტეტრაჰიდროფოლატი არის სხვადასხვა მეტაბოლური პროცესის კოფერმენტი, მათ შორის პურინისა და პირიმიდინის ნუკლეოტიდების და შესაბამისად დნმ-ის სინთეზის ჩათვლით; ის მონაწილეობს ზოგიერთი ამინომჟავას გარდაქმნაში, ფორმატის ფორმირებასა და გამოყენებაში. დეფიციტი იწვევს მეგალობლასტურ ანემიას.

აბსორბცია:

ფოლიუმის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ძირითადად თორმეტგოჯა და მლივი ნაწლავიდან და უცვლელი სახით გადადის პორტალურ ცირკულაციაში.

განაწილება:

პლაზმაში და ღვიძლში ის გარდაიქმნება მეტაბოლურად აქტიურ ფორმაში 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატი. ფოლატის მეტაბოლიტები განიცდიან ენტეროჰეპატურ ცირკულაციას. ფოლატი გამოიყოფა დედის რძეში.

ელიმინაცია:

ფოლატის მეტაბოლიტების ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდით ცვლილების გარეშე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ჩანართი

სანტაფერი ფორტე

100მგ/0,35მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მიიღება ორალურად

აქტიური ნივთიერება: ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100მგ ელემენტარული რკინის ექვივალენტურ 322,58მგ რკინის III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს და 0.350მგ ფოლიუმის მჟავას.

შემავსებლები: შეიცავს კროსპოვიდონს, პოლიეთილენგლიკოლს 6000, 6000, პვპ K30, მაგნიუმის სტეარატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას. გარსი შეიცავს პოლივინილის სპირტს, პეგ 3350, ტიტანის დიოქსიდს (E 171), ტალკს, რკინის წითელ ოქსიდს (8172), რკინის ყვითელ ოქსიდს (E172) პონცო 4R ლაქს (EI24).

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ პაციენტის ჩანართი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ; არ გადასცეთ იგი სხვა პირებს.

მედიკამენტის გამოყენებისას ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ მათ, რომ ამ პრეპარატს იღებთ.

გთხოვთ დაიცავით ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე დაბალი ან მაღალი დოზა.

პაციენტის ამ საუინფორმაციო ჩანართში:

რა არის სანტაფერი ფორტე და რისთვის გამოიყენება?

სანტაფერი ფორტეს გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება სანტაფერი ფორტე?

რა არის შესაძლო გვერდით ეფექტები?

სანტაფერი ფორტეს შენახვა

l. რა არის სანტაფერი ფორტე და რისთვის გამოიყენება?

სანტაფერი ფორტე არის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, შეიცავს რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს და ფოლიუმის მჟავას. ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100მგ ელემენტარული რკინის ექვივალენტურ რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს და 0.350მგ ფოლიუმის მჟავას, გამოდის შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. ტაბლეტები არის მოწითალო-ყავისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ფორმის. ორალური მიღებით გამოიყენება რკინის დეფიციტისას ან იმ შემთხვევებში, როდესაც არის რკინის დამატების საჭიროება, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედშია და დიდი როლი აქვს მრავალ სასიცოცხლო მნიშნველობის ფიზიოლოგიურ პროცესში, როგორიცაა სისხლის წარმოქმნა და ქსოვილებამდე ჟანგბადის ტრანსპორტირება.

სანტაფერი ფორტე გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ანემიის პრევენცია და მკურნალობა რაც დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ რკინის დეფიციტთან

განსაკუთრებით რკინის დამატებისთვის და რკინის დეფიციტის სამკურნალოდ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

  • სანტაფერი ფორტეს გამოყენებამდე

სანტაფერი ფორტე არ გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:

თუ

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რკინის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ

გაქვთ რკინის სიჭარბე (ჰემოქრომატოზი, ქრონიკული ჰემოლიზი)

ალერგია გაქვთ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) რკინაზე

გაქვთ სხვა ანემია, რომელსაც არ ახლავს რკინის დეფიციტი (როგორიცაა ჰემოლიზური ანემია)

გაქვთ რკინის გამოყენების დარღვევა (დატვირთვის ანემია, სიდეროაქრესტიული ანემია)

გაქვთ თალასემია (ხმელთაშუა ზვის ანემია)

გაქვთ პროგრესირებადი და ქრონიკული ართრიტი

გაქვთ მდგომარეობა რაც მოითხოვს რეგულარულ და მუდმივ სისხლის ტრანსფუზიას

გაქვთ აივ ინფექცია და თუ რკინადეფიციტური ანემია კლინიკურად დამტკიცებული არ არის.

