პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

როპივაკაინი G.E.S. 10 მგ/მლ საინექციო ხსნარი EFG

Ropivacaína G.E.S. 10mg/ml Solución inyectable EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
მოქმედი ნივთიერება
როპივაკაინი (ropivacain)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/მლ 10მლ საინექციო ხსნარი ამპულა №5
მწარმოებელი
Genfarma Laboratorio S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB09
რეგისტრაციის ნომერი
რ-023508
რეგისტრირებულია
10 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 10 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ემ ელ სი მედიკალი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაროპივაკაინი G.E.S. 10 მგ/მლ საინექციო ხსნარი EFG და სხვა წამალი ერთად

როპივაკაინი G.E.S. 10 მგ/მლ საინექციო ხსნარი EFG — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

შეყვანის წესი

როპივაკაინი G.E.S. შეიყვანება ექიმის ან ზოგჯერ, ექთნის მიერ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზა

დოზა დამოკიდებულია თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, ასაკზე, სხეულის წონასა და სამედიცინო საჭიროებებზე.

ჩვეულებრივი დოზა

მოზრდილებისა და 12 ლის ზემოთ ასაკის მოზარდებისთვის ჩვეულებრივი დოზა არის 2 მგ-300 მგ როპივაკაინის ჰიდროქლორიდი.

მკურნალობის ხანგრძლივობა

როპივაკაინის ჰიდროქლორიდის შეყვანილი დოზა, როგორც წესი, მოქმედებს 2-10 საათი ზოგიერთი ოპერაციის წინ ანესთეზიის დროს და შეიძლება გაგრძელდეს 72 საათამდე ოპერაციის დროს ან შემდეგ ტკივილის მოსახსნელად.

თუ გაგიკეთდათ იმაზე მეტი როპივაკაინი G.E.S., ვიდრე უნდა გაკეთებულიყო

ძალიან ბევრი როპივაკაინი G.E.S.-ის შეყვანის პირველი ნიშნებია, როგორც წესი, მხედველობის ან სმენის დარღვევები, ტუჩების და პირის გარშემო უბნის დაბუჟება, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავში სიმსუბუქის შეგრძნება, ყურებში ჟღარუნი და ზოგჯერ მეტყველების პრობლემები და კუნთების რიგიდულობა. სერიოზულმა ზედოზირებამ ან არასწორ ადგილას ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს კანკალი, შეტევები, გონების დაკარგვა და კარდიოვასკულარული ტოქსიკურობა.

თუ განვითარდა რომელიმე აღნიშნული მოვლენა ან თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის როპივაკაინი G.E.S., დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომვლელს. ჭარბი დოზის ან შემთხვევით შიგნით მიღებისას, რჩევის მისაღებად დარეკეთ ტოქსიკოლოგიური საინფორმაციო მომსახურეობის სატელეფონო ნომერზე +34 91 562 04 20.

მწვავე ტოქსიკურობის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი მიიღებს მყისიერ შესაბამის მაკორექტირებელ ზომებს.

მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

როპივაკაინი G.E.S.-ის გამოყენება არ შეიძლება

თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) როპივაკაინის, ამიდის ტიპის ადგილობრივი ანესთეტზურების ან როპივაკაინი G.E.S.-ის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

რეგიონული ინტრავენური ანესთეზიისას (ინექცია სისხლძარღვებში სხეულის სპეციფიკური უბნის დასაბუჟებლად) ან მშობიარობის დროს პარაცერვიკალური ანესთეზიისას (ინექცია საშვილოსნოს ყელში მშობიარობისას ტკივილის მოსახსნელად).

თუ გითხრეს, რომ დაქვეითებული გაქვთ სისხლის მოცულობა (ჰიპოვოლემია), ვინაიდან შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის დაქვეითება.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილება როპივაკაინი G.E.S.-ის გამოყენებისას

განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო, რათა არ მოხდეს როპივაკაინი G.E.S.-ის ინექცირება პირდაპირ სისხლძარღვში ნებისმიერი მყისიერი ტოქსიკური ეფექტების პრევენციის მიზნით. ინექცია არ უნდა გაკეთდეს ანთებით უბანზე.

უთხარით თქვენს ექიმს:

თუ გაქვთ ცუდი ზოგადი სამედიცინო მდგომარეობა ასაკის ან სხვა ფაქტორების გამო.

თუ გაქვთ გულის პრობლემები (გულის გამტარობის ნაწილობრივი ან სრული ბლოკადა).

თუ გაქვთ პროგრესირებული ღვიძლის პრობლემები.

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე პრობლემები.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი პრობლემა, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს როპივაკაინი G.E.S.-ის დოზის კორექცია.

უთხარით თქვენს ექიმს:

თუ გაქვთ მწვავე პორფირია (სისხლის თეთრ პიგმენტებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ზოგჯერ გამოწვეულია ნევროლოგიური სიმპტომებით).

უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს პორფირია, ვინაიდან ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს სხვა სახის ანესთეტიკის გამოყენება.

სხვა პრეპარატების მიღება

უთხარით თქვენს ექიმს, თუ ამჟამად იღებთ, ან ცოტა ხნის მიიღეთ ნებისმიერი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი,

აუცილებელია სპეციალური სიფრთხილის ზომების მიღება, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

სხვა ადგილობრივი ანესთეტიკები (მაგ. ლიდოკაინი) ან ამიდის ტიპის ადგილობრივ ანესთეტიკებთან სტრუქტურულად დაკავშირებული საშუალებები, მაგ. გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული გულის დარტყმების (არითმიის) სამკურნალოდ, როგორიცაა მექსილეტინი ან ამიოდარონი.

ზოგადი ანესთეტიკები ან ოპიოიდები, როგორიცაა მორფინი ან კოდეინი.

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ფლუვოქსამინი).

ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგ. ენოქსაცინი).

ზოგიერთი პრეპარატი შეიძლება ურთიერთქმედებდეს როპივაკაინი G.E.S.-თან და ზოგიერთ ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა.

გახსოვდეთ, რომ ეს მითითებები ასევე ეხება იმ პრეპარატებს, რომლებიც მიიღებოდა/გამოიყენებოდა მანამდე ან შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როპივაკაინი G.E.S.-ის შეყვანამდე, უთხარით თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. როპივაკაინი G.E.S. არ გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, თუ თქვენი ექიმი აუცილებლად არ მიიჩნევს მის გამოყენებას.

გამოყენება ბავშვებში

როპივაკაინი G.E.S.-ის გამოყენება დღენაკლულ ჩვილებში შესწავლილი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

როპივაკაინი G.E.S. იწვევს მოძრაობის, ყურადღების და გონებრივი კოორდინაციის დროებით შეფერხებას, ამიტომ, არ უნდა მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია როპივაკაინი G.E.S.-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს პრეპარატი შეიცავს 3,7 მლ (0,16 მმოლ) ნატრიუმს ყოველ მლ-ზე, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუ იმყოფებით დაბალნატრიუმიან კვების რეჟიმზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, როპივაკაინი G.E.S.-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ადგილობრივ ანესთეტიკებთან ასოცირებულია ალერგიული რეაქციები (უმეტეს შემთხვევებში, ანაფილაქსური შოკი).

ძალიან ხშირი

(ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია). შეიძლება გამოივიოს თავბრუსხვევის შეგრძნება ან თავში სიმსუბუქე.

შეუძლოდ ყოფნა (გულისრება).

ხშირი:

(ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში)

თავის ტკივილი, ჩხვლეტა ან ანომალური შეგრძნებები (პარესთეზია), თავბრუსხვევა.

ნელი ან ჩქარი პულსაცია (ბრდიკარდია, ტაქიკარდია). მაღალი არტერიული წნევა.

ღებინება.

შარდვის გაძნელება (შარდის შეკავება).

მაღალი ტემპერატურა (ცხელება), რიგიდულობა, ზურგის ტკივილი.

არახშირი (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში)

აგზნება.

ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება განვითარდეს პრეპარატის შეცდომით სისხლძარღვში ინექცირებისას ან როპივაკაინი G.E.S.-ის ძალიან დიდი რაოდენობით შეყვანისას (იხ. აგრეთვე ზემოთ პუნქტი 3 „თუ გაგიკეთდათ იმაზე მეტი როპივაკაინი G.E.S., ვიდრე უნდა გაკეთებულიყო“). ეს სიმპტომებია შეტევები, თავბრუსხვევა ან თავში სიმსუბუქე, ტუჩებისა და პირის გარშემო დაბუჟება, ენის დაბუჟება, სმენის პრობლემები, მხედველობის პრობლემები, მეტყველების პრობლემები (დიზართრია), კუნთების დაჭიმულობა და კანკალი, შეხების შეგრძნების დაქვეითება (ჰიპოასთეზია).

გონების დაკარგვა (სინკოპე).

სუნთქვის გაძნელება (დისპნოე)

სხეულის დაბალი ტემპერატურა.

იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-10 პაციენტში)

გულის შეტევა, არარეგულარული გულისცემა.

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, კანის გაწითლება, წვა და შეშუპება).

ეს ეფექტები, როგორც წესი, ვითარდება შემთხვევით სისხლძარღვში ინექცირებისას, ჭარბი დოზის შეყვანისას ან სწრაფი აბსორბციისას (იხ. „თუ გაგიკეთდათ იმაზე მეტი როპივაკაინი G.E.S., ვიდრე უნდა გაკეთებულიყო“).

შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდება სხვა ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენებისას და შეიძლება აღინიშნოს როპივაკაინი G.E.S.-ის გამოყენებისას:

დაბუჟება, ნემსით ან ინექციით გამოწვეული ნერვის გაღიზიანების შედეგად. ეს, როგორც წესი, არ გრძელდება დიდხანს.

ნერვების დაზიანება. იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი პრობლემები.

თუ როპივაკაინი G.E.S. მოხვდება ზურგის ტვინის სითხეში, შეიძლება აღინიშნოს მთელი სხეულის დაბუჟება (ანესთეზირება).

დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუ თავს კარგად არ გრძნობთ როპივაკაინი G.E.S.-ით მკურნალობისას.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა, ან თუ შენიშნეთ სხვა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია არის როპივაკაინის ჰიდროქლორიდი. ყოველი 10 მლ ამპულა შეიცავს 100 მგ როპივაკაინის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქლორმჟავა და საინექციო წყალი.

როპივაკაინი G.E.S.-ის გარეგული აღწერა და შეფუთვის შემცველობა

როპივაკაინი G.E.S. არის აგმჭვირვალე, უფერო საინექციო ხსნარი. ყოველი კონტეინერი შეიცავს 10 მლ-იან 5 ამპულად.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გაყინვა არ შეიძლება.

როპივაკაინი G.E.S. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ამპულის გახსნის შემდეგ ის გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებისა და დროის დაცვაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და ეს პირობები და დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-80C-ზე.

არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო სისტემაში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენი მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

  • დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

როპივაკაინი G.E.S. 10 მგ/მლ საინექციო ხსნარი

როპივაკაინის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით და სრულად წაიკითხეთ ეს ჩანართი-ფურცელი.

შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დააავდების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის ან ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ჩანართ-ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ჩანართ-ფურცელში:

რას წარმოადგენს როპივაკაინი G.E.S. და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ როპივაკაინი G.E.S.-ის გამოყენების წინ

როგორ გამოიყენება როპივაკაინი G.E.S.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება როპივაკაინი G.E.S.

დამატებითი ინფორმაცია

როპივაკაინი G.E.S. შეიცავს როპივაკაინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება ამიდის ტიიპს ადგილობრივი ანესთეტიკების ჯგუფს.

როპივაკაინი G.E.S. ნაჩვენებია:

მოზრდილებსა და მოზარდებში (>12 წლის):

ქირურგიული ოპერაციის, მათ შორის საკეისრო კვეთის დროს სხეულის კონკრეტული ნაწილების სენსიტიზაციისთვის (ანესთეზირებისთვის).

ქირურგიული ოპერაციის დროს ტკივილის მოსახსნელად.

  • რა უნდა იცოდეთ როპივაკაინი G.E.S.-ის გამოყენების წინ

როპივაკაინი G.E.S.-ის გამოყენება არ შეიძლება

თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) როპივაკაინის, ამიდის ტიპის ადგილობრივი ანესთეტზურების ან როპივაკაინი G.E.S.-ის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

რეგიონული ინტრავენური ანესთეზიისას (ინექცია სისხლძარღვებში სხეულის სპეციფიკური უბნის დასაბუჟებლად) ან მშობიარობის დროს პარაცერვიკალური ანესთეზიისას (ინექცია საშვილოსნოს ყელში მშობიარობისას ტკივილის მოსახსნელად).

თუ გითხრეს, რომ დაქვეითებული გაქვთ სისხლის მოცულობა (ჰიპოვოლემია), ვინაიდან შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის დაქვეითება.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილება როპივაკაინი G.E.S.-ის გამოყენებისას

განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო, რათა არ მოხდეს როპივაკაინი G.E.S.-ის ინექცირება პირდაპირ სისხლძარღვში ნებისმიერი მყისიერი ტოქსიკური ეფექტების პრევენციის მიზნით. ინექცია არ უნდა გაკეთდეს ანთებით უბანზე.

უთხარით თქვენს ექიმს:

თუ გაქვთ ცუდი ზოგადი სამედიცინო მდგომარეობა ასაკის ან სხვა ფაქტორების გამო.

თუ გაქვთ გულის პრობლემები (გულის გამტარობის ნაწილობრივი ან სრული ბლოკადა).

თუ გაქვთ პროგრესირებული ღვიძლის პრობლემები.

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე პრობლემები.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი პრობლემა, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს როპივაკაინი G.E.S.-ის დოზის კორექცია.

უთხარით თქვენს ექიმს:

თუ გაქვთ მწვავე პორფირია (სისხლის თეთრ პიგმენტებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ზოგჯერ გამოწვეულია ნევროლოგიური სიმპტომებით).

უთხარით თქვენს ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს პორფირია, ვინაიდან ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს სხვა სახის ანესთეტიკის გამოყენება.

სხვა პრეპარატების მიღება

უთხარით თქვენს ექიმს, თუ ამჟამად იღებთ, ან ცოტა ხნის მიიღეთ ნებისმიერი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი,

აუცილებელია სპეციალური სიფრთხილის ზომების მიღება, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

სხვა ადგილობრივი ანესთეტიკები (მაგ. ლიდოკაინი) ან ამიდის ტიპის ადგილობრივ ანესთეტიკებთან სტრუქტურულად დაკავშირებული საშუალებები, მაგ. გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული გულის დარტყმების (არითმიის) სამკურნალოდ, როგორიცაა მექსილეტინი ან ამიოდარონი.

ზოგადი ანესთეტიკები ან ოპიოიდები, როგორიცაა მორფინი ან კოდეინი.

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ფლუვოქსამინი).

ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგ. ენოქსაცინი).

ზოგიერთი პრეპარატი შეიძლება ურთიერთქმედებდეს როპივაკაინი G.E.S.-თან და ზოგიერთ ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა.

გახსოვდეთ, რომ ეს მითითებები ასევე ეხება იმ პრეპარატებს, რომლებიც მიიღებოდა/გამოიყენებოდა მანამდე ან შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როპივაკაინი G.E.S.-ის შეყვანამდე, უთხარით თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. როპივაკაინი G.E.S. არ გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, თუ თქვენი ექიმი აუცილებლად არ მიიჩნევს მის გამოყენებას.

გამოყენება ბავშვებში

როპივაკაინი G.E.S.-ის გამოყენება დღენაკლულ ჩვილებში შესწავლილი არ არის.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

როპივაკაინი G.E.S. იწვევს მოძრაობის, ყურადღების და გონებრივი კოორდინაციის დროებით შეფერხებას, ამიტომ, არ უნდა მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია როპივაკაინი G.E.S.-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს პრეპარატი შეიცავს 3,7 მლ (0,16 მმოლ) ნატრიუმს ყოველ მლ-ზე, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუ იმყოფებით დაბალნატრიუმიან კვების რეჟიმზე.

  • როგორ გამოიყენება როპივაკაინი G.E.S.

შეყვანის წესი

როპივაკაინი G.E.S. შეიყვანება ექიმის ან ზოგჯერ, ექთნის მიერ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზა

დოზა დამოკიდებულია თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, ასაკზე, სხეულის წონასა და სამედიცინო საჭიროებებზე.

ჩვეულებრივი დოზა

მოზრდილებისა და 12 ლის ზემოთ ასაკის მოზარდებისთვის ჩვეულებრივი დოზა არის 2 მგ-300 მგ როპივაკაინის ჰიდროქლორიდი.

მკურნალობის ხანგრძლივობა

როპივაკაინის ჰიდროქლორიდის შეყვანილი დოზა, როგორც წესი, მოქმედებს 2-10 საათი ზოგიერთი ოპერაციის წინ ანესთეზიის დროს და შეიძლება გაგრძელდეს 72 საათამდე ოპერაციის დროს ან შემდეგ ტკივილის მოსახსნელად.

თუ გაგიკეთდათ იმაზე მეტი როპივაკაინი G.E.S., ვიდრე უნდა გაკეთებულიყო

ძალიან ბევრი როპივაკაინი G.E.S.-ის შეყვანის პირველი ნიშნებია, როგორც წესი, მხედველობის ან სმენის დარღვევები, ტუჩების და პირის გარშემო უბნის დაბუჟება, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავში სიმსუბუქის შეგრძნება, ყურებში ჟღარუნი და ზოგჯერ მეტყველების პრობლემები და კუნთების რიგიდულობა. სერიოზულმა ზედოზირებამ ან არასწორ ადგილას ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს კანკალი, შეტევები, გონების დაკარგვა და კარდიოვასკულარული ტოქსიკურობა.

თუ განვითარდა რომელიმე აღნიშნული მოვლენა ან თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის როპივაკაინი G.E.S., დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომვლელს. ჭარბი დოზის ან შემთხვევით შიგნით მიღებისას, რჩევის მისაღებად დარეკეთ ტოქსიკოლოგიური საინფორმაციო მომსახურეობის სატელეფონო ნომერზე +34 91 562 04 20.

მწვავე ტოქსიკურობის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი მიიღებს მყისიერ შესაბამის მაკორექტირებელ ზომებს.

მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, როპივაკაინი G.E.S.-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ადგილობრივ ანესთეტიკებთან ასოცირებულია ალერგიული რეაქციები (უმეტეს შემთხვევებში, ანაფილაქსური შოკი).

ძალიან ხშირი

(ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია). შეიძლება გამოივიოს თავბრუსხვევის შეგრძნება ან თავში სიმსუბუქე.

შეუძლოდ ყოფნა (გულისრება).

ხშირი:

(ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში)

თავის ტკივილი, ჩხვლეტა ან ანომალური შეგრძნებები (პარესთეზია), თავბრუსხვევა.

ნელი ან ჩქარი პულსაცია (ბრდიკარდია, ტაქიკარდია). მაღალი არტერიული წნევა.

ღებინება.

შარდვის გაძნელება (შარდის შეკავება).

მაღალი ტემპერატურა (ცხელება), რიგიდულობა, ზურგის ტკივილი.

არახშირი (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში)

აგზნება.

ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება განვითარდეს პრეპარატის შეცდომით სისხლძარღვში ინექცირებისას ან როპივაკაინი G.E.S.-ის ძალიან დიდი რაოდენობით შეყვანისას (იხ. აგრეთვე ზემოთ პუნქტი 3 „თუ გაგიკეთდათ იმაზე მეტი როპივაკაინი G.E.S., ვიდრე უნდა გაკეთებულიყო“). ეს სიმპტომებია შეტევები, თავბრუსხვევა ან თავში სიმსუბუქე, ტუჩებისა და პირის გარშემო დაბუჟება, ენის დაბუჟება, სმენის პრობლემები, მხედველობის პრობლემები, მეტყველების პრობლემები (დიზართრია), კუნთების დაჭიმულობა და კანკალი, შეხების შეგრძნების დაქვეითება (ჰიპოასთეზია).

გონების დაკარგვა (სინკოპე).

სუნთქვის გაძნელება (დისპნოე)

სხეულის დაბალი ტემპერატურა.

იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-10 პაციენტში)

გულის შეტევა, არარეგულარული გულისცემა.

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, კანის გაწითლება, წვა და შეშუპება).

ეს ეფექტები, როგორც წესი, ვითარდება შემთხვევით სისხლძარღვში ინექცირებისას, ჭარბი დოზის შეყვანისას ან სწრაფი აბსორბციისას (იხ. „თუ გაგიკეთდათ იმაზე მეტი როპივაკაინი G.E.S., ვიდრე უნდა გაკეთებულიყო“).

შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდება სხვა ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენებისას და შეიძლება აღინიშნოს როპივაკაინი G.E.S.-ის გამოყენებისას:

დაბუჟება, ნემსით ან ინექციით გამოწვეული ნერვის გაღიზიანების შედეგად. ეს, როგორც წესი, არ გრძელდება დიდხანს.

ნერვების დაზიანება. იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი პრობლემები.

თუ როპივაკაინი G.E.S. მოხვდება ზურგის ტვინის სითხეში, შეიძლება აღინიშნოს მთელი სხეულის დაბუჟება (ანესთეზირება).

დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუ თავს კარგად არ გრძნობთ როპივაკაინი G.E.S.-ით მკურნალობისას.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა, ან თუ შენიშნეთ სხვა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება როპივაკაინი G.E.S.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გაყინვა არ შეიძლება.

როპივაკაინი G.E.S. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ამპულის გახსნის შემდეგ ის გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებისა და დროის დაცვაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და ეს პირობები და დრო არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-80C-ზე.

არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო სისტემაში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენი მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

  • დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს როპივაკაინი G.E.S.

აქტიური სუბსტანცია არის როპივაკაინის ჰიდროქლორიდი. ყოველი 10 მლ ამპულა შეიცავს 100 მგ როპივაკაინის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქლორმჟავა და საინექციო წყალი.

როპივაკაინი G.E.S.-ის გარეგული აღწერა და შეფუთვის შემცველობა

როპივაკაინი G.E.S. არის აგმჭვირვალე, უფერო საინექციო ხსნარი. ყოველი კონტეინერი შეიცავს 10 მლ-იან 5 ამპულად.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

G.E.S. GENERICOS ESPANOLES LABORATORIO, S.A.

კ/კოლქიდი 6, პორტალ 2, 1ა პლანტა

ედიფიციო პრიზმა.

28230 ლას როზასი (მადრიდი)

მწარმოებელი

„გენფარმა ლაბორატორიო ს.ლ.“

ავდა. დე ლა კონსტიტუციონ 198-199, პოლიგონო ინასტრიალ მონტე ბოიალ

45950 კასარუბიოს დელ მონტე (ტოლედო)

ან

„ბიომენდი, ს.ა.“

პოლიგონო ინდასტრიალ ს/ნ

01118 ბერნედო, ესპანეთი

წინამდებარე ჩანართი-ფურცელი დამტკიცდა 2012 წლის მარტში.

  • --------------------------------------------------------------------------------------------------

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის.

როპივაკაინი G.E.S. გამოიყენება სხვადასხვა გზებით:

ხსნარის ინექცირება იმ ქსოვილში, სადაც უნდა ჩატარდეს ოპერაცია.

ინექცირება იმ ნერვის ან ნერვების ჯგუფის სიახლოვეს, რომლებიც მიემართება იმ ორგანოსკენ, სადაც უნდა ჩატარდეს ოპერაცია, მაგ. იღლიაში მკლავზე ან ხელზე ოპერაციისას.

ინექცირება ხერხემლის სვეტის ქვედა ნაწილში, როდესაც საჭიროა ფეხების ან სხეულის ქვედა ნაწილების ანესთეზირება.

ტუტოვან ხსნარებში შეიძლება აღინიშნოს ნალექები, ვინაიდან როპივაკაინის ხსნადობა დაბალია pH >6.0.-ზე.

არ შეიძლება ავტოკლავში ინტაქტური კონტეინერის ხელახალი შეყვანა.

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკის ზემოთ:

ექიმი გადაწყვეტს შესაყვანი დოზის ოდენობას ფიზიკური მდგომარეობისა და სამედიცინო საჭიროების მიხედვით.

თუ აუცილებელია რეკომენდაციების მიღება სხვადასხვა სახის ბლკადებისას უფრო ხშირად გამოყენებული დოზების შესახებ, იხილეთ ინფორმაცია პროდუქტის მახასიათებლების შესახებ (SPC).

ინტრავასკულარული ინექცირების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია გულდასმითი ასპირაცია ინექცირების წინ და დროს. თუ შესაყვანია დიდი დოზა, რეკომენდებულია 3-5 მლ ლიდოკაინის ადრენალინთან (ეპინეფრინთან) ერთად სატესტო დოზის შეყვანა (2% ლიდოკაინი ადრენალინთან ერთად (ეპინეფრინი 1:200.000)). შემთხვევით სისხლძარღვში ინექცირების ამოცნობა შეიძლება გულისცემის დროებით მომატებით, ხოლო შემთხვევითი ინტრათეკალური ინექცირების - სპინალური ბლოკადის ნიშნებით აპნოეთი და ჰიპოტენზიით.

ასპირაცია უნდა ჩატარდეს მთავარი დოზის შეყვანის წინ და დროს, რაც უნდა ინექცირდეს ნელა ან ნაწილ-ნაწილ დოზებით, 25-50 მგ/თ სიჩქარით, პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციებზე გულდასმით დაკვირვებით და ვერბალური კონტაქტის შენარჩუნებით. ტოქსიკური სიმპტომების განვითარებისას ინექცირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

როდესაც გამოიყენება პროლონგირებული ბლოკადები უწყვეტი ინფუზიით ან განმეორებითი ბოლუსური შეყვანით, გათვალისინებული უნდა იყოს ტოქსიკური პლაზმური კონცენტრაციების მიღწევის ან ადგილობრივი ნერვის დაზიანების რისკები. 675 მგ-მდე როპივაკაინის კუმულაციური დოზები ოპერაციისა და პოსტოპერაციული ანალგეზიისთვის, რომელიც შეიყვანება 24 საათის განმავლობაში, კარგად გადაიტანება მოზრდილებში, როგორც პოსტოპერაციული უწყვეტი ეპიდურული ინფუზიები 28 მგ/საათამდე სიჩქარით 72 საათის განმავლობაში. პაციენტთა მცირე რაოდენობაში, უფრო მაღალი დოზები დღეში 800 მგ-მდე შეიყვანებოდა შედარებით ნაკლები არასასურველი რეაქციებით.

პოსტოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდებულია შემდეგი მეთოდის გამოყენება: თუ არ დაიწყება ოპერაციამდე, ეპიდურული ბლოკადა 7.5 მგ/მლ კონცენტრაციით ინდუცირდება ეპიდურული კათეტერით. ანალგეზია ნარჩუნდება როპივაკაინი G.E.S. 2 მგ/მლ ინფუზიით. საათში 6-14 მლ (12-28 მგ) ინფუზიის სიჩქარე უზრუნველყოფს ადეკვატურ ანალგეზიას მხოლოდ მცირე და არაპროგრესიული მოტორული ბლოკადით საშუალო და მძიმე პოსტოპერაციული ტკივილის უმეტეს შემთხვევებში.

ეპიდურული ბლოკადის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 3 დღე. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ანალგეზიური მოქმედების მკაცრი კონტროლი კათეტერის ამოსაღებად, როგორც კი ტკივილის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგცემთ. ამ მეთოდის გამოყენებისას მნიშვნელოვნად მცირდება ოპიოიდების საჭიროება.

როდესაც გამოიყენება პროლონგირებული პერიფერიული ნერვული ბლოკადები უწყვეტი ინფუზიით ან განმეორებითი ინექციებით, გათვალისწინებული უნდა იყოს ტოქსიკური პლაზმური კონცენტრაციების მიღწევის ან ადგილობრივი ნერვის დაზიანების რისკები. კლინიკური კვლევებისას, ბარძაყის ნერვის ბლოკადა მიიღწეოდა ოპერაციამდე 300 მგ როპივაკაინი G.E.S.7.5 მგ/მლ გამოყენებისას და შიდაკიბისებრი ბლოკადა 225 მგ როპივაკაინი G.E.S. 7,5 მგ/მლ გამოყენებისას. ამის შემდეგ ანალგეზიური ეფექტი ნარჩუნდებოდა 2 მგ/მლ როპივაკაინის გამოყენებით. ინფუზია ან წყვეტილი ინექციები საათში 10-20 მგ 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოფდა ადეკვატურ ანალგეზიას და კარგად გადაიტანებოდა.

  • 5მგ/მლ როპივაკაინი G.E.S.-ზე მაღალი კონცენტრაციები დოკუმენტურად დადასტურებული არ არის საკეისრო კვეთისთვის.

სხვა შეფუთვის ზომები:

როპივაკაინი G.E.S. 2 მგ/მლ საინექციო ხსნარი: 10 მლ ამპულები

როპივაკაინი G.E.S. 7.5 მგ/მლ საინექციო ხსნარი: 10 მლ ამპულები

როპივაკაინი G.E.S. 2 მგ/მლ საინექციო ხსნარი: 100 მლ ტომრები ექსტრაქტირებადი გარეშეფუთვით.

როპივაკაინი G.E.S. 2 მგ/მლ საინექციო ხსნარი: 200 მლ ტომრები ექსტრაქტირებადი გარეშეფუთვით.

დაწვრილებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ესპანეთის მედიკამენტებისა და სანიტარული პროდუქტების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.aemps.es/.

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა