სანორინ 0,5‰ ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების შედეგად გაფართოებული სისხლძარღვების შევიწროვებას, რაც იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას და ცხვირიდან, ცხვირის მიმდებარე წიაღებისა და შუა ყურისა და ხახის დამაკავშირებელი მილიდან (ევსტაქის მილი) ლორწოს გამოყოფის შემცირებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნაფაზოლინი (naphazolin)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,5‰ (0,005გ/10მლ) 10მლ ნაზალური წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Teva Czech Industries s.r.o., ჩეხეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებები
- ATC კოდი
- R01AA08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023244
- რეგისტრირებულია
- 30 აგვისტო 2017, მოქმედებს 30 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ვიტ ჯორჯია ფარმი“
- GMP
- -
სანორინი 0,5‰ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სანორინ 0,5‰ ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების შედეგად გაფართოებული სისხლძარღვების შევიწროვებას, რაც იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას და ცხვირიდან, ცხვირის მიმდებარე წიაღებისა და შუა ყურისა და ხახის დამაკავშირებელი მილიდან (ევსტაქის მილი) ლორწოს გამოყოფის შემცირებას. ამგვარად შესაძლებელი ხდება ცხვირით თავისუფლად სუნთქვა. სამკურნალო ეფექტი ჩვეულებრივ დგება 5 წუთში და გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში.
სანორინ 0,5‰ გამოიყენება მწვავე სურდოსა და ცხვირის მიმდებარე წიაღების ანთებისა და შუა ყურის ანთების სიმპტომების შესამცირებლად. აგრეთვე მიიღება ექიმის დანიშნულებით ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად ცხვირში დიაგნოსტიკური ჩარევების დროს.
სანორინ 0,5‰ შეიძლება მიეწოდოს 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და მისი გამოყენება შეუძლიათ მოზარდებსა და ზრდასრულებს.
თუ 3 დღის განმავლობაში არ იგრძნობთ თავს უკეთესად ან თუ მდგომარეობა დაგიმძიმდებათ, უნდა მიმართოთ ექიმს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სანორინ 0,5‰-ის მიღების დაწყებისას
მიღების წესი და დოზირება
წინამდებარე პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის ან აფთიაქარის მითითების ზუსტი დაცვით. ეჭვის შემთხვევაში პრეპარატის მოხმარებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
თუ ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად:
15 წელზე უფროსმა მოზარდებმა უნდა ჩაიწვეთონ პრეპარატი 1-დან 3 წვეთამდე. პრეპარატი უნდა ჩაეწვეთოს ორივე ნესტოში, შესაძლოა დღეში რამდენჯერმე (საკმარისია დღეში 3-ჯერ). ჩაწვეთებებს შორის უნდა იყოს დროის ინტერვალი არანაკლებ 4 საათისა. პრეპარატი ხანმოკლე გამოყენებისაა. მისი გამოყენება ზრდასრულებში არ შეიძლება 5 დღეზე, ხოლო ბავშვებში 3 დღეზე მეტ ხანს. თუ მოხდება ცხვირით სუნთქვის გათავისუფლება, შესაძლებელია მკურნალობის დასრულება უფრო ადრეც. განმეორებით პრეპარატის მიღება შესაძლებელია თერაპიის რამდენიმედღიანი შეჩერების შემდეგ.
პრეპარატი ნესტოებში ისხმევა თავის ოდნავ გადახრილ მდგომარეობაში. მარცხენა ნესტოში ჩაწვეთებისას რეკომენდებულია თავის გადახრა მარცხნივ, ხოლო მარჯვენა ნესტოში ჩაწვეთებისას - მარჯვნივ.
ცხვირის წინა ნაწილიდან სისხლდენის დროს შესაძლებელია პრეპრატში დასველებული ბამბის ტამპონის შედება.
თუ გრძნობთ, რომ სანორინ 0,5‰-ის მოქმედება ზედმეტად ძლიერია ან ზედმეტად სუსტი, უთხარით ეს თქვენ ექიმს ან აფთიაქარს.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
თუ ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად:
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს აწვეთებენ 1-2 წვეთს, ხოლო 6 წლიდან ბავშვებსა და 15 წლამდე მოზარდებს - 2 წვეთს.
სანორინ 0,5‰-ის საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში
ბავშვის ან ზრდასრულის მიერ პრეპარატის დიდი რაოდენობით ჩაწვეთების შემთხვევაში სასწრაფოდ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
თუ დაგავიწყდათ სანორინ 0,5‰-ის ჩაწვეთება
არ გააორმაგოთ შემდეგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვების წარმოშობის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ნაფაზოლინზე ან წინამდებარე პრეპარატის შემადგენელ სხვა ნაწილებზე (მოცემულია მე-6 თავში). მომატებული მგრძნობელობის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა გამონაყარი კანზე და ქავილი.
თუ გაქვთ ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ანთება (ვლინდება ცხვირში სიმშრალის შეგრძნებითა და ცხვირის არხების არეში ფუფხის წარმოქმნით).
გამოყენებისას მისაღები აუცილებელი განსაკუთრებული ზომები:
სანორინ 0,5‰-ის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს:
თუ გაწუხებთ გულისა და სისხლძარღვების მძიმე დაავადება (გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა)
თუ გაწუხებთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია)
თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა)
თუ გაწუხებთ ბრონქეალური ასთმა
თუ მკურნალობთ ზოგიერთი პრეპარატით, რომელიც გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები), სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, რომლებმაც შეძლება გაზარდონ არტერიული წნევა
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის მიცემა 3 წლამდე ბავშვებისათვის არ შეიძლება.
სანორინ 0,5‰-ის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
სანორინ 0,5‰-თან ერთად ზოგიერთი პრეპარატის მიღებამ, რომელიც გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ყველა სამკურნალო პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებდით ბოლო დროს ან შესაძლოა გამოიყენებთ.
ფეხმძიმობა, ლაქტაცია და ფერტილურობა
სანორინ 0,5‰-ის გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუს წოვების დროს შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
თუ ხართ ფეხმძიმედ ან აწოვებთ ძუძუს, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ფეხმძიმედ ან გეგმავთ დაფეხმძიმებას, წინამდებარე პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაცია მიიღეთ თქვენი ექიმის ან აფთიაქარისაგან.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
პრეპარატი უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატი სანორინ 0,5‰ შეიცავს საკონსერვაციო ნივთიერება მეთილპარაბენს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, მათ შორის დაყოვნებულიც (პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ).
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად წინამდებარე პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რაც არ არის აუცილებელი, რომ ყველას გამოაჩნდეს.
განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებს ხანდახან შესაძლოა გამოაჩნდეთ მსუბუქი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა და სიმშრალე. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ეფექტის დასრულების შემდეგ ცხვირის ძლიერი გაჭედვის შეგრძნება. ძალიან იშვიათად (კერძოდ, ჭარბი დოზის მიღებისას) შესაძლოა გაჩნდეს საერთო ეფექტები სიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგად, როგორიცაა ნევროზი, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, კანკალი, გულის მუშაობის აჩქარება, გულისცემა და არტერიული წნევის მომატება. სანორინ 0,5‰-ის ხანგრძლივმა და ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვირის ქრონიკული გაჭელილობა და ლორწოვანი გარსის გაშრობა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების შემჩნევისას გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს. ასევე მოიქეცით ისეთი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ მისამართზე: სამკურნალო საშუალებების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი, შრობაროვა 48, 100 41 პრაღა 10 (Státní ústav pro kontrolu léčiv, Šrobárova 48, 100 41 Praha 10), ვებ-გვერდი: http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეძლებთ წვლილის შეიტანას წინამდებარე სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
შემადგენლობა
სანორინ 0,5‰-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის 10 მლ-ში 0,005გ ნაფაზოლინის ნიტრატი (naphazolini nitras) (რაც შეესაბამება თითო წვეთში 27,2 μგ ნაფაზოლინის ნიტრატს).
დამხმარე ნივთიერებებია ბორმჟავა E284, ედამინი, მეთილპარაბენი E 218, გაწმენდილი წყალი.
სანორინ 0,5‰-ის გარეგნული იერ-სახე და შეფუთვის შემადგენლობა
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი სუნის გარეშე
ყავისფერი მინის ქილა, ბუნებრივი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) პიპეტი SANO
ანოტაცია, კოლოფი
შეფუთვის ზომა: 10 მლ
რეგისტრაციის გადაწყვეტილების მფლობელი
ქსანტის ფარმა ლიმიტედ (Xantis Pharma Limited)
კიტიოუ, 5 1-ელი სართული, ბინა/ოთახი 101
1071, ნიქოზია
კვიპროსი
მწარმოებლები:
ტევა ჩეხ ინდუსტრის ს.რ.ო. (Teva Czech Industries s.r.o.)
ოსტრავსკა 29, რიგითი № 305
საფოსტო კოდი 747 70 ოპავა - კომაროვი
ჩეხეთის რესპუბლიკა
ეს ანოტაცია უკანასკნელად დამოწმებულ იქნა 20.1.2016
Náležitě ovládám Český jazyk.
ჯეროვნად ვიცი ჩეხური ენა.
Zodpovědně prohlašuji, že překlad je přesný. /I. Bakhtadze/
პასუხს ვაგებ თარგმნის სიზუსტეზე. /ი. ბახტაძე/
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
წინამდებარე პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე ”ვარგისიას” შემდეგ. გამოყენების ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო რიცხვში.
პრეპარატი გამოიყენეთ გახსნიდან 2 თვის ვადაში. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების მოხვედრა ჩამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს აფთიაქარს, თუ როგორ შეიძლება იმ სამკურნალო საშუალებების განადგურება, რომლებიც უკვე აღარ გესაჭიროებათ. ამით თქვენ შეიტანთ წვლილს საცხოვრებელი გარემოს დაცვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ანოტაცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
სანორინ 0,5‰ (Sanorin 0,5‰)
ცხვირის წვეთები, ხსნარი
(Naphazolini nitras)
__________________________________________________________________________________________
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაციაში მოყვანილი სრული ინფორმაცია, რადგანაც იგი შეიცავს მნიშვნელოვან მონაცემებს.
წინამდებარე პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ანოტაციის თანახმად ან თქვენი ექიმის ან აფთიაქარის მითითებების დაცვით.
შეინახეთ ანოტაცია იმ შემთხვევისათვის, თუ დაგჭირდათ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების ან რჩევის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს აფთიაქარს.
რაიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევაში გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს. ასევე მოიქეცით ისეთი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში, იხილეთ მე-4 თავი.
თუ 3 დღის განმავლობაში არ იგრძნობთ თავს უკეთესად ან თუ მდგომარეობა დაგიმძიმდებათ, უნდა მიმართოთ ექიმს.
ანოტაციაში იხილავთ:
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება სანორინ 0,5‰
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სანორინ 0,5‰-ის მიღების დაწყებისას
როგორ გამოიყენება სანორინ 0,5‰
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება სანორინ 0,5‰
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება სანორინ 0,5‰
სანორინ 0,5‰ ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების შედეგად გაფართოებული სისხლძარღვების შევიწროვებას, რაც იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას და ცხვირიდან, ცხვირის მიმდებარე წიაღებისა და შუა ყურისა და ხახის დამაკავშირებელი მილიდან (ევსტაქის მილი) ლორწოს გამოყოფის შემცირებას. ამგვარად შესაძლებელი ხდება ცხვირით თავისუფლად სუნთქვა. სამკურნალო ეფექტი ჩვეულებრივ დგება 5 წუთში და გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში.
სანორინ 0,5‰ გამოიყენება მწვავე სურდოსა და ცხვირის მიმდებარე წიაღების ანთებისა და შუა ყურის ანთების სიმპტომების შესამცირებლად. აგრეთვე მიიღება ექიმის დანიშნულებით ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად ცხვირში დიაგნოსტიკური ჩარევების დროს.
სანორინ 0,5‰ შეიძლება მიეწოდოს 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და მისი გამოყენება შეუძლიათ მოზარდებსა და ზრდასრულებს.
თუ 3 დღის განმავლობაში არ იგრძნობთ თავს უკეთესად ან თუ მდგომარეობა დაგიმძიმდებათ, უნდა მიმართოთ ექიმს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სანორინ 0,5‰-ის მიღების დაწყებისას
არ მიიღოთ სანორინ 0,5‰:
თუ გაქვთ ალერგია ნაფაზოლინზე ან წინამდებარე პრეპარატის შემადგენელ სხვა ნაწილებზე (მოცემულია მე-6 თავში). მომატებული მგრძნობელობის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა გამონაყარი კანზე და ქავილი.
თუ გაქვთ ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ანთება (ვლინდება ცხვირში სიმშრალის შეგრძნებითა და ცხვირის არხების არეში ფუფხის წარმოქმნით).
გამოყენებისას მისაღები აუცილებელი განსაკუთრებული ზომები:
სანორინ 0,5‰-ის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს:
თუ გაწუხებთ გულისა და სისხლძარღვების მძიმე დაავადება (გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა)
თუ გაწუხებთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია)
თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა)
თუ გაწუხებთ ბრონქეალური ასთმა
თუ მკურნალობთ ზოგიერთი პრეპარატით, რომელიც გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები), სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, რომლებმაც შეძლება გაზარდონ არტერიული წნევა
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის მიცემა 3 წლამდე ბავშვებისათვის არ შეიძლება.
სანორინ 0,5‰-ის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
სანორინ 0,5‰-თან ერთად ზოგიერთი პრეპარატის მიღებამ, რომელიც გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ყველა სამკურნალო პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებდით ბოლო დროს ან შესაძლოა გამოიყენებთ.
ფეხმძიმობა, ლაქტაცია და ფერტილურობა
სანორინ 0,5‰-ის გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუს წოვების დროს შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
თუ ხართ ფეხმძიმედ ან აწოვებთ ძუძუს, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ფეხმძიმედ ან გეგმავთ დაფეხმძიმებას, წინამდებარე პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაცია მიიღეთ თქვენი ექიმის ან აფთიაქარისაგან.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
პრეპარატი უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატი სანორინ 0,5‰ შეიცავს საკონსერვაციო ნივთიერება მეთილპარაბენს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, მათ შორის დაყოვნებულიც (პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ).
როგორ გამოიყენება სანორინ 0,5‰
წინამდებარე პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის ან აფთიაქარის მითითების ზუსტი დაცვით. ეჭვის შემთხვევაში პრეპარატის მოხმარებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
თუ ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად:
15 წელზე უფროსმა მოზარდებმა უნდა ჩაიწვეთონ პრეპარატი 1-დან 3 წვეთამდე. პრეპარატი უნდა ჩაეწვეთოს ორივე ნესტოში, შესაძლოა დღეში რამდენჯერმე (საკმარისია დღეში 3-ჯერ). ჩაწვეთებებს შორის უნდა იყოს დროის ინტერვალი არანაკლებ 4 საათისა. პრეპარატი ხანმოკლე გამოყენებისაა. მისი გამოყენება ზრდასრულებში არ შეიძლება 5 დღეზე, ხოლო ბავშვებში 3 დღეზე მეტ ხანს. თუ მოხდება ცხვირით სუნთქვის გათავისუფლება, შესაძლებელია მკურნალობის დასრულება უფრო ადრეც. განმეორებით პრეპარატის მიღება შესაძლებელია თერაპიის რამდენიმედღიანი შეჩერების შემდეგ.
პრეპარატი ნესტოებში ისხმევა თავის ოდნავ გადახრილ მდგომარეობაში. მარცხენა ნესტოში ჩაწვეთებისას რეკომენდებულია თავის გადახრა მარცხნივ, ხოლო მარჯვენა ნესტოში ჩაწვეთებისას - მარჯვნივ.
ცხვირის წინა ნაწილიდან სისხლდენის დროს შესაძლებელია პრეპრატში დასველებული ბამბის ტამპონის შედება.
თუ გრძნობთ, რომ სანორინ 0,5‰-ის მოქმედება ზედმეტად ძლიერია ან ზედმეტად სუსტი, უთხარით ეს თქვენ ექიმს ან აფთიაქარს.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
თუ ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად:
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს აწვეთებენ 1-2 წვეთს, ხოლო 6 წლიდან ბავშვებსა და 15 წლამდე მოზარდებს - 2 წვეთს.
სანორინ 0,5‰-ის საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში
ბავშვის ან ზრდასრულის მიერ პრეპარატის დიდი რაოდენობით ჩაწვეთების შემთხვევაში სასწრაფოდ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
თუ დაგავიწყდათ სანორინ 0,5‰-ის ჩაწვეთება
არ გააორმაგოთ შემდეგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვების წარმოშობის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად წინამდებარე პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რაც არ არის აუცილებელი, რომ ყველას გამოაჩნდეს.
განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებს ხანდახან შესაძლოა გამოაჩნდეთ მსუბუქი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა და სიმშრალე. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ეფექტის დასრულების შემდეგ ცხვირის ძლიერი გაჭედვის შეგრძნება. ძალიან იშვიათად (კერძოდ, ჭარბი დოზის მიღებისას) შესაძლოა გაჩნდეს საერთო ეფექტები სიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგად, როგორიცაა ნევროზი, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, კანკალი, გულის მუშაობის აჩქარება, გულისცემა და არტერიული წნევის მომატება. სანორინ 0,5‰-ის ხანგრძლივმა და ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვირის ქრონიკული გაჭელილობა და ლორწოვანი გარსის გაშრობა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების შემჩნევისას გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს. ასევე მოიქეცით ისეთი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ მისამართზე: სამკურნალო საშუალებების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი, შრობაროვა 48, 100 41 პრაღა 10 (Státní ústav pro kontrolu léčiv, Šrobárova 48, 100 41 Praha 10), ვებ-გვერდი: http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეძლებთ წვლილის შეიტანას წინამდებარე სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
როგორ ინახება სანორინ 0,5‰
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
წინამდებარე პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე ”ვარგისიას” შემდეგ. გამოყენების ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო რიცხვში.
პრეპარატი გამოიყენეთ გახსნიდან 2 თვის ვადაში. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების მოხვედრა ჩამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს აფთიაქარს, თუ როგორ შეიძლება იმ სამკურნალო საშუალებების განადგურება, რომლებიც უკვე აღარ გესაჭიროებათ. ამით თქვენ შეიტანთ წვლილს საცხოვრებელი გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და დამატებით ინფორმაცია
სანორინ 0,5‰-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის 10 მლ-ში 0,005გ ნაფაზოლინის ნიტრატი (naphazolini nitras) (რაც შეესაბამება თითო წვეთში 27,2 μგ ნაფაზოლინის ნიტრატს).
დამხმარე ნივთიერებებია ბორმჟავა E284, ედამინი, მეთილპარაბენი E 218, გაწმენდილი წყალი.
სანორინ 0,5‰-ის გარეგნული იერ-სახე და შეფუთვის შემადგენლობა
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი სუნის გარეშე
ყავისფერი მინის ქილა, ბუნებრივი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) პიპეტი SANO
ანოტაცია, კოლოფი
შეფუთვის ზომა: 10 მლ
რეგისტრაციის გადაწყვეტილების მფლობელი
ქსანტის ფარმა ლიმიტედ (Xantis Pharma Limited)
კიტიოუ, 5 1-ელი სართული, ბინა/ოთახი 101
1071, ნიქოზია
კვიპროსი
მწარმოებლები:
ტევა ჩეხ ინდუსტრის ს.რ.ო. (Teva Czech Industries s.r.o.)
ოსტრავსკა 29, რიგითი № 305
საფოსტო კოდი 747 70 ოპავა - კომაროვი
ჩეხეთის რესპუბლიკა
ეს ანოტაცია უკანასკნელად დამოწმებულ იქნა 20.1.2016
Náležitě ovládám Český jazyk.
ჯეროვნად ვიცი ჩეხური ენა.
Zodpovědně prohlašuji, že překlad je přesný. /I. Bakhtadze/
პასუხს ვაგებ თარგმნის სიზუსტეზე. /ი. ბახტაძე/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