გაქვთ ღვიძლის და თირკმლის მწვავე დაავადება

სანტაფერი ფორტე სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში

თუ გაქვთ კუჭის წყლული, ექიმი გადაწყვეტს დანიშნოს თუ არა სანტაფერი ფორტე.

ორალური რკინის ფორმულების მიღებისას შეიძლება გამუქდეს განავლის ფერი; ეს ნორმალურია და არ საჭიროებს ჩარევას. არ იწვევს ცრუ-დადებით შედეგებს განავალში ფარული სისხლის გამოსავლენად. აქედან გამომდინარე ტესტის დროს მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის.

სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლიზმის და ისეთი მდგომარეობისას, რამაც შეიძლება შეაფერხოს ნაწლავიდან რკინის შეწოვა. სხვადასხვა დაავადებისას და კიბოსთან დაკავშირებული ანემიის დროს გამოყენებული რკინა ინახება ღვიძლში, დაავადების ან კიბოს მკურნალობის შემდეგ ღვიძლიდან გამოდის და ხელმისაწვდომი ხდება.

რკინის შემცველი პროდუქტების შემთხვევითი შეყვანა ბავშვებში იწვევს ფატალურ (სასიკვდილო) ტოქსიკურობას. ამიტომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან შხამების კონტროლის ცენტრს.

,,თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ან წარსულში გეხებოდათ, მიმართეთ ექიმს,,

სანტაფერი ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

სანტაფერი ფორტეს გამოყენება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. სანტაფერი ფორტე არ უნდა მიიღონ რძესთან ერთად. არ უნდა მიიღონ კალციუმის შემცველ პროდუქტებთან ან კალციუმის პრეპარატებთან ერთად. რკინის და რძის ან კალციუმის პროდუქტების მიღებას შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალი.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში ორსულობის დროს სანტაფერი ფორტე შეიძლება რკინის დანამატის სახით გამოიყენოთ.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში ლაქტაციის დროს სანტაფერი ფორტე შეიძლება რკინის დანამატის სახით გამოიყენოთ. რკინა გამოიყოფა ლაქტატში. ეს გამოყოფა არ იცვლება დედის რკინის დონის მიხედვით და საკვებით მიღებული რკინის რაოდენობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე ლაქტაციის დროს რკინის მიღება არ იწვევს ბავშვის რკინით ინტოქსიკაციას ან ბავშვის რკინის დეფიციტის აღმოფხვრას.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

სანტაფერი ფორტეს არ გააჩნია ეფექტი ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანტაფერი ფორტეს ზოგიერთი შემავსებლის შესახებ

სანტაფერი ფორტეში შემავალი პონცო 4R შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი იონურად არ ურთიერთქმედებს საკვებთან ან ერთდროულად დანიშნულ პრეპარატებთან (ტეტრაციკლინები, ანტაციდები).

ლევოთიროქსინის შემცველი პრეპარატების მიღებისას (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ) სანტაფერი ფორტესთან ერთად, ორი წამლის მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 2 საათის ინტერვალით, რადგან შეწოვა დაქვეითდება.

თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

  • როგორ გამოიყენება სანტაფერი ფორტე?

ინსტრუქცია შესაბამისი გამოყენებისთვის და დოზირების/გამოყენების სიხშირე:

სანტაფერი ფორტეს რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში. თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის შეიძლება 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ გამოყენება.

გამოყენების გზა და მეთოდი

მიიღება ორალურად

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

ბავშვებში გამოყენება:

არ გამოიყენება ბავშვებში. ბავშვებში დოზირების უკეთ შერჩევისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს სანტაფერი სიროფი 10მგ/მლ და სანტაფერი ორალური წვეთები 50მგ/1მლ.

ხანდაზმულებში გამოყენება

გამოიყენება მოზრდილების დოზა

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის/რვიძლის უკმარისობა

სანტაფერი ფორტე არ გამოიყენოთ ღვიძლის და თირკმლის მწვავე დაავადებისას.

თუ ექიმმა განსხვავებული მითითება არ მოგცათ, დაიცავით ეს ინსტრუქცია.

არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება

ექიმი გაცნობებთ სანტაფერი ფორტეთი მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა ნაადრევად არ დაასრულოთ; რადგან მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის მეტაბოლიზმის სტატუსზე და სისხლის მაჩვენებლების ნორმალიზაციაზე. სისხლის ნორმალური მაჩვენებლების მიღების შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება მინიმუმ 1 თვის განმავლობაში ორგანიზმის რკინის მარაგის შევსებისთვის.

თუ ეჭვობთ, რომ სანტაფერი ფორტე ძალიან სუსტი ან ძლიერია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი სანტაფერი ფორტე:

სანტაფერი ფორტეს დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს დიარეა, კუჭის ტკივილი და ღებინება და უფრო მძიმე შემთხვევებში მეტაბოლური აციდოზი (სწრაფი და ღრმა სუნთქვა, თბილი და წითელი კანი კანის სისხლძარღვების ვაზოდილატაციის გამო, დაბალი არტერიული წნევა), კუნთების ძლიერი სპაზმი (უეცარი). კუნთების შეკუმშვა, რომელიც ვითარდება უნებურად, მოულოდნელად კუნთში ან კუნთების ჯგუფში) და კომა (ღრმა უგონო მდგომარეობა).

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის სანტაფერი ფორტე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სანტაფერი ფორტეს მიღება

ტაბლეტი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ და განაგრძეთ ჩვეული სქემით.

არ მიიღოთ ორმაგი დოზები გამოტოვებული დოზების კომპენსაციის მიზნით.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სანტაფერი ფორტეთი მკურნალობის დასრულებისას.

არ არის დართული

  • რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება აღინიშნოს იმ პირებში, რომლებსაც გააჩნიათ მგრძნობელობა სანტაფერი ფორტეს შემადგენლობის მიმართ.

გვერდითი მოვლენები აღწერილია შემდეგ კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე

ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე

არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1-მდე ადამიანზე

ძალიან იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1-მდე ადამიანზე

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

რომელიმე შემდეგი მოვლენის განვითარებისას შეწყვიტეთ სანტაფერი ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

. ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების შეშუპება, განსაკუთრებით ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება პირის ან ყელის შეშუპების გამო.

. მწვავე გამონაყარი

ეს ყველა სერიოზული გვერდითი ეფექტია

მათი განვითარება ნიშნავს რომ სერიოზული ალერგია გაქვთ სანტაფერი ფორტეს მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

Ძალიან საერხშირითო

  • განავლის გაუფერულება

არახშირი

  • თავის ტკივილი
  • კუჭ-ნაწლავის გადავსების შეგრძნება
  • გულისრევა
  • ღებინება
  • ყაბზობა
  • დიარეა
  • კბილების გაუფერულება
  • მუცლის რღუშიდისკომფორტი
  • Მუცლის ტკივილი
  • კანის ქავილი, გამონაყარი, სიწითლე
  • ქავილი

იშვიათი

  • შარდის ფერის შეცვლა

Ძალიან იშვიათი

  • ასთმა (დაავადება, რომელსაც ახასიათებს გაძნელებული სუნთქვა სასუნთქი ტრაქტის შევიწროების გამო)
  • კანის რეაქციები

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციებში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • სანტაფერი ფორტეს შენახვა

სანტაფერი ფორტე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, შეფუთვაში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C-ზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

სანტაფერი ფორტე არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ლიცენზიის მფლობელი: Santa Farma İlaç Sanayi A.Ş.

Okmeydanı, Boruçiçeği Sokak, No: 16 34382 Şişli-İSTANBUL

Tel: (+90 212) 220 64 00

Fax: (+90 212) 222 57 59

წარმოების ადგილი: Santa Farma İlaç Sanayi A.Ş.

GEBKİM 41455 Dilovası – KOCAELİ - TURKEY

Tel: (+90 262) 674 23 00

Fax: (+90 262) 674 23 21

პაციენტისთვის განკუთვნილი გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 07 აპრილი, 2020

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა